რა ფენომენია სიზმარი
„როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული, გადაიშლება წიგნები ცა მყარის წინაშე და სუყველანი იხილავენ ამას. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-18,28). ასეთ წინასწარმეტყველურ ცნობას იძლევა ბიბლია თანამედროვე დროის შესახებ და მართლაც ყველა ხედავს იმას, რომ ადამიანებმა დაიწყეს იმ საკითხების განხილვა, რაც სულს ეხება და აქამდე ტაბუდადებული თემა იყო. როგორც ეს არაერთხელ მითქვამს, ბიბლია ინტუიციურ ენაზეა დაწერილი და ჩვენი სასაუბრო ენით ამ კანონის თარგმანი შემდეგია: „ბოლო ჟამის დადგომის დროს მოხდება საკაცობრიო გენეტიკური ნაყოფის მიღება. რაც გულისხმობს ისეთი აზროვნების (გარედან ნაწერ წიგნის) მიღებას, რომელიც მოახერხებს გონებიდან ცოდნის გამოტანას (ანუ შიგნიდან ნაწერი წიგნის გადაშლას) (გამოცხადება 5-1/4) და შეშმარიტ ცოდნასაც შეიცნობს ის, ვინც საამისოდაა მოწოდებული, თანახმად კანონისა „ვისაც აქვს, მას მიეცემა და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს“ (მარკოზი 4-25). ამგვარად მოხდება განდგომილება (II თესალონიკელთა 2-3) და ნაყოფიანი ხე იხარებს და „უნაყოფო კი მოიჭრება და ცეცხლში ჩაიყრება“ (მათე 3-10).
ვინაიდან და რადგანაც ადგილი მიეცა იმ საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რაზეც ადრე არავინ საუბრობდა; ცხადია ამ შემთხვევაშიც ის მოხდა, რაც ნებისმიერი ახალი თემის განხილვას მოჰყვებოდა ხოლმე. როგორც კი აქამდე ტაბუდადებული ინფორმაციისათვის ფარდის ახსნა დაიწყო, საკუთარი ნიჭის შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველა სათავისოდ შეეცადა მის გამოყენებას. რისთვისაც საკუთარი აზრი მოარგო მას და უმალვე დაიწყო სხვების დამოძღვრა. ამიტომ კიდევ უფრო მეტად აირია ერთმანეთში ტყუილ-მართალი და როგორც ყოველთვის ხდებოდა, ამ მომენტით ღმერთის სახელს ამოფარებულმა თვალთმაქცმა ადამიანებმა ისარგებლეს. რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ მსოფლიო საზოგადოება დიდი გაურკვევლობის წინაშე დააყენა. რადგან უცბად უამრავი გენიოსი გამოჩნდა თავიანთი თეორიებით. მაგრამ პრაქტიკამ კი ის დაადასტურა, რომ მათი შემოთავაზებული ცოდნით ვერ ხდება გამკლავება იმ მომრავლებული უბედურებებისა, რომელნიც დღითითღე იკრებენ ძალას – ეს ჯანმრთელობისმხრივი პრობლემებია თუ კატასტროფათა სერიალები. თუმცა აღსანიშნავია ერთი რამ, რაც სასიკეთო შედეგად უნდა ჩაითვალოს ამ ქაოსიდან და არის ის, რომ ადამიანებმა ასე თუ ისე შეიტყვეს ჭეშმარიტება სიტყვის ძალის შესახებ. მართალია ამ ცოდნის სათანადოდ აღქმა ჯერ-ჯერობით ძალზედ მცირედმა შესძლო, მაგრამ როგორც ადამიანის შემქმნელი აცხადებს: ეს მცირედი მოკლე დროში გახდება მრავალი და მასში სათანადო წვლილი რომ იქნას შეტანილი, ამიტომაც მოგახსენებთ შემდეგს:
ჭეშმარიტი ცოდნა მთლიანია!!! ეს კი იცით რას ნიშნავს?! იმას, რომ ჭეშმარიტი ცოდნით აღჭურვილ პირს ნებისმიერ კითხვაზე აქვს ჭეშმარიტი პასუხი იმიტომ, რომ ის ამ პასუხებს იმ კანონთა განსჯით იღებს. რომელი კანონებიც მართალია ყოველ ადამიანს აქვს გონებაში დაფიქსირებული, მაგრამ ყველას აზროვნება როდი სწვდება მას. ამიტომაც სწორედ აზროვნების გონებასთან მისაწვდომად და მასთან შესაუღლებლად იქნა დაარსებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა. რომელიც სათავეს ადამ და ევადან იღებს და აი მოაღწია კიდეც ბოლო ჟამამდე. როგორადაც ნებისმიერ საქმეში, ცხადია ამ შემთხვევაშიც უნდა ყოფილიყო და არის კიდეც პირველი ნაყოფი. რომლის მისიაც ცოტა განსხვავებულია სხვებისაგან იმით, რომ მისი ვალდებულებაა გონებიდან სათაო ცოდნის მოპოვება. რომელი ცოდნის შეცნობაც სხვებს გამოუფხიზლებს იმ კეთილ ნიჭებს, რომელნიც მათში მიძინებული იყო იმიტომ, რომ სიცრუის სიმართლედ რწმუნების შედეგად შემდგარი განწყობა არ იძლეოდა მათი აქტიურობის საშუალებას. ამიტომაც იდევნებოდნენ ყოველ ეპოქაში ის პიროვნებები, რომელთაც თავიანთი ტანჯვის საფასურად მოუხდათ იმ გენის შენარჩუნება, რომელმაც დღეს ნაყოფი გამოიღო და სიმართლეს მისცა ძალა საიმისო, რომ გამოენათებინა. მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა ჭეშმარიტების გამოცხადებისათვის ხელის შეშლისა, მაინც მოხერხდა ის, რომ იგი საყოველთაოდ ხელმისაწვდომად გამოქვეყნებულიყო. რაც ცხადია, რომ ასეც იქნებოდა!!! რადგან ღმერთის მიერ დადგენილის აღსრულებას, განა შეიძლება რამე დაუდგეს წინ?! ცხადია არა!!! ამიტომ კვლავ ვაგრძელებ ჭეშმარიტი ინფორმაციის გაცხადებას და დღეს სიზმრის თაობაზე გაცნობებთ იმ ცნობებს, რაც აქამდე ამოუხსნელ ფენომენად იყო გამოცხადებული.
არაერთხელ აღმინიშნავს იმის თაობაზე, რომ ადამიანური ფენომენის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ცდებისა და დაკვირვებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით. რა თქმა უნდა ეს მეთოდი საჭიროა ცოდნის ძიების საქმეში, მაგრამ ის არ არის საკმარისი წყარო! რადგან მთავარზე მთავარი ამ ცოდნის მოპოვებაში არის სიბრძნის ფლობის უნარის მქონეობა. ვინაიდან სიბრძნის თაობაზე სწორი ცოდნა ყველას არ გააჩნია, ამიტომ განვმარტავ მას ბიბლიის მეშვეობით: „სიბრძნე არის ღვთაებრივ კანონთა და ადამიანურ საქმეთა ცოდნა – მათი მიზეზითურთ. მაშასადამე სიბრძნე არის რჯულში განსწავლა, რის შედეგადაც ღვთაებრივ საქმეებს მოწიწებით, ხოლო ადამიანურს კი საკუთარი სარგებლობისთვის ვსწავლობთ. სიბრძნის სახეობანია: გონივრული განსჯა, სიმამაცე, სამართლიანობა და თვითდაოკება“ (IV მაკაბელთა 1-15/32). „სიბრძნეში განსწავლულობით ყოველივეს შეცნობა არის შესაძლებელი: დაფარულისაც და გაცხადებულისაც. რადგან ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე და თავისი სიწმიდით ყველაფერს გაივლის. ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა; ამიტომ წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას. ეწვევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ. ვინაიდან ღმერთი არავის უყვარს გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტება“ (სიბრძნე სოლომონის 7-15/30).
როგორც ხედავთ ბიბლია იუწყება იმას, რომ სიბრძნე არის ბიბლიური კანონებისა და მეცნიერული მონაპოვარის შერწყმით მიღებული ცოდნა. სწორედ ასეთი გზით მოპოვებულ ცოდნას გთავაზობთ და გაუწყებთ იმას, რომ ადამიანი არის სულისა და სხეულის ერთობით გამთლიანებული არსება. რომელი მთლიანობის სიცოცხლისუნარიანობაც განპირობებულია სულისმიერ გონებასა და სხეულისმიერ აზროვნებას შორის ურთიერთანამშრომლობით. გონება, რომელიც მომცველია იმ კანონმდებლობისა, რომლის განსჯითაც იწერება ბედისწერა, ჩართული არის სულ სხვა დროში, ვიდრე აზროვნება. რაც განპირობებულია იმით, რომ იგი დაქვემდებარებულია კოსმიურ მიზიდულობას, ხოლო აზროვნება კი – დედამიწურს. საჭიროდ მიმაჩნია განმარტების გაკეთება იმაზე, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა დროში ჩართულობა. რისი არსებობაც არის საფუძველი პარალელურ სამყაროთა ერთმანეთისაგან გამიჯვნისა. რაც შეეხება პარალელურ სამყაროებს, მათი არსებობის ბევრს სჯერა და ბევრსაც არა. მე კი იმ უნარიდან გამომდინარე, რითი აღჭურვაც ღმერთმა ჩემს მიმართ ინება, ასეთი ინფორმაციის მოწოდება შემიძლია: ეს სამყარო არ არის მხოლოდ ის, რასაც ადამიანის თვალი ხედავს, არამედ გაცილებით ბევრად მეტია. ადამიანური მხედველობა და მთლიანად აღქმითი გრძნობათა ხუთეული კი იმ აზროვნებას არის დაქვემდებარებული, რომელიც დედამიწური გარემოს შემადგენლობის ნაწილია. ხოლო სულის გონება კი მის საზღვრებს სცდება. თუმცა არც მას აქვს იმის უნარი მინიჭებული, რომ მთელი სამყაროს სიღრმეებს ჩასწვდეს. მაგრამ აზროვნებასთან შედარებით ბევრად მეტი ინფორმაციის მოპოვების უნარით არის აღჭურვილი. ამიტომ გონიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა მიცემული, რომ ამ სამყაროს მოდელის ჭეშმარიტი სახე აღიქვას და აგრეთვე სათანადო დონეზე შეიმეცნოს ადამიანური ფენომენის არსი. სწორედ ამას გულისხმობს ბიბლიის ეს კანონიც: „რომ ღმერთმა ადამიანი თავის მსგავსებად და სახებად შექმნა“ (დაბადება 1-26).
მინდა აზროვნების შემძლეობის შესახებ გაცნობოთ ის, რომ თუკი ის გონებას მისწვდება და მასთან შეუღლებით გადასწყვეტს ფუნქციონირებას, მაშინ შესაბამისად მოხდება მისი მსახურ გრძნობათა ორგანოების გადაწყობაც. ამ ცნობის დამამტკიცებელი მაგალითი კი თავად გახლავართ. რადგან პირადად ვირჩიე ასე ცხოვრება. ამიტომ ჩემი მხედველობა, სმენა, ყნოსვა, დაგემოვნებისა და შეხების უნარიც შეიცვალა და საკმაოდ ამაღლდა. რის შედეგად ის ხდება, რომ როცა გონებიდან შევიცნობ ჭეშმარიტებას რაიმე საკითხის შესახებ, შემდეგ ჩემი აღქმითი შემძლეობით პრაქტიკულადაც ხდება მისი გაცნობა იმ საშუალებების გამოყენებით, რასაც გონება დაადგენს. ახლა მოგიყვანთ მაგალითს იმის თაობაზე, თუ როგორ გამყარდა პრაქტიკით ჩემი ცოდნა, პარალელურ სამყაროთა გამიჯვნის მიზეზ – დროში ჩართულობის საკითხზე.
როცა რაიმე საკითხზე ვმუშაობ, ცხადია გარკვეულ პერიოდის განმავლობაში შესვენებასაც ვაკეთებ ხოლმე. რომელ პერიოდსაც ხშირად ვიყენებ ფილმების საყურებლად. როგორც გითხარით, როცა რაიმე საკითხზე ვმუშაობ, აზროვნებით შეცნობილს, გრძნობათა ორგანოების აღქმაც ექვემდებარება მეთქი. რადგან ამას ახორციელებს კანონის მოქმედება: „რასაც მიწაზე გახსნით, ზეცაშიც გაიხსნება და ზეცაში გახსნილი კი გაიხსნება მიწაზეც!“ (მათე 18-18). როგორც უკვე იცით, ინტუიციური ენით ზეცა სულსაც ნიშნავს და მიწა კი სხეულს. ამიტომ როცა აზროვნებამ ამ საკითხის შესახებ გონებიდან გამოიტანა ცოდნა და მასზე ფიქრი დაიწყო, გრძნობათა ხუთეულიც ამოქმედდა შესაბამისად და ადგილი ექნა ასეთი მომენტის შედგომას:
საღამო იყო, ვისვენებდი და თან სერიალს ვუყურებდი. ეკრანზე გამოჩნდა ასეთი კადრი: ტყის ფონზე ერთი გოგონა მეორეს უმიზნებს იარაღს, რომ მოკლას. უცბად ჩემს კომპიუტერს რაღაც დაემართა ისეთი, რომ კადრის მსვლელობის სიჩქარე ძალიან შენელდა და დავინახე ის, რაც ფილმის ცქერისას არ შეინიშნება. კერძოდ ორი გოლიათი აღნაგობის ადამიანის სახიერების მიმსგავსო არსება, რომელთა სახეც ინტერესს გამოხატავდა და ამ გოგონათა ქმედების სცენისაკენ იყო მიმართული. გარკვეული პერიოდის შემდეგ კადრების მსვლელობა ჩვეულ რეჟიმში აღდგა და ცხადია ის რაც ვიხილე, მისი ნახვა უკვე შეუძლებელი გახდა. მის შემდეგ უამრავჯერ ვცადე იმ კადრის შენელება საიმისოდ, რომ კვლავ მეხილა ის, რაც ვნახე. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ასე რომ, რაც შეუძლებელია ცნობიერისათვის, მისი ადვილად შესრულება შესაძლებელია ქვეცნობიერისათვის! ახლა კი იმ დასკვნას გაცნობებთ, რომლის გაკეთების საშუალებაც გონებიდან გამოტანილმა ინფორმაციამ და თვალით დანახულმა კადრმა შემაძლებინა. რასაც ემატება ბიბლიის მიერ გაცხადებული ცნობა იმის თაობაზე, რომ „სატანა და მისი ანგელოზები ჩამოგდებული იქნენ დედამიწაზე“ (გამოცხადება 12-9). აქ ცოტა გადახვევას გავაკეთებ თემიდან და გაცნობებთ იმას, რომ ბიბლიის ცნობათა ადრესატის საყრდენი ყოველთვის სულია. რომელიც დამოუკიდებლად არ არსებობს ამ სამყაროში და იმისდა შესაბამისად თუ რომელ პარალელურ სამყაროში მოხვდება იგი, მას აუცილებლად იმ სამყაროს შესატყვისი სხეული მოერგება თან. ასე რომ, დედამიწაზე ჩამოსვლის შემდეგ აქ მცხოვრებ ანგელოზების დასიდან გამოდევნილებს აქაური სხეულიც მიეცათ და მათ მიერ არის შესრულებული ცივილიზაციის ის ნარჩენები, რომელნიც დედამიწაზე არსებობენ და მათგან მხოლოდ ზოგიერთს მიაგნო ადამიანებმა. ახლა სად არიან ისინი? ცხადია ეს კითხვა იჩენს თავს! რასაც ჯერ ბიბლიით ვუპასუხებ: „ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს და სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან“ (დაბადება 6-4). რადგანაც ამის გამო გამრავლდა ბოროტება, ამიტომ ღმერთმა აკრძალა ეს კავშირი, რასაც ადასტურებს ადამიანთათვის სასიცოცხლო ვადის 120 წლამდე შემცირების ცნობა (დაბადება 6-3) და წყლით წარღვნის მოვლინება. რომელი მოვლენაც დედამიწის ადგილის ცვლილებასაც გულისხმობს სამყაროში და ეს კი თავის მხრივ, ხსენებულ ბუმბერაზთა პარალელურ სამყაროში გადასვლას. ასე რომ ისინი ფიზიკურად ჩვენს გვერდით არსებობენ, მაგრამ ჩვენს დროსა და მათ დროს შორის აცდენაა და ამიტომაც გამიჯნულია ჩვენს შორის ფიზიკური კავშირი. თუმც რაღაც ზომით ენერგიული კავშირი კი დაშვებულია. ამ საკითხს ფართეთ აქ ვერ განვიხილავ, რადგან დიდ მოცულობას საჭიროებს. მხოლოდ გაცნობებთ იმას, რომ დედამიწურ გარემოში არსებობს სამი სახის პარალელური სამყარო და მათ სამყარულ დროთა აღრიცხვიანობაში მინიჭებული აქვთ მე-7, მე-8 და მე-9 დროის კატეგორია.
დროში ჩართულობის სხვადასხვაობის დამადასტურებელია სიზმარიც. რომელში მიმდინარე პროცესიც შეიძლება დიდი დროის შუალედში ხდებოდეს, მაგრამ გამოფხიზლებისას ადამიანი ხვდება იმას, რომ სინამდვილეში სიზმრის პერიოდმა წამები ან წუთები მოიცვა. ხოლო ყოველივე ამის მიზეზი კი ის არის, რომ სიზმრის დრო ჩართულია კოსმოსის დროში. ასევე კოსმოსში არსებულ პარალელურ სამყაროებსაც აქვთ თავიანთი დროში ჩართულობის კატეგორიები, რომელთაგან მზის სისტემაშიც მოქმედი ასევე სამი კატეგორიაა და სამყარულ დროთა აღრიცხვიანობაში მინიჭებული აქვს მე-4, მე-5 და მე-6 დროის კატეგორია. მასზე აქ არ ვისაუბრებ, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ არცერთი ადამიანური სული არ ასულა ამ კატეგორიების ზევით, გარდა ქრისტესი. რომლის სულიც მე-3 დროის ჩართულობამდე ამაღლდა.
რაც შეეხება სიზმარს, რას წარმოადგენს იგი და რატომ ვერ იქნა მისი ახსნა აქამდე შესაძლებელი? პირველ რიგში მოგახსენებთ იმ მიზეზს, რისთვისაც სიზმრის საკითხი შეუსწავლელი დარჩა. ამის მიზეზი არის ის, რომ სავსებით შეუსწავლელია გონებასა და აზროვნებას შორის დამოკიდებულების პრინციპი ორგანიზმის ფუნქციონირების საქმეში. ამიტომ მოკლედ ავხსნი მას და ამით ნათელი გახდება კიდეც ის, თუ რა ფენომენია სიზმარი.
ყოველ ადამიანს თავისი ქმედებების (სიტყვიერია ეს თუ ხელისმიერი) აღწერას უფიქსირებს საკუთარი აზროვნება და ძილის დროს ამ ინფორმაციას წარუდგენს გონებას. რომელიც ახდენს მიღებული ინფორმაციის განსჯას იმ კანონების საშუალებით, რომელიც მასშია ჩაწერილი და მათ ჩვენ ღვთიურ სიბრძნეთა სახით ვიცნობთ. გამოტანილი განსჯის მომცველი ინფორმაცია, რომელიც ცხადია ენერგიის მომცველია, სულისმიერი კოსმიური ძალის მეშვეობით იგზავნება კოსმოსში, ფაქტებად გარდასაქმნელად. ხოლო მისი ჩანაწერის ასლი კი ფიქსირდება აზროვნების არქივში. ყოველივე ეს პროცესი მიმდინარეობს ძილის დროს. რადგან თანახმად კანონის აღსრულებისა – „როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ. როცა თავიანთ საწოლებზე თვლემენ. მაშინ ხსნის უფალი ადამიანის ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას“ (იობი 33-15,16) – სულის მოქმედება აქტიურ ფაზაში სწორედ ძილის დროს გადადის. რაც შეეხება სიზმარს, ეს არის შეფხიზლება აზროვნებისა იმ დონეზე, რომ მხედველობის ორგანომ შესძლოს მიმდინარე პროცესიდან რაიმე ინფორმაცის კადრად აღქმა. იმისდა შესაბამისად რა დონეზე მოხდება შეფხიზლება, ამ კადრის დამახსოვრებას ან შესძლებს აზროვნება და ანდა ვერა. თუმცა ზოგჯერ ხდება, რომ ისეთი კადრი მიმდინარეობს ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მისმა აზროვნებამ სიზმარში ნახა, მაგრამ ვერ დაიმახსოვრა. ამ დროს უცბად შეიძლება მას გაახსენდეს, რომ ეს სცენა სადღაც უნახავს. რაც შეეხება სიზმრის ახდენას ან არ ახდენას – ამას განაპირობებს ის, თუ ხსენებული ინფორმაციის მსვლელობის რა ფაზაში მოხდება აზროვნების შეფხიზლება იმგვარად, რომ თვალის მიერ კადრებად იქნას აღქმული. თუკი ეს მოხდება მაშინ, როცა აზროვნება ინფორმაციას წარუდგენს გონებას და ის კი მის შედარებას იწყებს კანონებთან, მაშინ ეს კადრები არ არის წინასწარმეტყველური სიზმრის და შესაძლოა ისეთად აღიქვას აზროვნებამ, რომ თავი და ბოლო ვერ გაუგოს ადამიანმა. რადგან ის ხომ ბიბლიის კანონთა და ადამიანის ქმედების აღწერის ნაერთი იქნება. მაგრამ თუკი სიზმრის კადრები აღქმული იქნება იმ დროს, როცა განაჩენი არის გამოტანილი აღსასრულებლად, მაშინ კი ეს წინასწარმეტყველური სიზმარია და ის აუცილებლად ასრულდება. თუმცა აქაც არის აღქმაში განსხვავებანი იმით, რომ წინასწარმეტყველური სიზმრის კადრს რომელი ადგილიდან აღიქვამს თვალი. თუ მას აღიქვამს სულის მიერ კოსმოსში გაგზავნის პერიოდში, მაშინ ეს სიზმარი ინტუიციური ენით ანუ ციფრებით იგზავნება და ამიტომაც მხედველობითი აღქმაც მას იმ კადრებად აღიქვამს, რომელთაც ახსნა სჭირდებათ. მაგრამ თუკი სიზმრის ხილვას მაშინ ექნება ადგილი, როცა ის უკვე აზროვნებით არქივში არის აღსასრულებლად განთავსებული, მაშინ კი პირდაპირ ასრულდება. არსებობს ისეთი სიზმარიც რომელიც მოიცავს პირველ და მეორე ვარიანტის გადაბმას და ეს კიდევ უფრო აბნევს ადამიანს. რადგან პირველ შემთხვევაში სიზმრის აღსრულებას დრო სჭირდება, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ის იმავ დღეს სრულდება. მე, რომელიც ვარ ამ სამივე ვარიანტის მხილველი, მოგახსენებთ იმ შემთხვევას, რომელმაც პრაქტიკულად გამიმყარა ეს ცოდნა.
როცა ახალგაზრდა ვიყავი, მეზობელ გოგონას ის მძივი ვაჩუქე, რომელიც ჩემი იყო და ძალიან მოსწონდა მას. ერთხელ დილით მესიზმრა, რომ ეს გოგონა შემოდის ჩემთან თვალცრემლიანი და მუჭში მაჩვენებს დაბნეულ მძივებს და მეუბნება, რომ გაუწყდა და დაეფანტა. ამ სიზმრის ნახვიდან სულ რაღაც 1 ან 2 საათი თუ გავიდოდა, რომ ზარის ხმა გაისმა. კარი გავაღე და ზუსტად ის სცენარი განმეორდა, რომელიც სიზმარში ვნახე. მას ის კაბა და ფეხსაცმელი ეცვა და თმებიც ისე ჰქონდა გაკეთებული. მოკლედ სიზმრის კადრი ზუსტად იქცა რეალობად. მაშინ ეს ცოდნა არ მქონდა და ამ ყოველივემ ჩემში გაოცება გამოიწვია. მითუმეტეს როცა მქონდა შემთხვევაც, რომ სხვა სიზმარიც ამხდენია. მაგრამ ნანახი კადრის არა ასე ზუსტად ასრულებით და თანაც არც ასე მოკლე დროში. ახლა კი როცა უკვე ეს ცოდნა მაქვს, უკვე ყოველივე შევიცანი სიზმრისა და ხილვის თაობაზე და იმის გარჩევაც შემიძლია, რა არის ჰალუცინაციური ხედვა, რომელიც დღეს ასე მომრავლებულად აქვთ ადამიანებს და მათ კი ხილვად აღიქვამენ. მასზე ვრცლად აქ ვერ ვისაუბრებ, რადგან ძალიან გაიწელება საკითხი. მხოლოდ იმას გაცნობებთ, რომ ხილვის ნახვა მხოლოდ მე-4 დროში ჩართული სულის მქონე ადამიანს შეუძლია. ასეთი ადამიანი კი უნდა იყოს ღმერთის მიერ დაწესებულ კანონთა დაცვით მცხოვრები. რაც დღეს მას განასხვავებს სხვებისაგან იმით, რომ მას ექნება ყველა ის თვისება, რაც ნამდვილ სიყვარულის მქონეობას ახასიათებს და თანაც იქნება ჯანსაღი. რამეთუ ორგანიზმი დასნეულებულია, ის ვერ გამოიმუშავებს ისეთ ძალას, რომ მისი სული არა თუ კოსმოსურ სიღრმეში გავიდეს, არამედ საერთოდ გააღწიოს დედამიწურ მიზიდულობას.
აი ეს არის ყოველივე ის სინამდვილე, რაც სიზმარს ეხება და რაც აქამდე ამოუხსნელ ფენომენად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა ადამიანი ხედავს თუ არა სიზმარს, მისი კადრების აღმწერი შინაარსი ყოველთვის სრულდება ტვინში გონებისა და აზროვნების პროგრამის თანამშრომლობით. ხოლო უფრო სხვანაირად რომ ვთქვათ, ის იგივე ბედისწერის შექმნის პროცესია. ასე რომ ბედისწერა არსებობს და მას ყოველი ადამიანი თავად იწერს იმ წესის მიხედვით, რომელიც აგიღწერეთ. დანარჩენი კი თქვენი ნებაა, თუკი არ მოგწონთ საკუთარი ცხოვრება, უკვე გაქვთ ცოდნა იმისა, რომ შეიცვალოთ ის სასიკეთოდ. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ თუკი რაიმე საკითხზე კონსულტაცია დაგჭირდებათ, მზად ვარ გემსახუროთ.