რა არის ჭეშმარიტი რწმენა
„ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი“ (იგავები 11-14)
„ვინც არ ცდილობდა ცოდნით ჰყოლოდა ღმერთი, ისინი ღმერთმა გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად. ამიტომ აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით. სავსენი შურით, მკვლელობებით, შუღლით, ვერაგობითა და უზნეობით. ცილისმწამებელნი, შეურაცხმყოფელნი, მკვეხარანი, ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ; მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ“ (რომაელთა 1-28/32). აი, როგორ ცნობას იუწყება ბიბლია იმ „მორწმუნეების“ შესახებ, რომლებიც რწმენას ღებულობენ სათანადო ცოდნის მიღების გარეშე. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ცოდნით ღმერთის რწმენის მიღება, მის განსამარტავად საჭიროა წამძღვარება იმ ცოდნისა, რომელიც ადამიანურ ფენომენს ეხება და ის შემდეგია: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულიერებითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4-24) და „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის დაწესებულ კანონებს“ (I იოანე 5-3).
როგორც ხედავთ ბიბლია იუწყება იმას, რომ ღმერთმა ადამიანი ისეთ არსებად შექმნა, რომელსაც მისცა გონების პროგრამის მომცველი სული. რომელი პროგრამაც წარმოადგენს იმ კანონებს, ბიბლიაში სიბრძნეთა სახით რომ არიან გაფანტულნი. ამიტომ სწორედ ამ კანონთა დაცვა-არ დაცვის თანახმად განისჯება ადამიანის ბედისწერა გონების მიერ. რაც შეეხებათ იმ კანონებს, რომლებიც ბიბლიის სიბრძნეებია და რომელთა შესახებაც ასეთ ცნობას იძლევა იგი: „აღასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. აღასრულეთ ისინი და იცხოვრებთ ქვეყანაზე მშვიდად. გამოსცემს მიწა თავის ნაყოფს და ჭამთ მაძღრისად და იცხოვრებთ მშვიდად მასზე“ (ლევიანები 25-18,19) – მათი დაცვა არის აუცილებელი საიმისოდაც, რომ ადამიანმა ჭეშმარიტი რწმენა მიიღოს. ეს კანონები კი თავის მხრივ მიღებულნი არიან: არ იცრუო, არ იქურდო, არ იმრუშო, არ კაც ჰკლა, პატივი ეცი მშობლებს – ამ მცნებათა კომბინაციური რაოდენობების ნაერთებით. რადგან ადამიანური გრძნობებიც ამ მცნებათა დაცვა-არ დაცვით არიან მიღებულნი, კერძოდ:
144 000 სიცრუით ყალიბდება თაღლითობის უნარი.
144 000 სიმართლით კი – სამართლიანობისა.
144 0002 სიცრუით – ქურდობის უნარი.
144 0002 სიმართლით კი – გულმოწყალებისა.
144 0003 სიცრუით – მრუშობის უნარი.
144 0003 სიმართლით კი – პატიოსნებისა.
144 0004 სიცრუით – უსინდისობის უნარი.
144 0004 სიმართლით კი – სინდისისა.
144 0005 სიცრუით – ამპარტავნების უნარი.
144 0005 სიმართლით კი – თავმდაბლობისა.
144 0006 სიცრუით – ანგარებიანი ეგოიზმის გრძნობა.
144 0006 სიმართლით კი – უანგარო სიყვარულის გრძნობა.
144 0007 სიცრუით – კაცთმოძულეობის გრძნობა.
144 0007 სიმართლით კი – კაცთმოყვარეობის გრძნობა.
ყოველივე ზემო თქმულიდან მისახვედრია, რომ ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც არის შემკული ნამდვილი სიყვარულის გრძნობით. ვნახოთ რა თვისებების მქონეობა ახასიათებს ნამდვილ სიყვარულს: „სიყვარული სულგრძელია. სიყვარული ქველმოქმედია. არ შურს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (I კორინთელთა 13-4/13). „სიყვარული სრულქმნილების კავშირია“ (კოლოსელთა 3-14).
ახლა კი ბიბლიის მეშვეობით შევიტყოთ ის, თუ რატომ იმკის ადამიანი ღვთის რისხვას: „არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელია რომ დევნის მუდამ ღვთის მიერ დაწესებული კანონების შემლახველს“ (სიბრძნე სოლომონის 14-30,31). ე.ი. ადამიანის აზროვნება განიდევნება საკუთარ სხეულში მყოფი სულის გონებისაგან მაშინ, როცა მას არ გააჩნია ჭეშმარიტი რწმენა – რამეთუ რწმენის ჭეშმარიტება მხოლოდდამხოლოდ კანონთა დაცვის საფუძველზე დგას! სხვა დანარჩენ შემთხვევაში არსებული რწმენა არ არის ჭეშმარიტი და იმ შემთხვევაში კი, როცა ის მიიღება მხოლოდ სიბრძნეთა გაზეპირებით – ასეთი რწმენა ფანატიკურია მხოლოდ და მას ძალიან დიდი ზიანის მოაქვს საზოგადოებისათვის.
უფრო დავაკონკრეტებ ჭეშმარიტ და ფანატიკურ რწმენათა განმასხვავებელ ნიშნებს: ჭეშმარიტი რწმენის მქონე ადამიანში ნამდვილი სიყვარული მყოფობს. ამიტომ ის სამართლიანია და სიმართლის მოყვარული. გულმოწყალეა, კეთილმოუბარი. არავის განიკითხავს. საკითხს არ შეაფასებს ისე, თავიდან ბოლომდე კარგად თუ არ შეისწავლა. არ მრისხანებს. მისი სიტყვები მუდამ გულწრფელია. არ თვალთმაქცობს. ვერასოდეს იცხოვრებს ფუფუნებით იმიტომ, რომ რაცა აქვს ყველას უნაწილებს, ვისაც კი მისწვდება ისეთს, რომელსაც შეწევნა სჭირდება. ასეთი ადამიანი ჯერ იმათზე ზრუნავს, ვისაც დახმარება ესაჭიროება და შემდეგ საკუთარ თავზე – იმიტომ, რომ მას სხვანაირად არ შეუძლია!!! თავმდაბალია და უბრალო, მშვიდი და გაწონასწორებული. ხოლო ყოველივე ამის ფონზე ის იმითაც ამოიცნობა, რომ ღმერთი მხოლოდ ასეთ ადამიანს აჯილდოებს სიბრძნის მიღების უნარით.
ახლა კი სიბრძნეზეც უნდა მოგახსენოთ და ამის აუცილებლობას ვხედავ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ხალხი ბრძენს უწოდებს იმას, ვინც ეშმაკური ხრიკებითა და სატანისაგან მიღებული ცოდნით არის აღჭურვილი; ანუ როგორ უნდა გამოირჩეს ღვთისაგან ბოძებული ცოდნის მიმღები მისგან, ვინც სატანისაგან მიღებული ცოდნის მქონეა და ვისაც მრავალშრიანი ნიღბით აღჭურვილი ფარისევლობის თვისება აქვს შესისხლხორცებული. ვნახოთ როგორ განმარტავს სიბრძნეს ბიბლია: „სიბრძნე არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა თავისი მიზეზებითურთ. სიბრძნის სახეობანია: გონივრული განსჯა, სამართლიანობა, სიმამაცე და თვითდაოკება. უმთავრესი კი მათში გონივრული განსჯაა, რომლის წყალობითაც ვნებებს სძლევს გონება (IV მაკაბელთა 1-15/30). „სიბრძნე ამოურწყავი საგანძურია კაცთათვის და მისი მომხვეჭელნი ღმერთს უმოყვრდებიან განსწავლის ნიჭის წყალობით“ (სიბრძნე სოლომონისა 7-14). „სიბრძნეში განსწავლულობით ყოველივეს შეცნობაა შესაძლებელი: დაფარულისაც და გაცხადებულისაც. სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტება“ (სიბრძნე სოლომონისა 7-15/30).
ე.ი. ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენა შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდდამხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც შემკულნი არიან იმ თვისებებით, რომელნიც ნამდვილი სიყვარულის ძალას ახასიათებს და ამასთანავე ისინი უნდა იყვნენ სიბრძნის მფლობელებიც! როგორც წარმოდგენილი ცნობებიც იუწყებიან კიდეც, სიბრძნის ფლობა მარტო ღვთიურ სიბრძნეთა გაზეპირებას არ გულისხმობს, არამედ საჭიროებს მათ სიღრმეებში წვდომას. რისი მიღწევაც შეუძლებელი არის გონივრული განსჯის გარეშე. რომელი განსჯაც სიბრძნეთა ასახსნელად აუცილებლად მოითხოვს მეცნიერული ცოდნის გამოყენებას. რათა ახსნა-განმარტებანი იმ დონეზე უნდა შესრულდეს, რომ მისი სისწორე რეალურ ფაქტთა მაგალითების მოშველიებით იქნას გამყარებული.
ახლა კი მივუბრუნდები იმ სამწუხარო რეალობას, რომლის დადგომის თაობაზე არაერთი გაფრთხილება გამომიქვეყნებია წინა წლებში და რომელიც უკვე ყოველდღიურად ხდება საქართველოში, ხოლო მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში კი იშვიათად. რამეთუ ამ პროცესის წარმოშობის საფუძველი პირდაპირ კავშირშია რწმენის ჭეშმარიტებასთან, ამიტომ გაჩუმება არ შემიძლია და არც შეიძლება რომ არ განვაცხადო სიმართლე. ვინაიდან მის არ ცოდნას ეწირება ერის მომავალი თაობა. საუბარია ბოლო ხანს მოხშირებულ იმ მკვლელობებზე, თვითმკვლელობებზე, უბედური შემთხვევებით გამოწვეულ და ჯანმრთელობის დამძიმების მხრივ უეცარი სასიკვდილო მდგომარეობის შექმნით გამოწვეულ გარდაცვალებებზე, რომელთა სერიებსაც საქართველოში დასასრული არ უჩანს. მინდა ყოველგვარი შელამაზების გარეშე მოგახსენოთ ის სიმართლე, რისი გაცხადებაც ვიცი, რომ მღელვარებას გამოიწვევს და ამიტომ არც ჩემთვის არის სასიამოვნო მასზე საუბარი. მაგრამ ამას აუცილებლობა მოითხოვს, ვინაიდან სინამდვილის წინაშე ყველა უძლურნი ვართ და თუკი არ ვინებებთ მასთან თვალის გასწორებას, ამით მხოლოდ დავზარალდებით და მეტს ვერაფერს მივაღწევთ. რადგან ეს რაც ხდება, ღვთის რისხვის მომკაა და ფაქტი სახეზეა, რომ მისი მასშტაბებიც იმატებს და არ მინდა იმაზე ხმამაღლა საუბარი, თუ რითი დასრულდება ყოველივე, თუკი დაუყოვნებლივ არ მოხდება ერის გამოფხიზლება. თუ რა არის ყოველივე ამ სასჯელთა საფუძველი, მე მის შესახებ მოგახსენებთ. რადგან როცა საფუძველი არსებობს, განაჩენის აღსასრულებლად უშუალო მიზეზები ყოველთვის მოიძებნება! სათქმელს კი იმ კანონებით გეტყვით, რომლითაც ბედისწერა განსჯის:
„იმიტომ განიდევნება ჩემი ერი, რომ სიბნელეს სინათლედ თვლიან და სინათლეს სიბნელედ. გამოსულელდნენ და თავი კი ბრძენი ჰგონიათ“ (ესაია 5-13,20). ამ კანონის აღსრულება დგას დღეს დღის წესრიგში მთელი სიმწვავით; და მთელი სიმწვავით იმიტომ, რომ „გატიალების სიბილწე დადგა წმინდა ადგილას“ (მათე 24-15). რატომ მაინცდამაინც ქართველებში?! მასზე მოგახსენებთ შემდეგს: ღმერთის მიერ ერთა შორის სხვაობანი ენობრივი ნიშნით განისაზღვრება მხოლოდ. ამჟამინდელი ქართული კი არის ის ენა, რომელზედაც ბიბლიაში არის ცნობა, რომ დასაწყისში „მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა ჰქონდა“ (დაბადება 11-1) და „არაფერი არ არის ახალი მზის ქვეშ. არის რაღაც, რაზედაც იტყვიან ახალიაო, მაგრამ იგი უკვე იყო იმ საუკუნეებში, ჩვენამდე რომ იყო“ (ეკლესიასტე 1-9,10). ამის დასტურია ისიც, რომ ამ ენით უნდა გაცხადებულიყო დასაბამიდან მოყოლებული დაფარულში მყოფი ჭეშმარიტება „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით. სწორედ ამ ენით მოფიქრალ ერის შემადგენლობაში იმყოფებიან იმ იუდეველთა შთამომავალნი, რომლის წარმომადგენელიც იყო იესო ნაზარეველი. აი რას აცხადებს მათზე უფალი: „რა არის იუდეველის უპირატესობა? – დიდია უპირატესობა ყოველნაირად! პირველ ყოვლისა მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2). ამიტომაც ბედისწერის განაჩენი ასეთია: „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-1/11). ყოველივე ეს კი ნიშნავს იმას, რომ საკაცობრიო ეპოქიალური ცვლილებანი ამ ერით იწყება!!! ვინაიდან და რადგანაც მათ გენშია გრძნობათა ის მაქსიმალური დონე, რისი არსებობის შემძლეობაც ადამიანისათვის არის დაშვებული. აქვე მინდა კომენტარი გავაკეთო ტერმინ „გამოსულელებისა“ და „ბრიყვის“ განმარტებაზე. ღმერთის საზომით მათი შეფასება განსხვავდება იმისაგან, რასაც ჩვენ ადამიანები ვგულისხმობთ. აი რას წერს ბიბლია მის შესახებ: „ბრიყვი არის ის, ვისაც სიბრძნე აკლია მხოლოდ“ (სიბრძნე ზირაქის 19). ანუ ღმერთის შეფასებით: ბრიყვი შეიძლება იყონ ნიჭიერიც, კარიერაში დიდი წარმატების მიმღწევიც, ან მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი პიროვნებაც – მაგრამ განრიდებული სიბრძნეს.
ახლა კი დავუბრუნდები იმ სამწუხარო რეალობას, რაც საქართველოში ხდება და ხალხი შველას სპეციალისტებისაგან ითხოვს. რაზედაც მოგახსენებდით იმას, რომ ისინი ვერ გადაჭრიან ამ პრობლემას, რადგან მათი ცოდნის დონე მოვლენათა ახნის მხოლოდ სწორ პასუხთა ცოდნით შემოისაზღვრება. მაგრამ წარმოშობილი პრობლემა რომ ამოიძირკვოს, ამისათვის კი საჭიროა ჭეშმარიტი პასუხის ცოდნა, რომელიც თავისთავად სწორი პასუხის მომცველიცაა! თუ რას ნიშნავს სწორი და რას ჭეშმარიტი პასუხი, ამის განმარტებას შევეცდები მაგალითის მოშველიების ფონზე. რისთვისაც განვიხილავ ასეთ შემთხვევას: როცა ადამიანი გაივლის აივნის ქვეშ, ამ დროს აივანი ჩამოინგრევა და გახდება მიზეზი ამ ადამიანის სიკვდილისა. ეს შემთხვევა შეფასებულია უბედურ შემთხვევად, რომლის გამოწვევისათვის სწორი პასუხი არის იმ მიზეზთა პოვნა, თუ რატომ ჩამოინგრა აივანი. მაგრამ ბედისწერის მიერ ადამიანისათვის უბედური შემთხვევის გამოტანას, საფუძლად უდევს სამყაროს კანონთა დაუცველობა; და სწორედ ამ კანონთა დარღვევის მეშვეობით უდგინდება ადამიანს საბედისწერო განაჩენიც და მის შესასრულებლად საჭირო მომენტში, საჭირო ადგილას ყოფნა. აი ამის გარკვევა არის უბედური შემთხვევის დასადგენი ჭეშმარიტი პასუხი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს მატერიალური სამყარო მკაცრად დადგენილ კანონზომიერულად ფუნქციერებადია ისე, რომ მასში გამორიცხულია რაიმე შემთხვევითობას ჰქონდეს ადგილი!!!
სწორედ იმ ჭეშმარიტ პასუხზე უნდა მოგახსენოთ ახლა, რომელიც არის საფუძველი იმისა, რა უბედურებანიც საქართველოს ატყდება თავს და თუკი არ მოხდება მისი აღმოფხვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან, ძალიან ცუდი დასასრული ექნება ყოველივე ამას!!! და არც იმას დავფარავ, რომ წინმსწრები ნიშნებიდან გამომდინარე მისახვედრია ის, რომ დასასრული არცთუ ძალიან შორს არის უკვე. ხსენებული ჭეშმარიტი პასუხი რომ წარმოვადგინო, ამისათვის საჭიროა გადმოგცეთ ის ცოდნა, რაც ნათლისღებას ეხება. „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“(I პეტრე 3-21). კეთილი სინდისი, ცოდვების მიტევების შედეგად განწმენდილი სინდისია. ღმერთისთვის მისი შეპირება კი, ცოდვის გზისაკენ მიმავალი კარის ჩაკეტვა. რაც რომ იესო ქრისტემ გააკეთა საკუთარი სისხლის გაღებით და კაცობრიობას გადაუკეტა წინაპართა მიერ განვლილი ცოდვიანი გენის მიმართულება. სხვაგვარად ამ ქმედებას, იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობისათვის სულიწმიდით ნათლისცემა ჰქვია. ხოლო ყოველივე ეს თუ რას ნიშნავს კარგად რომ იქნას გაგებული, ამიტომ საჭიროა იმის ცოდნა, თუკი როგორ მიმდინარეობს სულთა რეინკარნირება. აქ ძალიან მოკლედ მოგახსენებთ მასზე: სული კოსმიური ველის ის წილია, რომლის მიზიდვის უნარითაც არის აღჭურვილი ადამიანის სხეული იმიტომ, რომ იგი მისი დაყოფით არის ნაწარმოები. გაყოფით დანაწევრებამ კი უხილავისაგან ხილული წარმოშვა იმგვარად, როგორც თესლისაგან წარმოიშვება მცენარე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ხილულია, ჩვენი თვალი მხოლოდ მცენარეს ხედავს, თესლისაგან წარმოქმნილ ფესვს კი ვერა იმიტომ, რომ ის მისი ხედვისათვის დაფარულ ზონაში მდებარეობს. სწორედ ამის მსგავსია ჩვენი თვალთახედვის დამოკიდებულება ჩვენივე სხეულისა და სულის მიმართ. განსხეულებამ კი თავისთავად მოითხოვა საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი პროგრამა და სწორედ ამ დატვირთვის მქონეა ადამიანური აზროვნებაც. თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ როგორც ხე ვერ იარსებებს ფესვის გარეშე, ასევე სხეული თავისი ფესვის – სულის გარეშე და ამიტომაც აზროვნების პროგრამის განკარგვაც ხდება სულის პროგრამის, ანუ გონების მიერ. რაც თავის მხრივ გულისხმობს აზროვნებითი აღქმისათვის სამმაგი საზომის არსებობის აუცილებლობას: პირადულის, საზოგადოებრივისა და მთელი სამყაროს მომცველობითის. მაშასადამე ადამიანს დაბადებითვე ეძლევა აზროვნება სუფთა შეუვსებელი სახით სათაურით „აღუ“, ანუ „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“. რისი შევსებაც გულისხმობს ადამიანის მიერ განვლილი ცხოვრების კადრების აღწერას. საამისოდ კი ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება და გრძნობათა ორგანოები, რომლის განმკარგველიც გონებაა და მათი ფუნქციონირება კი მთლიანად დამოკიდებულია იმ კანონთა დაცვაზე, რომელი კანონებიც ღმერთმა ადამიანს დაუწესა, გონებაში ჩაუდო და ბიბლიის სიბრძნეთა სახითაც წარმოუდგინა სულიწმიდის ძალით აღძრულ პიროვნებათა ხელით.
ახლა კი ამ კანონთა არ დაცვის შედეგებზე მინდა გესაუბროთ: რადგანაც ადამიანს მიცემული აქვს თავისუფალი ნება საიმისოდ, რომ ეს კანონები როგორც უნდა იმ დონით დაიცვას; ამიტომ მათ დაუცველობაზე ლიმიტია დაწესებული. ვინაიდან მათი დაცვაა საყრდენი იმ გრძნობებისა, რომელთა დანიშნულებაც ორგანიზმის ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფაა. ამიტომ ამ დადგენილი ზღვრის მიღწევა ხის მოჭრის ტოლფასია და მის გამო დგება სულისა და სხეულის გაყრის აუცილებლობა, ანუ სიკვდილის მდგომარეობა. მოგაწოდებთ ამ სქემას სიცრუის ზღვრული საზომით მხოლოდ, რადგან დაწვრილებით ეს საკითხი უკვე განხილული მაქვს წიგნებში, რომელთა ნახვაც ამავე საიტზე შეგიძლიათ. ე.ი. სიკვდილის დადგომას იწვევს:
ინდივიდუალური კატეგორიის სიცრუის (144 000 + 144 0002 + 144 0003) რიცხვის შესრულება.
პროფესიული კატეგორიის სიცრუის (144 0004 + 144 0005 + 144 0006) რიცხვის შესრულება.
ღმერთისადმი ცრუ რწმენის (144 0007) რიცხვის შესრულება.
მოგახსენებთ იმასაც, რომ ღმერთისადმი რწმენის რიცხვის შესრულებაში არის კატეგორია, რომლის მიხედვითაც სასიკვდილო განაჩენი შვილზეც ვრცელდება; თანახმად კანონისა: „მამის ნაჭამმა მკვახე ხილმა შვილს მოჰკვეთა კბილი“ (იერემია 31-29).
ახლა კი სულის რეინკარნირების თაობაზე გიამბობთ. რა თქმა უნდა საკაცობრიო გენეტიკა იმიტომ არ დაუდგინა ღმერთმა ადამიანებს, რომ სიცრუის რიცხვის ზრდით სიკვდილი ეპოვნათ. საკაცობრიო გენეტიკა იმიტომ იქნა დადგენილი, რომ აზროვნება გამყარებულიყო იმ გრძნობათა ძალის მეშვეობით, რომელთა სიძლიერესაც კეთილი ნიჭები უზრუნველყოფთა და რომელთა მიღების გზაც ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დაცვაა. ვინაიდან ამ კანონთა დაცვა დამყარებულია სიმართლის რიცხვზე; რასაც ბიბლია ამოწმებს ამ ცნობით: „რიცხვი ადამიანისაა“ (გამოცხადება 13-18). ამიტომ თავისუფალი ნების არსებობა თავისთავად გულისხმობს სიცრუის რიცხვის დაშვებასაც. ხოლო თავისუფალი ნების დართვა კი გამოწვეული იქნა გამოსაცდელი ობიექტისათვის. ვინაიდან გამოცდა და გაწვრთნა მის გარეშე შეუძლებელია!!! რადგანაც ნაყოფ „გონიერი აზროვნების“ მიღებას ერთი თაობა ვერ ეყოფოდა, ამიტომ დადგენილი იქნა საკაცობრიო გენეტიკა, რომელიც გაითვალა 1000 გენურ თაობაზე; მის განსახორციელებლად საჭირო დრო კი – 10 000 წელზე. რასაც ამოწმებს ბიბლიაც: „უფალს ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა რომ დაადგინა 1000 თაობამდე“(ფსალმუნები 104-8). თუმცა ეს 1000 თაობა პირდაპირი მნიშვნელობით ათვლილ 1000 თაობას არ ნიშნავს, არამედ სიმართლის რიცხვის მქონეთა გენის თაობაზეა ათვლა განსაზღვრული.
რაც შეეხება საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობას, რომელიც მართალია მიმდინარეობს თაობათა ცვლით – მაგრამ ის უწყვეტი პროცესია იმიტომ, რომ სული არ კვდება, არამედ რეინკარნირდება და რეინკარნაციის მიზეზიც იმაში მდგომარეობს, რომ მისით ხდება წინაპართა ნაგროვები ცოდვა-მადლის ანუ იგივე სიცრუე-სიმართლის რიცხვის შენახვა. ხოლო რაც შეეხება სხეულს, ის შექმნილია იმ ჩანაწერის შესაბამისობით, რომელი რიცხვის მომცველიც იყო მამის სპერმატოზოიდი, თუმცა დედის კვერცხუჯრედის რიცხვის შესაბამისობით ხდება ნაყოფის შენება და მას ასრულებს დედის სული. ამიტომ იმისათვის რომ განაყოფიერება მოხდეს, საჭიროა მეუღლეებს შორის სათანადო შესაბამისობა და თუკი წყვილი უშვილოა, ამის შველა შეიძლება მხოლოდ ერთი გზით: მათ უნდა გაითავისონ ის, თუ რა ქმედებები ჩაიდინეს ისეთი, რაც მათ სწორი ეგონათ და სინამდვილეში კი ასე არ არის. ამისათვის კი კანონთა ცოდნაა აუცილებელი. შემდეგ კი მონანიება ამ საქციელებისა და მათი ჩადენისადმი უარის თქმა. თუკი ეს ასე მოხდება, მათ შვილი აუცილებლად მიეცემათ!!!
ახლა კი იმას მოგახსენებთ, თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ და ეს მის გარდა არავის შეეძლო იმიტომ, რომ მხოლოდ ის იყო იმ სულის მფლობელი, რომლიდანაც ნაწარმოები იქნა სხეული; ანუ ქრისტეობა ნიშნავს კაცობრიობის ფესვის მომცველი გენით აშენებული სხეულის ანუ სხვანაირად რომ ვთქვა: სიმართლის რიცხვის მომცველი გენის მქონე სხეულის მქონეობას. რადგანაც სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება. ამიტომ ძველი აღთქმის დროს ჩატარებული ნათლობები ვაცთა და ზვარაკთა სისხლის დაღვრაზე იყო დამყარებული. მაგრამ კაცობრიობის მიერ სიცრუის რიცხვის ზრდამ უკვე გენეტიკა იმ დონეზე გადააგვარა, რომ საჭირო გახდა სიცრუის ზღვრის დარეგულირება, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი საშუალებით: საკაცობრიო ფესვის მქონე სხეულის მფლობელი პიროვნების სისხლის მეშვეობით. ამიტომაც გახდა საჭირო ქრისტეს შესატყვისი სხეულის შექმნა და ცნობილია, რომ ეს იმათი ჩარევით მოხდა, ვინც ადამიანური უჯრედები გამოიყვანა ლაბორატორიაში და ეს არ მომხდარა დედამიწაზე. ამიტომაც უწოდებს ბიბლია იესოს ნაადრევად მოსულს (მათე 8-29) და ამიტომ არის აუცილებელი ის, რომ ის საკაცობრიო გენეტიკის მიმდინარეობის შედეგად მეორედ აუცილებლად მოვიდოდა!!!
მაშასადამე იესო ქრისტე მოვლენილი იქნა იმ მიზნით, რომ მას საკაცობრიო ნათლისღება მოეხდინა. რაც იმას გულისხმობს, რომ მისი საკუთარი სისხლის მსხვერპლად შეწირვით დაიწნეხა მძვინვარების მარცვალი (გამოცხადება 14-19); როგორც ამას ბიბლია უწოდებს სიცრუის რიცხვის მატერიალურ წარმონაქმნს. რის შედეგადაც იესო ქრისტეს შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს დაბადებით ეძლევა სული, რომელშიდაც სიცრუის რიცხვის გენი დაბლოკილია; ანუ ნათლისღებული სული და ნათლია კი ქრისტეა.
ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, თუ რას ემსახურება ის ნათლობები, რომელსაც ადამიანები ასრულებენ რელიგიათა თუ რელიგიურ სექტათა შთაგონებით. ჯერ ერთი, ღმერთი ერთია და მისთვის მიკერძოება არ არსებობს. ამიტომ მან საერთო კანონები დაუდგინა ყველა ადამიანს. რადგანაც ასევე მის მიერ არის დადგენილი თავისუფალი ნებაც, ამიტომ ადამიანს აქვს უფლება იმისა, რომ უარი თქვას ქრისტეს ნათლიობაზე და მის მიერ სულიწმიდის მადლით ნაბოძებ ნათლისღებაზე. სწორედ ამას სჩადიან ადამიანები იმ ნათლობების რიტუალებით, რომელსაც მათ სასულიერო პირები უტარებენ. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ ქმედებით ხდება დაბლოკილი სიცრუის რიცხვის გენის აღდგენა.
გთხოვთ ყურადღებას! ვინაიდან და რადგანაც ამჟამად კაცობრიობა ბოლო ჟამში იმყოფება, ამიტომ ამ რიცხვის გენის აღდგენა მეტად საშიშია იმიტომ, რომ მისი სისავსე ზღვართან ძალიან ახლოსაა და შესაძლებელია, რომ ერთი ცრუ ქმედების ჩადენამაც კი გამოიწვიოს სასიკვდილო შედეგი. აი ეს არის მიზეზი იმ გახშირებული სიკვდილიანობისა, რომელიც ვლინდება უბედური შემთხვევების, ჯანმრთელობის უეცარი დამძიმების, მკვლელობების, თვითმკვლელობების და საერთოდ ერთი შეხედვით უმიზეზოდ გარდაცვალებების ფონზე. ეს პროცესი შეუქცევადია და თანდათან უფრო მოიკრებს ძალას, ვინაიდან ადამიანებს არაფერი შეუძლიათ ღმერთის დადგენილების წინააღმდეგ!!! გამოსავალი არის თუ არა?! არის და ის ერთადერთია!!! სასწრაფოდ მოძიება სათანადო ცოდნისა, სიმართლის მიღება და საქმით მონანიება ცოდვებისა და არა მხოლოდ მარტო სიტყვებით.