გაზიარება

რა განსაზღვრავს არჩევანს


საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ ღმერთმა ადამიანს უბოძა არჩევანის თავისუფალი ნება და სწორედ მასზევე დაუფუძნა ბედისწერის განგებაც. თუმცა ამ საკითხის მიმართ ყველას ერთნაირი დამოკიდებულება როდი გააჩნია. რადგან გაუსაძლისი ცხოვრებით გატანჯული ადამიანი არასოდეს იტყვის იმას, რომ ასეთი ცხოვრება მან თავად აირჩია. მაგრამ სინამდვილე ასეთია: სამყაროს მიერ შეუძლებელი არის ის, რომ ღმერთისაგან დადგენილი კანონები არ შესრულდეს!!! ამიტომაც მიზეზი საიმისოდ, თუკი რატომ არ ხდება არჩევანის პასუხად მიღება იმისა, რაც რომ პიროვნების სურვილს გამოხატავდა, საძებნია და მისი გარკვევაც მეტად აუცილებელი. ვინაიდან ადამიანს სხვა არაფერი ემართება, გარდა თავისავე არჩევანზე პასუხისა.
პიროვნება როცა რაიმე საკითხის მიმართ გადაწყვეტილებას იღებს, ის აკეთებს ისეთ არჩევანს მის გადასაწყვეტად, რაც მას მიაჩნია სწორად. მაგრამ პასუხი შეიძლება სამგვარი მიიღოს: 1) საერთოდ არ შეუსრულდეს ჩანაფიქრი; 2) შეუსრულეს, მაგრამ მცირედი ხნით. რადგან შემდეგ მიხვდება იმას, რომ სჯობდა არ შესრულებულიყო მისი ჩანაფიქრი და 3) შეუსრულდეს იმგვარად, რომ სამუდამოდ მასთან დარჩეს და მისთვის სასიკეთო იყოს. გამომდინარე ამ პასუხებიდან, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მხოლოდ მესამე ყოფილა სწორი არჩევანი. თუმცა სამივე მათგანის არჩევა მხოლოდ საკუთარ ნებაზე არის დამოკიდებული და თუ რომელს აირჩევს ადამიანი, ამას თავადვე სწყვეტს. საკითხავი კი სწორედ ეს არის, თუ რატომ ვერ ახერხებს პიროვნება იმის გაგებას პასუხის მიღებამდე, თუ რომელია სწორი არჩევანი?! რისი მიღების შემდეგაც ასე ამბობს: „გამიმართლაო“. რა ფაქტები განაპირობებენ იმას, რომ ადამიანმა გამოიცნოს რომელი არჩევანი იქნება სწორი საიმისოდ, რომ მას გაუმართლოს?! რამეთუ მან რომ ეს კარგად იცოდეს, მაშინ ხომ არასოდეს გადადგამდა საბედისწერო ნაბიჯს?! ამ ცოდნის მიღების მსურველი კი ნამდვილად ყველა იქნება. რადგან არა მგონია შერაცხად ადამიანთაგან ვინმეს სურდეს ის, რომ თავისი ცხოვრება უბედურებასა და გაუმართლებლობაში გაატაროს.
რა თქმა უნდა არ არსებობს საკითხი, რომელსაც არა აქვს თავისი ჭეშმარიტი ახსნა და თავისთავად არც ეს საკითხია გამონაკლისი. რადგან ღმერთმა როცა შექმნა ქმნილება, მას თან ისეთი ინსტრუქციაც მისცა და გონებაში ჩაუწერა, რომ თუკი მისით ისარგებლებდა, ყოველთვის შესძლებდა იმას, რომ ნებისმიერ კითხვაზე მიეღო ჭეშმარიტი პასუხი. რადგანაც ისეთს ვერაფერს მოიფიქრებს და ვერც ვერაფერს შეხვდება ცხოვრებაში ადამიანი, რომ ღმერთის მიერ მისთვის დადგენილის ფარგლებს გასცდეს!!!
საყოველთაოდ ცნობილია ადამიანური ფენომენის მახასიათებელი თვისება, რომელიც შემდეგია: მას მუდმივი ინტერესი აქვს ცოდნის ძიებისა და არც არასოდეს გაუნელდება იგი. მაგრამ ძიებაც არის და ძიებაც! რადგან მის დროს აუცილებელია სწორი გზის პოვნა და მასზე სვლა. ვინაიდან ცოდნის ძიების მრავალ გზათაგან სწორი გზა მხოლოდ ერთადერთია! ხოლო მისი მიგნება კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ქმნილება ნაბიჯებს იმ ინსტრუქციის მითითებებით გადადგამს, რომელიც შემქმნელმა მას დაუწესა.
რადგანც ჩვენი საუბრის თემა ქმნილება ადამიანსა და მის შემქმნელ ღმერთს ეხება, ამიტომ იმის აღნიშვნაც აუცილებელია, რომ ღმერთმა ადამიანს შეუქმნა გარემო, რომელიც მისთვის საარსებოდ საჭირო პირობების მომცველია. ამასთანავე იმის ცოდნაც აუცილებელია, რომ როგორც ადამიანს, ასევე მის საცხოვრებელ გარემოსაც სჭირდება მუშაობა საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს არსებობა. რისთვისაც მას თავისი კანონზომიერებანი გააჩნია და შეუძლებელია ის, რომ არ დაიცვას იგი. ხოლო რაც შეეხება კანონზომიერებულობას, ცხადია მასში ისიც იგულისხმება, რომ გარემოს ბინადარნიც უნდა იცავდნენ იმ კანონებს, რომელიც მათთვის გათვლილია ბინადრობის შესაბამისად. რამეთუ ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ის არის გარემოს ბინადარი და არა პირიქით. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანს კარგად შეგნებული ვერა აქვს ის, რომ აუცილებლად უნდა დაიცვას ის წესები, რაც უზრუნველჰყოფს მის უსაფრთხოდ ცხოვრებას. რაც გულისხმობს იმას, რომ ასე ის აიცილებს თავიდან გარემოს იმ ბინადართაგან წარმოებულ ძალებთან შეხებას, რომელთა არსებობაც გარემოსათვის კი აუცილებელია, მაგრამ ადამიანთა მოდგმასთან კონტაქტი კი სახიფათოა ადამიანთათვის. უფრო მეტიც, ასეთი კონტაქტები სახიფათოა არა მარტო ადამიანთა მოდგმისათვის, არამედ შორსწასულ შემთხვევებში გარემოს სტანდარტულ მდგომარეობის შენარჩუნებასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომაც ხდება ზუსტად ის, რაც ამჟამად უკვე სახეზეა და მისი ნამდვილი შეფასებაც ასეთია: გარემო იძულებულია, თავიდან მოიშოროს ფუნქციონირებაში ხელისშემშლელნი. რადგან მას ამის შემძლეობაც აქვს და ვალდებულიც არის!!! ხოლო ამასთანავე დროა ადამიანმა შეიგნოს ის, რომ არ არის შექმნილი იმ დონის არსებად, რომ მისმა თვალმა ყოველივე იმის ხილვა შესძლოს, რაც ამ სამყაროში ხდება და ვინაც მასში ბინადრობს. ამიტომ აუცილებელია იმის შეცნობა, რომ ადამიანით არ იწყება ეს სამყარო და არც მისით მთავრდება; და რომ სამყაროში მხოლოდ ადამიანი არ არის გონიერი არსება.
ახლა კი მივუბრუნდები მთავარ თემას და განვიხილავ იმას, თუ რა გასაზღვრავს სწორი არჩევანის პოვნის შემძლეობას. რისთვისაც უნდა აღინიშნოს ის, რომ პიროვნებას არჩევანის გაკეთება უწევს იმ გარემოებაში, რომელიც იქმნება იმ ფაქტორთა ზემოქმედებით, რომელნიც მისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. ანუ პირველ რიგში მოსაძიებელი სწორედ ის არის, თუ რა განაპირობებს ადამიანისათვის გარემოებების შექმნას. რომელნიც ხშირად ისეთნიც არიან, რომელზედაც მას არა თუ უფიქრია, არამედ ვერც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ასეთ გარემოებაში მოხვდებოდა. თუმცა ბედისწერამ, რომელიც მისი ნების გამომხატველია, ასეთი განაჩენი გამოუტანა მას.
ერთი შეხედვით ისე სჩანს, რომ ყველაფერი რაღაც უცნაურად არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე. რადგან თითქოს ადამიანის ნებაზეა ყოველივე და თანაც არც არის. რამეთუ „ღმერთმა დასაბამითვე შექმნა ადამიანი და თავისი ხელის ანაბარად დასტოვა. წინ დაუდო წყალიც და ცეცხლიც და არჩევანის უფლება მისცა, რომ საითკენაც ნებავდა, იქით გაეწვდინა ხელი“ (სიბრძნე ზირაქის 15-14). მაგრამ სწორედ ამის გარკვევა ვერ შესძლო ადამიანმა, თუ საით არის წყალი და საითკენ ცეცხლი.
ყოველივეს სათავეცა და ბოლოც კი მხოლოდ პიროვნებაშია და მისი ძიება სხვაგან არსად არის საჭირო! მაგრამ სამწუხაროდ, ამის ცოდნა აქამდე ვერ შეუძენია ადამიანს და იცით რატომ?! იმიტომ, რომ მედიცინამ აიღო თავზე ადამიანის ორგანიზმის შესწავლა და განაცხადა, რომ ის ფლობს ცოდნას მასზე. ხოლო რაც შეეხება მორალს, რასაც სულიერებას უწოდებს რელიგია, მასზე პრეტენზიას თავად აცხადებს. ამასთანავე ეს ორნი ერთმანეთს ემიჯნებიან და მუდმივად დაპირისპირებაში არიან. ხოლო სინამდვილე კი ასეთია: სულიერება ანუ მორალის კანონმდებლობა განსაზღვრავს ადამიანის ფიქრებს, რაზეც არის დაფუძნებული არა მხოლოდ ორგანიზმის ჯანმრთელობა, არამედ თვით ბედისწერაც!!! ამიტომ თუკი ისინი გამიჯნულნი იქნებიან და ადამიანებიც ურწმუნოებად და მორწმუნეებად დაიყოფიან, სინამდვილეში ის მოხდება და ასეც არის კიდეც, რომ ორივე შემთხვევაში ერთი შედეგი მიიღება. რომელიც ასახავს იმას, რომ სწორ გზას ორივე მათგანი აცდენილია!!! რისი მტკიცებულებაც სახეზეა და ასახავს იმ ფაქტებს, რომ არც ავადგაუხდომელი და არც უბედურებაშეუხებელი არავინ ყოფილა და არის. ხოლო თუ ეს ასე რატომ ხდება, ვეცდები რომ მარტივი ფორმით ავხსნა იგი:
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი არის გონიერი სხეულის მქონე არსება. გონიერ სხეულში კი ის იგულისხმება, რომ სხეულოვანი უჯრედების ზრდა-განვითარება ქაოსურად კი არ ხდება, არამედ მიმდინარეობს კანონზომიერული პროცესით. რისი წამმართველიც ელექტრო ენერგიაა და იგი ხმის ტალღებად ვრცელდება ორგანიზმში. რომელი ხმაც იმ სიტყვების მომცველია, გონებაში რომ აქვს ჩაწერილი ადამიანს ღმერთის მიერ და მას ბიბლიურად „სულის ხატი“, ხოლო სამეტყველო ენით კი სულის პროგრამა ჰქვია. რომელიც ორგანიზმში მოქმედებს ექოს პრინციპით. მსგავსად სამყაროსი, რასაც ჩვენ ბუმერანგის პრინციპს ვუწოდებთ.
რაც შეეხება ადამიანის სხეულის ზრდა-განვითარებას, იგი მიმდინარეობს ქსოვილოვანი უჯრედების გამრავლების შედეგად. ხოლო როგორც უკვე ცნობილია, ისინი ხმისა და სიტყვების ენერგიის ხარჯზე მრავლდებიან და იზრდებიან. ამიტომაც ადამიანის სხეული ფირივითაა და ის სხვას ვერაფერს გამოავლენს, რაც მასში არ არის ჩაწერილი. ამასთანავე ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ყოველი ადამიანი წინაპართა შთამომავალი და გენური მემკვიდრეა. მემკვიდრეობაში კი განმსაზღვრელი მიმღებია. რადგან მას უფლება აქვს, რა დონითაც სურს, იმგვარად მიიღოს, ან არ მიიღოს მემკვიდრეობა. აი, სწორედ ეს არის მიზეზი იმ გარემოებების შექმნისა, რაშიაც ვარდება ადამიანი და უხდება არჩევანის გაკეთება შექმნილ სიტუაციაში. ხოლო რაც შეეხება უკვე არსებულ გარემოებაში არჩევანის გაკეთებას, მას კი ცხადია წარმართავს იმ გრძნობის მაჩვენებელი, რომელიც ადამიანში მყოფობს და როგორც ვიცით იგი ორგვარია: სიყვარული ან ეგოიზმი. ვინაიდან და რადგანაც ადამიანში წერტილიც კი ვერ შეტოკდება იმ გრძნობის გარეშე, რომელიც განაგებს მის ქვეცნობიერს.
ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ შევეხები იმ რეალობას, რაც დღევანდელობას ასახავს. რაზედაც ვრცელი კომენტარის გაკეთება აღარც არის საჭირო, ვინაიდან უკვე საყოველთაო დონეზეა თვალსაჩინო ის ფაქტი, რომ კაცობრიობას მეტად მძიმე პერიოდი უდგას. თანაც იმდენად მძიმე, რომ საკითხავი გახდა ის, თუ რამდენი ადამიანი შეძლებს გადალახვას იმ გარემოებისას, რომელშიაც არის ჩავარდნილი ადამიანთა მოდგმა. რადგანაც მას არმაგედონის მოვლენა წარმართავს. რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანთა თავისუფალი არჩევანი ისეთ სიტუაციას შეესაბამება, რასაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარი ჰქვია. ვინაიდან დღევანდელი დარი, ხვალ შეიძლება წარღვნის დონის ავდარმა ჩაანაცვლოს. ხოლო საგანგაშო კი ის არის, რომ ასეთი პროცესები უკვე ყოველდღიურ რეჟიმში გადადის და თუ რა შედეგებს მოიტანს და მოაქვს კიდეც, მას კომენტარი აღარ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ გამოსავალის პოვნა. ცხადია გამოსავალი არსებობს და იგი ერთადერთია! და მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანთა მოდგმამ საკაცობრიო ბედისწერის გზის სწორი მიმართულება უნდა იპოვოს. რისი მიღწევაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუკი გამოსწორების პროცესს „ზევიდან“ დაიწყებენ და არა „ქვევიდან“. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კრახი გარდაუვალია!!! ხოლო რაც შეეხება „ზევიდან“ ცვლილებას, მასზე უკვე გამოქვეყნებული მაქვს ინფორმაცია, რომ ღმერთის რწმენას ნიშნავს ის და ამასთანავე ის ცოდნაც, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ეს. ამასთანავე ისიც უნდა განვაცხადო აუცილებლად, რომ დრო ძალიან მცირეა და „დღეს“ ვინც არ ინებებს საჭირო ნაბიჯის გადადგმას, დიდი ალბათობით მას „ხვალ“ ვეღარ დაუდგება. მასაც გეტყვით, რომ ძალიანაც არ მსიამოვნებს ასეთი ცნობების გამოცხადება და ბევრად მირჩევნია მეც ისე გითხრათ, როგორც სხვები გეუბნებიან: „ყველაფერი კარგად იქნებაო“. მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება!!! რადგანაც იმ გზაზე სვლით, რაზედაც კაცობრიობა ადგას, არა თუ ყველაფერი კარგად იქნება, არამედ მომავალი საერთოდ აღარ იქნება!!! ამიტომ სწორი ნაბიჯების გადადგმაა სასწრაფოდ საჭირო!!! რაც ბრძანება კი არ არის, არამედ სასიცოცხლო აუცილებლობაა!!!
მინდა ბიბლიის საშუალებით დავამოწმო ის ინფორმაცია, რაც ახლა გაცნობეთ. ამასთანავე მას შეუძლია დახმარების გაწევა იმის მისახვედრად, თუ რა სხვაობა არის „უფალია ჩვენი სიმართლით“ გაცხადებულსა და იმას შორის, რასაც გეუბნებიან სასულიერო პირები და ისინი, ნათელმხილველებად რომ იწოდებიან. თანაც ორივე კატეგორია აცხადებს იმას, რომ ისინი ღმერთისგან მოვლენილნი არიან. ხოლო თუ მართლაც ასეა, ცხადია ეს ბიბლიამ უნდა დაადასტუროს. ამიტომ ვნახოთ რას იუწყება იგი.
უფალი ამბობს: „მე არ გამომიგზავნია ისინი. არამედ თავად მორბიან თქვენთან. მე არ მილაპარაკია მათთან, თავისით წინასწარმეტყველებენ საიმისოდ, რათა მდგარიყვნენ ჩემს თათბირში. მოვისმინე რასაც ამბობენ. ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ და ასე ამბობენ: „მე დამესიზმრა!“, „მე ხილვა ვნახეო!“. ისინი ფიქრობენ დაავიწყონ ჩემს ხალხს ჩემი სახელი თავისი სიზმრებითა და ხილვებით. მან, ვინც სიზმარი ნახა, მოუთხრო ყველას იგი. მაგრამ ვისთან არის ჩემი სიტყვა?! სად ბზე და სად ხორბალი?! ჩემი სიტყვა ხომ ცეცხლივითაა და ჩაქუჩივით ამტვრევს კლდეს. ამიტომ მე ვარ მათ წინააღმდეგ. ისინი ჩემი სიტყვის მპარავები არიან. მე ვარ მათ წინააღმდეგ. რადგან თავიანთ ენას იყენებენ და ამბობენ: „უფალმა თქვა!“. მე ვარ სიზმრის ამხსნელთა წინააღმდეგ. რომელნიც მოუთხრობენ და აცდუნებენ ჩემს ერს თავიანთი ტყუილებით და თავქარიანობით. მე კი არ გამომიგზავნია ისინი და არავითარი სარგებელი არ მოაქვთ მათ. ხოლო თუ იკითხავს ერი: რა არის უფლის ტვირთი? პასუხი ასეთია: რა ტვირთი? უფალმა მიგატოვათ თქვენ; და წინასწარმეტყველთ, მღვდელს ან ერს, რომელიც იტყვის უფლისაგან ვართო – დავსჯი მათ. უფლის ტვირთი აღარ ახსენოთ! რადგან თქვენ დაამახინჯეთ ცოცხალი ღმერთის სიტყვები. ვინაიდან თქვენით ამბობთ მაგ სიტყვებს. ამიტომ უფალი გტოვებთ თქვენ და თქვენს ქვეყანას და მოგაწევთ სამუდამო შერცხვენას, რომელიც არ დაივიწყება“ (იერემია 23-21/40).
„ჩემო ერო! ნუ მოუსმენთ მათ სიტყვებს, რომელნიც გიწინასწარმეტყველებენ. ისინი გატყუებენ თქვენ. თავიანთი გულის ხილვას ლაპარაკობენ და არა იმას, რაც უფლის პირიდანაა. ეუბნებიან ჩემს მაძიებელთ: „უფალმა თქვა მშვიდობა გექნებათო“ და ყოველს, თავისი გულის შეუპოვრობით მავალს, ეუბნებიან: „არ მოვა თქვენზე უბედურებაო“. მაგრამ რომელი მათგანი იდგა უფლის თათბირში და ვინ მოისმინა მისი სიტყვა?! აჰა, უფლის ქარიშხალი რისხვით გამოვიდა და ტრიალებს. ბოროტეულთა თავზე დაეცემა იგი. არ შებრუნდება უფლის რისხვა, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავის გულის ზრახვებს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას“ (იერემია 23-16/20).
„მე არ გამომიგზავნია ისინი. მაგრამ ჩემი სახელით წინასწარმეტყველებენ. თუმცა ამბობენ მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო. მაგრამ სწორედ მისით მოისპობიან ისინიც და ის ხალხიც, რომელთაც მათი სჯეროდათ“ (იერემია 14-15,16).
„ჩემო ერო! ნუ ისწავლით ხალხების გზას და ცის ნიშნების ნუ შეგეშინდებათ. რაკი ხალხს ეშინია მათი. რადგან ხალხთა ადათ-წესები არარაობაა“ (იერემია 10-2,3).
„ჩემო ხალხო! როცა განიდევნები. ნუ იტყვი, რატომ დამემართა ესო. ვინაიდან პასუხი ასეთია: შენი მრავალი ურჯულოების გამო. რადგან დაივიწყე უფალი და ტყუილსა ხარ მინდობილი“ (იერემია 13-19/25).
„იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც თქვენი მამები გამოვიყვანე ეგვიპტიდან; ყოველ დროში გიგზავნით ჩემს მსახურთ წინასწარმეტყველთ. მაგრამ თქვენ არათუ უსმენთ მათ, არამედ თქვენს მამებზე უარესად იქცევით. შენ კი ჩემგან მოვლენილო! ეტყვი მათ ყველა იმ სიტყვას, რაც მე გაუწყე. მაგრამ ისინი არ მოგისმენენ. მოუხმობ და არ გიპასუხებენ. ესაა ხალხი, რომელთაც არ ისმინა უფლის ხმა და არ მიიღო დარიგება. მათში დაიკარგა ჭეშმარიტება და ამოიკვეთა მათი ბაგეებიდან. ამიტომ უფალმა მიატოვა ისინი. რადგან ბოროტს სჩადიან უფლის თვალში. თავისი სისაძაგლე ხატები დააწყვეს სახლში, რომელსაც ჩემს სახლს უწოდებენ. ამიტომ შეწყდება იქ მხიარულების ხმა და უდაბნოდ იქცევა ეს ქვეყანა“ (იერემია 7-25/34).
„ჩრდილოეთიდან დაიწყება უბედურება მთელი ქვეყნის ყველა მცხოვრებზე“ (იერემია 1-14).
და ბოლოს თუკი ვინმე იტყვის, საუკუნეების წინ დაწერილი, რატომ უნდა მივიჩნიო მანდამაინც დღევანდელობის ამსახველ წინასწარმეტყველებადო?! მასზე პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ სწორედ ამჟამად მოხდა აღდგენა დავითის მართალი ყლორტისა. ვისაც უწოდებს უფალი თავის მოვლენილს და ვისაც მისცა უფლება იმისა, რომ აღესრულებია წინასწარმეტყველება „უფალია ჩვენი სიმართლის“ შექმნისა (იერემია 23-5,6). დანარჩენს კი ყოველივეს, ყველანი თავად იხილავთ თავის დროზე.