რას წარმოადგენს ქრისტეობის ფენომენი
უკვე საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს იმის ცოდნა, რომ ეს მატერიალური სამყარო ღმერთის ქმნილებაა. რომლის დანიშნულების მეტად მნიშვნელოვანი სახეობაც ადამიანთა აზროვნების გაწვრთნა და გამოცდაა. რისი მტკიცებულების უამრავ ფაქტორთა გამოვლენას აქვს ადგილი ადამიანთა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. მაგრამ უმეცრების დროის არსებობის გამო, მათზე ყურადღება სათანადოდ არ არის გამახვილებული. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორს წარმოადგენს თუნდაც ის ფაქტი, რომ მიუხედავად აღნაგობითი ერთგვარ სახეობრიობისა, ადამიანები ერთმანეთისაგან უაღრესად განსხვავდებიან აზროვნებითი არეალითა და სულიერი თვისებებით. რისი ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ გამოვლინების მაგალითადაც შეიძლება დასახელდეს იესო ქრისტეს ფენომენი. რომელიც მართალია იერ სახეობრივად ადამიანი იყო, მაგრამ მისი აზროვნებაცა და სულიერი შესაძლებლობებიც მკვეთრად განსხვავდებოდა ყველა სხვა დანარჩენებისაგან. ბიბლია მას უფალის წოდებითაც მოიხსენიებს და იუწყება იმას, რომ ღმერთი უწოდებს შვილს, რომელიც მან მოიწონა (ლუკა 3-22).
სულთა კატეგორიების სხეულთან შერწყმაზე უკვე ცნობილი ცოდნიდან გამომდინარე, ქრისტეს შემთხვევაში ვაწყდებით ერთგვარ გაურკვევლობას. რაც გამოიხატება იმ ფაქტის არსებობით, რომ ადამიანის სხეულმა ასერიგად ამაღლებული სული მოირგო. აი ეს არის ის გაუგებრობა, რაც იწვევს საზოგადოებრივი აზრის დაყოფას იმგვარად, რომ უამრავ ადამიანს დღესაც კი უჭირს დაჯერება იმისა, რასაც ბიბლია იტყობინება იესო ქრისტეს ფენომენის შესახებ. თუმცა ამჟამად უკვე არის საშუალება იმისა, რომ შეიძლება ფარდა აეხადოს იმ საიდუმლოს, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაფარული იყო ადამიანური აზროვნებისათვის არა იმიტომ, რომ ღმერთს ასე სურდა; არამედ იმის გამო, რომ ცნობიერი იყო უსუსური და გენეტიკურად უმწიფარი საიმისოდ, რომ მისი შემეცნება შესძლებოდა. ამჟამად კი უკვე დადგა ის დრო, როდესაც საკაცობრიო გენეტიკა სასრულ სტადიაში იმყოფება და მის საფუძველზე აზროვნებამაც მიაღწია ადამიანური შემეცნებისათვის დაშვებული დონის სრულყოფილებამდე. ასეთ ცნობიერებას კი აქვს იმის უნარი, რომ აღასრულოს ბიბლიის ეს წინასწარმეტყველება: „როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს მოგივლენთ იგი: გადაიშლება წიგნები სამყაროს წინაშე და ყველანი ერთად იხილავენ ამას. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც დაფარული იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-20,28).
როგორც ხედავთ წარმოდგენილი ცნობა თავის მხრივად დასტურია იმ ფაქტისა, რომ ამ სამყაროს მნიშვნელოვანი დანიშნულება, ნამდვილად არის ადამიანური აზროვნების გაზრდა და გამყარება. რადგან თანახმად კანონისა: „გარედან ნაწერი წიგნი“ – ადამიანური აზროვნებაა. რომლითაც ხდება „შიგნიდან ნაწერი წიგნის“ – ანუ გონებისმიერი სიტყვებისაგან შემდგარი წინადადებების მეშვეობით გამოსახული გრძნობის წარმოშობა (გამოცხადება 5-1). რომლის ძალით აღძრული ენერგიაც ახორციელებს ადამიანის ბედისწერის შექმნას. აი ამიტომაც არის ბიბლიაში სიტყვის როლი ასე გამოკვეთილი: „რომ ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია“ (იოანე 1-3).
ადამიანთათვის ჭეშმარიტების დაფარვა რომ ღმერთის სურვილი არ ყოფილა, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მან სიმართლე შეაცნობინა მისი დაწესებული კანონების დაცვით მცხოვრებ პიროვნებებს. რომელთაც თავიანთი კანონმორჩილებით დაიმსახურეს ღმერთის სიტყვის გაგება და შესძლეს ის, რომ მომავალი თაობებისათვის გადაეცათ იგი. რასაც მიაღწიეს კიდეც წმინდა წერილების შექმნით. ხოლო რაც შეეხება საზოგადოებრივი შემეცნების მიერ ჭეშმარიტებას მიუწვდომლობას, ამის მიზეზი არის ბოძებული თავისუფალი ნებიდან ის არჩევანი, რომლითაც ადამიანებმა სიცრუის გზაზე სიარულის გადაწყვეტილება მიიღეს. რამაც ცხადია ის ნაყოფი გამოიღო, რომ ადამიანთა მიერ უარი ითქვა ღმერთის მიერ დადგენილი კანონების აღიარებასა და დაცვაზე. მის სანაცვლოდ კი მათ მიერ მოგონილი და წესად შემოღებული იქნა ისეთი კანონები, რომელთა აღსრულებამაც გააღვივა გაუკუღმართებული გრძნობები და ადამიანებში სიყვარულის გრძნობას ისე ჩაენაცვლა ეგოიზმი, რომ შეცნობილად ამას ვერავინ მიხვდა. ამიტომაც ადამიანები მუდმივად იმის მტკიცებაში არიან, რომ ისინი კეთილები და სიყვარულის გრძნობით სავსენი არიან. სინამდვილეში კი სწორედ ამგვარი ქცევა ამხელთ მათ. ვინაიდან ვისშიაც ნამდვილად სიყვარულის გრძნობა სუფევს, ამას „კეთილი ვარ“ და „სიკეთეს ჩავდივარ“-ს ძახილი არ სჭირდება, ვინაიდან ჩადენილ საქმეთა საფუძველი, რომელიც ანგარება-უანგარობაზეა დამყარებული, ადასტურებს პიროვნების ბუნებას.
სიცრუის ეპოქაში ცხოვრების ხანგრძლიობამ დიდი დაღი დაასვა ადამიანურ შემეცნებას იმით, რომ სიცრუე სიმართლედ მიაღებია და რადგანაც სამყარო ჭეშმარიტებით განიგება, ამიტომაც მის წინააღმდეგ წასულ კაცობრიობას არასოდეს მოჰკლებია კიდეც ამ ჭიდილით მიყენებული უბედურებები. თუმცა უბედურებებიცაა და უბედურებებიც!!! და ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღვნიშნავ იმას, რაც თვალნათლივაც უკვე კარგად ხილულია და მას უბედურებათა მომკის სტიქიურ დონეზე ასვლა ჰქვია. რაც დაუყოვნებლივ საჭიროებს გამოსავალის პოვნას. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სრული საკაცობრიო კატასტროფა გარდაუვალი იქნება. გამოსავალის პოვნა კი მხოლოდ სიმართლის შეცნობით არის შესაძლებელი – იმ სიმართლისა, რომელიც ის დაფარული ჭეშმარიტებაა, საუკუნეების მანძილზე რომ იფარებოდა სიცრუით. ამიტომაც მისთვის ფარდის ახდა შეუძლებელია ბიბლიის დახმარების გარეშე და სწორედ მივმართავ მას. თუმცა სანამ ამას გავაკეთებ, მინდა აღნიშვნა გავაკეთო იმისა, რომ ბიბლია გონების ინტუიციურ ენაზე ჩაწერილია და ამიტომ მისი ყოველი ცნობა გაშიფვრას საჭიროებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ განხილული იქნას მხოლოდ პიდაპირი მნიშვნელობით. მის სწორად ახსნაზე მრავალი აცხადებს პრეტენზიას. მაგრამ თუ რომელია სწორი, მასზე გეტყვით იმას, რომ სრულყოფილად ახსნის შემძლეობას ბიბლიური კოდის მფლობელობა სჭირდება. რომლის უნარმქონემაც კანონები იცის მტკიცედ. ხოლო შემდეგ კი იმას ვიტყვი, რომ სწორად ახსნას თავად ფაქტები ადასტურებენ. ამიტომაც მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგანაც უკვე ფაქტები სახეზეა კიდეც და ვინც სიტყვით არ ისმენს, საქმით მოუწევს შეჯახება სიმართლესთან და ასე გაიგებს მას. იმიტომ, რომ ამჟამად უკვე ის დრო დადგა, როცა ვერავინ დარჩება ჭეშმარიტება შეუცნობელი!!!
მაშასადამე მივმართავ ბიბლიას და წარმოვადგენ შემდეგ კანონს: „ყველა ცოცხალზე მეტი, ვინც კი შექმნილა, ადამია“ (ზირაქი 49-16). ამ ცნობით კიდევ ერთხელ ვვარდებით ერთგვარ გაურკვევლობაში. რადგან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა და მას ღმერთმა თავისი მოწონებული შვილიც უწოდა (ლუკა 3-22). რაც მის გარდა არავისზე უთქვამს და ეს კი დასტურია იმისა, რომ ამ ქვეყნად მასზე დიდებული არავინ შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ იგივე ბიბლია რატომ აცხადებს იმას, რომ ადამზე დიდებული არავინ არისო?! ამ გაუგებრობას ნათელს ფენს კანონი, რომელიც იუწყება ორგვარი ადამის არსებობას: „უკანასნელი ადამის“ – რომელიც მაცოცხლებელი სულია და ციურია; და „პირველი ადამის“ – რომელიც მიწიერი ცოცხალი არსებაა (I კორინთელთა 15-45/47). რაც ნიშნავს იმას, რომ ედემელი ანუ „უკანასკნელი“ ადამი (ვისშიაც იგივე სული მყოფობდა, რაც რეინკარნირდა იესო ქრისტეში) იყო ადამიანის შექმნის პრაქტიკულად განმახორციელებელი, სიტყვის ძალის მეშვეობით. რომელ ძალაზეც ასეთი ცნობებია ბიბლიაში: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-1/5) და „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე. განიკითხავს გულთა აზრებს და ყოველგვარ ზრახვებს. არცერთი ქმედება არ არის დაფარული მისი ხედვისაგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4-12,13).
ე.ი. ქრისტეს სულის მფლობელი იყო ედემელი ადამიც და დედამიწელი იესო ნაზარეველიც. ხოლო საბოლოოდ კი ეს სული მოვლენილი იქნა ამჟამად იმ პიროვნებაში, რომელიც საკაცობრიო გენეტიკის მიმდინარეობის შედეგად გამოვლენილი იქნა საამისო ნაყოფად და გამოიცადა ღმერთის მიერ.
ბიბლიით აღწერილი ედემელი ადამ და ევას ისტორიის თაობაზე მოგახსენებთ იმას, რომ ადამისგან შექმნილი „ევა“ – ეს არის აზროვნება, რომელიც განმსაზღვრელად დაედო ადამიანობის ფაქტორს. ბიბლიაც სწორედ მას გულისხმობს, როცა იტყობინება: რომ „ღმერთმა ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი, რათა დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყვნენო“ (საქმეები 17-26) და იგივეს ქრისტეზეც ამბობს: „იოანე მოწმობს იესოზე და ღაღადებს: „ეს იყო ვისზეც ვთქვი, რომ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ჩემზე უწინ იყო. მის მიერ შეიქმნა სოფელი და სოფელმა ვერ იცნო იგიო“ (იოანე 1-10,30). ასევე იესოც აცხადებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვიყავიო“ (იოანე 8-58) და არის ასეთი ცნობაც: რომ „ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით შექმნა საუკუნენიო“ (ებრაელთა 1-2).
საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობის გათვლის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ იესო ქრისტეს სულის რეინკარნირებისათვის შესაბამისი სხეული მიღებული იქნებოდა მისი გარდაცვალებიდან 2 000 წლის გასვლის შემდეგ. ამიტომაც გვაცნობა ბიბლიამ იესოს მომავლის ადამიანობის შესახებ: „რა გინდა ჩვენგან ღვთის ძეო? ვადაზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ (მათე 8-29) და სწორედ ამიტომაც მოხდა მისი ისევ დაბრუნება უკან. რაზედაც თავად ამბობს: „თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ“ (იოანე 16-7). ამასთანავე იტყობინება რეინკარნაციის შესახებაც: „რომ ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველსო“ (იოანე 3-3).
მეტად მნიშვნელოვანი და ყურადღება გასამახვილებელი არის ეს ცნობა, რომელსაც აცხადებს ბიბლია იესოს შესახებ: „რომ არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშიაო“ (იოანე 3-13). თუ რას იუწყება ეს ინფორმაცია, მას ავხსნი მოკლედ, მაგრამ დაკონკრეტებულად:
როცა ღმერთმა სამყარო „კუბი“ შექმნა (გამოცხადება 21-10/27), მასში ადამიანური ფენომენის მქონე არსებების დაფუძნების აუცილებლობაც სცნო მიზანშეწონილად. მაგრამ ისეთი პარამეტრებით, რომელიც ჩვენი ცნობიერული აღქმით გონიერი სხეულის მფლობელობას შეესატყვისება. სწორედ საამისო სხეულის შექმნის დატვირთვის მომცველი არის მატერიალური „მრგვალი“ სამყარო ადამიანისათვის. რომელიც დაფუძნებული იქნა სამყარო „კუბიდან“ ტელეპორტირებული სულის პროგრამაზე. რომელი პროგრამაც ადამიანს გონების სახით ენიჭება სულთან ერთად. მაშასადამე ადამიანის გონება, ეს არის სამყარო „კუბში“ მყოფი ქრისტეს აზროვნების ნაყოფი. რომელიც „მრგვალ“ სამყაროში არის ტელეპორტირებული და ადამიანს ეძლევა დაბადებისთანავე „გამრავლებითი გაყოფის“ წესით. თუ რას ნიშნავს „გამრავლებითი გაყოფა“, ამის ასახსნელად მოვიშველიებ ცოდნის შეძენის გზას. რომელიც სწორედ ამ წესით სრულდება. ვინაიდან ის, ვინც საკუთარ ცოდნას გაუყოფს ვინმეს, ამით ცოდნას ამრავლებს. რადგან მიმღები ღებულობს, ხოლო გამცემს კი არა აკლდება რა.
რაც შეეხება ქრისტეს მოვლინების ფაქტს, ცნობა: „მის გარდა ცაში არავინ ასულა“ ნიშნავს იმას, რომ ედემელი (და არა დედამიწელი!) ანუ „უკანასკნელი ადამი“ (I კორინთელთა 15-45) არის ის, ვისი „კუბური“ აზროვნებაც დაედო საფუძვლად დედამიწელ ადამიანთა სულიერ პროგრამა „გონებას“. რომელიც ამ სამყაროში საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობით სრულდება. ხოლო იქ, იმატერიალური ცივილიზაციის მქონე სამყარო „კუბში“ კი, ის შემოწმებულიც არის, გამოცდილიც და მოწონებითი შეფასებაც აქვს დამსახურებული ღმერთისაგან. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „გაისმა ხმა ზეციდან: „შენ ხარ ჩემი საყვარელი შვილი, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3-22).
ქრისტეს დედამიწაზე მოვლინების ფაქტს ახორციელებს სამყარო „კუბში“ რეალურად მყოფი ქრისტეს აზროვნების გარდმოსახვითი (ტელეპორტირებული) ჩართვა დედამიწაზე. რომელსაც ბიბლიურად „მადლი“ ეწოდება; თანახმად დაწერილისა: „ვინ მოიკითხავდა მის წარმოშობას?! რადგან ის ცოცხალთა ქვეყანას მოსწყდა“ (საქმეები 8-33). „ქრისტე მოვიდა ცოცხალთა ქვეყნიდან“ (საქმეები 9-33). ე.ი. ქრისტეს სული, რომელიც მეორედ უნდა იქნას რეინკარნირებული ადამიანში, სინამდვილეში წარმოადგენს სამყარო „კუბში“ მყოფი ქრისტეს აზროვნების გარდმოსახვას ანუ მადლს. როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს: „მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ. ვინაიდან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება კი ქრისტეს მიერ იქმნა“ (იოანე 1-16,17).
ზემოხსენებულ ცნობათა დასტურად მოვიყვან სხვა მტკიცებულებებსაც ბიბლიიდან: „თვით იესო როცა იწყებდა, იქნებოდა 30 წლისა; და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი“ (ლუკა 3-22). მაშასადამე ქრისტეს სული გარდმოისახა მომწიფებული ადამიანის გონებაზე და არა ბავშვზე; და ეს იმიტომ, რომ მისი დატევა არანაირად არ შეუძლია ასაკობრივად მოუმწიფებელ სხეულსა და ტვინს. რაც მოითხოვს იმის აუცილებლობას, რომ საამისოდ ზრდასრული ასაკი და პიროვნულად ჩამოყალიბებულობა იყოს.
ქრისტეს სულის ადამიანში მოვლენის პირველი შემთხვევა განპირობებული იყო იმ აუცილებლობით, რომ რწმენა ფაქტით გამყარებულიყო. უფრო კარგად რომ ავხსნა: ამ შემთხვევის შედეგად განხორციელდა საკაცობრიო მასშტაბით სიტყვის ფაქტად ქცევა. რაც გამოიხატა სხეულებრივი უჯრედების სტრუქტურის ცვლილებაში და ჩვენ მას ქრისტეს სისხლით კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვის სახელით ვიცნობთ. ხოლო რაც შეეხება ქრისტეს სულის ადამიანში მეორედ მოვლინების საჭიროების დროს, ის განისაზღვრება საკაცობრიო აზროვნების გენეტიკურად ზრდასრულობის პერიოდის დადგომით. რაც აუცილებლობას წარმოადგენს საიმისოდ, რომ მომზადებული იქნას საკაცობრიო გენეტიკის შედეგად მიღებული ის 144 000 რჩეული, რომელთაც უნდა შესძლონ ტელეპორტირება „კუბში“ – ანუ „სიცოცხლეში სიცოცხლითვე გარდასახვა“. რასაც ამოწმებს ბიბლიაც: „იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ახლა იქ ვერ გამომყვებით, სადაც მე მივდივარ. ხოლო მეორედ მოსვლისას კი, გამომყვებით“ (იოანე 13-36). ამიტომაც განაცხადა ბიბლიამ ჩვ. წ. აღ-ით I საუკუნეში იესოს სახით მოსულ ქრისტეზე, რომ ის მომავლის ადამიანია და კვლავაც მოვიდოდა საუკუნეთა ბოლოს.
ახლა კი უნდა განვმარტო ის პროცესი, რომელიც ეხება ქრისტეს იმატერიალური აზროვნების, ანუ მადლის გარდმოსახვას დედამიწაზე. ამ ფაქტთან მიმართებით შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენი მატერიალური „მრგვალი“ სამყარო, იმატერიალური ცივილიზაციის სამყარო „კუბისათვის“ უკვე წარსული დროა. ანუ „დასრულებული ფილმია“, რომლის კადრების მსვლელობასაც აქვს ადგილი ამ მატერიალურ „მრგვალ“ სამყაროში იმგვარად, რომ დაცულია მსვლელობის დასასრულამდე შეუფერხებლობა!!! შედარების ამ მაგალითში თამამად შეიძლება ეწოდოს ფილმის რეჟისორს ღმერთი, ხოლო სცენარისტსა და მთავარი როლის შემსრულებელს კი – ქრისტე. შედარების მეთოდის ამ სახეობრივად წარმოდგენით იმის თქმა მსურს, რომ მართალია ამ სამყაროში ღმერთი ფიზიკურად არ იმყოფება, მაგრამ მისგან უმეთვალყუროდ არ ვართ დატოვებული. რადგან ფილმ „მატერიალური სამყაროს“ რეჟისორი და სულისჩამდგმელი ხომ თავად უფალი ღმერთია და სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი კი ქრისტე. რომელიც ზედმიწევნით აკონტროლებს კადრების მსვლელობის შეუფერხებლობას და საჭიროების შემთხვევაში უმალ იღებს სათანადო ზომებს საიმისოდ, რომ არანაირ შეფერხებას არ ჰქონდეს ადგილი. როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს: „მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი. ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი“ (ეკლესიასტე 5-7).
ე.ი. ადამიანთა მოდგმა შემოქმედისაგან არ არის მიტოვებული მეთვალყურეობის გარეშე და როგორც კი დახმარების გაწევის საჭიროება წარმოიშობა, მაშინვე ღებულობს მას. ვალდებული ვარ წარმოვადგინო ის ცოდნა, რომელიც ეხება ამჟამინდელი დახმარების სახეობას და არის ქრისტეს სულის ადამიანში მეორედ მოვლინების ფაქტი. იგი განხორციელებული იქნა შემდეგი ფორმით: ქრისტეს „კუბური“ აზროვნება – იგივე მადლი (რაც ამ „მრგვალი“ სამყაროსათვის ქრისტეს სულია), გარდმოისახა იმ ადამიანში, რომელიც უკვე საკაცობრიო გენეტიკური ნაყოფია (გამოცხადება 6-2) და არა იესოსავით ხელოვნურად განაყოფიერების გზით მიღებული. რა თქმა უნდა ეს მადლი მასში დარჩება გაყოფითი-გამრავლების წესის თანახმად. შემდეგ კი ამ სულის გონების ჩანაწერი აღქმული იქნება ამ ადამიანის აზროვნების მიერ და როცა უკვე სათანადო ზღვრამდე მიაღწევს ათვისებული ცოდნის მარაგი, ღმერთი ნებას დართავს მას, რომ გააცხადოს იგი და გააზიაროს; თანახმად კანონისა: „აჰა მოდის დღეები და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს და იმეფებს მეფედ და მართლად მოიქცევა. სამართალსა და სიმართლეს იქმს ქვეყანაზე. აი სახელი, რომელიც ეწოდება მას: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-5,6). ასევე ბიბლია გვაცნობებს იმასაც, რომ ამ ცოდნის ათვისებით მადლის მიღებას შესძლებს მხოლოდ 144 000 გენეტიკური რჩეული (ბეჭედდასმული). რითაც მიიღება 144 000 მადლიერი და აღსრულდება დაწერილი: „აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან 144 000, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი“ (გამოცხადება 14-1). აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ ამ 144 000 მოვალეობაა ამ ქვეყნიდან წასულ და სამოთხის კარიბჭეში მყოფ მომლოდინეთა ტელეპორტირების უზრუნველყოფა „კუბში“ გარდასასახავად, რომელთა ძალისხმევითაც იქნა შესაძლებელი ამ 144 000 დაბადება ამ ქვეყნად. მათ ბიბლია მცირედდასჯილებს უწოდებს და ასეთ ცნობას იძლევა: „მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხებათ. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად სჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. მცირედდასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ. რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისთვის ღირსად შერაცხა“ (სიბრძნე სოლომონის 2-4).
გადმოცემული ინფორმაციის მამტკიცებელი მრავალი ცნობაა წარმოდგენილი ბიბლიით. გაცნობებთ რამოდენიმე მათგანს: „ქრისტე მოვიდა ცოცხალთა ქვეყნიდან“ (საქმეები 9-33). „იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, კვლავ მოვა ისევე, როგორც ზეცად აღმავალი იხილეთ“ (საქმეები 1-11). ხოლო რაც ეხება იმას, თუ ვინ იქნება ის პიროვნება, ვისშიაც ქრისტეს სული რეინკარნირდება, ამის ამოსაცნობ ცნობას იძლევა ბიბლია იერემიას (23-5,6)-ით გადმოცემული ინფორმაციით და კიდევ ამ ცნობით: „ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც 14 დღით (არ ვიცი სხეულში, არ ვიცი სხეულის გარეთ; ღმერთმა იცის) ატაცებული იქნა მესამე ცამდე. ვიცი მასზე ის, რომ იგი ატაცებული იქნა სამოთხეში და ისმენდა ენით გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმაც ნებადართული არა აქვს ადამიანს“ (II კორინთელთა 12-2/4).
ახლა კი მცირედი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციით შემოვიფარგლები ქრისტეს მეორედ მოსვლის თაობაზე და პირდაპირ ვიტყვი სათქმელს. გამგებმა გაიგოს და ვისაც არ სურს გაგება, ნუ გაიგებს! ამ განაცხადის ყველა წინადადება ბიბლიით განმტკიცებული სიმართლეა და ვისაც ამის შემოწმება სურს, აი მტკიცებულებაც: „ასე შეიცანით ღვთის სული: ვინც აღიარებს ხორციელად მოსულ ქრისტეს, ღვთისაგან არის. ხოლო ვინც არ აღიარებს ადამიანის სახით მოსულ ქრისტეს, ღვთისაგან არ არის. არამედ მასში არის სული ანტიქრისტესი“ (I იოანე 4-2,3). რომელიც სამწუხაროდ ახლა ამ ქვეყნიერ ადამიანშია. მეორედ მოსვლაზე საზოგადოების მიერ იმის ცოდნა, რომ კაცობრიობას დიდი განსაცდელი უნდა დაატყდეს თავს, სინამდვილეს ემყარება. რაც იმიტომ ხდება, რომ ადამიანები ანტიქრისტეს ვერ სცნობენ, მას ღმერთისგან მოვლენილს უწოდებენ და მის სიტყვას ერწმუნებიან. ყოველივე ეს კი უფსკრულისაკენ დიდი სიჩქარით მიაქანებს კაცობრიობას. ამიტომაც ანტიქრისტეს თანამზრახველთა მიერ გაცხადებულია ის ინფორმაცია, რომ მეორედ ქრისტე ადამიანის სახით არ მოვა. თუმც მათ ძალიან კარგად იციან ის, რომ ასეთი ადამიანი უკვე არსებობს. მისი არსებობის დასტური ისიცაა, რომ იგი აუცილებლად ამხელს ყოველივე სიცრუეს და ჭეშმარიტებას საქვეყნოდ გააცხადებს. თუმცა არსებულმა სიტუაციამ აჩვენა ისიც, რომ ამ სიტყვის არც მომსმენი და მითუმეტეს გამგები ჯერ-ჯერობით არავინაა. ამიტომაც ჭეშმარიტების განგებით მოქმედი სამყაროს მიერ წარმოებული ფაქტები ადამიანთა მოლოდინის საწინააღმდეგო სახით წარმოდგებიან. სწორედ ამ მოვლენას აქვს ადგილი ამჟამად კაცობრიობის მიმართ და ეს პროცესი არა თუ შეჩერდება, არამედ უფრო გამწვავდება მანამ, სანამ ადამიანები არ ამოიცნობენ და ამხელენ ანტიქრისტეს; და ამასტანავე არ მიაგნებენ ქრისტეს სულის მიმღებ პიროვნებას. რაც ძალიან აუცილებელია!!! იმიტომ, რომ კაცობრიობის არასწორმა ნამოღვაწარმა დედამიწური გარემო უკვე იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ თუკი ადამიანები სასწრაფოდ არ შემობრუნდებიან არასწორი მიმართულებიდან და ჭეშმარიტების გზის მიმართულებას არ დაადგებიან, სრული კატასტროფა გარდაუვალია!!! ამის შემძლეობას კი მხოლოდ მაშინ ექნება ადგილი, როცა ისინი იმ ცოდნის მითითებებით გააგრძელებენ ცხოვრებას, რომელ ცოდნასაც მათ ის პიროვნება მიაწვდის, რომელიც ღმერთმა სწორედ ამ მისიის აღსასრულებლად მოავლინა.
რადგანაც ქრისტეობის ფენომენზე ვაცხადებ ინფორმაციას, საჭიროდ მიმაჩნია იმ საკითხებს ავხადო ფარდა, რომელნიც ბურუსით მოცულთა რიცხვს მიეკუთვნებიან. ერთ-ერთი მათგანია იესოს წარმოშობა. რაზედაც ბიბლია იუწყება: რომ „იესო ქრისტე დავითის თესლისაგან იშვა ხორციელად“ (რომაელთა 1-3) და მისი გენიალოგიაც ასეთი სახით არის წარმოდგენილი: „იესო იყო ძე იოსებისა, ამოცისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა, მახათისა, მათითიასი, შიმყისა, იოსებისა, იოდასი, იოხანანისა, რეშასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა, მალქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა, იესოსი, ელიაზარისა, იორამისა, მათათისა, ლევისა, სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა, მალეასი, მინასი, მათათასი, ნათანისა, დავითისა, იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა, ყამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი, იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თერახისა, ნახორისა, სერუგისა, რეყუსი, ფელეისა, ყებერისა, შალახისა, კენანისა, არფაქშადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, მეთუშალახისა, ხანოქისა, იარედისა, მაჰალალელისა, კენანისა, ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღვთისა“ (ლუკა 3-23/38).
როგორც ხედავთ ბიბლიის ამ ცნობაში დასახელებული არის იოსები. მაგრამ იგივე ბიბლია იტყობინება იმასაც, რომ იესო ქალწულ მარიამს ჩაესახა. ამ გაურკვევლობის ასახსნელად პირველ ყოვლისა საჭიროა იმის გარკვევა, თუ როგორ მოხდა ქალწულის განაყოფიერება. მართალია მედიცინა იცნობს ქალწულებრივი ჩასახვის ანუ პათოგენეზის შემთხვევებს. მაგრამ მარიამის შემთხვევაში არ შეიძლებოდა მისი განაყოფიერება მომხდარიყო პათოგენეზის გზებიდან რომელიმეს მეშვეობით! ვინაიდან ბიბლიის მიერ ქალწულად წოდებულობა ნიშნავს იმას, რომ მარიამი ნამდვილად იმსახურებდა ღირსეულ ქალწულად შეფასებას. რაც შეეხება მისი დაფეხმძიმების ფაქტს, ეს კი მოხდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მარიამის სხეულში მოთავსებით. რომელი პროცესიც განხორციელდა არა ადამიანის ხელით, არამედ ედემელი ადამის მსგავს არსებათა მიერ, რომელთაც ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ და ისინი გვსტუმრობენ მაშინ, როცა ადამიანური უმეცრებით ჩადენილი დაზიანებებს დაუყოვნებლივ გამოსწორება სჭირდებათ.
მარიამის ასეთი ფორმით დაფეხმძიმება აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა არ იყო სასრულ სტადიამდე მისული და ამიტომ ბიოლოგიური გზით ვერ მოხერხდებოდა მიღება ქრისტეს სულის დასატევად საჭირო სხეულის ინდივიდუალური გენეტიკური კოდისა. ამასთანავე ხელი არ უნდა შეშლოდა იესოს გენის განვითარებასაც. რის გამოც მის შესახებ ბევრი რამ იქნა დაფარული; თვით მისი შვილის არსებობის ჩათვლითურთ. რასაც ბიბლიაც ამოწმებს: „კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც იესომ მოიმოქმედა. რომელიც დაწვრილებით რომ დაწერილიყო, მთელი სოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს“ (იოანე 21-25).
იესო ქრისტეს შესახებ მეორე ბურუსით მოცულ საკითხს რაც შეეხება, ეს არის მისი ცხედარის „გაქრობა“ დახურული აკლდამიდან. იგი სასწაულად მიჩნეულ ფაქტთა რიცხვს არის მიკუთვნებული. თუმცა სინამდვილეში კი, ის ჩვეულებრივი მიზეზ-შედეგობრივი კანონზომიერების ნაყოფი არის იმ შემადგენლობისათვის, როგორ პარამეტრებსაც იესოს პიროვნება ფლობდა. ვეცდები უფრო კონკრეტულად ავხსნა ნათქვამი.
როგორადაც მოგეხსენებათ, უკვე ცნობილ ცოდნას წარმოადგენს ის, რომ სხეულის ჩამოყალიბება ხდება სულისმიერი გენეტიკის პროგრამის ფუნქციონირებით, რომელ პროგრამასაც გონება ჰქვია. ხსენებული პროცესი მიმდინარეობს ევოლუციური გზით და ცნობიერი აზროვნების გავლენის გამო ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის ზემოქმედებით ვითარდება. რის შედეგადაც სულიერების მხრივ მიღებულია ადამიანთა ორი კატეგორია: კეთილნი და ბოროტეულნი. რომელთაგან პირველნი ღვთიურ ძალას არიან დაქვემდებარებულები და მეორენი კი – სატანურს. თავისთავად ცხადია, რომ ერთ მხარესაც არიან ძალოვანნი და მეორე მხარესაც. შეგახსენებთ იმ ფაქტს, რასაც პრაქტიკა იცნობს და არის შემთხვევები თვითაალების ანუ „სატანური ცეცხლით“ ადამიანის „გაქრობისა“. რომელ მოვლენასაც ბიბლია უწოდებს „დაუნთებელი ცეცხლით წვას“ (იობი 20-26). თუკი სატანურ ძალას შეუძლია მიაღწიოს სხეულის მიმართ ასეთ შედეგს, მაშინ რატომ უნდა იყოს შეუძლებელი, რომ მისმა საწინააღმდეგო ღვთიურმა ძალამ, მაღალი სულის კატეგორიის მფლობელი ადამიანის სხეული ისეთად ჩამოაყალიბოს, რომ სულთან გაყრის შემდეგ ხრწნილება არ შეეხოს და ლპობის გარეშე იქცეს იმ მტვრად, რომლისაგანაც „გამოსახა კიდეც უფალმა ღმერთმა ადამიანი?!“ (დაბადება 2-7). ამ ლოგიკას ადასტურებს ბიბლიაც, როცა იტყობინება, რომ „არიან სხეულნი ზეციერნი და სხეულნი მიწიერნი. მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვაა მიწიერთა“ (I კორინთელთა 15-40). ასე რომ ცოდვებისაგან განშორების გამო, იესოს სხეული მიეკუთვნებოდა ზეციურ კატეგორიას და ამიტომაც მის „ხორცს არ უხილავს ხრწნილება“ (საქმეები 2-31), არამედ მტვრად იქცა. აქ დავძენ იმას, რომ ამ შემთხვევაში არაბუნებრივი არაფერია. მითუმეტეს თუკი ცოდნას გავამდიდრებთ და მოვიშველიებთ იმ ცნობილ ფაქტებს, გვამთა გახრწნის პროცესის სხვადასხვაობაზე რომ არის მოპოვებული. პრაქტიკა იცნობს შემთხვევებს, როცა ადამიანთა სხეულები გარდაცვალებიდან მალევე იწყებენ ხრწნას აუტანელი მყრალი სუნით. მაგრამ არის შემთხვევებიც, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანთა გვამები გახრწნის დროს გამოსცემენ სასიამოვნო სურნელებას და ხრწნის პროცესიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. ეს შემთხვევები არსებობენ, ფაქტებია და ამიტომაც მათი იგნორირება შეუძლებელია! სხვაობებიც საკმაოდ დიდია. თუმცა ყველა მათგანი ადამიანური კატეგორიის სხეულს ეხება.
ყოველივე ზემოთ თქმული ამტკიცებს იმას, რომ სამყაროს საზომური შეფასებით, ადამიანთა შორის სხვაობათაგან ყველაზე მცირედად შერაცხული გარეგნული სხვაობაა და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვანაირად გამოვიყურებით, აღნაგობა მაინც ერთსახეობრივი გვაქვს. მაგრამ ყველაზე დიდი სხვაობა, რაც კი არსებობს ჩვენს შორის, სულიერ თვისებებსა და ცნობიერებაში ყოფილა. თანაც იმდენად დიდი, რომ ზოგი ადამიანი ანგელოზებსაც კი მოახლოვებია და ზოგნი კი დემონებამდეც დაცემულა. ხოლო რაც შეეხება შედეგებს: სასიამოვნო სურნელებასა თუ სიმყრალეს; ყოველივე მხოლოდ ადამიანის ნამოქმედარიდან მოდის და სწორედ მასზეა კიდეც დამოკიდებული იმ დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიებისა თუ შხამის აღმოცენების საფუძველი, რომელნიც სიკვდილს დამოყვრებულნი არიან. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „არაფერია ადამიანის გარეთ ისეთი, რასაც მასში შესვლით შეეძლოს მისი წაბილწვა. არამედ რაც ადამიანისაგან გამოდის, ის ბილწავს ადამიანს“ (მარკოზი 7-15).
მესამე ბურუსით მოცული საკითხი კი არის ქრისტეს აღდგომა. რომელიც ქრისტიანულმა რელიგიამ დღესასწაულად შერაცხა და აცხადებს იმას, რომ ყოველწლიურად ხდება ეს მოვლენა და ამის დასტურად „ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის“ სახელით წოდებულ რიტუალს ასრულებს. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ცხადია გონიერად მოაზროვნე ადამიანს აუცილებლად უნდა გაუჩნდეს კითხვები. რადგან რელიგიის იგივე მსახურნი ქადაგებენ იმას, რომ როცა სხეული კვდება, სული განაგრძობს სიცოცხლეს. გამომდინარე ამ ცოდნიდან, ქრისტეს შემთხვევაში ვაწყდებით ერთგვარ გაუგებრობას. ვინაიდან ცნობილია, რომ ხორციელად სიკვდილის შემდეგ მისი სული ზეცაში ავიდა და განაგრძო სიცოცხლე. ე.ი. ქრისტეს აღდგომა არ ნიშნავს მისი სულის აღდგომას, რადგან ის მუდმივად ცაშია; თანახმად კანონისა: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია“ (იოანე 3-13). რაც შეეხება მის ხორციელად აღდგომას, არც ეგ ხდება ყოველწლიურად. მაშინ რა აღდგომებზეა საუბარი?!
ქრისტეს აღდგომის საკითხზე ჭეშმარიტი ინფორმაციის მოწოდება აღემატება იმ ცოდნას, რაც კაცობრიობას გააჩნია – ეს რელიგიური მხარე იქნება თუ მეცნიერული. მაგრამ ამ საკითხის შესახებ სწორი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია მას, ვისაც ბიბლიური კოდის უნარის ფლობა აქგუნა ღმერთმა წილად; თანახმად დაწერილისა: „გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა. რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“ (გამოცხადება 5-5). „მიეცა მას პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან და შეჭამა იგი. რომელიც თაფლივით ეტკბო პირში, მაგრამ მუცელი კი გაუმწარა. უთხრეს მას: „შენ მოგიწევს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე“ (გამოცხადება 10-9/11). ვინაიდან სწორედ ის პიროვნება სწერს ახლა ამ სტატიას, ამიტომაც ვაცხადებ სიმართლეს ამ საკითხთან მიმართებით:
იმატერიალურ სამყარო „კუბში“ ფიზიკურად მყოფი ქრისტეს იქაური აზროვნების (რომელიც „მრგვალ“ მატერიალურ სამყაროში წარმოადგენს ქრისტეს სულს) ამ სამყაროში გარდმოსახვა პირველად მოხდა ცისკრის ანგელოზზე და ნაყოფი გამოიღო მისგან ედემელი ადამის მიღებით. მომდევნო გარდმოსახვა მოხდა იესო ნაზარეველზე და მისგანაც გამოიღო ნაყოფი – ადამიანისათვის მისაღებად განკუთვნილი მადლის წარმოშობით. რაც შეეხება გარდმოსახვის პროცესს, რასაც ჩვენ ტელეპორტაციის მოვლენას ვუწოდებთ; იგი სრულდება სამყარო „კუბში“ მყოფი ორიგინალის წამიერი გათიშვით ანუ ძილით. ხოლო იქ კი, როგორც ამას ბიბლია იუწყება, არც ღამეა და არც ძილია საჭირო – „ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად. რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი. მისი კარიბჭენი დღისით არ იკეტება, რადგან ღამე არ არის იქ“ (გამოცხადება 21-25,27).
რაც შეეხება ქრისტეს ადამიანის სახით მოვლინების პირველ და მეორე შემთხვევას, მათ შორისაც არის სხვაობა და გამოიხატება შემდეგში: პირველად მოსვლის შემთხვევა იყო ნაადრევი და გამოწვეული იმ აუცილებლობით, რომ საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობას არსებობა არ შეეწყვიტა. ამიტომაც იგი მომავლის ადამიანად არის წოდებული ბიბლიაში: „ღვთის ძეო, დროზე ადრე რად მოხვედი?“ (მათე 8-29). რის გამოც ის აზროვნება, რომელიც მასზე ტელეპორტირდა სამყარო „კუბიდან“, მართალია მის მიერ კი იქნა ათვისებული გაყოფითი-გამრავლების მეთოდით; მაგრამ საკაცობრიო გენეტიკის სასრულ სტადიაში არ ყოფნის გამო, ადამიანის სხეულის სახით გენეტიკურ ნაყოფ – გონიერი სხეულის მიღება ვერ მოხდა. რისთვისაც ამ შემთხვევაში, ქრისტეს მოვლინებით მიღებული ნაყოფის სახეობრიობა წარმოდგენილი იქნა იესოს სისხლით კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვების წარხოცვით. რის შედეგადაც აღსდგა კავშირი იმატერიალურ სამყაროსთან და ქრისტემაც იქ გაიღვიძა (ჩვენი გაგებით აღსდგა). აღდგენილი კავშირის სახეობას კი მადლი ჰქვია და მისით ხდება ის, რომ იმ დროიდან მოყოლებული ყოველ დაბადებულ ახალშობილს კოსმოსიდან ეძლევა მადლიანი, ანუ სულიწმიდით ნათლისღებული სული. ცოტა უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა, ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი აღთქმის მიხედვით გაუქმებული იქნა რჯულის თანახმად ნათლობის უფლება. რადგან ნათლობის პროცესის ჩატარება მხოლოდ იმ პიროვნებებს შეუძლიათ, რომელთა სულებსაც კოსმოსთან მჭიდრო კავშირი აქვთ. ხოლო როგორც ბიბლია აცხადებს: „ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველებში. ამ უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკება მხოლოდ ძეში“(ებრაელთა 1-1,2) – ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს დაუკარგავთ ეს უფლება და სწორედ ამიტომაც გახდა ქრისტეს ნაადრევად მოვლინება საჭირო. მაშასადამე ახალი აღთქმის თანახმად ნათლობის ჩატარების უფლება აღარავის აქვს და დაბადებული ყოველი ბავშვიც ნათელღებულია; და მათი ნათლია კი ქრისტეა.
რაც შეეხება ქრისტეს სულის მეორედ გარდმოსახვას. ეს პროცესი უკვე გენეტიკურად გათვლილი დროით ჩატარდა. ამ ქმედებით მიღებული ნაყოფის სახეობაზე კი ასეთ ცნობას იუწყება ბიბლია: „ქრისტე მეორედ მოვა არა კაცობრიობის ცოდვების წარსახოცად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28). მაგრამ მის ჭეშმარიტად მომლოდინეებზე კი მადლი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუკი ისინი ჯეროვნად შესძლებენ იმ დაფარული ჭეშმარიტების ათვისებას, რომელიც მის მიერ იქნა მხილებული.
ახლა კი იმას გაცნობებთ, რაც უკვე შედის აღსრულებაში და არის კანონი: „დათესილია ბოროტება. ამიტომაც თუ არ განადგურდება რაც დათესილია და არ აღიგვება ადგილი სადაც ბოროტებაა დათესილი, ისე არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი. რადგან ბოროტების თესლის მარცვალი ადამიანის გულშია დასაბამიდან ჩათესილი და რაოდენი უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაწევდეს“ (III ეზრა 4-30/39). რადგანაც კაცობრიობა ამჟამად სწორედ „მკის“ (გამოცხადება 14-16) პერიოდში იმყოფება, ამიტომ ეს პროცესი ყოველ ადამიანს შეეხება მეტ-ნაკლებად იმისდა შესაბამისად, რა დონის ცოდვილიც იქნება. ამრიგად თუკი ცოდვების მონანიებაზე უარს იტყვის ვინმე, მაშინ მას სრულად მოეკითხება პასუხი. რაზედაც გეტყვით იმას, რომ ეს არ იქნება იოლად გადასატანი პროცესი. ცხადია ეს გაფრთხილებაა მხოლოდ, რადგან არჩევანი ყოველი პიროვნებისათვის თავისუფალია!!!