მოგზაურობა დროში
სამყაროს საიდუმლოებებში ჩაწვდომის სურვილი კაცობრიობის მარად თანხმლები თვისებაა. არსებობს ბევრი რამ რაც საუკუნეების წინ დაფარული იყო ადამიანთა ცნობიერებისათვის, მაგრამ ახლა კი უკვე ცნობილია მათ შესახებ. თუმცა არსებობს ისეთი საკითხებიც, რომელთა შესახებაც ცოდნა ადრეულ პერიოდში ჰქონდათ ადამიანებს, მაგრამ ამჟამად კი ეს ცოდნა უკვე დავიწყებას არის მიცემული. რაც შეეხება საკითხს: „მოგზაურობა დროში“- ეს ის საკითხია, რომელსაც აქტუალურობა არასდროს დაუკარგავს არც წარსულში და არც ამჟამად. მის შესახებ ყოველთვის არსებობდა ორი ერთმანეთის საპირისპირო ვერსია: რომ შესაძლებელია დროში გადაადგილება და ისიც, რომ შეუძლებელია. მოგახსენებთ იმას, რომ ეს ვერსიები მხოლოდ თეორიულია და არც პრაქტიკული მტკიცებულებებით და არც საკმარისად სარწმუნო ცოდნით გამყარებულნი არ არიან. ამიტომაც ეს საკითხი მიკუთვნებულია პასუხგაუცემელ კითხვათა რიგს.
ადამიანის აზროვნებაში არ შეიძლება დაიბადოს კითხვა, რომელზედაც ჭეშმარიტი პასუხი არ არსებობს! იმიტომ, რომ ადამიანის ცნობიერი ისეთს ვერაფერს მოიფიქრებს, რაც მის სულისმიერ გონებას აღემატება. ხოლო გონებაში კი კითხვა-პასუხი განუყოფელია!!! ამიტომ დასმულ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის მისაღებ ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მხოლოდდამხოლოდ გონებრივი განსჯით მიღებული პასუხი; რომელიც თავისთავად გულისხმობს ამ სამყაროს შემქმნელისაგან დაწესებული კანონებით გათვლას.
პირველ რიგში განვმარტავ ჭეშმარიტი პასუხის რაობას და მოგახსენებთ: რომ ყოველ დასმულ კითხვას განეკუთვნება მხოლოდდამხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი პასუხი. რომელიც გამოიცნობა იმით, რომ ითვალისწინებს ამ კითხვის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას – რაშიაც თავის მხრივ იგულისხმება სამყაროს კანონებამდე ასვლის აუცილებლობა!!!
მატერიალური სამყარო, რომლის შემადგენელი ნაწილთაგანი ადამიანებიც ვართ, მრგვალია და გაუჩერებლივ მოძრავი. ვინაიდან მისი არსებობა სწორედ ამ ერთი მიმართულებით მოძრაობითაა განპირობებული. რომლის ამსახველი სიდიდეც სამყაროს დროა.
რაც შეეხება სამყაროს სტრუქტურას: ჩვენი თვალთახედვისათვის ის შედგება მოძრავი მაკროელემენტებისაგან და მას ჩვენი ცნობიერება ცად, ვარსკვლავებად, მზედ, პლანეტებად და მათ თანამგზავრებად იცნობს. თუმცა მათ გარდა სამყაროს შემადგენლობაში შედიან ისეთი ელემენტებიც, რომელთა დანახვაც ჩვენს თვალს არ შეუძლია და აგრეთვე მათი აღქმა არ ძალუძთ სხვა გრძნობათა ორგანოებსაც, მაგრამ ჩვენმა გონებამ იცის მათ შესახებ. ამასთანავე მათაც აქვთ თავიანთი შესაბამისი ფუნქცია დაკისრებული ამ სამყაროში და ისინიც განუწყვეტლივ მოძრაობაში არიან.
ამ სამყაროს აგებულების რთული სტრუქტურიდან ცხადია, რომ მასში შემავალ მაკრო ელემენტებს განსაზღვრული აქვთ მოძრაობის საკუთრივი ტრაექტორიაც და მიმართულებაც. ხოლო ამ მოძრაობის შედეგად წარმოშობილი ენერგიული ტალღები კი საბოლოო ჯამში განლაგდებიან იმ ერთმხრივი მიმართულებით, რასაც სამყაროს დროის მიმართულება ჰქვია.
გამომდინარე ადამიანისათვის მიცემული თავისუფალი ნებიდან, შესაძლებელია ისეთი დასკვნის გამოტანა, რომ მაკრო ელემენტების შემადგენელ რიგ ნაწილებში დაშვებული ყოფილა ის, რომ ენერგიის გამომმუშავებელმა, მის მიერ შექმნილ ენერგიას ორმხრივი მიმართულება მიანიჭოს. ერთი მიმართულება სამყაროს დინამიკის ბრუნვის თანამიმართული იქნება და მეორე კი – საწინააღმდეგო. ამ დროს წარმოქმნილ ძალებს კი, პირველ შემთხვევაში ეწოდება სულიწმიდის ძალა, ხოლო მეორეში კი – სატანური ძალა. უფრო სხვანაირად კი – ნათელი ძალა და ბნელი ძალა.
რადგანაც სამყაროს მაარსებელი ძალა ნათელია; ამიტომ ცხადია, რომ ის უსაზღვროდ აღემატება ბნელს. მაშასადამე კანონი: „რომ ნათელი ყოველთვის სძლევს ბნელს და ბნელი კი ვერასოდეს მოიცავს მას“ (იოანე 1-1) თავისთავადვე აქსიომაა!!!
რაც შეეხება ადამიანის პიროვნულობას, ცნობილია: რომ მას ახასიათებს ერთადერთობა და განუმეორებელობა. რაც განესაზღვრება იმ ინდივიდუალური გენეტიკური კოდით, რომელიც არის ამსახველი სულის და სხეულის ჰარმონიის განუმეორებელი ინდივიდუალურობისა. რაზედაც ასეთი ცნობაა ბიბლიაში: “სულისა და სახის საკვირველი მსგავსება აღიბეჭდება ბავშვის ბუნებაზე ჩასახვიდანვე“ (IV მაკაბელთა 5-4). რაც თავის მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ სხეულის ნებისმიერ ნიუანსი, მხოლოდდამხოლოდ სულით განისაზღვრება!!! ამიტომაც ადამიანის პიროვნულობაზე ასეთი შეტყობინებაა ბიბლიაში: „წარმავალი აჩრდილია ჩვენი ჟამი, არ იქნება მობრუნება ჩვენი აღსასრულისაგან; რადგან ბეჭედდასმულია იგი და არც არავინ ბრუნდება უკან“ (სოლომონი 2-5).
ახლა კი ვუპასუხებ კითხვას დროში მოგზაურობის შესაძლებლობის თაობაზე და გაცემულ პასუხს გავამყარებ იმ ცნობილი ფაქტით, რომელიც არის ქრისტეს ადამიანად ორჯერ მოვლინება. ის რომ იესო ნაზარეველი მომავლის ადამიანი იყო, ამაზე მეტყველებს ბიბლიით გაცხადებული ეს ცნობა: „რა გინდა ჩვენგან ღვთის ძეო? ვადაზე ადრე რომ მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?“ (მათე 8-29). ამიტომ ის უნდა წასულიყო, რომ შემდეგ კვლავ მოვლენილიყო. ამ ცნობასაც ამოწმებს ბიბლია: „თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო. როცა მოვა იგი სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გაუწყებთ თქვენ. იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ახლა იგავებით გელაპარაკებით. მაგრამ მოდის ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით; არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ“ (იოანე 16-7,8,13,14,15). რა თქმა უნდა ძნელი მისახვედრი არ არის ის, რომ „ნუგეშისმცემელში“ ნაგულისხმებია ის პიროვნება, რომელიც ქრისტეს სულით უნდა მოევლინოს ამ ქვეყნიერებას – თუმცა პიროვნულად ის არ იქნება იესო ნაზარეველი.
ე.ი. მომავლიდან მოვლინება შეძლებულა, თუმცა არა ხორციელი სახით. ხოლო რაც შეეხება წარსულიდან მობრუნებას, მის თაობაზეც შემიძლია მოგახსენოთ იმ საკმაოდ მრავალ გახმაურებული შემთხვევებიდან გამომდიარე, როცა ბავშვები თავს იმ პიროვნებებად აცხადებენ, რომლებიც უკვე გარდაცვლილები არიან. რის მტკიცებულებასაც იძლევა მათ მიერ მოთხრობილი ის ეპიზოდები, რომლებიც ზუსტად ასახავენ იმ პიროვნების ცხოვრებისეულ დეტალებს. ახლა კი დასკვნას გავაკეთებ ამ ორი შემთხვევის თაობაზე:
მაშასადამე მოგზაურობა დროში შედგა, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ სულით და არა სხეულით; ვინაიდან ორივე შემთხვევაში სხეული სხვადასხვაა. მაგრამ იმასაც დავძენ, რომ აქ აზროვნებაც დომინირებს, რომელიც სხეულისმიერი ნაყოფია. ხოლო ყოველივე ეს კი ადასტურებს იმას, რომ ეს წუთისოფელი საკაცობრიო გენეტიკის აღსასრულებლად არის შექმნილი; თანახმად კანონისა: „უფალმა ადამიანთათვის შექმნა წუთისოფელი“ (III ეზრა 7-7).
როგორც ხედავთ, ქრისტეს აზროვნებას ეყო ძალა დროში სამოგზაუროდ. ვინაიდან წოდება ქრისტეობა ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში საზოგადოებრივი მოღვაწეობის პრიორიტეტს პირადულთან მიმართებით. ამიტომაც მეორედ მოსული ქრისტეს აზროვნებაში დაფიქსირებულია სამყაროს ჭეშმარიტი ცოდნა. ხოლო რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ იმ შემთხვევებს, როცა ადამიანი თავს უწოდებს წარსულში მცხოვრებ და უკვე გარდაცვლილ პიროვნებას და ამასთანავე ზუსტად აღწერს მისი ცხოვრების ეპიზოდებს – ყოველივე ეს კი გამომდინარეობს გენეტიკის პროგრამით დაშვებული კანონზომიერებებით და დამახასიათებელია რეინკარნირებულ სულთა გარკვეული კატეგორიისათვის. მაგრამ რაც შეეხება სხეულის იმ შემადგენლობას, რასაც ადამიანები ვფლობთ; მისი დროში გადაადგილება შეუძლებელია, მისი აგებულების დედამიწური ელემენტების გამო. ვინაიდან აქ გასათვალისწინებელია შემადგენელ ელემენტთა კომბინაცია, რომელიც თავის მხრივად შესაბამოა დედამიწის ჟამიანობისა და ადამიანში კი ვლინდება ნიჭთა ინდივიდუალური კომბინაციის სახით.