რატომ დაეკარგათ ადამიანებს ჭეშმარიტების შეცნობის უნარი
როდესაც ღმერთმა ადამიანი შექმნა სულისა და სხეულის ნაერთის ერთმთლიანობად. მან ამ კავშირის სიმყარე იმ გონიერებაზე დააფუძნა, რომელიც გონებისა და აზროვნების შეუღლებული კავშირია და იძლევა უნარს ჭეშმარიტებაზე წვდომისა. ჭეშმარიტება კი ისეთი სიმართლეა, რომელიც მიღებულია სამყაროს კანონმდებლობის გათვლის შედეგად. ამიტომ ის ყოველი საკითხისათვის, მისთვის სპეციალურად განკუთვლილი ერთადერთობაა.
იმისათვის, რომ ადამიანებს შესძლებოდათ ჭეშმარიტი ცოდნის დაუფლება, საამისოდ ღმერთმა მათთვის მინიჭებული აღქმის უნარი დაამყარა გრძნობათა ხუთეულის: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, დაგემოვნებისა და შეხების გრძნობათა მიერ შეგროვებული ინფორმაციის ნაკრებით წარმოშობილ შეგრძნების უნარზე. რისი საიმისოდ საჭირო ზომა, ჭეშმარიტებამდე მისაწვდომად რაც არის აუცილებელი, მიღებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი დაიცავდა შემდეგ მცნებებს: არ იცრუო, არ იქურდო, არ იმრუშო, არ ჰკლა და პატივი ეცი მშობლებს. რისთვისაც მას მიცემული ექნა თავისუფალი ნება – თუმცა არა განუსაზღვრელი შესაძლებლობით. რადგანაც მცნებათა დარღვევებს დაწესებული აქვთ ინდივიდუალური გენეტიკური კოდისდა შესაბამისი ზღვარი, თანახმად კანონისა: „ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება“ (ლუკა 12-48); რომლის გადალახვაც იწვევს სულისა და სხეულის მჭიდრო კავშირის დარღვევას (ავადმყოფობას) და საბოლოოდ კი გაყრას – რაც სიკვდილია.
ასე რომ სიკვდილი, ეს ღმერთს არ შეუქმნია და არც ადამიანთათვის დაუწესებია ცხოვრების წესად ტანჯვა-წამება. ყოველივე ეს თავად ადამიანმა შეიქმნა, სამყაროს კანონთა დაუცველობის გამო (სიბრძნე სოლომონის 1-13/16).
სამყაროს ის მოწესრიგებული მუშაობა, რომელსაც ჩვენ შევიცნობთ ციურ სხეულთა მიერ დროსთან შესაბამისი მოძრაობის მიხედვით (მაგალითად მზის ყოველდღიური „ჩასვლა-ამოსვლა“, მთვარის ციკლი), ამტკიცებს იმას, რომ სამყარო კანონებით იმართება და არა ქაოსურად; და თანაც ისე მოწესრიგებულად, რომ ერთი ნიუანსის კანონგაუთვლელი ქმედებაც კი დაუშვებელია!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყაროს არსებობის მუდმივობის შენარჩუნებას მის საარსებოდ გათვლილ დრომდე, საშიშროება დაემუქრებოდა. რა თქმა უნდა ადამიანთა მოდგმასაც, როგორც სამყაროს შემადგენელ ელემენტს, სამყაროსეულ კანონმდებლობაში მისთვის საჭიროდ მორგებული კანონმდებლობა აქვს მიკუთვნებული; რომელსაც ჩვენ საკაცობრიო გენეტიკის კანონად ვიცნობთ და რომლის კანონებიც ადამიანის აზროვნებისათვის გასაგებად წარმოდგენილია ბიბლიურ სიბრძნეთა სახით. ამიტომ არანაირი შემთხვევითობა არ არსებობს!!! ვინაიდან ყოველი ქმედების განმსაზღვრელია ის კანონები, რომელთაც ადამიანები თავიანთი ქმედებებით, შეუცნობლად ხან იცავენ და ხანაც არღვევენ; და რადგანაც ამას კანონთა ყოველგვარი შეცნობის გარეშე აკეთებენ, ამიტომ როცა პასუხს მიიღებენ ჰგონიათ, რომ რაღაც დამთხვევას, ანდა ე.წ. სასწაულს ჰქონდა ადგილი. სინამდვილეში კი ყოველივე კანონზომიერად ხდება!!!
საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის დაარსებაც სწორედ იმ იდეას ემყარება, რომ ევოლუციური გზით მოხდეს ადამიანთა შემეცნების გაზრდა საიმისოდ, რომ კარგად შესძლოს გააზრება იმ ცოდნისა, რაზედაც ახლა გაცნობეთ. მართალია დაშვებული შეცდომების სიმრავლე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პროცესი ერთი თაობით აღსრულდეს და ამიტომაც გაიწელა თაობათა მრავალჯერადად ცვლით. მაგრამ რაც შეეხება გენს, იგი არ წყდება და მემკვიდრული გზით გადაეცემა თაობიდან-თაობას.
იმისათვის, რომ კარგად წარმოვადგინო ის მიზეზი, რის გამოც ადამიანებს დაეკაგათ ჭეშმარიტების შეცნობის ცოდნისაკენ მიმავალი გზა, საამისოდ აუცილებელია შევეხო თანამედროვე პერიოდის ეპოქის სტატუსს, რომელიც შემდეგია: „საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამი“. მოდით კარგად განვიხილოთ ეს საკითხი, ვინაიდან იგი ისეთი მკვეთრი ცვლილებებით ხასიათდება, რომ მათი არ გათვალისწინების უდიდესი ალბათობა ის არის, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს არ გამთვალისწინებლის მიმართ.
კაცობრიობის ბოლო ჟამში ყოფნა, პირდაპირი გაგებით არ ნიშნავს ადამიანის მოდგმის არსებობის დასასრულს. არამედ ნიშნავს, კაცობრიობის დასაბამიდან მოყოლებული არსებული სიცრუის დროის მოქმედების დამთავრებას და გადასვლას ჭეშმარიტი სიმართლის ხელმწიფობის ეპოქაში. სიცრუის დრომ ადამიანთა გენეტიკას დიდი დაღი დაასვა. რადგან მისი დამსახურებაა ყველა ის პრობლემა, რომლებიც ადამიანმა საკუთარ მოდგმას მოუვლინა. რისი მიღწევაც იმით შესძლო, რომ სიცრუის სიმართლედ მიღების ფონზე, განწყობამ შეიცვალა მიმართულება და გამოვლინება ჰპოვა იმ მხრივად, რომ ყურადღება გადატანილი იქნა არასწორი მიმართულებით გამახვილებისაკენ. რაც უკვე ისეთ შორსწასულ ქმედებად იქცა, რომ ადამიანთა აზროვნება ჩამოყალიბდა მთლიანად საწინააღმდეგო მენტალიტეტით, გონებასთან მიმართებაში; თანახმად კანონისა: „გატიალების სიბილწე დადგა წმინდა ადგილას“ (მათე 24-15).
რაც შეეხება ადამიანისათვის სასიცოცხლო აუცილებლობას. მას წარმოადგენს ის კოსმიური ენერგია, რომელიც ადამიანს კოსმოსიდან მიეწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება მისთვის დაწესებულ სამყაროს კანონთა სათანადოდ დამცველი. ხოლო თუ ვინმე ამ პირობას არ დაიცავს, მაშინ მისი სიცოცხლის არსებობა განპირობებული იქნება მცნებათა დამცველისგან მოპოვებული კოსმიური ენერგიის ხარჯზე. ღმერთის მიერ დამყარებული კანონმდებლობის თანახმად, კოსმიური ენერგიის გაცემ-მიმღეობა დაშვებულია ორმაგი მიზეზით: 1) როცა კოსმიური ენერგიის მომპოვებელი, საკუთარი ნებითა და სიყვარულის ნიადაგზე გასცემს ენერგიას; და 2) როცა ის ჩაიდენს ცოდვას, მაშინ კანონმდებლობის თანახმად მისი მოპოვებული ენერგია გაუნაწილდება მას, ვინც აცდუნა იგი და კანონი დაარღვევინა. როგორც წინა წიგნებით გადმოცემული ცოდნით გაცნობეთ, კოსმიური ენერგიის გამცემ პიროვნებებს, ენერგოდონორები ჰქვია; მათგან ენერგიის მიმღებთ კი – ენერგორეციპიენტები. რადგანაც სამყაროს ეპოქიალური სტატუსი სიცრუის დროებაა, ამიტომაც ცხადია, რომ ენერგორეციპიენტთა სიმრავლე ბევრად სჭარბობს ენერგოდონორების რაოდენობას; და რაც უფრო მრავლდებიან და თანამდებობრივ ძალაუფლებას ეუფლებიან ისინი, დონორებს მით მეტად უჭირთ მათი დაკმაყოფილება სასიცოცხლო ენერგიით. ამიტომ რეციპიენტები მიმართავენ მათ მიმართ ძალადობას – როგორც აშკარა ფორმით, ისე შენიღბული ფარისევლური მეთოდითაც.
ე.ი. ბოლო ჟამის დროის მდგომარეობა ასეთია: ყოველ სფეროში თანამდებობრივი სიმაღლეების მწვერვალზე სატანური ძალის ძალოვანნი – ენერგოვამპირები სხედან. ტექნიკაც და მედია საშუალებანიც მათ ემსახურება სიცრუის პროპაგანდაში. ხოლო ყოველივე ამის ძალის მიმნიჭებელი კი არის, ადამიანის სახით მოსული ეშმაკი – ანტიქრისტე. რომელმაც მოახერხა და განწყობა ისე შეუცვალა მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს, რომ მათი რწმენა ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ წარმართა და რწმენით ფანატიკოსებად აქცია. სატანის ბეჭედდასმულებს სიმართლე და სამართალი რაში სჭირდებათ?! ხოლო მათ, ვისაც სჭირდებათ, არსებული გამეფებული სიცრუის პროპაგანდა უბიძგებს მეტი და მეტი ცოდვის ჩასადენად, რათა მათგან უფრო მეტი სასიცოცხლო ენერგია იქნას გამოძალული, უკვე ენრგოვამპირებად ჩამოყალიბებულ ენერგორეციპიენტთათვის. რის შედეგადაც დღითიდღე უფრო გაუსაძლისი ხდება ენერგოდონორთა ცხოვრება. თანდათან ეს პროცესი უკვე იმ ფაზაში შედის, რომ თუ არა საყოველთაო განკითხვის აუცილებლად ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კაცობრიობა არსებობას შესწყვეტს!!!