ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ” (სიბრძნე ზირაქისა 1_2).
შუქმფენი და უჭკნობი არის სიბრძნე, მის მოყვარულთაგან ადვილად განსაჭვრეტი. მისი მძებნელნი იპოვნიან მას! იგი წინასწარ ეცხადება მისი შეცნობის მოწადინეთ“ (სოლომონი 5_7) ხოლო თუ ვინმეს სიბრძნის მიღება სურს, მცნებები დაიცვას და უფალი მიჰმადლებს მას“ (სიბრძნე ზირაქის 1_25). მაშასადამე თუ ღმერთი ინებებს, შესაძლებელია მან მოიწონოს და თავის რჩეულად აქციოს სამყაროს კანონების საქმით დამცველი და სიბრძნის მძებნელი პიროვნება. რომლისათვისაც დაშვებული იქნება ის, რომ ეუწყოს დაფარული ჭეშმარიტება; რომელიც ძალიან დიდი ხანია გონებაში დაბეჭდილი უმოქმედოდ იყო იმ მიზეზის გამო, რომ აზროვნებამ ვერ შესძლო მასთან მიწვდომა. „როცა კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები სამყაროს წინაშე და ყველა ერთად იხილავს ამას. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6_20,28). წარმოდგენილი კანონის აღსრულება აუცილებლად საჭიროებს მისთვის გათვლილი დროის დადგომას. რაც თავის მხრივ მოიცავს მეცნიერულ_ტექნიკური პროგრესის სათანადო დონეზე ყოფნასაც. რომლის მონაპოვარის გზითაც შესაძლო იქნება, რომ ღმერთის მიერ ხელდასმულმა პიროვნებამ შესძლოს ამ ცოდნის გაშიფვრა. რაც ბოლო ჟამამდე ვერ მოხერხდებოდა საამისო მატერიალური ბაზის არ არსებობის გამო. ამ ცნობის უფრო გასაგებად ახსნისათვის კი მოგახსენებთ შემდეგს: საუკუნის წინ კომპიუტერულ ტექნიკაზე რომ დაგვეწყო საუბარი და მასთან შედარებაში მოგვეყვანა რაიმე, ვინმე გაიგებდა?! რა თქმა უნდა ვერა! ამჟამად კი ეს შესაძლებელი არის იმიტომ, რომ საამისოდ შესაფერისი დროა. რადგანაც სათანადო დონეზე არის მეცნიერებაცა და ტექნიკაც იმის გამო, რომ სასრულ ფაზას მიუახლოვდა მრავალსაუკუნოვანი საკაცობრიო გენეტიკური პროცესი. რამაც დასაბამი მისცა ნაყოფთა მიღებას. რაშიაც იგულისხმება შემდეგი: მრავალმხრივი რეინკარნაციით შესაძლებელი გახდა აზროვნების იმ მწვერვალამდე აყვანა, რომლის მეშვეობითაც მან შესძლო გონებაში ტყვედ მყოფი ჭეშმარიტების გათავისუფლება. ე.ი. „სამყარო დაბერდა“. ხოლო „სიბერისაგან დაუძლურებული წუთისოფელი“ (III ეზრა 14_16) კი საჭიროებს გარდასახვას! ნებისმიერ კონკრეტულ კითხვას, რაც კი რამ შეიძლება რომ დაებადოს ადამიანის აზროვნებას, ბიბლიაში აქვს დაკონკრეტებული პასუხი იმგვარად, რომ სათანადო დროის დადგომისას მოხდეს მისი შემეცნებითი გაშიფვრაცა და ფაქტებით გამჟღავნებაც. ვინაიდან ასეთი იყო უფლის ნება, როცა ამ სამყაროს ქმნიდა. ბიბლიური კანონები სრულყოფილნი არიან და მათ ვერავინ ვერაფერს დაუმატებს!!! რადგანაც თავად ბიბლია წარმოადგენს იმ პროგრამის მიმდინარეობის ზუსტ ნუსხას, რომელიც შემოწმებულია ღმერთის მიერ და შედეგიც მიღებულია. ამჟამად კი ხდება ამ პროგრამის მატერიალიზირება. ამიტომ მატერიალური სამყაროს მაფუნქციონირებელი დრო, ღმერთისათვის წარსული დროა. ხოლო ბიბლია კი სახელმძღვანელო წიგნია, რომელიც მისი კარნახით იქნა შესრულებული ადამიანთა ხელით. რის გამოც იგი კოდირებული არის და ამიტომაც სათანადო დროის დადგომისას საჭიროებს შესაბამისი გონიერების მქონე პიროვნების მოვლინებას; რათა მისი მეშვეობით მოხდეს გონებიდან იმ მოცულობის ჭეშმარიტი ცოდნის გაშიფვრა, რომლით აღჭურვაც იმ პერიოდის საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობას წარმოადგენს!!! ვინაიდან კაცობრიობისადმი ღმერთისაგან წყალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ადამიანთა აზროვნება დროსთან მიმართებით ჭეშმარიტი ცოდნის ფლობის ნაკლებობას არ განიცდის. ხოლო რაც შეეხება ამ მისიის შესასრულებლად ღმერთის რჩეულს, მის შესახებ კი ასეთ ცნობას აცხადებს ბიბლია: „უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე, ვისაც უნდა იმას აძლევს მას და კაცთა მიერ ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე“ (დანიელი 4_14). ახლა კი მინდა, რომ მოგაწოდოთ მცირედი ცნობა ამ წიგნის ავტორის შესახებ: თუკი რწმენა და ცხოვრებისეული განვლილი გზა შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც ღმერთი უყენებს იმ ადამიანს, ვისაც უნდა ანდოს ეს საქმე _ ეს იცის მხოლოდ ღმერთმა და თვით იმ პიროვნებამ. ნიშნებმა კი იმისა, რომ ამ საქმის შესასრულებლად ხდებოდა ჩემი მომზადება, ასახვა ჰპოვა ჩემს ცხოვრებისეულ გზაში. ეპიზოდებს ჩემი ცხოვრებიდან, რომლებსაც საჭიროდ ჩავთვლი საიმისოდ, რომ რაიმე მოვლენის ახსნისათვის გამოდგეს, შევიტან ამ წიგნში. ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ ის უცნაური და ხანდახან კურიოზული შემთხვევებიც, რაშიაც ზოგჯერ გაუთვალისწინებლად აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი და ის კი მათ სასწაულებად მიიჩნევს; სინამდვილეში ყველანი მჭიდრო კავშირში არიან სიბრძნესთან და აბსოლუტურად კანონზომიერი გათვლის შედეგად მიღებული ზუსტი პასუხებია წინამორბედ ქმედებათა ჯაჭვით შეკრული მთლიანობისა. მატერიალური სამყაროსათვის შემთხვევითობა დაუშვებელია!!! რადგან ნებისმიერი ნიუანსიც კი კანონზომიერად გათვლილი არის ისე, რომ გამორიცხულია უმცირესი უზუსტობის დაშვება! აი, ასეთი პრინციპითაა შექმნილი ეს სამყარო და ეს „აუხსნელი მოვლენები“, როგორადაც მათ ადამიანები უწოდებენ ასე, მხოლოდ ადამიანური აღქმისათვის არის აუხსნელი _ აზროვნების არასაკმარისი ცოდნით აღჭურვის გამო. ვინაიდან ადგილი არა აქვს იმ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობას, თუ ქმედებათა რომელ ერთობლიობას რა შედეგი უნდა მოჰყვეს. ამიტომ რაც უფრო მეტი ცოდნის შეძენას ექნება ადგილი ბიბლიური სიბრძნეებიდან, მით უფრო შემცირდება „სასწაულების“ რიცხვი და ყველა მოვლენის ახსნის პოვნაც გახდება შესაძლებელი. ახლა კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ ბიბლიის შესახებ: საზოგადოებრივი აზრით ბიბლია ასოცირებულია რელიგიასთან. თუმცა სინამდვილეში ეს სრულებითაც არ არის ასე. ვინაიდან ბიბლია არის
მატერიალური სამყაროს ინსტრუქცია“. რომელიც ღმერთმა ადამიანებს გონებაში ჩაგვიდო და საიმისო უნარიც მოგვანიჭა, რომ ჩვენს აზროვნებას ეს ცოდნა გამოეტანა გონებიდან და წიგნის სახით შეექმნა. ამასთანავე უნდა განვაცხადო უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა კრებულის განსაკუთრებული თავისებურების შესახებაც, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: კრებულით გადმოცემული ცოდნის შემეცნების უნარმქონეობა მინიჭებული ექნებათ მხოლოდდამხოლოდ ღმერთისმიერი ძალით აღჭურვილ პიროვნებებს და ამიტომაც სწორედ მისი მეშვეობით მოხდება აღსრულება „არმაგედონული“ განკითხვისა!!! რადგანაც კაცობრიობამ არასწორი მიმართულებით არჩეულ გზაზე სვლით მიაღწია იმგვარ შედეგს, რომ ღვთისაგან ნაბოძები თავისუფალი ნების არჩევანი შეიზღუდა, ამიტომ ასეთი პასუხიც მიიღო: ამჟამად რადგანაც ბოლო ჟამის პერიოდში ვიმყოფებით, აღსრულებაში შედის მისი მახასიათებელი პროცესი. რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში: ჭეშმარიტი ცოდნით აღჭურვისა და მისი მითითებებით მოქმედებების გარეშე, ადამიანებს სასიცოცხლო ენერგია ვეღარ მიეწოდებათ!!! ანუ მთელი საკაცობრიო სისრულით აღსრულებას იწყებს კანონი:
როდესაც შევა სიბრძნე გულში და ცოდნა ეამება სულს, განსჯა შეინახავს და საზრიანობა დაიცავს მის მპოვნელს, რათა იხსნას ბოროტი გზიდან“ (იგავები 2_10,11,12).