გაზიარება

მხსნელი სიონიდან


სიტყვა უფლისა: „დასაბამიდან ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე რაც ჯერ არ მომხდარა; და აღსრულდება ყოველი!“ (ესაია 46-10). „მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს“ (რომაელთა 11- 26, 27) და „ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, გამოაცხადებს ჩემს დიდებას“ (ესაია 43-21). აი, ეს არის ის წინასწარმეტყველება, რომლის აღსრულების დროც უკვე კარს მოგვდგომია. ხოლო რაც შეეხება იმ ერს, ვისზედაც საუბარია; მისი წარმომადგენლები არიან ადამის მოდგმა შეთის მხრიდან. რომელი გენიც გაგრძელდა დავითში, იაკობში, იუდაში და სწორედ მათში „ამობრწყინდა იესოც“ (ებრაელთა 7-14). ამიტომაც აღუთქვა ღმერთმა დავითს, რომ „მისი საზარდულის ნაყოფს დასვამდა თავის ტახტზე“ (საქმეები 2-29,30) და მართლაც „იესო ნაზარეველი დავითის თესლისაგან იშვა ხორციელად“ (რომაელთა 1-3). ბიბლიაში ეს მოდგმა იწოდება იუდეველებათ, რომელთაც „მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-2). ხოლო ამჟამად კი მათგან სიონელი ერი უნდა შეიქმნას.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამ გენის ამოცნობა საუკუნეთა ბოლო ჟამისათვის, ცხადია ამის გამორკვევა შესაძლებელი იყო მხოლოდ მათი სამეტყველო ენით იმ მხრივ, რომ ამ ენით მოხდებოდა მხილება იმ „დაფარული ჭეშმარიტებისა, რომელიც დასაბამიდან უმოქმედოდ იყო ადამიანთა გონებაში“ (III ეზრა 6-28). ვინაიდან და რადგანაც ეს კანონი აღსრულებული იქნა ქართული ენის საშუალებით; ეს დასტურია იმისა, რომ ამ ერში ყოფილა ის გენი, რომელზედაც ვსაუბრობთ. რასაც ამოწმებს ბიბლიაც: „გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“ (გამოცხადება 5-5). თუმცა არც სატანა ყოფილა უმოქმედოდ და მან გამოიყენა ანგელოზობის დროს შეძენილი ცოდნა. ამიტომ ამ ერში მრავლად არიან შერეულნი სატანური ძალის მქონენი და თანაც ძალიან სამწუხაროდ, თავიანთ მეთაურთან ერთად.
ვინაიდან ქართველ ერში მოხდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის უკიდურესი გამოვლინება, ამიტომ მიმართვას ვაკეთებ მათ საყურადღებოდ, რომელნიც ქრისტეს გენის წარმომადგენლები არიან და ცხადია, რომ ისინი ამჟამად ჩაგრულ კატეგორიას წარმოადგენენ. ძვირფასებო! თქვენ ხართ ისეთი სიმდიდრის პატრონები, რომლის ჰქონასაც ნებისმიერი ადამიანი ინატრებდა ამ ქვეყნად და რომელ სიმდიდრესაც ღვთის წყალობის მაქსიმუმის მიღების უნარი ჰქვია. თუმცა სამწუხაროდ თქვენ ვერ იყენებთ მას და ამიტომაც გართმევენ კიდეც ისინი, ვინც თვალები აგიხვიათ, ყურები კი სიცრუით გამოგიჭედათ. თქვენთვის განკუთვნილ წყალობას ისინი ითვისებენ, შემდეგ ამპარტავნულად გადმოგყურებენ და თანაც დაგცინიან თქვენი გულუბრყვილობის გამო. როგორ ფიქრობთ, არ დადგა დრო, რომ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და აღარ დაუშვათ ის, რომ თქვენთვის განკუთვნილი ღვთის წყალობა ბოროტეულთ დაუთმოთ?! ხომ ხედავთ, უკვე ისე შორს წავიდა ეს პროცესი, რომ მას თქვენი შვილების სიცოცხლეებიც კი ეწირება. როდემდე, როდემდე აპირებთ ამის შეუჩერებლობას?! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ გამოსავალი მხოლოდ იმაშია, რომ ცოდნით შეიცნოთ ღმერთი და არა ისე ბრმად ენდოთ იმათ, ვინც გეუბნებათ: მოითმინეთ გაჭირვება, ღმერთი გცდითო. ხოლო თვითონ კი განცხრომაში ცხოვრობენ. ნახეთ ამ საკითხთან მიმართებით რას აცხადებს ბიბლია: „ნურავინ იტყვის საკუთარ განსაცდელში, ღვთისაგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის სცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს“ (იაკობი 1-13/15). დიახ ასეა! ეს ქვეყანა ხომ ღმერთის შექმნილია და თვით ბოროტი ადამიანიც კი არ იზამს იმას, რომ თავისი ქმნილება საკუთარი შვილების მტანჯველ გარემოდ შექმნას და განა ღმერთი მოაწყობდა სამყაროს ისე, რომ მასში თავის შვილებს ეტანჯათ და სატანის შვილებს კი დალხენილად ეცხოვრათ?! განა მის მიერ დაწესებული კანონი არ არის ასეთი, რომ „სამყაროც მართალთა შემწეა“ (სიბრძნე სოლომონის 16-17)?! და „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს“ (იგავები 12-21)?! გთხოვთ კარგად დაფიქრდეთ ყოველივე ამის თაობაზე, რაზედაც ახლა ვსაუბრობ. ინებეთ სიმართლის შეცნობა, უფლისმიერი სიმართლის შეცნობა!!! რადგან ის არის ერთადერთი ის მძლავრი იარაღი, რომელსაც შეუძლია თქვენი ხსნა და სხვა კი არა არის რა საიმისოდ, რომ შესძლოს ღვთის იმ რისხვისაგან თავი აარიდებიოს ადამიანს, რისი მომკაც ადამიანთა მოდგმამ დაიმსახურა. დიახ ასეა! მხოლოდ უფლისმიერი სიმართლის მიღებით შეძენილ ძალას შეუძლია გამოაცალკაოს მსურველი დასასჯელად შეკრებილ იმ ნაკრებიდან, ბიბლია „არმაგედონს“ რომ უწოდებს; თანახმად კანონისა: „შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც „არმაგედონი“ ეწოდება. გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა“ (გამოცხადება 16-16,17). ხოლო ღვთის რისხვის თასთა გადმოღვრის პროცესი კი უკვე დაწყებულია, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს და არ შეჩერდება მანამ, სანამ არ აღსრულდება ყოველივე ის, რაც დაწერილია და რაც საყოველთაოდ გასაგებად ახსნილი სახით გაცნობეთ კიდეც.
დასასრულს კი მინდა მოკლე მონახაზი გავაკეთო იმ სქემის თაობაზე, თუ როგორ იწერს პიროვნება საკუთარი ბედისწერის გეგმას, რომელსაც შემდეგ უკვე სამყარო აქცევს ფაქტებად იმის მსგავსად, როგორადაც ადამიანი თვითონვე ახორციელებს თავისივე დაგეგმილ გეგმებს. ყოველივე კი ასე იწყება: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე. მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2- 21/23). „ღვთიურ მცნებათა დაცვა გვასწავლის საღ აზროვნებას და ყოველგვარ სიამეთა და ვნებათაგან თავშეკავებას“ (IV მაკაბელთა 5-23). გავშიფროთ რას იუწყებიან ეს კანონები:
მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს გადაწყვეტილებებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს და საქმითაც ახორციელებს მათ. ხოლო რაც შეეხება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ისინი ბედისწერის განმკარგავი გონებისათვის წარმოადგენენ მასში ჩაწერილი ღვთიური კანონების დაცვას ან არ დაცვას. როგორც უკვე გაცნობეთ კიდეც, ეს კანონები ბიბლიაში არიან გაფანტულნი სიბრძნეთა სახით და მე კი ისინი ამოვკრიბე წიგნისათვის: „ბედისწერის კანონმდებლობა“ და იმ თანამიმდევრობით დავალაგე, რითაც ბედისწერის განსჯა ხელმძღვანელობს შეფასებათა ქულების მინიჭების დროს. ისიც გაცნობეთ, რომ ხასიათის მიხედვით ისინი სამგვარი კატეგორიისა არიან და მოიცავენ: 1) ამ სამყაროსა და მისი შემოქმედის შესახებ დადგენილ კანონებს; 2) პროფესიული ხასიათისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის დადგენილ კანონებს და 3) პირადულ და ოჯახურ გარემოში ქცევისათვის დადგენილ კანონებს. როგორც გითხარით კიდეც, ამათგან ყველაზე დიდი ქულებით ფასდება პირველი კატეგორია და ის არის განმსაზღვრელი იმისა, თუ მის დამრღვევს სიმართლისა და სამართალის მაჩვენებელის რამდენი პროცენტი დაებლოკება. რა თქმა უნდა საქმე ეხება ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელთა წარმომადგენლებიც კეთილ მხარეს არიან ამ კანონში ხსენებული წყვილიდან: „როგორც ბოროტებას უპირისპიდება სიკეთე და სიკვდილს – სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს – ცოდვილი. ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან“ (სიბრძნე ზირაქის 33). რადგანაც ღმერთის წყალობა მხოლოდ ამ კატეგორიისათვის გაიცემა; თანახმად კანონისა: „ღმერთს ურჯულოება არავისათვის დაუდგენია მცნებად და არც არავისათვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა“ (სიბრძნე ზირაქის 15-20). ამიტომაც ცოდვის წილი, ანუ იმ კანონის აღსრულების წილი, რომლის გაცემაც „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) კანონით ხდება, გადამისამართდება იმ კატეგორიის ჯგუფზე, რომლის ძალისხმევითაც დაარღვია ამ პიროვნებამ კანონი იმიტომ, რომ მათ წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი ცოდნა უფრო ირწმუნა, ვიდრე ღმერთის მიერ დადგენილი კანონისა. შემდეგ კი ამ წყალობის წილი გადანაწილდება იმ ჯგუფში ძალოვანთა თანამიმდევრობის მიხედვით. ალბათ ახლა მისახვედრია ის, თუ რა ძალაზე დგას მსოფლიოს მმართველობა – როგორც ე.წ. სულიერ სფეროში, ისე საეროში. რადგან ეს ორი, ერთი მედლის ორი მხარეა მხოლოდ. მაგრამ ამ სამყაროში ყოველივეს და ყველაფერს აქვს დადგენილი საზღვარი და მათ შორის ხალხთა ცოდვებსაც. ვინაიდან და რადგანაც უკვე ის ჟამი დადგა, რომ სწორედ ამ ზღვარს არის მიმდგარი კაცობრიობა, ამიტომაც გარდაუვალია იმ მოვლენათა განვითარება, რაც ხდება კიდეც დედამიწაზე ყოველდღიურ უბედურებათა სახით. ამიტომაც მოხდა ღმერთის მიერ დახმარების გაწევა ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად და მხილებული იქნა ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების მანძილზე იფარებოდა სატანური ძალის მქონეთა ძალისხმევით იმ მიზნით, რომ დაემახინჯებიათ ღმერთის მიერ დადგენილი კანონები და ადამიანთათვის ისინი ისე წარედგინათ, თითქოსდა სწორი ყოფილიყოს. ასე აცდუნებდა კაცობრიობას რელიგიები ყოველ ეპოქაში და შედეგი რაც არის, ამის დანახვა უკვე თვალნათლივაც შესაძლებელია. ამიტომ ნურავინ დაიჯერებს იმათ სიტყვებს, ვინც ასე განუგეშებთ, რომ ყველაფერი თავისთავად კარგად იქნება და მდგომარეობა თავისით გამოსწორდება; ანდა მეცნიერების, რელიგიის ან პოლიტიკის მიერ გაწეული ქმედებები გამოიღებენ სასურველ შედეგებს. არამც და არამც! ეს არ მოხდება! ვინაიდან ადამიანთა ცოდნით შესრულებული ქმედებანი უძლურნი არიან ღვთის რისხვის იმ კატეგორიით დადგენილ განაჩენთან, რომლის აღსრულებაც დაწყებულია, მიმდინარეობს და მანამ არ დასრულდება, სანამ ადამიანები არ ინებებენ უფლისმიერი სიმართლის შეცნობასა და მისი წესების დაცვით ცხოვრებას!!! როგორც ამას ბიბლიის ის კანონიც ამოწმებს, რომლის აღსრულებაც ძალაშია შესული და აი ისიც: „მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას. დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს. როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი; ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოსავლენი უბედურებები“ (III ეზრა 16-14/16) და „არ შებრუნდება უფლის მძვინვარება, სანამ არ იქმს და არ შეასრულებს თავის გულის ზრახვებს. უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამას“ (იერემია 30-24).