გაზიარება

„ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1) და „ყველაფერს რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს; ასევე დასასრულიც აქვს და დასასრულიც გამოცხადებულია“ (III ეზრა 9-5). ბიბლიით ნაუწყებ ამ ცნობათა ჭეშმარიტების უარმყოფელი ადამიანის მაგალითზე, ვერავინ იქნება. ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილია ის, რომ ადამიანად არსებობას აქვს დასაბამი – დაბადება და დასასრული – გარდაცვალება; და თანაც „დასასრულიც გამოცხადებულია“! რამეთუ ყველამ იცის სიკვდილის ბოლოს შესახებ. ხოლო რაც შეეხება დროებსა და ჟამებს – სიცოცხლის დრო, რომელიც შემდეგ ჟამებს მოითვლის: მუცლად ყოფნის პერიოდი, ბავშვობა, ყმაწვილობა, სიჭარმაგე, სიბერე და ბოლოს დასასრული გარდაცვალებით – ყველა ეს ჟამი რომ ექვემდებარება მხოლოდ გენეტიკურად დადგენილ დროებსა და მის კანონთა აღსრულებას და არამცდაარამც ადამიანის მიერ გათვლილ დროსა და სურვილებს, ესეც ხომ საყოველთაო ცნობადობაა და არ არის სადაო საკითხი?!

რადგანაც ახლა რაზეც ვისაუბრე, ის ცნობები ყველასათვის ცნობილი რეალობაა; ამიტომ მათ ფონზე, ზემოთ წარმოდგენილ ბიბლიურ კანონთა ჭეშმარიტებაც თვალსაჩინოა. მაგრამ როცა ამ კანონთა მართებულობის დაჯერება სამყაროს მასშტაბებს შეეხება, მაშინ უკვე ადგილი აქვს აზრთა სხვადასხვაობის გამოვლინებებს. ვინაიდან ადამიანები სათანადოდ ვერ ფლობენ ცოდნას სამყაროს მთლიანობის პრინციპსა და მისგან გამომდინარე კანონზომიერებათა შესახებ.

ვეყრდნობი რა სამყაროს მთლიანობის საფუძველს, აქამდე არსებული მეთოდებისაგან განსხვავებით, სამყაროში არსებულ კანონზომიერული კავშირის თვალსაჩინოდ გამოსახატავად მივმართავ ახსნა-განმარტების ძალიან მარტივ ფორმას და ზემოთ ხსენებულ ბიბლიურ ცნობებს წარმოვადგენ სამყაროს შემადგენელ ელემენტთა მეშვეობით. რაც შეეხება ელემენტ – „ადამიანს“, ამ კატეგორიისათვის ეს ცოდნა ხომ უკვე წარმოვადგინე და ახლა კი გადავალ იმ კავშირის განხილვაზე, რომელიც არსებობს ადამიანსა და დედამიწურ გარემოს შორის. რაზედაც ვიტყოდი იმას, რომ თუ არა ის ბუნებრივი პირობები, რომელიც დედამიწაზეა შექმნილი ადამიანისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გარემოს სახით, მის გარეშე ადამიანთა მოდგმა ვერ შესძლებდა არსებობას. ამ თეორიის მართებულობის დამადასტურებელი არაერთი მაგალითის აღწერა შემოუნახავს ისტორიას: როცა კლიმატი სტანდარტული ჩარჩოებიდან გამოსულა და ეს კი ყოველთვის მომაკვდინებელ გარემოდ ქცეულა ადამიანთათვის. თუმცა უკვე ისტორიული ფაქტების მოძიება აღარც არის საჭირო, რადგან ამჟამინდელი რეალობა ასეთ ფაქტთა ნაკლებობას არ განიცდის. ხოლო ყოველივე ხსენებულიდან კი შეიძლება ერთადერთი დასკვნის გაკეთება: რომ ადამიანისა და დედამიწურ ბუნებას შორის კავშირ-ურთიერთობა, კანონს მკაცრად დაქვემდებარებულია და არა ქაოსური. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი შემთხვევითობა გამორიცხულია!!!

ამიტომაც შეგახსენებთ: კანონდამოკიდებულება ნიშნავს, კანონში მონაწილე თითოეული მხარის ანგარიშვალდებულების შესრულების აუცილებლობას. ანუ თუ ბუნების გავლენა სასიცოცხლო მნიშვნელობით აისახება ადამიანთა მოდგმაზე, ასევეა ადამიანის მხრივაც: მისი გავლენაც მეტად უმნიშვნელოვანეს ასახვას ჰპოვებს ბუნებაზე; თანახმად კანონისა: „ღმერთის ნებით, ადამიანს ებოძა დედამიწაზე ხელმწიფების უფლება“ (ზირაქი 17).

მინდა აღვნიშნო ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ: გამომდინარე ჭეშმარიტების ერთადერთობისა და მთლიანობის პრინციპიდან – სამყაროს კანონები, რომლებიც იგივე ბიბლიური სიბრძნეებია და იგივე ჭეშმარიტების კანონებია, გულისხმობენ კანონთა გაშიფვრას მისი მთლიანობით. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის გავლენა დედამიწურ ბუნებაზე, განა მარტო მისი ხელით ნამოქმედარს გულისხმობს?! არამედ გულისხმობს ყოველივეს, რასაც ადამიანის არსებობით მიღებული ნებიმიერი შედეგი ასახავს: ეს ამონასუნთქი იქნება, ნაფიქრი, სიტყვიერად თქმული, გრძნობებით გამოხატული, უნარებით შესრულებული, ხელისმიერი ქმედებით, გვამის ხრწნისმიერი შედეგით თუ სხვა. ამასთანავე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, იმის შესახებაც, რომ ჩამოთვლილ სახეობებში ადამიანები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ხელის ქმედებებით შესრულებულ შედეგებს, ხოლო დანარჩენებს კი მასთან შედარებით უმნიშვნელოდ სთვლიან. მაგრამ სამყაროს კანონმდებლობაც რომ ასე არ განსჯის, ამის მტკიცებულებად ეს კანონიც საკმარისია: „გამოვიკვლიე წუთისოფელი და აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს“ (III ეზრა 9-20).

ვინაიდან ბიბლიური სიბრძნეები, სამყაროს კანონმდებლობის ადამიანისათვის გასაგებად წარმოდგენაა. ამიტომ ცხადია, რომ მათი მოქმედების არეალი მთელი სამყაროა: დაწყებული ცისა და ვარსკვლავებიდან – დამთავრებული მოლეკულებითა და ატომებით. რისთვისაც ბიბლიის კანონის სრულყოფილად გაშიფვრა ნიშნავს, მის მისადაგებას სამყაროს შემადგენელ ყველა ელემენტთან, სათანადო თანამიმდევრობით. იმასაც მოგახსენებთ, რომ მეცნიერული ცოდნაც სწორედ ამ გზით არის მოპოვებული. თუმცა არა მგონია, რომ რომელიმე  მეცნიერი ამის თაობაზე დაფიქრებულიყო და გაეთავისებინა ეს. ამ ცნობის ერთ-ერთ დამადასტურებელ ისეთ მაგალითს დაგისახელებთ, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ეხება დიმიტრი მენდელეევის პერიოდულობის სისტემის სქემას, რომელიც მან სიზმარში ნახა. თუ რა არის სიზმარი, ამის თაობაზე დაწვრილებით უკვე მოგახსენეთ წინა წიგნებში, აქ კი შეგახსენებთ იმას, რომ ის სულის გონების პროდუქტია, რომელი გონებაც წარმოდგენილია ინტუიციურ ენაზე ჩაწერილ სამყაროს კანონთა საშუალებით. რადგანაც მენდელეევი ყოფილა ამ კანონთა დაცვის იმ სათანადო დონის მქონე, რომელიც საჭირო იყო საიმისოდ, რომ სამყაროს კანონმდებლობას მისთვის ცოდნის მიმღეობის ჯილდო გამოეტანა; ამიტომაც მას სიზმრის სახით მიეწოდა საჩუქარი იმიტომ, რომ როგორც სჩანს, ასეთი სქემის შედგენის გასააზრებლად, მისი აზროვნება გენეტიკურად ჯერ არ იყო მომწიფებული. ხოლო იმ შემთხვევაში კი, როცა აზროვნების გენეტიკური სრულყოფა სახეზეა, გონებიდან ცოდნის მიღების ჯილდო მღვიძარ მდგომარეობაში გაიცემა და მას ადამიანები „მიხვედრას“ ან „აღმოჩენას“ უწოდებენ. ასე რომ, მეცნიერების მონაპოვარი მთლიანად ღმერთის (რომელიც ყველა ადამიანში სულის გონების სახით მყოფობს) წყალობაა; მაგრამ რადგანაც მეცნიერების ნიჭიერებას, სათანადო გონიერების დონე აკლია; ამიტომაც ისინი ვერ შეიცნობენ იმას, რომ ყოველივე ეს, მათთვის ღმერთისმიერი საჩუქარია.

ახლა კი კვლავ დავუბრუნდები დედამიწური გარემოსა და ადამიანის გენეტიკურ კანონთა შორის დამყარებულ კანონზომიერებას. ამ შესაბამისობის შედეგებს რომ ჩვენი ორგანიზმი ყოველწამიერად ავლენს კლიმატთან მიმართებაში, მოვიყვან ამის გამოვლინების თუნდაც ერთ შემთხვევას. რისთვისაც აღვწერ იმ რეაქციებს, რის გამოხატულებასაც ჩვენი ორგანიზმი ავლენს ზაფხულის სიცხის დროს: კანის ეპიდერმისი და დერმა სქელდება და მუქდება; საოფლე ჯირკვლები ოფლის გაძლიერებულ დენას იწყებს; შინაგანი ორგანოები გაგრილებას ითხოვენ და შესაბამისადაც იღძვრება წყლის წყურვილი. ხოლო ყოველივე ამ თვისებების ამოქმედება კი განპირობებულია სწორედ იმ გენეტიკის კანონის მოქმედებით, რომელიც ადამიანს დადგენილი აქვს იმ პირობების ფარგლებში, რომელ პირობებსაც დედამიწური გარემო არეგულირებს; და რა თქმა უნდა, ყოველივე გათვლილია დროსთან მიმართებაში!

მაშასადამე, შექმნილია ორმხრივი კავშირ-დამოკიდებულება:

1)ადამიანი – დედამიწური გარემო (დრო მიწიერი).

2)ადამიანი – მთლიანი სამყარო (დრო ციური).

ამ კავშირებიდან პირველს ვუწოდოთ კავშირის გრძელი გზა, რადგანაც მისი სამოქმედო არეალი სხეულებრივ უჯრედებზე გამავალია. ხოლო მეორეს კი – მოკლე გზა, ვინაიდან მისი მოქმედების არეალი მხოლოდ სულზე გადის. ამიტომ ამ ორ გზის მხრივი მოქმედებების დროს შორის დიდი სხვაობაა და ციური დროით ქმედების სისწრაფე ბევრად აღემატება – მიწიერისას.

ადამიანსა და დედამიწურ გარემოს შორის არსებული კავშირ-ურთიერთობა იმდენად აშკარაა, რომ მის განხილვაზე შეჩერება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ამიტომ პირდაპირ დავიწყებ დედამიწაზე მიმდინარე პროცესთა წყაროს მოძიებას, რისთვისაც ცხადია, რომ მზისა და მთვარის ციკლს მივადგები. ვინაიდან მათი ფუნქციონირება საჭიროებს მზის სისტემის იმ სახით არსებობას, რაც რომ სახეზეა; ეს მისახვედრს ხდის იმას, რომ როცა მზის ციკლზეა საუბარი, მასში შემავალი პლანეტებიც თავისთავად იგულისხმებიან!

ვინაიდან დედამიწური გარემო ხსენებული სისტემის ფუნქციონირების ნაყოფია; მაშასადამე დედამიწაზე მოქმედი კანონმდებლობა ექვემდებარება მზის სისტემის ციკლს. ხოლო ამასთან ერთად თუკი აღვნიშნავთ იმ გარემოებასაც, რომ თავად ჩვენი სიცოცხლეც ვერ იარსებებდა მზის სხივთა პირდაპირი თუ ირიბი ზემოქმედების გარეშე, მაშინ არ არის ძნელი იმის მიხვედრა, რომ ჩვენს გენეტიკასა და მზის სისტემის ციკლს შორისაც არსებობს უშუალოდ პირდაპირი კანონზომიერული კავშირ-ურთიერთობა. თუკი მას ზემოთ ნახსენებ კავშირთა კომპლექსის მიხედვით წარმოვადგენთ, მაშინ გრძელი გზა ასე წარმოდგება:

1)მზის სისტემის კანონდამოკიდებულება დედამიწურ გარემოსთან; ამ კავშირისა კი, ადამიანთან (დრო მიწიერი).

ხოლო მოკლე გზა კი ასე წარმოდგება:

2)ადამიანი – მზის სხივი (დრო ციური).

განვაგრძობ შემდეგ: რადგანაც მზის სისტემის არსებობა თავის მხრივ მოითხოვს „ვარსკვლავებით შემოჭედილი“ ციური საფარის არსებობის აუცილებლობას; ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ შორისაც არის დამყარებული კანონზომიერი ურთიერთდამოკიდებულება. მართალია ამ კავშირის შესახებ მთლად სრულყოფილს ვერა, მაგრამ ნაწილობრივ ცოდნას ფლობს ასტროლოგიის მეცნიერება. თუმცა უკვე მხილებული „დაფარული ჭეშმარიტებით“ მოპოვებული ცნობებით, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, რომ თუკი მოისურვებენ, არსებული ცოდნა მიიყვანონ სამყაროს მთლიანი კანონზომიერული კავშირ-ურთიერთობათა აღმწერ სრულყოფილი სქემის წარმოდგენამდე.

თავის მხრივ, ციური კანონმდებლობაც გადის კავშირთა როგორც „გრძელ“, ასევე „მოკლე“ გზას, რომელიც ამგვარად წარმოდგება:

1)ცის კავშირ-ურთიერთობა მზის სისტემასთან; მზის სისტემისა – დედამიწურ გარემოსთან და დედამიწური გარემოსი კი – ადამიანთან (დრო მიწიერი).

2)ადამიანი – ცის კოსმიური ენერგია; ანუ სხვანაირად რომ ვთქვა სხეულისა და სულის კავშირ-ურთიერთობა. ვინაიდან სული დამუხტული არის კოსმიური ენერგიით და თანაც დაქვემდებარებულია ციური ველის მიზიდულობას (დრო ციური).

ხოლო ყოველივე ეს კი იმის დასტურია, რომ ცის ყინულოვანი შრეებით შემოსაზღვრულ არეში მყოფი ყოველივე, ერთმანეთთან კანონდამოკიდებულად განუყოფელი ერთმთლიანობაა, რომელსაც სახელად „მატერიალური სამყარო“ ჰქვია!!!

რადგანაც ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლე დროით შემოისაზღვრება, სამყაროს მაკრო ელემენტთა საარსებო ხანგრძლივობასთან შედარებით; ამიტომ პიროვნული თვალთახედვით კაცთაგან არავის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეამჩნიოს ის ცვლილებანი, რასაც დედამიწა განიცდის თავისი ჟამიანობის შესაბამისად. ხოლო მზის სისტემასა და ცის სარტყელზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანი ასე ფიქრობს: თითქოს მხოლოდ მათზე და დედამიწის ბინადარზე ვრცელდება თაობათა ცვლის პროცესის მოქმედება და სხვა დანარჩენი კი მარადიულია. თუმცაღა კი დავძენდი იმას, რომ მათი წარმოშობის თეორიის არსებობას კი უშვებენ. იმედს ვიქონიებ დამეთანხმებით იმაში, თუნდაც ლოგიკურადაც რომ ვიმსჯელოთ: შეიძლება კი დაშვება იმისა, რომ ნებისმიერ რამეს დასაბამი ჰქონდეს, მაგრამ დასასრული კი არა?! ცხადია, ეს შეუძლებელია! ხოლო დასასრულის არსებობა ხომ თავისთავად გულისხმობს პროცესის მიმდინარეობას დასაბამიდან – დასასრულისაკენ?! რასაც თავისთავად შესაბამო ცვლილებებიც ახლავს თან?! ამასთან მოგახსენებთ იმასაც, რომ სამყაროს შემქმნელი ღმერთი მიკერძოებული არ არის და ამიტომაც მის მიერ დადგენილი კანონი თანაბრად ეხება სამყაროს შემადგენლობის ნებისმიერ ნაწილს. ასე რომ, სამყაროს მაკრო ელემენტებსაც აქვთ გათვლილი საკუთრივ საარსებო დროცა და ჟამიანობის სტრუქტურაც. რომელთა შესახებაც უკვე ვრცლად მოგახსენეთ კიდეც წიგნში „სიბრძნე სიმართლისა“.

ახლა კი მინდა კომენტარი გავაკეთო იმ მეტად გახმაურებულ საკითხზე, რომლისადმი ინტერესიც უფროდაუფრო აქტუალური ხდება და ეხება უცხოპლანეტელებისა და სხვა ცივილიზაციის არსებობის თეორიას. ამ საკითხთან მიმართებით, მინდა შეგახსენოთ ბიბლიური ცნობა იმის თაობაზე, რომ ადრე სატანა ანგელოზი იყო. ხოლო ცოდვების ჩადენის გამო კი მისი სული ისე დაეცა, რომ ანგელოზობა დააკარგვინა და ამის გამო საჭირო გახდა მისთვის საარსებო გარემოს შეცვლაც; და ასე მოხვდა იგი დედამიწურ სარტყელში. ამასთან იმასაც აღვნიშნავ, რომ „ედემში“ ადამიც შეიქმნა. მართალია ბიბლია დაწვრილებით არ აღწერს იმ პროცესს რომლითაც ანგელოზებისაგან მიღებული იქნა გენეტიკური ნაყოფი: „ედემელი ადამი“; ნაყოფმიუღებლობა კი სატანის განადგურებით გამოიხატა. მაგრამ თავად ეს ცნობები ხომ უკვე მტკიცებულებაა იმისა, რომ ანგელოზებსაც გაუვლიათ ისეთი გენეტიკური პროცესები, რომელთაც შემდეგ კაცობრიობა გადის და ამჟამად კი უკვე მოვედით კიდეც საკაცობრიო გენეტიკის ნაყოფის გამოღების დროზე?! როგორც მისახვედრია, თუკი ნაყოფი მიიღება, მაშინ ასეთი ადამიანების ცნობიერება იმ დონეზე გაიზრდება, რომ შესძლებს კონტაქტის დამყარებას ანგელოზთა გენეტიკურ ნაყოფებთან – ედემელი ადამის მსგავს ე.წ. „უცხოპლანეტელებთან“. ხოლო ნაყოფის მიუღებლობის შემთხვევები კი სატანის ბედს გაიზიარებენ. რაც შეეხება საკაცობრიო გენეტიკურ ნაყოფთა მიღების პროცესს, მას „არმაგედონის“ ანუ საყოველთაო განკითხვის პროცესი აღასრულებს. რომელი პროცესიც უკვე დაწყებულია და აღარც მის ფინალში შესვლამდეა შორს. ვინაიდან ეს პროცესი საკმაოდ რთული გასავლელია, ამიტომ სათანადო ცოდნის ფლობის გარეშე, მისი გადალახვა არა თუ ძნელი იქნება, არამედ შეუძლებელიც!!! ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ჭეშმარიტი ცოდნის ზიარების არც მსურველი გამოჩენილა და არც მისი მომცველი წიგნების  გამოცემაზე თანახმა გამომცემლობა; მაგრამ ძალიან მალე, ისეთი საყოველთაო მდგომარეობა შეიქმნება, რომ ყოველი ადამიანი იძულებული გახდება მოიძიოს ჭეშმარიტი ცოდნა. ეს ღმერთის მიერ არის დადგენილი ასე და მისი შეცვლა ან არ აღსრულება კი, გამორიცხულია!!!