გაზიარება

სამყარო კუბი

ღმერთის მიერ დადგენილ ბედისწერის განმკარგავ კანონთა თანახმად: „არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც რამ დამალული, რომ არ გამომჟღავნდეს“ (მარკოზი 4-22). როგორც უკვე განვაცხადე კიდეც, ეს კანონები მართალია ბიბლიით არის წარმოდგენილი, მაგრამ მისი წყარო გონებაა. რომელიც თავის მხრივად წარმოადგენს იმ სულის პროგრამას, რომელიც დაბადებისთანავე სრულყოფილი და ერთნაირსახეობრივი ეძლევა ყოველ ადამიანს კოსმოსიდან. თუმცა ყოველთვის როდი ახერხებს ყველა, ასეთი სულის შენარჩუნებას და სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად უშვებენ იმას, რომ დაიმსახურონ მისი დამდაბლებული სულით ჩანაცვლება.
ვინაიდან და რადგანაც კაცობრიობა უკვე იმყოფება მისთვის საარსებოდ გათვლილი დროის ბოლო ჟამის პერიოდში, მასზე მოგახსენებთ იმას, რომ ხასიათდება იმ თავისებურებით, რომელსაც ბიბლია ასე აღწერს: „1000 წელი, როგორც 1 დღე – ნაცვლად წინა პერიოდების 1 დღე, როგორც 1000 წელისა“ (II პეტრე 3-10). რომელი ცნობაც ასახავს კაცობრიობის მიერ დასაბამიდან აქამდე ნათესის მომკის ჟამს (გამოცხადება 14-15) და ამიტომაც ცხადია, რომ ყოველივე დაფარული და ყველაფერი დამალული გამოაშკარავდება!!! მართლაცდა როგორც ვხედავთ, დაფარული სიმართლეები ერთიმეორეს მიყოლებით მჟღავნდება და ბურუსით მოცულ საკითხებს თანდათან ეფინება ნათელი. ამასთანავე უკვე აღარც ის არის შეუცნობელი, თუ რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი. რა მიზანს ემსახურება მისი აზროვნება და რატომ მიეცა მას თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება. შეტყობილია ისიც, რომ საკაცობრიო გენეტიკურ ნაყოფად შეფასებას დაიმსახურებს მხოლოდ 144 000 ადამიანი. ხოლო ამ ბოლო ცნობის უფრო კარგად გასაგებად კი, მივმართავ სამყაროს დაყოფის საკითხს. რისთვისაც წარმოვადგენ ბიბლიის უწყებას სამყაროს შესაქმნელი „მასალის“ შესახებ, რომელიც შემდეგია: „უფალო ვერაფერი დააბრკოლებს შენს ყოვლისშემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა“ (სიბრძნე სოლომონის 11-17). სწორედაც ამ უსახო ნივთიერების კანონზომიერული დაყოფის შედეგად იქნა მიღებული ისეთი მხარეც, რომლის ხილვაც ადამიანურ თვალთახედვას ძალუძს. ამასთანავე მინდა აღნიშვნა გავაკეთო იმის შესახებაც, რომ რადგან ჩვენ არ შეგვწევს უნარი სამყაროს შემადგენლობის სრულყოფილად ხილვისა, ცხადია ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გრძნობათა ორგანოების აღქმისათვის მიუწვდომელი რაც ან ვინც არის, ისინი არ არსებობენ. რა თქმა უნდა ისინი არსებობენ ჩვენს გვერდით და ჩვენ შეგვიგრძნობენ და შეგვიცნობენ კიდეც! მაგრამ ეს ჩვენ ვერა ვართ მათი აღქმის უნარმქონეობით აღჭურვილნი. რის დაშვებასაც, რა თქმა უნდა აქვს თავისი მყარი საფუძველი და მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანური ცნობიერება უნდა გაიზარდოს და გამყარდეს ქმედებების სახობრივი გამოცდების ფონზე, დამოუკიდებლობის განცდის შემგრძნეობით.
ჩემგან მოწოდებულ ინფორმაციათა სარწმუნოდ, გარდა ბიბლიური ცნობებისა, სხვა საშუალებებიც მიწყალობა უფალმა. რაც არის ჩემი გრძნობათა ორგანოების აღქმის არეალის სიფართოვე. ამიტომაც გონებიდან საჭირო ცოდნის გამოტანისას მეძლევა იმის უნარი, რომ ხილვითაც ვიხილო, სმენითაც მოვისმინო და შეგრძნებითაც შევიგრძნო ის, რისი აღქმის შემძლეობაც ადამიანური შემეცნებისათვის დადგენილ სტანდარტს ცოტათი სცდება. ამიტომაც ჩემთვის ცნობილია იმ ცოდნის არასაიმედოობის შესახებ, რასაც მეცნიერება და რელიგია სთავაზობს კაცობრიობას და თამამად შემიძლია განვაცხადო კიდეც, რომ სწორედ მათი უსაფუძვლო თავდაჯერების ნაყოფია საყრდენი ყველა იმ უბედურებისა, რასაც უკვე ყოველდღიურად იმკის დედამიწაც და მისი მოსახლეობაც.
როგორც უკვე ვიცით ადამიანის ამქვეყნიური არსებობის მისიას, მისი აზროვნების ჩამოყალიბება წარმოადგენს. რის მისაღწევადაც არის დადგენილი ევოლუციური პროცესებით განსახორციელებელი საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობა. რომელიც გულისხმობს გონიერი გენის გამოყვანას და მისმიერი გათვლით დადგენილია, რომ საკაცობრიო მიმდინარეობის შედეგად მიღებული უნდა იქნას ამ გენის 1000 თაობიანი ცვლა (ფსალმუნები 104-8). რომლის მისაღებადაც სხვა გენთა მილიონიანმა და მილიარდიანმა თაობებმაც კი მოასწრეს არსებობა.
წიგნ „სიბრძნე სიმართლისა“-ში წარმოდგენილი მაქვს ინფორმაცია სამყარული დაყოფის შესახებ. სადაც აღნიშნულია ის, რომ დანაწევრების ბოლო სახეობა 1/144 X ნაწილია. ხოლო გენეტიკური 1000 თაობის განსვლა კი იმას ნიშნავს, რომ გენეტიკურმა პროცესმა გავლენა მოახდინა ედემელი ადამის სულზე, რომელსაც ჩვენ ქრისტეს სულად ვიცნობთ. რომელი გავლენაც გამოიხატა იმაში, რომ მოხდა გაყოფით-გამრავლება 144 x 1000 = 144 000. ეს გათვლა ცხადია პროგრამულია და განხორციელდა მანამ, სანამ პროგრამა ჩაიშვებოდა საწარმოებლად. უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს პროგრამა შედგენილი იქნა მატერიალური სამყაროს შესაქმნელად და მისი გათვლა კი მოხდა სამყარო „კუბში“. რომელი სახელიც ვუწოდე იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ბიბლია იუწყება მასზე გამოცხადების 21-ე თავში.
ვინაიდან უკვე ამ სამყაროსეული ექსპერიმენტის სასრულ სტადიაში ვიმყოფებით, ამიტომ უნდა ისიც განვაცხადო, თუ რა ბედი ელის იმ 144 000 ნაყოფს, რომელთა მისაღებადაც ამხელა შრომა იქნა გაწეული. ამ საკითხის განსახილველად კი მოვიშველიებ ბიბლიის ამ ცნობებს:
„აშენებულია ქალაქი. დაბლობ ადგილას მდებარეობს იგი და ყოველგვარი სიკეთით არის აღსავსე. მაგრამ მისადგომი მისი ვიწროა და ციცაბოზე მდებარეობს. რათა მარჯვნივ ცეცხლი იყოს, მარცხნივ კი ღრმა წყალი. მათ შორის ერთადერთი ბილიკი გადის ცეცხლსა და წყალს შორის და ერთი კაცის ტერფს თუ დაიტევს. როგორ მიიღოს კაცმა სამემკვიდროდ მიცემული ქალაქი, თუ წინდაგებულ ხიფათს არ გაივლის?! ასეა ისრაელის წილიც. რადგან მათთვის შექმნა უფალმა წუთისოფელი. მაგრამ როცა ადამი განუდგა მის მცნებებს, მსჯავრი დაედო მას, რაც შეიქმნა. დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები. შეიქმნა გამტანჯველი და სამძიმო – ბოროტებით, ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს. მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო და უკვდავების ნაყოფის გამომღები. ამიტომ თუკი ცოცხლები ვერ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის. უფალო, შენ დაადგინე შენი რჯულით, რომ ამას ყველაფერს მხოლოდ მართალნი დაიმკვიდრებენ. უკეთურნი კი დაიღუპებიან. რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს, ფართოს იმედით. ხოლო ვინც უკეთურებას სჩადის, თუმცა ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს მაინც ვერ იხილავს. არ არსებობს მსაჯული, ღმერთზე აღმატებული და არც ბრძენი, უზენაესზე აღმატებული. დაიღუპებიან აწმყოში მრავალნი. რადგან უგულებელყოფილია მათ მიერ, წინ დადებული ღვთის რჯული. რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც მართებდათ მათ, რათა ეცოცხლათ და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ. მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი ჭკუით დაადგინეს ჭეშმარიტება. მოიგონეს თავისთვის ტყუილები. არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები. შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი. არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ აღასრულებდნენ მის საქმეებს. რის გამოც ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე კი – სავსეთათვის. აჰა დადგება ჟამი და მოვა ნიშნები. გამოჩნდება სძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება, რაც მიწით არის დაფარული და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწარ თქმულ ბოროტებებს, თავად იხილავს უფლის სასწაულებს. გამოცხადდება ქრისტე იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან და ვინც გადარჩება და გაიხარებენ 400 წელი. გავა ეს წლები და მიიძინებს ქრისტეც და ყველა სუნთქვის მქონებელი ადამიანი. წუთისოფელი კი მოიქცევა დასაბამიერ დუმილად 7 დღე – როგორც ძველთაგანვე იყო დადგენილი ისე, რომ აღარავინ დარჩება. 7 დღის შემდეგ კი აღდგება წუთისოფელი, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი და დაიღუპება რაც ხრწნადია. დამყარდება ჭეშმარიტება და განმტკიცდება რწმენა. იფხიზლებს სამართალი და ვეღარ იმძლავრებს უსამართლობა. განკითხვის დღე კი იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი“ (III ეზრა 7-6/43).
„გამოვიკვლიე წუთისოფელი და საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს. შემოვინახე ჩემთვის ყურძნის ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან. ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი; და დარჩა ჩემი ყურძენი და ჩემი ნერგი. რადგან დიდი შრომით სრულვყავი. ამბობს უფალი“ (III ეზრა 9-20/22).
მაშასადამე როცა ეს ნერგი მოისხამს 144 000 ყურძენს და ყურძენიც დამწიფდება, მაშინ „შემოკრებს ღმერთი სიონად წოდებულ ქვეყანაში თავის ხალხს და მოწყალების თვალით დახედავს მათ. მაშინ გამოაჩენს უფალი ადგილს და გამოჩნდება უფლის დიდებაცა და ღრუბელიც, რომელიც მოსეს დროსაც გამოჩნდა. აკი სოლომონიც ითხოვდა, რომ ეს ადგილი გამორჩეული ყოფილიყო კურთხეული“ (II მაკაბელთა 2-7,8).
სანამ აქ წარმოდგენილი ცნობების ანალიზს გავაკეთებდე, მანამ მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ ეს სამყარო სრულებითაც არ არის იმგვარი, როგორადაც მას აღიქვამს ადამიანური შემეცნება. ცხადია მე იმას არ ვამბობ, რომ მე ვარ იმის შემძლე, რომ სრულყოფილად აღვიქვა იგი. მაგრამ რისი შეცნობის შემძლეობაც ღმერთმა მარგუნა, მასზე დაყრდნობით შესაძლებელია იმ განცხადების გაკეთება, რასაც გაცნობებთ: რომ ეს სამყარო, სრულებით სხვაგვარადაა მოწყობილი, ვიდრე ამას მეცნიერული ცოდნა წარმოგვიდგენს. ამიტომაც ის პროცესები, რის განხორციელებასაც ამჟამად ექნება ადგილი, ადამიანის შემეცნებით ჩაითვლება სასწაულებად იმიტომ, რომ მისთვის უცხოა ჭეშმარიტი ცოდნა. თორემ სინამდვილეში არავითარ სასწაულებს არა აქვს ადგილი. რადგან რაც ხდება, ყოველივე კანონზომიერული პასუხებია ნამოქმედარზე.
ახლა კი განვაგრძობ და მოგახსენებთ იმას, რასაც წარმოდგენილი ცნობები იუწყებიან. ე.ი. ქვეყანა სიონი შეიქმნება არმაგედონს გადარჩენილ ქართულ ენაზე მეტყველთა მიერ იმ ადგილას, რომელიც ღმერთს მათთვის აქვს განკუთვნილი. სადაც იქნება საიმისო პირობები, რომ მიღებული იქნას 144 000 მადლიანი. ხოლო როცა ეს რიცხვი შესრულდება სრულფასოვნად ჩამოყალიბებული აზროვნების მქონე პიროვნებების სახით, მაშინ უფალი შეკრებს მათ და იმ „ღრუბლით“, რომელიც ტელეპორტაციის ტრანსპორტია, მოახდენს მათ გარდასახვას სამყარო „კუბში“. როგორც ბიბლია გვიღწერს, ეს მოგზაურობა 7 დღეს გასტანს. ხოლო ეს 7 დღე, რა თქმა უნდა არ ნიშნავს დედამიწური დროის ათვლით განსაზღვრულ 7 დღეს! ხოლო რაც შეეხება იმ დანარჩენებს, რომელნიც არ ისმენენ ჭეშმარიტებას და მას ზღაპარს უწოდებენ; სამწუხაროდ ისინი იმგვარ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რომლისაგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია!!!
რაც შეეხება სამყარო „კუბს“ – მასზე ცნობებს იძლევა ბიბლია იოანეს გამოცხადების ბოლო ნაწილში. სადაც სწერია, რომ მისი პრინციპი განსხვავებულია ამ „მრგვალი“ მატერიალური სამყაროს პრინციპისაგან. აღნიშნულია ის, რომ მასში ადგილი არა აქვს არანაირ სიბნელეს და გარდა მიწიდან მისული ადამიანებისა, იქ სხვებიც იქნებიან; თანახმად ბიბლიური ცნობისა: „ქალაქს არ სჭირდება გასანათებლად არც მზე და არც მთვარე. რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სინათლე. ერები ივლიან მის ნათელზე. მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას და პატივს. მისი კარიბჭენი დღისით არ დაიკეტება, რადგან ღამე არ იქნება იქ. ვერ შევა მასში ვერაფერი უწმიდური და ვერცერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი. არამედ შევლენ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი“ (გამოცხადება 21-23/27). „ქალაქის ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა, სიცოცხლის ხეა. რომელიც ისხამს 12 ნაყოფს და ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა. დაწყევლილი არაფერი აღარ იქნება. ღმერთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურები მოემსახურებიან მას. იხილავენ მის სახეს და მისი სახელი შუბლზე ეწერებათ. ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც სინათლის შუქი და არც მზის ნათელი. ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხადება 22-1,5).