გაზიარება

რწმენის ნება თავისუფალია, მაგრამ განაჩენი განსაზღვრულია


მიუხედავად იმისა ადამიანებს სჯერათ ეს თუ არა, მატერიალური სამყაროს ფუნქციონირება მხოლოდ იმ პროგრამით ხორციელდება, რომელიც მას მისმა შემქმნელმა ღმერთმა დაუდგინა. რის თანახმადაც საკაცობრიო მიმდინარეობა, რომელიც სათავეს ადამ და ევადან იღებს, ბოლო ჟამის ეპოქის იმ ნაწილში შევიდა, რაც საყოველთაო განკითხვის დაწყებას გულისხმობს. ცნობილია ის, რომ ახალი ეპოქის შემოსვლა ჯერ ერთეული შემთხვევებით იწყებს გამოვლინებას, შემდეგ კი თანდათანობით იკრებს ძალას და საბოლოოდ მთელი სიძლიერით გამოვლინდება. ვინაიდან და რადგანაც ერთეული შემთხვევები უკვე სახეზეა, ეს იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ რაც დაწყებულია, ის უსათუოდ ბოლომდე შესრულდება!!!
სამწუხარო სინამდვილეა ის, რომ ადამიანები ეპოქიალური ცვლილებების დასაწყისს ვერ აღიქვამენ და მხოლოდ მაშინღა უსწორებენ თვალს რეალობას, როცა მოვლენები ფინალურ სტადიაში შევლენ. ამიტომ ცხადია, რომ უსუსურნი ხდებიან იმ განხორციელებული ცვლილებების მიმართ, რომელთა დადგომის თაობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მაგრამ ადამიანთა მოდგმის შემქმნელმა, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი ქმნილების შესაძლებლობები, საკაცობრიო გენეტიკის პროგრამა იმგვარად დააფუძნა, რომ ყოველ ეპოქაში გამორეულიყო ერთეული პიროვნებები, რომელნიც დროულად შესძლებდნენ რეალობის სწორად განჭვრეტას და საიმისო ნაბიჯების გადადგმას, კაცობრიობის არსებობას გაგრძელება რომ შესძლებოდა. რისი შესრულებაც მათ მეტად მძიმე პირობებში უწევდათ იმის გამო, რომ ყოველ დროში მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის მრწამსი სიცრუის საყრდენზე იდგა. რაც ასევეა ახლაც! თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკაცობრიო გენეტიკის დანიშნულება, ნიჭთა განვითარების ფონზე გონიერების მიღება არის. რაც საჭიროებს თავისუფალი ნების დაშვებას. ხოლო თავისუფალი ნების დაშვებით ნამოქმედარმა კი უამრავი პრობლემები წარმოქმნა და დღეს ისინი უკვე იმ სტადიაზე არიან ასულნი, რომ რომარა საყოველთაო საკაცობრიო განკითხვის ამოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწური გარემო გამოვა იმ მწყობრიდან, რომელიც ადამიანის საარსებო სტანდარტულ გარემოდ არის დადგენილი. ეს კი თავისთავად გამოიწვევს ყოველი სულიერის განადგურებას. რისი უფლებაც ღმერთს არ დაუშვია!!!
როგორც უკვე მოგახსენეთ, ყოველ ეპოქაში უქმნიდნენ ადამიანები პრობლემებს საკუთარ ცხოვრებას და ამ მხრივ არც თანამედროვე დროა გამორიცხული. ყოველ ეპოქისეულად ავლენდა ღმერთი მათთვის მშველელს, რომელსაც ისინი ავიწროებდნენ და ასეა ახლაც! თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ ყოველივეს აქვს დასასრული და ცხადია მათ რიცხვში ადამიანთა უმეცრებასაც! ამიტომაც ბიბლია იუწყება შემდეგს: რომ „ღმერთმა ადრე თავის ნებაზე მიუშვა ერები და დაუშვა უმეცრების დროება. მაგრამ ახლა კი აუწყებს ადამიანებს ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც მსოფლიოს განიკითხავს სიმართლით წინასწარ არჩეულის ხელით“ (საქმეები 17-30,31).
ვინაიდან და რადგანაც უკვე გამოვაქვეყნე ის ცოდნა, რომელიც არის საიმისო დახმარება, რომლითაც მსურველს შეუძლია განკითხვისაგან ცოცხალი გადარჩეს, ამიტომ აღარ დავფარავ და პირდაპირ ვიტყვი სათქმელს: ამ წერილის დამწერი და „უფალია ჩვენი სიმართლის“ შემქმნელია სწორედ ის პიროვნება, ვისზედაც ბიბლია აცხადებს იმას, რომ ღმერთმა ის აირჩია განმკითხავად. ამიტომ ის ცოდნა, რომელიც me-sia.com საიტზე არის წარმოდგენილი „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახით, წარმოადგენს მას, რაზედაც იესო ამბობდა: „რომ თუკი არ წავიდოდა, მეორე პიროვნებაში მისი სული ვერ რეინკარნარდებოდა. ხოლო როცა ეს მოხდებოდა, იგი შეუძღვებოდა მსურველთ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებდა, არამედ იტყოდა იმას, რასაც მამისაგან ისმენდა და მომავალს აუწყებდა ყველას. იგავებით კი არ ილაპარაკებდა, არამედ პირდაპირ ისაუბრებდა“ (იოანე 16-7/15). ამასთანავე დასძენდა, რომ მეორედ მოსვლისას მას „ხილვით იხილავდნენ, მაგრამ არ იწამებდნენ“ (იოანე 6-36). თუმცა ეს ვერაფერს შეცვლიდა და „მისგან გაცხადებული ცოდნის სიტყვა განიკითხავდა ადამიანებს ბოლო ჟამს“ (იოანე 12-48).
ვინ როგორ ირწმუნებს ამ განაცხადს, ცხადია ეს თავისი ნებაა!!! მე კი მცირედ მონახაზს გავაკეთებ საიმისოდ, რომ უფრო ადვილად გასაგები გავხადო იმ დახმარების რეალური სახე, რომელსაც საჭიროების დროს სწორი ცოდნა ასრულებს. ამიტომ საყოველთაოდ გასაგები ფორმით წარმოვადგენ რწმენის ჭეშმარიტ სახეს. რადგან ადამიანები არასწორად აფასებენ იმას, თუ რას ნიშნავს ნამდვილად მორწმუნეობა და რა კიდევ ურწმუნოება.
„რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ. დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11-1). ასეთ განმარტებას იძლევა ბიბლია რწმენის თაობაზე და იმასაც იტყობინება, რომ „ადამიანი ცხოვრებისეულ ნაბიჯებს რწმენის მეშვეობით დგამს და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის გრძნობათა ორგანოების მოქმედების დონე რწმენის ხარისხით განისაზღვრება. რასაც ადასტურებს ბიბლიის ეს ცნობები, მიმართული ურწმუნოთა ანუ რწმენის მცდარ მხარეს გადახრილთა მიმართ: „ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. რადგან დაეხშოთ ამ ხალხს გული“ (მათე 13-14). ხოლო ჯანმრთელობის მხრივ კი ასეთ ცნობას იძლევა: „დაბინდულია მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ და მათი ხერხემალი კი სამუდამოდ მრუდეა“ (რომაელთა 11-10). ცოდნის მიღების შემძლეობაზე კი ასეთს: „რწმენით შეიტყობა, რომ საუკუნეები მოწყობილი არის ღვთის სიტყვით, რადგან წარმოიშვა უხილავისგან“ (ებრაელთა 11-3).
როგორც ხედავთ წარმოდგენილი ცნობებიდან მკაფიოდ სჩანს ის, რომ სწორედ რწმენის დონე ყოფილა ადამიანში საფუძველი იმისა, რაზედაც არის დამყარებული ადამიანის შესახებ ყოველივე: ჯანმრთელობა, ინტელექტი და მოკლედ რომ ვთქვათ, მთლიანად ბედისწერა. მაშასადამე თუკი ადამიანს სურს სასიკეთო ცვლილებები წარიმართოს თავის ბედისწერაში, საამისოდ მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და ეს არის საკუთარი რწმენის გადაყვანა ჭეშმარიტების მხარეს. ხოლო თუ როგორ უნდა მოახერხოს ეს მსურველმა, სწორედ ამ ცოდნას მოგაწოდებთ ახლა. რისთვისაც მცირედ წანამძღვარს გავაკეთებ მის შესახსენებლად, ადამიანის სიცოცხლის განმსაზღვრელი რომ სულია. რომელიც არის მომცველი პროგრამა გონებისა – რითაც განიკარგება და იწერება ადამიანის ბედისწერაც და მას ემორჩილება ადამიანის ორგანიზმის ვეგეტატიური ნერვული სისტემა. რომელიც არის პასუხისმგებელი იმისა, რომ ადგილი არ ჰქონდეს ორგანიზმის ფუნქციონირებაში სამართლიანობის შეფერხების დაშვებას; ანუ სხვანაირად რომ ვთქვა, მასზეა დამოკიდებული ორგანიზმისათვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება. გონების პროგრამა ცხადია შედგენილია ღმერთის მიერ! მაგრამ ამ პროგრამის პრაქტიკულად განმახორციელებელი არის ის, ვისაც ბიბლია ედემელ ადამს უწოდებს და სინამდვილეში იგი იგივე ქრისტეა – ოღონდ არა ადამიანის სხეულით. ედემი ეს არის ჩვენი სიტყვებით მარსი და სწორედ იქ მოხდა ადამიანის გონების შექმნა სიტყვის ძალის მეშვეობით. რაც შეეხება სხეულოვან უჯრედებს, ისინი სულისაგან არიან მიღებულნი რიგი ფიზიკო-ქიმიური რეაქციების ფონზე. რის მისაღებადაც მოწყობილი იქნა დედამიწური გარემო და მისი წარმოების პროცესი წარიმართა იმ გზით, რომელიც დარვინმა აღწერა. ხოლო განაყოფთა ურთიერთმიზიდულობის თვისების თანახმად, სხეულებრივ უჯრედთა შემადგენლობა როგორც კი მიაღწევდა იმ დონეს, რომლის შესატყვისი სულის პროგრამაც მარსზე მზადდებოდა, ხდებოდა სულის მოზიდვა მისი განაყოფის მიერ და ამგვარად იქმნებოდა ნაირსახეობრივი სულიერი არსებანი მანამ, სანამ დაწესებულ მაქსიმუმამდე არ ავიდა; ანუ იმ გონიერ არსებამდე, რომელთა მოდგმასაც უნდა ეპატრონა იმ გარემოსათვის, მათ საარსებოდ რომ იქნა გამზადებული. აი ეს არის საიდუმლო იმ წარუმატებელი ექსპერიმენტისა, მეცნიერები დაჟინებით რომ ცდილობენ მაიმუნის და ადამიანის შეჯვარებით ნაყოფის მიღებას. მეტს ამ საკითხზე აღარ გავაგრძელებ და გავიხსენებ ბიბლიიდან ბაბილონის გოდოლის ისტორიას. სადაც გადმოცემული არის ინფორმაცია, რომ ადამიანებმა ზეცას (ანუ გონებას) მიწვდომა მოინდომეს, რათა პროგრამაში ჩაწერილი სახელები შეეცვალათ. რასაც მოჰყვა ხელის შეშლა ღმერთის მხრიდან. როგორც უკვე გაუწყეთ, აზროვნებას შესწევს უნარი იმისა, რომ გონებასთან ან ითანამშრომლოს და ან არა. მათ შორის თანამშრომლობის არ შედგომის შედეგად თანდათან იბლოკება გონების ფუნქციონირება და სრულად დაბლოკვის შემთხვევაში კი სიკვდილი დგება. რაც შეეხება ბაბილონის გოდოლის შემთხვევას, ცხადია მისი განხორციელება ვერ მოხერხდებოდა სატანის ძალის მონაწილეობის გარეშე, რომელიც ადრე ანგელოზი იყო და სწორედ ეშმაკური ხრიკების გამო დასცა საკუთარი სული. ვინაიდან სულის დამდაბლების გამო მას წაერთვა ანგელოზური სხეული, ამიტომ დედამიწაზე იქნა ჩამოდგებული ისიც და მისი თანამზრახველები – დემონთა სახით. ადამიანები მათ არსებობას ვერ ამჩნევენ იმიტომ, რომ ეს აკრძალულია ღმერთის მიერ. თუმცა აკრძალვა დაიძლევა მაშინ, თუკი ადამიანი საკუთარი ნებით მოისურვებს მათთან დაკონტაქტებას. რაც ხდება მათგან ძალის მიღების ხარჯზე. ალბათ ვინმე იტყვის, განა ამას ვინმე მოისურვებსო?! შეიძლება შეგნებით არა, მაგრამ არასწორი ცოდნით შეძენილი რწმენის მეშვეობით კი შესაძლებელია გაუთვიცნობიერებლად მიღწევა ამისა. სწორედ ამგვარ მცდელობას ჰქონდა ადგილი ბაბილონის გოდოლის დროს და მის თავიდან ასაცილებლად მოხდა ღვთის რისხვის თავს დატეხვა ამის მომქმედთა მიმართ. თუმცა სატანა არ შეჩერებულა და ისევ განაგრძობდა ადამიანთა ცდუნებას. ამიტომ მეორეჯერაც მოხდა ასეთი მცდელობის მოსინჯვა. რისთვისაც ღმერთმა იესო ნაზარეველში მოავლინა თავისი სული საიმისოდ, რომ აღეკვეთა გონების პროგრამაში შეღწევის მცდელობა. რომელი პროცესიც განხორციელდა საკაცობრიო საყოველთაო ნათლობით და ქრისტეს სისხლის შეწირვის ხარჯზე აღსრულდა, თანახმად კანონისა: „სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). ცხადია არც ამის შემდეგ შეჩერებულა სატანა და კვლავ განაგრძო დაწყებული საქმე. ხოლო ამჟამად კი ვართ იმ დროში, როცა ადგილი ჰქონდა მისგან მესამე მცდელობას და ბიბლიის მიერ ანტიქრისტედ წოდებული ადამიანის მეშვეობით შეეცადა გონებაში შეღწევას. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, სწორედ ისე მოხდა და ეს ქმედება აღკვეთილი იქნა მის მიერ, ვინც ქრისტეს სული მიიღო საიმისოდ, რომ კაცობრიობისათვის თავიდან აეცილებინა წარღვნა. მაგრამ ყოველივე ამით არ დამთავრებულა. ვინაიდან უკვე საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამია და ნაყოფთა მიღების დროც დადგა. ამიტომ დღის წესრიგში დგას სრული მასშტაბით ამოქმედება კანონისა: „ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ“ (მათე 3-10). რასაც ბიბლიის გამოცხადება, მკისა და რთველი პროცესსაც უწოდებს და ასე აღწერს: „ღრუბელზე მჯდომმა გადმოაგდო ნამგალი მიწაზე და მოიმკა მიწა“ (გამოცხადება 14-16) და „გადმოაგდო ანგელოზმა თავისი ნამგალი მიწაზე და მოკრიფა მიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში“ (გამოცხადება 14-19).
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო გაცნობებთ იმ ლოცვას, რომელიც არის საშუალება იმისა, რომ ადამიანის აზროვნება გამოიყვანოს იმ ლაბირინთებიდან, რომელშიაც ახლა ყველა ადამიანი იმყოფება და სწორ გზაზე დააყენოს. რაც არის დასაბამი იმისა, რომ რწმენამ მიმართულება ჭეშმარიტებისაკენ აიღოს და სვლა მისკენ განაგრძოს. აქვე დავძენ იმასაც, რომ ამას მხოლოდ ისინი მოისურვებენ და შესძლებენ, რომელნიც არიან იმ ნატამალის წარმომადგენლები, რომელზედაც ესაია წინასწარმეტყველმა თქვა: „ღმერთს რომ ეს ნატამლი არ დაეტოვებინა, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდითო“ (რომაელთა 9-29). რომელთა შესახებაც ბიბლია იუწყება იმას, რომ ისინი ქრისტეს ჭეშმარიტად მომლოდინენი არიან და აცხადებს ასეთ ცნობას: „მეორედ მოსული ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“ (რომაელთა 6-9). „ქრისტემ ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა. მეორედ კი მოვა არა ცოდვებისგან განსაწმენდად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28).
ახლა კი გაცნობებთ იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეს რწმენის გასწორების მსურველი: უნდა განმარტოვდეს და საკუთარი შემძლეობის მაქსიმალური ოდენობით იმეოროს ეს ლოცვა: „დიდება ღმერთო უფალო უკუნითი უკუნისამდე. ამინ! მადლიერი ვარ უფალო, მადლი ერი. ამინ!“. ამ ლოცვის მრავალჯერადად გამეორებით მოხდება ის, რომ გზადაგზა ადგილი ექნება გახსენებას იმ ნამოქმედარისა, რაც სწორად იყო მიჩნეული მისი ჩამდენისაგან. მაგრამ ახლა უკვე მიხვდება იმას, რომ არასწორად მოქცეულა. ამიტომ აუცილებლად უნდა მოინანიოს საქმით! ხოლო თუ ისეთი ცოდვაა ჩადენილი, რომ მას უკვე საქმით ვეღარ გამოასწორებს, მაშინ ღმერთს აღუთქვას, რომ მას აღარ ჩაიდენს და აუცილებლად უნდა შეასრულოს აღთქმული! ამისდა პარალელურად კი გაეცნოს საიტ me-sia.com-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. რომელიც არის ის მხილებული ჭეშმარიტება, საუკუნეების მანძილზე რომ იყო დაფარული. რაც მას დაეხმარება გონებაზე იმ ბეჭდების ახსნაში, არასწორის სწორად მიღების რწმენით ჩადენილი ქმედებების გამო რომ დაიბლოკა.
მოგახსენებთ იმასაც, რომ ამ გზით სიარულისას ზოგს მეტი დრო დასჭირდება და ზოგსაც ნაკლები იმ შედეგის მისაღწევად, რაც ყველასათვის ერთნაირი იქნება და მისი შეფასება კი ასეთია: ბედისწერა გადავა ღვთის წყალობის მომკაზე. რაც გამოვლინდება: ჯანმრთელობის აღდგენით, ოჯახური ბედნიერებით, დაფარული ნიჭების გამოვლენითა და მათი რეალიზების საშუალებით. გაცნობებთ იმასაც, რომ იმ ენაზე მეტყველება, რითაც დაფარული ჭეშმარიტება იქნა მხილებული, იმ მისიონურ ვალდებულებასაც აკისრებს ქართულ ენაზე მეტყველ იმ ნატამალს, რომელიც ამ გზას დაადგება და რაზედაც ღმერთი აცხადებს: „ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, გამოაცხადებს ჩემს დიდებასო“ (ესაია 43-21); რომ მათგან უნდა მოხდეს გავრცელება ჭეშმარიტი ცოდნისა გენის იმ წევრებში, რომელნიც გაბნეულნი არიან სხვა ენით მეტყველ ერებში. ხოლო რაც შემეხება მე, უკვე გეტყვით ნახვამდის!!! ვინაიდან რაც საჭირო იყო ამ დროისათვის გასაცხადებლად, ის უკვე განვაცხადე. თუმცა არ გემშვიდობებით, რადგან თუკი ვინმეს დაგჭირდებათ დახმარება რაიმე საკითხში გასარკვევად, მომწერეთ და გიპასუხებთ.