ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც თავი ბოროტად მიიჩნიოს. მაგრამ უამრავია, ვინც მუდამ საკუთარი კეთილობის წარმოჩენას სცდილობს. თუმცა ბოროტებანი მაინც ძალიან ხშირად ხდება კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამის გამო არც სრული ბედნიერი ცხოვრებით განუვლია ვისმეს თავისი არსებობის წლები. სამყაროს კანონი კი გვეუბნება: რომ „რაც გვემართება, ჩვენი უკეთური საქმეების გამო და ჩვენი დიდი ცოდვებისათვის გვემართება“ (II ეზრა 8-83). მაშასადამე, ვინაიდან სრულყოფილ ბედნიერებამდე მიღწეული ცხოვრებით ჯერ არავის უცხოვრია ამ ქვეყნად, ეს დასტური ყოფილა იმისა, რომ უცოდველი არავინ არის! ხოლო ცოდვების ჩამდენნი კი კეთილები ვერ იქნებიან! თუმცა ფაქტია, რომ ადამიანი ამგვარ მსჯელობას გაურბის, რათა არ შეიცნოს თავისი არაკეთილობა. ამიტომაც მას ამ ქვეყნად მასზე აღმატებული არავინ ჰგონია. დაეპატრონა რა დედამიწას, დააწესა თავისი აზროვნების გათვლით მიღებული კანონები, რომელნიც მართალია მას სწორად მიაჩნია, მაგრამ სინამდვილეში კი ისინი არ შეესაბამებიან იმ ჭეშმარიტ კანონებს, რომელთა შესრულებაც ღმერთმა ადამიანებს დაუწესა – გამომდინარე იქედან, რომ მან სწორედ ამ კანონებზე დაამყარა ბედისწერის განგება.
საინტერესოა და საფუძვლიანად გამოსაკვლევიც ის, თუ აზროვნება ასე ძლიერ რატომ ასცდა ჭეშმარიტებას?! ამ კითხვისათვის გასაცემი პასუხი კი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ის არის შექმნილი. ხოლო ქმნილება კი აუცილებლად უნდა დაემორჩილოს შემქმნელის მიერ დაწესებულ კანონებს. რადგანაც ქმნილება შემქმნელზე აღმატებული ვერასოდეს იქნება – როგორც ამას თავად კანონმდებლობაც იუწყება: „განა მექოთნე და თიხა ერთია? რომ ნაკეთობამ თქვას თავის გამკეთებელზე: „არ გავუკეთებივარო?“ და ქმნილებამ თქვას თავის შემქმნელზე: „არაფერი გაეგებაო?“ (ესაია 29-16). „ვინა ხარ შენ ადამიანო, ღმერთს რომ ედავები? განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენი ასე?“ (რომაელთა 9-20).
რადგანაც ქმნილება „ადამიანი“ შექმნილია იმგვარად, რომ მისი აზროვნების ამოსავალი საყრდენი თვალით ხილული ფაქტებია. ხოლო ამ სამყაროს სამართავად კი გამოყენებულია უხილავი გრძნობები – ამიტომ ღმერთმა ადამიანისათვის შექმნილ კანონებს საფუძვლად დაუდო სულიერი წონასწორობისა და სიმშვიდის აუცილებლობა. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ როგორ არის მიღწეული ღმერთის ამ მოთხოვნის შესრულება ადამიანის მიერ დაწესებული კანონებით ნამართ ქვეყნებში, ამას ჩემგან კომენტარის გაკეთება არ სჭირდება; ვინაიდან ყველას თავად შეუძლია მისი შეცნობა, სახეზე რა მდგომარეობაცაა. რისთვისაც აუცილებლობა მოითხოვს გათვალისწინებას ბიბლიის გაფრთხილებისა, რომლის აღსრულების ჟამიც უკვე დადგა და რომელიც შემდეგია: „არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული, არც ბრძენი უზენაესზე აღმატებული. დაიღუპებიან აწმყოში მრავალნი, ვინაიდან უგულებელყოფილია მათ წინ დადებული ღვთის რჯული. რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ: რისი კეთებაც მართებდათ მათ, რათა ეცოცხლათ და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ. მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი ჭკუით დაადგინეს ჭეშმარიტება. მოიგონეს თავისთვის ტყუილები, არ არსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები. შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი. არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს. ამის გამო ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე – სავსეთათვის“ (III ეზრა 7-6,43).
მინდა, რომ კარგად ავხსნა წარმოდგენილი კანონის არსი: ღმერთმა ადამიანი ისეთ არსებად შექმნა, რომლის სიცოცხლეცა და კეთილდღეობაც დამოკიდებულია იმ კანონთა განსჯაზე, რომელ კანონებსაც ჩვენ ბიბლიურ სიბრძნეებად ვიცნობთ. რადგანაც ბედისწერას ამ კანონთა აღსრულების კოეფიციენტი განკარგავს და მთლიანად მასზეა დაფუძნებული გენეტიკის კანონმდებლობაც. მას ჩვენ მორალურ კანონებს ვუწოდებთ და მისით განისაზღვრება რწმენაც. მართალია მეცნიერება გენეტიკას მატერიალური თვალსაზრისით განიხილავს; მაგრამ ეს სამყარო ისეა შექმნილი, რომ ნებისმიერ მატერიალს განკარგავს უხილავი ენერგიული მხარე. რომელიც ადამიანის შემთხვევაში გრძნობებს შეესაბამება და განისაზღვრება მორალით. ამიტომ ადამიანის ინდივიდუალური გენეტიკური კოდი განუსაზღვრავს პიროვნებას იმას, თუ რომელი კანონების აღმსრულების უნარმქონეა მისი სხეულებრივი აგებულება და უდგენს მათი შესრულების უარის თქმაზე ზღვარს. რომლის გადაკვეთაც სიკვდილს იმსახურებს. რაც შეეხება საკაცობრიო გენეტიკას, რომელიც ადამ და ევადან დაიწყო და აქამდე გრძელდება; იგი ემსახურება სწორედ იმ გენის გამოყვანას, რომელიც აზროვნებით შეიცნობს ყოველივე იმას, რაც ახლა გაცნობეთ და შეგნებულად დაიცავს ბედისწერის განმკარგავ კანონებს. ვინაიდან და რადგანაც ამ კანონთა მუდმივად დაცვის წესით არავის უცხოვრია, ამიტომაც ყოველი ადამიანი იმყოფება ე.წ. „წყევლაში“. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ბედისწერა განისჯება ღვთის რისხვის განაჩენის მუხლით. თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრებაში აქვს ადგილი ღვთის წყალობის გაელვებასაც – სასიხარულო მომენტების სახით. რომელთა მიგებაც დამსახურებული არის კანონთა იმ აღსრულების ერთეული შემთხვევებით, რასაც ადამიანები შეუცნობლად სჩადიან.
მოგახსენებთ, რომ დღეისდღეობით სახეზე ის რეალობაა, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის მრავალ ათასწლოვანმა პერიოდმა ისეთი შედეგი მოიმკა, რომ კაცობრიობის მიერ ჩადენილმა ცოდვებმა ზღვარის სისავსეს მიაღწია. რაც გულისხმობს სამყაროს იმ დროში ყოფნას, რომ შესაძლოა ერთმა კანონდარღვევამაც კი უკვე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს ადამიანს. აი, ამიტომაც არის ის მოჭარბებული მკვლელობები, თვითმკვლელობები და უბედური შემთხვევები; რაც რომ დღეს სახეზეა და ისინი კიდევ და კიდევ უფრო გახშირდებიან ყოველდღიურად. რაც შეეხება იმას, თუ თავი როგორ უნდა გადაირჩინოს ადამიანმა, საამისოდ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომელიც არის გულწრფელი მონანიება და რომლის შესრულებაც მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი ადამიანი ჯეროვნად იქნება ინფორმირებული ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებში. ამიტომ, მხოლოდ ის ჩაითვლება კეთილად, ვინც გულწრფელად მოინანიებს ჩადენილ ცოდვებს და ცხოვრებას გააგრძელებს ჭეშმარიტების კანონთა დაცვით!!! აქვე დავძენ იმასაც, რომ უკვე ძალიან,ძალიან მალე, ამ პირობის დაცვის გარეშე ვეღარავინ გააგრძელებს სიცოცხლეს და იმასაც გაცნობებთ, რომ ღმერთისმიერი კანონმდებლობით, კაცობრიობის ყოველივე გლობალური ცვლილების საწყისად, ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანები არიან მიჩნეულნი.
კიდევ უფრო კარგად გასაგები რომ იყოს რაზეც ვსაუბრობ, მას წარმოვადგენ სხვა კუთხითაც. რისთვისაც მოვიშველიებ ჭეშმარიტების ბიბლიურ განმარტებას: „დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი სრბოლით მზე, რადგან ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა. განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს?! დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია! ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა, ცა მას აკურთხებს, ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. ჭეშმარიტება რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძლევამოსილია უკუნითი უკუნისამდე. არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა, არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლოსი და ბოროტის განდევნით. ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა“ (III ეზრა 3-34/40).
ძალიან მოკლედ წარმოვადგენ ამ სიბრძნის არსს: ნებისმიერი საკითხის მიმართ ჭეშმარიტი ცოდნის მოძიება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი ექნება ამ ცოდნის მისაღები ინფორმაციის საწყისის დაყვანას სამყაროს კანონების განსჯამდე!!! რისი თქმაც მსურს, უფრო ადვილად გასაგები რომ გავხადო, ამიტომ მას განვიხილავ მაგალითის ფონზე: ვთქვათ ადამიანმა გაიარა შენობის წინ იმ დროს, როცა აივანი ჩამოიშალა და ეს ადამიანიც ამ ნანგრევების მსხვერპლი გახდა. ამ შემთხვევის კატეგორიაა – უბედური შემთხვევა. სწორი პასუხი კი მიიღება შენობის ფასადის ჩამონგრევის მიზეზის დადგენით. ხოლო რაც შეეხება ამ შემთხვევის ჭეშმარიტ პასუხს, ის გულისხმობს სამყაროს იმ კანონთა მოძიებას, რომლის ნიადაგზეც ბედისწერამ ისეთი უბედური შემთხვევის განაჩენი გამოუტანა ამ ადამიანს, რომ ზუსტად იმ დროს იქ აღმოჩნდა.
რაც შეეხება ღმერთისაგან დადგენილ სამყაროს კანონთა დარღვევას, მას მარტო ქვეყანათა ხელისუფალთ მიერ დადგენილი კანონები როდი სჩადიან. არამედ ამ კანონებს ამახინჯებს და სათავისოდ ირგებს ყველა რელიგიური მიმდინარეობა. რისთვისაც უფალმა მათ უფრო დიდი სასჯელი არგუნა, ვიდრე სხვებს. ვინაიდან ადამიანთა ბედისწერის გამრუდებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, მათ მიერ ღვთის სახელით სიცრუის სიმართლედ წარმოჩენას. რომლის დაჯერებაც ადამიანში იწვევს განწყობის მკვეთრ ცვლილებას. რითაც რწმენა ცალკავდება ჭეშმარიტებისაგან. იესო ქრისტემ ასეთი გაფრთხილება მოგვცა მათზე: „იქნებიან ცრუ მოძღვარნი, რომლებიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობას. ბევრნი მიჰყვებიან მათ თავაშვებულებას და სწორედ მათ გამო დაიგმობა ჭეშმარიტების გზა. ანგარების გამო, ცრუ სიტყვებით თქვენგან გამორჩენას მოძებნიან. დიდი ხანია გამზადებული არის მათი სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ თვლემს“ (II პეტრე 2-1,2,3). „ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო! გარეგნულად თქვენ მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით ხართ აღვსილნი“ (მათე 23-24,28). „ამიტომ მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და თქვენ კი მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ; და განდევნით ქალაქიდან ქალაქში. ამიტომაც გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დანთხეული“ (მათე 23-34,35).
ყოველივე ეს რომ მხილებული იქნას, ამიტომ აუცილებელია კარგად განიმარტოს: თუ რას წარმოადგენს ის შენიღბული არასწორი ქმედებები, რომელიც ღმერთს ადამიანისათვის არ დაუდგენია წესად. მაგრამ ე.წ. „ღვთის მსახურნი“ კი, მათ ღვთის მიერ დაწესებულს უწოდებენ.
უპირველეს ყოვლისა მინდა გაცნობოთ ის, რომ აქ გადმოცემული ცოდნა წარმოადგენს იმ ჭეშმარიტ კანონებს, რომელნიც საერთოა ამ ქვეყნად მყოფი ყველა ადამიანისათვის. რადგანაც ამ სამყაროს შემქმნელი და მასში ადამიანთა არსებობის დამშვები ღმერთი ერთია!!! ამიტომაც მის მიერ შექმნილი კანონმდებლობაც, განურჩევლად ყოველი პიროვნებისათვის ერთსახეობრივია. რომელი კანონმდებლობაც ამხელს და გმობს ცრუ მსახურების ფორმებსა და იმ თვითმარქვია მსახურებს, რომლებიც წარმოადგენენ პერსონაჟებს „ამა ქვეყნის მთავრობათა და ხელმწიფებათა; და ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა და ცისქვეშეთის ბოროტების სულთა მფლობელთა“ (ეფესელთა 6-11,12).
ბიბლიის თანახმად: „ქრისტეს გამო ღმერთის მიერ წინასწარ დამტკიცებულ ანდერძს ისე არ აუქმებს 430 წლის შემდეგ მოვლენილი რჯული, რომ განაქარვოს აღთქმა. რადგან თუ მემკვიდრეობა რჯულითაა, არამცდაარამც აღარ არის აღთქმით. მაგრამ ღმერთმა აღთქმით უბოძა იგი აბრაამს. მაშ რიღასთვისაა რჯული? ის მოცემული იქნა ცოდვების გამო, ვიდრე მოვიდოდა თესლი. ვისთვისაც დაიდო აღთქმა და გადმოცემული იქნა ანგელოზთა მიერ, შუამდგომელის ხელით. მაგრამ შუამდგომელი არ არის ერთის მიმართ. ღმერთი კი ერთია. მაშასადამე რჯული ეწინააღმდეგება ღმერთის აღთქმას? არამცდაარამც! მაგრამ რწმენის მოვლინებამდე რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მოქცეულნი იმ დრომდე, როცა უნდა გამოცხადებულიყო რწმენა“ (გალატელთა 3-17,18,19,23). „ისინი, ვინც რწმენისაგან არიან, მორწმუნე აბრამთან ერთად იკურთხებიან. ხოლო ისინი, ვინც რჯულის საქმეთაგან არიან, წყევლის ქვეშ არიან. ვინაიდან დაწერილია: წყეულიმც იყოს ყველა, ვინც გამუდმებით არ ასრულებს ყოველივე იმას, რაც დაწერილია რჯულის წიგნში. იესო ქრისტემ გამოგვისყიდა ჩვენ რჯულის წყევლისაგან და თვითონ კი დაიწყევლა ჩვენთვის. ვინაიდან დაწერილია: წყეულიმც იყოს ყველა, ვინც მიმსჭვალულია ჯვარს. რათა აბრაამის კურთხევა გავრცელდეს წარმართებზე იესო ქრისტეს მიერ და ამრიგად მივიღოთ აღთქმა სულისა რწმენით“ (გალატელთა 3-14) და „რაკი თქვა: ახალიო, ამით დააძველა პირველი. ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოსაა მოსპობასთან“ (ებრაელთა 8-13).
წარმოდგენილ ცნობათა საფუძველზე და საკაცობრიო გენეტიკის განვითარების სქემების თვალსაჩინოებიდან გამომდინარე ცნობილია, რომ ქრისტეს ამ ქმედების შემდეგი პერიოდის ადამიანებს, უკვე ეხებათ ახალი აღთქმის კანონს დაქვემდებარება. ამიტომ ახალი აღთქმის თანახმად, ბედისწერის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების დასადგენი ძიების სათავე მიმართული უნდა იქნას ღვთიური 10 მცნების განხილვაზე. ხოლო ძიების შემდეგი განვრცობა კი უნდა წარიმართოს აღსრულებით კანონისა: „თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო“ (ეკლესიასტე 7-27).
10 მცნება ძველი აღთქმით:
1)მე ვარ უფალი, ღმერთი შენი. რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.
2)არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არ ემსახურო. რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი. ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ – ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას; და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის.
3)არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ამაოდ. რამეთუ უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ამაოდ ახსენებს.
4)დაიცავი შაბათი დღე, რათა წმიდაჰყო იგი. 6 დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე. ხოლო მეშვიდე დღე, უფლის – შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ აკეთოთ. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, რაც მასშია. მეშვიდე დღეს კი შეისვენა. ამისათვის აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
5)პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს. რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, ღმერთი შენი.
6)არ კლა.
7)არ იმრუშო.
8)არ იქურდო.
9)არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.
10)არ ისურვო შენი მოყვასის სახლი, შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მსახური, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი და არც არაფერი, რაც მისია (გამოსვლა 20-1/17).
ახლა კი ახალი აღთქმის მცნებები, თანახმად დებულებისა: „აჰა, დადგება დღეები, ამბობს უფალი; და დავუდებ ახალ აღთქმას ისრაელის სახლს და იუდას სახლს. ისეთ აღთქმას კი არა, რომელიც მათ მამებს დავუდე როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე. რადგან არ დარჩნენ ჩემს აღთქმაში და მე უგულებელვყავი ისინი. აჰა აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ, ამბობს უფალი. ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე; და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ერი“ (ებრაელთა 8-1/12).
1)„შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით – ეს არის პირველი მცნება.
2)მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
ამათზე დიდი მცნება არ არსებობს!“ (მარკოზი 12-30,31).
3)პატივი ეცი შენს მამას და დედას.
4)არ მოკლა.
5)არ იმრუშო.
6)არ იქურდო.
7)არ იცრუო“ (ლუკა 18-20).
ვნახოთ რა არის ცვლილება ახალი აღთქმით:
1)ე.ი. ღმერთის სახელი უკვე გარკვეულია: რომ უფალი არის ღმერთი ჩვენი და სხვა ღმერთის რწმენა გამორიცხულია!!!
2)ვინაიდან ღმერთი სულია და სული კი თვალთახედვით ვერ აღიქმება, ამიტომ დაუშვებელია თვალით ხილული ხატებისა თუ ქანდაკებების, ანდა რაიმე საკერპო ნივთის გამოყენება ღმერთთან მიმართებაში!!!
3)აღარ არის საჭირო შაბათის უქმობის დაცვაც!!!
პირველი ორი: 1) და 2) ცვლილების ახსნას საუკეთესოდ გადმოსცემს ბიბლიის ეს კანონი: „ღმერთი შემოქმედი სამყაროსი და ყოველივესი რაც მასშია, უფალი ცისა და მიწისა, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს!!! არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს. რადგან თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს. მან ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, დედამიწის ზურგზე დამკვიდრებისათვის. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიონ ღმერთი. ვინძლო იგრძნონ იგი და იპოვონ. შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ. ჩვენ მისი მოდგმა ვართ. მაგრამ ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ბოლო ჟამს აუწყებს ადამიანებს, ყველას და ყველგან, რომ მოინანიონ!!! ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც მსოფლიოს განიკითხავს სიმართლით წინასწარ არჩეული ადამიანის ხელით. ყველას მისცა რწმენა, როცა იგი მკვდრეთით აღადგინა“ (საქმეები 17-24/31).
„ახალი აღთქმით“ შაბათის უქმობის გაუქმების ასახსნელად მოვიშველიებ ბიბლიის ცნობას: „შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთისაკენ არის მოქცეული, დაკეტილი უნდა იყოს 6 სამუშაო დღეს. შაბათობით კი ღია უნდა იყოს და ახალი მთვარის დღესაც ღია უნდა იყოს. თაყვანი უნდა სცეს ქვეყნის ერმა უფალს ამ კარიბჭის შესასვლელთან შაბათობით და ახალმთვარეობისას. როცა მთავარი შედის, კარიბჭის სტოას გზით უნდა შევიდეს და იმავე გზით უნდა გამოვიდეს. როდესაც ქვეყნის ერი მივა უფლის წინაშე დღესასწაულებზე – ჩრდილოეთის კარიბჭის გზით სათაყვანებლად შემსვლელნი სამხრეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ. სამხრეთის კარიბჭით შემსვლელნი კი – ჩრდილოეთის კარიბჭით. არ უნდა გაბრუნდნენ იმავე კარიბჭით, რომლითაც შევიდნენ; არამედ საპირისპიროთი უნდა გავიდნენ. მთავარი მათ შორის იქნება. მათი შესვლისას შევა და მათი გამოსვლისას გამოვა. როცა მთავარი გაამზადებს ნებაყოფლობით აღსავლენს, ანდა ნებაყოფლობით სამადლობელ მსხვერპლს უფლისათვის. მისთვის გაიღება აღმოსავლეთ კარიბჭე და ის შესწირავს თავის აღსავლენს და სამადლობელს, როგორც შაბათობით სწირავს და გავა. მისი გასვლისას კი კარიბჭე იკეტება“ (ეზეკიელი 46). წარმოდგენილი სიბრძნე ასახავს ტვინის იმ ფუნქციას, რომლითაც ხდებოდა ბედისწერის განსჯა რჯულით – მანამ, ვიდრე იესო ქრისტემ ადამიანთა ცოდვები თავისი სისხლით არ გამოისყიდა.
რას ნიშნავს სისხლით საკაცობრიო ცოდვების გამოსყიდვა?
აუცილებლობად მიმაჩნია ამ მოვლენის საყოველთაოდ გასაგებ სახეობრივად წარმოდგენა. რათა საზოგადოება კარგად იყოს ინფორმირებული იმ ცოდნით, თუ რა შეიცვალა საკაცობრიო გენეტიკაში ქრისტეს თავგანწირვის შედეგად. თუკი ნახავთ წიგნს „ადამიანის გენეტიკა კაცობრიობის დასაწყისიდან, მის დასასრულამდე“, იქ სქემათა თვალსაჩინოებით შეიძლება იმის ნახვა, რომ წარღვნის შემდეგი საკაცობრიო გენეტიკა ვითარდება არა „სულთა ნაყოფით“, არამედ რეინკარნაციით. სქემების საშუალებითვე შეიძლება იმ სულთა გენიალოგიის ნუსხის თანამიმდევრობის დადგენაც, რომლებიც გენეტიკურად შეესაბამნენ ნოეს შთამომავლობას და სქემებისვე საშუალებით შეიძლება თვალსაჩინოდ „გაყოლა“ იმ გენზე, რომელშიდაც უნდა ემძლავრა ქრისტეს კოდს.
რა თქმა უნდა ამ პროცესის ზეპირად ახსნა შეუძლებელია, ვინაიდან ისეთი თემაა, რომ მის გაგებას ყველა ვერ შესძლებს იმიტომ, რომ საამისოდ საჭიროა როგორც სათანადო ნიჭის ფლობა, ისე საჭირო ცოდნის საფუძვლის ჰქონაც. ამიტომ შევეცდები მის გადმოცემას ისეთი ფორმით, რომ ყველასათვის გასაგები იყოს:
ცნობილია ის, რომ ადამიანები წარმოვადგენთ გონიერი სხეულის მფლობელ არსებებს. რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქსოვილოვანი უჯრედები მრავლდება და იზრდება სიტყვებთან შერწყმით. რის შედეგიცაა ის, რომ ნიჭიერების უნარმქონეობა გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი სხეულის უჯრედები სიტყვებთან თანშერწყმულად იზრდება, ეს გასაგებია. მაგრამ ყოველ ეპოქაში ეს ასე როდი იყო; და თუკი პირველყოფილი თემური წყობილებიდან დავიწყებთ, მაშინ იქედან მოყოლებული, ისინი ჯერ იზრდებოდნენ ასო-ბგერებთან შერწყმით. რაც აისახებოდა კიდეც ცივილიზაციის განვითარების დონეზე. რომელზედაც ვიცით, რომ ადრე მეცნიერების და ტექნიკის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. ხოლო რაც შეეხება შემდეგ ტემპის დაჩქარებას, იგი შესაძლებელი გახდა თანდათან ჯერ ასო-ბგერების მაგივრად უჯრედთა კოდურ ნუსხაში მარცვლების ჩანაცვლებით და შემდეგ კი იესო ქრისტეს მეშვეობით, სიტყვითი კოდის შექმნით.
ყოველივე ზემოთ თქმული უფრო კარგად გასაგები რომ იყოს, ამიტომ დავაკონკრეტებ: ის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომლითაც იესო ჩაისახა, წარმოადგენდა ნაერთს ასოებისას, რომლებიც დალაგებულნი იყვნენ საჭირო სიტყვებად: „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“ (21 ასო-ბგერა). დიახ, საუბარია იმ კოდზე, რომელიც ღმერთმა თავდაპირველად „ედემელ ადამს“ მიანიჭა, ხოლო დედამიწაზე ჩამოსმის დროს კი 7-ჯერ შეუმცირა, ანუ დაიყვანა „აღუ“-მდე. რომელ პროცესსაც ბიბლიამ უწოდა სულით დაცემა.
რაც შეეხება ადამიანის ინდივიდუალური გენეტიკური კოდის ამაღლებას „ედემელი ადამის“ დონემდე, სწორედ მის მისაღებად არის დაარსებული საკაცობრიო გენეტიკის კანონი. რომელიც განვითარებისათვის ევოლუციურ გზას საჭიროებს და ნაყოფის მიღებას ელის სასრულ პერიოდში. რომელ დროშიაც ამჟამად ვიმყოფებით კიდეც. ამიტომ 20 საუკუნის წინ, თუ არა ზეციდან ჩარევა, ისე შეუძლებელი იყო ქრისტეს სულის დამტევი სხეულის დაბადება!!! ე.ი. შეუძლებელი იყო ის, რომ იოსები და მარიამი ბუნებრივად ყოფილიყვნენ იესოს ბიოლოგიური მშობლები. მაგრამ ამავდროულად, ისინი აუცილებლად იყვნენ მისი გენიალოგიის წარმომადგენელნი!!!
მაშასადამე მივყვები მოვლენებს და გავაკეთებ ანალიზს მედიცინის მიერ მოპოვებული ცოდნის გამოყენებით. ე.ი. ქრისტეს სულისათვის საჭირო სხეულის შესაქმნელი ნაყოფის გაზრდა უნდა შესძლებოდა მარიამის სხეულს. რაც მოხდა კიდეც და მოწმობს იმას, რომ მათ შორის შეთავსებითობა იყო. ანუ მარიამის სისხლი აკმაყოფილებდა იმ საჭირო საკვები მასალის მოთხოვნებს, რომლითაც უნდა აშენებულიყო იესო ნაზარეველის სხეული. „მომავლის ნაყოფისა და დედამიწაზე საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის შედეგად მიღებული მარიამის პიროვნების ერთობლივი „თანამშრომლობით“ კი, შესაძლებელი გახდა მიღწევა შეთავსებული უჯრედებისა და საჭირო წყობის მქონე კოდური სიტყვების მიღებისა.
მოკლედ რომ განვმარტო: იესო ქრისტეს მეშვეობით მოხდა სხეულის უჯრედოვანი კოდური ნუსხის ამაღლება იმ სულით, რომელი სულიც ცოდვით დაცემამდე მინიჭებული ჰქონდა ადამს და შესაძლებელი გახდა იესოს სხეულისათვის მისი მინიჭება მაშინ, როცა ის 30 წლის გახდა. შედეგიც მიღებული იქნა ზუსტად ისეთი, როგორის მიღებაც გათვლის პასუხით იყო ცნობილი. რის შესახებაც ინფორმირებული იყო იესო და განუცხადა კიდეც თავის მოწაფეებს: „აჰა, ავდივარ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე. რადგანაც წარმართებს გადაეცემა იგი. შეაგინებენ მას, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება“ (ლუკა 18-31,32,33). ბიბლიიდან ცნობილია ისიც, რომ იესოს სხეულმა ამ სულის შენარჩუნება მხოლოდ 3 წელი შესძლო. მართალია ამის უშუალო მიზეზს ზემოთ აღწერილი ცნობა ასახავს, მაგრამ ამ მიზეზის სათავე და საფუძველიც ის იყო, რომ იმ დროს საკაცობრიო გენეტიკა არ იყო დასრულებულ სტადიაში!!! ხოლო სხეულის მოწამეობრივად მოკვდინებამ კი შეასრულა უდიდესი როლი: დაიწნეხა მძვინვარების მარცვალი და მიღებული იქნა პრაქტიკული საფუძველი იმისა, რომ დედამიწაზე, გენეტიკური განვითარების ევოლუციური გზით, შესაძლებელი ყოფილიყო გენეტიკური ნაყოფის, ანუ სრულფასოვნად გონივრული უჯრედული შემადგენლობის მიღება. რასაც წარმოადგენს კიდეც ქრისტეს გენი, რომელიც მკაცრად გასაიდუმლოვდა დრომდე – ღმერთისაგან დაშვებით; და სინამდვილეში კი იესოს შთამომავალი ჰყავდა!!! „ისინი, ვინც ღვთისმოსაობის გულისათვის სატანჯველში გზავნიან თავის სხეულს, არა მარტო ადამიანებს აოცებენ, არამედ ღმერთთანაც იმკვიდრებენ წილს“ (IV მაკაბელთა 18-13) – ადასტურებს ზემოთ თქმულს ბიბლიაც.
მაშასადამე იესო ქრისტეს მეშვეობით მოხდა სხეულის უჯრედოვანი კოდური ნუსხის ჩაწერა სიტყვის საშუალებით. რისთვისაც ის „სიტყვადაც“ მოიხსენიება კიდეც.
„როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ კი სიკვდილი. ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა. თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს ბევრად სჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით. ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომაელთა 5-12/20).
ე.ი. საკაცობრიო გენეტიკა ამის შედეგად გაგრძელდა უკვე სიტყვიერ-კოდური ნუსხით და შესაბამისადაც განვითარდა ორ ურთიერთსაპირისპირო შტოდ. რის შედეგადაც გენეტიკის ბოლოს უნდა მიღებულიყვნენ ქრისტესმიერნი და ანტიქრისტეები. ხოლო სიტყვიერ-კოდური ნუსხით კი, ღმერთის მადიდებელი და მის საპირისპიროდ – ფულის მადიდებელი სიტყვების გამომსახველი უჯრედოვანი კოდის სხეულის მქონე ადამიანები.
ახლა კი უკვე შესაძლებელია ახსნა იმისა, ცოდვათა გამოსასყიდად თუ რატომ აღარ არის საჭირო ცხოველთა მსხვერპლშეწირვა: როგორც უკვე გაუწყეთ, იესო ქრისტემდე ადამიანის სხეულებრივი კოდური ნუსხა წარმოდგებოდა ასოებით და მათგან ჭეშმარიტი იყო მხოლოდ „აღუ“. სწორედ ასევე არის ჩაწერილი ცხოველთა კოდებიც, მათთვის სპეციალურად განკუთვნილ ასო-ბგერული წყობით და არამც და არამც „აღუ“-თი!!! რომელი წყობის ბგერებსაც ისინი თავიანთი ხმით გამოსცემენ და ასე გვაცნობებენ მას.
საკაცობრიო გენეტიკის განვითარებით, ადამიანის სხეულის კოდურმა ნუსხამ ცვლილებები განიცადა და საბოლოო სახით სიტყვიერი ფორმით წარმოდგა. მაგრამ სხვა დანარჩენი სულიერი არსებებისა (ცხოველებისა, ფრინველებისა და სხვათა) კი – იგივე დარჩა. რადგანაც აზროვნებითი არეალი მხოლოდ ადამიანებს აქვთ მიცემული იმ დონის მასშტაბით, რომ ძირეული ცვლილებების გამოწვევა შეეძლოს მათ სხეულში. ხოლო დედამიწის დანარჩენი ბინადარნი კი შეზღუდულები არიან ამ მხრივ და ისინი გათვლილი მუდმივი კოდით არიან ჩაწერილნი და მოქმედებენ მხოლოდ მის ფარგლებში. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ღმერთი აძლევს ადამიანს სხეულს, როგორც ნებავს; თითოეულ თესლს თავის სხეულს. ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია! არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზისა სხვანაირი. არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები. მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა – სხვა. სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება. რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით.
ასევეა მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებაში. ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად. ხოლო უკანასკნელი ადამი კი მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ იქნება, არამედ მიწიერი და შემდეგ კი სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი; ხოლო მეორე კაცი – ცისაგან. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი; და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. როგორაც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც. ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით. ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და მოკვდავი – უკვდავებით. როცა ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით“ (I კორინთელთა 15-38/54).
ე.ი. ვინაიდან გენეტიკის განვითარების შედეგად, ადამიანის სხეულის უჯრედული კოდური სტრუქტურის შეცვლა ისე შესაძლებელი ყოფილა, რომ გენეტიკურად სრულყოფილი ნაყოფის მიღების შემთხვევაში, ხრწნადობა უხრწნელებით იცვლება (როგორი სტრუქტურის მაგალითსაც უკვე იცნობს კიდეც კაცობრიობა იესო ნაზარეველის სხეულის სახით); ამიტომ თავისთავად ცხადია, რომ ცხოველთა მსხვერპლად შეწირვა უკვე ვეღარ შეასრულებდა იმ დანიშნულებას, რასაც ცოდვათა გამოსასყიდად მსხვერპლშეწირვა ჰქვია და დაშვებული იყო რჯულით. ახალმა აღთქმამ გააუქმა იგი!!!
რაც შეეხება შაბათის უქმობებს – იგი საჭირო იყო საიმისოდ, რომ 6 დღის ნამოქმედარი, რომელიც ტვინს მიეწოდებოდა სისხლის საშუალებით, დალაგებულიყო სიტყვებად. რადგანაც უჯრედოვან-კოდური ნუსხა სიტყვებად ჩაწერილი, მხოლოდ ქრისტეს შემდგომი პერიოდის ადამიანის სხეულისათვის გახდა შესაძლებელი (მანამ ამ პროცესს ტვინი ასრულებდა). ე.ი. ხდებოდა სიტყვების გადანაწილება სხეულისათვის ასოებად და მარცვლებად. რასაც დრო სჭირდებოდა და ამიტომ შაბათი, ანუ მე-7 დღე, დადგენილი იყო ამ პროცესის დასასრულებლად.
მოგეხსენებათ, რომ ბიბლია არის წიგნი, რომელიც იძლევა ცნობებს სულის იმ წესებისა და კანონების შესახებ, რომლითაც სხეული განიკარგება. ხოლო ამ განკარგვის არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ სულის თანხმობის გარეშე, ერთი მოლეკულური ცვლილებაც კი ვერ განხორციელდება სხეულში!!!. ამიტომ კიდევ უფრო დავაკონკრეტებ, რომ ადვილად გასაგები იყოს ის, თუ რას ემსახურებოდა შაბათის უქმობა: მართალია ადამიანის ნაფიქრ-ნამოქმედარი სრულდებოდა სიტყვიერული წინადადებების შემეცნებით. მაგრამ ვინაიდან სხეულის უჯრედულ-კოდური ნუსხა შემოისაზღვრებოდა ჯერ მხოლოდ ასო-ბგერებითა და შემდეგ კი მარცვლებით, ამიტომ ტვინს უნდა უზრუნველყო 6 დღის ნაფიქრ-ნამოქმედარის დალაგება სულისმიერი გონებისათვის გასაგებ სიტყვებად. შემდეგ კი, გამოტანილი ბედისწერის შედეგი ჯერ უნდა ეთარგმნა სამეტყველო სიტყვებად და ამის მერე მათი ძალა გადაენაწილა სხეულის „აღმასრულებელი განყოფილებისათვის“- ანუ სახსარ-კუნთოვანი უჯრედებისათვის. აღწერილი ფუნქციის ჩასატარებლად კი, მას 24 საათიანი დრო ესაჭიროებოდა.
იესო ქრისტეს საშუალებით სხეულის უჯრედოვანი კოდი სიტყვიერი სახით იქნა წარმოდგენილი. ამიტომაც ტვინი გამოთავისუფლებული იქნა ზემოთ ხსენებული ფუნქციის შესრულებისაგან. რადგან ტვინის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, სიტყვიერული კოდმინიჭებული სხეულოვანი უჯრედები უკვე ავტომატურად იგებდნენ – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათი კოდისდა შესაბამის სიტყვებს წარმოადგენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თუ რა ხდება, ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გადმოცემულია წიგნ „სიბრძნე სიმართლეში“ და მსურველს შეუძლია გაეცნოს მას.
დავძენ იმას, რომ ყოველივე ეს ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ წარმოდგენილი პროცესი მთლიანად დასრულებული იქნა ჩვ. წ. აღრიცხვით 1-ელ საუკუნეში. რა თქმა უნდა არა!!! ეს პროცესი მხოლოდ დაიწყო მაშინ, ამჟამადაც გრძელდება და საკაცობრიო გენეტიკის განვითარებაც სწორედ მას ემსახურება. მისი შედეგი არის ერობრივი სხვაობები, ნიჭობრივი სხვაობები და აგრეთვე კეთილი გენის – ქრისტესმიერნისა და ბოროტი გენის – ანტიქრისტესმიერნის მიღებაც. ამიტომაც გაუქმდა შაბათის უქმობაც და მის თაობაზე საკმაო ინფორმაცია არის გადმოცემული მათეს, ლუკას და მარკოზის სახარებაში. ხოლო მოკლედ და კონკრეტულად კი, მას ეს კანონები ასახავენ: „კაცის ძე შაბათის უფალიც არის“ (მათე 12-8) და „შაბათი ადამიანისათვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისათვის“(მარკოზი 2-27). რაც თავის მხრივად მინიშნებაა იმისაც, რომ დროის ფაქტორს გადამწყვეტი როლი აქვს მინიჭებული ადამიანის ბედისწერაში. ხოლო სხვა მხრივად კი, მატერიალურ სამყაროში არსებული ნებისმიერი ცვლილებაც ხომ სწორედ დროზეა დაპროგრამებული?!
ბიბლიაში ასევე გადმოცემული არის ინფორმაცია, „ახალი აღთქმის“ თანახმად ცხოველთა მსხვერპლშეწირვის აღარ საჭიროებაზე: „როცა სწირავენ ძღვენთა თუ მსხვერპლს, რასაც არ შეუძლია შემწირველის სინდისის სრულყოფა; რაც საჭმელ-სასმელებითა და სხვადასხვა განბანებით და ხორციელი წესებით დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე“ (ებრაელთა 9-9,10). „ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია. ამიტომ იესო ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც სრულდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი. აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე“ (ებრაელთა 10-4,5,8,9).
როგორც ვხედავთ, გენეტიკურ ახსნას ამოწმებს ბიბლიაც და „ახალი აღთქმის“ მიხედვით: შაბათების უქმობა, ცხოველთა მსხვერპლშეწირვითა და წყლით განბანვით სინდისის სრულყოფა, ანუ ნათლობა გაუქმებული იქნა ღვთის ნებით. ხოლო რაც ეხება იმ ფაქტს, რომ არანაირი ხატები, სურათები, ჯვრები, ამულეტები თუ სხვა საკერპო ნივთები მისაღები არ არის ღმერთისთვის, ეს ბიბლიით გადმოცემული ცნობებიდანაც მკაფიოდ სჩანს. წარმოვადგენ ერთ-ერთ მათგანს: „ეს ხელთნაკეთი დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც, რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთთან საშუამავლოდ იწოდა. რადგანაც უკეთური და მისი უკეთურება ღვთისათვის თანაბრად საძულველია და რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება“ (სიბრძნე სოლომონის 14-8,9,10). ამიტომ ის პირები, ვინც ამ ნივთებით მანიპულირებენ ადამიანებზე და თავს კი ღვთის მსახურებს უწოდებენ, ბევრად უფრო მკაცრად დაისჯებიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოკვდავები. რასაც დავამოწმებ ბიბლიით: „ვაი თქვენ რჯულის მცოდნენო, რომ ჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს. თვითონ კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს!“ (ლუკა 11-42,46,52). „ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომელნიც მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. თქვენ უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ“ (ლუკა 20-47).
მინდა, რომ განსაკუთრებულად გამოვყო და დავაკონკრეტო იმ არასწორი ქმედების ახსნა, რასაც „ნათლობის“ რიტუალს უწოდებენ ე.წ სასულიერნო პირნი და მას ღვთისმსახურებად წარმოადგენენ. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს ნაწერი და დაფიქრდეთ მასზე. რადგან სწორედ ამ ქმედებით არის მომკილი ის, რომ იესო ქრისტეს მიერ გადაკეტილი წინაპართა ცოდვილი მემკვიდრეობის კარიბჭის გაღება მოახერხეს ადამიანებმა.
„ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 3-21). ასეთ განმარტებას იძლევა ბიბლია ნათლობის შესახებ. რაც შეეხება ნათლობის პროცესს და მასში მონაწილე მხარეებს, აქ ადგილი აქვს მათ შორის ენერგეტიკული კავშირის დამყარებას. რომლის შედეგადაც მომნათლავი და ნათლია ყოველთვის ახდენენ გარკვეულ ზემოქმედებას ნათლულზე. ვინაიდან ამ სამყაროში არანაირი ქმედება უსაფუძვლოდ არ ხდება და არც არაფერი ქრება; არამედ იცვლის მხოლოდ მდგომარეობას. ხოლო რაც ეხება ენერგეტიკული ურთიერთზემოქმედების ხვედრით წონას, მისი სიმძლავრე მით უფრო იზრდება, რაც უფრო მეტად ხანდაზმული ხდება საკაცობრიო გენეტიკა, სრულყოფილების ზღვრამდე მისაღწევად. ამიტომაც, ყოველივე ამის გათვალისწინების ნიადაგზე, უფლისმიერი დაშვებით ,„ახალი აღთქმის“ თანახმად ადამიანებს გაუქმებულ ექნათ მონათვლის უნარმქონეობა!!! რაც ბიბლიით არის ნაცნობები შემდეგი ფორმით: უფალმა, წყლით საყოველთაო ნათლობის ჩატარების უნარმქონეობით აღჭურვა იოანე ნათლისმცემელი იმის გამო, რომ ემოწმა იესოზე. ხოლო ქრისტეს მოვლინების ზოგადსაკაცობრიო მისია კი იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველ ახალშობილ ბავშვს, რომელიც მისი მოწამეობრივი გარდაცვალების შემდეგ დაიბადებოდა, კოსმოსიდან მიეცემოდა სულიწმიდის მადლით ნათლისღებული სული. რომელიც მიღებული იქნა იესოს მიერ საკუთარი სისხლით წმიდაში ერთხელ შესვლითა და მოპოვებული სამარადისო გამოსყიდვით (ებრაელთა 9-11). ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ პერიოდიდან მოყოლებული, ყოველი ბავშვი დაბადებიდანვე უკვე მონათლულია და მათი ნათლია კი ქრისტეა!!!
„იყო კაცი, მოვლინებული ღვთისაგან. სახელი მისი იყო იოანე. იგი მოვიდა დასამოწმებლად, რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ. რათა ყველას ერწმუნა მისი მეშვეობით. იგი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ“ (იოანე 1-6,7,8).
„იოანე მოწმობს იესოზე და ღაღადებს: „ეს იყო ვისზეც ვთქვი, რომ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია. ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მისი სისავსისაგან მივიღეთ ყველა მადლი მადლისა წილ. ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება კი იესო ქრისტეს მიერ იქნა“ (იოანე 1-15,16,17).
„როცა იოანეს ჰკითხეს და უთხრეს: „აბა რაღატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“ მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ვნათლავ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას, ვისაც ვერ იცნობთ. ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მის სანდლებზე თასმის შეხსნის ღირსი არა ვარ. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლავად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული გარდმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლის მცემელი. და მე ვიხილე ციდან მტრედივით გადმომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე. მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა“ (იოანე 1-25/34).
„იოანე ქადაგებდა და ამბობდა: „ჩემს შემდეგ ჩემზე უძლიერესი მოდის. მე წყლით გნათლავდით და ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ“ (მარკოზი 1-7,8).
ე.ი. კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვები, იესო ქრისტემ საკუთარი სისხლით გამოისყიდა; ანუ კაცობრიობა განათლა სულიწმიდით!!! კვლავ შეგახსენებთ: დაუკვირდით ბიბლიის განმარტებას ნათლობაზე; რომ ის არის „კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირება“ (I პეტრე 3-21). რაც იმას ნიშნავს, რასაც ჩვენ ცოდვების გამოსყიდვას ვუწოდებთ.
მაშასადამე, იესო ქრისტეს მიერ სისხლით ცოდვების გამოსყიდვა არის საკაცობრიო ნათლობა!!! და როგორც ბიბლია აცხადებს: „ერთია სხეული და ერთია სული. ერთია უფალი. ერთია რწმენა. ერთია ნათლისღება. ერთია ღმერთი და მამა ყოველთა. რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენთაგანში. ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ“ (ეფესელთა 4-4,5) და „დამცირებით დათესილი, დიდებით აღდგება“ (I კორინთელთა 15-43).
გარდა ამისა, გთხოვთ დაუკვირდეთ ამ ცნობასაც: „ქრისტეს არ მოვუვლენილვართ სანათლავად, არამედ სახარებლად უბრალო სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარცმულობით ნატვირთი“ (I კორინთელთა 1-17) – ანუ ზოგადსაკაცობრიო ნათლობა. როგორც ხედავთ ბიბლია აცხადებს: რომ ღმერთის ნებით, თვით ქრისტეს მოწაფეებსაც კი აღარ ექნებოდათ ნათლისცემის უნარმქონეობა!!! ახლა კი ვსვამ ასეთ კითხვას: თუკი ღმერთის ძალით ქრისტეს მოწაფეებზეც კი არ ყოფილა ნება დართული სანათლავად, მაშინ რა ძალით ასრულებენ იმ „ნათლობებს“ ე.წ. ღვთის მსახურნი?!
ყოველივე ზემოთ თქმულს, უკვე შეუძლია საუკუნეთა მანძილზე დაფარული ფარისევლური ფარდის ახდა: როცა თან ქრისტეს უფალს უწოდებენ და მასთანვე მის ნამოღვაწარს უარყოფენ. რაც გამოიხატება „ნათლობების“ რიტუალების საშუალებით „ნათლული“ ბავშვებისგან სასიცოცხლო ენერგიის გამოძალვაში – ამ ქმედებით მათთვის გონების მიძინების ხარჯზე. სწორედ ამიტომაც აცხადებს მათზე ბიბლია, რომ „ისინი სიტყვიერად აღიარებენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით კი უარყოფენო“ (ტიტე 1-15,16). ძალიან სამწუხაროა ის, რომ ადამიანებმა ამ ქმედების შედეგად, „ახალი აღთქმის“ კანონმდებლობის თანახმად წინაპართა ცოდვების მემკვიდრეობის მიღებისგან გათავისუფლებაზე უარი თქვეს და ამიტომაც უამრავი განსაცდელი მოივლინეს.
ამ მხილებათა შემდეგ შესაძლოა აღიძვრას კითხვა: საჭიროა კი მაშინ მღვდელთმსახურება? დასმულ კითხვაზე ასე პასუხობს ბიბლია: „დააყენა ღმერთმა ეკლესიაში ერთნი – მოციქულებად, მეორენი – წინასწარმეტყველებად, ზოგნი – მახარობლად, ზოგნი – მწყემსებად და მოძღვრებად. რათა სრულეყოთ წმიდები მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის ასაშენებლად. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შეცნობად სრულ კაცად. ქრისტეს სისავსის ზომას“ (ეფესელთა 4-11,12,13). აქ კი მცირედი შენიშვნა უნდა გავაკეთო ბიბლიაში მოხსენიებულ მღვდელთმსახურების ჩამონათვალსა და თვით სიტყვა ეკლესიაზე: ეკლესია ნიშნავს გონიერებას, ხოლო მღვდელმსახურება კი – კეთილ სულიერ გრძნობებსა და თვისებებს; და მათ არანაირი კავშირი არა აქვთ იმ სახის მიმდინარეობებთან, რომლებიც დღეს თავს რელიგიებად თუ რელიგიურ სექტებად არიან შერაცხულნი. ბიბლიური შეფასებით, ისინი ფარისევლებად იწოდებიან და მათი საქმიანობის ზუსტ შეფასებასაც წარმოგვიდგენს მათეს სახარების 23-ე თავის 13/დან – 33/მდე პუნქტი.
ხოლო რაც შეეხება მღვდელმთავარს! უფალი სცნობს მხოლოდ ერთადერთ და მარადიულ მღვდელმთავარს – ანუ გონიერების მარადიულ მთავარს – ქრისტეს და მის გარდა არავის!!! რაც შეეხება რელიგიურ მოძღვართა მიერ იმგვარ ახსნა-განმარტებებს, რომლითაც ისინი ქადაგებენ ქრისტეს უკვდავებაზე; მაგრამ ამასთანავე თან მღვდელმთავრებად კი ადამიანებს ინიშნავენ და ამ საქციელს ასე ხსნიან: რომ აქ დედამიწაზე, ცოცხალი მღვდელმთავარი არის საჭიროო. ყოველივე ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ მათი გაგებით ქრისტეს სიცოცხლე დედამიწაზე არ ვრცელდება?! ხოლო თუკი მათში ასეთი რწმენაა, მაშინ ღმერთთან როგორ კონტაქტობენ?! თუ ღმერთი და სატანა არევიათ ერთმანეთში?! გთხოვთ კარგად დაუკვირდეთ ბიბლიის ამ ცნობას: „რჯული აყენებს უძლურ ადამიანებს მღვდელმთავრებად. ხოლო ფიცის სიტყვამ რჯულის შემდეგ დააყენა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი“ (ებრაელთა 7-28). „ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი, მოვიდა დიდი და უფრო სრულყოფილი, ხელთუქმნელი კარვით. არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა“ (ებრაელთა 9-12).
როცა იესოს ასე მიმართეს: „მოძღვარო კეთილოვო“, მან ასეთი პასუხი გასცა: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი – ღმერთია!“ (მათე 19-16,17). ბიბლიის ამ ცნობიდან გამომდინარე, მსურველთ თავადაც შეუძლია იმის განსჯა: თუ ამბიციის რა დონესთანაა შეხება, როცა ადამიანი საზოგადოებას იმის ნებას რთავს, რომ იგი იმ წოდებით შეამკონ, რომელი წოდებაც ღმერთის თვისებაზეც კი აღმატებულია. ის, ვინც ღებულობს „უწმინდესოთი“ მიმართვას, ნამდვილად რომ ღვთიური ძალით იმართებოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა იმას, რომ მისთვის ხალხს ასე მიემართა. რადგანაც მას ეყოფოდა გონიერება საიმისოდ, რათა მიმხვდარიყო: რომ ასეთი წოდებით თავის წარმოდგენა, საკუთარი პიროვნების ღმერთად გამოცხადებას ნიშნავს.
ამ საკითხთან მიმართებით წარმოგიდგენთ ბიბლიის უწყებას: ჩაგრულთა საშველი მანამ არ იქნება, „სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე, რომ ღვთის ტაძარშიაც კი დაჯდება იგი და თავს ღმერთად გამოაცხადებს. ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა შემკავებელი აკავებს, სანამ შუა გულიდან არ იქნება გაყვანილი. მაშინ გამოცხადდება ურჯულო, რომელსაც ქრისტე გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და განაქარვებს მისი მოსვლის გაცხადებისას. ანტიქრისტეს, რომლის მოსვლა სატანის მოქმედებით არის, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცდურით დაღუპულთათვის. იმის გამო, რომ მათ არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად. ამისათვის გაუგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა იწამონ სიცრუე. რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა“ (II თესალონიკელთა 2-3/12).
„ყოველივე რაც გამომჟღავნდება, ნათელია“ (ეფესელთა 5-14) აცხადებს ბიბლია და თან მოგვიწოდებს: „ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ!“ (ეფესელთა 5-11).
რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა ასე შორსწასული ფორმით ღვთის სახელის გამოყენება. ცხადია, რომ მასში დამნაშავე ის უმეცრების დროა, რისი შექმნაც ადამიანებმა თავიანთი ურჩობისა და ამბიციურობის ნიადაგზე დაიმსახურეს. რომლის დროსაც დაშვებულია სიცრუის სიმართლედ გასაღება. „რადგან სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად წარმოადგენენ თავებს. მაგრამ მათი ბოლო, მათ საქმეთამებრ იქნება!“ (II კორინთელთა 11-14,15).
მათეს სახარებაში სწერია, რომ იესო ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი არსად არა აქვს თავის მისადრეკელიო“ (მათე 8-20). ეს ცნობა ხომ ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს მატერიალური სიმდიდრე არც აინტერესებდა და არც უგროვებია?! აბა მოახდინეთ შედარება, თანამედროვე ე.წ. „ღვთის მსახურნიც“ ასე იქცევიან?! ნახეთ რა ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობენ მაშინ, როცა გარშემო უამრავი მატერიალურად შეჭირვებული ადამიანია. ამის დანახვა ხომ ყველას შეუძლია, ვინც კი მოისურვებს?! განა ეს არის მწყემსობის დანიშნულება, რომ მწყემსები მაძღარნი იყოს და ცხვრები შიმშილობდნენ?!
როგორც ხედავთ, მათ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ამყოფეს სიცრუეში კაცობრიობა. მაგრამ რაგინდ ღრმაც უნდა იყოს ტყუილი, მას მხილების დრო აუცილებლად დაუდგება და აი, ამჟამად სწორედ იმ პერიოდში შევედით, როცა ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი უნდა ეწოდოს!!!
ღმერთმა ადამიანები ისე ბრძნულად შექმნა, რომ სხვაობათაგან უდიდესი , რაც კი მათ შორის შორის შეიძლება არსებობდეს, სულისმიერია და არა სხეულებრივი!!! ამიტომაც აქვთ კიდეც სტანდარტული აგებულება. რაც საფუძველს იძლევა იმისას, რომ სხეულის მოთხოვნილებები არ უნდა იყოს ისე მკვეთრად განსხვავებული: რომ ზოგს მილიარდებად შეფასებული მატერიალური დოვლათი ჰქონდეს მითვისებული და ზოგს კიდევ საარსებო პირობებიც არ გააჩნდეს.
ეს განცხადება კი განსაკუთრებით იმ ერისათვის არის განკუთვნილი, რომლისთვისაც სამეტყველო ენა ქართულია: მსოფლიოში რაც ხდება, მასში მთავარი და განმსაზღვრელი წვლილი მათ მიუძღვის. რადგან ამ ერის არც წინა თაობებსა და არც ამჟამინდელს, ვერ მოუხერხებიათ ჭეშმარიტად სწორმიზნობრივად გამოყენება ღვთისაგან ნაბოძები იმ გონებრივი შესაძლებლობებისა, რომელიც თურმე ყველა ხალხთან შედარებით მოჭარბებულად მიუზომია მათთვის ღმერთს. მაგრამ თავისდა სამწუხაროდ, მათ არა მარტო უმოქმედად ყოფნა აკმარეს მას, არამედ ისე უკუღმართად წარიმართეს საკუთარი აზროვნება, რომ მოახერხეს კაცობრიობისათვის ანტიქრისტეს გამოზრდა. რისთვისაც ისჯებიან კიდეც მკაცრად და ეს დასჯა უფრო და უფრო მკაცრი გახდება მანამ, სანამ იძულებულნი არ გახდებიან, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორონ!!!
მე კი დავძენდი, რომ უდიდესი სურვილი მაქვს, მანამდე მოხდეს ქართველთა გონს მოგება, ვიდრე ბედისწერის კანონებს საქართველოსათვის სოდომ-გომორული სასჯელის კატეგორიის განაჩენი არ გამოუტანია. რადგანაც, თანახმად კანონისა: „ისე არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ წინასწარ არ გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3-7) – ჩემთვის უკვე ცნობილია ის, რომ ასეთი სასჯელის მომკის ზღვარს უკვე მიადგა ერი.
აღარ მოვერიდები იმის გამხელასაც, რომ დასჯის ამ ზომას სასჯელთა ისეთი სახეობრიობა შეესაბამება, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლია დღეს ვისმეს. ამიტომ თუკი სასწრაფოდ არ იქნება გატარებული საწინააღმდეგო ღონისძიებები, შედეგები უაღრესად სავალალო იქნება!!! ხოლო რაც შეეხება „საწინააღმდეგო ღონისძიებების“ გატარებას, მისი საფუძველი ღმერთის ჭეშმარიტ რწმენის შეცნობაზე დგას. რისთვისაც აუცილებელია განსაკუთრებულად ყურადღება გამახვილდეს ღმერთის სახელით ჩადენილი ქმედებების მიმართ და მხილებული იქნას ყველა ცრუ ქმედება და დაიგმოს!!! რაც ვერანაირად ვერ მოხერხდება მხილებული ჭეშმარიტების გაცნობისა და შეცნობის გარეშე!!! წინააღმდეგ შემთხვევაში შენდობა არ იქნება ღმერთისაგან და მათ რაგინდ კარგი საქმეებიც უნდა აკეთონ, კეთილ ნაყოფს მაინც ვერ გამოიღებს!!! ამიტომ განვაგრძობ მოკლედ მიმოხილვას იმ ცრუ ქმედებათა სახეებისას, რომელთაც ე.წ. „სასულიერო“ პირები საზოგადოებას აცნობენ ღმერთის მოთხოვნად. ვნახოთ რას წერს მასზე ბიბლია: „ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, ან რაიმე დღესასწაულის, ან კიდევ ახალი მთვარისა და შაბათთა გამო – რაც ჩრდილია მომავლისა, ხოლო სხეული კი არის ქრისტესი“ (კოლოსელთა 2-15,17). ხოლო უფლისათვის ნამდვილად მნიშვნელოვანი რაც არის, მას კი ეს ცნობები იძლევა: „ესაა ნება ღმერთისა: სიწმინდე თქვენი, რათა განეშოროთ სიძვას და თითოეულმა თქვენთაგანმა იცოდეს, როგორ შეინახოს თავისი ჭურჭელი სიწმინდით და პატიოსნებით. რადგან უწმინდურებისაკენ კი არა, სიწმინდისაკენ გვიხმობს ღმერთი“ (I თესალონიკელთა 4-3,4,5). „უფალო ვინ დაიმსახურებს შენდობას შენგან? – ვინ და ის, ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში. ვინც არავის გაჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის მახლობლებზე. ვის თვალშიაც დამცირებულია ამპარტავანი, ხოლო თავმდაბალი კი სათნოა. ვინც სხვისი კეთილდღეობისათვის საკუთარს დათმობს. ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს. ამის მომქმედი არასოდეს წაფორხილდება!!!“ (ფსალმუნები 14-1/5).
რაც შეეხება მარხვას, ლოცვასა და მონანიებას – ეს ყოველივე საჭიროა იმ ბოროტი ძალის განსადევნად, რომელიც ევას ცდუნებიდან მოყოლებული და ადამის ცოდვიდან დაწყებული ჩაბუდებული იქნა ყოველ ადამიანში ე.წ. „გენეტიკურ ცოდვად“. რის შესახებაც აღნიშნა იესო ქრისტემ ის, რომ ამ ძალის ძლევა „ლოცვითა და მარხვით იყო შესაძლებელი“ (მათე 17-21). მაგრამ თუკი როგორ უნდა მოხდეს ამ ლოცვების, მარხვისა თუ მონანიების ფორმების, სახეობებისა და ხანგრძლიობის განსაზღვრა – ეს კი უნდა დადგენილი იქნას ინდივიდუალურად, პიროვნებისდა შესაბამისად. მათი მიწერა და დაკავშირება დღესასწაულებთან, არასწორი ქმედებაა და ღმერთის მიერ შეფასებულია უმეცრებადა და უგუნურებად!!! ხოლო ღვთის წყალობის დამსახურება კი მხოლოდ გონიერთა ხვედრია!!!
ახლა კი დადგა დრო მისი ჩამოყალიბებისა, თუ რა იგულისხმება ღმერთის ჭეშმარიტად მსახურებაში. მასზე შეიძლება ითქვას, რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა ყველა კეთილი ნიჭის გამოყენება სიცრუის დასამარცხებლად – რათა გაიმარჯვოს სიმართლემ!!! სიმღერით, ცეკვით, მუსუკით, ნახატებით (და არა ხატებით!), ფილმებით, წიგნებით, მეცნიერული მიღწევებით… უნდა მოხერხდეს ღვთის სიტყვის დაყვანა საყოველთაო შემეცნების დონემდე. რამეთუ „არავის არაფერი შეუძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტებისათვის“ (II კორინთელთა 13-8); და „რაოდენ მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმინდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც გაიწმინდა. მან შეურაცხყო მადლის სული. რადგან ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგე და მე მივუზღავ“ და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ერს“. „საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა“ (ებრაელთა 10-29,30,31).
ალბათ საინტერესო იქნება სინამდვილის შეტყობა იმ „სასწაულისა“, რომელიც „აღდგომის“ რელიგიური დღესასწაულის ღამეს „ციდან ცეცხლის გარდმოსვლის“ რიტუალად წარმოდგება. რელიგიის წარმომადგენლები მის ახსნას ისევე სათავისოდ მორგებულად წარმოაჩენენ, როგორც ამას სხვა ყველა დანარჩენზე აკეთებენ და აცხადებენ, რომ ეს ცეცხლი მხოლოდდამხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე გადმოდისო. მე კომენტარისგან თავს შევიკავებ ამ ქმედების ასახსნელად იმიტომ, რომ ფიზიკოსებმა ის უკვე საუკეთესოდ ახსნეს. აქ მხოლოდ გაცნობებთ ამ პროცესის ბიბლიურ შეფასებას: „ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი. მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი. იგი მოქმედებდა პირველი მხეცის სრული ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა მიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისათვის, რომელსაც განეკურნა სასიცოცხლო ჭრილობა. ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე“ (გამოცხადება 13-11,12,13).
რელიგიის უდიდესი დანაშაულია ბიბლიის მითვისება და მისი რელიგიური კატეგორიის ჟანრად შერაცხჰყვა. რის გამოც მიღწეული იქნა იმ შედეგს, რომ მეცნიერება გაემიჯნა ღვთიურ სიბრძნეს და ამიტომაც ვეღარ შედგა სრულყოფილებად. როცა ბიბლიურ კანონთა და მეცნიერული ცოდნის შეუღლებით, შესაძლებელი იქნებოდა იმის მიღწევა, რომ არანაირი ე.წ. „სასწაული“ აუხსნელი არ დარჩენილიყო. მაგრამ ცხადია, რომ ეს მათ არ აწყობდათ, რადგანაც მაშინ ამ აუხსნელ მოვლენებს სათავისოდ ვერ გამოიყენებდნენ ადამიანების სიბნელეში სამყოფებლად, გასაძარცვავად და დასაზომბირებლად. ასევე ვერც ჯადოქრული ქმედებები გაიდგამდა ფესვებს ხალხში. ვინაიდან ჭეშმარიტი ცოდნა სინათლეა, ხოლო ჯადოქრობა კი – წყვდიადი; და რადგანაც ვხედავ, რომ ყველას დავიწყნია სიმართლის ძალის არსი, ამიტომ საჭიროდ ვთვლი მის შეხსენებას: ეს სამყარო ღმერთის ქმნილებაა და არსებულია! არსებობა სიცოცხლეს ნიშნავს! სიცოცხლე კი სინათლეს და ნათელი – ჭეშმარიტებას! მაშასადამე სიბნელე სინათლის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ და ამიტომაც ვერასოდეს მოიცავს მას!!!
თანახმად აღსრულებისა ბიბლიური ცნობის – „დადგება დრო, როცა მოვავლენ სიმართლით მოარულსა და სამართლიანად გამსჯელს, „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით“ (იერემია 33-14,15,16) – მოვიდა დრო, რათა არსებული წყვდიადი დაიძლიოს!!! რისთვისაც საკუთარი ნიჭის სწორმიზნობრივად გამოყენება თითოეული ადამიანის წმიდათაწმიდა ვალდებულებაა და სწორედაც ამას ითხოვს უფალი ადამიანისაგან და არა იმ სატანურ რიტუალებში მონაწილეობას, რომელთაც რელიგიები და რელიგიური სექტები მიმართავენ და არქმევენ დღესასწაულებს, წირვებს, ზიარებებს და სხვა მათნაირებს. ფაქტი სახეზეა მათი ამ ქმედებათა შედეგებისა და ყოველ მსურველს თავადვე შეუძლია იმის გამოცნობა, ამ რიტუალებში მონაწილეობით, მათ საზოგადოება ვისაც შესწირეს და რა ძალასაც აზიარეს…
„დიდია სიბრძნე უფლისა და იცის მან ყოველი საქმე კაცისა. ურჯულოება არავისათვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა“ (ზირაქი 15-18/20) და „ ღვთიურ კანონთა მსმენელი კი არ არის მართალი ღმერთთან, არამედ მისი შემსრულებელნი გამართლდებიან“ (რომაელთა 2-11). ბიბლია კი იძლევა ასეთ გაფრთხილებას: რომ შესაძლებელია „ერთმა ცოდვილმა დაღუპოს მრავალი კეთილიო“ (ეკლესიასტე 9-18). მითუმეტეს თუ ეს ცოდვილი ერის სათავეში მოქცეულა ფარისევლობის მეშვეობით და ხალხის ნდობის ძალაც, ნიღბის შემწეობით მიუტაცებია. აგრეთვე ბიბლია იმასაც იუწყება, რომ თურმე „ყოველი ცოდვა და გმობა შეიძლება მიეტევოთ ადამიანებს. მაგრამ სულიწლიდის გმობა კი არა“ (მათე 12-31). ხოლო სულიწმიდის გმობა კი ის საქციელია, ღმერთის სახელს ამოფარებულ ე.წ. „ღვთის მსახურთ“ შეცდომაში რომ შეჰყავთ ადამიანები და თანაც მოძღვრავენ: ეს ღმერთის ნებააო. ამიტომაც უზარმაზარია მათთვის გამზადებული სასჯელი, რომლის აღსრულების დრომაც უკვე მოაღწია და დაუყოვნებლივ აღსრულდება მაშინ, ისინი როგორც კი შეასრულებენ რიცხვს. ყველამ იცოდეს, რომ ღმერთი არავის პატიობს თავისი სახელით ცრუ ქმედების ჩადენას!!! თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, მათ სატყუარაზე წამოგებული ხალხიც რომ ვერ გადაურჩება ღვთის რისხვის მომკას.