გაზიარება

რომელი თეორიაა სწორი?


საყოველთაოდ ცნობილი სიმართლეა ის, რომ ყოველი საქმის წარმატებით შესრულებას, სათანადო ცოდნის ხელმძღვანელობით მოქმედება სჭირდება. რაც შეეხება სათანადო ცოდნას, ის კი სხვა არაფერია, თუ არა დაწვრილებითი სიმართლე შესასრულებელი საქმის ყოველი ნიუანსის შესახებ. მოგახსენებთ იმასაც, რომ ეს დებულება არა მხოლოდ რაიმე კონკრეტულ საქმეებს ეხება, არამედ ვრცელდება ყოველივესა და ყველაფერზე ამ სამყაროში. რომელთა შორისაც მინდა ყურადღება გავამახვილო ადამიანის ბედისწერაზე. ვინაიდან ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის არასრულყოფილად ცოდნაც ადამიანებს მეტად აზარალებთ.
რაც შეეხება ბედისწერის არსებობას, მასზე დიდი დავაა გაჩაღებული საზოგადოებაში. რაღაც ნაწილს სჯერა მისი არსებობისა, რაღაც ნაწილს კი არა. ის ნაწილი, რომელიც უარყოფს ბედისწერის არსებობას, ამას აკეთებს მეცნიერულ ცოდნაზე დაყრდნობით. იმ მეცნიერთა მოძიებულ ცოდნაზე, რომელნიც ცდილობენ ყოველ მოვლენას მოუძებნონ რაიმე ახსნა და ამას ისე თავდაჯერებულად აკეთებენ, რომ თითქოს მათ მიერ მოპოვებული ცოდნა ჭეშმარიტია. თუმცა არც იმას დაგიდევენ, რომ მათ მიერ დღეს სწორად შერაცხულს, ხვალ არასწორი უწოდონ და მის საწინააღმდეგოზე დაიწყონ მტკიცება, რომ თურმე ეს ყოფილა სწორიო. ასეთი შემთვევები რომ ხშირად ხდება მეცნიერების ამა თუ იმ დარგებში, ამის უამრავი გახმაურებული შემთხვევაა სახეზე და ამიტომაც მჯერა, რომ რაც გაცნობეთ, ეს სიახლე არ უნდა იყოს ვინმესთვის. სხვათა რწმენაზე ვერაფერს ვიტყვი, მე კი ჩემდათავად ვერანაირად ვერ ვირწმუნებ ცოდნის იმ წყაროსას, რომელსაც შეუძლია ერთ პერიოდში რაღაც ამტკიცოს ასე და შემდეგ პერიოდში კი ამ ცოდნის გამოსაცდელმა დრომ აიძულოს ის, რომ იმავეზე საწინააღმდეგოს მტკიცება დაიწყოს. ვინაიდან ვიცი ის, რომ თუკი ადამიანი სწორ ცოდნას მიაგნებს, არასოდეს მოხდება ის, რომ შემდეგ დროის მსვლელობამ მისი სისწორე ფაქტებით არ დაადასტუროს!
რაც შეეხება მეცნიერებს, მათ მიმართ დავსვამდი ასეთ კითხვას: თუკი ბედისწერა არ არსებობს და ის არ მართავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, მაშინ რატომ ვერ ახერხებს ვერცერთი მეცნიერული ცოდნა იმის მართვასა და რეგულირებას, რომ ადამიანმა თუნდაც ხვალისათვის დღეს დასახული გეგმა სრულად შეასრულოს?! ფაქტია ის, რომ რეალურად ეს ასე არ ხდება და არ ხდება იმიტომ, რომ ცხოვრებისეულ კადრების შედგენას განკარგავს ბედისწერის ეს კანონები: „კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი (სულის გონება) წარმართავს“ (იგავნი სოლომონის 14-15) და „მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის კანონების განსჯით მიგებული ასრულდება“ (იგავნი სოლომონის 18-19).
მოგახსენებთ, რომ ჩემს მიერ შესრულებული ნაშრომებით ხდება იმ ცნობების გაცხადება, რომელიც ადამიანებს ატყობინებს სინამდვილეს ბედისწერის განკარგვის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი თავის ბედისწერას თავადვე იწერს იმ კანონთა აღსრულების ან არ აღსრულების ფონზე, რომელი კანონებიც ბიბლიაში განწესებული არიან სიბრძნეთა მცნებებად. ამ ცნობის სიმართლეში დარწმუნება არ გაუჭირდება იმას, ვინც გულისხმიერად მოეკიდება ამ კანონთა შესწავლის საქმეს და შემდეგ თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზს გაუკეთებს ამ კანონებთან მიმართებაში.
ახლა კი მინდა ვისაუბრო იმის თაობაზე, თუ რა ძალა აქვს სიმართლეს. რომელიც არა მარტო ადამიანის პირადულ ურთიერთობრივი ან პროფესიული საქმიანობის ირგვლივი ინფორმაციით შემოიფარგლება, არამედ ეხება ყოველივეს და ყველაფერ იმას, რაც კი რამ ადამიანთან შეხებაშია. სწორედ ამას ამოწმებს ბედისწერის კანონმდებლობაც: რომ ადამიანის განკითხვა, მასში არსებული ინფორმაციის მიხედვით ხდება, თანახმად კანონისა: „განკითხვისას ადამიანები პასუხს აგებენ ისე, რომ თავისი სიტყვებით გამართლდებიან, ან თავისივე სიტყვებით გამტყუნდებიან“ (მათე 12-36,37). როგორც ხედავთ ეს კანონი აშკარას ხდის იმას, რომ ადამიანის ჯანმრთელობა თავისი აზროვნების სისწორის შესაბამისი ყოფილა.
რას ნიშნავს აზროვნების სისწორე? ამას ნამდვილად სჭირდება ახსნა. ამიტომაც მის შესახებ მოგაწვდით მოკლე და კონკრეტულ ინფორმაციას: ადამიანის გონებაში დაფიქსირებულია სრული სიმართლე იმგვარი ფორმით, რისი შემეცნების შემძლეობის უნარიც აქვს მინიჭებული ადამიანურ აზროვნებას შემქმნელის მიერ. ამიტომ აზროვნების სისწორე ნიშნავს იმ სწორ გზაზე სიარულს, რომელიც გონებისაკენ მიდის. ხოლო თუკი ის გადაუხვევს მისგან და შემოვლითი მრუდე გზებით დაიწყებს სვლას, მაშინ სწორი გზიდან ყოველი გადახვევა, ბედისწერით გაუმართლებლობად დაუჯდება. ვინაიდან მხოლოდ ამ მრუდე გზაზე არსებობის უფლება აქვთ მიცემული იმ ბოროტეულთ, რომელთა ამქვეყნიური მისიაც მხოლოდ იმით იფარგლება, რომ შეასრულონ დამსჯელის როლი გზააბნეულთათვის; რამეთუ მათ სწორი გზის ძებნას ეცადონ; თანახმად კანონისა: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). ხოლო სხვაგვარად რომ ვთქვა, საქმე შემდეგშია: კეთილი თვისებებით შემკული ადამიანი, შეგნებულად არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდენს ცოდვას. მისი არასწორი ქცევა კი იმით იხსნება, რომ ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ ჭეშმარიტი სიმართლე მისთვის დაფარულია. ამიტომ ყოველივე აქედან ასეთი დასკვნა შეძლება რომ გაკეთდეს: ბედისწერითი გაუმართლებლობა ყოველთვის დგას სიცრუის საფუძველზე!!! ხოლო რაც შეეხება იმ „კავს“, რომელიც შეიძლება ადამიანმა გონებას მოსდოს საიმისოდ, რომ მასთან მისასვლელ სწორ გზაზე სიარული შესძლოს – ამის შემძლეობა კი აქვს იმ ჭეშმარიტი სიმართლის ცოდნას, რომელიც ეხება ამ სამყაროს თავისებურებებსა და მის შემქმნელს. ამიტომ ამ საკითხს უფრო დაკონკრეტებულად განვიხილავ და მოგახსენებთ შემდეგს:
სამყაროს წარმოშობასა და ადამიანის შექმნის თაობაზე თავისი თეორიული ვერსიები აქვთ რელიგიასაც და ათეიზმსაც. მაგრამ რაც შეეხება მტკიცე ცოდნას თავის მტკიცებულებებითურთ, ასეთი რამ კი არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია. ამიტომაც თანამედროვე საზოგადოების მსოფლმხედველობა იხლიჩება ამ ორ თეორიას შორის და დაბნეულია. ვინაიდან ათეისტების დამჯერთ რწმენა შეურყია იმ ძალზედ მომრავლებულმა აუხსნელმა მოვლენებმა, რაც ფაქტია რომ ხდება და მეცნიერული ცოდნა კი მათ ახსნას ვერ ახერხებს. ხოლო რელიგიებისადმი ნდობის დაკარგვა კი, თვით რელიგიის მსახურთა უცოდინარობამ და სიხარბემ გამოიწვია.
ვიმედოვნებ გადაჭარბებულ ნათქვამად არ ჩაითვლება თუკი განვაცხადებ, რომ უკვე სახეზეა მესამე ტიპის თეორია „უფალია ჩვენი სიმართლის“ ცოდნის სახით. იგი ამ სამყაროს შესახებ ცნობებს იძლევა იმ საფუძველზე, რომელიც მისი ავტორის შემეცნებას ღვთიური ძალის შეგონებით ექნა მიწოდებული სულის გონებისაგან. ხოლო ღმერთის არსებობის ახსნას კი ახდენს მეცნიერული მიღწევებით მოპოვებული ცოდნის გამოყენებით.
ყოველივე აქ გაცხადებულიდან გამომდინარე თავისთავად დაისმის კითხვა: არის კი ამ სამი თეორიიდან სწორი რომელიმე?! ცხადია, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ამ სამყაროს შეუძლია იმ მიმდინარე ფაქტების ფონზე, რომელთა დანახვაც უკვე საყოველთაოდ შესაძლებელია იმიტომ, რომ თუკი ისინი ადრე ხდებოდა იშვიათად და შემოიფარგლებოდა ერთეული მონაკვეთით; ამჟამად უკვე მოვლენები მიმდინარეობს თითქმის ყოველდღიურად და თანაც მრავალ ადგილას. ამიტომ ვინც შესძლებს იმას, რომ პარალელი გაავლოს „უფალია ჩვენი სიმართლით“ წარმოდგენილ ცოდნასა და სამყაროში მიმდინარე პროცესებს შორის, ის ადვილად დაინახავს მოწოდებული ინფორმაციის სინამდვილეს იმით, რომ მასში წარმოდგენილი ყოველი წინასწარმეტყველება თანაც ახსნილია და თან სიტყვა-სიტყვით სრულდება თანამიმდევრობისდა შესაბამისად. ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია ის, რომ მცირედი კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც ახლა მოგახსენეთ:
ჭეშმარიტებაა ის, რომ ამ სამყაროში არსებულ ყოველივესა და ყველაფერს დადგენილი აქვს თავისი საარსებო დრო და ჟამი; რისი უარყოფის დამამტკიცებელ ვერც დებულებასა და ვერც ფაქტებს ვერავინ წარმოადგენს! ასევე ჭეშმარიტებაა ისიც, რომ ამ ქვეყნად უმიზნოდ და უსაფუძვლოდ არაფერი არ შექმნილა; და თავისთავად ეს დებულება ადამიანთა მოდგმასაც ეხება! აგრეთვე ჭეშმარიტებაა ისიც, რომ რასაც დასაწყისი აქვს, მას აუცილებლად ექნება დასასრულიც! და რადგანაც მეცნიერებაც და რელიგიაც ამას მაინც აღიარებენ, რომ კაცობრიობას დასაწყისი აქვს; ამიტომ ამ ქვეყნიური ჭეშმარიტება იმას მოწმობს, რომ მას დასასრულიც ექნება! მაგრამ საკითხავი ის არის, თუ რა სახით მოხდება სახეობა „ადამიანის“ გარდასახვა იმ მოდგმის შემადგენელ არსებად, რომელიც კაცობრიობის შემდეგი მოდგმა იქნება. გაცნობებთ იმასაც, რომ ამჟამად სწორედაც რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის საარსებო პერიოდის ბოლო ჟამში ვიმყოფებით. ამიტომაც უკვე აუცილებლობა გახდა იმის ცოდნას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს გარდასახვა და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა საიმისოდ, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს.
რაც შეეხება იმას, რომ ამჟამად საკაცობრიო პერიოდის ბოლო ჟამია. ამ საკითხზე მსჯელობა ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. რადგანაც ადამიანურ სულში არსებულ ჭეშმარიტების მომცველ გონებას გამოღვიძების ჟამი დაუდგა. თუმცა სამწუხაროდ ყველას გონება ვერ ახერხებს ამას და სწორედ ამიტომ არსებობს ასეთი განსხვავებული აზრები ამჟამინდელ პერიოდზე. რომელი განსხვავებულობაც საერთო ჯამში დაიყვანება სამ ძირითად სახეობაზე: რელიგიურ თეორიაზე, მეცნიერულ თეორიაზე და პოლიტიკოსთა შეხედულებებზე. ამიტომაც მიზანშეწონილად მიმაჩნია მოკლე მიმოხილვის გაკეთება იმ რეალობისა, რაც რომ დღეს სახეზეა ფაქტობრივად.
პირველ რიგში შევეხები იმ მეცნიერებას, რომელიც ყოველთვის ღმერთს უარყოფდა. დღეს რა მდგომარეობაშია იგი?! მის შესახებ რეალობა ასეთია: დაგროვილმა უამრავმა პასუხგაუცემელმა მოვლენებმა იგი გამოუვალ ჩიხში მოამწყვდია. რადგან უკვე საყოველთაოდ საცნობ დონეზე გახდა მისახვედრი ის, რომ სწორედ მათი არასწორი ნამოქმედარის შედეგად დედამიწური გარემოს სტანდარტულობა უზარმაზარი საფრთხის წინაშე დადგა. რაც დიდ შანსს იძლევა იმისას, რომ ეს გარემო უკვე უსაფრთხო აღარ იქნას ადამიანთა საარსებოდ. შექმნილი მდგომარეობა რომ უკონტროლო გახდა მათთვის, მართალია ამას პირდაპირ და აშკარად არ აღიარებენ; მაგრამ მათი ზრუნვა სხვა პლანეტაზე გადასახლების მცდელობისა ადასტურებს ამას. მაგრამ ამ ვერსიას ასრულება არ უწერია, რადგანაც ღმერთის მიერ არ არის ამის ნება დართული. თუმცა მათ ამის შესახებ არც იციან და არც ამ ცნობას დაიჯერებენ იმიტომ, რომ ეს ურწმუნობა შედეგი არის უღმერთობის.
ახლა კი პოლიტიკოსებზე მოგახსენებთ; რომელთაც ხალხის ხარჯზე დიდძალი მატერიალური სიმდიდრე მოიხვეჭეს. ისინი როგორ იქცევიან?! უამრავ თანხას ხარჯავენ გამოქვაბულების კეთილმოსაწყობად და რაღაც ხომალდების ასაგებად; რათა თავი გადაირჩინონ იმ აპოკალიფსური მოვლენებისაგან, რომლის დაშვების შესახებ აშკარად არა თუ საუბრობენ, არამედ უარყოფენ კიდეც მის შესაძლო არსებობას. ესეც, ასევე შედეგი არის უღმერთობისა.
რაც შეეხება რელიგიას. მათი წარმომადგენელნი როგორ იქცევიან?! ქადაგებენ იმას, რომ ამჟამად კაცობრიობა არსებობის ბოლო ჟამში იმყოფება და ამ პერიოდს უკავშირებენ ქრისტეს მეორედ მოსვლას. სწორედაც რომ ამ საკითხზე მინდა ყურადღების გამახვილება. ქრისტიანულ რელიგიის წარმომადგენლები იმას რომ აცხადებენ ბოლო ჟამიაო; განა ბოლო ჟამის არსებობა შესაძლებელია ქრისტეს მოსვლის გარეშე?! ხოლო ქრისტეს მოსვლა კი – ანტიქრისტეს წასვლის გარეშე?! რატომ არ ძალუძს მათ, ან ანტიქრისტეს განმახორციელებელი და ანდა ქრისტეს სულის მქონე პიროვნების ამოცნობა?! ამას ხომ დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ანტიქრისტეს ან ქრისტეს სტატუსის მინიჭება ადამიანისათვის შესაძლებელი არის მხოლოდ მაშინ, როცა ის ზრდასრული და უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა?! ამიტომ თუკი რელიგია მართლაც ღვთის ძალით იმართება, მაშინ მისმა მსახურებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ამ ორი პიროვნების შესახებ. ვინაიდან ღმერთი არასოდეს არაფერს უმალავს თავის ჭეშმარიტ მორწმუნეებს, როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ განუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ“ (ამოსი 3-7). მაშინ რატომ დუმს დღეს ქრისტიანული რელიგია ამ საკითხზე და ვერ იძლევა პასუხს?! იმიტომ ხომ არა, რომ ბიბლია II თესალონიკელთა (2-4)-ით აცხადებს იმას, რომ სწორედ მათ შორის არის ანტიქრისტე?! დიახ, სწორედაც რომ საქმე ამაშია. ანტიქრისტე მათშია და ისინი ხომ ამას არ განაცხადებენ?! მაგრამ საზოგადოებას რა დაემართა?! რატომ ვერ ხვდება იმას, რომ თუკი ეკლესია ღმერთის სახლია, მაშინ მასში ამდენი ხარბი ავაზაკი არ უნდა იყოს, რამდენიც რომ დღეს სახეზეა?! და მითუმეტეს თუკი მიმდინარეობა მართლაც ღმერთის ძალით იმართება, მაშინ მასში ვერანაირად ვერ მოხდება ანტიქრისტეს წარმოშობა!!! ყოველივე ეს კი იმას ადასტურებს, რომ როგორც სჩანს რელიგია სატანისაგან იმართება, რადგან მესამე ძალა არ არსებობს. აი ეს არის სინამდვილე!!! ხოლო თუკი ვინმე უარყოფს აქ გაცხადებულ ინფორმაციას, მაშინ მან უნდა იცოდეს ეს: ამით ის ბიბლიას დასდებს ბრალს, რომ ანტიქრისტეზე სიცრუე განუცხადებია და თანაც ისიც უნდა იცოდეს, რომ ქრისტიანული რელიგია ბიბლიას ასახელებს თავის საყრდენად.
მაშინ სად უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტება?! ჭეშმარიტება რეალობის სწორად შეფასებაშია!!! რაც გულისხმობს გარშემო მიმოხედვასა და იმაზე თვალის გასწორებას, რაც რეალურად ხდება. ის კი შემდეგია: ყოველი დღე იმის მომტანია, რომ უამრავი ბავშვისა და ახალგაზრდის სიცოცხლე იწირება და საგანგაშოა ის, რომ ეს პროცესი არა თუ ჩერდება, არამედ მზარდ მასშტაბს იღებს. რაც უკვე გამხდარი არის საყოველთაო შეშფოთების მიზეზად და კვლევაც მიმდინარეობს მიზეზთა დასადგენად. თუმცა დადებითი შედეგი ჯერ არ სჩანს და არც გამოჩნდება მანამ, სანამ ადამიანთა შემეცნების დონე არ გაიზრდება ცოდნის იმ სფეროში, რომელიც მიახვედრებს მათ იმას, რომ ყოველივე ეს ანტიქრისტეს მოღვაწეობის დადასტურებაა!!! ვინაიდან მას ანტიქრისტე იმიტომ უწოდა გონების ენამ, რომ ამას მყარი სფუძველი აქვს, რომელიც შემდეგია: ქრისტე, ღმერთმა გახადა ბავშთა საყოველთაო მარადიულ ნათლიად. რათა ყოველი დაბადებულ ბავშვს მისცემოდა წინაპართა ცოდვებისაგან დაბლოკილი სული – რაც იგივე სულიწმიდის ნათლისღებით მადლის მიღებაა. ანუ იესო ქრისტეს შემდგომ პერიოდში დაბადებულ ყოველ ახალშობილს დაბადებითვე ეძლევა ნათლისღებული სული და მისი ნათლია კი ქრისტეა! სწორედ ეს საფუძველი უდევს ძველი აღთქმის შეცვლას ახალი აღთქმით. ამ საფუძველს ემყარება შაბათის უქმობისა და ცხოველთა მსხვერპლად შეწირვის გაუქმებაც. რადგანაც სატანამ იცოდა ამის შესახებ, ამიტომ მან ყოველივე გააკეთა საიმისოდ, რომ ეს სიმართლე რაც შეიძლება დიდხანს დაემალა ადამიანთათვის; რათა ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობით: თუკი მისი რჩეული გენის პიროვნება ცოდვას ჩაიდენს, მაშინ მისთვის დადგენილი წყალობიდან წილი ეძლევა მის დასასჯელად მოვლენილ ბოროტეულს, რომლის არსებობაც სწორედ მხოლოდ ამ წილით არის განპირობებული. რადგან მას სასიცოცხლო ენერგია კოსმოსიდან არ მიეწოდება. ბიბლია ასეთ ადამიანებს მკვდრებს უწოდებს (მათე 8-22) და მათზე ამბობს, რომ ისინი სიცოცხლის წიგნში არ არიან ჩაწერილები. აი ეს არის ჭეშმარიტი სიმართლე იმ მდგომარეობის შესახებ, რაც რომ სახეზეა. რადგან ანტიქრისტემ, რომელიც სარგებლობს მსოფლიო საზოგადოებაში გაჯერებული არასწორი რწმენით, თავს იმის უფლება მისცა, რომ ქრისტეს გაჯიბრებოდა და წარმომდგარიყო უამრავ ბავშვთა ნათლიად. რისი მომკის საფასურიც სახეზეა და ყოველდღიურად უამრავი ბავშვისა და ახალგაზრდის სიცოცხლეს იწირავს. კვლავ ვიმეორებ, ეს არის მიზეზთა საფუძველი ამჟამად მიმდინარე იმ უბედურებებისა, რაც რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებს თავს ატყდებათ. მშობლებო! ვიცი ძალიან ძნელია იმ ცოდნის საწინააღმდეგოს მიღება, რაც რომ საუკუნეების მანძილზე სწორად მიაჩნდა ყველას. მაგრამ ახლა უმოქმედობის დრო ნამდვილად აღარ არის, რადგან საყოველთაო განკითხვის აღსრულების პერიოდშია საკაცობრიო დრო და ამიტომ ნურავინ იქნება გულდაჯერებული იმით, რომ ხვალ თავისი შვილი არ ზღავს თქვენი არასწორი რწმენის საფასურს. მოიძიეთ ბიბლიაში საჭირო ცოდნა, კარგად გაიაზრეთ წაკითხული და ბრმად ნუ ენდობით ნურავის.
დასასრულს კი ამას მოგახსენებთ: მე რომ ნამდვილად ღმერთის მიერ მაქვს მონიჭებული უფლება თქვენი გაფრთხილებისა, ამას მოწმობს ჩემს მიერ აღსრულება იერემიას (23-5,6)-ით გადმოცემული წინასწარმეტყველებისა. რომლის მიხედვითაც ბოლო ჟამს უნდა შექმნილიყო წმინდა წერილთა განმარტებების ფონზე მოძიებული ჭეშმარიტი სიმართლის მომცველი ცოდნა „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა სახით. რომლის შემქმნელზედაც სხვა კანონებიც იძლევიან მოწმობას. წარმოგიდგენთ მათ: „ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული“ (იოანე 3-27) და „ეს იცოდეთ უპირველეს ყოვლისა: რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის აზროვნებით. არამედ ადამიანები სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (II პეტრე 1-20,21). როგორც ხედავთ მე ჩემი ვალდებულება უკვე შევასრულე, დანარჩენი კი უკვე თქვენი ნებაა.