გაზიარება

როგორ განიკითხავს ღმერთი მსოფლიოს


მართალია კაცობრიობა ამჟამად თავისი არსებობის ბოლო ჟამში იმყოფება, მაგრამ ყველას როდი სჯერა მისი ნამდვილობისა. თუმცა მიუხედავად იმისა ადამიანებს რისი სწამთ ან რისი სჯერათ, ჭეშმარიტება ერთადერთია მხოლოდ და სრულდება კიდეც ფაქტებად! ჭეშმარიტების ძიებაშია ადამიანი თავისი არსებობის დასაბამიდან დღემდე – თუმცა ცხადია, რომ მისთვის ვერ მიუგნია. რადგან ისე მიმდინარეობს კაცობრიობის საყოველთაო განკითხვა, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს ხვდება. და არა მარტო ეს! ძალზედ მცირედია ისეთი პიროვნება, რომელმაც იცის, რომ ბიბლია რელიგიური წიგნი კი არა, არამედ საარსებო ინსტრუქციაა კაცობრიობისათვის. რადგან მომცველია იმ კანონებისა, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ადამიანისათვის საიმისოდ, რომ მან ჯერ თავად შეინარჩუნოს საკუთარი სიცოცხლე და ამასთანავე თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობით არ დააზიანოს ის გარემო, რომლის მწყობრიდან გამოსვლაც შეუქმნის საფრთხეს მის არსებობას. ბიბლია ერთგვარი წინასწარმეტყველური წიგნიცაა. მისი წინასწარმეტყველებანი კი ზედმიწევნით ზუსტად ასრულებადია დადგენილ დროში იმიტომ, რომ ისინი შედგენილნი არიან ბედისწერის კანონთა განსჯით გათვლილი შედეგების მიხედვით.
ვინაიდან და რადგანაც ბედისწერის განსჯისას მთავარი და გადამწყვეტი როლი ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების კოეფიციენტს აქვს მიკუთვნებული; ამიტომ იუწყება ბიბლია იმას, რომ ბოლო ჟამს მოხდება მხილება განურჩევლად ყველა რელიგიისა თუ რელიგიურ სექტათა. რამეთუ ეს ასე არ მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები ვერ შესძლებენ ჭეშმარიტი რწმენის მიღებას. რაც შეუძლებელია ამ სამყაროს ნამდვილი იერ-სახეობისა და მისი დანიშნულების, აგრეთვე ადამიანის მისიისა და მისი ფენომენის შეცნობის გარეშე.
რაც შეეხება რელიგიათა და რელიგიურ სექტათა მხილების საკითხს, ამაზე აქ არ ვისაუბრებ იმ მიზეზით, რომ ეს პროცესი უკვე აღსრულების სტადიაშია და იწყება იქიდან, საიდანაც ბედისწერის განსჯით დადგენილია, რომ ძირეულ ცვლილებათა საწყისი მათგან უნდა მომდინარეობდეს. როგორც წინა წერილში გაცნობეთ, ეს ქართველებს ეხებათ და ის რაც მათგან დაიწყება არ გაჩერდება მანამ, სანამ მთელ მსოფლიოს არ მოიცავს. ვიცი, რომ ეს განაცხადი უამრავ ადამიანში გამოიწვევს გაკვირვებას. თუმცა აქ საოცარი არც არაფერია, რადგან 2 000 წელზე მეტია ადამიანებს აღარ უხილავთ ღვთის ძალის დემონსტრირების საქმენი. რაზედაც ვიტყოდი იმას, რომ ისინი იმ ძალისა არიან, რომ შესწევთ უნარი იმისა, ამჟამინდელ გაამაყებულ ადამიანს უცბად დაუცხროს ამბიცია და ღვთის მოშიშ არსებადაც აქციოს.
ახლა კი მინდა განვაცხადო იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გამკლავება იმ პროცესებისა, რომელნიც უკვე გზაშია და რაზედაც წარმოდგენაც არა აქვს არავის. თუმცა მომავალი ქარიშხლის მოახლოებას მისი ის სიო გვამცნობს, რის გამოვლინებასაც ადგილი აქვს ალაგ-ალაგ მიმდინარე კლიმატურ კატასტროფათა სახით. ვიცი და ვხედავ კიდეც იმას, რომ ის ინფორმავია რასაც ვაქვეყნებ, ზოგ ადამიანს აღიზიანებს და ზოგს კი მოსწონს. მაგრამ იმ დანიშნულებით კი არა მგონია ვინმეს შეეცნოს, რაც მას აქვს მინიჭებული ღმერთის მიერ. რაშიაც დამნაშავეა სწორედ ის რელიგიები, რომელნიც ღმერთის სახელს ამოეფარნენ და სიცრუე სიმართლედ მიაღებიეს ადამიანებს და ახლა როცა კაცობრიობა უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, ასე აიმედებენ: „ყველაფერი კარგად იქნებაო“. ცხადია ყველას ესიამოვნება იმის მოსმენა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. მაგრამ როცა ეს ასე არ არის და რაღაც მცირედი დროა დარჩენილი საიმისოდ, რომ შესაძლოა რაღაც მაინც შეიცვალოს სასიკეთო მხრივ, მაგრამ ამას ვერავინ აკეთებს იმიტომ, რომ ისინი, ვისაც მათთვის უნდა ესწავლებია ამის შესახებ, ვერ ფლობენ სათანადო ცოდნას და თავის უცოდინრობას კი იმით ფარავენ, რომ ასე მოძღვრავენ მათ: „ნურაფერს ეძიებთ, ყველაფერს ღმერთი განსჯისო“. ამის მომსმენსა და დამჯერთ, პირველ ყოვლისა შევახსენებ იმას, რომ ღმერთმა ადამიანი გონიერ არსებად დასახა. ამიტომაც განაცხადა მასზე, რომ ჩემს მსგავს არსებად შევქმენიო. რაც შეეხება საკვების მოძიებასა და თავშესაფარზე ზრუნვას, ამას ცხოველებიც კი ახერხებენ. ხოლო როცა ადამიანთა საქმიანობის მთავარი მიზანს საკვების რაციონთა და ტანისამოს-ფეხსაცმლის მოდელების მრავალფეროვნებისა და შენობა-ნაგებობების ნაირსახეობის ძიება წარმოადგენს. მეცნიერული მიღწევები კი ტექნიკის განვითარებით არის ორიენტირებული. ხოლო რაც მთავარია: ამ სამყაროს დანიშნულება და მასში ადამიანის მისიის ცოდნა – ეს საკითხი კი თითქმის შეუსწავლელია და ასეა იმიტომ, რომ მისი შეცნობა მხოლოდ ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის მქონეობის პირობებში არის შესაძლებელი. მაგრამ ღმერთთან დაკავშირებული საკითხების სფერო კი რელიგიებმა მიითვისეს და საზოგადოება არასწორად ინფორმირებული გახადეს. ამიტომაც მოხდა ის, რომ კაცობრიობამ ღვთის წყალობის მომკის ნაცვლად, ღვთის რისხვა დაიმსახურა.
რადგანაც უკვე იმ დონეზეა მისული საბედისწერო კანონების დარღვევები, რომ მსოფლიო კვლავ მივიდა იმ მდგომარეობამდე ნოეს დროს რომ იყო – ამიტომ ღმერთმა გაიხსენა თავისი აღთქმა, რომელიც დაუდო ადამიანებს საიმისოდ, რომ მათთვის აღარ მოევლინებია სრულიად კაცობრიობის წამლეკი დონის წარღვნა. აღთქმის შესასრულებლად კი საჭირო გახდა მისი მოვლინება, ვინც სიმართლესა და საჭირო ცოდნას ამცნობს ადამიანებს საიმისოდ, რომ თავი გადაირჩინონ. რა თქმა უნდა გასაგებია ის, რომ საუკუნეების მანძილზე სიცრუის სიმართლედ ჩათვლამ მათ ისეთი მრწამსი ჩამოუყალიბა, რომ მათგან ზოგს ნაწილობრივ და ზოგსაც მთლიანად დაეკარგათ ის უნარი, სიმართლის დასაჯერებლად რომ არის საჭირო. ამიტომ ბევრი უბედურების გადატანა მოუწევთ საიმისოდ, რომ სიმართლის მიღება შესძლონ. რაც განპირობებულია იმით, რომ მათმა არასწორმა ნამოქმედარმა დედამიწური გარემო მწყობრიდან უკვე გამოიყვანა. ის რაც ახლა მიმდინარეობს, ძალზედ მცირედია იმასთან შედარებით, რაც ძალიან ახლო მომავალში ელის დედამიწის მოსახლეობას და არა ათეული წლების შემდეგ, როგორც ამას მეცნიერები აცხადებენ.
ახლა კი იმის შესახებ მინდა გაცნობოთ, თუ რა გზით არის შესაძლებელი ყოველივე ამ სიძნელეთა გადალახვა. ადამიანისათვის დადგენილ სამყაროს კანონთა შორის არის ასეთი კანონი: „ღმერთმა ყოველივე საკუთარი მიზნისათვის შექმნა“ (იგავნი სოლომონის 14-15). ძალიან მოკლედ განვმარტავ მას: ეს კანონი ნიშნავს იმას, რომ ღმერთი სულია და ამ სამყაროში სულს საარსებოდ ესაჭიროება სხეული; ხოლო სხეულს კი – საჭირო გარემო. ამიტომ ადამიანმა რომ იცოცხლოს, ამისათვის მან თავის სხეულში სულის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს. გარდა ამისა, თავად სხეულსაც აქვს საკუთარი მოთხოვნილებები. ხოლო მათი ერთობა რომ ჰარმონიული იყოს, საამისოდ გარემოს სათანადო პირობებიც უნდა არსებობდეს. ყოველივე ეს სამი პირობა რომ ნორმის ფარგლებში იყოს დარეგულირებული, სწორედ ამ მიზნით არის დაწესებული ადამიანთათვის ის კანონები, რომელთა არ დაცვის სიდიდეც ანგრევს ჯერ ორგანიზმის მთლიანობას და შემდეგ კი სწვდება გარემოს სტანდარტულობის რღვევასაც.
ამ კანონის: „ღმერთმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შექმნა“ აღსრულების ერთ-ერთ სახეობად შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის შექმნაც. რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა შესრულება კანონისა: „როდესაც ექადაგება მხილებული ჭეშმარიტება დასამოწმებლად მთელ მსოფლიოს, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24-14). დიახ, სწორედ მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი საუკუნეების მანძილზე დაფარულად მყოფი და ამჟამად კი უკვე მხილებული ჭეშმარიტების ქადაგება და როგორც ხედავთ, თანახმად კანონისა: „ვინც ქრისტეს საქმით უარყოფს და არ იწყნარებს მის სიტყვებს, ჰყავს განმკითხველი: ქრისტეს მიერ შექმნილი სიტყვა განიკითხავს მას უკანასკნელ დღეს“ (იოანე 12-48) – ეს სიტყვა „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით შექმნილი ინფორმაციით ექადაგება მთელს მსოფლიოს დასამოწმებლად და ადამიანებიც საკუთარი ნებით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აფიქსირებან თავიანთ პოზიციას მის მიმართ.
ცხადია ეს განცხადება ერთგვარ დაბნეულობას გამოიწვევს მის წამკითხველში, რადგან საუბარია ქრისტეს მიერ შექმნილ სიტყვაზე და თანაც ეს ყველამ იცის, რომ საყოველთაო განკითხვა ქრისტეს მეორედ მოსვლის გარეშე ვერ მოხდება. ამ კითხვაზე პასუხს ამ შესავალით დავიწყებ: თუკი ვინმე ფიქრობს იმას, რომ ადამიანის სახით მოსული ქრისტე ღრუბლებზე დადგება და იქიდან დაიწყებს ადამიანთა დათვლასა და შეფასებას, ცხადია ეს შეუძლებელია! გარდა ამისა. იმასაც უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ღმერთი პიროვნებას ქრისტედ გამოაცხადებს მაშინ, როცა ის უკვე ზრდასრულ და ჭკუადამჯდარ ასაკში იქნება; და იმის მიხვედრასაც უნდა ჰქონდეს ადგილი, რომ ამჟამად არც ზრდასრულ ადამიანს ჩამოსვამს ვინმე ციდან. ვინაიდან საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა სწორედ საიმისოდ იქნა დადგენილი, რომ გენეტიკის კანონის მოქმედების შედეგად ქრისტეს სულის დამტევი სხეული ყოფილიყო მიღებული; რაც მოხდა კიდეც!!! ამიტომ ქრისტე დედამიწაზეა, თუმცა თავად მანაც არ იცოდა ამის შესახებ და სულ რამოდენიმე წელია რაც გაიგო. ხოლო საყოველთაოდ ცნობილი კი გახდება მაშინ, როცა მოხდება ანტიქრისტეს მხილება (II თესალონიკელთა 2-3/12). რაც გამომდინარეობს კანონიდან: „სანამ არ გაიწმინდება ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი; მანამ არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი“ (III ეზრა 4-30). იმასაც მოგახსენებთ, რომ ამჟამად სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს და როგორც კანონი იუწყება: „მართალთა გულისთვის დააჩქარებს ღმერთი მის მიმდინარეობას. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ის, რომ ძე ხორციელი ცოცხალი ვერ გადარჩეს“ (მათე 24-22).
კვლავ დავუბრუნდები იმ თემას, რომელიც წინა სტატიაში განვიხილე და ის ეხება იმას, თუ ყოველთვის რატომ ხდება საკაცობრიო დონის ცვლილებების დაწყება ქართველი ერიდან. მასზე უკვე მოგახსენეთ და ახლა კი შევეხები იმ საკითხს, მსოფლიო ხალხთათვის გასაგებ ენაზე მხილებული ჭეშმარიტების ქადაგებას რომ ეხება. ვინაიდან და რადგანაც იგი დაიწერა ქართული ენით – ცხადია, რომ ჯერ ამ ენაზე მოსაუბრე ერმა უნდა შეიცნოს ის და შემდეგ კი ითარგმნოს სხვადასხვა ენაზე. ამაზეც რომ იზრუნა ღმერთმა, ამის ნათელი დასტურია ის, რომ მსოფლიოში თითქმის არ დარჩენილა ქვეყანა, ამ პატარა ერის წარმომადგენელი რომ არ იყოს გაგზავნილი ენის დასაუფლებლად. აქ შეიძლება ვინმემ იკითხოს: განა ქართველები ეკონომიკური სიდუხჭირის გამო არ არიან გაფანტულნი მსოფლიოშიო?! ამაზეც გიპასუხებთ: არაერთგზის მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ ღმერთის კანონების აღსრულება სამ მხრივი განშტოებით ხდება. ემიგრაციის საფუძველია: საბედისწერო ადგილს ან განრიდება და ანდა პირიქით – იქ მოხვედრა, შემდეგ როგორც გითხარით პროფესიული თვალსაზრისით დახელოვნება: ენის შესწავლა იქნება ეს თუ სხვა და შემდეგ კი ეკონომიკური მდგომარეობის მხრივი ცვლილება.
დასასრულს კი კვლავ იმას შეგახსენებთ, რომ ამ სამყაროში უმიზეზოდ, უმიზნოთ და შემთხვევით არაფერი ხდება!!! მტვრის ერთი მარცვალიც კი არ შეირხევა ღვთის კანონთა გათვლის შედეგად გამოტანილ დადგენილებათა აღსრულების გარეშე. ამიტომ გთხოვთ ყურადღებით მოეკიდეთ ვებ. გვერდ me-sia.com – ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ვინაიდან იქ წარმოდგენილი მასალა არ არის მხოლოდ წასაკითხი ლიტერატურა. არამედ ის ცოდნაა, რომლის ვერ ფლობის მიზეზითაც ადამიანი თავიდან ვერ ირიდებს უბედურებებს. თანაც აქამდე თუკი შეიძლებოდა, რომ ადამიანს ეარსება ამ ცოდნის შეუცნობლად გამოყენების ფონზე, ამიერიდან ეს ასე ვერ იქნება!!! რადგან უკვე ძალაში შედის იმ დროის დადგომა, როცა მისი ხელმძღვანელობით სარგებლობის გარეშე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელი იქნება.