როდის გწამს ღმერთი
უკვე დადგა დრო, როცა შეუძლებელია ყურადღება გამახვილებული არ იყოს საკითხზე, რომლის შესახებაც აქ ვაპირებ საუბარს და ეხება ღმერთის მიმართ ნამდვილი რწმენის ჰქონას. ეს ის საკითხია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სათანადო ცოდნას საიმისოდ, რათა პიროვნება გაერკვეს იმაში, რა დონეზე დგას ღმერთისადმი რწმენაში. რამეთუ სწორედ რწმენაა საყრდენი და საფუძველი ადამიანის სიცოცხლისათვის.
თანამედროვე მსოფლიო გამორჩეულია იმ მხრივ, რომ ღმერთის მორწმუნედ თავის წარმომდგენთა რიცხვი ძალიან მომრავლებულია. რასაც ადასტურებს ყოველივე ის ფაქტები, რაც რელიგიებთან არის დაკავშირებული. თუმცა სამწუხაროდ, სინამდვილეში სრულიად სხვა მდგომარეობაა სახეზე და ღმერთის ნამდვილად მორწმუნეთა რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეტად მცირერიცხოვანია. სამაგიეროდ მეტად გაზრდილია იმ ფანატიკოსთა რაოდენობა, რომელთაც მტკიცედ სჯერათ, რომ ისინი ღვთის მორწმუნენი არიან. სწორედ ამიტომაც არის თანამედროვე პერიოდი მრავალმხრივი კატეგორიის გლობალური უბედურებებით წარმომდგარი მსოფლიოსათვის. ვინაიდან სამყაროს განმგებლობა ასეთი კანონით განიგება: „სამყარო მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენი მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24) და „სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი – ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქის 40). აი ასე ამოწმებს ბიბლია იმ ინფორმაციას, რასაც გადმოგცემთ. რამეთუ ჭეშმარიტების მტკიცებულებას თავად სამყარო წარმოადგენს ხოლმე ფაქტების სახით.
იმის ახსნას აღარ დავიწყებ, თუ საითკენ და რა სიძლიერით მიექანება ეს ყველაფერი. რადგან უკვე საყოველთაოდ მისახვედრ დონეზეა გამოფენილი ის ფაქტები, რომელნიც ძალიან დიდ შეშფოთებასა და მომავლისადმი შიშს იწვევენ ადამიანებში. რაც იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას ნაპოვნი გამოსავალი. ცხადია მისი ძიება დაწყებული აქვთ მათ, ვისაც მიღებული აქვს სათანადო პროფესიული განათლება ამა თუ იმ დარგებში. მაგრამ შედეგი რომ არ არის გამოღებული, ესეც საყოველთაოდ თვალსაჩინოა და დავძენ იმასაც, რომ ვერც მიიღება!!! იმიტომ, რომ ყოველივე ის რაც ხდება, შედეგია იმ შორსწასული ქმედებების საპასუხოდ, რასაც სჩადიოდნენ და სჩადიან ადამიანები ურწმუნოების ფონზე. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთადერთია!!! და სწორედ მის შესახებ უნდა მოგახსენოთ აქ. რამეთუ სხვაგვარად საკაცობრიო მომავალი რომ ვეღარ იარსებებს, ამის ახსნას აღარ დავიწყებ. ვინაიდან უკვე იმ მდგომარეობამდე არის ყველაფერი მისული, რომ რასაც მოგახსენებთ, მისი რწმუნება აღარ უნდა გაუჭირდეს ვინმეს. რადგან ყოველდღიური რეალობა თავად არის საუკეთესო დამხმარე მის მისახვედრად.
დავიწყებ იქედან, თუ რატომ მაინცდამაინც ახლა არის სასწრაფოდ აუცილებელი რწმენის საკითზე ჩაღრმავება. განა ოდითგანვე ასე არ ხდებოდა, რომ რელიგიები ღმერთის სახელით მოქმედებდენ და ღმერთის მიერ დაწესებულ მთელ რიგ კანონებს, გაუკუღმართებულად აღებიებდნენ მოსახლეობას?! ხოლო შედეგად კი ჭეშმარიტ მორწმუნეთა ნაცვლად, ფანატიკოსებს გამოზრდიდნენ. რითაც თავის მდგომარეობას განიმტკიცებდნენ და განცხრომაშიაც ცხოვრობდნენ. მსგავსად იქცეოდა სახელმწიფო მმართველობაც. იღებდნენ ისეთ კანონებს, წესად უწესებდნენ მოსახლეობას და მის შესრულებას აიძულებდნენ, რომელი კანონებიც მკვეთრად აცილებულია ღმერთის მიერ დადგენილ მორალურ კანონებთან და მის ნაცვლად ემსახურება ფულის დაცვას. ყოველივე ამან რა შედეგიც გამოიღო – ეს კი არის უკვე სახეზე, მაგრამ მისი რეალურად შემფასებელი კი ძალზედ უმცირესობაა. ხოლო თუ რა შედეგის გამომღებიც იქნება ყოველივე ის რაც სახეზეა, მისი მცოდნე კი ვერავინ. ამიტომ სათანადოდ ვერ აღიქვამს თანამედროვე რეალობას ადამიანთა უმრავლესობა და მიაჩნია, რომ ამჟამად არაფერი განსაკუთრებული რამ არ ხდება და არც მოხდება. ვინაიდან ოდითგანვე ხდებოდა უბედურებები ადამიანთა ცხოვრებაში – ეს ეპიდემიების სახით იყო, ომებისა თუ კლიმატური კატაკლიზმების. თუმცა სინამდვილეში ასე სრულებითაც არ არის საქმე და როცა სწორედ ის განსაკუთრებული დღე დაუდგება თითოეულ ენოვან მოსახლეობას, სათავისოდ განკუთვნილ დღეს; მაშინ კი ყველა მიხვდება იმას, რომ მწარედ შეცდნენ. მაგრამ სამწუხაროდ უკვე ძალზედ დაგვიანებული იქნება და გამოსავალის მიღწევა კი შეუძლებელი!!! ამიტომაც სწორედ ახლა, მართალია ძალზედ მცირედი, მაგრამ მაინც არის დრო დარჩენილი საიმისოდ, რომ ადამიანმა თადარიგი დაიჭიროს იმ დღისათვის, რომელიც საყოველთაოდ უკვე ყველას კარს არის მომდგარი და ზარს რეკს. მაგრამ ეკონომიკურ ორმოტრიალში ჩაბმულ მსოფლიო მოსახლეობას, მისი ხმის გაგება არ ძალუძს და წვრილმან პრობლემათა მოგვარებაზე ზრუნვაში გადართულს, შეუმჩნეველი რჩება ძალზედ უდიდესი მოვლენის მოახლოება.
არსებული რეალობა, ცხადია ხელსაყრელია მხოლოდ სატანისათვის. რადგან მისი ძალის მქონეთა დევიზი ასეთია: თუ ჩვენ არ ვიქნებით, ნურც ნურავინ იქნებაო. მაგრამ ღმერთი არასოდეს უშვებს იმას, რომ თავისი შექმნილი განადგურდეს და ყოველთვის, როცა მის ქმნილებას გასაჭირის ჟამი დაუდგება, დახმარებას უწევს მდგომარეობისდა შესაბამისად. არ მოვერიდები გაცხადებას იმ სინამდვილისას, რომელიც ძალიან მალე რეალობა გახდება და მასზე ასეთი შეფასება არის ბიბლიაში: „იქნება ისეთი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24-21). ამიტომ აუცილებლობას წარმოადგენს იმ ცოდნის გადმოცემა, რასაც ახლა გაცნობებთ. რამეთუ იგი დაეხმარება მისი მიღების მსურველს იმაში, რომ ღმერთის რწმენისადმი მიმართებაში გაერკვეს სინამდვილეში და სხვაც გადაარჩინოს ისეთი, ვისშიაც ჯერ ღრმად არ გაუდგამს ფესვი ფანატიზმს. საამისოდ კი მოკლე ინფორმაციული ცნობების ფონზე ავხდი ფარდას, რელიგიათა მიერ სიმართლედ გაცხადებულ სიცრუეს.
უპირველეს ყოვლისა დავიწყებ იმით, რომ რელიგიამ დაარწმუნა ადამიანები იმაში, რომ ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა მხოლოდ 10 მცნების დაცვით შემოიფარგლება. რაც არასწორია! რადგან 10 მცნება არის საფუძველი იმ კანონმდებლობისა, რომელიც ღმერთმა ადამიანებს დაუდგინა სასიცოცხლო კანონებად. ისინი ყოველ ადამიანს ჩაწერილი აქვს გონებაში და დაბადებითვე ეძლევა სულის სახით. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ადამიანის ნამოქმედარის განსჯა და მისი მიხედვით კი შედგენა ბედისწერის გეგმისა. რაც შეეხება კანონებს, ისინი წარმოდგენილნი არიან ბიბლიის მიერ სიბრძნეთა სახით – იმ შემსრულებელთა მიერ, რომელთაც თავიანთი ცხოვრებისეული მოღვაწეობით დაიმსახურეს ის, რომ მათ აზროვნებას მოეხერხებია გონებიდან მათი შეცნობა.
რაც შეეხება რელიგიის მსახურთა მოღვაწეობის შედეგს, მასზე იესო ასეთ შეფასებას იძლევა: „ისინი ცათა სასუფეველს კეტავენ ადამიანთა წინაშე. არც თავად შედიან მასში და არც შემავალთ უშვებენ“ (მათე 23-13). თავად რომ ვერ შევლენ ღვთის სასუფეველში, ამას მტკიცება არ სჭირდება იმიტომ, რომ თავად კანონი იუწყება იმას, რომ: „ღმერთი ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობსო“ (საქმეები 17-24). ხოლო რამეთუ ღმერთი ამ სამყაროში არსებობს მხოლოდ ძალის სახით და არა პიროვნულად; ეს კი მისახვედრს ხდის იმას, რომ ბიბლია აცხადებს: რომ ღმერთის ძალა არ მოქმედებს ხელით აშენებულ ტაძრებში იმიტომ, რომ მათში მყოფ ადამიანებში არ მოქმედებს ისო. რადგან „ღვთის სასუფეველი თავად ადამიანშია. ამიტომ სხვაგან არსად უნდა ეძიოს ვინმემ იგი“ (ლუკა 17-20,21). როგორც ხედავთ, ბიბლია გარკვევით აცხადებს იმას, რომ ღმერთი ადამიანში ძალის სახით არის და როცა ამბობს, რომ ხელთქმნილ ტაძრებში არ არის ღმერთის ძალაო, ცხადია ეს ეხება მათში მოღვაწე პირებს. ამას სწორედ ბიბლია აცხადებს და ეს კი ნიშნავს იმას, რომ მაშასადამე არცერთი რელიგიური მიმდინარეობა არ ყოფილა ღვთიური ძალით მომქმედი დაწესებულება. ხოლო თუ ღვთისაგან არ არიან, მაშინ სატანისაგან ყოფილან! რადგან მესამე ძალა არ არსებობს. ამიტომაც უწოდებს ბიბლია რელიგიის მსახურთ ფარისევლებს, რადგან ისინი მოქმედებენ ღმერთის სახელს ამოფარებულნი და მრავალშრიან ნიღბებმორგებულნი.
როგორც ამას ყველა ხედავს, ფაქტი სახეზეა იმისა, რომ ამჟამად ასეთი მდგომრეობაა: „მართალთა შემწე სამყარო, მრისხანებს და ძალას იკრებს ცოდვილთა დასასჯელად“ (სოლომონი 16-17,24). ხოლო მრისხანების სიძლიერე და სასჯელთა სიდიდე კი ამოწმებს იმას, რომ დასასჯელთა სიმრავლეც და დანაშაულებებათა დონეც ძალიან დიდი ყოფილა. რაც იმის მიზეზია, რომ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა, ვიდრე ეს ფართო საზოგადოებას სწამს. ამიტომ გამოსავალი ერთია მხოლოოდ და ის რწმენის გასწორებას გულისხმობს!!! საამისოდ კი უპირველეს ყოვლისა ეს უნდა იცოდეს ადამიანმა: რომ ამ სამყაროსა და ადამიანის შემქმნელი ღმერთი ერთია. რომელიც მიუკერძოებელია და ყოველ ადამიანს აძლევს ერთიდაიგივე სულს. ამიტომაც უწესებს ერთნაირ კანონმდებლობასაც და მათი დაცვაა იმის გარანტი, რომ „არავითარი ზიანი არ მოუვა მათ დამცველს“ (იგავები 12-21). რადგან მას მართლის სტატუსს ანიჭებს გონებისმიერი მსაჯულები, რომელთა დადგენილებითაც იწერება პიროვნების ბედისწერა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს კანონები ყოველი ადამიანს გონებაში აქვს ჩაწერილი და აგრეთვე ისინი ბიბლიაშიც არიან სიბრძნეთა სახით გაბნეული. ისინი ბიბლიიდან ამოვწერე, შევკრიბე და გადმოვეცი წიგნით „ბედისწერის კანონმდებლობა“ – საიმისოდ, რომ მათ ძებნაზე დრო არ დაეხარჯათ, მათი შემცნობის მსურველთ. გონიერება კი სწორედ მათში განსწავლასა და საქმით დაცვაშია. აი ეს არის ერთადერთი საშუალება საიმისოდ, რომ ადამიანმა შესძლოს, ყველაფერსა და ყოველივეზე შემხები ქარიშხლის გამკლავება. რომელიც დაწყებულია და თანდათან იკრებს ძალას.
ახლა კი მცირედ განმარტებას გავაკეთებ იმის თაობაზე, თუ რა დანიშნულება აქვს კანონთა განსწავლასა და მისი დაცვით ცხოვრებას. ალბათ ყველას გქონიათ ასეთი შემთხვევა: როცა რაიმეს გეგმავ, ემზადები მისთვის და გგონია, რომ ყველაფერი მზად არის და ნაბიჯის გადადგმაღაა საჭირო. მაგრამ უცბად შეიქმნება ისეთი გარემოება, რომ სულ სხვა სიტუაციისათვის გადადგამ ნაბიჯს და რასაც აპირებდი, იმ მომენტისათვის ის საერთოდაც აღარც გახსოვს. გარდა ამისა ასეთი სიტუაციაც ყველას ექნებოდა რამოდენიმეჯერ თუ არა, ერთხელ მაინც. როცა ექსტრემალურ სიტუაციაში უეცარ გადაწყვეტილებას იღებ, ყოველგვარი დაფიქრებისა და განსჯის გარეშე. ხოლო პასუხი ან ყველაზე საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდება არსებული სიტუაციისა და ანდა ყველაზე ცუდი. საქმე კი იმაშია, რომ ყველა ეს პასუხები იმ შემთხვევებზე, რაზედაც ვსაუბრობ, მიღებულია გონების მიერ იმ ძალას დაქვემდებარების გამო, რომელი ძალის გამააქტიურებელიც არის პიროვნება თავისი ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე. თუკი იგი ღმერთის მიერ დაწესებული კანონების დამცველი არის, მაშინ მისი ინსტიქტები გონების გააქტიურების ფონზე მოქმედებენ და პასუხიც საუკეთესო იქნება. მაგრამ თუ კანონთა არ დაცვით მცხოვრებია, მაშინ მისი გონება მიძინებული არის და ცხადია, რომ ინსტიქტურ ქმედებაზე პასუხიც ყველაზე უარესი იქნება იმათგან, რაც შეიძლება რომ მიღებულიყო. ხოლო რაც შეეხება ექსტრემალურ სიტუაციას, რაშიაც ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე, მის დადგომას განაპირობებს კანონთა დაცვა-არ დაცვის 144 000 შემთხვევის შესრულება. რასაც ფაქტებად აღსასრულებლად დადგენილი ზღვარი ჰქვია. ხოლო დღევანდელი პერიოდი კი სწორედ იმიტომ იწოდება საკაცობრიო გენეტიკურ საუკუნეთა ბოლო ჟამად, რომ ამ ზღვართა ავსების ეპოქაშია კაცობრიობა. რაც არის კიდეც საკაცობრიო გენეტიკის დანიშნულება. აბა თითოეულ კანონთა 144 000 ქმედებას ხომ ადამიანის ერთი სასიცოცხლო პერიოდი ვერ ეყოფა?! აი, ამიტომაც ეწოდება ამ პერიოდს ნაყოფის მიღების დრო. ხოლო ბიბლია კი მის შესახებ ცნობას, მკისა და რთველის ტერმინების გამოყენებით იძლევა (გამოცხადება 14-14/20).
ახლა კი კვლავ რელიგიის თემას მინდა დავუბრუნდე და ვამხილო ისინი, ვინც თავს სასულიერო პირებად ასაღებენ და უამრავი ადამიანი აცდუნეს და გადაახვევინეს სწორი გზიდან, თანაც ღმერთის სახელით. დღეს, როგორც გითხარით ბოლო ჟამის პერიოდია და ეს კი გენეტიკურ ნაყოფთა მიღებას გულისხმობს, რომელსაც გონიერი ადამიანი ჰქვია. რაც შეეხება გონიერებას, ცხადია მისახვედრია, რომ აქ ტვინის განვითარებაზეა საუბარი. რაც რომ ნამდვილად საკმად განვითარდა, ამის მტკიცებულებას თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები იძლევა. თუმცა გონიერების განვითარება და ნიჭიერების განვითარება ერთიდაიგივე რამ არ არის. რადგანაც გონიერების განვითარებაში ნიჭთა განვითარებაც შედის, ხოლო ნიჭთა განვითარება კი ყოველთვის ვერ არის კავშირში გონიერებასთან. სწორედ ასეთი კავშირის არ მქონე ადამიანები წარმოადგენენ საზოგადოებისათვის მეტად საშიშ პიროვნებებს და განსაკუთრებით კი ამჟამად – როცა ადამიანისათვის დაწესებული გრძნობების დონე ზღვრულ ნიშნულს არის მიღწეული. სამწუხაროდ დღეს სწორედ ასეთ ადამიანთა ხელშია მსოფლიო მოსახლეობის მართვის სადავე და ამიტომაც კაცობრიობა ბეწვის ხიდზე დგას!!! ხოლო ყოველივე ამის საფუძველი კი იმ ძალაზე დგას, რომლის გამცემიცაა კაცის სახით მოვლენილი ეშმაკის სულის მქონე არსება. თუ რატომ ვერ სცნობს მას საზოგადოება, ეს გასაგებია. რადგან არა აქვთ სწორი და მითუმეტეს სრულყოფილი ცოდნა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ქრისტეს და ანტიქრისტეს ფენომენი. ამ საკითხზე აქცენტს განსაკუთრებით მივმართავ მათკენ, ვინც თავს სასულიერო პირს უწოდებს და ღმერთის სახელით ვმოქმედებო ამბობს. ნებისმიერ მათგანს რომ ჰკითხო ანტიქრისტეს შესახებ, გიპასუხებთ: რომ იგი მაღალიერარქიული სასულიერო პირია. ეს განაცხადი კი პირდაპირი მტკიცებულებულება არის იმისა, რომ მათ წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ქრისტეობის და ანტიქრისტეობის ფენომენი. უფრო მეტიც, თვით ღმერთის ძალაზეც! რამეთუ ანტიქრისტეს ძალა იმ სატანის მიერ აქვს ბოძებული, რომელსაც ჩამოერთვა ანგელოზური ძალა და დედამიწურ გარემოში მოხდა მისი გაძევება. ანუ დედამიწური მიზიდულობის სფეროში. ხოლო საყოველთაოდ ცნობილია, რომ დედამიწაზე არსებობა სასიცოცხლო ძალის მქონეობას საჭიროებს. რაც თავისთავად კოსმოსთან კონტაქტის აუცილებლობას გულისხმობს. მაგრამ რადგანაც სატანას პირდაპირი კავშირი აკრძალული აქვს, ამიტომ ის კოსმოსთან დაკონტაქტებას ადამიანთა მეშვეობით ახერხებს. ასე რომ ანტიქრისტემ, ეშმაკის სულის მიღება იმით მოახერხა, რომ გარშემო მყოფ თანამოაზრეთა ენერგია გამოიყენა. რასაც ბიბლია ასე ადასტურებს: „თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: ვინ არის მისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლებაო“ (გამოცხადება 13-4). განა კანონი ასე არ ამბობს, რომ „ყველა თავის მსგავსისაკენ მიისწრაფვისო?!“ (სიბრძნე ზირაქის 13-16). ხოლო ფიზიკა კი მას მიზიდულობის კანონს უწოდებს. განა მაგნიტი თავის შემადგენლობის მსგავს არ იზიდავს მხოლოდ?! მაშინ გასცენ ამ კითხვას პასუხი ე.წ. ღვთის მსახურებმა. თუკი ისინი ღმერთის ძალით მოქმედებენ და ეკლესია-მონასტრებში ღმერთის ძალა მოქმედებს. როგორ გამოიზარდა იქ ეშმაკის სულის მიმღები კაცი და ანდა ღმერთი დაუშვებს იმას, რომ თავის წმინდა სახლში უწმინდური აღაზეოს?! ასე აფასებენ ღვთის მსახურები ღვთის ძალას?!
კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს მათთვის და მის შესახებ ამ კანონის მოშველიებით განვაცხადებ: „მათ წაერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს“ (მათე 21-43). თუ რატომ მოხდება ამჟამად ეს ასე, მოკლედ ვიტყვი მის თაობაზე. საქმე იმაშია, რომ როცა მათ ეშმაკისაგან მიღებული იმ ცოდნით, რომელიც მან ანგელოზობის პერიოდში შეიძინა, მოახერხეს ლოცვის ძალის სათავისოდ გამოყენება იმ დონეზე, რომ საარსებო საფრთხე დაამსახურებიეს კაცობრიობას. მდგომარეობის გამოსასწორებლად, ღმერთმა ქრისტეს სული ნაადრევად მოავლინა ადამიანში საიმისოდ, რომ წმიდაში შესულიყო. რომელი პროცესიც, გენეტიკის პროცესის სასრულ სტადიაში არ ყოფნის გამო, შესრულდა იესოს სისხლის მსხვერპლად შეწირვით. ხოლო რაც შეეხება მისი მოსვლის დროს, იგი კი დადგენილი იყო საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის სასრული ფაზის პერიოდისათვის. ამ ცნობას ამოწმებს ბიბლიაც: როცა იესოს გზად შეხვდა სამარხებიდან გამოსული ორი ეშმაკეული, მათ მორთეს ყვირილი: „რა გინდა ჩვენგან ღვთის ძეო, ვადაზე ადრე რომ მოხვედი ჩვენს სატანჯველადო“ (მათე 8-29). ამიტომაც გახდა საჭირო ქრისტეს სულის ადამიანში ორჯერადად მოვლინების აუცილებლობა. ამჟამად კი სწორედ ის პერიოდია, რომელიც საკაცობრიო მიმდინარეობის სასრულ სტადიას შეესაბამება და დაუდგა კიდეც კაცობრიობას ის მდგომარეობა, რომლის გამოსწორებასაც კვლავ დასჭირდა ქრისტეს სულის მქონე პიროვნებისაგან დახმარების გაწევა. ამიტომ ამჟამადაც მოუწია მას წმიდაში შესვლა. თუმცა არა სისხლით, არამედ სიტყვით. რადგან ამის საშუალებას გენეტიკის მონაპოვარი იძლევა. მან საჭირო ქმედება შეასრულა და ამიტომაც ახლა უკვე ვეღარ შესძლებენ რელიგიის მსახურნი, სიტყვის ძალის სათავისოდ გამოყენებას. რასაც აქამდე სჩადიოდნენ ხალხის გაბრიყვების ხარჯზე. ამ ცნობის ფაქტობრივად დადასტურების პროცესი კი უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს და მას ვეღარაფერი ვერ შეაჩერებს!!! სახელად კი ჰქვია: მათთვის ნიღბების ჩამოცლა. რისი საბოლოო შედეგიც საყოველთაოდ გამაოგნებელი იქნება. ამიტომ დროს დაეშურეთ, ვინც ასე თუ ისე რაღაცნაირად მათი გავლენის ქვეშ მოექეცით. დროულად დაეწაფეთ კანონებში განსწავლას და ეცადეთ მათი მეშვეობით აღმოაჩინოთ საკუთარი ცოდვები, რათა მოინანიოთ! რამეთუ შესძლოთ იმ ნამსხვრევის მოხვედრის თავიდან აცილება, რომელნიც ნიღბების მსხვრევას თან ახლავს.