რა ფენომენია ცოდვა
საკითხი, რომელსაც ახლა განვიხილავ, ყველასათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ვინაიდან ბედის ცვალებადობა მთლიანად მასზეა დამყარებული. თუმცა მისი სათანადოდ შესწავლის სურვილი არასოდეს გასჩენიათ ადამიანებს და ამიტომაც დარჩენილი იქნა კიდეც ამოუცნობ ფენომენად. მის არსში ჩაუწვდომლობამ ის შედეგი გამოიღო, რომ ადამიანებმა ცოდვების ჩადენა თავიანთი ცხოვრების წესად აქციეს. რამაც ყველაფერი იქამდე მიიყვანა, რომ კაცობრიობა საბედისწერო უფსკრულის პირას განათავსა და თანაც ისე, რომ ამის შესახებ არავინ არა იცის რა. მდგომარეობა კი მეტად სერიოზულია და მოითხოვს იმის აუცილებლობას, რომ ადამიანებმა უკან უნდა დაიხიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანთა მოდგმა არსებობას შეწყვეტს!!!
საჭიროება მოითხოვს შეხსენებას კანონისას, რომელიც ღმერთმა დაუდგინა ადამიანებს იმ დროისთვის, რომელშიაც ახლა ვართ და ეხება იმას, რომ ყოველი ადამიანი იძულებული გახდება შეიცნოს მხილებული ჭეშმარიტება და მის საფუძველზე მოახდინოს მონანიების პროცესის წარმართვა. თუკი რა საფუძველი უდევს ამ კანონის აღსრულების აუცილებლობას, აქ მის წარმოდგენასაც ექნება ადგილი. რამეთუ იგი თავისთავად გულისხმობს ცოდვის ფენომენის არსში ჩაწვდომას. აგრეთვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ხსენებული საკითხის ფართო სახით განხილვა უკვე მაქვს გამოქვეყნებული და მასში გადმოცემული ცოდნაც გამყარებულია მეცნიერული მტკიცებულებებითა და ბიბლიური მოწმობებით. ახლა კი ვეცდები ეს ცოდნა წარმოვადგინო მეტად უბრალო ენით ახსნილი ფორმით, რათა საყოველთაოდ გასაგები დონისა იყოს.
როდესაც ჭეშმარიტი ცოდნის შესახებ არის საუბარი, თავისთავად ცხადია, რომ მისი საფუძველი სამყაროს მთლიანობის პრინციპია. მთლიანობის შენარჩუნება კი გულისხმობს მის შემადგენლობაში მყოფ ნაწილების ერთმანეთთან კანონზომიერულ დამოკიდებულებას. ანუ უბრალო ენით რომ ითქვას, მას ფუნქციური მსგავსების პრინციპი ჰქვია. რადგანაც ადამიანიცა და დედამიწური გარემოც ამ ნაწილთა შემადგენლობის წევრები არიან. ამიტომაც ადამიანური ორგანიზმისა და დედამიწური გარემოს ფუნქციონირებებს შორის მსგავსებას შევეხები იმდენად, რამდენადაც ამის საჭიროებას ცოდვის ფენომენში ჩაწვდომა მოითხოვს.
მოგეხსენებათ, რომ დედამიწური გარემოც ენერგიის მწარმოებელი მექანიზმია და ადამიანური ორგანიზმიც. რამეთუ ამ სამყაროში არსებობის არსი მდგომარეობს როგორც ენერგიის წარმოქმნაში, ასევე მის გამოყენებაშიც. სწორედ ამ კუთხით მინდა განვიხილო ადამიანური ორგანიზმი. რომელიც ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, როგორც საკუთარი თავის საარსებოდ, აგრეთვე სამყაროში თავისი ფუნქციური როლის შესასრულებლადაც. თავად ადამიანი კი სულისა და სხეულის ნაერთით გამთლიანებული არსებაა და მას მიკუთვნებული აქვს გონიერი არსების სტატუსი. თუ რას ნიშნავს გონიერი არსებობა, ეს ის საკითხია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს კარგად ახსნა-განმარტებას. ამიტომაც განვიხილავ მას და მოგახსენებთ იმას, რომ სულისა და სხეულის ნაერთით გამთლიანებით არსებობა მოითხოვს მათ შორის კანონზომიერული დამოკიდებულების დამყარებას. რაც ასეა კიდეც და მისი არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მმართველობითი ფუნქცია სულს აქვს დაკისრებული იმიტომ, რომ სხეული მისგან არის ნაწარმოები. თუ რის საფუძველზე ვამბობ ამას, მისი მტკიცებულება მხოლოდ ბიბლიის საფუძველზეა შესაძლებელი. ვინაიდან სულის შესახებ ცნობების გამცემი წყარო იგია. „გამოსახა უფლმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან“ (დაბადება 2-7) და „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდეს სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4-24). „მან შექმნა სამყარო თავისი სიტყვით და დაყო ნაწილებად“ (სიბრძნე ზირაქის 16-17). ახლა გავშიფრავ ამ ცნობებს გონების ენით. ცა სულს ნიშნავს, მიწა – სხეულს. მიწის მტვერი კი სულის დანაწევრებით მიღებული განსხეულებული ნაწილაკებია. რადგან ღმერთი სულია. მაშასადამე ბიბლია აცხადებს, რომ სულმა შექმნა სხეული, ჭეშმარიტი სიტყვით. თუ როგორ მოხდა ყოველივე ეს, სწორედ ამის ახსნას წარმოვადგენ ახლა.
სული მომცველია პროგრამა გონებისა. ხოლო სხეული კი – აზროვნებისა. რასაც ამოწმებს ბიბლია შემდეგი ცნობით: „რჯული სულიერია. სხეული კი ხორციელი – ცოდვას მიყიდული. ადამიანი გონებით ღვთის რჯულს ემონება, ხოლო აზროვნებით კი- ცოდვის რჯულს“ (რომაელთა 7-14,25). თავის მხრივ კი გონების შესახებ ამბობს: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). როგორც ხედავთ, სული ღვთიურ რჯულს ემორჩილება, ღვთიური რჯული კი გონებაშია ჩაწერილი და გონებას აქვს მიცემული ორგანიზმის მართვა-განმგებლობა. მაშასადამე სულის პროგრამა გონებაა, რომელიც მომცველია იმ კანონებისა, რაც ღმერთმა ადამიანს დაუწესა სასიცოცხლოდ და ამ ქვეყნად საარსებოდ. რაც მისახვედრს ხდის იმას, რომ ბედისწერა სწორედ ამ კანონების განსჯით განიგება. რასაც ამოწმებს ბიბლია: „მრავალი განზრახვაა კაცის გულში. მაგრამ მხოლოდ ღმერთის ჩანაფიქრი ასრულდება“ (იგავნი სოლომონის 18-19). ხოლო ღმერთის ჩანაფიქრი კი ის არის, რა განაჩენიც გონებაში მყოფ კანონებს გამოაქვთ. როგორც ხედავთ ბიბლია ამომწურავ ცნობებს იძლევა ადამიანის შექმნისა და ადამიანური ფენომენის შესახებ. თუმცა ეს საკითხი აქამდე შეუსწავლელი აქვს ადამიანურ აზროვნებას და ამის მიზეზი სწორედ ის არის, რასაც ცოდვის ფენომენში ჩაუწვდომლობა ჰქვია. რადგანაც ადამიანებს რომ საფუძვლიანად შეესწავლად ცოდვის არსი, მაშინ მოერიდებოდნენ მის ჩადენას და ეს კი საერთოდ შეცვლიდა იმ სურათს, რასაც კაცობრიობის ცხოვრება ჰქვია და რომელიც არასოდეს ყოფილა ადამიანთათვის პრობლემების გარეშე და მხოლოდ ბედნიერების ამსახველი კადრებით გამოსახული. მაგრამ რადგანაც სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! ამიტომაც ახლა აუცილებლობა მოითხოვს კიდეც იმას, რომ გამოსწორდეს დაშვებული ის დიდი შეცდომა, რასაც ცოდვის ფენომენის შეუსწავლელობა ჰქვია. რამეთუ მან ადამიანთა მოდგმის არსებობის გაგრძელება სათუო გახადა.
მაშასადამე ადამიანის სიცოცხლის არსი, სულის და სხეულს შორის მჭიდრო კავშირს გულისხმობს. რადგანაც მთლიანობის შენარჩუნების საყრდენი სწორედ ესაა. რისი მიღწევაც შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა სხეულის პროგრამა აზროვნება ითანამშრომლებს და დაემორჩილება სულის პროგრამა გონების კანონმდებლობას. ვინაიდან ეს წესი შემქმნელმა დაუწესა ამგვარად. ამ პროცესის ფიზიკურად აღწერა კი ასეთია: სხეულმა უნდა აწარმოოს ნივთიერებათა ცვლის პროცესი, რომელიც გულისხმობს მიღებული საკვების გადამუშავებას და სისხლის წარმოქმნას. რადგან სისხლია ის წყარო, რომელიც ტვინს გამოამუშავებიებს იმ საჭირო ენერგიას, რომლითაც ადგილი უნდა ექნას სულის ბრუნვის განხორციელებას ორგანიზმში. სულის მობრუნებით კი კოსმიური სასიცოცხლო ენერგია მიეწოდება ადამიანს. რადგან სული კოსმოსური ველის დაქვემდებარებაშია და სხეული კი დედამიწურისაში. მათ შორის დამყარებული მიზიდულობა-განზიდულობის ბალანსი კი განსაზღვრავს ადამიანის ადგილს სამყაროში. ცხადია თვალთახედვით ასე სჩანს, რომ ყველა ადამიანი დედამიწის ზურგზე მცხოვრები არსებაა და როცა ადგილზე ვსაუბრობ, ყველა ვერ მიხვდება იმას რაზეცაა საუბარი. მაგრამ ადამიანის სამყარული ადგილი იმით არ გამნისაზღვრება, რომ იგი ფიზიკურად დედამიწაზე იმყოფება. არამედ განისაზღვრება იმ ველით, რომელიც მას გარს აკრავს და ჩვენ მას აურად ვიცნობთ. თუმც არც აურის ფენომენი აქვს შესწავლილი ადამიანს სათანადოდ.
ახლა კი კვლავ სამყარულ ადგილს დავუბრუნდები და მოკლედ განვმარტავ იმას, ადამიანს თუ რა განუსაზღვრავს მას. სულის შესახებ გაცნობებთ იმას, რომ იგი სამ შრიანია. მისი გარე შრე პირადული კატეგორიის კანონების შემცველი გონების პროგრამის მომცველია; შუათანა შრე – პროფესიული და საზოგადოებასთან ურთიერთობის კატეგორიის კანონების შემცველი გონებისა; ხოლო შიდა შრე კი, ღმერთის რწმენისა და სამყაროს აგებულების ჭეშმარიტი ცოდნის შემცველი გონების კანონებისა. სწორედ იმის შესაბამისად განეკუთვნება ადამიანს ადგილი გარემოში, თუ როგორი ინდივიდუალური კოდიც ერგო მას მემკვიდრეობით დაბადებით. რას ნიშნავს ეს?
საკაცობრიო გენეტიკა, რომელიც ადამ და ევადან იღებს სათავეს და მართალია შთამომავლობათა ცვლით, მაგრამ გენის უწყვეტობით მიმდინარეობს. იგი სწორედ საამისოდ იქნა დადგენილი, რომ ადამიანს ეცხოვრა ისე, რომ შეცნობილად შეენარჩუნებინა თავისი სამყარული ადგილი. თუმცა ჯერ-ჯერობით აქამდე ეს ვერავინ შესძლო და ამიტომაც „სიკვდილს პოულობენ კიდეც. რომელიც ღმერთის ქმნილება არ არის“ (სიბრძნე სოლომონის 1-13/16). ცხადია მისახვედრია ის, რომ ამის მიზეზი ცოდვების ჩადენაა. მაგრამ ეს მხოლოდ ზოგადი ცნობაა და ამიტომაც ბევრს არ სჯერა ამის. ამიტომ საჭიროა იმის ახსნა, თუ რა ხდება ფიზიკური თვალსაზრისით მაშინ, როცა ადამიანი ცოდვას სჩადის. მაგრამ სანამ ამას ავხსნი, მანამ უნდა წარმოვადგინო ცოდნა, რომლის შემძლეობაც გააზრებითი მსჯელობის საფუძველზეა მხოლოდ შესაძლებელი. საამისოდ კი ჯერ შევეხები სიტყვას, რომელიც ასო-ბგერების ნაერთია და თავის მხრივ გულისხმობს ხმის მომცველობასაც. რამეთუ ბგერა ხმის გარეშე არ არსებობს და არა აქვს მნიშვნელობა იმას, ფიქრისმიერი ხმის მომცველი იქნება თუ ენისმიერის. ვინაიდან ხმა, ნაწილაკთა შეჯახების შედეგად ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღაა, რომელიც გარემოში განიბნევა ბგერების სახით. მაშასადამე სიტყვა, ბგერა და ხმა – ეს სამი, ერთია! ახლა კი მუსიკისა და ხმის შესახებ დავფიქრდეთ. თავად მუსიკა ხომ ხმაა?! ხოლო ხმა კი ენერგია?! ე.ი მუსიკა, ხმა, ენერგია – ეს ერთია! ხოლო ყოველივე ამისგან რას ვიღებთ?! რას და იმას, რომ მუსიკა, სიტყვა, ხმა, ბგერები და ენერგია, არიან მთლიანობის განუყოფელი ნაწილები!!! ამიტომ თუკი ვისმენთ მუსიკის ხმას, უნდა ვიცოდეთ, რომ იგი სათავისოდ შესატყვისი სიტყვების მომცველიც არის და თავისთავად ბგერებისაც და ენერგიისაც. სწორედ ამაში მდგომარეობს ე.წ. ჰიტად ქცევის ფენომენიც. რადგან როცა მუსიკა შექმნილია ისე, რომ მომცველი არის გონებაში ჩაწერილი სიტყვების წყობისა, მაშინ ასეთი მუსიკა საყოველთაო მოწონებას იმსახურებს. ხოლო თუ სიმღერის ტექსტი მისადაგებულია იმ შინაარსს, რომლის მომცველიც მუსიკის ხმაა, მაშინ ასეთი სიმღერაც საყოველთაო აღიარებას ჰპოვებს.
ახლა კი ადამიანური ფენომენის თავისებურება განვიხილოთ ამ კუთხით. როგორც ვიცით ადამიანი არის მოაზროვნე და ამასთან ქმედების განმახორციელებელი არსება. თანაც ისე, რომ იგი თავის ქმედებებს იმ გეგმის მიხედვით ახორციელებს, რომელიც ემსახურება სიტყვიერად შედგენილი მიზნის მიღწევას. აგრეთვე ვიცით ისიც, რომ მიზნებიცა და ქმედებებიც ინდივიდუალურია და ცხადია ისიც, რომ მათ ის სურვილები უდევთ საფუძვლად, რომელიც ასევე ინდივიდუალურია. მაგრამ რაც შეეხება მათ ინდივიდუალურობას, ამას კი განაპირობებს ის მემკვიდრეობა, რომელიც პიროვნებას ერგო ინდივიდუალური გენეტიკური კოდის სახით და წარმოადგენს წინაპართა მიერ ნაგროვები ცოდვა-მადლის გამომსახველი რიცხვის მქონე გენს. რას ნიშნავს ეს? რას და ნიშნავს იმას, რომ სულის შრეებიდან, თუ რომელი რა დონეზეა დაბლოკილი ცოდვის ჩადენის გამო. სწორედ ამის მიხედვით განესაზღვრება ადამიანს ადგილი სამყაროში დაბადებით. ამიტომ „ვისაც როგორი მემკვიდრული გენი აქვს მიცემული, მხოლოდ მის ფარგლებში მოეთხოვება“ (I კორინთელთა 10-13). სწორედ ამის გამო არის, რომ ერთნაირი ცოდვის ჩადენაზე, ყველა სხვადასხვანაირად ისჯება. რადგან ინდივიდუალური გენეტიკური კოდით მიღებული მემკვიდრეობა, ადამიანში ნიჭებად ვლინდება.
მაშასადამე გასაგებია, რომ დაბადებით ყოველ ადამიანს კოსმოსიდან ეძლევა ერთნაირი სული. მაგრამ სხეული კი ინდივიდუალური გენეტიკური კოდის აგებულებისა. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ინდივიდუალური შესაძლებლობანი აქვთ სულის ბრუნვის განსახორციელებლად. აი აქ კი გთხოვთ ყურადღების მობილიზებას, რადგან მეტად მნიშვნელოვანია ის, რასაც ახლა გაცნობებთ. როგორც ცნობილია ადამიანი სული კოსმოსურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული და სხეული კი – დედამიწურისას. სწორედ ეს არის ის, რაც განაპირობებს იმას, რომ ადამიანს გადაადგილება შეუძლია დედამიწის ზურგზე. რისი მამტკიცებელიც ის ფაქტებია, რომ როცა სულისა და სხეულს შორის არსებული ბალანსი ირღვევა, ადამიანს მოძრაობა ეზღუდება და ვეღარ სძლევს დედამიწურ მიზიდულობას იმ დონეზე, რომ გადაადგილება შესძლოს. როგორ ხორციელდება ეს პროცესი? მინდა ის წარმოვადგინო იმ სახით, რომ საყოველთაოდ გასაგებად იყოს.
მოგეხსენებათ, რომ სისხლია ის აუცილებელი ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის არსებობას. ხოლო სისხლის გამომუშავებას კი თავად ორგანიზმი უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესის განხორციელების ხარჯზე. ხოლო თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლა გულისხმობს უჯრედებში მიმდინარე წვის პროცესის არსებობას. წვის პროცესი კი მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს საუკეთესოდ, როცა საკმარისი ჟანგბადის არსებობას აქვს ადგილი. რამეთუ სულის ფუნქციონირება ორგანიზმში, თავისთავად ჟანგბადის ათვისებას გულისხმობს; თანახმად კანონისა: „ღმერთმა ადამიანის ნესტოებს შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად“ (დაბადება 2-7). ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუკი ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა სრულყოფილად მიმდინარეობს, მაშინ ადგილი აქვს წვის პროცესის მიმდინარეობას კვამლის გარეშე ალის წარმოქმნის სახით. რაც გონების ენით ასე იწოდება: უფ ალია! რაც გონიერ აზროვნებას მისახვედრს უხდის იმას, რომ ადგილი აქვს სულის მობრუნების შედეგად ორგანიზმისათვის სასიცოცხლო კოსმიური ენერგიის მიწოდებას. რადგან მხოლოდ მოძრაობით ხდება სულისათვის კოსმოსურ მიზიდულობაში შენარჩუნების შესაძლებლობა. სულის მობრუნება კი ნიშნავს მისი სამივე შრის ბრუნვის აუცილებლობას. რის მიღწევასაც იმ კანონების დაცვით მოქმედება სჭირდება, რაც მათშია ჩადებული. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა, ადამიანის ორგანიზმი არის სამოქმედო აპარატი სულის საბრუნებლად. მაგრამ რადგანაც სული დაპროგრამებულია, ამიტომ თუკი მისი პროგრამის შესაბამისად არ მოხდება ქმედება, ისე ვერ მოვა მოძრაობაში. ეს რომ კარგად გასაგები იყოს, საამისოდ უნდა წარმოვიდგინოთ აზროვნება, რომელიც გონების ანალოგიური პროგრამაა. თუკი მის მიერ მოფიქრებულის გაგება არ მოხდება, ისე ნაფიქრი საქმე შესრულდება? ცხადია არა! აი, ასეა გონების შემთხვევაშიც. მოკლედ ცოდვის განმარტება ასეთია: აზროვნების ურჩობა გონების მიმართ. იგივე ცნობიერის შეწინააღმდეგება ქვეცნობიერთან. ხოლო შემქმნელის მიერ დაწესებული მმართველობის დარღვევას თუ რაც მოჰყვება, მას კომენტარი აღარ სჭირდება, რადგან სრული მასშტაბით უკვე სახეზეა მისი შედეგები.
ახლა კი ორიოდ სიტყვით იმ კვამლზეც მოგახსენებთ, რომელიც უჯრედებში არასრულფასოვნად მიმდინარე წვის პროცესის დროს წარმოიქმნება; და როგორც გაცნობეთ სულის სათანადოდ ვერ ბრუნვით, ანუ მისი ფუნქციის ნაწილობრივად დაბლოკვის მიზეზით ხდება იმიტომ, რომ გონების პროგრამის შესაბამისად არ მოქმედებს ადამიანი. სწორედ ეს კვამლი არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი სნეულდება. ასევე იგი მიზეზია თვალის ნათელის დაბნელებისა. როგორც ამას ბიბლიაც იუწყება კიდეც: „სხეულის სანთელი თვალებია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა თვალი ბოროტია, სხეულიც ბნელია. ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?!“ (ლუკა 11-34,35). ეს ზოგადად. მაგრამ საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და სათანადოდ განსახილველი. ვინაიდან სწორედ შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ხარვეზით ხდება იმ დაავადებების გამომწვევი მიზეზების წარმოშობა, რომელთა სიძლიერეც უკვე პანდემიების სახით ვლინდებიან. რაც რომ ასე იქნებოდა, საკმაოდ დიდი ხნის წინ განვაცხადე კიდეც. თუმცა სულის ფუნქციონირების დაბლოკვით გამოწვეული შედეგები მხოლოდ ჯანმრთელობისმხრივი დარღვევის შედეგებით არ ვლინდება, არამედ სხვა მრავალმხრივადაც. რადგან სულის გონებაა ის განმკარგავი, რომელიც ადამიანის ბედისწერის გეგმას ადგენს და სამყაროს პროგრამას გადასცემს აღსრულებაში მოსაყვანად.
ცხადია ამ პროცესის ფართო მასშტაბით განხილვას არ ექნება აქ ადგილი. მაგრამ მას შევეხები იმ კუთხით, რაც დღეს მეტად საშიშროების მომტან ფაქტებად უკვე ვლინდებიან და ისინი არათუ შემცირდებიან, არამედ გახშირდებიან. საქმე ეხება იმ უეცრად მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც ვლინდებიან უეცარი და ფიზიკურად უმიზეზოდ გარდაცვალებებით; თვითმკვლელობებით; სხვათა მოკვლით; უბედური შემთხვევების, ტერორისტული ქმედებების, ომებისა და კლიმატური კატასტროფების შედეგად გამოწვეული მსხვერპლიანობით. ცხადია ასეთი შემთხვევები ყოველთვის იყო, მაგრამ არა იმ მასშტაბითა და სიხშირით, რაც ამჟამად ხდება. რა არის ამის მიზეზი? ამ მიზეზის მოკლედ წარმოდგენაა 144 000-ის შესრულება!!! ხოლო თუ რას ნიშნავს იგი, ვეცდები რომ მოკლედ და ყველასათვის გასაგები ფორმით წარმოვადგინო იგი.
წიგნში „სიბრძნე სიმართლისა“ განხილული მაქვს საკითხი, რომელიც ეხება ადამიანური თვისებების წარმოქმნას. რაც დაფუძნებულია სიცრუე-სიმართლის საყრდენზე. 144 000 სიცრუე ფიქსირდება უკვე თვისებად და ანალოგიურია სიმართლის შემთხვევაშიც. ცხადია, რომ სიცრუით ბოროტი თვისებები წარმოიშობიან და სიმართლით კი – კეთილი. ხოლო რაც შეეხება სიცრუესა და სიმართლეს, მისი განმსაზღვრელი კი ის კანონებია, რომელიც გონების შემადგენლობაა. საკაცობრიო გენეტიკა, რომელიც ათასწლეულებია მიმდინარეობს, სწორედ ამიტომაც იქნა დადგენილი, რომ ადამიანური თვისებების ჩამოყალიბებით ყოფილიყო მიღებული ნაყოფი, რომელიც ღმერთის შეფასებით გონიერი ადამიანის სტატუსს იმსახურებს. ამ საკითხზე დაწვრილებითი ცნობები რადგან უკვე მაქვს გამოქვეყნებული, ამიტომ აქ იმას მოგახსენებთ, თუ რატომ ეწოდა იმ დროს ბოლო ჟამი, რომელშიაც ახლა ვიმყოფებით. რომელზედაც ბიბლია აცხადებს იმას, რომ „განკითხვის დღე არის დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისაო“ (III ეზრა 7-43). რაც ცხადია დედამიწაზე ცხოვრების პერიოდს ეხება და არა იმ მითურ საიქიოებს, რითაც სასულიერო პირები აბრუებენ მათ დამჯერებს. რასაც ბიბლიითვე დავამტკიცებ, რდგან ბიბლია თავად აცხადებს იმას, რომ „ღმერთი მკვდრებისა კი არა, არამედ ცოცხლების არისო“ (მათე 22-32). გარდა ამისა, რაც შეეხება მარადიულობაში, ანუ ახალ სამყარო „კუბში“ გარდასახვას; მასზე იუწყება, რომ „თუ დედამიწაზე ცოცხლები ვერ დარჩებიან, ისე ვერ მოხდება მათი იქ გადასვლაო“ (III ეზრა 7-6/9) და თანაც მთელი ახალი აღთქმა იმას იუწყება, რომ სამოთხის კარიბჭეში მყოფი ის წინაპრები, რომელთაც ღვთიური გენის მემკვიდრეობა გადაარჩინეს და ჩვენ – ბოლო თაობის შთამომავალთ გადმოგვცეს – გველოდებიან საიმისოდ, რომ ჩვენ ვუზრუნველყოთ მათი ჩვენთან ერთად თანამგზავრობა. ეს ცნობისათვის მხოლოდ. ახლა კი იმას გაცნობებთ, რატომ არის ეს დრო ბოლო ჟამის პერიოდად წოდებული.
საქმე იმაში გახლავთ, რომ საკაცობრიო გენეტიკის კანონით დადგენილ სიცრუის რიცხი ზღვარს მივიდა. რაც ხასიათდება იმ გამოვლინებებით, რა ფაქტებსაც უკვე ყოველდღიურად აქვს ადგილი. საუბარია იმ უეცარ გარდაცვალებებზე, რომელთა ფიზიკური მიზეზი არ გააჩნიათ; მკვლელობებზე; თვითმკვლელობებზე და უბედურ შემთხვევებზე; ომებზე; ტერაქტებზე; კლიმატური კატასტროფების სიძლიერის ზრდით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე. რატომ ამდენი მსხვერპლი?! მიზეზი ერთია: სიცრუის რიცხვის შესრულება. რომელიც როგორც კი მოხდება, მაშინვე ხდება სასიკვდილო განაჩენის აღსრულებაში მოყვანა. რადგან იგი შეავსებს იმ ცოდვებს, რომელიც ზღვართან ახლოა და ეს კი განსაზღვრავს სიკვდილის მოტივს. ასე რომ ამის განსაზღვრა წინა წამსაც კი არ შეუძლია ადამიანს და არც ის გაგიკვირდეთ, თუ ისეთი პიროვნება გახდება მკვლელი ან თვითმკვლელი, რომელიც ისე ცხოვრობდა, რომ ამას მისგან ვერავინ მოელოდა. რამეთუ ადამიანი ისეთი არსებაა, რომ მას არ ძალუძს იმის შეუსრულებლობა, რა განაჩენსაც გონების საზომები გამოუტანს. იმასაც გეტყვით, რომ ასეთ დროს ცნობიერი ვეღარ ფუნქციონირებს და ამიტომ შეიძლება ადამიანმა ვერც კი გააცნობიეროს, რატომ ჩაიდინა საშინელება.
ამიტომ გაცნობებთ ყოველივე ამას, რომ გადაირჩინოთ საკუთარი სიცოცხლე და ასევე თქვენი ოჯახიც და კეთილისმსურველები გადაარჩინოთ. რადგანაც დღეს ტყუილ-მართალი ისეა არეული ერთმანეთში, რომ ვეღარავინ არჩევს რაა სიმართლე და რა ტყუილი. ამასთანავე არც ის არავინ იცის, რა გენური მემკვიდრეობა აქვს მიღებული. ამიტომ გონიერება იმაშია, რომ სიცრუის უფსკრულის პირიდან უკან გამობრუნდეს. რისი შესაძლებლობასაც მხოლოდ ერთი რამ იძლევა: მხილებული ჭეშმარიტების შეცნობა. მისით გაგება იმისა, რა ითვლება ღმერთის საზომით სიმართლედ და მისი გათვალისწინებით საკუთარი ცოდვების მონანიება. რამეთუ ბედისწერა ღმერთის მიერ დადგენილი სიმართლით განისჯება და არა ადამიანების მიერ ჩათვლილი სიმართლით.