სიზმარი და მისი ახსნა
სიზმრის საიდუმლოების ამოხსნა კაცობრიობისათვის ისეთი მარადიული კვლევის საგანია, რაზედაც ინტერესი არასოდეს განელებულა. ამ საკითხის ძიებაში განვლილი საუკუნეების მანძილზე, მის შესახებ არაერთი ვერსია იქნა წარმოდგენილი. მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ იყო გამყარებული ისეთი მტკიცე საფუძვლით, რომ სიზმარს მოხსნოდა ამოუცნობ ფენომენად შეფასების სტატუსი. თუმცა როგორც ამას ღმერთის მიერ დადგენილი კანონი იუწყება: რომ „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამომჟღავნდესო“ (მათე 10-26) – აი დადგა კიდეც დრო, როცა სიზმრის საიდუმლოსაც შეეხო ამ კანონის აღსრულების მექანიზმი და მას ფარდას ხდის ცოდნა, რომელიც გამყარებულია ისეთი საფუძვლით, რის გარეშეც შეუძლებელია სიზმრის ფენომენში ჩაწვდომა.
უპირველეს ყოვლისა კი საჭიროდ მიმაჩნია ასეთი კითხვის დასმა: მაინც რატომ ვერ ახერხებს ადამიანი იმ ფენომენის შეცნობას, რასაც თავად ფლობს – მიუხედავად იმისა, როცა თანამედროვე საზოგადოებრივი ცნობიერება მყარად დგას იმ აზრზე, რომ მეცნიერების დონემ განვითარების მწვერვალებს მიაღწია?! თუმცა თუკი კარგად დაფიქრებასა და გონიერების თვალით შეხედვას ექნება ადგილი ყოველივე იმის მიმართ, რაც ხილული რეალობაა; არ უნდა იყოს შეუძლებელი იმის მიხვედრა, რომ ყოველივე ისე ნამვილად არ არის, როგორც ეს ადამიანებს ჰგონიათ. თუნდაც ის, რომ რაში სჭირდება ვინმეს სიმდიდრე და ფუფუნება, თუკი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნება არ შეუძლია?! განა დავრდომილსა და ანდა ნაადრევად შეწყვეტილ სიცოცხლეს რაიმეღა სჭირდება ამქვეყნიურ სიამეთაგან?! ცხადია არა! ამიტომაც ადამიანური ცნობიერება განვითარების მწვერვალზე მყოფად მაშინ ჩაითვლება, როცა საკუთარ ფენომენში კარგად ჩაღრმავება შეეძლება და მის მართვას შესძლებს საიმისოდ, რომ არც საკუთარი ჯანმრთელობა შეირყიოს, არც სიცოცხლის შეწყვეტის საფრთხე დაიმუქროს და იმ შიშის ტყვეობიდანაც თავი დაიხსნას, რომელიც მუდმივ მტანჯველად ჰყავს მოვლენილი ადამიანთა მოდგმას. არადა ყოველივე ამის დაძლევის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს ადამიანს იმ შემთხვევაში, თუკი დაეუფლება იმ ცოდნას, რომელსაც ამ სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა ჰქვია და მისი გამოყენებით იმოქმედებს. ამ ცოდნის გამცემი კი ის არის, ვინც ეს სამყარო და თავად ადამიანი შექმნა და რა თქმა უნდა მას არც არაფერი დაუმალავს თავისი ნამოქმედარისა და არც ადამიანი შეუქმნია ისეთ უგონო არსებად, რომ არ შესძლებოდა იმის შეცნობა, რაც ყოველივეს შემქმნელმა ღმერთმა მისთვის მოიმოქმედა. მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ცოდნის მიღების შემძლეობის უნარი მხოლოდ მაშინ ეძლევა ქმნილებას, როცა შემქმნელის მიერ დაწესებული კანონების დაცვის გზით იცხოვრებს. ეს კი ჯერ არცერთ ადამიანს არ გაუკეთებია და ამიტომაც მოხდა ის, რაც სახეზეა: ადამიანები ასცდნენ იმ სწორ გზას, რომლიდანაც გადახვევამ მათი ცხოვრება პრობლემებით აღსავსე და საფრთხის მომცველი გახადა. როცა არანაირი უბედურება და სატანჯველი არ შეხვდებოდათ მაშინ, სწორი გზით ცხოვრება რომ აერჩიათ.
ჭეშმარიტების ერთადერთი გზიდან გადახვეულ ცნობიერებას კი ორად გაყოფილ გზაზე მოუხდა სვლა. მათგან ერთს – მეცნიერება ჰქვია. ხოლო მეორეს კი – რელიგია. მეცნიერებამ საერთოდ უარყო ის, რომ ადამიანი სულისა და სხეულის ნაერთით გამთლიანებული არსებაა. რელიგია კი მხოლოდ სულის კანონთა გაზეპირებას დასჯერდა და მათში ჩაწვდომა კი ვერ შესძლო იმიტომ, რომ არ იცავდა მათ. ამიტომაც ადამიანური აზროვნება თანდათან ასცდა გონებას. რამაც გამოიწვია ის, რომ ადგილი მიეცა ადამიანური თვისებებისა და გრძნობების გადაგვარებას. მათზე საუბარს მეტად აღარ გავაგრძელებ, რადგან დღეს განსაკუთრებით იმ დონეზე არის თვალსაჩინოდ წარმოდგენილი ამ გადაგვარებულობის შედეგები, რომ მას კომენტარები აღარც სჭირდება.
ახლა კი დავუბრუნდები სიზმარს და მასზე გაცნობებთ იმას, რომ მისი ფენომენის შესახებ სწორი ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია იმის ცოდნის გარეშე, თუ როგორ ფუნქციონირებს ადამიანში გონება – იგივე ქვენობიერი. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ მისი ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია აზროვნებასთან, ანუ ცნობიერთან. ხოლო რაც შეეხება მათ თანამშრომლობას, ის კი შემდეგია: ადამიანის მღვიძარ მდგომარეობაში ყოფნის დროს, აზროვნება იღებს ცნობებს გრძნობათა ხუთეულიდან: მხედველობის, სმენის, შეხების, ყნოსვისა და გემოს მეშვეობით. რასაც აღქმის უნარის საშუალებით აღწერს სიტყვებად და იმახსოვრებს. ძილის დროს კი ამ ინფორმაციას წარუდგენს გონებას. რომელიც განიხილავს მიწოდებულ ინფორმაციას და იმ კანონთა მიხედვით განსჯის მას, რომელნიც მისი შემადგენელი ნაწილებია და რომელთაც ჩვენ ბიბლიურ სიბრძნეებად ვიცნობთ. აქვე უნდა აღვნიშნო იმ ფაქტის შესახებაც, რომ გონებას თავისი ენა აქვს, რომელიც ერთადერთია და საერთოა ყველა ადამიანისათვის. ხოლო აზროვნებას კი – მრავალი. აქ კი დაისმის კითხვა: როგორ იგებს გონება აზროვნების მიერ მიწოდებულ, სხვადასხვა ენებით წარმოდგენილ ინფორმაციას? პასუხი ასეთია: იგებს იმიტომ, რომ გონება შედგენილია მათემატიკური წესებით და ჩაწერილია ციფრების საშუალებით. ხოლო ბიბლიური კანონები მათი სწორი თარგმანია სიტყვებად და ბიბლიური წინასწარმეტყველებანიც ზუსტად იმიტომაც სრულდებიან ფაქტებად, რომ ისინი სიტყვიერი აღწერილობაა იმ გეომეტრიული ნახაზისა, რომლის შექმნაც განსჯის გათვლების ფონზე ხდება და მის მშენებლობას კი სამყარო ახორციელებს. რადგანაც როდესაც გონება დაასრულებს განსჯას, შედეგებს კოსმოსს აწვდის იმ ძალის მეშვეობით, რომელიც მას მინიჭებული აქვს იმის ნიადაგზე, რომ იგი სულის პროგრამაა და სული კი კოსმოსური მიზიდულობის დაქვემდებარებაშია (ეზეკიელი 43-11,12).
ადამიანისა და სამყაროს ასეთი დამოკიდებულება კი კანონის სახით ასე არის წაროდგენილი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7). მართლაცდა ეს ხომ ასეა?! ადამიანი რასაც ითხოვს თავისი ნამოქმედარის შესაბამისად, იმასაც იღებს პასუხად სამყაროსაგან. თუმცა ამ კანონის სწორად გაგება ვერ მოახერხა ადამიანმა და „ითხოვეთ“ მან ისე გაიგო, რომ თითქოს მხოლოდ უნდა მოესურვებია რაიმე და ის ასრულებოდა. მაგრამ ეს ასე არ არის! სამყარო სამართლიანობის პრინციპით განიგება და სამართალი კი იმ კანონებით განისჯება, რომელიც გონებაში აქვს ჩადებული ადამიანს. ასეა მოწყობილი ეს სამყარო და მას ვერც ვერავინ და ვერც ვერაფერი ვერ შესცვლის!!!
ახლა კი მინდა ორიოდ სიტყვით ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს შევეხო და მის შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად შედარების მეთოდს მივმართავ. როცა მათემატიკური მაგალითის ან ამოცანის ამოხსნისათვის მცდელობას აქვს ადგილი, ამომხნელმა ამოხსნა შეიძლება სხვადასხვა გზებით სცადოს. მაგრამ სწორი პასუხის მიღება კი მხოლოდ სწორი გზის მიგნებით მოხდება და ეს გზაც და პასუხიც ერთადერთია! აი, სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა გონების ენისა და აზროვნების მრავალ ენასთან თანამშრომლობის დროს. რაოდენ გასაკვირიც ან არ სარწმუნოც არ უნდა იყოს ეს ვინმესათვის, სიმართლე ის არის, რომ სწორი ვარიანტი გონების ენასა და აზროვნების ენას შორის შესაბამისობისა – ქართულია. სწორედ ამიტომაც განიცდიდა ის მუდმივ ზეწოლას სხვა ენით მოსაუბრეთაგან. ვინაიდან აქამდე ხომ კაცობრიობა ცოდვის გზით დადიოდა და ცოდვის მამა კი სატანაა. თუმცა ყოველივეს აქვს დასასრული და მით უფრო სატანისათვის მიცემულ „42 თვიან“ ვადას (გამოცხადება 13-5). როცა მან ღმერთს გამოსთხოვა დრო, რათა ადამიანისათვის თავისი შემქმნელი დაევიწყებინა და თავისი თავი წარმოედგინა მის ნაცვლად. როგორც ხედავთ, ეს მან ვერ მოახერხა და ამის დასტურია იმ დაფარული ჭეშმარიტების მხილება, რომლის დაფარვასაც მან მთელი თავისი ძალისხმევა შეალია მისთვის მიცემული დროის მანძილზე. ამიტომ ენა, რომელიც საუკუნეების მანძილზე განიცდიდა ზეწოლას და ამიტომაც მთვლემარე მდგომრეობაში იყო, უკვე იღვიძებს და უახლოეს მომავალში წარმოაჩენს თავის სიდიადეს ისე, რომ მას მთელი მსოფლიო იხილავს და ყოველი ენის ადამიანსაც მოუწევს მისი აღიარება.
ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ სიზმარს, ის არის იმ ინფორმაციის წარმოდგენა კადრების სახით, რომელიც აზროვნებამ გონებას მიაწოდა და ამასთანავე, რა განაჩენიც გონებამ გამოიტანა. ამიტომ სიზმარი ორგვარია: ასრულებადი და არ ასრულებადი. ასრულებადია ის სიზმარი, რომელიც ასახავს გონების მიერ გამოტანილი განაჩენის შინაარსს. ხოლო არ ასრულებადი კი ის, რომელიც აზროვნების მიერ გონებისადმი წარდგენილი ინფორმაციაა. თუმცა მასაც გააჩნია თავისი ღირებულება, რაც არის ის, რომ მისი შინაარსის ახსნით შესაძლებელია იმის შეცნობა, თუ როგორ ითარგმნება გონების ენით მისი ნაფიქრ-ნამოქმედარი. რაც შეეხება ასრულებად სიზმარს, ცხადია იგი იმიტომ სრულდება, რომ ის ბედისწერის გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომელი გეგმის შედგენაც გონების განსჯით ხდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც სიზმრის შესახებ უნდა გაცნობოთ არის ის, რომ სიზმრის კადრები შედგენილია გონების ენის შესატყვისად და ამიტომაც მას ახსნა სჭირდება. ამასთანავე უნდა აღვნიშნო ისეთ ფაქტთა შესახებაც, რომ არსებობს ძალზედ იშვიათი ისეთი შემთხვევებიც, როცა სიზმრის ხილვას აქვს ადგილი იმ მომენტში, როცა ინფორმაცია უკვე აღსრულებაში არის გადასული და აი მაშინ კი, უკვე მისი კადრების აღქმას აზროვნება პირდაპირი გაგებით ახერხებს. ხოლო რაც დამახასიათებელია ასეთი შემთხვევისათვის, არის ის, რომ ასეთი სიზმრის ასრულების დროის ხანგრძლიობა რამოდენიმე საათს არ გადასცდება. მაგრამ რაც შეეხება გონების ენით შემდგარი სიზმრის ასრულების დროს, მისი ხანგრძლიობა კი დღეებიდან – რამოდენიმე წლებითაც შეიძლება შემოისაზღვროს. ხოლო რაც შეეხება მის იმ კატეგორიას, რომელსაც ხილვა ჰქვია, მის აღსრულებას შესაძლოა საუკუნეებიც დასჭირდეს. რისი მტკიცებულებაც ბიბლიური ხილვებია, რომლებიც საუკუნეების წინ დაიწერა ხილვების ფონზე წარმოდგენილ წინასწარმეტყველების სახით და როგორც ხედავთ ამჟამად მიმდინარეობს მათი აღსრულება ზედმიწევნით ზუსტად.
რაც შეეხება სიზმრის ახსნას, მის თაობაზე მრავალნაირი ლექსიკონია შექმნილი და მათ მრავალი ავტორიც ჰყავთ. მაგრამ ზედმიწევნით ზუსტად ახსნის ლექსიკონი არ არსებობს და ამაში ყველა დამეთანხმება. ვინაიდან სიზმრის ახსნის დროს გასათვალისწინებელია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ინდივიდუალური გენეტიკური კოდი ჰქვია და ამიტომაც ახსნა მისი შესატყვისობით უნდა მოხდეს. ხოლო რაც შეეხება ლექსიკონს, რომელიც გონების ენისა და აზროვნების ენის შესაბამისობას ასახავს, მისი სწორი ვარიანტის მოძიება შესაძლებელია და მას ახლავე გაცნობებთ. თანაც იმასაც დავძენ, რომ სიზმრის მექანიზმში ჩაწვდომა და მის თაობაზე ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვება საკმაოდ მუშაობის ჩატარებას გულისხმობს. მაგრამ ამ სფეროს კარგად ათვისება კი ფასდაუდებელ შედეგებს დადებს ადამიანთა სულიერად გაჯანსაღების სფეროში. რომელიც არის საძირკველი ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის.
ახლა კი რაც შეეხება დანაპირებს, მისი წარმოდგენისათვის უნდა შევეხო ბიბლიას და მასზე მოგახსენოთ ის, რაც საყოველთაოდაა ცნობილი და არის ის, რომ მის სიბრძნეებს ახსნა სჭირდებათ. რისი მიზეზიც ისაა, რომ ისინი შედგენილნი არიან გონების ენით ისევე, როგორადაც სიზმრები. ისიც ცნობილია, რომ ბიბლიის სიბრძნეთა ახსნაზე მუდმივად დავა მიმდინარეობს და ხან ვინ მოირგებს მათ სათავისოდ და ხან ვინ. რაც იმას მოწმობს, რომ არცერთი მათგანი არ წარმოადგენს მათ სწორ ვარიანტს. ადამიანები კი ტყუვდებიან მათ მიერ და ამიტომაც ხდება ის, რომ ღმერთის რწმენა ფანატიზმმა ჩაანაცვლა მათში და ამან თუ რა შედეგი მოიტანა, მას კომენტარი აღარ სჭირდება, რადგანაც სამყარო უკვე ფაქტებად იძლევა მის პასუხს და ამიტომაც ყველა თავისი რწმენის სანაცვლოს მიიღებს!!! მე კი იმათ საყურადღებოდ ვაცხადებ ამ ცოდნას, ვისაც სურვილი აქვს დახმარების მიღებისა საიმისოდ, რომ სიცრუის ბორკილებიდან სამუდამოდ გათავისუფლდეს.
ბიბლიის სიბრძნეები არ შეიძლება აიხსნას ადამიანური აზროვნებით და მასზე ასე ითქვას: „ჩემი აზრით ეს ასეა“ და „ჩემი ხედვით კი ისეო“; ანდა წმინდა მოციქულების მიერ არის ახსნილიო. სწორი ახსნა ერთადერთია და არის ის, რომ ბიბლიის სიბრძნეები თავადვე ხსნიან ერთმანეთს იმ მეთოდით, რომელსაც ბიბლიური კოდის მეთოდი ჰქვია და მისი ფლობის უნარი ღმერთმა მხოლოდ მას არგუნა, ვისზეც განაცხადა, რომ „იგი მისი მოწონებული შვილია“ (მათე 3-17). მასზე მოგახსენეთ კიდეც და გაცნობეთ ისიც, თუ რა იგულისხმება ამ მეთოდში – თანამიმდევრობა 12 კანონისა (ეკლესიასტე 7-27), რომელიც ერთადერთი აქვს ყოველ სიბრძნეს და ისინი დალაგებულნი არიან ისე, რომ ყოველი მომდევნო განამტკიცებს წინას. ხოლო რაც შეეხება გონებისა და აზროვნების ენის ლექსიკონს, ამის ახსნასაც თავად ბიბლია იძლევა. რაც იგივეა, რასაც სიზმრის ახსნის ლექსიკონს ვუწოდებთ ჩვენ. თუ როგორ ხდება ეს, მოვიყვან მის რამოდენიმე მაგალითს: მაგალითად თუკი სიზმარში ვინმე ოქროს ბეჭედს გაწვდის – ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მომცემი ბრძნულ რჩევას გაძლევს (იგავები 25-12). თუკი სიზმარში ცივ წყალს შესვამ და მისი შესმით შვებით ამოისუნთქავ – ეს ნიშნავს სასიხარულო ამბის გაგებას შორიდან (იგავები 25-25). თუკი ატალახებულ წყალს ნახავ სადმე – იმ ადგილას მართალთა დაცემას აქვს ადგილი (იგავები 25-26). უდაბნოში წასვლა ნიშნავს იმას, რომ ანჩხლ და ბრაზიან ქალს უკავშირებ ბედს (იგავები 21-19). ორმოში ჩავარნა – მლანძღველთა პირში ჩავარდნას ნიშნავს (იგავები 22-14). თუ სიბნელიდან სინათლეში გახვედი – ე.ი. სწორი გზა გიპოვია (იგავები 13-9). თუ სანთელი ჩაგიქრება – ე.ი. შენი განზრახვა არ არის მართებული (იგავები 13-9). ნიაღვარი – რისხვას ნიშნავს (იგავები 27-4).
ყოველივე ამის შემდეგ კი ამას ვიტყოდი: გონიერება არის იმის მიხვედრა, რომ კაცობრიობა განვითარების გზის დასაწყისშია და არა მწვერვალზე. ვინიდან განვითარება მხოლოდ ცალმხრივად წარიმართა და აქცენტი მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებაზე იყო მიმართული და სულიერება კი უარყოფილი. ხოლო სინამდვილეში კი, სულიერი განსაზღვრავს ყოფიერს. ამიტომ რასაც ადამიანი წლობით აშენებდა, სამყარული კანონზომიერებები მას უკანონობად თვლის. რამეთუ მათი საყრდენი ანგარებაა და როგორც ხედავთ წამები სჭირდება კიდეც მათ დასანგრევად. ამიტომ დროა ადამიანები გონს მოეგონ! უარი თქვან ძველებურად ხედვაზე და გონიერებას მისცენ გასაქანი. რამეთუ მათ სხვა გზა უკვე აღარ დარჩათ საიმისოდ, რომ გადარჩნენ და სიცოცხლე გააგრძელონ ამქვეყნად. აი, ეს არის სინამდვილე და მისი მოსმენა ვინმეს სიამოვნებს თუ არა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. რადგან ყველას მოუწევს სიმართლისათვის თვალის გასწორება იმიტომ, რომ უკვე საამისო დრო დადგა!!! რადგანაც მიმდინარეობს აღსრულება დაწერილისა: „უფლის სულია ჩემზე. ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად. მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად. ბრმათათვის თვალის ახელისა და ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად. ჩაგრულთა გასათავისუფლებლად. უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად (ლუკა 4-18,19).