ნება მიბოძეთ, რომ განვაგრძო დაფარული ჭეშმარიტების მხილება; თანახმად კანონისა: „მხილებული ნათელია“ (ეფესელთა 5-14) და ბიბლიის ღირებულებათა სიღრმეებში ჩაწვდომის ფონზე წარმოგიდგინოთ ნათლობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
გამოვდივარ რა იმ მხრიდან, რომ ბიბლია არის სამყაროს კანონთა ის კრებული, რომელი კანონებიც ყოველი ადამიანის გონების შემადგენლობაშია. მაგრამ ამ კანონთა შეცნობის უნარი კი, ყოველ პიროვნებას ინდივიდუალური გააჩნია და ამიტომაც აქვს ადგილი ბიბლიის მიმართ დამოკიდებულების ასე მრავალფეროვნად გამოვლინებებს. არ არსებობს კითხვა, რომელსაც ჭეშმარიტი პასუხი ვერ გაეცემა ბიბლიის კანონთა მართებულად გამოყენების შედეგად. მათი სათანადოდ გამოყენების ნიჭს კი ბიბლიური კოდის ფლობის უნარმქონეობა ჰქვია. რომელიც თავისთავად გულისხმობს, ინტუიციურ ლექსიკონ „ლაზარეს“ მცოდნეობასაც.
რაც შეეხება ბიბლიის კანონთა ბიბლიური კოდის მეთოდით გაშიფვრის არსს, ის შემდეგში მდგომარეობს: განსახილველი საკითხის ერთადერთი ჭეშმარიტი პასუხის მისაღებად საჭიროა, სპეციალურად მისთვის დაწყობილი 12 კანონის მომცველი იმ თანამიმდევრობის პოვნა, რომლის წყობის მართებულობასაც ამოწმებს ის, რომ ყოველი მომდევნო კანონი არის წინას ამხსნელიცა და მისი სისწორის დამმოწმებელიც. ხოლო საბოლოდ კი მიღებული იქნება ისეთი პასუხი, რომელსაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით დადასტურება შეესაბამება. ამიტომაც მისი სისწორის უარმყოფელი ვერც ვერავინ იქნება.
ვინაიდან ბიბლია შედგენილია ადამიანის გონებიდან გამოტანილი ჭეშმარიტი ცნობებით, ამიტომ მართებულად მიმაჩნია იმის შეხსენება, თუ ვინ არის ადამიანის გონების ჩანაწერის შემსრულებელი. ხოლო უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: ვინ არის ინტიუციური ენის შემქმნელი. მის თაობაზე ბიბლია იძლევა ასეთ ცნობას: „რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი“ (დაბადება 2-19). როგორც არაერთხელ ამიხსნია კიდეც, საუბარი არის ედემელ (მარსელ) ადამზე, რომელადაც გარდაიქმნა ამ სამყაროში ცისკრის ანგელოზად მოვლინებული ქრისტე – იმ გენეტიკური პროცესების შედეგად, რის მსგავსსაც კაცობრიობაც გადის და ამჟამად სწორედ მისი ნაყოფის მიღების პერიოდში ვიმყოფებით. ამიტომაც ძნელი მისახვედრი არ არის ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ადამიანის სულის გონება ერთიდაიგივე ჩანაწერის მომცველია!!! (I კორინთელთა 12-3/11). ხოლო თავის მხრივ კი, ეს იმას ადასტურებს, რომ ამ ჩანაწერის გაშიფვრაც მხოლოდ ერთადერთი ანბანური წყობით არის შესაძლებელი; და როგორც რეალობამ აჩვენა, ეს წყობა ქართული აღმოჩნდა.
მინდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ რადგანაც ქართული ენა არის ის ენა, რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე მუდმივად შევიწროებასა და უარყოფას განიცდის არა მარტო სხვა ენაზე მოსაუბრეთაგან, არამედ თვით ქართველთა მიერაც; ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართველებში ღრმად გაუდგამს ფესვები იმ სნეულებას, რომელსაც ამპარტავნება ჰქვია და ისეთი ვერაგი სენია, რომ ვისაც კი შეეყრება, მისთვის ჭეშმარიტება მიუწვდომელი ხდება.
ვინაიდან და რადგანაც ამპარტავნება ცოდვათა ჩადენის საფუძველზე ნაშენები თვისებაა, ამიტომ მის გასაქრობად ერთადერთი გზა არსებობს: ცოდვების მონანიება და მათ ჩადენაზე უარის თქმა. თუმცა ამის გაკეთება არცთუ ისე იოლი საქმე გახლავთ! ვინაიდან საკაცობრიო აზროვნებით მენტალიტეტს არასწორი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტად სწორი და რა კი არასწორი. იმასაც შეგახსენებთ, რომ ცოდვების მისაგებელი სასჯელებია და მათი ზღვარგადასულობისათვის დაწესებული განაჩენი კი – სიკვდილი. ხოლო როცა ცოდვათა სიჭარბე მაღალ მასშტაბებს აღწევს, უკვე სტიქიური მოვლენების გამოყენებით დასჯამდეც მიდის საქმე. მაგრამ ამ სახის სასჯელის გამომწვევ მიზეზთა მიმართ, სრულიად სხვადასხვა დამოკიდებულებას ავლენს საზოგადოებრივი აზრი. რაც გამომდინარეა იმ ორმაგ საყრდენიდან, რომელთაც ის ეყრდნობა. ამ საყრდენთაგან ერთ-ერთია რელიგია. რომლის თეორიაც არის ის, რომ ღმერთი კლიმატურ კატაკლიზმებს ცოდვებზე სასჯელად უვლენს ადამიანებს. მაგრამ რადგანაც რელიგია ვერ ახერხებს ამ თეორიის დამტკიცებას, ამიტომაც ამ რწმენამ მყარად ვერ მოიკიდა საფუძველი ხალხში. ხოლო საზოგადოებრივი აზრის მეორე საყრდენი მეცნიერება კი, კლიმატურ კატაკლიზმებს ბუნების კანონებს მიაწერს. თუმცაღა მათ პროგნოზირებასა და კონტროლს კი ვერ ახერხებს. რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მათ მიერ მოპოვებული ცოდნაც ვერ არის ჭეშმარიტი!!! ხოლო ყოველივე აქედან გამომდინარე, თავისთავად ისმება კითხვა: შესაძლებელია კი ადამიანური აზროვნებისათვის ამ ცოდნაზე წვდომა? პასუხი ასეთია: დიახ შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მაძიებელი პიროვნება ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის უნარმქონე იქნება! რისი მიღწევაც შესაძლებელი არის მხოლოდ საკუთარ გონებასთან თანამშრომლობით. ხოლო გონებასთან დასაკონტაქტებელი ჭეშმარიტი წყარო კი ბიბლიაა. ამიტომაც მივმართავ მას და ამოვკრიბავ შემდეგ ინფორმაციას: 1)ღმერთი არის სული (იოანე 4-24). 2)ღმერთი არის სიყვარული (I იოანე 4-8). 3)სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი (იოანე 1-1). 4)ღმერთმა თავის სახად და ხატად შექმნა ადამიანი (დაბადება 1-26). 5)განა ყოველივე ღმერთით არ არის სავსე? (იერემია 23-24). 6)ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება (რომაელთა 2-11). 7)ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არ იტყვიან: აგერ, აქ არისო; ან აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი (ლუკა 17-20,21).
წარმოდგენილი ცნობებიდან აშკარაა ის, რომ ადამიანი ღმერთს სხვაგან ვერსად იპოვის, თუ საკუთარ პიროვნებაში არ მოიძია იგი. ამისათვის კი აუცილებელია ადამიანური ფენომენის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის შეძენა. ვინაიდან ადამიანი არ არის დამოუკიდებელი მთლიანობა, არამედ მხოლოდ ნაწილია სამყარული მთლიანობისა. ამიტომ მისი ფენომენის შესახებ ცოდნის მიღება შეუძლებელია სამყაროს პრინციპის ჭეშმარიტი სახის აღქმის გარეშე. რის შეცნობასაც აუცილებლად სჭირდება მისი წარმოშობის გზის მონახაზის ცოდნა მაინც! რის გასაგებადაც მოვიშველიებ ბიბლიის ამ ცნობას: „დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“ (დაბადება 1-1) და წარმოგიდგენთ მის გაშიფვრას ბიბლიური კოდის მეთოდის გამოყენებით:
ცის ყინულოვანი შრეები მიღებულია დიდი აორთქლების ეტაპობრივი შედეგებით. რომელი პროცესების მსვლელობის დროსაც, ადგილი ჰქონდა ცისაგან ჩამომავალ და მიწიდან ასულ ენერგიათა შორის შეჯახებებს. რის შედეგადაც მიღებულ იქნა სამყაროს ხმა – თვისობრივი თვალსაზრისით. ხოლო ხილვადი ფონით კი – აფეთქებით მიღებული ნათება. ასეთ პროცესთა მსვლელობამ ხანგრძლივი პერიოდი მოიცვა და დასრულდა მზის შექმნის შედეგით. პროცესთა მიმდინარეობების ამსახველი აფეთქებების ხმის ელექტრულ ტალღათა ცის შრეებზე მიწვდომის შედეგები კი ( იგივე ე.წ. „სამყაროს ექო“) იმ „ყინულოვან მღვიმეებად“ წარმოდგნენ, რომელთაც ადამიანური თვალთახედვა ვარსკვლავურ ნათებად აღიქვამს.
„მიწად“ წოდებული ნარევის შემადგენელ ნივთიერებათა თვისებებიდან გამომდინარე, აორთქლების პროცესი მიმდინარეობდა ეტაპებად. ამიტომ ვარსკვლავურ ნათებების მომცველი მღვიმეებიც არაერთგვაროვანი ენერგეტიკული მუხტით აღიჭურვნენ. ასევე აორთქლების შედეგად დარჩენილი მათი ნარჩენებიც, რომლებიც პლანეტების სახით ჩამოყალიბდნენ, მეტ-ნაკლებად მსგავს, მაგრამ მაინც განსხვავებული შემადგენლობით იქნენ წარმოდგენილნი ისე, რომ ყოველ „ნარჩენს“ თავისი განაყოფი „ორთქლის“ მღვიმე გააჩნდეს. ხოლო აორთქლებების მიმდინარეობის დროს წარმოშობილი, პლაზმური მდგომარეობით მიღებული მზე კი იმ ძალის მომცველობით აღიჭურვა, რომ მიმდინარე აორთქლების პროცესით წარმოშობილი ორთქლის ნაკადთა შეკუმშ-დაწნეხა შესძლო და სამყაროს გრავიტაციული ველი წარმოშვა. რის შედეგადაც შექმნილი იქნა ე.წ. სამყაროს ვაკუუმური მდგომარეობა. ამ ველის ნაწილი არის ჩვენი სულიც, იმგვარი კატეგორიის შესაბამისობით, რაც მას მიკუთვნებული ექნა სამყაროს კანონზომიერული კანონმდებლობით (იხ. წიგნი „სიბრძნე სიმართლისა“). ამიტომაც არის რომ სამყაროში ფაქტთა წარმოქმნა ანუ ე.წ. „გაცოცხლება“, მიმდინარეობს გარკვეული კატეგორიის „ორთქლსა“ და მხოლოდდამხოლოდ მის შესაბამის „ნარჩენს“ შორის კავშირის დამყარებით. რასაც მზის სხივები ახორციელებს. ხოლო ამ კავშირის დამამყარებელი ენერგიის თვისება – ხმა კი, ჩვენთვის საკონტაქტო ფორმით წარმოდგენილი იქნა ჭეშმარიტებად და მისი მომცველი არის ჩვენი სულის გონება. ამიტომაც მუშაობს ჩვენი ორგანიზმი სამყაროს ფუნქციონირების მსგავსი პრინციპით. რითაც იგი წარმოდგა კიდეც, ჭეშმარიტი სიტყვის ფაქტებად მქცეველ არსებად.
რაც შეეხება სამყაროს შექმნის ამსახველი კადრების მოკლე მონახაზს, ის აღწერის მარტივი ფორმით წარმოგიდგინეთ. ხოლო რაც შეეხება მის მეცნიერული კანონებით დასაბუთებას, ეს კი შესაბამის სპეციალისტთა მოვალეობაა და მათ აუცილებლად მოუწევთ მისი შესრულება. ვინაიდან ეს მატერიალური სამყარო ისე უნიკალურად არის მოწყობილი, რომ ადამიანური აზროვნებისათვის, გაურკვეველი არანაირი საიდუმლო არ უნდა დარჩეს!!!
ახლა კი მინდა შევეხო ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას იმ თვისების მხრიდან, რასაც ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია. რისთვისაც საყოველთაოდ გასაგები სახით უნდა წარმოვადგინო ჩვენი სხეულის წარმოშობის ისტორია. ამიტომ მოვიქცევი ასე: დავუბრუნდები ზემოთ ხსენებულ ბიბლიურ კანონებს და „ღმერთი არის სული“ – კანონის საშუალებით წარმოვადგენ მე-4 კანონს. რითაც მივიღებ შემდეგს: „სულმა თავის სახად და ხატად შექმნა ადამიანი“. ადამიანი სულისა და სხეულის ნაერთით მიღებული გამთლიანებაა. რომელთა გაყრითაც „ადამიანობა“ მთავრდება და სული ცალკე რჩება და სხეული კი გვამად გარდაიქმნება. სულსა და სხეულს შორის ურთიერთმიზიდულობის ისეთი ძლიერი კავშირის შექმნა, რომ მათგან ერთმთლიანობა იქნას მიღებული, შედეგი არის სამყაროს მიზიდულობის ამ კანონისა: „ყოველი თავის მსგავსისაკენ მიისწრაფვის“ (ზირაქი 13-16). რომელი კანონიც ადასტურებს იმას, რომ სული და სხეული ურთიერთმსგავსი შემადგენლობის არიან. ხოლო რადგან კოსმოსურ მიზიდულობას დაქვემდებარებული სულის ძალა ბევრად აღმატებულია, მხოლოდ დედამიწურ მიზიდულობას დაქვემდებარებულ სხეულისაზე; ეს კი მისახვედრს ხდის იმას, რომ მათში მმართველი სულია. რაც გვაცნობა კიდეც კანონმა: რომ სულმა შექმნა სხეული თავის ხილულ სახედ და მსგავსად.
ახლა კი იმის შესახებ მოგახსენებთ, თუ როგორ ხდება სულისა და სხეულის ერთიანობით იმ კავშირ-ურთიერთობის შენარჩუნება, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია და რომელი პირობაც არის აუცილებლობა იმისა, რასაც ადამიანად არსებობა ჰქვია. მის შესახებ უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ იმას, რომ ამ სამყაროში ყოველი ქმნილების არსებობის პრინციპს „სიცოცხლის“ საერთო სახელწოდება შეესაბამება. მაგრამ ჩვენ კი ადამიანები, სიტყვა „სიცოცხლეს“ ვიწრო კუთხით აღვიქვამთ მხოლოდ. რაც შეეხება თავად მცნება „სიცოცხლეს“, მისი არსებობის გარანტია ის ენერგია, რომელიც წარმოიშობა სამყაროს შემადგენელ ნაწილთა კანონზომიერი მუშაობის შედეგად. მისით არის განპირობებული სამყაროს გაწონასწორებული მდგომარეობაც და ამ წონასწორობის საფუძველზე შენარჩუნებული მთლიანობაც. ხოლო მიზიდულობის კანონის თანახმად კი, სამყაროში შემავალ ყოველ ნაწილაკს განეკუთნება საკუთრივ თავისი სამოძრაო არეალიცა და ფუნქციონირების სპეციფიკურობაც. რომელი სპეციფიკურობაც ადამიანის შემთხვევაში შემდეგი ფორმით აისახება: მისი სიცოცხლის არსი დამოკიდებულია ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობის სიმძლავრეზე. ამიტომ საჭიროა, რომ სათანადო ახსნით იქნას წარმოდგენილი ის გრძნობა, რასაც ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია. რომლის ადამიანური შესაძლებლობაც დაყოფილი არის შემდეგ კატეგორიებად: პირადული სიყვარული მეორე ნახევრისადმი; დედ-მამიშვილური; და-ძმური; ნათესაური; მეგობრული და სხვა… და ყველა ეს ჩამოთვლილნი არიან თვისებები იმ ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობისა, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია. ამის გამო უწოდებს ბიბლია „მკვდრებს“ იმათ, რომელთაც ჭეშმარიტი სიყვარული გამქრალი აქვთ და მათში ეს გრძნობა ჩანაცვლებულია ეგოიზმით. ამიტომაც მათი არსებობა განპირობებულია იმ დონორთა ენერგიით, რომელთა გენეტიკურ განაყოფსაც ეს უკანასკნელნი წარმოადგენენ – ჩადენილ ცოდვათა სასჯელების აღმსრულებლებად.
ე.ი. სიყვარულის ძალა, სიცოცხლის პროცესის საარსებო ძალაა. ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია წარმოდგენა იმისა, თუ როგორ სრულდება ეს პროცესი. როგორც უკვე გაცნობეთ, სულის მისია არის განაყოფ ნაწილთა შეკავშირებით წარმოდგენილი მთლიანობის შენარჩუნება. რომელი განაყოფების ზოგად სახელებსაც ინტუიციური ტერმინები: „ცა“ და „მიწა“ ჰქვიათ და ადამიანური აზროვნებისათვის სამმაგი დაყოფით ითარგმნებიან: 1)ცა და დედამიწა. 2)სული და სხეული და 3)გონება და აზროვნება. ადამიანის ორგანიზმში კი, „ცის შრეების“ დატვითვის მატარებელი ორგანო არის ტვინი. რომლის უჯრედთა ზრდა-გამრავლებაც ხდება ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის შედეგად, მცენარეული საკვების ათვისებიდან მიღებული ეთერ-ზეთოვანი უჯრედების სპეციფიკური გადამუშავების შედეგად წარმოშობილ ღრუბლის მსგავს ფაფუკ ქსოვილებისაგან. მაშასადამე ტვინის უჯრედები ორგანიზმში წარმოადგენენ ე.წ. „უჯრედულ ნაღებს“. რის გამოც ტვინის ქერქს შეუძლია ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებათა დროს გამოყოფილი ენერგიის ხმის ბგერათა აღქმა და მათი სიტყვებად აწყობა. რომელი პროცესის დროს წარმოშობილ ძალთა ტალღებითაც ის ცდილობს იმ გონებასთან დაკავშირებას, რომელიც სულის „პროდუქტია“. ამიტომ რა ძალის გრძნობასაც გამოიმუშავებს ორგანიზმი და მისით აღჭურვის ტვინს, იმ სიძლიერით მოხდება სულსა და სხეულს შორის მიზიდულობის სიმყარის შენარჩუნება. ხოლო თვით ამ გრძნობას კი, სიყვარული ჰქვია.
ახლა კი მინდა შეგახსენოთ ის ცნობები, რომელთა შესახებაც არაერთხელ განმიცხადებია. საქმე ეხება გონების ჩანაწერს. რომლის თაობაზეც ბიბლია იტყობინება იმას, რომ ის შედგება სამყაროს იმ კანონებისაგან, რომელთა შესრულებაც სჭირდებათ ადამიანებს საიმისოდ, რომ იცოცხლონ: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმინდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას ჭეშმარიტების კანონები. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21,22,23). ბიბლია იმასაც იტყობინება, რომ ეს კანონები გადმოცემული იქნა ანგელოზთა მიერ, შუამავალის მეშვეობით (გალატელთა 3-19). ხოლო რაც შეეხება ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალს, ის კი ერთადერთია მხოლოდ და არის ქრისტე!!!
ყოველივე ზემო ხსენებულიდან ნათელია: რომ ანგელოზებსაც გაუვლიათ ის პროცესები, რომელთაც ჩვენ ადამიანები გავდივართ და რასაც გენეტიკის ევოლუციური მიმდინარეობა ჰქვია. რომელიც ჩვენს შემთხვევაში დაიწყო ადამ და ევათი. მოიცვა ნიჭთა განვითარების ევოლუციური პროცესი და აი უკვე მოვედით მისი ნაყოფის მომკის პერიოდამდეც.
ე.ი. ქრისტეს სული, რომელიც ჯერ ცისკრის ანგელოზის სახით მოევლინა ამ სამყაროს; გენეტიკური პროცესების შედეგად გარდაისახა „ედემელ ადამში“ – რომლისნაირ არსებებსაც ჩვენი აზროვნება უცხოპლანეტელებად აღიქვამს. შემდეგ კი ისევ გენეტიკური მიმდინარეობის შედეგად, „ედემელმა ადამმა“ შექმნა გონების ჩანაწერი საიმისოდ, რომ ქრისტეს სულს ადამიანის სახით მოვლინება შესძლებოდა. ადამიანად ყოფნის პერიოდში კი, მის მისიას წარმოადგენს გონიერი აზროვნების ჩანაწერის შექმნა!!!
როგორც ხედავთ, საკაცობრიო გენეტიკური პროცესია გაგრძელება ყოფილა ანგელოზთა მიერ დაწყებულ გენეტიკური მიმდინარეობისა!!! ამ დებულების ერთ-ერთ მტკიცებულებას, სატანას ანგელოზობისათვის წერტილის დასმაც წარმოადგენს. რისი აღსრულებაც გენეტიკური კანონის განაჩენია და სათანადო პროცესთა გაუვლელად ვერ შესრულდებოდა!!! აქედან კი იმ დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, რომ ასეთ შედეგს ის ადამიანებიც გაიზიარებენ, რომელნიც სატანისეულ გზას ადგანან.
ახლა კი რაც შეეხება ქრისტეს ადამიანად მოვლინების ორ შემთხვევას: პირველად ის იესო ნაზარეველად წარმოდგა და მის მოსვლაზე ბიბლიაში არის ცნობა, რომ ის ნაადრევი იყო: „რა გინდა ჩვენგან, ღვთის ძეო? ვადაზე ადრე რომ მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ (მათე 8-29). ამასვე ადასტურებს მისი ჩასახვის ისტორიაც. ხოლო მეორედ კი, უკვე გენეტიკური მიმდინარეობით გათვლილ დროს მოვიდა – გენეტიკურ ნაყოფად და ამიტომაც აღარ მომხდარა მის ჩასასახავად უცხოპლანეტელთა ხელოვნურად ჩარევა. მის მეორედ მოსვლის შესახებაც არის ცნობა ბიბლიაში, რომ „მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება“ (რომაელთა 6-9). „მან ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალი ცოდვა. მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისგან განსაწმენდად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28).
რაც შეეხება მის პირველ მოსვლას, როცა ის იესო ნაზარეველის სხეულით მოვიდა; ეს გამოწვეული იყო ადამიანთა მიერ ცოდვების ჩადენის ზღვარგადასულობისა და ღმერთის მიერ წარღვნის არ მოვლენის აღთქმის შესრულების გამო. იესოს მოწამეობრივი აღსრულებით მოხდა საკაცობრიო ცოდვების ჩამორეცხვა; თანახმად კანონისა: „სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). ცოდვების ჩამორეცხვით სინდისის განთავისუფლება ხდება. რასაც ინტუიციური ენით, კეთილი სინდისის შეძენა ჰქვია. რომლის კეთილობაც შენარჩუნებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ცოდვების ჩადენას განუდგება – ეს კი ნათლისღებაა; თანახმად კანონისა: „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 3-21).
ახლა კი დავაკონკრეტებ იმას, თუ რა ძალა აქვს ქრისტეს სისხლის მსხვერპლშეწირვით საკაცობრიო ნათლისღებას: ქრისტეს სულის დამტევი სხეულის უჯრედების კონცენტრაციული შემადგენლობა ტოლფასია სხვა ყველა ადამიანის ტვინის კონცენტრაციულობისა. მაგრამ რაც შეეხება თავად ქრისტეს ტვინის კონცენტრაციის დონეს, ის კი ერთადერთია. ამიტომაც საკაცობრიო გენეტიკის მთელი მსვლელობის პერიოდში, დაშვებულია მისი მხოლოდ ერთჯერადად რეინკარნირება. რაც შეეხება რეინკარნირებას, რეინკარნირდება გონება და არა აზროვნება!!! ამიტომაც ძალუძს ქრისტეს ყოველივეს მხილება!!!
ნათლისღების ანატომიურ-ფიზიოლოგიური სურათი ასეთია: ტვინის ქერქის უჯრედების აღდგენა ჟანგბადით გამდიდრებული სისხლის საშუალებით. რასაც აუცილებლად სჭირდება ჯანსაღი გული. ხოლო ყოველივე ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ საშუალებით, რასაც ორგანიზმისათვის კოსმიური სასიცოცხლო ენერგიის მიწოდება ჰქვია. მაგრამ ასეთი ძალით აღჭურვილი მხოლოდ ქრისტეა. ამიტომაც ადამიანსა და კოსმოსს შორის კავშირის დამყარების შუამავლობის შემძლეობაც, მხოლოდ მას ძალუძს!!!
ადამიანის სიცოცხლის არსებობა შეუძლებელი არის კოსმიური სასიცოცხლო ენერგიის მიღების გარეშე. რადგანაც დაგროვილ ჩადენილ ცოდვათა სიმძიმის გამო, კოსმოსთან კავშირის დამყარების უნარშემძლე კაცთაგან ვეღარავინ იყო. ამიტომ აუცილებელი გახდა გათვლილ ვადაზე ადრე ქრისტეს სულის მოვლინება იესო ნაზარეველის სხეულში. რათა ეს კავშირი უზრუნველყოფილიყო მის მეორედ მოსვლამდე. რასაც გენეტიკის პროგრამული გათვლით სჭირდებოდა 2 000 წელი. სწორედ ამ მიზნით იქნა აღსრულებული იესოს მიერ, სამარადისი ზიარება ბავშვებთან (ებრაელთა 2-14). რომელი ზიარების არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ დაბადებულ ყოველ ბავშვს ეძლევა სულიწმიდით ნათლისღებული სული. რაც ნიშნავს წინაპართა ცოდვების გამო გონების ჩაკეტილობის გახსნას. ამიტომაც დღეისდღეობით, ქრისტესთან კავშირის დამყარების უნარმქონეები მხოლოდდამხოლოდ ბავშვები არიან!!! რაც თავის მხრივად არის კიდეც შესრულება ღმერთის მიერ აღთქმული იმ დახმარებისა, რომლითაც მან კაცობრიობას აღუთქვა, რომ წარღვნას აღარ მოუვლენდა. წარმოდგენილ ინფორმაციას დავამოწმებ ბიბლიით: „ქრისტე არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით. არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა მარადიული გამოსყიდვა. ვინაიდან, თუ ვაცთა და კუროთა სისხლი წმიდაჰყოფთა გაუწმიდურებულთ. მითუმეტეს სისხლი ქრისტესი გაწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებიდან. ამიტომ ის არის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მიღებულ იქნას აღთქმული“ (ებრაელთა 9-11,12,15).
გთხოვთ ყურადღების გამახვილებას!
ვინაიდან და რადგანაც ბიბლია აცხადებს, რომ „სისხლის დაუღვრელად არ ხდება ცოდვების მიტევება“ (ებრაელთა 9-22). ხოლო „ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია. ამიტომ ქრისტე სოფელში მოსვლისას ამბობს: არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც სრულდასაწველები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, შენ არ გსურს და არც არის შენთვის მოსაწონი. აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად ღმერთო. ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე. ამ ნებით ვართ ჩვენ გაწმენდილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით“ (ებრაელთა 10-4,5,8,9,10). ამიტომ „როცა სწირავენ ძღვენთა და მსხვერპლთ, მათ არ შეუძლიათ შემწირველის სინდისის სრულყოფა. რაც სასმელ-საჭმელებით, სხვადასხვა განბანებითა და ხორციელი წესებით დადგენილი იყო მხოლოდ გამოსწორების ჟამამდე“ (ებრაელთა 9-9,10). როგორც ხედავთ, წარმოდგენილი ცნობებიდან აშკარაა ის, რომ მსხვერპლშეწირვის გარეშე ცოდვების მიტევება შეუძლებელი ყოფილა. მის გარეშე კი ნათლის მიღებაა შეუძლებელი. ე.ი. ახალი აღთქმის თანახმად, ადამიანთათვის გაუქმებული იქნა მონათვლის შემძლეობის უნარმქონეობა და აკრძალული – ნათლობის რიტუალების ჩატარება!!!
რაც შეეხება იმ პროცესის ჭეშმარიტ მისიას, რომელსაც ამჟამინდელი რელიგიები მიმართავენ და მას „ნათლობას“ არქმევენ, მის თაობაზე მოგახსენებთ იმას, რომ ამ დროს ხდება „ნათლულთაგან“ მადლის მოტყუებით მითვისება, მათი მშობლების გაბრიყვების ხარჯზე. რომელი პროცესიც ენერგიული თვალსაზრისით ასე წარმოდგება: „ნათლულის“ სასიცოცხლო ენერგიის დიდ ნაწილს ითვისებს „ნათლია“, ხოლო „მომნათლავს“ კი წილი ერგება. ვინაიდან სამყაროს კანონმდებლობის თანახმად, სასიცოცხლო ენერგიის გაცემა დაშვებულია მხოლოდდამხოლოდ მადლიერებითი გრძნობის ან ცოდვის წილი სასჯელის სანაცვლოდ. ვინაიდან ახალი აღთქმის მიხედვით, სასიცოცხლო კოსმიური ენერგიის მიმღეობის უნარმქონეობა მხოლოდ ბავშვთათვის არის შესაძლებელი იმით, რომ ამავე აღთქმის თანახმად, მათი მარადიული ნათლია იესო ქრისტეა!!! ამიტომ, რადგანაც ბავშვები უცოდველნი არიან, მათგან ეს ენერგია ცოდვების წილის გზით არ გაიცემა, არამედ გაიცემა მხოლოდ მადლიერების სანაცვლოდ. სწორედ ამ ენერგიის მიტაცების მიზნით ხდება საზოგადოების მანიპულირება იმ რიტუალებით, რასაც რელიგიები „ნათლობას“ არქმევენ და ამ ცოდვის ჩადენით კი იღებენ მშობელთათვის გაცემულ მადლიერების ხარჯზე მიღებულ სასიცოცხლო ენერგიას. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ გზით სიარულმა კი, კაცობრიობის არსებობა უკვე საფრთხის წინაშე დააყენა.
ადამიანის ბედისწერის განსაზღვრის დროს, ამოსავალი არის მისი მენტალიტეტი რწმენის ჭეშმარიტების მიმართ. ვინაიდან ჭეშმარიტი რწმენა დგას იმ საფუძველზე, რომელიც მართალი გენია და მიღებულია: 144 000-ჯერ სიმართლის დაცვას + 144 000-ჯერ მოწყალების უანგაროდ გაცემა + 144 000-ჯერ პატიოსანი ქმედება + 144 000-ჯერ სიკეთისადმი თავგანწირვა + 144 000-ჯერ მშობლების მიმართ სინდისიერი დამოკიდებულებითი ქმედება + 144 000-ჯერ მოყვასისადმი უანგარო სიყვარულის გამოსახატი ქმედება + 144 000-ჯერ სამართლიანი ქმედება = ჭეშმარიტებას შემცნობობის უნარს. ამ გენის გამოსაყვანად დაარსდა საკაცობრიო გენეტიკის ევოლუციური მიმდინარეობა და მის მიღებას კი ათასწლეულები დასჭირდა. ამიტომ ვისშიაც ეს გენია, მას მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებს რწმენის მიმართ. რისთვისაც არანაირი ქმედება არ უნდა ჩაიდინოს ღმერთის სახელზე ისე, თუკი ეს ქმედება კარგად არ იქნება ახსნილი: ბიბლიის კანონებით ამომწურავად დამოწმებულ და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით დადასტურებულ სათანადო ცოდნით.