ადამიანთა შემეცნებაში სიტყვა „ბედისწერის“ გაგება არასწორი მნიშვნელობით არის აღქმული. რადგან მასზე ფიქრობენ, რომ თითქოს ბედისწერა პიროვნებას შედგენილი ეძლევა დაბადებითვე და შემდეგ ის თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობით ასრულებს ამ გეგმას ისე, რომ მისგან გადახვევაც კი არ შეუძლია. ღმერთის მიერ ადამიანისათვის ბოძებული თავისუფალი ნებიდან გამომდინარე მისახვედრია, რომ ასეთი რამ გამორიცხული უნდა იყოს; და ასეც არის კიდეც! ასევე ამ სამყაროს მოწესრიგებული და კანონზომიერული ფუნქციონირების ფონზე ისიც მისახვედრია, რომ ადამიანის ცხოვრებისეული გეგმა ქაოსურად ვერ შედგება და მისი შექმნა კანონზომიერულად განიკარგება. დიახ, მართლაც ასეა! ბედისწერა არსებობს და თითოეული ადამიანი თავადვე იწერს მას საკუთარი ნებით, „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) კანონის აღსრულების ხარჯზე. ხოლო თუ როგორ იწერს ადამიანი საკუთარი ბედისწერის გეგმას, რასაც შემდეგ სიტყვა-სიტყვით ახორციელებს კიდეც; სწორედ ამ ინფორმაციას წარმოგიდგენთ წიგნი: „ბედისწერის კანონმდებლობა“. ამ წინამდებარე წანამძღვარში კი მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ ბედისწერის თაობაზე საიმისოდ, რომ საყოველთაოდ გასაგები იყოს მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ბედისწერის გეგმის შედგენა განსხვავებულ პრინციპს ემყარება კეთილი ბუნებისა და ბოროტეულ ბუნების მქონე პირთათვის. რისი მიზეზიც ის არის, რომ ღმერთმა ამ სამყაროში ადამიანი აზროვნების გასაწვრთნელი მისიის შესასრულებლად შექმნა. ამიტომ მან სამყარო ისე მოაწყო, რომ ადამიანს საარსებოდ მხოლოდ ამ კანონის: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) აღსრულება სჭირდება; და ასეც ხდება კიდეც! ადამიანი საკუთარი გადაწყვეტილებებით მიღებული საქმიანობის დამსახურებით, სამყაროსაგან ყოველდღიურად ითხოვს რაღაცას და მისი მოთხოვნილის მისაღებად კი დგება ბედისწერის ის გეგმა, რომელიც ცხოვრებისეული კადრებით უსრულდება მას. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ ნურავის ეგონება ის, რომ ღმერთი სცდება და მას სრულებითაც არ უთხოვია მისთვის ისეთი ცხოვრების მიღება, რაც ხვედრად ერგო. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და მას ეს კანონიც გაუწყებთ: „არის კი თქვენს შორის ისეთი კაცი, საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს და მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? ჰოდა, თუ თქვენ ბოროტებმა იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს“ (მათე 7-9/11). დიახ, მართლაც ასეა! რა თქმა უნდა ღმერთი არ სცდება და ყოველ ადამიანს ზუსტად იმას აძლევს, ვინც რასაც ითხოვს!!! ეს ადამიანი სცდება იმით, რომ მან არ იცის ის, თუ როგორ უნდა მოითხოვოს რაც სურს. ამ ცოდნას წიგნიდან შეიტყობთ; აქ კი იმ განსხვავებულ პრინციპზე ვისაუბრებ, რომლითაც განესაზღვრება ბედისწერა კეთილი ბუნების ადამიანებს და ასევე ბოროტი ბუნების მქონეთაც. გამომდინარე კანონიდან – „ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა თავისი დროისათვის“ (ეკლესიასტე 3-11) – მისახვედრია ის, რომ ადამიანიც ამ „ყოველივეს“ შემადგენელი ნაწილია და ამიტომ დაბადებით ყველა კეთილი ძალის მქონედ იბადება. მაგრამ თავისუფალი არჩევანის დაშვების ფონზე, ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა ბოროტ გზაზე სიარული მოისურვა და ეს მოხდა მათი „სიკეთის გზიდან გადახვევის გზით“ (I იოანე 2-18,19). რაც ცხადია, რომ ცოდვების ჩადენით მოხდა. ამგვარად, საკაცობრიო გენეტიკის შემადგენელ ადამიანთა მიერ ცოდვისა და მადლის ჩადენებით მსვლელობის ნიადაგზე, კაცობრიობა დაიყო ორ ურთიერთსაწინააღმდეგო გენის მქონე წარმომადგენელთა ჯგუფად: კეთილთა და ბოროტეულთა კატეგორიად. ღმერთის მიერ ყოველივეს კეთილად შექმნილობის ფონზე კი მისახვედრია ის, რომ ღვთის წყალობას მხოლოდ კეთილნი მიიღებენ. ხოლო რაც შეეხება „ღვთის წყალობას“, იგი მოიცავს ყოველივე იმ სიკეთეს, რაც ადამიანს არსებობისათვის ესაჭიროება და პირველ რიგში კი – სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც მხოლოდ კოსმოსთან კავშირით ეწოდება ადამიანს და რომელი კავშირის დამყარებაც სულით ხდება. რისი შემძლეობის უნარი მხოლოდ კეთილი ბუნების ადამიანებს აქვთ მინიჭებული და ბოროტი ბუნებისას კი წართმეული! ვინაიდან ბოროტეულთა სულები დაცემულია და ვერ სძლევენ დედამიწურ მიზიდულობას. ამიტომ ასეთი ადამიანები მკვდრებად არიან შერაცხულნი ღმერთის საზომით (მათე 8-22) და მათი დედამიწაზე არსებობის დაშვებაც იმ მიზანს ემსახურება, რომ შეასრულონ სადამსჯელო მისია იმ მოთხოვნათა აღსასრულებლად, რომელსაც კეთილი ბუნების მქონენი ცოდვების ჩადენით იმკიან. ამიტომ ჩადენილი ცოდვის შესაბამისი წილი ჩამოერთმევა კეთილი ბუნების წარმომადგენელს იმ წყალობიდან, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი იმ შემთხვევაში, თუკი ცოდვას არ ჩაიდენდა; და მიეცემა მას, ვისი სიტყვის რწმენითაც ეს ცოდვა იქნა ჩადენილი. აი, ასე არსებობენ ბოროტეული ადამიანები ამ ქვეყნად – კეთილთა მიერ დაშვებული შეცდომების ხარჯზე. ამიტომაც ინიღბებიან მრავალსახოვანი ნიღბებით და ფარავენ სიმართლეს სიცრუით. ვინაიდან თუკი კეთილნი სიმართლით იცხოვრებენ, მაშინ ისინი ვეღარ მიიღებენ მათგან ვერც საარსებო მატერიალებს და ვერც სასიცოცხლო ენერგიას. თუმცა ბოროტეულთა მიერ ჩადენილ ბოროტებაზეც არის დაწესებული ლიმიტი და როცა ის ზღვრამდე ივსება, ღმერთის რისხვის ის მუხლი იწყებს ამოქმედებას, რომელიც მათ განადგურებას უზრუნველყოფს. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა ვეღარ გააგრძელებს არსებობას. ვინაიდან და რადგანაც დღეს კაცობრიობა უკვე დგას ამ საშიშროების წინაშე, ამიტომ ცხადდება უფლისმიერი სიმართლე საიმისოდ, რომ კეთილი ბუნების მქონე ადამიანებს დახმარება გაეწიოთ საიმისოდ, რათა თავიც გადაირჩინონ და კაცობრიობაც. ამიტომ ვინც ხვდებით, რომ ეს თქვენ გეხებათ; უპირველეს საქმედ დაიყენეთ ჭეშმარიტების შეცნობა, რომელიც me-sia.com საიტზეა წარმოდგენილი „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებითა და სტატიებით; და მის შესაბამისად იმოქმედეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროცესები რაც დაწყებულია და იწირავს შვილთა სიცოცხლეებს, არათუ შეჩერდება, არამედ უფრო და უფრო მეტი მასშტაბით განვითარდება – განსაკუთრებით იმ ერში, რომელზედაც აგებულია მთელი ბიბლია და ეს გენი კი ამჟამად ქართულ ენაზე მეტყველებს. გთხოვთ ყურად იღოთ ეს გაფრთხილება, ვინაიდან არავის და არაფერს შეუძლია კაცობრიობის ხსნა იმ რისხვისაგან, რომელიც მსოფლიო დონის მასშტაბზე ავიდა უკვე; გარდა იმ სიმართლისა, რომელიც უფლისაგან გაცემული ცოდნაა და რომელსაც ვერანაირად ვერ შექმნიდა ადამიანური აზროვნება (II პეტრე 1-20.21), ღმერთს მაღლიდან მისი წმიდა სული რომ არ მოევლინებინა (სიბრძნე სოლომონის 9-17). იხილეთ წიგნი „ბედისწერის კანონმდებლობა“, რომელიც me-sia.com საიტზეა განთავსებული წიგნების განყოფილებაში. კარგად შეისწავლეთ ბედისწერის შესაქმნელი კანონები და ისწავლით იმას, თუ როგორ უნდა მოსთხოვოთ სულს ის, რაც გულით გსურს. ის კი მას მაშინვე აგისრულებთ ისევე, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა კიდეც. დიახ ძვირფასებო! ღმერთმა ეს სამყარო ადამიანთათვის ისე განაწესა, რომ „ითხოვეთ და მოგეცემათ“ კანონი განაგებს ადამიანის ბედისწერას დასაბამიდან და ასე იქნება ყოველთვის! ამიტომ თუ ადამიანი ვერ ისწავლის იმას, რასაც ითვალისწინებს „ითხოვეს“ პრინციპი, ამით მხოლოდ თავად დაზარალდება. ხოლო სამყარო კი ყოველთვის კანონმორჩილად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს კიდეც, მისთვის საარსებოდ მიზომილ დრომდე.