გაზიარება

როგორ იმხილება ყოველი


„როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული, გადაიშლება წიგნები ცა მყარის წინაშე და ყველანი ერთად იხილავენ ამას. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უმოქმედოდ იყო საუკუნეების მანძილზე“ (III ეზრა 18/28) და „არაფერი დარჩება დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს“ (მათე 10-26). ამ ცნობებს იუწყება ბიბლია და არა მარტო ბიბლია, ადამიანთა შეგნებაშიც დევს ის ცოდნა, რომ სიმართლე გაუცხადებელი არ დარჩება. ამიტომაც არიან მუდმივად შიშის ქვეშ სიცრუით მომქმედნი, ხოლო უსამართლობით დაჩაგრულთ კი სიმართლის გამჟღავნების აუცილებლობის რწმენა აძლევს საიმისო ძალას, რომ ცილისწამების სიმძიმეს გაუძლონ. ალბათ ამ ცნობის საწინააღმდეგოს მტკიცებას არავინ მოისურვებს, მაგრამ იმის ცოდნის სურვილი კი მრავალს ექნება, თუ როდის, როგორ და ვის მიერ მოხდება ყოველივეს მხილება?! ამ საკითხზე პასუხი კი თითოეული ადამიანისაგან მოითხოვს საკუთარი ფიქრების იმ ილუზიებისაგან გათავისუფლებას, რომელიც მათ შეუქმნა ქრისტიანულმა რელიგიამ იმ განაცხადით, რომ თითქოს ქრისტე მეორედ მხოლოდ ადამიანთა წარმოსახვაში მოვა და არა ხილულ ადამიანად. მინდა მათი ამ სიცრუის სამხილებლად გაუწყოთ შემდეგი: მეორედ მოსვლა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანის სახით მოვა მეორედ, ოღონდ არა იესოდ, არამედ სხვა პიროვნებით. განა უხილავი სახით ქრისტე მარად ცოცხალი არ არის?! ხოლო თუკი ღმერთმა იგი ერთხელ ადამიანის სახით მოავლინა, მაშინ მეორედ რატომ ვერ მოავლენს მას ადამიანად?! თუ იმიტომ არწმუნებენ ადამიანებს ასე ე.წ. სასულიერო პირები იმას, რომ მეორედ ქრისტე ადამიანის სახით არ მოვაო, რომ იმის ეშინიათ, იგი პირველ რიგში მათ რომ ამხელს?! როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ნუ ენდობით ყოველ სულს, არამედ გამოსცადეთ სულნი ღვთისაგან არიან თუ არა. რადგან ბევრი ცრუწინასწარმეტყველი გამოვიდა სოფელში. ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ ქრისტეს, ღვთისაგან არის! ხოლო ყოველი სული, რომელიც ქრისტეს ადამიანად მოსვლას არ აღიარებს, ღვთისაგან არ არის! არამედ ის არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა“ (I იოანე 4-1/3) და მე კი გაცნობებთ, რომ იგი კარგა ხანია რაც უკვე სოფელშია.
„როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე ანათებს, ასევე განათდება გონება ქრისტეს მოსვლით“ (მათე 24-27) და „ჩვენ ღრუბლებში ზეატაცებულნი, ჰაერში შევეგებებით უფალს“ (I თესალონიკელთა 4-17). „დავინახე სატანა ელვასავით ციდან გადმოვარდნილი“ (ლუკა 10-18). ამ ცნობების ახსნის საფუძველზე გაცნობებთ იმას, ისინი უშუალოდ როგორ შეხებაში არიან ადამიანურ ფენომენთან. რომელიც მნიშვნელოვანი დატვირთვის მომცველია დედამიწური გარემოს ფუნქციონირებაში. წარმოდგენილ კანონებში სიტყვა „ელვა“ ნიშნავს ველს, რომელიც სულია. განათებული ველი – ეს გონება გახსნილი სულია, რომელშიც სულიწმიდის ძალა ფუნქციონირებს. ხოლო ღრუბლები კი გონების ადგილ-სამყოფელია ტვინის ღრუბლისებრ შრეში. რაც შეეხება სატანურ სულს, დედამიწაზე მისი ჩამოვარდნა მიანიშნებს მასში მყოფი ანგელოზური კატეგორიის სულის ისე დამდაბლებას, რითაც იგი იმდენად დამძიმდა, რომ კოსმოსურ მიზიდულობას მოსწყდა, დედამიწურს დაექვემდებარა და იწოდება არაწმიდა სულის მქონე დაცემულ ანუ დემონურ სულად.
ახლა კი რაც შეეხება ყოველივე დაფარულის მხილებათა ფაქტს; როგორ განხორციელდება ის? ამის ასახსნელად მოვიშველიებ ამ ცნობას ბიბლიიდან: „დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი მიწაზე. ღრუბელზე მჯდომმა გადმოაგდო თავისი ნამგალი მიწაზე და მოიმკა მიწა“ (გამოცხადება 14-15,16). განვმარტავ იმას, თუ რას ნიშნავს მკის პროცესი:
მოგეხსენებათ, რომ თითოეული პიროვნებისათვის ცხოვრებისეული მოღვაწეობის შეფასება ორმხრივად ხდება: ერთი – როგორც მას ადამიანები შეაფასებენ და მეორე კი – ღმერთის საზომი როგორადაც შეაფასებს. რადგანაც ეს სამყარო ღმერთის მიერ დადგენილი კანონზომიერებებით განიკარგება, ამიტომ ცხადია, რომ ადამიანის ბედისწერაც ღმერთისმიერი შეფასებების მიხედვით განიგება და მისგან დაწესებული კანონების დაცვის მეშვეობით ხდება ადამიანის მიერ „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) კანონზე დამყარებული ბედისწერის გეგმის შედგენა. ხოლო ადამიანის მიერ ნაფიქრი თუ ნამოქმედარი კი ფიქსირდება აზროვნების არქივში და თითოეულ პიროვნებასაც მისი ტევადობა მიზომილი აქვს ინდივიდუალურად – ინტელექტისდა შესაბამისი ტევადობით. ხოლო რაც შეეხება ინტელექტს, მისი დონე კი მთლიანად არის დამოკიდებული მიღებულ გენეტიკურ მემკვიდრეობაზე. რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე ნაგროვები ცოდნის მქონეობის უნარს და როგორც ვიცით, ის სამმაგი კატეგორიისაა: პირადული სფეროს მომცველი, პროფესიულისა და ამ სამყაროსა და მისი შემოქმედის შესახებ ცოდნის მომცველი. როგორც უკვე ცნობილია კიდეც, თაობათა ცვლა მიმდინარეობს ამ უნარების ზრდით, მისი დადგენილ ზღვრამდე მიყვანის მიზნით. რისი მიღწევის დროსაც ბიბლია „სისავსის ჟამს“ (კოლოსელთა 1-19) უწოდებს და მას საუკუნეთა ბოლო ჟამის პერიოდად მოიხსენიებს. ხოლო ამ დროს რაც მოხდება მას კი, „წიგნების გადაშლით“ აღწერს. ცხადია ის, რომ ადამიანის აზროვნებითი არქივი, ეს არის წიგნი, ადამიანის სრულყოფილი ცხოვრებისეული მოღვაწეობის ამსახველი შინაარსით. რომელი მოღვაწეობაც შესრულებული იქნა იმ გრძნობებზე დაქვემდებარებით, რომელი გრძნობების წარმოშობასაც სამყაროს კანონთა დაცვა-არ დაცვა განაპირობებს. ამიტომაც „სისავსის ჟამის“ დადგომა ნიშნავს კატეგორია „ადამიანისათვის“ დაწესებული გრძნობების სრულყოფილ დონემდე მიღწევას. რაც იმასაც ნიშნავს, რომ იგი უზრუნველყოფს ყველა იმ მაჩვენებლის სრულყოფილ დონეზე მიყვანას, რა თვისებებსა და უნარებსაც მოიცავს ადამიანური ფენომენი. ვინაიდან და რადგანაც მოზღვავებულ გრძნობათა გამოხატვის ანუ ემოციის შეკავება ადამიანს არ შეუძლია იმიტომ, რომ ისინი იმ სიტყვათა ნაერთის (შინაარსის) ძალის მქონე ენეგიით აღჭურვილნი არიან, რომლის სხეულში ბრუნვის ქარიშხალსაც ორგანიზმი ვეღარ უძლებს და ამიტომაც ქროლვის ტრაექტორიასაც ზრდის და მას კი სიტყვიერად აღიარება ჰქვია. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის გული ვერ გაუძლებს მოზღვავებულ გრძნობათა ბრუნვით წარმოშობილი ენერგიის სიძლიერეს და თუ მის სამოქმედო არეალს არ გაზრდის, მაშინ გარდაუვალია მისი გასკდომა. ცხადია იმის მიხვედრა არ არის რთული, რომ ვისშიაც სიყვარულის გრძნობები ფუნქციონირებს, მათ არ გაუჭირდებათ თავიანთი ნამოქმედარის გაცხადება. მაგრამ ვინც ბოროტებით მოღვაწეობდა, მათ კი ძალიან უჭირთ აღიარება და ამიტომაც ხდებიან თავიანთი დანაშაულების დაფარვის მცდელობის მსხვერპლნი. მაგრამ გრძნობათა სისავსის შემთხვევაში კი უკვე „სისავსის კანონი“ იწყებს მოქმედებას და თანახმად კანონისა: „კვალი გულის ცვალებადობისა 4 მდგომარეობას გვიჩვენებს: ბოროტებასა და სიკეთეს; სიკვდილსა და სიცოცხლეს. ენა კი მიწყივ მეუფებს მათზე“ (ზირაქი 37) – უკვე ინსტიქტურად (როგორც ასე ვუწოდებთ ჩვენ, აზროვნების გამორიცხვით გონების ბრძანებებით ქმედებას) ხდება მოქმედებაზე გადასვლა და როგორადაც მუზის მოზღვავებისას ხელი სწერს სტრიქონებს, მის მსგავსად იწყებს ენაც აღიარებით მხილებას იმ საქმიანობისას, რასაც სჩადიოდა ცხოვრებისეულ პერიოდში; და არა მარტო იმას, არამედ მასაც, რაც მისი მეხსიერების არქივში იფარებოდა გენურ წინაპართა ნამოქმედარიდან. თუმცა მას ადამიანები ვერც ვერასოდეს ფარავდნენ და მართალია სიტყვიერად არა, მაგრამ ნიჭთა და უნართა გამოვლინებებით ამხელდნენ. მაგრამ „სისავსის პერიოდში“ კი ყოველივეს გამოვლენა უკვე ენით აღიარების მეშვეობით ხდება. ამ პროცესის თავიდან აცილება კი კაცთაგან არავის შეუძლია!!! ამიტომ ერთი მეტად ძვირფასი რჩევა, რაც კი შეიძლება იყოს, არის ეს: თუკი ვინმეს სურს იმ სირცხვილის თავიდან არიდება, რაც იმის მხილებას მოჰყვება, რასაც ჩადენილი ცოდვის გამო ფარავს; თანახმად კანონისა „სიმართლე აღაზევებს ერს, ხალხთა სირცხვილი კი მათი ცოდვებია“ (იგავები 14-34); მაშინ ნუ დაელოდება მისი მხილების დროს, მანამ მოინანიოს ისინი საქმით და გათავისუფლდეს მათგან, რათა სირცხვილისაგან გაწითლება აირიდოს. რა თქმა უნდა ეს მათ ეხებათ, ვისაც სინდისის ნატამალი მაინც აქვს შერჩენილი… ეს იმისათვისაც არის საჭირო, რათა გამძლეობა შეემატოს ორგანიზმს იმ გასაოგნების გასაძლებად, რასაც საყოველთაო მხილების შედეგად ექნება ადგილი. მერწმუნეთ არ არის ადვილი იმ ვერაგობათა გაგების გადატანა, რომელთა შეტყობასაც ექნება ადგილი იმათ მიმართ, ვისაც ასე ენდობოდით; და მიხვედრას იმისას, თუ როგორ აქცევდით ზურგს და სწირავდით მათ, ვისითაც სასიცოცხლო ძალით საზრდოობდით. დანარჩენს თავადვე იხილავთ უახლოეს დროში. მე კი გამძლეობას გისურვებთ!