როგორ იქმნება წინასწარმეტყველება
სულის შესახებ უმნიშვნელოვანესი ცნობების მოპოვებით შეძენილმა ცოდნამ ბევრ აუხსნელ საკითხს მოჰფინა ნათელი. რომელთა შორისაც არის ის, თუ როგორ იქმნება ადამიანის ბედისწერა. ბედისწერის საკითხებთან მიმართებით დიდ ინტერესს ავლენს საზოგადოება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ყველას უნდა თავისი ბედი ისე წარიმართოს, როგორც ეს მას სურს. თუმცა კი ამისათვის ჯერ ვერავის მიუღწევია. პირველ ყოვლისა მინდა განვაცხადო იმის თაობაზე, რომ როგორადაც აღმოჩნდა, უამრავ ადამიანს მცნება „ბედისწერა“ ისე ესმის, თითქოს მისი ბედი ვიღაცის მიერ დაწერილი სცენარი იყოს და ის კი მისი შინაარსის აღმსრულებელი. ბედისწერის მიმართ ასეთი გაგებით მიდგომა არის შეცდომა და ის არასწორია. ადამიანთა საკმაო ნაწილს კი ჰგონია, რომ ბედისწერა არ არსებობს და ადამიანის ყოველი დღეც სპონტანურად მიმდინარე მოვლენების სცენარია. სინამდვილეში კი ორივე თეორია მცდარია და არსებობს ბედისწერა, რომელსაც თითოეული ადამიანი თავად იწერს იმ კანონთა დაცვა-არ დაცვის ფონზე, რომელი კანონებიც ღმერთმა სპეციალურად ადამიანთათვის დააწესა და „მათ ბუნებას უთანაგრძნო მან, როცა მათ ადგენდა“ (IV მაკაბელთა 5-25). ამ კანონების მომცველია ყოველი ადამიანის გონება, რომელიც სულის პროგრამაა; თანახმად კანონისა: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). მაშასადამე ადამიანი თავადვე არის განმკარგავი თავის ბედისა და საამისოდ მას ღმერთისაგან მიცემული აქვს თავისუფალი ნება არჩევანის უფლებისა. რაც გამოიხატება იმაში, რომ როგორც უნდა და რა სახითაც უნდა, ისე დაიცვას ეს კანონები. მაგრამ მათზე პასუხის მიგება კი დადგენილ წესებს მკაცრად ემორჩილება. რამეთუ რაიმე გაურკვევლობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, ამიტომ აქვე ამის თაობაზედაც უნდა აღინიშნოს: პიროვნებისათვის დაბადებით მინიჭებული ინდივიდუალური გენეტიკური კოდისა და მის მიერ ამ კანონების დაცვა-არდაცვიდან გამომდინარე, ბედისწერის განსაზღვრაში მონაწილეობას იღებს ორმაგი საზომი: ერთი ღმერთისმიერი და მეორე – ღმერთის მიერ დაშვება იმისა, რომ გადაცემული იქნას სატანისმიერ საზომს ანუ ბიბლიურად „უკუღმართ გონებას, დაუწესებლის საკეთებლად“ (რომაელთა 1-28). რის შესაბამისადაც არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: კეთილი სულის მქონენი და ბოროტეულნი; თანახმად კანონისა: „შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან“ (სიბრძნე ზირაქის 33). ერთგვარი გაურკვევლობა თავიდან აცილებული რომ იქნას, ამიტომ აქვე იმის მინიშნებაც უნდა გავაკეთო, თუ რატომ ხდება ისე, რომ რეალურად ბოროტეულნი მჩაგვრელ ფენად გვევლინებიან, ხოლო კეთილნი კი – ჩაგრულად. რისი მიზეზიც შემდეგია: ღმერთის მიერ დადგენილი წესის თანახმად, თუკი კეთილი სულის მქონე პიროვნების მიერ კანონთა დაცვა ვერ დააკმაყოფილებს მისი ინდივიდუალური გენეტიკური კოდისათვის შესაბამის დონეს, მაშინ არსებული დარღვევის შესაბამის ღვთის წყალობის წილს ის მიიღებს, ვინც ამ კატეგორიის ცოდვების ჩადენის გამო გადაეცა სატანის განმგებლობის დაქვემდებარებაში. ამიტომ რაც უფრო მეტ კანონდარღვევას ექნება ადგილი კეთილ სულის მქონეთა მიერ, მით უფრო აკლდებათ მათ ღვთის წყალობიდან წილი და მათი ცოდვის წილის შვილებს გადაეცემათ. რადგანაც ისინი სწორედ ცოდვის გამო არიან გადასულნი სატანის განმგებლობაში, როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან. ვინაიდან ჩვენგანი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი“ (I იოანე 2-18,19).
ახლა კი ბედისწერის შექმნის შესახებ მინდა მოგაწოდოთ ცნობები და ავხსნა ის, თუ როგორ იწერება იგი. მოგეხსენებათ, რომ ადამიანის აზროვნებითი არეალი სამი კატეგორიის მომცველია: ღმერთისადმი რწმენის, პროფესიული სფეროსა და პირადული საქმიანობის ცოდნის. რაც შეეხება საზოგადოებრივ რწმენას, იგი დგას ამ დებულებაზე: რომ ადამიანს ღმერთის მიერ დადგენილი აქვს 10 მცნება და მათი დაცვით შემოიფარგლება ღვთის კანონების დაცვა. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. რადგან პროფესიული და საზოგადოებრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი კანონები, რომლებიც ბიბლიაში სიბრძნეთა სახით არიან გადმოცემულნი, წარმოადგენენ ამ კანონთა სახვადასხვა სახეობრივი ერთობლიობის მრავალჯერ გამეორების შედეგად შედგენილებს. ხოლო ღმერთის შესახებ კანონები კი, უამრავჯერ ბევრად უფრო მეტად გამეორებით დადგენილს. ამიტომ ბედისწერის შედგენის დროს, განმსაზღვრელობითი მნიშვნელობა მინიჭებული აქვს ადამიანის ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელს. ვინაიდან ის ყოველ ადამიანს სათავისოდ ინდივიდუალური აქვს, ამიტომ ერთიდაიგივე სახეობის ქმედებების ჩადენის დროს, ბედისწერას სხვადასხვა პირებზე სხვადასხვანაირი განაჩენი გამოაქვს. ამიტომ ისეთმა ადამიანმა, რომელსაც გენეტიკურად ერგო ღვთიური გენის კოდი, ხოლო მისმა რწმენამ კი ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვია, რაც უნდა პატიოსნად და სინდისიერად იცხოვროს და კეთილი საქმეებიც აკეთოს, ბედი მაინც არ გამოუტანს ისეთ განაჩენს, რომ მან დალხენილად იცხოვროს. არამედ პირიქით, მას ცხოვრება სატანჯველად ექცევა და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ იძულებული არ გახდება, რომ მიხვდეს თავის შეცდომას და გამოასწოროს იგი. თუკი ეს ასე არ მოხდება, სამწუხაროდ ყოველივე ეს იმ ფატალური შედეგით დასრულდება, რომ მისი შვილის სიცოცხლეს შეიწირავს მსხვერპლად; თანახმად კანონისა: „როცა კვდება მართალი, მსჯავრს დებს ცოცხალ უღვთოებს და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე, ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს“ (სიბრძნე სოლომონის 4-5) და „მშობლების ნაჭამმა მკვახე ხილმა, შვილს მოჰკვეთა კბილი“ (იერემია31-29). ხოლო თუკი ამის შემდეგაც ვერ მოეგება გონს, მაშინ მისი საკუთარი სიცოცხლეც დასრულდება.
დღეს სწორედ ის დროა, როცა მთელ მსოფლიოშია გახშირებული უბედური შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, მკვლელობები და თვითმკვლელობები. რის მხრივაც სამწუხაროდ საქართველო „შეუდარებელი“ გახდა. რადგან ამ პროცესმა ქვეყანაში უკვე იმ მოცულობით და ისეთი ყოველდღიურობის რეჟიმში გადაინაცვლა, რომ ერთად აღებულ მთელი მსოფლიოს მასშტაბსაც კი არ ჩამოუვარდება. მაგრამ რა თქმა უნდა ეს უსაფუძვლოდ არ ხდება და მას აქვს თავისი ახსნა, რომელიც შემდეგია:
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სხვადასხვა ნიშნების მიხედვით: როგორიცაა: სახიერება, კანის ფერი, რასა, აღნაგობის ზომები, ნიჭები, გონიერება, ფიზიკური ძალის შემძლეობა და გონებრივი შესაძლებლობის დონე. ამათგან გონიერებაა ის საზომი, რომლის მიმართაც ინტერესს იჩენს ღმერთი ადამიანში და მის თაობაზე ის აცხადებს, რომ მან ამ უნარის მაქსიმუმი მიანიჭა იმ გენს, რომელიც იფიქრებდა იმ ენით, რომლითაც გონების ჩანაწერების გაშიფვრა არის შესაძლებელი. რომელი ენაც არის ამჟამინდელი ქართული. ამიტომ ამ ენაზე მოსაუბრეთ მოეთხოვებათ ღმერთის რწმენისადმი ჭეშმარიტების გაცილებით მაღალი მაჩვენებლის ჰქონა, ვიდრე ეს სხვა ყველა დანარჩენებს უნდა ჰქონდეთ. რის საფუძველზეც რაც შეიძლება სხვას ცოდვად არ ჩაეთვალოთ – მათ ეთვლებათ; თანახმად კანონისა: „ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა12-48). გამომდინარე იმ რეალობიდან რაც სახეზეა საქართველოში, მხოლოდ ასეთი დასკვის გაკეთება შეიძლება: რომ უაღრესად სავალალო ნიშნულზე ყოფილა დასული ქართველთა რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი!!!
ახლა კი რაც შეეხება წინასწარმეტყველებას, არსებობს თუ არა ის და როგორ ადამიანს აქვს უნარი მისი შეცნობისა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას დავიწყებ ბიბლიის კანონის დამოწმებით: „დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა და აღსრულდება ყოველივე!“ (ესაია 46-10) და შემდეგ კი შეგახსენებთ იმას, რომ ბედისწერის შედგენის დროს მთავარი როლი დაკისრებული აქვს ღვთის რწმენისადმი ჭეშმარიტების მაჩვენებელს. რომლისა და ინდივიდუალური გენეტიკური კოდის ერთობის მიმართ ხდება სპეციალური გათვლა კანონების წყობისა, რომელსაც ბიბლიური კოდის თანამიმდევრობა ჰქვია და ის ინდივიდუალურად ერთადერთი უდგინდება თითოეულ ადამიანს. სწორედ ეს კანონები განუსაზღვრავენ ამ ადამიანს ბედისწერის გზას და ისიც ამ გზაზე რა წყალობაც და სასჯელიც არის დაწესებული, ყოველივეს ღებულობს. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ბედისწერის შეცვლა. შეიძლება, ოღონდ მას თავისი წესი აქვს და ის შემდეგია: როცა ადამიანს ღვთის რწმენის მაჩვენებლით ჩაეწერება ბედისწერის გეგმა, ის ვრცელდება იმ დრომდე, სანამ იგი ამ დონეზე არის. მაგრამ თუკი მოხდება მკვეთრი ცვლილება უკეთესობის ან უარესობის მხრივ, მაშინ ახალი ბედისწერითი გეგმა ეწერება ამ ადამიანს და მის ცხოვრებაშიც ძირეული ცვლილებები ხდება. ასე რომ ადამიანს ბედს ზეციდან ან ქვესკნელიდან სხვა ვიღაც კი არ უწერს, არამედ თავად თვითონ იწერს იმის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, თუ რა დონეზეა მისი ღმერთისადმი რწმენა. რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებლის რა დონეზე, ღვთის წყალობის ან რისხვის რა კატეგორიაა შესაბამებული, ეს ღმერთის მიერ არის დადგენილი; ხოლო თუ როგორი ინდივიდუალური გენეტიკური კოდი ერგება ადამიანს, ამას გენეტიკის კანონმდებლობა განუსაზღვრავს წინაპართა ნამოღვაწარის ფონზე. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გამომდინარე კანონიდან: „შვილი მშობლის სისხლისა და ხორცის მოზიარეა“ (ებრაელთა 2-14) – შვილების ბედისწერაში, მეტ-ნაკლებად მშობლები ერევიან 40 წლის ასაკამდე. ე.ი. ადამიანს რაც ემართება, ეს არის პასუხი სამყაროსაგან მხოლოდდამხოლოდ თავის ნამოქმედარზე. ვინაიდან ღმერთის მიერ შექმნილი ქმნილება მატერიალური სამყარო – ეს ერთმთლიანობაა და საერთო კანონმდებლობას ექვემდებარება მასში არსებული ყოველივე.
ახლა კი იმ კატეგორიაზე უნდა გაცნობოთ, რომელთაც ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი მაღალი აქვთ. მათზე ვრცელდება კანონები: „ქრისტეს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია“(გამოცხადება 19-10) და „არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. რომელიც ამცნობს მის რჩეულს, რა იქნება მომავალში“ (დანიელი 2-28) და ასევე: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არ განუცხადა თავისი საიდუმლო, თავის მსახურთ წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3-7). რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანებს მიცემული აქვთ უნარი იმისა, რომ გონებაში შედგენილი ბედისწერის გეგმის ცნობები ხილვის საშუალებით შეიცნონ. და არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ გონებაში გეგმა იწერება ინტუიციური ენით და ამიტომაც ამ წინასწარმეტყველებებს ახსნა-განმარტებანი სჭირდებათ ბიბლიური კოდის წესით დაწყობილ კანონთა თანამიმდევრობით. ვინაიდან მხოლოდ ასეთი გაშიფვრა არის ჭეშმარიტი, რომელიც აუცილებლად ასრულდება. ამიტომ აქ მინდა იმის თაობაზეც განვაცხადო, დღეს ასე მომრავლებული რომ არიან ისეთი პიროვნებები, რომელნიც თავს წინასწარმეტყველებს უწოდებენ და თავგზას ურევენ ადამიანებს. მათ გამოსაცნობად მოვიშველიებ შემდეგ კანონებს: „ღმერთი გამოზომილად არ იძლევა სულს“ (იოანე 3-34) და „სიბრძნე არის ღვთაებრივ კანონთა და ადამიანურ საქმეთა ცოდნა მათი მიზეზებითურთ“ (IV მაკაბელთა 1-15). როგორც ხედავთ ამ კანონებიდან მისახვედრია ის, რომ ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების მაღალი მაჩვენებლის მქონე პირს, რომელსაც მიცემული აქვს წინასწარმეტყველების უნარი, მას სიბრძნის ფლობის საფუძველზე ეძლევა ის. ამიტომ ის როცა წინასწარმეტყველებს, მან იმის ახსნაც იცის, თუ რომელ კანონთა დაცვის ან არდაცვის ფონზე იქნა ბედისწერის მიერ დადგენილი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მან იხილა. თუ პიროვნება რომელიც წინასწარმეტყველებს, ასეთ ახსნას არ დაურთავს თავის ნაწირნასწარმეტყველებს, მაშინ ის ცრუწინასწარმეტყველია და სატანური ძალისხმევით აკეთებს ამას. ამიტომაც არც მისი წინასწარმეტყველება ასრულდება და მათ დამჯერთაც დიდი იმედგაცრუება ელით.