სად არის შენი ადგილი
რასაც ამ სტატიის საშუალებით განვაცხადებ, თუკი მას ასე შევაფასებდი, რომ ფასდაუდებელი ცოდნაა, გადამეტებულად ნათქვამი ნამდვილად არ იქნება და ამ შეფასებასაც დაეთანხმება ყველა, ვინც კი მას პრაქტიკულად გამოიყენებს. სათქმელს კი ასე დავიწყებ: ეს ჩვენი მატერიალური სამყარო, რომელიც ცის ყინულოვანი თაღებით არის შემოსაზღვრული, შემქმნელის მიერ დადგენილ კანონთა მოქმედებებით განიგება. კანონზომიერებანი დამყარებულია დროის ფაქტორზე და ფუნქციონირების მოტივი კი მდგომარეობს ენერგიის მატერიალებად გარდაქმნასა და შემდეგ ამ მატერიალებითვე ენერგიის გამომუშავების პრინციპში.
მატერიალური სამყაროს შესახებ ამ მცირედი მიმოხილვის გაკეთება იმიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ განსახილველი საკითხი მისი ფუნქციონირების ნაწილი არის და ეხება ადამიანის ბედისწერის შექმნას. რომლის განხილვასაც ახალი აღთქმის კანონმდებლობის მიხედვით ექნება ადგილი იმიტომ, რომ იესო ქრისტეს შემდგომი პერიოდიდან ადამიანთა ბედისწერა ახალი აღთქმის კანონთა განსჯით განიგება. ხოლო უპირველეს ყოვლისა რისი ცოდნაც აუცილებელია, არის ის, რომ იესო ქრისტეს მიერ საკუთარი სისხლის მსხვერპლად შეწირვის შედეგად მოხდა საკაცობრიო ნათლისღება შემდეგი კანონების აღსრულებით: „თითქმის ყველაფერი რჯულის მიხედვით სისხლით წმიდავდება და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22) და „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 3-21). რამეთუ მას, „ვის მიერაც შეიქმნა წუთისოფელი“ (იოანე 1-10), ამის შემძლეობა მინიჭებული ჰქონდა ღმერთის მიერ. სწორედ ეს მოვლენა დაედო საფუძვლად ახალი აღთქმით რჯულის შეცვლას და ყოველივე ეს კი ნიშნავს იმას, რომ ახალი აღთქმის კანონმდებლობით, ნებისმიერი ერისა და ეროვნების ახალშობილს დაბადებით ეძლევა სულიწმიდით ნათლისღებული სული და ის უცოდველია. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ დაბადებით ბავშვი იმყოფება იმ ადგილას, რომელიც სამყარულმა კანონმდებლობამ განუსაზღვრა მას ინდივიდუალურად.
რას ნიშნავს ეს? მის ასახსნელად მოგახსენებთ, რომ მატერიალური სამყაროს კანონზომიერულად ფუნქციონირება თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მის შემადგენლობაში მყოფ ნებისმიერ რაიმეს განსაზღვრული აქვს როგორც თავისი ადგილი, ასევე საფუნქციო არეალიცა და ფუნქციონირების კატეგორიაც. რაც შეეხება ადამიანს, მისი სამყარული ადგილის (იგივე ინდივიდუალური ენერგიული ძალის სიმძლავრის) განმსაზღვრელი არის რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი. რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს ნერვული სისტემის სიმშვიდის დონეს. ხოლო ფუნქციონირების კატეგორია კი სამ საზომურ წრეს მოიცავს: მოკლე რადიუსიან პირადული სფეროს წრეს; მასზე უფრო მოგრძო რადიუსის მქონე – პროფესიული სფეროს წრეს და გრძელი რადიუსის მქონე – ღმერთისადმი რწმენის წრეს.
ახლა კი ინდივიდუალურ კოდზე მოგახსენებთ, რომელსაც თანამედროვე ტერმინოლოგია კარმის სახელით იხსენიებს. რას წარმოადგენს იგი? მის ასახსნელად საჭიროა იმის ცოდნა, რომ ადამ და ევას სათავით დაწყებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა, უწყვეტი პროცესია. მართალია იგი მიმდინარეობს თაობათა ცვლით, მაგრამ მემკვიდრეობის შთამომავლობაზე გადაცემის გზით – გენის უწყვეტობის შენარჩუნებით. რაც დასტურდება ნიჭებთა სიძლიერის მატებითა და იმ მსგავსებათა მიხედვით, რომლითაც შთამომავალი ჰგავს წინაპარს: გარეგნულ იერ-სახეობის მხრივად, ხასიათისა თუ ნიჭის. ამასთანავე ისიც ხომ ჭეშმარიტებაა, რომ შვილი, მშობელთა გაღვივებული თესლიდან აღმოცენებული ნერგია?! ხოლო მისი ინდივიდუალურობის კოდი კი არის ის ინფორმაცია, რომელიც მემკვიდრეობით ერგო მას წინაპართა მიერ ნაგროვები ცოდვა-მადლიდან. ბიბლია იუწყება, რომ „რიცხვი ადამიანისაა“(გამოცხადება 13-18) და ამით გვაცნობებს, რომ სამყარულ პროგრამაში ყოველ ადამიანს საკუთვრივად აქვს განსაზღვრული ინდივიდუალურობის გამომსახველი ერთადერთი რიცხვი, რომელიც განუმეორებელია. რომლის ენერგიულ-ნივთიერული სახით განშლაც წარმოადგენს ადამიანის ინდივიდუალურ გენეტიკურ მაჩვენებლებს. ხოლო რაც შეეხება პროგრამულ განშლას, მისი განხორციელება ხდება: რიცხვის შემადგენელი ციფრების შესატყვისი ასო-ბგერების, მათი შესაბამისი გეომეტრიული მონახაზისა და ხმის დიაგრამის საშუალებით. გეომეტრიული მონახაზის მიერ, იერ-სახეობრივი ფორმა უყალიბდება უჯრედთა გამრავლებას. ხმა კი იმ ენერგიის განმსაზღვრელია, რომლის ძალითაც მრავლდებიან უჯრედები. ანუ ადამიანისათვის ინდივიდუალური გენეტიკური კოდის განმსაზღვრელი, საკუთარი გონების ხმის ძალაა. რომელსაც ჩვენ შინაგან ხმას ვუწოდებთ და სწორედ მის მიერ ხდება სიზმრის კადრების აწყობა. სამეტყველო ხმა კი მისი სისწრაფის შენელების ისეთი დონეა, რომელიც დარეგულირებულია ცნობიერებითი აღქმის სიჩქარეზე.
მაშასადამე ადამიანი დაბადებით უცოდველია და მას დაბადებითვე აქვს მიკუთვნებული ის რიცხვი, რომელიც ყველა იმ კატეგორიების მხრივად განშლადი არის, რა სახეობანიც ამ სამყაროს შემადგენლობაში არსებობს. ეს რიცხვი უდგენს ადამიანს სიცოცხლის ზღვარს და მისი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალურად განუსაზღვროს ყველას, თითოეული კატეგორიის ცოდვის ჩადენისათვის ზღვარი. სწორედ ეს ზღვარია განმსაზღვრელი იმისა, დაბადებით უცოდველი ადამიანი როგორ პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდეს. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ტერმინი „როგორი პიროვნება“, მასზე მოგახსენებთ იმას, რომ ღმერთის საზომით ადამიანები განიყოფიან მხოლოდ ორ სახეობად: კეთილნი და ბოროტეულნი. ხოლო დანარჩენ სხვა მხრივ სხვაობებს კი, ადგილი მხოლოდ ადამიანურ შეხედულებებს შორის აქვს.
ახლა კი იმ ორ კატეგორიაზე უნდა ვისაუბრო, რომლებადაც დაყოფასაც ღმერთის საზომი სცნობს და მას ასე აფასებს: კეთილი და ბოროტი ბუნების მქონენი. რის შესახებაც ვიტყოდი იმას, რომ მათი ცნობიერება მკვეთრად განსხვავებული არის ერთმანეთისაგან და ამ სხვაობის კატეგორიას სარკის პრინციპი ჰქვია. რადგანაც ერთი კატეგორია ღმერთის მიერ დადგენილი გონების წესებით აზროვნებს, ხოლო მეორე კი გაუკუღმართებული გონების წესებით. რის თაობაზეც ასეთ ცნობას იუწყება ბიბლია: „რაკი არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ამიტომ ისინი ღმერთმა გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად“ (რომაელთა 1-28). ამ კატეგორიის ხალხის სულებს დაბლოკილი აქვთ კოსმოსთან კავშირი, ანუ გრძელ რადიუსიანი მესამე წრე. ამიტომაც მათში ნათელი ჩამქრალია და თუკი ისინი არსებობენ ამ ქვეყნად, მათი არსებობა განპირობებულია კეთილი ბუნების მქონეთა სასიცოცხლო ენერგიის ხარჯზე. რაც დადგენილია იმ მიზნით, რომ მათგან ენერგია მხოლოდ მაშინ გაიცეს მათთვის, თუკი ცოდვის ჩადენას ექნება ადგილი. ეს დადგენილება კი ასრულებს სადამსჯელო მისიის შესრულების პროცესს შემდეგი კანონის აღსრულებით: „ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი“ (II მაკაბელთა 6-14). რაც დახმარებაა საიმისოდ, რომ არასწორი გზისკენ გადახვევა იქნეს აცილებული თავიდან.
როგორც უკვე მოგახსენეთ, დაბადებით ყველა უცოდველია. მაგრამ ცოდვების ჩადენის გამო, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაში ხდება გონების გაუკუღმართება და ისინი გადაცემულნი ხდებიან 666-იან რიცხვს. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანი არ ყოფილან. ვინაიდან ჩვენგანი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი“ (I იოანე 2-19). როგორც ეს გაუწყეთ კიდეც, ამ გასვლის მიზეზები ადრე განისაზღვრებოდა რჯულის კანონმდებლობით და მის შემდეგ კი ახალი აღთქმით. რომელი კანონმდებლობაც ახლაც ძალაშია. სწორედ მასზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, თუ რა იწვევს ამჟამად გადაგვარებულ ადამიანთა დიდი სისწრაფით მატებას და ამასთანავე ბავშთა და მოზარდთა სიკვდილიანობის გახშირებას. ყოველივე ამის საფუძველი ერთია და მას მშობელთა მიერ უარის თქმა ჰქვია იესო ქრისტეს ჯვარცმულობით ნატვირთვზე ანუ იმაზე, რომ კაცობრიობის ცოდვების წილ, საკუთარი სისხლის მსხვერპლად შეწირვით წმიდაში ერთჯერადად შესვლით, მან მოიპოვა კაცობრიობის სამარადისო ნათლიად ყოფნის უფლება ანუ ქრისტეობა. რის საფუძველზეც, მის შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს, კოსმოსიდან ეძლევა სულიწმიდით ნათელღებული მადლიანი სული და მათი ნათლია კი ქრისტეა. იმ ე.წ. ნათლობის რიტუალების ჩატარებით კი, რომელსაც რელიგიის მსახურთა შთაგონებით ასრულებენ მშობლები შვილებისათვის, ხდება მათთვის განკუთვნილი სასიცოცხლო ენერგიიდან წილის მიტაცება მათ მიერ, რომელნიც ნათლიებად და მომნათვლელებად ასაღებენ თავს. აქ კი ადგილი აქვს შედეგების სხვაობებს, კანონის: „ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება“ (ლუკა 12-48) აღსრულების ფონზე. რაც გამოიხატება იმაში, რომ რომელი ბავშვებიც მაღალი სულის ინდივიდუალური კოდის მემკვიდრედ იბადებიან, მათთვის ამ პროცესის შედეგი ვლინდება: სასიკვდილო სენით დაავადებებით, ან უბედური შემთხვევის მიზეზით გარდაცვალებით. ხოლო დაბალი სულის ინდივიდუალური კოდის მემკვიდრეებს კი უხდებათ სწორი გზიდან გადახვევა და დიდი სისწრაფით ხდება მათი გონების გაუკუღმართების პროცესიც.
ძალიან კარგად მესმის ის სიტუაცია, რაც დღეს სახეზეა და ეხება ადამიანებში საკმაო სიღრმით ფესვებგადგმულ რელიგიურ დოგმატებს. განსაკუთრებით კი იმ „ნათლობებს“, რაზედაც მოგახსენეთ. ვიცი ძნელია უცებ სიმართლის მიღება და იმაში დარწმუნება, რომ ამდენი საუკუნეების მანძილზე რელიგიები ასე ატყუებდნენ ხალხს და სწირავდნენ მათ ცხოვრებას საკუთარი კეთილდღეობისათვის. რასაც ყოველთვის აღწევდნენ იმიტომ, რომ სინამდვილეში სატანას ემსახურებოდნენ და ხალხს კი არწმუნებდნენ იმაში, რომ ღმერთის სახელით ვმოქმედებთო. ახლა კი მდგომარეობა უკვე იქამდე მივიდა, სადაც ტყუილის ბოლოა. სიმართლე გაცხადდა და თუკი ვინმე დროულად არ დაფიქრდება ყოველივე იმაზე, რაც გაცნობეთ და არ ისურვებს სიმართლის გაგებასა და მიღებას. ცხადია მას ის შედეგი ექნება, რაც სინამდვილეზე თვალის დამხუჭველს ელის. რადგან სიმართლის უარმყოფლობა, მხოლოდ მას აზიანებს, ვინც ამას სჩადის. თორემ თავად სიმართლის ფაქტებად აღსრულებას კი, ვერც ვერავინ და ვერც ვერაფერი დაუდგება წინ!!! ამიტომაც ძალიან დაფიქრებაა საჭირო ამ საკითხის მიმართ. მე კი ვეცდები ნათლობის არსის საყოველთაოდ გასაგები ახსნით წარმოდგენას.
ე.ი. როგორც ბიბლია იტყობინება, ნათლობა არის კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირება. კეთილი სინდისი კი უცოდველ ადამიანს აქვს. ცხადია ბავშვი ასეთია! ხოლო რაც შეეხება სინდისის ღმერთისადმი შეპირებას, ეს კი ნიშნავს პიროვნების მიერ აღთქმის დადებას ღმერთის მიმართ, რომ იგი ცოდვებს არ ჩაიდენს. რაც შეეხება რჯულის კანონმდებლობით დადგენილ ნათლისღებას, ამას მღვდელმთავრები აკეთებდნენ პიროვნების მიერ ცოდვების მონანიების პარალელურად, ცხოველთა სისხლის შედეგად ცოდვების ჩამორეცხვით – კანონის: „რჯულის თანახმად სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22) ხოლო რაც შეეხება აღთქმის დადებას ცოდვების არ ჩადენაზე, ამ პირობას კი თავად პიროვნებები იძლეოდნენ. ვინაიდან თავისუფალი ნების კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირობის დადება არავის შეუძლის სხვის მაგივრად. ამასთანავე იმასაც გაცნობებთ, რომ ნათლობის რიტუალი რომ ჩაატაროს, ასეთი მღვდელი უნდა იყოს ბევრად უცოდველი, ვიდრე ის, ვისაც ნათლავს. სწორედაც ამიტომ შეიცვალა რჯულის კანონმდებლობა ახალი აღთქმით, რომ ცოდვების სიმრავლის გამო ადამიანებს დაეკარგად ის ძალა, რომლითაც შეეძლოთ ღმერთთან კავშირის დამყარება საიმისოდ, რომ ნათლობის რიტუალი შემდგარიყო. რასაც ამოწმებს კანონი: „ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ესაუბრებოდა მამებს წინასწარმეტყველებში. უკანასკნელ დღეებში კი, მხოლოდ ქრისტეში“ (ებრაელთა 1-1). ეს არის ჭეშმარიტი სიმართლე და ის ადასტურებს იმას, რომ რჯულის კანონმდებლობის ახალი აღთქმით შეცვლის საფუძველი ნათლობის არსია და „მისი თავმდები კი – ქრისტე. რომელსაც უკუნისამდე დარჩენით გარდაუვალი მღვდლობა აქვს მინიჭებული. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს. რადგან ცოცხალია მუდამ, რათა უშუამდგომლოს მათ“ (ებრაელთა 7-22/25) და „ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი, ქრისტე“ (I ტიმოთე 2-5). ამასთანავე ბიბლია მასაც იუწყება, რომ „ქრისტეს არავინ მოუვლენია სანათლავად. არამედ მხოლოდ სახარებლად უბრალო სიტყვებით. ვინაიდან არ გაუქმებულიყო მისი ჯვარცმულობით ნატვირთი“ (I კორინთელთა 1-17). ანუ ახალი აღთქმის კანონმდებლობით, „ადამიანსა და ღმერთს შორის სხვა შუამავალი არ არსებობს, გარდა ქრისტესი“ (I ტიმოთე 2-5) და მას „მინიჭებული აქვს სამარადისო მღვდელმთავრის წოდება“ (ებრაელთა 7-28). რაც იმას ნიშნავს, რომ სამარადისოდ მოქმედია კანონი: „რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ. რათა გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ“ (ებრაელთა 2-14,15). ანუ ახალი აღთქმის თანახმად, ქრისტე არის ყველა ბავშვის საყოველთაო ნათლია!!! მაგრამ რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვთა მშობლები თავად არ მოისურვებენ იმას, რომ ქრისტეს ნათლიობაზე უარი თქვან და ეს განახორციელონ იმ ე. წ. ნათლობების რიტუალებით, რასაც რელიგიების ძალისხმევით ასრულებენ. ამ საკითხზე რისი თქმაც შეიძლებოდა, უკვე ყოველივე ვთქვი და როგორც ხედავთ ბიბლიის ცნობების საშუალებით გავაკეთე ეს. დანარჩენზე კი ყველა თავად უნდა დაფიქრდეს: როგორ ჰგონია, შეიძლება კი, რომ რომელიმე მღვდელი მის შვილზე უცოდველი იყოს?! ანდა ვისი ძალისხმევით არღვევს იგი თავისუფალი ნების კანონს, რომ ბავშვების მაგივრად იძლევა დაპირებებს?! რა ძალით აკეთებს ამას და თუ ვის ემსახურება, თუკი ამაში გარკვევა ვინმეს ნამდვილად სურს და ვფიქრობ, რომ ამის გარკვევა მშობელს წესით უნდა უნდოდეს. ამიტომ მეტად დაკვირვებით გადახედოს რეალურ შედეგებს და არ გაუჭირდება სიმართლის მიხვედრა. ვინაიდან ღმერთი პასუხს ფაქტებით იძლევა.
ვინაიდან და რადგანაც ამჟამად ვიმყოფებით საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამის პერიოდში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას თავისი თავისებურებანი ახასიათებს და ერთ-ერთი მათგანია ადამიანურ გრძნობათა ასვლა იმ დონეზე, რაც ადმიანური შემძლეობისათვის მაქსიმუმად არის დადგენილი. ბიბლია მას გრძნობათა სისავსით გამთლიანებას ანუ განდგომილებას უწოდებს (II თესალონიკელთა 2-3) და მასზე იმას მოგახსენებთ, რომ ამ პროცესს ვერ აირიდებს ვერავინ!!! იმასაც გეტყვით, რომ ჩადენილი იმ უამრავი ცოდვების ფონზე, რომელთა ჩადენისაგანაც თავის ამრიდებელი ამ ქვეყნად ვერავინ არის, არ იქნება ადვილი ამ პროცესის გადატანა. უფრო მეტიც! არათუ ადვილი, არამედ საკმაოდ რთულიც და თამამად ვიტყოდი იმასაც, რომ სათანადო დახმარების მიღების გარეშე, შეუძლებელიც!!! ამიტომ ვაცხადებ ამ დახმარების შესახებ და რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი მისით სარგებლობას, მით უფრო ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანს ამ პროცესს. დავძენ იმასაც, რომ ცხადია ეს ეხება იმათ, ვისშიაც ღვთიური გენია. დანარჩენების განაჩენი კი უკვე გამოტანილია.
საქმე კი მდგომარეობს შემდეგში: როგორც მოგახსენეთ, როცა ადამიანი იბადება, ახალი აღთქმის კანონმდებლობის თანახმად მას მიზომილი აქვს თავისი ინდივიდუალური შესაბამისობის ადგილი. რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ნერვული სისტემა გაწონასწორებული არის სიმშვიდის ზღვარის იმ ინდივიდუალურ მაჩვენებელზე, რომელიც შეესაბამება პიროვნების ინდივიდუალური კოდის რიცხვს. რაც სხვანაირად რომ ვთქვა ნიშნავს რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელს და იგი განუსაზღვრავს მას იმას, თუ რომელი კატეგორიის ცოდვის ჩადენა შეუძლია რა დონეზე და რომელი კატეგორიისა კი – არა. ამასთანავე ეს რიცხვი განუსაზღვრავს იმასაც, თუ რომელი ნიჭია მისი მოწოდების საფუძველი და რა კატეგორიის საქმიანობა უნდა გაიხადოს მან პროფესიად. თუკი ადამიანი არ გადაუხვევს თავისი კოდის არეალის საზღვრებს, მაშინ იგი ბედნიერი ცხოვრებით გაივლის დედამიწაზე არსებობის პერიოდს. მაგრამ თუკი გადაუხვევს, რასაც ცოდვების ჩადენით გააკეთებს – მაშინ სასჯელებიც დაუწესდება და ცოდვების ჩადენათა სიმრავლის შესაბამისობით გაუმკაცრდება. თავს აღარ შეგაწყენთ ამჟამინდელი სიტუაციის აღწერით, რადგანაც საყოველთაოდ სააშკარაო დონეზეა ის სიტუაცია, რასაც ბიბლიური „არმაგედონი“ ჰქვია და უკვე ისიც ყველამ იცის, რომ იგი შეუხებელს არც არავის დატოვებს!!! ამიტომ პირდაპირ გადავალ დახმარების სახეობის გაცხადებაზე:
მოგაწვდით იმ სიტყვებს, რომელიც არის გზამკვლევი გონებისაკენ და ის კი შემდეგია: „დიდება ღმერთო უფალო უკუნითი უკუნისამდე. ამინ! მადლიერი ვარ უფალო, მადლი ერი. ამინ!“. ამ ლოცვის მრავალჯერადად გამეორებით მიხვალთ ბოლო ჩადენილი იმ ცოდვის აღმოჩენამდე, რომელიც ან არ გახსოვდათ, ანდა არც კი იცოდით, რომ ცოდვად ითვლებოდა ბედისწერის კანონმდებლობით. მის კარგად შესაცნობად მოიშველიეთ ის ცოდნა, რომელიც „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით არის წარმოდგენილი. მასში ყოველთვის ნახავთ ახსნა-განმარტებას იმისას, რომელი ცოდვის შეცნობაც გაგიჭირდებათ. რამეთუ ცოდვას ისე ვერ მოინანიებთ, თუ ღრმად არ დარწმუნდებით იმაში, რომ ის ნამდვილად არის არასწორი ქმედება იმისა, რაც ღმერთის მიერ არის დადგენილი სწორად. შეცნობის მიერ გულწრფელად მოინანიეთ იგი და კვლავ გააგრძელეთ გზამკვლევით ლოცვა, რომელიც უკვე იმ ცოდვის აღმოჩენამდე მიგიყვანთ, რომელიც მონანიებულის წინ ჩაიდინეთ. ისიც შეიცანით და მოინანიეთ და ასე გააგრძელეთ. ამ გზაზე სიარულით მიაღწევთ იმას, რომ ცოდვების მონანიების პარალელურად გამოსწორებას დაიწყებს თქვენი ბედისწერა. რაც გამოიხატება იმაში, რომ მოგვარებას დაიწყებს ის პრობლემები, რომელნიც გქონდათ ჯანმრთელობის მხრიდან დაწყებული – უიღბლობით დამთავრებული. აგრეთვე მოგეცემათ თავდაჯერებულობის უნარი და თანდათან გათავისუფლდებით იმ შიშისაგან, რომლისგანაც შეუცნობლად იყავით შეპყრობილი და ამიტომაც მუდმივად მფარველის ძებნაში იყავით. გამოგისწორდებათ განწყობა და სიმშვიდის ზღვარიც დაგირეგულირდებათ. რის შემდეგაც ჭეშმარიტი სიყვარული იმძლავრებს თქვენში და მოგანიჭებთ იმ თავისუფლებას, რომლის მიმღებთათვისაც დაუძლეველი არც არაფერია იმიტომ, რომ მჭიდრო კავშირი მყარდება ღმერთთან. ამასთანავე გაცნობებთ იმასაც, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა საიმისოდ, რომ თავიდან მოიცილოთ ის ბოროტეულნი, რომელთა არსებობაც განპირობებულია იმ ენერგიის ხარჯზე, რასაც იღებენ თქვენთვის განკუთვნილი ღვთის წყალობიდან, თქვენს მიერ ჩადენილი ცოდვების წილის სანაცვლოდ. ამიტომაც გაცდუნებენ იმ ტყუილების სიმართლის მიღებით, რის გამოსააშკარებლადაც შემაქმნევინა უფალმა ის მხილებული ჭეშმარიტება, რომელიც ვებ. გვერდ mesia.com-ზე არის გამოქვეყნებული „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელით და აღსრულებაა იმ კანონისა, რომელიც ბიბლიის იერემიას (23-5,6) მიერ არის გაცხადებული.
დასასრულს კი ამ საიდუმლოსაც გავამხელ, რომელიც ბედისწერას ეხება და როგორც გითხარით ის საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობით განიგება. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მართალია გზის არჩევანი ადამიანისათვის მიცემული თავისუფალი ნებაა, მაგრამ ყოველ გზას, გასავლელი თავისი ლაბირინთებიცა და ბოლოც, დადგენილი აქვს. იმასაც გეტყვით, რომ არჩევანის შერჩევაში მეტად მნიშვნელოვანი როლი უკავია ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდს და თამამად შემიძლია ისიც ვთქვა, რომ განმსაზღვრელობითი როლიც კი შეიძლება ეწოდოს მას. აგრეთვე იმასაც გაცნობებთ, რომ ღვთიური გენის მქონეთათვის გზის ბოლო, სიკვდილზე გამარჯვებაა და ჯერ აქ ბედნიერი ცხოვრების მოპოვებას გულისხმობს. რის გარეშეც სიმშვიდეში ყოფნა ვერ მოხერხდება. ხოლო სიმშვიდეში ყოფნა კი ის აუცილებელი პირობაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია მომზადება საიმისოდ, რასაც მარადიულ სიცოცხლეში სიცოცხლითვე გარდასახვა ჰქვია. ასე რომ თანახმად კანონისა: „განკითხვის დღე იქნება დასასრული ძველი დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა“ (III ეზრა 7-43) – წინ გველოდება უამრავი ისეთი რამის შეცნობა და შესწავლა, რომელ მხარესაც ადამიანს არც გაუხედავს; და რომელი ცოდნითაც შესაძლებელია ნათელი მოეფინოს იმ „სასწაულებს“, რომელთა ახსნაზეც საუკუნეებია უშედეგოდ წვალობს მეცნიერება. ხოლო მათ აუხნელობას კი რელიგიები სათავისოდ იყენებენ.