გაზიარება

რა არის ხელმწიფება


ამ ქვეყნად ზოგი მეფედ იბადება და ზოგიც მონადო – ეს გამონათქვამი არავისათვის უცხო არ არის, რადგან რეალობიდან გამომდინარეა. რამეთუ ვინც როგორც არ უნდა ეცადოს, თავისთავად ვერც ამაღლდება და ვერც დამდაბლდება, თუკი ეს ბედისწერით არ მოხდა. დიახ, სინამდვილე ასეთია: „ადამიანის გული თავის გზებს გეგმავს, მაგრამ მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს. მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი ასრულდება“ (იგავნი სოლომონისა 14-15. 18-19). ხოლო რაც შეეხება „უფლის ჩანაფიქრს“, მასში იგულისხმება ადამიანის საქმით დამსახურებულის მიმართ საზღაურის გაღება. რისი შეფასებაც იმ კანონთა განსჯით ხდება, რომელი კანონების მომცველიცაა ადამიანის გონება. რაც ყოველ მათგანს დაბადებითვე ეძლევა სულით და არის ყველასათვის ერთნაირი. ამრიგად ადამიანი თავის ბედს თავად იწერს იმ კანონთა აღსრულება-არ აღსრულების ფონზე, რომელიც მას გონებაში აქვს ჩადებული. ასეთი პრინციპით შექმნა ღმერთმა ადამიანთა მოდგმა და თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს თავის ცხოვრებაში, მიზეზი საკუთარ მრწამსში უნდა ეძიოს. რადგანაც განსჯის მექანიზმსაც აქვს თავისი წესები და ამის გამომთხოვიც თავადვე პიროვნებაა. რამეთუ საამისოდ მას შემქმნელის მიერ აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება.
ახლა დავუბრუნდები მთავარ საკითხს და ავხსნი იმას, თუ რა განუსაზღვრავს ადამიანს ხელმწიფების ძალით აღჭურვას. რის შედეგადაც იგი ქვეყნის მმართველი ხდება და ქვეყნის მოსახლეობაც მის დაქვემდებარებაში ექცევა. ახსნა-განმარტებების გასაკეთებლად მოვიშველიებ ბიბლიის შემდეგ კანონს: „ყოველი სული დაემორჩილოს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან. ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგენი ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას და ამის გამო მსჯავრს დაიტეხენ თავზე. რადგანაც მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. ხოლო თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს. რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის ნების მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე“ (რომაელთა 13-1/4).
როგორც ხედავთ კანონი ადასტურებს იმას, რომ ღმერთის ნებაა ვინმეს გამეფებაც და დაცემაც. მაგრამ ღმერთის ნება ეყრდნობა ადამიანთა დამსახურებას. რაც თავის მხრივ იმასაც გულისხმობს, რომ კარგი და ცუდი მეფის მოვლინებას ხალხის მიერ ჩადენილი ქმედებები განსაზღვრავს. ხოლო თუ როგორ, ამის გასარკვევად საჭიროა იმის ცოდნა, თუ რა არის ხელმწიფების უნარი და როგორ ხდება ადამიანი მისი მიმღები. რის გასარკვევადაც ისევ და ისევ სამყაროს მთლიანობის პრინციპის გათვალისწინება არის საჭირო და აღნიშვნა იმისა, რომ მატერიალური სამყარო, რომელიც ცის ყინულოვანი თაღებით შემოსაზღვრული ერთმთლიანობაა, არსებობას ინარჩუნებს მასში შემავალ ელემენტთა იმ ფუნქციონალური ქმედებების შესრულების შედეგად, რომელნიც მათ შემქმნელმა ღმერთმა დაუწესა ინდივიდუალურად. ვინაიდან ინდივიდუალურობაში გათვალისწინებულია ის სტრუქტურა, რომელთა მფლობელიც თითოეული მათგანია. რამეთუ ყოველ ნივთიერებას თუ მათ ნაერთს, სათავისო ინსტრუქცია აქვს დადგენილი საარსებოდ. ცხადია მათ რიცხვშია ადამიანიც. რომელიც ამ სამყარული მთლიანობის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილთაგანია. ამიტომაც მისი ფუნქციონალური ქმედებანიც გათვლილია მისი აღნაგობის შესაბამისად ისე, რომ თანამონაწილე იყოს სამყაროს მუშაობაში.
როგორადაც ზემო ხსენებული კანონი იუწყება: მატერიალური სამყაროს სიმყარე დგას კანონზომიერულობის პრინციპზე. რაშიაც იგულისხმება ის, რომ ყოველივე ემორჩილება უმაღლეს ხელმწიფებას. რისი მაგალითიც თავადვე მატერიალური სამყაროა, რომელიც უპირობოდ ემორჩილება მის შემქმნელს; თანახმად კანონისა: „მზე, მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისთვის არიან დადგენილნი – მორჩილები არიან“ (ეპისტოლე იერემიასი 1-59). მოგახსენებთ იმასაც, რომ უფალმა ღმერთმა ეს სამყარო იმგვარ პრინციპზე დააფუძნა, რომ მისი მართვის სადავეები გონიერ არსებებს მიანდო და მათ რიგშია ადამიანიც. რომელსაც სამართავ ობიექტად ერგო დედამიწური გარემო, რომელიც მის საარსებო გარემოდ არის დარეგულირებული და სწორედ მისი ბალანსის შენარჩუნება არის ადამიანთა მოდგმის მისიონური ფუნქციაც. რასაც ადასტურებს კანონი: „უფალმა ადამიანს უბოძა ხელმწიფება მიწიერებაზე“ (სიბრძნე ზირაქის 16-17). რის შესასრულებლადაც მას მიცემული აქვს თავისუფალი ნება. თუმცა აქვე დავძენ იმასაც, რომ თანახმად უმაღლეს ხელმწიფების დამორჩილების კანონის არსებობისა. ადამიანთა მოდგმის ძალაც განსაზღვრულია იმ დონეზე, რომ უნდა დაემორჩილოს მასზე უფრო გონიერ არსებათა მმართველობას.
რაც შეეხება იმ ძალებს, რომელზედაც ახლა ვსაუბრობ, ცხადია მათში იგულისხმება ის ძალა, რომელის ადამიანს ენიჭება სულის კატეგორიის მიხედვით და არა იმით, რასაც ფიზიკური ძალა წარმოადგენს. ახლა სწორედ სულის მიერ მინიჭებულ ძალაზე უნდა ვისაუბრო. რამეთუ იგია განმსაზღვრელი ადამიანის ადგილისა როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებაში და ასევე სამყაროშიც. ამ ძალის ასახსნელად ვერანაირი მეცნიერული ცოდნა ვერ გამოდგება იმიტომ, რომ მეცნიერება, რომელიც ადამიანური ცნობიერების ქმნილებაა, ვერასოდეს მისწვდება იმ ცოდნას, რასაც ამ სამყაროს სათანადო დონეზე შემეცნება ჰქვია. მეტად არ დავკონკრეტდები ამ საკითხზე, რადგან ამის მიხვედრა არ არის ძნელი და ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებადაც ეს ყველამაც იცის. ამიტომ იმ ძალაზე ვისაუბრებ, რომელიც სულისმიერია და სწორედ ის განსაზღვრავს ადამიანის ბედს. მას იმ მხრივად შევეხები, როგორადაც ამას ბიბლია იუწყება და მას სიტყვის ძალად იხსენიებს.
არავისათვის არ იქნება მიუღებელი ის, თუკი აღვნიშნავ იმას, რომ სწორედ ინფორმაციის ცოდნის ფლობის უნარია ის მთავარი რამ, რაც განუსაზღვრავს ადამიანს ადამიანობას. სწორედ ცოდნაა ის ძლიერი იარაღი, რომლის გამოყენებითაც ადამიანი ინარჩუნებს ამ სამყაროში არსებობას. ცოდნის ძალით ირიდებს თავიდან უსიამოვნებებს და უცოდინარობით კი შეხება აქვს მათთან. ცოდნის ძალით შოულობს საარსებოდ საჭირო მატერიალებს და იმკვიდრებს ადგილს საზოგადოებაში. ცოდნის ძალით ახდენს საარსებო გარემოს შეცვლას თავისდა სასიკეთოდ. ხოლო რაც შეეხება ცოდნას, ეს ყველამ იცის, რომ იგი სიტყვათა ერთობლიობის შემადგენლობით მიიღება. მაგრამ სიტყვათა ყველა ერთობლიობა როდი არის ცოდნის სტატუსით შეფასებული. რაც ასევე ცნობილია ყველასათვის. სიტყვათა ერთობლიობა ანუ წყობა, მრავალგვარი ხასიათის არსებობს და მის სახეობას კი ის შინაარსი განსაზღვრავს, რა სახის ინფორმაციასაც ის შეიცავს. ცხადია არ დავკონკრეტდები ამ სახეობების ჩამოთვლაზე, რადგან ეს ისედაც საყოველთაო ცოდნაა. მხოლოდ შევეხები იმ ძალას რასაც სიტყვის ძალა ჰქვია და რასაც ჩვენ გაგების ეფექტად ვიცნობთ.
სიტყვის ძალის თაობაზე წარმოდგენის შესაქმნელად მოვიშველიებ ბიბლიის შემდეგ კანონს: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-1/5). ეს კანონი გასაგებად იუწყება იმას, რომ ეს სამყარო ღმერთმა სიტყვის ძალაზე დაამყარა. ხოლო უფრო მეტად გასაგები რომ იყოს რას ნიშნავს ეს, ამიტომ ამის ახსნას შევეცდები ადამიანის მაგალითზე. როგორც ბიბლია იუწყება ღმერთი ასე ამბობს ადამიანზე: „შევქმნათ ჩვენს მსგავსად და ჩვენს ხატადო“ (დაბადება 1-26). აქ უპირველეს ყოვლისა საკითხავი ის არის, თუ „ჩვენში“ ვინ იგულისხმება და ვის ავალებს ღმერთი ადამიანის შექმნას. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი რამ კი ის არის, რომ საუბარია მსგავსების საკითხზე. აქ უკვე გონიერი ლოგიკაა მოსაშველიებელი და მსჯელობაც მისით უნდა მოხდეს. რაც შეეხება „ჩვენს“, მასში იგულისხმება ანგელოზები. რამეთუ ერთ-ერთმა მათგანმა – „ცისკრის ანგელოზად“ წოდებულმა, ღმერთის მორჩილების ფონზე შესძლო მისი ნების შესრულება და სწორედ სიტყვის ძალისვე გამოყენებით შექმნა ადამიანური სულის გონება. ხოლო მეორე ანგელოზმა კი, თავისი ურჩობითა და ამპარტავნობით მიაღწია იმას, რომ თავისი სული ისე დასცა, რომ მოსწყდა ციურ მიზიდულობას და დედამიწურს დაექვემდებარა. ამ ისტორიას ჩვენ ვიცნობთ ედემელი ადამ-ევას და მათი მაცდუნებელი გველის ამბავის სახით. მოგახსენებთ იმასაც, რომ როცა საუბარია სულთა დაცემასა თუ ამაღლებაზე, ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ ერთი გზით, რაც საკუთარი ნებისა და სიტყვის ძალის გამოყენების ნიადაგზე შესრულებული ქმედებით ხდება. თუ რა და როგორ – ცხადია ამის ცოდნა უკვე მაქვს, თუმც მისი გამჟღავნების დრო ჯერ არ დამდგარა. რადგან მის მიმღებად დადგენილნი არიან ის პიროვნებები, რომელნიც არმაგედონს გადაურჩებიან და რომელთა შეკრებაზეც არის კიდეც მინიშნება ბიბლიაში. აქვე დავძენ იმასაც, რომ ამ ცოდნას არასრულყოფილად ფლობს რელიგიური მიმდინარეობანიც და სწორედ მისი გამოყენებით მიაღწევენ იმას, რასაც მათთმა მმართველმა მიაღწია და რასაც ძალიან მალე იხილავს ყველა. ასევე გაცნობებთ იმასაც, რომ სამყაროს მთლიანობისა და ადამიანის მის შემადგენელ ნაწილობიდან გამომდინარე მისახვედრია ისიც, რომ ამ სამყაროსა და ადამიანის არსებობას ერთიდაიგივე ძალა განსაზღვრავს და იგი სიტყვის ძალაა. ცხადია მისი ძლიერების მაჩვენებელი ინდივიდუალურია სამყაროს შემადგენლობის ელემენტთათვის, მაგრამ სახეობა კი ერთიდაიგივეა. როგორც ეს ადრეც აღვნიშნე, მეცნიერება ამ ძალებს უწოდებს: მექანიკურ, პოტენციურ, კინეტიკურ და სხვა ენერგიებს და მათ ერთმანეთში გადასვლას კი – ენერგიის მუდმივობის კანონს არქმევს. სინამდვილეში კი ყოველივე ესენი თვისებებია იმ ენერგიისა, რომელსაც ბიბლია სიტყვის ძალას უწოდებს და მათი არსებობა თავს იჩენს იმ შემთხვევაში და იქ, სადაც კონკრეტული სახეობის ამოქმედების საჭიროება შეიქმნება. რა თქმა უნდა ამ ცოდნის გაგება ყველას გაუჭირდება. ვინაიდან ადამიანთა ცნობიერება იმ ცოდნით არის გაჯერებული, რომელიც მეცნიერულია და მიღებული არის სამყაროს დანაწევრებისა და არა მთლიანობის ფონზე. ამიტომაც დროდადრო ამოქმედებული ძალის ის თვისებანი, რომელიც მაშინ მოდიან მოქმედებაში, როდესაც ადამიანური ქმედებანი მათთვის დადგენილ ზღვარს სცდება – ადამიანებს სასწაულად მიაჩნიათ და მათ ზებუნებრივ ქმედებად სთვლიან. თუმცა აქ არც სასწაული ხდება და არც უჩვეულო რამ, არამედ ადამიანური სიბრიყვის შორსწასულ ქმედებაზე ხდება სამყაროსაგან რეაგირება. სწორედ ასეთ დროში ვიმყოფებით ახლა და ამიტომაც უწოდა ბიბლიამ დასაბამიდან აქამდე არსებულ საკაცობრიო მოღვაწეობის პერიოდს უმეცრების დროება და ამჟამინდელს კი, მისი აღსასრულის დრო (საქმეები 17-30). რამეთუ ძალიან დაგროვდა ადამიანური სიბრიყვით ჩადენილი ქმედებები, რაც მათ სიბრძნედ მიაჩნიათ. ამიტომაც, თავისთავად მათზე ხდება კიდეც რეაგირება.
კვლავ დავუბრუნდები სიტყვის ძალას და როგორადაც მოგახსენეთ, ადამიანის მაგალითით შევეცდები მასზე წარმოდგენის შექმნას. თუ ვიტყვი იმას, რომ ადამიანში მიმდინარე ყოველგვარი ცვლილება სიტყვებთან ასოცირდება, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ ეს ასეა მაშინ, როცა ადამიანს შია, სწყურია, ცივა ან ცხელა, ანდა რაიმე საქმის შესრულებას გეგმავს და ასრულებს მას. დიახ, ყოველივე ამას შესაბამისი სიტყვებით გამოხატავენ კიდეც და ერთმანეთთან კავშირსაც სწორედ სიტყვების საშუალებით ახორციელებენ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ სიტყვიერად გაგება არის ადამიანური ცხოვრების საყრდენი. თუმცა გარდა ამისა, სიტყვებს უფრო მეტი დანიშნულებაც აქვს ადამიანისათვის, ვინაიდან მისი შინაგანი ორგანოებიც სიტყვის ძალით იმართებიან. რის მტკიცებულებადაც მოგიყვანთ სასიხარულო ან სამწუხარო ინფორმაციის გაგების ეფექტს. როგორ რეაგირებს ორგანიზმი მასზე? გულის აჩქარება, ცრემლდენა, ოფლიანობა, კანკალი, გულის წასვლა და ყოფილა გულის გახეთქვის შემთხვევებიც. თუგინდ შიშის ეფექტი ავიღოთ: საშიში ინფორმაციის გაგებითაც მსგავსი ეფექტებია და მეტიც: თმების აშლა და გათეთრებაც კი, კრუნჩხვების გამოწვევაც. ხოლო ყოველივე ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის სიცოცხლეს განაგებს ის სული, რომელიც მასშია და რომელიც ფუნქციონირებს მასში ჩაწერილი სიტყვების ძალით. რასაც ჩვენ სახელწოდებებად ვიცნობთ. ამ საკითხზეც არის ცნობა ბიბლიაში: რომ ადამიანის გონებაში დაფიქსირებული არის ის სახელები, რომელსაც ედემელი ადამი ანუ ქრისტე უწოდებდა მას (დაბადება 2-19). ეს სახელები კი მან თავისით და უსაფუძვლოდ კი არ მოიგონა, არამედ ისინი მიღებულნი არიან იმ ძალის აღმნიშვნელებად, რასაც ეწოდებიან კიდეც; და მასზე მიახლოებითი წარმოდგენა რომ შეიქმნას, მას შევადარებ რასაც ქიმიური ელემენტების ასო-ბგერებით აღნიშვნა ჰქვია. რომ ავიღოთ მათი ნაერთით შექმნილი ნივთიერება და მასში შემავალი ელემენტების აღმნიშვნელი ასო-ბგერებით შედგენილი სიტყვა ვუწოდოთ სახელად. მართალია ჩვენი აზროვნება ამ სახელით მხოლოდ შექმნილ ნაერთს წარმოიდგენს, მაგრამ გონება კი მხოლოდ ამით არ შემოისაზღვრება. რადგან ის ამ სახელის მიღმა წარმოიდგენს: ამ ნაერთსაც, მის შემადგენლობასაც და იმ თვისებასაც, რაც მან შეიძინა მასში შემავალ ელემენტთა შერწყმით და აგრეთვე შემავალ ელემენტთა თვისებებსაც. აი, ასეთია გონების ფუნქციონირება – განუცალკავებელი სრულყოფილი ინფორმაცია ყოველივესა და ყველაფერზე. ამიტომაც გონების შემადგენლობაში მყოფი სახელები, ყოველნი აღჭურვილნი არიან ძალით და მათი წყობაც ისეა შედგენილი, რომ თანხვედრილია სამყაროს მამოძრავებელი ძალისა. რის გამოც ადამიანში ქმნიან გრძნობებს და ამ გრძნობების საშუალებით ხდება მისი ორგანიზმის მართვაც; და სწორედ მისგან მოდის გაგების ეფექტიც. ამ საკითხზე აქ შევჩერდები, რადგან ეს იმდენად ვრცელი თემაა, რომ მისი დაკონკრეტება ძალიან შორს წაგვიყვანს. თანაც მიმაჩნია, რომ რა ინფორმაციაც წარმოვადგინე, ასე თუ ისე საკმარისი უნდა იყოს სიტყვის ძალაზე წარმოდგენის შესაქმნელად.
როგორადაც უკვე ცნობილია, ადამიანი არის ისეთი არსება, რომელიც მიღებულია სულისა და სხეულის ერთობის გამთლიანებით. ხოლო როცა ეს ერთობა ირღვევა, იქ ადამიანის არსებობაც წყდება. სული ცალკე მიდის თავის საბრძანებელში და სხეული კი გვამად იქცევა და განიცდის ხრწნას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ორივე მათგანში იმ სახის ცვლილებები ხორციელდება, სიტყვის ძალა რა სახითაც ფუნქციონირებადია მათში. სწორედ ამ საკითხზე უნდა ვისაუბრო ახლა, რადგან იგი პირდაპირ კავშირშია იმ უნართან, რასაც ხელმწიფება ჰქვია.
ვინც ჩემგან მოწოდებულ ინფორმაციას ეცნობით, თქვენთვის უკვე ცნობილია ის, რომ ადამიანის გონება მომცველია იმ ინფორმაციისა, რომელიც ამ სამყაროს შემადგენლობის სწორ და ერთადერთ სახელებს შეიცავს და აგრეთვე იმ კანონებისაც, რომელიც ღმერთმა ადამიანს დაუწესა საარსებო ინსტრუქციად. ახლა სიტყვის ძალის ფონზე განვმარტავ იმას, თუ რას ემსახურება ნათლობა. და ეს არის არც მეტი არც ნაკლები გულის შემადგენელი უჯრედების ისეთი წყობის მიღება, რომელიც შეესაბამება სიმართლეს ანუ გონების სიტყვათა წყობას. რამეთუ ადამიანის სხეული ხომ მთლიანად ასო-ბგერული უჯრედებით არის ნაქსოვი და ამიტომაც უწოდებს ბიბლია ადამიანს „წიგნს“ (III ეზრა 20/28). უფრო გასაგებად რომ ავხსნა, ასე მოვიქცევი: მაშასადამე სულის გონებას თავისი ჩანაწერი და კანონები აქვს და ეს არის ჭეშმარიტი სიმართლე და მისით განისჯება ბედისწერა. ხოლო აზროვნებას კი თავისი ჩანაწერი და თავის მიერ დადგენილი სიმართლე. გული კი სხეულისმიერი ორგანოა და ამიტომაც აზროვნება ახდენს მასზე მნიშვნელოვან გავლენას. ამასთანავე გულის უჯრედები იზრდება და ფუნქციონირებს გონების მმართველობით. ნათლობის არსიც სწორედ ეს არის, რომ გულის ჩანაწერი დაუახლოოს გონებისას. რასაც ამოწმებს ბიბლიის ეს კანონი: „აჰა ახალი აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ – ამბობს უფალი. მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში. ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ. ხოლო სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირავი მათთვის “ (ებრაელთა 10-16/18). რაც მოხდა ქრისტეს სულის მქონე პიროვნების სისხლის შეწირვის შედეგად საყოველთაო საკაცობრიო ნათლობის ჩატარებით. რამეთუ „სისხლის დაუღვრელად არ ხდება ჩადენილ ცოდვათა მიტევება“ (ებრაელთა 9-22). ხოლო ქრისტეს სულის პიროვნებას კი ეს შეეძლო იმიტომ, რომ ედემელ ადამად ყოფნობის პერიოდში, მის მიერ მოხდა ადამიანური გონების ჩანაწერის შექმნა. რასაც ბიბლია ასე იუწყება: „მის მიერ შეიქმნა სოფელი“ (იოანე 1-10).
ახლა რაც შეეხება ხელმწიფების უნარს, მასზე მოგახსენებთ შემდეგს: როგორც ცნობილია კაცობრიობას საწყისი აქვს და ცხადია რასაც საწყისი აქვს, მას ბოლოც ექნება. ამ ქვეყნად უმიზნოდ არაფერი შექმნილა და რა თქმა უნდა არც ადამიანთა მოდგმა. უკვე ისიც ცნობილია, რომ ეს მოდგმა გონიერი ადამიანის მისაღებად იქნა შექმნილი და საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობაც ამ პროცესის აღსრულებას ემსახურება. ამჟამად ეს მიმდინარეობა ბოლო სტადიაშია და ეს ნიშნავს ნაყოფის მიღების პროცესის განხორციელებას. აგრეთვე ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანთა მოდგმა კი არ განადგურდება, არამედ მოხდება მათში გონიერების ნაყოფის გამოღება. რითაც საერთოდ შეიცვლიან იმ მენტალიტეტს, რომლითაც აქამდე არსებობდნენ და ახლა კი იგი წამებსღა ითვლის. ეს პროცესი კი სწორედ პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ხელმწიფების უნარის კატეგორიაზე და პირველად კაცობრიობის ისტორიაში, დედამიწაზე ხელმწიფება გადაეცემა ქრისტეს. რადგან მანამდე იყო დაშვება იმისა, რომ აღსრულებულიყო კანონი: „მიეცა მხეცს ხელმწიფება სამოქმედოთ 42 თვეს“ (გამოცხადება 13-5). ცხადია მას შესაბამისი ფაქტობრივი ძვრებიც ახლავს თან და აჰა, ყოველივე თქვენს თვალწინ ხდება კიდეც.
რაც შეეხება ხელმწიფების უნარს, მისი შეძენა ადამიანს მხოლოდ საკუთარი სურვილით არ შეუძლია. რადგან საკაცობრიო გენეტიკა სწორედ გენის გამოყვანის პროცესს ემსახურებოდა და „შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის“ (II კორინთელთა 12-14) – კანონი უზრუნველყოფდა მის აღსრულებას. რითაც მშობელთაგან ნამატი გენი მემკვიდრულად გადადიოდა შვილზე და ასე შემდეგ. თუმცა ნამატიც არის და ნამატიც! რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ის მრავალსახეობანი, რითაც ადამიანები განსხვავდებიან კიდეც ერთმანეთისაგან და ასევე მსგავსნიც არიან ერთმანეთისა – ეს სახიერება იქნება, ხასიათი, ნიჭები თუ მრწამსი, ანუ იგივე რწმენა. რაც არის განმსაზღვრელი სწორედ ხელმწიფების უნარისა. ხოლო როგორც ცნობილია, რწმენა მხოლოდ ორსახეობრივია: ჭეშმარიტი და მისი საწინააღმდეგო. ჭეშმარიტი რწმენა სიმართლეა და ის ყოველთვის იყო და არის ერთნაირი. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტი რწმენის საწინააღმდეგო მცდარ რწმენას, ის კი მრავალმხრივია იმიტომ, რომ მისი საყრდენი სიცრუე არის და ის კი მრავალსახეობრივია. ხოლო გამომდინარე იმ ცნობიდან, რომ აქამდე (იგულისხმება წარღვნის შემდგომი კაცობრიობა. მანამ კი სხვაგვარად იყო) სატანის ხელმწიფების ხანა იყო დაშვებული; მისახვედრია, რატომაც მივიდა კაცობრიობა არმაგედონული მოვლენის მომკის შედეგამდე. აქამდე არსებული კარგი და ცუდი მმართველი – ეს მხოლოდ ადამიანური შეფასების ნაყოფია. ღმერთისმიერი შეფასებით კი ისინი ერთნი არიან, მხოლოდ ზოგნი მეტადაა შენიღბული და ზოგნი ნაკლებად. მათი მმართველობის არსიც ერთიდაიგივეა და ემსახურება ადამიანთათვის სიცრუის სიმართლედ მიღების პროცესს.
ახლა კი ორიოდ სიტყვით სიცრუის თემასაც შევეხები და მას ამ კანონით დავიწყებ: „ეშმაკი ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8-44). ხოლო რაც შეეხება ამ კანონის ახსნას მას კი ძალიან უბრალო ენით შევეცდები, რათა საყოველთაოდ გასაგები იყოს. სიცრუის თაობაზე ყველამ იცის ის, რომ რამდენ ხანსაც არ უნდა სჯეროდეს ადამიანს იგი, მისი ბოლო ის იქნება, რომ არ ასრულდება ფაქტებად. ეს ეხება ნებისმიერი სახისა და კატეგორიის სიცრუეს და ასევე ადამიანის სიცოცხლის უნარსაც. რა შუაშია აქ სიცოცხლისუნარიანობა?! რა თქმა უნდა ეს მასაც ეხება ისევე, როგორადაც ყველაფერს! რამეთუ ეს სამყარო ჭეშმარიტებით განიგება. რასაც ადასტურებს ბიბლიაც: „დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი რბოლით მზე ერთ დღეში გარს შემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა. განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს?! დიახ, დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია. მას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს. ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. ჭეშმარიტება რჩება და მძლავრობს სამარადისოდ. ცოცხლობს და ძალმოსილი არის უკუნითი უკუნისამდე. არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა; არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლობისა და ბოროტის განდევნით. ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეული არის ღმერთი ჭეშმარიტებისა“ (III ეზრა 4-34/40). ხოლო ჭეშმარიტება კი თავისთავად სიმართლეა და სწორედ მასზეა დაფუძნებული სიცოცხლეც. რადგან სული გონებით განაგებს მას და გონება კი სიმართლის მომცველი პროგრამაა. განა სული კვდება მაშინ, როცა ადამიანი გარდაიცვლება?! ცხადია არ კვდება! წინააღმდეგ შემთხვევაში საკაცობრიო გენეტიკის კანონიც ვერ განხორციელდებოდა. რამეთუ სიცოცხლე ღმერთის მიერი ქმნილებაა, ხოლო სიკვდილი კი – არა, არამედ ის დაშვებაა შორსწასული სიცრუის შესაჩერებლად; თანახმად კანონისა: „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგანაც არსებობისათვის შექმნა მან ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და მასთან დამოყვრებულნი დაიშრიტნენ. აღთქმა დაუდეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სოლომონი 1-13/16). ხოლო რაც შეეხება ცოდვას, ნებისმიერი ცოდვის საფუძველი სწორედ სიცრუეა და თუ როგორ, ამას ახლავე ავხსნი. როგორ იღებს ადამიანი ცოდნას? ინფორმაციის გამეორების საფუძველზე არა?! ხოლო შეძენილი ცოდნის მარაგი კი – ნიჭებსა და უნარებს შობს. იმიტომ, რომ სწორედ მიღებული ინფორმაციის ფონზე იზრდებიან და მრავლდებიან სხეულის უჯრედები. ამგვარად ხდება სიცრუის შემთხვევაშიც. სიცრუით საზრდოობა ადამიანს სიცრუის დაჯერების ეფექტს უქმნის და მიზიდულობის კანონის მოქმედების თანახმად, ის ცრუს უფრო ირჩევს, ვიდრე მართალს. სიცრუეს ის თვისებაც ახასიათებს, რასაც მოკლე მეხსიერების ეფექტი ჰქვია და სიცრუის დროთა ხანგრძლიობა ცრუ ადამიანზე იმგვარად მოქმედებს, რომ იგი თავისივე გამოგონილს სიმართლედ იღებს და მისი სჯერა. ყოველივე ეს დღეს სახეზეა მთელი სიძლიერითა და სიცხადით და შედეგიც რაც არის, ამის მნახველიც უკვე ყველაა. რადგან მისი მასშტაბები იმ საზღვრისაა, რომ მსოფლიოს სწვდება. თუმცა სამწუხაროდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც ხდება ეს ყველაფერი ძალზედ მცირედია იმასთან შედარებით, რა სახეობის საყოველთაო მოვლენების განვითარებასაც დღე-დღეზე ექნება ადგილი.
აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ლოცვის შესახებ. რა არის ლოცვა და რატომ არის ის სხვადასხვა შედეგის გამომღები პიროვნებათა მიმართ. ანუ ვისი ლოცვა აღწევს ღმერთამდე და ვისი არა?! თავად ლოცვის შინაარსი, სიტყვათა ის ერთობლიობაა, რომელიც დალაგებულია ისე, რომ იგი ასრულებს ერთგვარი ხიდის როლს აზროვნებასა და გონებას შორის, ანუ ადამიანსა და ღმერთს შორის. მაგრამ ამ ხიდის გადავლა ყველას როდი შეუძლია, არამედ მხოლოდ იმას, ვის სიმძიმესაც ხიდი გაუძლებს და არ ჩატყდება. ხოლო რაც შეეხება სიმძიმესა და სიმსუბუქეს, ის კი ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა-მადლით განისაზღვრება. რაც პირდაპირ დამოკიდებულებაშია იმაზე, ნაბიჯები სიმართლით არის გადადგმული, თუ სიცრუით. აი, სწორედ ამაშია დიდი უბედურება, რომ როცა ადამიანს სიცრუე სიმართლედ აქვს მიღებული, ის თამამად დგამს ამ ნაბიჯებს და როცა შესაჩერებლად გაუმართლებლობას აღწევს საქმეში; იმის მაგივრად, რომ საკუთარ ქცევაში ეძიოს მიზეზი, სხვებს ადანაშაულებს და მათ განიკითხავს. რითაც უფრო იმძიმებს თავს. სამწუხაროდ ასეთია რეალობა და ამიტომაც სხვა გამოსავალი არ არის კაცობრიობის გადასარჩენად, თუ არა აღსრულება კანონისა: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდაო“ (მათე 24-22). გაცნობებთ იმასაც, რომ ღმერთის მიერ დადგენილ კანონს როცა სააღსრულებლოდ დადგენილი დრო დაუდგება, მისი ასრულება გარდაუვალია და მას როგორც შეცნობილად შემსრულებელი, ასევე შეუცნობლად შემსრულებელთა მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს. გაუწყებთ იმასაც, რომ ამ კანონის შემთხვევაში შეუცნობელ შემსრულებლებს წარმოადგენენ ისინი, ვინც თავს ღვთის მსახურ სულიერ მოძღვრებს უწოდებენ და სინამდვილეში კი ეშმაკს მინდობილნი, მის სიცრუეს სიმართლედ ღებულობენ. ისინი დღე და ღამეს ასწორებენ ლოცვაში. რადგანაც რაღაც ცოდნა აქვთ მის თაობაზე იმაზე მეტი, ვიდრე ეს სხვებმა იციან. თუმცა ეს ცოდნა ტყუილ-მართალის ნაზავია მხოლოდ და ამის გამო მისი არსებობის ხანგრძლიობის დროც მეტი იყო სხვა კატეგორიის სიცრუებთან შედარებით. ამჟამად კი შეუცნობლად თავადვე აჩქარებენ ამ დროის გასვლას. ამიტომაც რასაც ელიან, მის საპირისპიროს უკვე მიიღებენ კიდეც და მისი მხილველიც სრულიად მსოფლიო მოსახლეობა იქნება!!!
მე კი ვეცდები რაც შეიძლება უმოკლეს დროში შევძლო მოწოდება იმ კანონებისა, რომელნიც იუწყებიან იმას, რომელი ცოდვის სანაცვლოდ რა მისაგებელია ბედისწერაში. რომ მსურველებმა მის ფონზე შესძლონ საკუთარი ცოდვების შეცნობა და მონანიება. რამეთუ მოახერხონ ის, რომ უფლის მიერ დადგენილ ბედისწერის განსჯისაგან დაიმსახურონ „არმაგედონული“ ადგილებიდან გამორიდება (გამოცხადება 16-16,17).