გაზიარება

 

რამდენადაც ყველასათვის ცნობილია ის, რომ ყოველ კითხვას მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი პასუხი შეესაბამება. იმდენად საყოველთაოდ ხელმისაწვდომი არ არის იმის ცოდნა, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ ერთადერთი პასუხის პოვნა. ამიტომ კვლავაც ჭეშმარიტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას განვაგრძობ და მოგახსენებთ, რომ ნებისმიერ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის მისაღებად არსებობს მხოლოდ ერთი მეთოდი: დასმული კითხვისათვის სპეციალურად განკუთვნილი სამყაროს კანონთა იმ წყობის პოვნა, რომლის თანამიმდევრობაც ყოველმხრივ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა ამ კითხვის ირგვლივ და დადასტურებადია ფაქტებით, ამავე კანონებითვე მისთვის გათვლილი დროის დადგომისთანავე.

ვინაიდან და რადგანაც სამყაროს კანონების მიერ ათვლილ დროის საზომთა აღნიშვნები არ შეესაბამება ადამიანთა მიერ ათვლილ დროის საზომებს. ამიტომ იმის განსასაზღვრავად, თუ დროის რომელ ეპოქაში (ჟამში) იმყოფება კაცობრიობა; გამოყენებული უნდა იქნას ჭეშმარიტი ცოდნა იმ ნიშანთა შესახებ, რა ნიშნებიც წინმსწრებია იმ მოვლენისა, რომელიც საკუთრივ დამახასიათებელი აქვს თითოეულ ეპოქას და სწორედაც მისით განიყოფიან კიდეც ისინი ერთმანეთისგან. ეპოქის მთლიანი პერიოდი, ბიბლიაში წოდებულია წელიწადად. ეპოქის მიმდინარეობის საწყისი პერიოდი – რომელიც მოიცავს ეპოქიალური გლობალური მოვლენის გამომწვევ მიზეზთა ჩამოყალიბების პერიოდს, ანუ ე.წ. წინმსწრებ ნიშნებს – წოდებულია თვედ. ხოლო შედეგების მიღების პერიოდი კი – დღედ.

რაც შეეხება თანამედროვე ეპოქას, იგი საკაცობრიო განკითხვის, ანუ „არმაგედონის“ სახელით არის დაფიქსირებული სამყაროს პროგრამაში. სათავეს იღებს იესო ქრისტეს მიერ განმტკიცებულ „ახალი აღთქმის“ პერიოდიდან და ამჟამად უკვე შედეგთა მიღების დროში ვიმყოფებით. რის მტკიცებულებასაც იმ ნიშანთა ფაქტებად აღსრულება იძლევა, რომელნიც „არმაგედონის“ წინმსწრებ ნიშნებად არიან წოდებულნი ბიბლიაში და როგორც ხედავთ, ისინი უკვე ჩვენს თვალწინ სრულდებიან.

მინდა კომენტარი გავაკეთო მეცნიერთა მიერ ამ საკითხის მიმართ იმგვარ მიდგომაზე, რომლითაც ისინი აცხადებენ: რომ მათი არსებობა ბუნებრივად მატერიალური მიზეზებით არის განპირობებული და ბიბლიის მიერ წარმოდგენილ ნიშნები მათთან რა შუაშიაო?! ამის თაობაზე, პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ ასეთი განცხადებები აფერხებენ ადამიანთა აზროვნების სვლას გონებისაკენ. რითაც ხელი ეწყობა გონების მიძინების პროცესს. რაც კაცობრიობისათვის დამღუპველი შედეგების მომტანია. ვინაიდან ადამიანის სიცოცხლის განგება, მთლიანად გონების ხელშია! ხოლო მეორეს მხრივ კი იმას დავამატებდი, რომ რა თქმა უნდა, ყველა მოვლენას თავისი გამომწვევი უშუალო მიზეზი აქვს და მათი ახსნაც მეცნიერების საქმეა. მაგრამ თვით უშუალო მიზეზთა წარმოშობას კი, ისეთი მყარი საფუძველი უდევს; რომელსაც სამყაროს კანონის ძალაში შესვლა ჰქვია და ახორციელებს წინა ეპოქაში ნამოღვაწარის კანონზომიერად მოწესრიგებას სივრცესა და დროში. მაგალითად მოვიყვან მიწისძვრის მოვლენას: მის უშუალო მიზეზს, რასაც ქანების მოძრაობა ჰქვია, მეცნიერება ხსნის. მაგრამ სად, როდის, ან რატომ უნდა დაიწყონ ამ ქანებმა მოძრაობა – ამის გაგების საშუალებას კი, მხოლოდ სამყაროს კანონთა სპეციალურად საამისოდ დალაგებული თანამიმდევრობის ცოდნა იძლევა. ამიტომ ასეც შეიძლება ითქვას: ნებისმიერი შედეგის მიღების დროს, ბიბლიის კანონები „შუაში“ კი არა, არამედ „თავშია“!!! ვინაიდან მხოლოდდამხოლოდ მათგან მომდინარეობს მოვლენათა მსვლელობის საწყისი და მათ მიერ გაცემული განკარგულების გარეშე, არანაირ ცვალებადობას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი!!!

რაც შეეხება სამყაროს კანონთა სათანადო წყობის გამოცნობის მცოდნეობას, მას ბიბლია წინასწარმეტყველების ნიჭს უწოდებს და აცხადებს: „რომ იესოს მოწმობა, წინასწარმეტყველების სულია“ (გამოცხადება 19-10). ამიტომ მხოლოდ ამ ნიჭის მქონეს ხელთეწიფება არმაგედონის ფინალში შესვლის მიმანიშნებელი ნიშნების ცოდნა. რადგან უკვე ამ დროში შედის კაცობრიობა და მისთვის კი დამახასიათებელია ადამიანის ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნა, რომელშიდაც არც არასოდეს ყოფილა ვინმე (გარდა ჩემი შემთხვევისა). ამის გამო, არც არვინ იცის მის შესახებ. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია იმ ყოფაზე მოგახსენოთ, რომლის გადატანაც ნურავის ეგონება იოლი და რომელშიდაც აღმოჩნდება ყოველი პიროვნება, მისთვის განკუთვნილ საგანკითხვო დროს. ის კი ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, რასაც განიცდის ადამიანი გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ იმის გამო, რომ სულთა რეინკარნირება დედამიწაზევე აღსრულდება, ამიტომ ყოველივე ეს პროცესი წარიმართება აზროვნების გაუთიშავად!!!

პირველ რიგში, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია სიკვდილის გამომწვევ არა უშუალო მიზეზებზე, არამედ იმ საწყისის შესახებ, რაც დაედო საფუძვლად სიკდილის არსებობას. რისთვისაც მოვიშველიებ ბიბლიის ცნობას მის თაობაზე: „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგან არსებობისათვის შექმნა მან ყოველივე. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და აღთქმა დაუდეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სოლომონი 1-13,15,16).

მაშასადამე, სიკვდილი არ ყოფილა ღმერთისმიერი ქმნილება. არამედ ის არის დაშვება სიცოცხლის იმ მდგომარეობისა, რომ სულისა და სხეულის თანაცხოვრება შეწყდეს მაშინ, როცა მათ შორის მიზიდულობის კავშირი დაირღვევა. უპირველეს ყოვლისა, რას ნიშნავს ეს?! ცხადია იმას, რომ სიცოცხლე მარადიულია და სიკვდილს არ შეუძლია მისი მოსპობა!!! ვინაიდან სიცოცხლე ღმერთის ქმნილებაა, ხოლო სიკვდილი კი არა!!! ღმერთის მიერ ქმნილს კი, ვერაფერი დაამარცხებს ამქვეყნად!!! ცხადია იკითხავთ: თუკი სიცოცხლე არ ქრება, მაშინ გარდაცვალების შემდეგ რატომ ვეღარ ვახერხებთ მათ ხილვასო?! ამის საპასუხოდ კი ჯერ ამ კითხვას დავსვამ: ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდში ცოცხალი არის თუ არა? მიპასუხებთ, რომ ცოცხალია! მაშინ მასაც რატომ ვერ ვხედავთ?! და ხელი რომ არ მიგვიწვდებოდეს იმ ცოდნაზე, რასაც მუცლად ყოფნობა ჰქვია, მის დაბადებამდე ხომ ბევრს ვერას შევიტყობდით მასში მყოფი სიცოცხლის თაობაზე?! სწორედ მსგავსი სიტუაციაა იმის შესახებ, რასაც საიქიო ცხოვრება ჰქვია. ადამიანის დედამიწურ აზროვნებას ძალა არ შესწევს საიმისოდ, რომ ან მუცლის გარემოში ცხოვრების პერიოდში განცდილი გაიხსენოს  და ანდა საიქიოს განცდებს შესწვდეს. რაც ხდება იმის გამო, რომ მას სუსტი კავშირი აქვს გონებასთან. რომელსაც ყოველნაირი გარემოს ამბებზე მიუწვდება ხელი. ვინაიდან ჩემს მიერ მოწოდებული ცნობები მოპოვებულია აზროვნება-გონების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად – წინასწარმწტყველების ნიჭისა და ბიბლიური კოდის უნარის ფლობის ფონზე – ამიტომაც არიან ისინი განსხვავებულნი, აქამდე არსებული ცოდნისაგან და ამიტომაც მიმიწვდება ხელი იმ ინფორმაციაზეც, რაც ხდება გარდაცვალების შემდეგ.

როგორც ცნობილია, გარდაცვალების შემდეგ ერთმანეთს ეყრება სული და სხეული. რის შემდეგაც სხეული გარდაიქმნება გვამად და მიწად მიიქცევა. მაგრამ რა ემართება სულს, რომელსაც სხეულში ყოფნამ ისეთი დაღი დაასვა, რომ კოსმოსში გასვლა გაუძნელა?! სწორედ ამ დაღის დამსმელზე მინდა გესაუბროთ, რომელსაც ჩვენ აზროვნებას ვუწოდებთ; ხოლო ბიბლია კი – იმ წიგნს, რომელიც არის ადამიანის მთელი ცხოვრებისეული მოღვაწეობის აღმწერი. ანუ ისტორია, რომელიც იცის მხოლოდ თავად პიროვნებამ და მისმა გონებამ. რომელიც ადამიანში ღმერთის საზომებით აღჭურვილ მსაჯულს წარმოადგენს.

სანამ დაპირებული საკითხის ირგვლივ იფორმაციის მოწოდებას განვაგრძობდე, მანამ მინდა შეგახსენოთ იმ ცნობილი ფაქტის შესახებ, ამპუტირებული კიდურების შეგრძნების მახსოვრობა რომ ჰქვია. როცა ადამიანს ფაქტიურად მოკვეთილი აქვს ხელი ან ფეხი, მაგრამ შენარჩუნებული აქვს მათი შეგრძნების უნარი. ამ შემთხვევის გახსენებით მინდა მიგანიშნოთ ის, რომ სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანის აზროვნება იმ მომენტიდან, როცა სხეულს დატოვებს და სული წაიყვანს იმ ადგილამდე, რომელიც მას განესაზღვრა იმის გამო, რომ მისმა პატრონმა დაიმსახურა, სხეულში ყოფნის პერიოდში მოღვაწეობის შედეგად. ხოლო დანიშნულების ადგილზე მისვლითა და კუთვნილი ადგილის მიღების შემდეგ კი, აზროვნება იმოსება ადამიანური თვალთახედვისათვის უჩინარი გარსით და აგრძელებს იმ ქვეყნიურ ცხოვრებას – შენარჩუნებული ადამიანური შეგრძნებების განუშორებლად.

სწორედ მასზე უნდა გიამბოთ. რომელთა შესახებაც ჩვენ გვსმენია მხოლოდ ის, რომ მათ სამოთხე და ჯოჯოხეთი ჰქვია; და გვწამს ის, რომ სამოთხეში მოხვედრა ბედნიერებაა და ჯოჯოხეთში მოხვედრა კი უბედურება. რაც შეეხება იმას, რასაც სინამდვილეში შეესაბამება ქვეყანა „სამოთხე“ და ქვეყანა „ჯოჯოხეთი“- გარდაცვალების შემდეგ წასულები, ჯერ იქ არ მოხვედრილან!!! არამედ იმყოფებიან მათ კარიბჭეებთან და ელოდებიან „არმაგედონის“ შედეგებს. „სამოთხეში“ იყო მხოლოდ ქრისტე – როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა“ (იოანე 3-13).

ახლა კი იმ კარიბჭეების შესახებ გიამბობთ, სადაც იმყოფებიან გარდაცვალების შემდეგ წასულები. რისთვისაც ჯერ გავაკეთებ აღნიშვნას იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ადამიანები ხილულ და უხილავ სამყაროს უწოდებენ.  „ხილული“ და „უხილავი“ – ეს დაყოფა ადამიანური თვალზომისთვისაა; თორემ ეს სამყარო მთლიანობაა და ის „უხილავიც“ ისეთივე რეალურია, როგორიც „ხილული“.  ამიტომ ადამიანური სიცოცხლეც აგრძელებს არსებობას გარდაცვალების შემდეგ – ოღონდ დედამიწური ფორმით არა. რადგანაც მართალია მას შეგრძნებანი კი აქვს შენარჩუნებული; მაგრამ სამოქმედო აპარატი – სხეული კი აღარა აქვს საიმისოდ, რომ საქმით შესძლოს დედამიწაზე დაშვებული იმ შეცდომების გამოსწორება, რომელთა გამოც კარიბჭეში გაიჭედა. იქ კი მათ შეუძლიათ მხოლოდ სინანული და არა მონანიება! ვინაიდან სამყაროს კანონთა თანახმად, მონანიების მოთხოვნა ასეთია: „საქმით უნდა გამართლდეს ადამიანი!“ (იაკობი 2-24).

„სამოთხისა“ და „ჯოჯოხეთის“ კარიბჭეებს შორის, განსხვავებული მგომარეობა სუფევს. “სამოთხის“ კარიბჭეში მყოფნი განიცდიან დიდ სინანულს, ჩადენილი შეცდომების გამო. მათ სამყაროს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ იმის უფლება, რომ ფიქრისმიერი ლოცვის ძალის მეშვეობით დახმარება გაუწიონ დატოვებულ შთამომავალთ სწორი გზის საპოვნელად იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი მის მიღებას დაიმსახურებენ თავიანთი ცხოვრებისეული მოღვაწეობის შედეგად. ასეთ დახმარებები რომ ნამდვილად არსებობენ, ამის მიხვედრის შემძლეობის უნარი მიცემული აქვთ ადამიანებს; და თუკი სათანადოდ იქნება გაანალიზებული ცხოვრებაში მომხდარი ისეთი ფაქტები, როცა უბედური შემთხვევის არიდება შეუცნობლად ხდება, ანდა საამისოდ სიზმრით გაფრთხილებას აქვს ადგილი. მაშინ აღარ უნდა გაჭირდეს იმის გათავისება, რის თაობაზეც ახლა გაუწყეთ.

რაც შეეხება ჯოჯოხეთის კარიბჭეში მოხვედრილებს, ისინი უკვე თავად განიცდიან იმ სატანჯველებს, რომლებიც მათ სხვებს მიაყენეს დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში. ამ ტანჯვის გაუსაძლისობის გამო, ისინი ყოველნაირად ცდილობენ მისგან თავის დახსნას. რისთვისაც იყენებენ მათში მოჭარბებულ ანგარების გრძნობას და მისი მეშვეობით დედამიწაზე დარჩენილ გენურ მემკვიდრეებს სწვდებიან საიმისოდ, რომ ეს სატანჯველი მათ ატვირთებიონ. ასე რომ, ვისაც ახარებთ ის, რომ წინაპართაგან დატოვებული მატერიალური ქონება მემკვიდრეობით ერგოთ; სინამდვილეში იმ ნაღმზე ზიან, რომელიც სადაცაა აფეთქდება.

ნამდვილი „სამოთხისა“ და „ჯოჯოხეთის“ შესახებ კი იმას გეტყოდით, რომ მათში მოხვედრა, მხოლოდ „არმაგედონის“ შემდგომი პერიოდისათვის გახდება შესაძლებელი. მას თავისი მოთხოვნებიც აქვს დადგენილი და მათ შესასრულებლად დადგენილი დროც. ამ მოთხოვნათა შესრულებაში კი, მეტად მნიშვნელოვანი წილი განეკუთვნება არმაგედონულ წმენდაგავლილ დედამიწელ ადამიანთა როლს. ამ საკითხის ახლა განხილვა ნაადრევია და მასზე საჭირო დროს ვისაუბრებ. ამჟამად კი მის შესახებ მხოლოდ ბიბლიის ამ ცნობით შემოვიფარგლები: „უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო, და უკვდავების გამომღები. ამიტომ თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის“ (III ეზრა 7-10).

რადგანაც უკვე მოაწია საკაცობრიო განკითხვის ჟამმა, ამიტომ კვლავ მინდა მისი აუცილებლად ჩატარების მიზეზს დავუბრუნდე და უფრო სხვანაირი ფორმით წარმოვადგინო ის. როგორადაც ეს უკვე მოგახსენეთ კიდეც, სიკვდილის გარდაუვალობა იქმნება მაშინ, როცა პიროვნებისათვის (ან მშობლისათვის) ინდივიდუალურად დაშვებული ცოდვების ჩადენის ზღვარი აღივსება. რაც შეეხება ზღვარს, ის ( 7 X 144 000)-ჯერ სამყაროს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა არის, ან მისი ტოლფასი ტყუილის თქმა. რაც რაოდენობრივად წარმოადგენს (144 000+144 0002+144 0003+144 0004+144 0005+144 0006+144 0007) სიცრუეს. რა თქმა უნდა, ასეთი ზღვრის ავსებას ადამიანის ერთი სიცოცხლის პერიოდი არ ეყოფა და ამიტომაც გაითვალა იგი საკაცობრიო გენეტიკურ მსვლელობად. რომლის პროცესიც მიმდინარეობს მემკვიდრული გენის შთამომავლობით გადაცემით – იმგვარად, რომ ვინც როდის და რომელი ცოდვის ზღვრული რიცხვის შემსრულებელი გახდება, მას მაშინვე სიკვდილი სტუმრობს; რის გამომწვევ უშუალო მიზეზსაც, ჩადენილ ცოდვათა კატეგორია განსაზღვრავს.

თავისი დამახასიათებელი ნიშნები აქვს ცოდვათა ზღვრის ავსებასთან მიახლოებასაც. სხვანაირად რომ ვთქვა: სიკდილის წინმსწრებ პერიოდს; და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სინამდვილე ასეთია: რომ სიკვდილსაც აქვს მახასიათებელი იერ-სახეობა. თუმცა ადამიანური თვალთახედვა ვერ ამჩნევს მას. გარდა ჩვილი ბავშვებისა და იმისა, ვისაც ეს უნარი ენიჭება იმის გამო, რომ გონიერად იქნა შეფასებული ღმერთის საზომის მიერ. ამ ცნობების გაცნობის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ადამიანს უნდა გაუჩნდეს ასეთი კითხვა: შეიძლება გამოწვეული სიკვდილის უკან გაბრუნება? პასუხი ასეთია: დიახ, შეიძლება!!! ხოლო თუ როგორ, ამაზე პასუხს გავცემ ძალიან მოკლედ: საამისოდ საჭიროა სასწრაფოდ შეცნობა იმისა, თუ რა არის სამყაროს კანონებით მიჩნეული სწორად და რა არასწორად. შემდეგ ამ ცოდნის გამოყენებით, საკუთარი შეცდომების მოძიება და მათი საქმით მონანიება!!! განსაკუთრებით კი, ყურადღება უნდა გამახვილდეს სიცოცხლის იმ ვერაგ მტერზე, რომელსაც სიცრუე წარმოადგენს. რის თაობაზე გაცნობებთ იმას, რომ მოტივისდა შესაბამისად, შეიძლება იყოს პირადული ხასიათის, ანუ ინდივიდუალური; საზოგადოებრივ-პროფესიული და ღმერთის რწმენის, ანუ მთელ სამყაროსეული ცოდნის მომცველი მასშტაბისა. ბედისწერის განსჯის დროს კი, მათი წვლილის გათვალისწინება შემდეგნაირად ხდება: სამყაროს სახის შეცნობისა და ღმერთის რწმენის დონის მომცველი სიცრუის სასჯელი 1 000-ჯერ აღემატება პირად-ინდივიდუალურისას და 100-ჯერ საზოგადოებრივ-პროფესიულისას. აი, ამიტომ აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა სამყაროს არსისა და ღმერთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მიღებას და თავის არიდებას ცრუ ინფორმაციისაგან. ხოლო „არმაგედონის“ პროცესს თუკი ამ კუთხით განვიხილავთ, მაშინ მასზე გეტყოდით იმას, რომ მისი აუცილებლობის წარმომშობი, სწორედ სიცრუის ზღვრული რიცხვის შესრულებაა. რომელიც ტოლფასი ერთეულით გადაავსებს მოქმედებით რიცხვთა ზღვრულობასაც და ამიტომაც არის „არმაგედონის“ მოვლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბის მომცველი. რომელიც შესრულდება სხვადასხვანაირი ფორმით – იმ მიზეზთა შესაბამისად, რომელნიც განხილულია ბიბლიის იოანეს გამოცხადების მე-16 თავში.