გაზიარება

რატომ ავადდება ადამიანი

სიჯანსაღეს უპირველესი და უმთავრესი ადგილი უკავია მათ შორის, რაც კი რამ ადამიანის სიცოცხლისათვის არის აუცილებელი. ჯანმრთელობის არც ფულით ყიდვა შეიძლება და არც თანამდებობრივ სიმაღლეზე ყოფნით შენარჩუნება. ხოლო რაც შეეხება მისი არსებობის საწინდარს, მას იმუნიტეტი განსაზღვრავს.
რა არის იმუნიტეტი?
მეცნიერება მას ასე განმარტავს: რომ ის არის ორგანიზმის გამძლეობის უნარი, ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში ყოფნის შესანარჩუნებლად. მე კი ამ განმარტებაზე ვიტყოდი იმას, რომ ის ზოგადია. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ წარმოვადგინო მისი ჭეშმარიტი ახსნა. რამეთუ ჭეშმარიტი ცოდნის მოძიება გულისხმობს განსახილველი საკითხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებას. რაც აუცილებლობა არის საიმისოდ, რომ გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რაც კი შესაძლებელია წარმოიშვას ამ საკითხთან მიმართებით.
რაც შეეხება იმუნიტეტის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მოძიებას, ის ადამიანურ ფენომენთან შეხებას საჭიროებს. რასაც განსაზღვრავს ის ფაქტორი, რომ ადამიანი წარმოდგენილი არის ცნობიერების უნარმქონე, ფართო სპექტრით მოაზროვნე არსებად. იმ შემთხვევაში კი, თუკი ის ამ უნარს დაკარგავს, მაშინ ითვლება ადამიანურობის სტანდარტიდან გამოსულად – მიუხედავად იმისა, ფიზიკური აღნაგობით რაგინდ კარგადაც არ უნდა გამოიყურებოდეს.
რადგანაც ჭეშმარიტი ცოდნის მოძიებაზეა საუბარი, ამიტომ ის განსახილველი საკითხის სიღრმეებში წვდომის აუცილებლობას მოითხოვს. რისთვისაც საჭიროა განიმარტოს ის, თუ რა არის საფუძველი იმისა, ადამიანს აზროვნების უნარი რომ გააჩნია. რის ახსნასაც დავიწყებ ასე: ადამიანი ღმერთის მიერ შექმნილი არსებაა. მისი ფენომენის შესახებ სრულყოფილი ცოდნა ვერ მოიპოვა მეცნიერებამ იმიტომ, რომ მათ მიერ უარყოფილია ღმერთის არსებობა. ხოლო რაც შეეხება რელიგიას, ამ მხრივ ისიც ვერ ფლობს დამაკმაყოფილებელ ცოდნას იმის გამო, რომ იგი გამიჯნულია მეცნიერებას. ჭეშმარიტი ცოდნის მოპოვება კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუკი საკითხის შესწავლა მოხდება ბიბლიით წარმოდგენილი სამყაროს კანონებისა და მეცნიერული მიღწევების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის ფონზე. მივმართავ რა ამ მეთოდს, ვნახოთ რას იუწყებიან ბიბლიის კანონები ადამიანური ფენომენის შესახებ:
„სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია; რომელიც ამოქმედებს ყველას – ყველაში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს, სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა; მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; ზოგს – რწმენა იმავე სულით და ზოგს კი, განკურნებათა ნიჭი იმავე სულით. ზოგს – სასწაულთმოქმედება; ზოგს – წინასწარმეტყველება; ზოგს – სულების გარჩევა; ზოგს – სხვადასხვა ენები; ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთიდაიგივე სული. რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს“ (I კორინთელთა 12 – 3/11).
„როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23).
„გონება განაგებს არა თავის საკუთარ ვნებებს, არამედ მხოლოდ ხორციელთ. კაცს არ შეუძლია სულიდან ამოიკვეთოს მრისხანება. მაგრამ მრისხანებაში შემწედ შეუძლია მოიხმოს გონება. კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს უკეთური ზნე. მაგრამ გონების თანამებრძოლად შეუძლია მოგვივლინოს ავი ზნისადმი ქედუხრელობა. გონება ვნებათა აღმომფხვრელი კი არ არის, არამედ მათი წინააღმდგომია“ (IV მაკაბელთა 3-1/4).
„გონება ისეთი განსჯაა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებებით ბრძნულ ცხოვრებას ირჩევს. სიბრძნე კი არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა – მათი მიზეზის შეცნობითურთ (IV მაკაბელთა 1-15).
მართალია ეს უკვე მრავალჯერ მითქვამს, მაგრამ ახლა კვლავ აღვნიშნავ იმას, რომ გონება სულისმიერი ნაყოფია, ხოლო აზროვნება კი – ხორციელი. ხოლო რაც შეეხება სულსა და სხეულს შორის დამოკიდებულებას, ის შემდეგია: „ხორცს სულის საპირისპიროდ სურს და სულს – ხორცის საპირისპიროდ. ამიტომ ისინი ეურჩებიან ერთიმეორეს, რათა ადამიანი ვერ იქმოდეს იმას, რაც სურს“ (გალატელთა 5-17).
მაშასადამე ადამიანს გააჩნია როგორც სულიერი თვისებები, ასევე ხორციელიც. რომელთა მოთხოვნათა დაუკმაყოფილებლობაც მასში იწვევს ნერვების აშლას. ხოლო რადგან უკვე ნერვულ სისტემამდეც მივედით, შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ რა წარმოადგენს მყარ საფუძველს მაღალი იმუნიტეტის საარსებოდ. რაზედაც მოგახსენებთ: რომ ეს არის სულიერ და ხორციელ თვისებათა გააქტიურებას შორის დაბალანსებული მდგომარეობა. რომლის იდეალური ბალანსიც ასეთია: სულიერი წილი 70%, ხორციელი კი – 30%. რასაც ეწოდება სიმშვიდის მდგომარეობა. რომელ მდგომარეობასაც უზრუნველყოფს მხოლოდ ის ფაქტორი, რომ პიროვნებისაგან უნდა ხდებოდეს ღმერთის მიერ სპეციალურად ადამიანისათვის დადგენილ კანონთა დაცვა. როგორც ამას ბიბლიაც ამბობს, რომ „ადამიანის ბუნებას უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა რჯულს აწესებდა“ (IV მაკაბელთა 5-25).
ვინაიდან და რადგანაც ეს მოთხოვნა იდეალურად არასდროს შესრულებულა ადამიანთა მიერ, ამიტომ იმისდა შესაბამისად, თუ როგორ ახერხებს ამ კანონების დაცვას ადამიანი – სწორედ მის შესაბამისად არის აშლილი მისი ნერვული სისტემაც. უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: მისი სიმშვიდის ზღვარის მაჩვენებელი ნორმიდან გადახრილია და ნერვული სისტემის წყობაც გაწონასწორებულია მღელვარე მდგომარეობაზე. ეს კი იმუნიტეტის შემცირებას იწვევს.
ე. ი. ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარი, მისი სიმშვიდეში ყოფნაა!!! ეს რომ ნამდვილად ასეა, ამის გასაცნობიერებლად შეგახსენებთ ზოგიერთ კარგად ცნობილ რამეს – კერძოდ კი იმ მდგომარეობას, რასაც შიში ჰქვია და რომელიც ადამიანს მაშინ იპყრობს, როცა ის ტყუილში იმყოფება. დიახ, ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ შიშის საფუძველი რწმენის სიცრუეში ყოფნაა!!! ხოლო თუკი ადამიანი მოახერხებს იმას, რომ სინამდვილე სწორად აღიქვას და საკუთარი განწყობა სიმართლის რელსებზე განათავსოს, იგი გათავისუფლდება იმ შეუცნობელი შიშის მარწუხებისაგან, რომელიც მუდმივად უტევს მას სიფხიზლეში და ძილშიაც კი არ ასვენებს სიზმართა მეშვეობით. რათა მისი სიმშვიდის ზღვარი ნორმას არ დაუბრუნდეს.
არა მგონია არსებობდეს ადამიანი, ვისაც თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც არ ჰქონოდა ისეთი შემთხვევა, რომ არ განეცადა სიცრუიდან სიმართლეში გადასვლის ეფექტი. რა მდგომარეობასაც ასე აღწერენ ადამიანები: „თითქოს გულზე დადებული ლოდი მომეხსნაო“; ან „ძლივს ნორმალურად ამოვისუნთქეო“ და სხვა.
რა არის შიში? რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ აგებულებას არ ფლობს, მისი ძალა მაინც ასე ძლიერად ბოჭავს ადამიანს?! ამაზე სრულყოფილ პასუხს ვერ სცემს მეცნიერება, მაგრამ იძლევა ბიბლია და აი ისიც: „საკუთარი გონების მოწმობით დასჯილი ბოროტება მხდალია და სინდისის ქეჯნილნი მუდამ საშინელებებს წარმოიდგენენ. რადგან შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ! რამდენადაც ნაკლებია შინაგანი მოლოდინი, მით უფრო შეუცნობელი სჩანს ტანჯვის მიზეზი“ (სოლომონი 17-10/12).
მაშასადამე ბიბლია ამოწმებს იმას, რომ როცა ადამიანის რწმენა აცდენილია ჭეშმარიტებას, მაშინ მასში თავისთავად შეზღუდულად იფუნქციონირებს ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული გონება. რომელიც სულის ნაყოფია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანში ხორციელი თვისებების აქტიურობა სჭარბობს სულიერისას და შესაბამისად მისი სიმშვიდის ზღვარიც დარღვეულია, ანუ იმყოფება შიშის ზონაში.
ახლა კი განვსაზღვროდ რა არის რწმენა. რის ასახსნელადაც უნდა ვახსენო ტერმინი – განწყობა. იგი გამოსახავს ადამიანის ნერვული სისტემის რხევის მიმართულებას. რომელიც აგზნების ტალღის გადატანას ემსახურება ორგანიზმში და ამას ახდენს ორი ერთმანეთის საპირისპირო (სიცრუის ან სიმართლის) მიმართულებით. სიმართლის მიმართულება გონებისაკენ მიემართება, ხოლო სიცრუისა კი – გონების საწინააღმდეგო მხარეს. ამიტომ მობრუნდება სხეულში, სადაც რომელიმე ზონაში აუცილებლად შეეჯახება წამოსულ მომდევნო ნაკადს. რაც მღელვარებას იწვევს. გარდა ამისა, ადამიანის განწყობის მოძრაობა გონების საწინააღმდეგო მიმართულებით, იწვევს გონების ფუნქციის შეზღუდვას, რასაც ჩვენ გონების ძილს ვუწოდებთ. რაც შორსწასულ შემთხვევაში დაბლოკავს გონების ფუნქციას და მის ნიადაგზე უკვე ხდება სულისა და სხეულის გაყრა – რაც სიკვდილის დადგომას ნიშნავს.
რაც შეეხება ადამიანის ყოფნას იმ მდგომარეობაში, როცა მისი სიმშვიდის ზღვარი ნორმიდან გადახრილი არის მღელვარებისაკენ. ამ მდგომარეობაში ყოფნას ადამიანი თავად ვერ შეიგრძნობს იმიტომ, რომ მას სიმშვიდის მდგომარეობაში ყოფნა რასაც ჰქვია, ის არასოდეს შეუგრძნია. ამიტომ მოგაწოდებთ მის ამოსაცნობ ნიშნებს: ასეთი ადამიანები არასოდეს განიცდიან შინაგან სიმშვიდის შეგრძნებას და მუდმივად რაღაცის მოხვეჭაზე და მითვისებაზე ფიქრობენ. მუდამ აწუხებთ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ადვილად ღიზიანდებიან და ჩხუბის მიზეზს ეძებენ. თუმცა არის მათ შორის კატეგორია ფარისევლები, რომლებიც ყოველივე ამას ნიღბავენ მოჩვენებითი სიმშვიდის ნიღბით, მაგრამ მათ რაც ამხელს ეს არის ამბიციურობა, რაც დამახასიათებელი არის სიმშვიდის პროპორციის დარღვევისათვის და ის მით უფრო იმატებს, რაც მეტად იხრება სიმშვიდის ზღვარის მაჩვენებელი მღელვარებისაკენ. აღვნიშნავ იმასაც, რომ ასეთ ადამიანებში თანდათან იბლოკება სულიერი სურვილები და ხორციელი სურვილები კი ჭარბდება. რაც ადამიანურ ფენომენში იწვევს ცვლილებებს საიმისოდ, რომ თანდათან შემცირდეს სინდისისა და პატიოსნების მაჩვენებელი და მოიმატოს ანგარებამ და ამპარტავნებამ. ასეთ ადამიანებზე ბიბლია იძლევა ასეთ ცნობას: „ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. რადგან დაეხშოთ ამ ხალხს გული. ყურით მძიმედ ესმით და დახუჭული აქვთ თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ. გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა განიკურნონ“ (მათე 13-11/15).
რაც შეეხება წარმოდგენილ ცნობაში ხსენებულ მხედველობას, მასში ის კი არ იგულისხმება, რომ პიროვნება მის წინაშე არსებულ მატერიალურ საგნებს ვერ ხედავდეს კარგად; არამედ იმას ნიშნავს, რომ გარშემო არსებული ყოველივე – ეს გრძნობებია თუ მოვლენები, შეიცნოს! ანუ კიდევ უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: როგორც სხეულს ესაჭიროება სასარგებლო საკვები საიმისოდ, რომ წარმატებით წარიმართოს ნივთიერებათა ცვლის პროცესი; ასევე ტვინსაც სჭირდება ანალოგიური რამ. რასაც მისთვის წარმოადგენს ჭეშმარიტი ინფორმაცია!!! ვინაიდან ამ სამყაროში ყოველივე ჭეშმარიტებით განიგება – თანახმად კანონისა: „დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია. ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა, ცა მას აკურთხებს. ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. ჭეშმარიტება რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე. არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა, არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლობის და ბოროტის განდევნით. ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა“ (III ეზრა 4-34/40). ამიტომ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობა არის საწინდარი იმისა, რომ გონებამ იაქტიუროს – რაც ორგანიზმს ანიჭებს მაღალ იმუნიტეტს და სხვაგვარად ამის გაკეთება არანაირად მოხერხდება!!!
ახლა კი პასუხს გავცემ იმ ორ კითხვას, რომლებიც აუცილებლად უნდა გაუჩნდეთ აქ წარმოდგენილი ინფორმაციის მიმღებთ:
1)ჯანმრთელად რატომ გამოიყურებიან მუდმივად მღელვარებაში მყოფნი ის ადამიანები, რომელთაც ასეთი შეფასება აქვთ ღმერთის საზომის მიერ: „ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ წყნარდება და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს“ (ესაია 57-20) და „არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის“ (ესაია 48-22)?
2)რატომ ავადდებიან ბავშვები – უცოდველნი არსებანი?
მოგახსენებთ პასუხს ამ ორივე კითხვაზე:
გენეტიკა რომ ნამდვილად არსებობს, ამის თაობაზე არავინ დაობს; ვინაიდან ეს საყოველთაოდ აღიარებული ცოდნაა. მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი ცოდნა არ არის ის, რომ გენეტიკის საფუძველი სულშია და არა სხეულში!!! მართალია დაბადებიდან სული ყველას ერთნაირი ეძლევა, მაგრამ სულთან სხეულის საურთიერთობო შესაძლებლობანი კი ყველას ინდივიდუალურად გადაეცემა გენეტიკის კანონის განკარგვით და მას ინდივიდუალური გენეტიკური კოდი ეწოდება. რაც არის რიცხვი, გენის შემადგენელ წინაპართა მიერ კანონთა დაცვა-არ დაცვის აღმრიცხველი. რომელიც გონების მიერ ორგანიზმისათვის ითარგმნება ნივთიერულ შემადგენლობად – ისევე, როგორც ჩვენს ყურს ესმის H2O და ვხვდებით, რომ ის ნივთიერულად წყალს ნიშნავს.
რაც შეეხება ბოროტეულთა „ჯანმრთელობის“ საიდუმლოსა და ამასთანავე ამჟამად მათ განცხრომაში ყოფნასაც, მისი მიზეზთა საფუძველი ის არის, რომ ღმერთმა ადამიანებს ასეთი კანონი დაუდგინა: ვისაც მემკვიდრეობით ერგო გონიერი გენის კატეგორიის ინდივიდუალური გენური კოდი; რაც იმას ნიშნავს, რომ მის აზროვნებას აქვს უნარი იმისა, რომ კარგად შეიცნოს ჭეშმარიტების კანონები. ამიტომ ასეთმა პიროვნებამ აუცილებლად უნდა იცხობროს ამ კანონთა დაცვით!!! ხოლო თუკი ის ასე არ მოიქცევა, მაშინ კანონის ყოველი დარღვევის საფასურს ის ასე ზღავს: მისთვის განკუთვნილი ღვთის წყალობა გადაეცემა იმათ, რომელნიც შესძლებენ მის ცდუნებას საიმისოდ, რომ მან კანონი დაარღვევიოს. ამიტომ, თუკი ეს პიროვნება შეიცნობს ამ ცოდნას, კარგად განისწავლება კანონმდებლობაში და აღარ დაარღვევს მათ, მაშინ მის დასასჯელად განწესებულ ბოროტეულთა არსებობა საჭირო აღარ იქნება და მათი სიცოცხლეც შეწყდება. რადგან მათ სასიციცხლო კოსმიური ენერგია კოსმოსიდან კი არ მიეწოდებათ, არამედ წილს იღებენ იმათი სასიცოცხლო ენერგიიდან, რომელნთა ცდუნებაც შესძლეს საიმისოდ, რომ მათ კანონი დაერღვიათ – რაც ღმერთის საზომით ცოდვის ჩადენად არის შეფასებული. აქვე დავძენ იმასაც, რომ თანამედროვე დრო, რომელიც საკაცობრიო გენეტიკის ბოლო ჟამად არის წოდებული ბიბლიის მიერ, ხასიათდება იმით, რომ ასეთ პირთა ძალიან სიჭარბეა იმის გამო, რომ ანტიქრისტედ შეფასებული ადამიანი არსებობს. ამიტომაც არის ამდენი უბედურებანი ქვეყნად.
რაც შეეხებათ ბავშვებს! რადგანაც მათი აზროვნება უმწიფარია და ზრდის პროცესშია, ამიტომ მათზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ გამზრდელ მშობლებს. სწორედ მათი არასწორი ქმედებების შედეგია ის გახშირებული და მომრავლებული უბედური შემთხვევები ბავშთა და მოზარდთა მიმართ, რომლებიც საუბედუროდ მათი სიცოცხლის შეწყვეტით მთავრდება. რასაც განკარგავს კანონის აღსრულება: „როცა კვდება მართალი, მსჯავრს დებს ცოცხალ უღვთოებს; და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე – ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს“ (სოლომონი 4-5).
თუკი ვინმეს მართლაც სურს თავისი ან საკუთარი შვილის ჯანმრთელობის აღდგენა; აგრეთვე იმ სიმშვიდის მოპოვება, რომელიც უკვე ისე აქვს დარღვეული, რომ ფულადი შემოსავალი საკვების შესაძენადაც კი ძლივს ჰყოფნის; მაშინ მან უნდა შეიგნოს ის, რომ შველა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და არა იმ ანგარიშების გამოქვეყნებით მიღებულ ფულადი დახმარებისაგან იმათგან, რომელთა სიცოცხლესა და კეთილდღეობასაც თვითონ ასაზრდოებს!!!
ამიტომ ნუღარავინ იფიქრებს ისე, რომ მას არ სცალია ჭეშმარიტების შესაცნობად და ბიბლიის კანონებში გასაწაფავად. რადგან თუკი არ მოხდება შეგნება იმისა, რომ ადამიანის არსებობაში მთავარი და გადამწყვეტი როლი ტვინს უკავია – რომელსაც ისევე სჭირდება ღირსეული საკვები, როგორც კუჭს; წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ მოხდება თავიდან აცილება იმ დიდი უბედურებისა, რომელიც უკვე ყოველი ადამიანის კარს არის მომდგარი. ვინაიდან ბოლო ჟამია და ბოროტეულთა სიჭარბე ქმნის იმის აუცილებლობას, რომ მათგან განიწმინდოს ქვეყანა. რაც ორი შემთხვევით განხორციელდება: ან ისინი, ვისაც ძალუძთ შეიცნონ ჭეშმარიტება, შეიცნობენ მას და ამით თავსაც გადაირჩენენ და ბოროტეულ მჩაგვრელებსაც ჩამოიშორებენ თითის გაუნძრევლად; ან არადა თუკი უარს იტყვიან ჭეშმარიტების მიღებაზე, მაშინ სიცოცხლე შეუწყდებათ მათაც და თავისთავად იმათაც, რომელნიც მათი წილი ენერგიით ცოცხლობენ. სამწუხაროდ რეალობა ასეთია და გადარჩენისათვის უკვე სხვა გზა აღარ არსებობს!!!