რა არის ბიბლიური კოდი
საზოგადოების მიერ ბიბლიის მიმართ ინტერესის გამოვლენა, ყოველი ეპოქისადმი მახასიათებელი ერთ-ერთი უცვლელი ნიშანთაგანია. ამიტომაც დროთა მსვლელობა მასზე ისახება იმ სახით, რომ რაც უფრო ვითარდება ცნობიერების დონე, მით იზრდება დაინტერესება ბიბლიურ სიბრძნეთა ამოცნობისა. ცნობილი ფაქტია ის, რომ ბიბლია არ წარმოადგენს ერთადერთ წყაროს ღვთიურ მცნებებზე ინფორმაციის მისაღებად. ბიბლიამდე და მისი შექმნის შემდეგაც იწერებოდა სხვადასხვა ლიტერატურა, რომელნიც კიდეც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და ამასთანავე საერთო საკითხებსაც მოიცავდნენ. რამაც ცხადია სადაო გახადა ის, თუ რომელი მათგანი წარმოადგენს ჭეშმარიტ წყაროს ღვთიური მოძღვრებისას. ამ კითხვას რომ სწორი პასუხი გაეცეს, საამისოდ მხოლოდ მართებული ლოგიკა შეიძლება იქნას გამოყენებული, რომლის საყრდენიც ეს კანონია: „სიბრძნე საქმეებით მართლდება“ (მათე 11-19). ამიტომაც რადგან რეალურმა ფაქტებმა დაამტკიცა ის, რომ ბიბლია არის ის წყარო, რომლის მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი ამ სამყაროსეული კანონზომიერებების არსისა და ადამიანის ფენომენის საიდუმლოს გაშიფვრა; მაშასადამე ფაქტია, რომ ბიბლია ყოფილა ის სარწმუნო ცნობარი, რომელიც ჭეშმარიტ ცნობებს იუწყება. მაშინ რას წარმოადგენენ დანარჩენი წყაროები და საიდან არის მოტანილი ის ცნობები, რაც მათშია ასახული? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჯერ საჭიროა ახსნა ბიბლიური კოდის რაობისა. რომლის შესახებ წარმოდგენილი ცოდნაც მომცველი არის იმ ინფორმაციისა, რომელიც ამასთანავე ამ კითხვათა პასუხებსაც შეიცავენ.
საყოველთაო ცნობილი ფაქტია ის, რომ რელიგიათა და რელიგიურ სექტათა ის ნაწილი, რომელნიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, თავიანთი მოძღვრების წყაროდ ბიბლიას იყენებენ. მიუხედავად იმისა რომ ისინი ერთიდაიგივე მცნებებს იყენებენ, მაინც ახერხებენ იმას, რომ სხვადასხვანაირად ხსნიან მათ და თავიანთი ახსნილიდან გამომდინარე იწყებენ მტკიცებას იმისას, რომ მხოლოდ მათი მოძღვრება არის ჭეშმარიტი. ამიტომაც არსებობს მრავალგვარი რელიგია და რელიგიური სექტა, რომელნიც მთელი თავიანთი არსებობის მანძილზე იმის მტკიცებაში არიან, რომ მათი მიმდინარეობაა ჭეშმარიტი. თუმცა ეს აქამდე არცერთ მათგანს ვერ დაუმტკიცებია და ვერც დაამტკიცებს იმიტომ, რომ ყველა მათგანი ცრუა და ახლოსაც კი ვერ მივა ჭეშმარიტებასთან!!!
ახლა კი იმ საკითხზე ვისაუბრებ, რომელიც ბიბლიის სიბრძნეთა ახსნას ეხება და განვმარტავ იმას, თუ ჯერ რატომ სჭირდება მათ გაშიფვრა და მერე როგორ ხდება ის, რომ მას სათავისოდ ირგებენ და ისე ხსნიან რელიგიური მოძღვრებები იმგვარად, რომ ხალხს აჯერებენ თითქოს მათი ახსნილი სწორია. წარმოდგენილი საკითხების გასარკვევად უპირველესად გაცნობებთ იმას, რომ ბიბლია დაწერილია ინტუიციური ენით. რომელიც გონების ჩანაწერის ენაა და როგორც უკვე მოგახსენეთ კიდეც, შეესაბამება იმ სიტყვიერ წყობას, რომელიც წარმოადგენდა კაცობრიობის საწყისის დროს არსებულ ერთადერთ ენას და როგორც ბიბლია იუწყება ეს ენა აღდგენილი იქნებოდა ბოლო ჟამის დროსაც. ვინაიდან მისი არსებობის გარეშე ვერ იმხილებოდა ის „დაფარული ჭეშმარიტება, რომელიც გონებაში უმოქმედოდ იდო საუკუნეების მანძილზე“ (III ეზრა 6-28). ამ ცნობის თაობაზე ინფორმირებულნი იყვნენ ამ ენის მფლობელნი გონიერი წინაპრები და შიგადაშიგ აკეთებდნენ კიდეც განაცხადს წინასწარმეტყველური ინფორმაციის სახით. ერთ-ერთ მათგანია იოანე ზოსიმეც, რომელმაც გონებიდან გამოიტანა ეს ცოდნა და ვინაიდან უმოქმედოდ მყოფი ჭეშმარიტება აუცილებლად გაცოცხლდებოდა, ამიტომაც ამის შემძლე ენას მან „ლაზარე“ უწოდა.
ვინაიდან და რადგანაც კაცობრიობა უკვე შევიდა ბოლო ჟამის ეპოქაში, თანახმად დაწერილისა აღსრულებაში მოვიდა წინასწარმეტყველება და დაფარული ჭეშმარიტებაც ცხადდება „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებით წარმოდგენილი ინფორმაციით (იერემია 23-5,6). რამაც დასაბამი მისცა იმას, რომ სამყარო უკვე გადასულიყო მასში ჩაწერილის ფაქტებად განხორციელებაში.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეს ენა შესატყვისია თანამედროვე ქართული ენისა, ეს სინამდვილეა! მაგრამ ეს ფაქტი არ ნიშნავს იმას, რომ სასაუბრო ენის მნიშვნელობები ზუსტად ემთხვევა ინტუიციურისას. რადგან ზოგი მართლაც ემთხვევა, ზოგი ნაწილობრივ და ზოგი სიტყვაც საპირისპირო მნიშვნელობით არის შეცნობილი ცნობიერების მიერ. ამიტომ ქართველ ენაზე მოსაუბრე ხალხის მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებლად შესასრულებელი მისიაა, სამეტყველო ენის გასწორება!!! გარდა ამისა ბიბლიის სიბრძნეები ადამიანთათვის წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუქციას საიმისოდ, თუ რა კანონების დაცვა ევალებათ მათ იმისათვის, რომ თავიანთი ცხოვრებისეული გზა უხიფათოთ განვლონ. ამასთანავე არ დააზიანონ ის გარემო, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობის მომცველად არის დარეგულირებული.
ვინაიდან ბიბლიის კანონები არიან მომცველი ამ სამყაროსა და ადამიანს შორის საურთიერთობო ფუნქციის მარეგულირებელი წესებისა. ამიტომ მათი სრულყოფილად გაშიფვრა გულისხმობს სამ მხრივ განშლას, როგორც კოსმიური განზომილებისათვის – ასევე დედამიწურისათვისაც; თანახმად კანონისა: „სამნი არიან, რომელნიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა; და ეს სამი ერთია. სამნი არიან, რომელნიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი; და ეს სამი ერთია“ (I იოანე 5-7,8). რაც ადამიანისათვის აისახება ბედისწერის განაჩენით – დაწყებული ჯანმრთელობიდან, გაგრძელებული ოჯახური მდგომარეობის, მატერიალური შესაძლებლობების დონის, სამსახურეობრივი მოღვაწეობისა და დამთავრებული საზოგადოებაში თავისი ადგილის დამკვიდრებით. ბიბლიის მცნებათა სრულყოფილად გაშიფვრის წესს კი ბიბლიური კოდის მეთოდი ჰქვია და არის აღსრულება კანონისა: „თანამიმდევრობით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო“ (ეკლესიასტე 7-27). იგი მომცველია ერთადერთი ჭეშმარიტი პასუხის მისაღებ 12 კანონისაგან შემდგარი თანამიმდევრობისა. რომლის ყველა მომდევნო კანონი განამტკიცებს წინას და საბოლოოდ მათი საშუალებით მიღებული ახსნილიც, საყოველთაოდ ცნობილ რეალურად არსებულ ფაქტებამდეა დასული. ამიტომაც მის უარყოფას ვერც ვერავინ ბედავს.
მაშასადამე უკვე მისახვედრია, თუ რატომ არ არის ჭეშმარიტი მოძღვრება არცერთი რელიგია და არცერთი სექტა. ვინაიდან ვერცერთი მათგანი ვერ ხსნის ბიბლიის სიბრძნეებს სრულყოფილად. არამედ მათი ახსნილი არასრულყოფილებაა და თავიანთ საკეთილდღეოდ წარმოდგენილი. ამიტომაც მათ მიერ მოპოვებული ცრუ ინფორმაციის არსებობას დათმობილი ჰქონდა დრო მანამდე, სანამ ჭეშმარიტება არ გაცხადებოდა. ახლა კი როცა ეს უკვე მოხდა, თავისთავად აეხდება და ეხდება კიდეც ფარდა სიცრუეს და ვინც რა ცოდნას ეყრდნობოდა, მის ნაყოფს მოიმკის და უკვე იმკის კიდეც.
ახლა კი მინდა მიმართვა გავაკეთო ქართულ ენაზე მოსაუბრე გონიერი გენის მემკვიდეობით მიმღებთა მიმართ. ამოიცანით და გააღვიძეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა. რადგან შემდეგი კანონის აღსრულებით: „ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა 12-48). ხოლო რადგანაც გონიერება და ქართული ენის მფლობელობა გრგებიათ გენეტიკურ მემკვიდრეობად, თუკი მას სწორმიზნობრივად არ გამოიყენებთ და უმოქმედოდ ამყოფებთ – ეს უდიდეს დანაშაულად გეთვლებათ. რაზედაც სათავისო მისაგებელია დაწესებული და ის შემდეგია: „ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ?! იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. ამიტომაც არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ კიდევ მოსავალი“ (ანგია 1-9). როგორც მოგახსენეთ კიდეც, ბიბლიური სიტყვა „ცა“ და „მიწა“, მხოლოდ ცისფერ ცას და მიწიერ ნიადაგს არ ნიშნავს, არამედ მათთან ერთად ნიშნავს გონებასა და აზროვნებას; და სულს და სხეულს. ანუ ეს კანონი იტყობინება იმას, რომ თუკი თქვენს მიერ უპირველეს მოვალეობად არ მიიჩნევა ღვთის მიერ დაწესებულ კანონებში განსწავლა მხილებული ჭეშმარიტების შეცნობის საფუძველზე და ამ კანონთა დაცვით არ განაგრძობთ ცხოვრებას, მაშინ სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის შევიწროებებს ექნება ადგილი საარსებოდ დადგენილ ყველა სფეროში და არ შეჩერდება მანამ, სანამ ჭეშმარიტ ცოდნას არ ეზიარებით!!! ცხადია ეს კანონი ყველა ადამიანს ეხება განურჩევლად ყველა ერისა და ეროვნებისა, მაგრამ პირველ რიგში ქართულ ენაზე მეტყველთ იმიტომ, რომ ქართულ ენაზეა გაცხადებული უფლისმიერი სიმართლე და თუკი ქართველები არ შეიცნობენ მას საფუძვლიანად და არ გადაუთარგმნიან სხვა ენაზე მოსაუბრეთ იმ დონეზე მაინც, რომ შემდეგ მათ აღეძრათ სურვილი ამ ენის შესწავლისა, ისე სხვა ენაზე მეტყველნი ხომ ვერ გაიგებენ მის შესახებ?! ამიტომაც არის კიდეც დაწესებული ასეთი კანონი: „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-9/11). ხოლო რაც შეეხება ბიბლიაში ნახსენებ იუდეველ გენს, ისინი დღეს ქართველ ერში არის შერეულნი და ქართველ ერად იწოდებიან.
წარმოდგენილი ცნობებიდან გამომდინარე ალბათ უკვე გასაგებია ის, თუ საიდან მოვიდა ის წყაროები, რომელნთაც ესა თუ ის რელიგიები სახელმძღვანელოდ იყენებენ. თავად ბიბლია არის შედგენილი წმინდა წერილებად წოდებული წყაროების აკინძვით. ამ წერილების საფუძველზეა შექმნილი სხვა წყაროებიც, მაგრამ მათში ჩამატებულია ის ინფორმაცია, რომელნიც ასახავენ იმ ადამიანთა გაღმერთების მომცველ ცნობებს, რომელიც წმინდანებად შერაცხეს ადგილის ხალხმა იმ მომეტებული ცოდნის გამო, რომელთაც ისინი ფლობდნენ სხვა თანამედროვეებთან შედარებით. გარკვეულწილად ასევე ადგილი აქვს იმ წესების დამატებასაც, რომელიც მართალია ღმერთს არ დაუწესებია, მაგრამ სატანური ძალის მქონე ფარისეველმა ნიღბოსნებმა შესძლეს ამის ჩადენა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბიბლიაც ვერ გადაურჩა ასეთ ჩანაწერებს. მაგრამ ბიბლიური კოდის მეთოდით კანონთა გაშიფვრა ახდენს ამ მიბმული „კუდების“ ჩამოცილებას და ჭეშმარიტი ცოდნის გამოცალკავების შესაძლებლობას იძლევა. ჭეშმარიტი ცოდნისა, რომლის ძალაც მის გამართლებაშია და როგორც ხედავთ ყოველივე თქვენს თვალწინ დევს გაცხადებული. ხოლო მასში გადმოცემული ცნობების აღსრულება კი იმდენად თვალსაჩინოა, რომ მისი გადაფარვა არაფერს და მითუმეტეს არავის არ ძალუძს!!!