გაზიარება

რატომ ბოლო ჟამს


თანამედროვე პერიოდი გამოირჩევა იმ მხრივაც, რომ მეტად აქტუალური სახე მიიღო საკითხმა, რომელიც კაცობრიობის ბოლო ჟამს ეხება. მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი მიიჩნევს ასე, რომ კაცობრიობა თავისი საარსებო ბოლო ჟამში იმყოფება და მას მეორედ მოსვლის პერიოდს უწოდებს. თუმცა საკითხავი ის არის, თუ ფლობს ვინმე საკმარის ცოდნას მეორედ მოსვლის მოვლენისა და ანდა საკაცობრიო ბოლო ჟამის შესახებ?! რისი მცოდნეობაც ამჟამად ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს. რამეთუ უკვე დრო დადგა ისეთი, რომ მსოფლიო დონის პრობლემების წარმოშობას აქვს ადგილი. რომელნიც იმ მოცულობისა არიან, რომ მათი გადაუჭრელობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობას. ამიტომ ვეცდები რაც შეიძლება მოკლე ფორმითა და კონკრეტული სახით წარმოვადგინო საკითხი, რომლის ცოდნისა და მისი გამოყენების გარეშე, ვერავინ გადალახავს პერიოდს, რომელშიაც ამჟამად იმყოფება კაცობრიობა და მას წარმართავს „არმაგედონის“ მოვლენა. რისთვისაც უპირველეს ყოვლისა უნდა ვისაუბრო იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმება ადამიანად ყოფნის ფენომენში.
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ადამიანი ცოცხალი არსებაა ისევე, როგორც დედამიწის სხვა ბინადარნი. რომელთაც ჩვენ ცხოველებს, ფრინველებსა და ქვეწარმავლებს ვუწოდებთ. ადამიანს რაც მათგან განასხვავებს, არის აზროვნების არეალის სიფართოვე. რადგან მათი აზროვნება პრიმიტიულია და პირადული მოთხოვნილების არეალით შემოისაზღვრება მხოლოდ. ადამიანს კი, პირადულზე დამატებული აქვს პროფესიული და სამყარული შემეცნებობის დონის აზროვნებითი არეალიც.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანთა უმრავლესობის აზრით, იმუნიტეტი არის ჩათვლილი სიცოცხლის არსებობის გარანტად. მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ უბედური შემთხვევა იმუნიტეტის მიხედვით არ ანსხვავებს ადამიანს. მისახვედრია, რომ იმუნიტეტის საფუძველზე არ დგას სიცოცხლე და მას სხვა საყრდენი აქვს. სწორედ მის შესახებ მინდა ვისაუბრო ახლა. რაც ფარდას ახდის კიდეც იმ გაურკვევლობასაც, რომელშიაც კაცობრიობა იმყოფება ამჟამად და ეხება იმ გახშირებულ შემთხვევებს, რომელნიც ადამიანთა სიცოცხლეებს იწირავს – ეს თვითმკვლელობებია, მკვლელობები და უბედური შემთხვევები თუ ერთი შეხედვით უმიზეზო, უეცარი სიკვდილის გამოვლინები. რაც უკვე გადასული არის ყოველდღიურობისა და მზარდი მასშტაბური გამოვლინებების რეჟიმში. ამიტომაც შეშფოთებასა და შიშს იწვევს ადამიანებში და იზრდება კიდეც ინტერესი იმ ცოდნის მიმართ, რომელიც ახსნის მიზეზს ყოველივე ამისას. რამეთუ მისგან გამოსავალი იქნას ნაპოვნი.
საუბარს დავიწყებ იმით, თუ რა განაპირობებს იმ ფენომენის არსებობასა და მის სიმყარეს, რასაც ამქვეყნიური სიცოცხლე ჰქვია. რისთვისაც აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ადამიანი არის არსება, რომელიც მიღებულია სულისა და სხეულის შერწყმის შედეგად შემდგარი გამთლიანებით. ხოლო როცა ეს მთლიანობა ირღვევა, მაშინ დგება ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრული.
საიდან მოვიდა ადამიანი ამქვეყნად და აქედან წასვლის შემდეგ განაგრძობს თუ არა არსებობას სხვა ქვეყანაში – ეს საკითხი ცალკე განხილვის თემა არის და ამიტომაც აქ მასზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ შევეხები ამქვეყნიურ სიცოცხლესა და მისი არსებობისათვის აუცილებელ ფაქტორებიდან მას, რაც აქამდე დაფარული იყო ადამიანური ცნობიერებისათვის.
საყოველთაოდ ცნობილია ის, რომ დედამიწა საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობდა მანამ, სანამ მასზე ადამიანი დასახლდებოდა. მაგრამ ადამიანთათვის დაფარულია ის ცოდნა, რომ ადამიანებამდე მასზე სხვა გონიერი არსებანი ცხოვრობდნენ. რომელთაც გაუმზადეს გარემო ადამიანებს საიმისოდ, რომ მათთვის საცხოვრებლად შესაფერისი ყოფილიყო.
რაც შეეხება ადამიანს – იგი ქმნილებაა, რომელიც ღმერთის მიერ დადგენილი პროგრამით არის შექმნილი. ცხადია, რომ ყოველ პროგრამას განმახორციელებელი ესაჭიროება და ადამიანის შექმნის პროგრამისათვის კი ასეთ შემსრულებელს წარმოადგენდა ქრისტე. ადამიანური შემეცნება ქრისტეს ასოცირებს იესოს პიროვნებასთან მხოლოდ. რადგანაც ადამიანები ვერ ერკვევა იმაში, თუ რაში მდგომარეობს ქრისტეობის ფენომენი. ამიტომაც არ ფლობენ იმის ცოდნას, რომ ქრისტეს მიერ მოხდა აღსრულება ღმერთის მიერ დადგენილი იმ პროგრამისა, რომლითაც შესაძლებელი გახდა ადამიანთა მოდგმის შექმნა. რასაც ამოწმებს კიდეც ბიბლია: „ქრისტეს მიერ შეიქმნა სოფელი და სოფელმა კი ვერ იცნო იგი“ (იოანე 1-10).
თუ როგორ განახორციელა ქრისტემ ეს პროგრამა, ამის ცოდნა უნდა ჰქონდეთ ადამიანებს. რამეთუ მაშინ აღარ გაებმებიან იმ მახეში, რომელშიაც ისინი სატანამ შეიტყუა რელიგიათა მეშვეობით. საქმე იმაში გახლავთ, რომ მაშინ როცა სატანა ანგელოზი იყო, იმ დროს ქრისტეც ანგელოზი იყო. ხოლო ანგელოზთათვის კი ისევე გახლდათ დადგენილი საანგელოზო გენეტიკური მიმდინარეობის კანონმდებლობა, როგორადაც ეს ადამიანთა მოდგმას აქვს დადგენილი საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის სახით. ანგელოზთა შემთხვევაში ქრისტე და მისი მიმდევარნი გახდნენ გენეტიკური ნაყოფები. ხოლო სატანა და მისი თანხმლებნი კი არა. რისთვისაც ისინი გაძევებულნი იქნენ კოსმიური მიზიდულობის არეალიდან და გადმოსახლებულნი დედამიწურ მიზიდულობაში. რომელ ცნობასაც ასევე ამოწმებს ბიბლიაც: „გადმოგდებული იქნა ციდან დიდი ურჩხული, დასაბამის გველი. რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა. მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. გადმოვარდა ქვეყნად და თან მისნი ანგელოზნიც გადმოჰყვნენ“ (გამოცხადება 12-9). რაც შეეხება ქრისტეს ნაყოფობას, მასზე ბიბლია იუწყება იმას, „რომ იგი ოდნავ იქნა დამდაბლებული ანგელოზთა წინაშე“ (ებრაელთა 2-7). რაც იმას გულისხმობს, რომ ეს ნაყოფი იყო ის, ვისაც ბიბლია უკანასკნელ ადამს, ანუ ედემელ ადამს უწოდებს. რომლად ყოფნის დროსაც მან შექმნა გონების პროგრამა, რომელიც საფუძვლად დაედო ადამიანური კატეგორიის სულის წარმოშობას. რასაც ასევე ამოწმებს ბიბლიაც: „რასაც ადამი უწოდებდა, იგი იყო სახელი მისი“ (დაბადება 2-19). ხოლო ამის შემდეგ კი, დედამიწელი ადამიანის შექმნისათვის, მის მიერვე მოხდა აზროვნების პროგრამის შექმნაც და ბიბლია მას ევას ისტორიის ცნობის სახით იუწყება: „მოჰგვარა უფალმა ღრმა ძილი ადამს და როცა დაეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და აუშენა მისგან დედაკაცი. და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია და ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისაგანაა გამოღებული“ (დაბადება 2-21/23). ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ბიბლიის მიერ ადამიანის შექმნის ისტორია წარმოდგენილი არის ედემელი ადამ და ევას მეშვეობით. ეს სხვანაირად ვერც მოხდებოდა. ვინაიდან ბიბლია ხომ გონების ჩანაწერია, რომლის შესრულებაც ხილვების საშუალებით მიღებული მასალით გახდა შესაძლებელი. ხილვა კი მატერიალურად წარმოსახვას ეფუძნება და მაშინდელი დროის შემძლეობისდა შესაბამისად, გონებისა და აზროვნების სხვაგვარად წარმოსახვა ვერ მოხერხდებოდა, თუ არა ადამად და ევად.
ბიბლიის მიერ გაცხადებული ის ინფორმაცია, რომელიც ასახავს გველის მიერ ევას ცდუნებას და ევასაგან კი ადამისას (დაბადება 3-1/24) – იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, რომ სატანურ ძალას ზეგავლენის მოხდენა ძალუძს აზროვნებაზე და აზროვნებას კი – გონებაზე. მხოლოდ ამ ზეგავლენათა გამოვლენა სხვადასხვანაირი ფორმით ხდება. აზროვნება განიცდის ცვლილებას და გონება კი – არა. მაგრამ ხდება მისი ფუნქციონირების შეზღუდვა. რასაც გონების მიძინება, ანუ გარკვეულ დონეზე დაბლოკვა ჰქვია. რაზედაც არის დამოკიდებული კიდეც ადამიანის საარსებო პარამეტრები. ამიტომაც ახლა სწორედ გონებაზე უნდა ვისაუბრო. რადგან მისი ფუნქციონირება განსაზღვრავს ყოველივე იმას, რაც ადამიანის არსებობას ეხება და მას კი სიცოცხლისუნარიანობა განაპირობებს. რისი ზღვარიც ადამიანს დადგენილი აქვს შემდეგნაირი წესის მიხედვით:
144 000 სიცრუე წარმოშობს თაღლითობის უნარს. 144 000 თაღლითური ქმედება და ანდა 144 0002 სიცრუე – ქურდობის უნარს. 144 000 ქურდობის ჩადენის ქმედება ან 144 0003 სიცრუე – მრუშობის უნარს. 144 000 მრუშობის ქმედება ან 144 0004 სიცრუე – კაცის კვლის უნარს. 144 000 კაცის მოკვლის ქმედება ან 144 0005 სიცრუე – მშობლებისადმი უპატივცემულობის უნარს. 144 000 მშობლისადმი უპატივცემულობის ჩადენა ან 144 0006 სიცრუე – კაცთმოძულეობის უნარს. 144 000 კაცთმოძულეობის გრძნობით ჩადენილი ქმედება ან 144 0007 სიცრუე – ურწმუნოებას.
რაც შეეხება სიკვდილს. იგი ადამიანში დგება მაშინ, როდესაც ამ შვიდიდან, რომელიმე ცოდვის ზღვრული რიცხვი აღსრულდება – ან ქმედების 144 000 და ანდა სიცრუის 144 000n რიცხვი. რაც განისაზღვრება ინდივიდუალური კოდით მიღებული მემკვიდრეობის შესაბამისობით.
ახლა რაც შეეხება ადამიანის სხეულს. საყოველთაოდ ცნობილია ის, რომ მას ახასიათებს სიტყვების გაგების უნარი. მაგალითად როცა საშიშ ამბავს ისმენს, შეიძლება კანკალი დაეწყოს და ბეწვები ყალყზე დაუდგეს. როცა გემრიელ საკვებზე ისმენს ინფორმაციას, ნერწყვი წარმოექმნას. როცა საწყენ ამბავს მოისმენს, ცრემლები წარმოეშვას და სხვა. ხოლო ყოველივე ეს კი იმით მიიღწევა, რომ სხეულოვანი ქსოვილები ასო-ბგერული ენერგიით მრავლდებიან. ამიტომაც უწოდებს ბიბლია ადამიანს წიგნს (III ეზრა 6-19,20). ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდზე კი იმას გეტყვით, რომ იგი ინდივიდულური და განუმეორებელი იმიტომ არის, რომ ყოველი ჩანასახი მოიცავს დადგენილი ზღვრული რიცხვიდან იმ შესაბამისობას, რომელიც ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიაც იმყოფება მშობლები ჩასახვის დროს. ამიტომაც გამოდიან ერთიდაიგივე მშობლების შვილები სხვადასხვანაირები.
რაც შეეხება მემკვიდრეობით მიღებულ ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდს, იგი უდგენს ადამიანს ზღვარს იმისას, რა კატეგორიის ცოდვა და მადლი ერგო წინაპრისაგან მემკვიდრეობად. ხოლო მას კი მიცემული აქვს თავისუფალი ნება იმისა, რომ რომელი მემკვიდრეობაც სურს იგი მიიღოს და გააქტიუროს და რომელიც არ სურს, მასზე უარი თქვას. რაც შეეხება ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდს, როგორც იცით მეცნიერება მას მხოლოდ სხეულებრივი უჯრედული თვალსაზრისით სცნობს და ამ გზით აწარმოებს მის კვლევას. სინამდვილეში კი ის გაცილებით უფრო მეტია. რადგან მისი აღმნიშვნელი რიცხვი, რომელიც ცოდვა-მადლის გამომსახველია, ამ ინფორმაციას ენერგიის სახით აწვდის მემკვიდრეს. რომელი ენერგიაც შემდეგ მატერიალებად გარდაიქმნება და მოიცავს ყოველივე იმ პარამეტრებს, რაც ადამიანის არსებობისათვის არის საჭირო: დაწყებული ჯანმრთელობიდან, გაგრძელებული ოჯახური, ეკონომიკური მდგომარეობით, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებით და დამთავრებული სამყაროში სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ადგილის შენარჩუნებით.
ახლა რაც შეეხება ბოლო ჟამს. რატომ ეწოდა მას ბოლო ჟამი?! იმიტომ, რომ კაცობრიობა არსებობას შეწყვეტს?! რა თქმა უნდა არა! ვინაიდან ღმერთი დასაღუპად არაფერს ქმნის. არამედ მაცოცხლებელია მისი ყველა ქმნილება (სიბრძნე სოლომონის 1-13,14). ხოლო რაც შეეხება ბოლო ჟამს, მას ის ეწოდა იმიტომ, რომ ხდება სიცრუის რიცხვის 144 0007-ის ზღვრის ავსება და გამომდინარე იმისგან, რომ სიცრუისაგან თავდაზღვეული არავინ არის, მან მიიღო ზოგადსაკაცობრიო ხასიათი. დიახ ასეა! ნურავის ჰგონია, რომ შესძლოს ის, სიცრუე არ თქვას და მუდამ სიმართლე ილაპარაკოს. ვინაიდან როგორადაც არ უნდა ეცადოს, ამას ვერ მოახერხებს იმიტომ, რომ არავინაა ადამიანთაგან იმის მცოდნე: თუ რა არის ნამდვილად სიმართლე და რა კიდევ სიცრუე. რადგან ჯერ კიდევ დასაბამიდან მოყოლებული, სატანამ მცდელობა არ დააკლო იმას, რომ ტყუილ-მართალი ერთმანეთში შეერია და ადამიანთათვის სიმართლედ მიეღებინებია. ასე რომ დღეს ადამიანებს რიგი სიცრუე სიმართლედ აქვთ მიღებული და მას ტრადიციების, სახელმწიფო კონსტიტუციის, სამართლებლივი და რელიგიური კანონების სახით იცავენ. რომ არაფერი ვთქვათ იმ დამატებულ სიცრუეებზე, რასაც პირადული სიცრუე ჰქვია. აი, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება დღეს კაცობრიობა და ახლა თავად დაფიქრდით იმაზე, თუ რა შედეგებით გამოვლინდება და ვლინდება კიდეც სიცრუის ზღვრული რიცხვის შესრულება. ცხადია მას ბევრი ფიქრი არ სჭირდება! რადგან ღმერთის მიერ დადგენილი ზღვრის ავსება, დაუყოვნებლივ აღსრულებით გვირგვინდება; და ასეც ხდება კიდეც! რაწამს მოხდება სიცრუის 144 000-ის ზღვრული რიცხვი შესრულება, უმალვე დგება სიკვდილის მდგომარეობა და მას წინააღმდეგობას ვერც ვერავინ გაუწევს ამქვეყნად.
აი, ეს არის მიზეზი იმ მოჭარბებული სიკვდილიანობისა, რაც ყოველდღიურად უფროდაუფრო მეტი შემთხვევების სახით ვლინდება მთელი მსოფლიოს დონეზე. თუმცა შეუძლებელია იმის ვერ შემჩნევა, რომ ქართულ ენაზე მეტყველ ერში, ეს პროცესი მეტად მაღალი მასშტაბით მიმდინარეობს. რასაც, რა თქმა უნდა აქვს თავისი ახსნა და ის შემდეგია: მის განხორციელებას უზრუნველყოფს ეს კანონი: „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-9/11). რაც შეეხება იუდეველებს, მათ ბიბლია უწოდებს იმ ენაზე მოსაუბრე ერს, რომელი ენითაც უნდა აღსრულებულიყო დაფარული ჭეშმარიტების მხილება. რომელიც უკვე აღსრულდა კიდეც და შესრულებული იქნა ქართული ენით.
არის თუ არა გამოსავალი და თუ არის, რაში მდგომარეობს იგი? ცხადია ეს საკითხი განურჩევლად ყველას დააინტერესებს. ვინაიდან რაც ღმერთის მიერაა დადგენილი, მისი შეცვლა არავის და არაფერს შეუძლია ამქვეყნად!!! ხოლო რაც უკვე მიმდინარეობს, მისგან დაცვა არ მოხერხდება: არც ფულის გამოყენებით, არც თანამდებობრივი ძალაუფლების, არც მედიცინის ცოდნით და საერთოდ არანაირი საშუალებებით – გარდა იმისა, რასაც ჭეშმარიტი ცოდნის მიღება და მისი გამოყენებით ქმედება ჰქვია. ხოლო ამ საკითხის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის გასაცხადებლად კი, ჯერ საჭიროა ახსნა იმისა, თუ რას ნიშნავს ღმერთის მიერი დაშვება. რადგანაც ვიცით, რომ „ღმერთს არც სიკვდილი შეუქმნია და არც ბოროტება“ (სიბრძნე სოლომონის 1-13,14). მაგრამ ფაქტია ის, რომ დაუშვა მათი არსებობა. ამიტომ აუცილებელია იმის ცოდნა, რას ეფუძნება ეს დაშვება. ვინაიდან ამის გაგება პიროვნებას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ შეეცადოს შეიმსუბუქოს ასეთი დაშვების შედეგები. რადგან საერთოდ თავიდან აცილების შემძლეობა ადამიანთა მოდგმამ დასაბამიდანვე დაკარგა ადამ და ევას მიერ ცოდვის ჩადენის გამო; თანახმად ბიბლიისა: „თქვა უფალმა ღმერთმა: „ადამი გახდა როგორც ერთი ჩვენთაგანი სიკეთისა და ბოროტის შეცნობაში. ახლა არ გაიწოდოს ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფი, რომ არ გახდეს უკვდავი“. ამიტომ გაიყვანა ღმერთმა იგი ედემის ბაღიდან სამუშაოდ მიწაზე, რომლისგანაც იყო აღებული; და გააძევა ადამი და ედემის ბაღის აღმოსავლეთით დააყენა ქერუბიმები და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი სიცოცხლის ხისაკენ მიმავალი გზის დასაცავად“ (დაბადება3-22/24).
მოგეხსენებათ, რომ კანონი ამბობს: „ღვთის სასუფეველი ადამიანშიაო“ (ლუკა 17-20,21) და რომ „ღმერთი სულია და თაყვანი უნდა სცეთ სულითა და ჭეშმარიტებითო“ (იოანე 4-24). მაშასადამე ღმერთი ადამიანში სულიწმიდის ძალით ფუნქციონირებს. ხოლო სხვანაირად ამ ძალას, კოსმიური ანუ სასიცოცხლო ძალა ჰქვია; თანახმად კანონისა: „ღვთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სოფელს“ (იოანე 6-33). ე.ი. რაც უფრო ძლიერია ეს ძალა ადამიანში, მით მჭიდროა მისი კავშირი კოსმოსთან და მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლისუნარიანობაც მისით განისაზღვრება. ამ კავშირის სიმყარეს კი გონება უზრუნველყოფს იმისდა შესაბამისად, ფუნქციონირების როგორ საშუალებასაც მას აზროვნება აძლევს. რასაც იგი აკეთებს იმის შესაბამისად, როგორადაც დაიცავს ღმერთის მიერ დადგენილ კანონმდებლობას. ანუ თუკი აზროვნება კანონთა დაცვით გამოიტანს გადაწყვეტილებებს და ადამიანიც მას ქმედებით გაააქტიურებს, მაშინ გონებასაც აღარ ეზღუდება ფუნქციონირება და ადამიანშიც სულიწმიდის ძალა განაგებს ყოველივეს. რაც გამოიხატება იმაში, რომ მისი გრძნობები სიყვარულის თვისებების მომცველი იქნება და მისი ქმედებანი კი სიკეთის თესვა. შესაბამისად კეთილ ნაყოფსაც მოიმკის. ხოლო თუ აზროვნება არ იქნება კანონთა დამცველი, მაშინ რომელი კატეგორიის და რა დონის დარღვევასაც დაუშვებს იგი, იმ ზომით დაებლოკება გონებას ფუნქციონირება და ეს კი შეზღუდავს კეთილი ძალის მოქმედებას. ხოლო ამ შეზღუდვით კი საწინააღმდეგო ძალა მძლავრობს და ბოროტ ქმედებებს ჩაადენიებს ადამიანს. რასაც ჩვენ ასე ვაფასებთ: „ღმერთმა დაუშვაო“. კი ასეა, ღმერთმა დაუშვა იმიტომ, რომ ადამიანს საარსებო კანონად ეს დაუწესა: „ითხოვეთ და მოგეცემათო“ (მათე 7-7) და ეს მართლაც ხომ ასეა? ვინც რასაც ითხოვს თავისი ქმედებრივი დამსახურებით, ის ეძლევა კიდეც! თუმცა ადამიანებს ეს ჭეშმარიტება სათანადოდ ვერა აქვთ გათავისებული და ჰგონიათ, რომ მხოლოდდამხოლოდ მათზეა დამოკიდებული ყოველივე.
ახლა კი ალბათ მისახვედრია ის, თუ გამოსავალი რა იქნება იმ მდგომარეობიდან, რომელშიაც ახლა კაცობრიობა იმყოფება. დიახ, გამოსავალი არის და ის ერთადერთია!!! რასაც ცოდვების მონანიება ჰქვია. თუმცა რას გულისხმობს იგი. ამის ცოდნაც არა აქვთ ადამიანებს და ღმერთს სთხოვენ: „ღმერთო შემინდე თუ რამე დავაშავეო“. საქმე კი იმაშია, რომ სწორედ ის უნდა გაარკვიოს თავად პიროვნებამ, თუ რა ცოდვა ჩაიდინა და საქმით უნდა მოახდინოს მისი გამოსწორება. შემდეგ კი ღმერთს აღუთქვას, რომ აღარ ჩაიდენს. ცხადია ღმერთი მას მეორე დღესვე შეამოწმებს მსგავსი კატეგორიის ქმედების მეშვეობით და ისიც თუკი არ დაარღვევს მის შესატყვის კანონს; მხოლოდ მაშინ მიიღებს ღმერთი მის მონანიებას და მიუტევებს. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ღმერთისაგან შენდობას ადგილი არ ექნება და თავს ტყუილად ნურავინ მოიტყუებს!!!
ახლა კი გთხოვთ ყურადღებას და ისე მოსმენას იმისას, რასაც გაცნობებთ. რადგანაც კაცობრიობა ამჟამად ბოლო ჟამის პერიოდში იმყოფება და როგორც გაუწყეთ ეს ნიშნავს იმას, რომ სიცრუის ზღვრულ რიცხვ 144 0007-ის შესრულებებს აქვს ადგილი; ამიტომ მდგომარეობა მეტად საგანგაშოა და მონანიების თაობაზე აუცილებელია სპეციფიკური ცოდნის შესახებ გაუწყოთ. რომლის საშუალებითაც არის შესაძლებელი მხოლოდ იმის მიღწევა, რომ ადამიანმა თავი და თავისი შვილი გადაარჩინოს. ეს მეთოდი კი შემდეგში მდგომარეობს:
როგორც უკვე გაცნობეთ, ურწმუნოების ცოდვა მოიცავს ყველაზე დიდი რაოდენობის აღმნიშვნელ სიცრუის რიცხვს. ამიტომ ჭეშმარიტი რწმენის მიღება არის ის ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც ძალუძს გადაფარვა ყველა დანარჩენი ცოდვისა. რის შედეგადაც ადამიანს მიეცემა მეორე სიცოცხლის შანსი; თანახმად კანონებისა: „ცოდვათა სიმრავლეს გულითადი სიყვარული ფარავს“ (I პეტრე 4-8) და „ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“(იოანე 3-3). ხოლო რწმენის გასწორება რომ შესძლოს ადამიანმა, ამისათვის კი პირველ ყოვლისა ის ცოდვა უნდა გამოასწოროს, რომლითაც ქრისტეს ნათლიობაზე თქვა უარი. როგორც იცით, ასეთ ქმედებას სჩადიან ადამიანები და საკუთარ შვილებს უკეტავენ ცათა სასუფევლის გზას. რასაც რელიგიათა საშუალებით ახორციელებენ. უარს ამბობენ ქრისტეს მიერ სულიწმიდით გაცემულ ნათელზე, ე.წ. „ნათლობის“ რიტუალების მეშვეობით. შემდეგ კი ასე ამბობენ: „ჩვენი შვილი გაქრისტიანდაო“. სამწუხაროდ დღეისდღეობით მდგომარეობა ასეთია და ამიტომაც ვალდებული ვარ სიმართლე განვაცხადო. იმასაც დავძენ, რომ ყველას მოუწევს მისი მიღება. რადგან სხვა გამოსავალი, უბრალოდ არ არსებობს!!!
მე კი ამას გეტყვით თქვენ, ვინც ახლა ამას კითხულობთ. ამჟამად სწორედ იმ დროში ვართ, როცა სატანისათვის მიცემული დრო იწურება და ბოლო წამებს ითვლის. სატანის ხელმწიფობის პერიოდში, რომ ყველაფერი მას ემორჩილებოდა, ამას დიდი ცოდნა არ სჭირდება. ამიტომ სიმართლეს ყველა საინფორმაციო საშუალებანი ბლოკავდნენ და არ იძლეოდნენ მისი გავრცელების საშუალებას. ამას გარდა საკმაო დონეზე მიძინებული გონებაც, რომლის მქონეც მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილია, სიმართლის მოძიების საშუალებას არ იძლევა. ამიტომ შეგახსენებთ კანონს: „ვინც სიკეთის კეთებს იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვათ ეთვლება მას“ (იაკობი 4-17). ახლა კი, როცა ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება იმ შედეგის გამო, რასაც აქ რომ გაცნობეთ ამ ცოდნის ვერ ფლობა ჰქვია; განა მასზე დიდი სიკეთე იქნება რამე, რომ ეს ცოდნა გაავრცელოთ?! იქნებ ვინმემ შეისმინოს და თავი და ან შვილი, ანდა ოჯახიც გადაარჩინოს. იფიქრეთ იმაზე, რომ ვინმემ რომ დაგიმალოთ ის ცოდნა, რომლის გამოყენებითაც თუნდაც თქვენი ოჯახის წევრის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, რას იფიქრებდით მის სიჩუმეზე? ხოლო თუკი იგი გეტყოდათ სიმართლეს, მაგრამ თქვენ არ მოუსმენდით, შემდეგ რას მოიმოქმედებდით? ცხადია, სხვას გააფრთხილებდით იმავე ცოდნით და დაურთავდით იმას, რომ არ მინდა ჩემსავით დაგემართოსო. ეს მდგომარეობა კი ყველას კართან არის უკვე მისული, მიუხედავად მისი ეროვნებისა თუ ასაკისა. მაგრამ ცოდნა კი მხოლოდ ქართულ ენაზეა გაცხადებული. ამიტომ ვინც სხვა ენა იცის, მან უნდა იზრუნოს მის გადათარგმნასა და ისე გავრცელებაზე – რა თქმა უნდა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, როგორადაც შეუძლია.