ომი თუ მშვიდობა
„ბევრი მწუხარება შეხვდებათ წუთისოფლის მკვიდრთ უკანასკელ დროს იმის გამო, რომ მეტისმეტად ამპარტავნულად დადიოდნენ“ (III ეზრა 8-50).
კაცობრიობა არსებობის ბოლო ჟამში იმყოფება და სახეზეა კიდეც იმ ნიშანთა ფაქტობრივი გამოვლინებები, რომელი ნიშნებიც ბიბლიითაა გადმოცემული ბოლო ჟამის შესახებ და უკავშირდება ქრისტეს მეორედ მოსვლის პროცესს. ეს ინფორმაცია არ არის უცნობი ფართო საზოგადოებისათვის. მაგრამ მათი ცოდნა ამ მოვლენის თაობაზე არც სრულფასოვანია და არც სწორი. ვინაიდან მის შესახებ იციან ის, რომ მეორედ მოსვლას თან ახლავს კატასტროფული მოვლენები. ხოლო თუ რატომ, ამაზე სწორი ანალიზის გამკეთებელი კი ვერავინაა რელიგიათა ძალისხმევით მიღწეული იმ შედეგის გამო, რომ სინამდვილე დაფარული ყოფილიყო ქრისტეს ფენომენის შესახებ. მაგრამ ეს სამყარო სიმართლის ფაქტებად გამოსახვაზეა დამყარებული და ამიტომაც უმხილებელი ვერ რჩება ვერანაირი სიცრუე! რადგანაც თუკი ადამიანები უარს აცხადებენ სიმართლის მოსმენასა და შესმენაზე, როცა სიმართლეს დაუდგება ფაქტებად აღსრულების ჟამი, მაშინ კი უკვე ვეღარავინ ირიდებს თავიდან მასთან შეუხებლობას. ამიტომაც მოუწევს და აი უკვე უწევს კიდეც კაცობრიობას პასუხისგება იმის გამო, რომ სინამდვილეს ზურგი აქცია და სიცრუის გზით იარა.
სიცრუის გზა რომ ფათერაკებისა და უბედურებათა თავსდატეხვის მომცველია, ვფიქრობ ამის მცოდნე ყველაა და იმის მიმხვედრიც, რომ გზის ბოლოც უფსკრულში გადაჩეხვა იქნება. თუმცა ის რაც არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის – არის ის, რომ კაცობრიობა უკვე დგას უფსკრულის პირას და ერთი ნაბიჯიღა აქვს დარჩენილი მასში გადასავარდნად. ამიტომ ვინც ხალხს ასე მოძღვრავს, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, სწორედ ის არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი. რამეთუ თავისთავად ვერანაირად და არანაირად ვერ იქნება ყველაფერი კარგად და ხედავთ კიდეც, რომ დღითიდღე იზრდება მხოლოდ უბედურებანი. ამიტომ აუცილებელია სიმართლე გაცნობოთ და ის კი ასეთია: თუკი სასწრაფოდ არ მოხდება სინამდვილისათვის თვალის გასწორება მათგან, ვისაც ეს ხელთეწიფება, კაცობრიობის 2/3 ვეღარ გააგრძელებს ამ ქვეყნად არსებობას. ხოლო ვინც გადაურჩება ამ პროცესებს, ალბათ მისახვედრია, რისი გამოვლაც მოუწევთ.
იმედია ამ განაცხადის შემსმენნი აღმოჩნდებიან და ცხადია, რომ ასეთნი სწორედ ისინი იქნებიან, ვინც მოწოდებულია საიმისოდ, რომ კაცობრიობის გადარჩენის მისიაში მიიღოს მონაწილეობა. რადგან ეს ინფორმაცია ქართულ ენაზე ცხადდება, ცხადია ეს იმას გულისხმობს, რომ ამ ენაზე მეტყველთა საყურადღებოდ ქვეყნდება იგი. რადგან ამას აქვს მეტად მნიშვნელოვანი დანიშნულება. თუმცაღა მისი განხილვის დრო ახლა არ არის, მაგრამ თუკი ვინმეს დააინტერესებს, ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ამავე ვებგვერდზეა განთავსებული. მე კი ახლა ვეცდები იმას, რომ არსებული მდგომარეობა ჩამოვაყალიბო და ავხსნა მეტად უბრალო ენით, რათა საყოველთაოდ გასაგებად იყოს წარმოდგენილი. რამეთუ უკვე ის დროა, რომ თუკი ახლაც ისევე მოხდება, როგორც აქამდე ხდებოდა და კვლავ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი წაიკითხავს ამ ინფორმაციას, მოწონების ნიშნულს დასვამს და მერე დაელოდება ახალი სტატიის გამოქვეყნებას, ამაზე გეტყვით იმას, რომ უკვე ასე ვეღარ გაგრძელდება! ვინაიდან უკვე ნაბიჯი უნდა იქნას გადადგმული საიმისოდ, რომ ან ომი უნდა ირჩიოთ და ანდა მშვიდობა! რამეთუ ომის გზაზე ისედაც დგას კაცობრიობა. მაგრამ თუ მშვიდობა სურს, მაშინ ადამიანებმა კეთილი უნდა ინებონ და მისი სიტყვა შეისმინონ, ვინც მათ გადასარჩენად ნამდვილად ღმერთმა მოავლინა.
ახლა კი გაცნობებთ იმას, თუ რა გზას უნდა დაადგეს კაცობრიობა საიმისოდ, რომ მშვიდობა ირჩიოს. რადგან ყველაფერი ისე არ არის, როგორადაც გარეგნულად სჩანს. ყოველივეს კი სათანადო ანალიზი სჭირდება საიმისოდ, რომ სასურველ შედეგს იქნას მიღწეული. რისთვისაც გონიერების მოხმობაა საჭირო და თუკი ეს იქნება მიღწეული, მაშინ აუცილებლად უნდა დაისვას ასეთი კითხვა: რატომ დასჭირდა უფალს იმის დაშვება, რომ თავისი შვილის მოსვლა კაცობრიობას დასჯდომოდა მრავალი უბედურების გამოვლის ფასად?! აი, ეს არის ის მთავარი საკითხი, რისი გარკვევაც უნდა მოისურვოს ადამიანებმა და ამის გამორკვევის ფონზე სწორი პოზიცია უნდა აირჩიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც დაწყებულია, არათუ შეჩერდება, არამედ ყოველდღიურად უფრო გაძლიერდება და გამრავალფეროვნდება კიდეც; და ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რითაც დასრულდება. ცხადია მისახვედრია რასაც ვგულისხმობ: მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, პანდემიას, მსოფლიო დონის მასიურ ფსიქოზს, კლიმატურ კატაკლიზმებსა და უკვე მიმდინარე იმ მასშტაბის ომს, რომელიც თუ არ შეჩერდა, კაცობრიობას გაანახევრებს. ყოველივე ამის მიზეზი კი ღმერთის საზომით შეფასებული არის ასე: კაცობრიობას ომი აქვს გამოცხადებული ღმერთის მიმართ. ეს არის ნამდვილი შეფასება იმისა, რაც ამჟამად ხდება დედამიწაზე და თუ ამას მთელი სერიოზულობით ვერ აღიქვამს სრულიად მსოფლიო მოსახლეობა, რა შედეგსაც მიიღებს, მგონი ამას კომენტარი არ სჭირდება!!!
ახლა კი იმას მოგახსენებთ, თუ რატომ მივიდა კაცობრიობა იმ დონემდე, რაც სახეზეა. არ მოვერიდები იმის გაცხადებას, რომ ამის საფუძველს რელიგიათა მიერ გავრცელებული ის ცრუ მოძღვრებანი წარმოადგენენ, რომლითაც მათ ხალხს სიმართლე გადაუფარეს ღმერთის რაობისა და ქრისტეს შესახებ. რაც შეეხება ღმერთის არსებობას, დროა ყველამ შეიგნოს ის, რომ ამ სამყაროში ის იმ ძალის სახით არსებობს, რასაც ჩვენ სამყარულ კანონზომიერებებს ვუწოდებთ. რომელიც ისეთი მგძნობიარეა, რომ ამ სამყაროში ერთი წერტილიც კი ვერ განიცდის ცვლილებას, მისი ნებართვის გარეშე. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ ვერც ეს სამყარო იარსებებდა და ვერ იფუნქციონირებდა ისე მოწესრიგებულად, როგორადაც არსებობს. ადამიანი კი იმიტომაც არის შექმნილი გონიერ არსებად, რომ მან უნდა ჩასწვდეს სამყაროს კანონზომიერებათა არსში და დაიცვას მისი წესდებები. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წინააღმდგომი იქნება სამყარული ძალებისადმი და ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რაც დაემართება.
ახლა კი იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ბიბლია ქრისტეს ღვთის ძეს მაშინ, როცა ღმერთი საერთოდ ადამიანთა შესახებ ამბობს იმას, რომ ისინი თავისი შვილები არიან?! საქმე იმაშია, რომ ღმერთი ქრისტეზე ამბობს იმას, რომ ის არის შვილი, რომელიც მან მოიწონა. რაც ნიშნავს იმას, რომ ქრისტე არის მისი კანონმდებლობების მცოდნეცა და დამცველიც. ამიტომაც მან მეორედ მოავლინა ის ადამიანთა შორის საიმისოდ, რომ თავისი ცოდნით განანათლოს ხალხი. რამეთუ გამოვიდნენ იმ უფსკრულის პირიდან, რომელზედაც ამჟამად არიან გამწკრივებულები. მაგრამ ცოდნის მიღება ნებაყოფლობითია და ამიტომაც მხოლოდ ისინი მოახერხებენ თავის გადარჩენას, ვინც ამას თავად მოისურვებენ და სწორედ ასეთებს უწოდებს ბიბლია ქრისტეს ნამდვილ მომლოდინეთ. ნამდვილს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ დღეს უამრავი ადამიანია ისეთი, ვინც ღმერთის სახელით საუბრობს, ვინც რაღაც ხილვებსა და წინასწარმეტყველებებს აქვეყნებს, ვინც თავს ღვთისაგან მოვლენილად აცხადებს და ა.შ. მათზე ყველაზე გეტყვით იმას, რომ ისინი არიან, ვისზედაც იესომ თქვა: რომ მრავალნი მოვლენ ჩემი სახელითო. მათი არსებობის მიზანი კი ის არის, რომ საზოგადოებამ ვერ იცნოს ნამდვილი. მითუმეტეს როცა რელიგიებმა იმ სიცრუით აღზარდეს თაობები, რომ ქრისტე თურმე მეორედ ადამიანად არ მოვიდოდა.
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სათქმელი, ამიტომ ბიბლიის ცნობებით შემოვისაზღვრები: „ქრისტეს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია“ (გამოცხადება 19-10) და „ის მოსულია რჯულისა და წინასწარმეტყველებათა აღსასრულებლად“ (მათე 5-17). მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთი მდგომარეობაა: „იგი სალაღობო სიმღერა არის მსმენელთათვის, ლამაზხმიანი და ტკბილად ნამღერი. ისმენენ მისს სიტყვებს, მაგრამ არავინაა მათი შემსრულებელი. მაგრამ როცა ახდება ისინი და აჰა, ხდება კიდეც! მაშინ კი მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველია მისი მთქმელი“ (ეზეკიელი 33-32). ასე ამბობს ბიბლია მეორედ მოსულ ქრისტეზე და ეს რომ მართლაც ასეა, ესეც სახეზეა! ამასთანავე იმასაც ამბობს, რომ ადამიანები „საღ მოძღვრებას არ მიიღებენ და თავიანთი გულისთქმით ამოირჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და სიცრუისაკენ მიმართავენ“ (II ტიმოთე 4-3,4) – ესეც სახეზეა! და ისიც, რომ „წინასწარმეტყველი არსად არის უპატიოდ, გარდა საკუთარი სამშობლოსი“ (მათე 13-57). აგრეთვე სახეზეა ამ კანონის აღსრულებაც: „ანტიქრისტეს თაყვანს სცემენ მიწის ყველა ის მკვიდრი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, რომელიც სოფლის დასაბამიდან აქვს დაკლულ კრავს“ (გამოცხადება 13-8) და ამ კანონის აღსრულებით: „მხეცს მიეცა ხელმწიფება სამოქმედოთ 42 თვეს“ (გამოცხადება 13-5) – ანტიქრისტეს დაემორჩილა ყველა მთავრობა, პრესა თუ მედია. ამიტომ ყველა ჩემი მცდელობა, რომ „უფალია ჩვენი სიმართლით“ წარმოდგენილი ცოდნა წიგნთა სახით გამოცემულიყო საიმისოდ, რათა ფართო საზოგადოება ზიარებოდა სრულ სიმართლეს ღმერთისა და ამ სამყაროს შესახებ და თავიდან აეცილებია ის უბედურებანი, რაც დაიმართეს – უშედეგო აღმოჩნდა. წლების მანძილზე მრავალ გამომცემლობას მივმართე. მაგრამ ყველა დუმდა იმიტომ, რომ აკრძალული ჰქონდათ მისი გამოცემა. მაგრამ აი უკვე მიცემული დრო გავიდა და ამიტომაც აღსრულდა კიდეც დაწერილი!!! თუ რა იგულისხმება მასში, ამას კი ახლავე გაცნობებთ: წინა წერილში განვაცხადე განდგომილების დასრულების თაობაზე. ახლა კი გავშიფრავ რას ნიშნავს იგი და გაცნობებთ: რომ რაც პირველად მოსვლის დროს გააკეთა ქრისტემ, ვგულისხმობ წინაპართა ცოდვილი მემკვიდრული გენის დაბლოკვას, ახლაც იგივე შეასრულა. ოღონდ სხვაგვარი გზით. მაშინ საკუთარი სისხლით შევიდა წმიდაში და ამჟამად კი სიტყვით. რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მისი სიტყვის მიმღებნი შესძლებენ იმას, რომ მისგან მიიღონ სასიცოცხლო ენერგია. ხოლო მიღებულს კი ისინი გაუნაწილებენ მხოლოდ მათ, ვინც ამას სიყვარულის გრძნობის ფონზე დაიმსახურებენ და უკვე ვეღარ მიიღებენ ისინი, ვინც იღებდნენ ცოდვის ჩადენის მცდუნებლობით!!! ანუ ცოდვის წილის გაცემის გზა დაბლოკილია!!! ამ მოვლენას კი ახლავს ასეთი პროცესი: ბრძოლა გაჩაღდება სასიცოცხლო ენერგიის მისაღებად და ერთმანეთს დაერევიან ისინი, რომელნიც ცოდვის წილის სანაცვლოდ იღებდნენ სასიცოცხლო ენერგიას. რადგან უკვე დაშვებული აღარ არის მათი დონორებთან შემხებლობა. ხოლო თუკი ისევ ძველებურად ეცდებიან მოქცევას, მაშინ მათი მცდელობა მათთვის ფატალური შედეგით დასრულდება. ალბათ უკვე მისახვედრია, თუ რა მოვლენებსაც ექნება ადგილი და აი, უკვე აქვს კიდეც! ამიტომ ვინც მოწოდებულია საიმისოდ, რომ დონორის სტატუსი მიიღოს, რაც დროულად გადადგამს საამისო ნაბიჯებს, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და კაცობრიობისთვისაც. რადგან უკვე ერთეული ადამიანების მხრებზე დგას ის საკითხი, რასაც გადარჩენის მიზნით, კაცობრიობის ბეწვის ხიდზე გატარება ჰქვია. რამეთუ ძველებურად ვეღარაფერი იქნება!!!