მიმართვა მათ, ვისაც ეს ეხება
ადამიანისათვის ამ ქვეყნად არც დაბადება უკითხავს ვინმეს და არც სიკვდილი; დაწესებული განგების ძალით ისე ევლინება და მიდის მისგან. გარდა ამისა ისე ცხოვრობს, რომ დღეს არც კი იცის რა ელის ხვალ და არც ის, თუ სად გადაისვრის ბედისწერა. უფრო მეტიც, იგი იმასაც კი ვერ იგებს, თუ რა ხდება მისსავე ორგანიზმში და მის შესატყობად აპარატურის დახმარებას საჭიროებს. თუმცა ყოველივე ამას მისთვის ხელი არ შეუშლია ამბიციის იმხელა დონეზე აწევაში, რომ თავი ყოვლის მცოდნედ წარმოედგინა, ღმერთის არსებობა უერყო და ცინიკური დამოკიდებულებაც გამოეჩინა მისი სიტყვის – ბიბლიის მიმართ. რომლის მიმართ უნდობლობის გამოცხადებაც იმით განმარტა, რომ იგი ადამიანის ხელით იყო შესრულებული. თუმცა ამავდროულად ნდობის გამოცხადება არ მორიდებია იმ მეცნიერებისათვის, რომელიც ასევე ადამიანის მიერი მონაპოვარია და თანაც ისეთი, რომელიც ვერ ხსნის უამრავ საკითხს და რაც კი აუხსნია, სათანადოდ სრულყოფილად ვერც ერთი მათგანი. როცა სამაგიეროდ, ბიბლიით ყოველივეს ახსნა-განმარტება არის შესაძლებელი მაშინ, თუკი ადამიანი ჯეროვნად ჩასწვდება მის სიღრმეებში.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებობს ადამიანთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი რაოდენობა, რომელნიც მართალია უარს არ აცხადებენ მეცნიერული მონაპოვარის გამოყენებაზე, მაგრამ ისინი რელიგიებს უჭერენ მხარს და ღმერთის არსებობისა სჯერათ. თუმცა სინამდვილეში მისი არ სწამთ. რადგან ღმერთისადმი რწმენა არ ნიშნავს ეკლესიებში, მეჩეთსა და სინაგოგებში სიარულს, იქ ლოცვებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებას. არამედ ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის არსებობა მოითხოვს იმ კანონების დაცვას, რომელთა არსებობის შესახებაც ზოგადი წარმოდგენა აქვთ მათ, ვინც თავს მორწმუნეს უწოდებს. ხოლო ამ კანონთა სიღრმეებში წვდომისა და მათი დანიშნულების შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობაზე კი თვით რელიგიის მსახურთ არ მიუწვდებათ ხელი და მათ მოწაფეობაში მყოფთ როგორღა ეცოდინებათ?!
აქვე მინდა განვაცხადო ისიც, რომ იმ გზაზე სვლის დროს, რომელიც ადამიანთა მოდგმამ აირჩია და ის კი ცოდვების ჩადენაზე უარის თქმას არ გულისხმობს; ცხადია, მეცნიერებამაც და რელიგიამაც კაცობრიობის ცხოვრებაში დადებითი წვლილიც შეიტანეს და უარყოფითიც. მაგრამ სამწუხაროდ უარყოფითმა წილმა გადაფარა დადებითი იმ მიზეზის გამო, რომ მათი მოღვაწეობის ნიადაგზე იქნა წარმოშობილი ადამიანთა ისეთი გადაგვარება, როცა სინდისიერი, პატიოსანი, ერთგული, სიმართლის მოყვარული, სამართლიანი, უანგარო, ჯანსაღი და სიყვარულის გრძნობით აღსავსე ადამიანთა ნაცვლად, ჩამოყალიბებული იქნა: უსინდისო, უპატიოსნო, მოღალატე, მოძალადე, სიცრუითა და მზაკვრობით აღსავსე, უსამართლო, ანგარებიანი, არაჯანსაღი და ეგოიზმის გრძნობით გაჯერებული ადამიანის სახიერი არსებები. რომელთა სივერაგეც არ დაინდობდა მთელ კაცობრიობას ამოსაწყვეტადაც კი, შემოქმედის მიერ დაწესებული კანონმდებლობა რომ არ აწესრიგებდეს ყოველივეს. რაშიაც იგულისხმება ის, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჯერ ერთი ცოდვების ჩადენაზე არის დაწესებული ლიმიტი და გარდა ამისა ასეთ ადამიანებს უწყდებათ კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიის მიღების შემძლეობა და მათთვის მისი მიწოდება ხდება კეთილი თვისებებით აღჭურვილთა სასიცოცხლო ენერგიიდან იმ ცოდვის წილის სანაცვლოდ, რომელთაც ისინი ჩაიდენენ. კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიის მიღების უნარმქონე ადამიანებს ბიბლია „მადლით ამორჩეულ ნატამალს“ (რომაელთა 11-5) უწოდებს, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ცოდვის წილის სანაცვლო ენერგიის მიმღებთ კი, „მკვდრებს“ (მათე 8-22). ეს უკანასკნელნი კი ყოველ ღონეს ხმარობენ როგორც აშკარად, ისე შენიღბულადაც, რომ შეცდომაში შეიყვანონ კეთილნი და ცოდვები ჩაადენინონ. რათა კეთილთათვის განკუთვნილი წყალობიდან მეტი წილი ერგოთ. რისთვისაც მათ სჭირდებათ ძალაუფლება და მის მოპოვებას კი ფულის საშუალებით ახერხებენ. ამიტომ ასეთ ადამიანებში ღმერთის ადგილი ფულს უკავია და მის მოსახვეჭადაც ყველანაირ სისაძაგლეზე მიდიან იმ დონეზეც კი, რომ თვით ადამიანთა სიცოცხლეც არად უღირთ. ამიტომ ცხადია, რომ ასეთ გარემოში მეტად შევიწროებულ სიტუაციაში უხდებოდათ და უხდებათ ცხოვრება „მადლით გამორჩეულ ნატამალს“ ( რომაელთა 11-5) და ასე იქნება მანამ, სანამ მათგან ჯეროვნად არ იქნება შეცნობილი უფლისმიერი სიმართლე და მისი კანონების დაცვას ცხოვრებისეულ წესად არ დაიწესებენ.
არავისათვის უცნობი არ არის იმის ცოდნა, რომ ადამიანი ყოველთვის მის მოსმენას ანიჭებს უპირატესობას, ვინც ნუგეშისმცემელ აზრებს აფრქვევს და ირწმუნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა ოპტიმიზმი მისასალმებელია, თუმცა არა უსაფუძვლო! ვინაიდან თუკი ოპტიმიზმი მყარ საყრდენს არ ეფუძნება, მაშინ მას მეტად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. რადგან ადამიანი დაიმედებულია და სათანადოდ ვეღარ აანალიზებს რეალობას. იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება და მოთმინებით ელის მას; მიუხედავად იმისა, რომ უკეთესის მოლოდინის ფონზე, მის გარშემო მიმდინარე ცვლილებები უფრო და უფრო მეტ არასასიამოვნო შედეგებს ავლენენ. ამიტომ მე ვეთანხმები იმ ჰიპოთეზას, რომ დროულად შეცნობილ სიმართლეს ბევრად უფრო სასიკეთო შედეგების მოტანა შეუძლია, ვიდრე რასაც მისი არ ცოდნის შემთხვევა გამოიწვევს. მითუმეტეს თუ ეს სიმართლე უამრავ ადამიანთა ბედს ეხება. როცა კანონიც ამბობს, რომ „ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მასო“ (იაკობი 4-17); ტყუილების მხილებისა და სიმართლის დროულად გაცხადებაზე დიდი სიკეთე განა შეიძლება არსებობობდეს?! სიმართლის ფაქტებად აღსრულდებას თავის დროზე ხომ ვერაფერი შეაჩერებს?! ხოლო ამ ფაქტებთან პირისპირ დადგომით კი ყველაზე მეტად ის დაზარალდება, ვინც მისთვის მზად არ იყო! ამიტომ მიუხედავად იმ უამრავი წინააღმდეგობებისა, რისი გადალახვაც მიწევს, მაინც შევძელი საქვეყნოდ გამოცხადება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც უფალის მიერ დაკანონებული სიმართლეა და რომელიც აქამდე კაცობრიობისათვის დაფარული იყო სატანის ძალისხმევით. ცნობისათვის იმასაც მოგახსენებთ, რომ ის წინასწარმეტყველებანი, რომელნიც ბიბლიის მიერ არის წარმოდგენილი და ეხება თანამედროვე დროს; გაშიფრული იქნა ჩემს მიერ იმ უფლებით, რომელსაც იუწყება კანონი: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ წინასწარ არ განუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურს, წინასწარმეტყველს“ (ამოსი 3-7). ხოლო იმას, რომ ნამდვილად მე გახლავართ ეს წინასწარმეტყველი, მას ამოწმებს ეს კანონიც: „გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“ (გამოცხადება 5-5). „პატარა წიგნი“ კი ბიბლიური კოდის ფლობის უნარია, რომელიც მართლაც ასეთი გზით მებოძა, როგორიც ამ ცნობითაა წარმოდგენილი: „მივიღე პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან და ჩავყლაპე“ (გამოცხადება 10-10). ეს პროცესი აღვწერე კიდეც წიგნში: „სიბრძნის გაკვეთილები“. აქ კი მოკლედ ვიტყვი იმას, რომ ეს მოხდა 2008 წლის ნოემბერში, ღმერთის სამსჯავროზე წარსდგომის შემდეგ და თანაც მარტო არ წარვმსდგარვარ. რადგან იქ იყო ისიც, ვინც შემდეგ ანტიქრისტედ დაბრუნდა უკან, განსაზღვრული ვადით. როგორც ხედავთ, როგორც ამას კანონიც ამბობს: „მომეცა უფლება კვლავ მეწინასწარმეტყველა ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე“ (გამოცხადებს 10-11) და ვასრულებ კიდეც მას. რის დასტურსაც წარმოადგენს საიტ me-sia.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. რომელიც წლების წინ დაიწერა და მას ამოწმებს გამოქვეყნების დათარიღება. ვინც გულდასმით გაეცნობა წარმოდგენილ მასალას, არ გაუჭირდება იმის დანახვა, რომ აღწერილი წინასწარმეტყველებანი ზედმიწევნით ზუსტად სრულდება. ეს პროცესი არ გაჩერდება და სუყველა წინასწარმეტყველებაც თავის დროზე ისე აღსრულდება, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება შეუსრულებელი!!! მიუხედავად იმისა ამას ახლა ირწმუნებს ვინმე თუ არა. აღვნიშნავ იმასაც, რომ ანტიქრისტემაც აღასრულა ის კანონი, რომელიც მასზე იუწყებოდა, რომ მას „თაყვანს სცემდნენ ისინი, ვისი სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში; რომელიც სოფლის დასაბამიდან აქვს დაკლულ კრავს“ (გამოცხადება 13-8).
ახლა კი მასზე მოგახსენებთ, რაც თვალნათლივ დასანახი რეალობაა და ეხება დედამიწურ გარემოსათვის მიყენებულ ზიანს. როგორც ხედავთ ის თანდათან გამოდის ადამიანის საარსებოდ საჭირო სტანდარტების მქონე მწყობრიდან. რომ აღარაფერი ითქვას გლობალური დათბობის იმ შედეგებზე, რასაც უკვე თითქმის ყოველდღიურად იმკის მსოფლიო კლიმატურ კატაკლიზმების სახით; სამწუხაროდ მსოფლიოს წინ უფრო მეტი და თანაც მრავალფეროვანი უსიამოვნებანი ელის, რომელიც ბიბლიაში „უფლის მძვინვარების“ (იერემია 30-24) ცნობით არის წარმოდგენილი. მათი დაწვრილებით გაშიფვრისაგან აქ თავს ვიკავებ გარკვეული მიზეზების გამო. თუმცა მათი სახეობების შესახებ მოკლე ინფორმაცია უკვე მაქვს წარმოდგენილი ჩემს ნაწერებში. ახლა მხოლოდ მოგაწოდებთ იმ ცოდნას, რომლითაც მისი მიღების მსურველს შეუძლია თავი და საკუთარი ოჯახი იხსნას და სათავისო წვლილიც შეიტანოს კაცობრიობის გადასარჩენ მისიაში. რამეთუ იმ მოვლენათა შეჩერება არავის და არაფერს შეუძლია ამ ქვეყნად, რომელთა დამსახურებაც ადამიანთა მიერ ჩადენილმა ცოდვების სიმრავლემ გამოიწვია.
რაზედაც ახლა უნდა ვისაუბრო, მისი შემსმენი ბევრი ვერ იქნება. ხოლო ვინც არიან, მათზე კი ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: „ღმერთს ეს ნატამალი რომ არ დაეტოვებინა, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდითო“ (რომაელთა 9-29). ამიტომაც ყოველთვის იყო და „ამჟამადაც არსებობს ნატამალი, მადლით ამორჩეული“ (რომაელთა 11-5). სულ მუდამ მათ მხრებზე იდო კაცობრიობის გადამრჩენი მისიის სიმძიმე და ეს ახლაც ასეა! ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე პერიოდი მეტად განსაკუთრებით ძნელბედობის ჟამის გამოვლენით გამორჩეული არის და ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისინი, ვისაც ეს ეხება, დროულად შეუდგნენ თავიანთი მისიის აღსრულებას!!! ის კი შემდეგია:
„მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით“ (რომაელთა 4-4); ამ კანონიდან გამომდინარე, მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ მისიას წარმოადგენს ის, რომ შეიცნონ me-sia.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. რომელიც არის ის სახარება, რაზედაც ბიბლია აცხადებს, რომ „როცა ექადაგება მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად, მაშინ დადგება აღსასრულის დროო“ (მათე 24-14). იგი წარმოადგენს სწორედ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც „საუკუნეების მანძილზე იფარებოდა აზროვნებისათვის და უმოქმედოდ იყო გონებაში“ (III ეზრა 6-28) და რომლის თაობაზეც იუწყებოდა იოანე ნათლიმცემელი, რომ „მისი შეცნობა გაათავისუფლებს ადამიანს“ (იოანე 8-32). ვინაიდან მისი შეცნობის შედეგად აეხსნება სატანის მიერ დადებული ბეჭდები აზროვნებას ისევე, როგორც ეს მისმა მომპოვებელმა შესძლო; თანახმად დაწერილისა: „გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა და გახსნა წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“ ( გამოცხადება 5-5).
მოგახსენებთ იმასაც, რომ ვინაიდან და რადგანაც ჭეშმარიტების გაცხადება მოხდა ქართული ენის საშუალებით, ეს იმას მოწმობს, რომ ამ ერშია ის გენი, რომელსაც ბიბლია უწოდებს: „იუდეველებს, რომელთაც მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-2) და დავითის იმ შთამომავალს, ვისზედაც ღმერთის მიერ აღთქმაა დადებული, რომ „არ დაილეოდა ამ გენში მისი მემკვიდრის არსებობა“ (იერემია 33-17). ამიტომ, როგორც ამას ბიბლია იუწყება „იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი ისევ ჩაუშვებს დაბლა ფესვს და ნაყოფს გამოიღებს მაღლა“ (ესაია 37-31). სწორედ რომ ნაყოფის გამოღების დრო დადგა და ამისათვის კი მოქმედებაზე გადასვლა არის საჭირო „მადლით გამორჩეულო ნატამალო“!!! როგორ უნდა მიხვდეთ თქვენ ხართ თუ არა?! ამას ამ წერილის წაკითხვა მიგახვედრებთ, რადგან ვისაც ეს ეხება, მასში არსებული „ნატამალი ნაყოფის გამოღებას დაიწყებს“ (ესაია 37-31) და ჯერ სურვილი აღეძვრება იმისა, რომ ის მითითება შეასრულოს, რომელზრდაც ახლა ვსაუბრობ.
აბა გონების თვალით გადახედეთ გარემოებას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ისეთია, რომ მას ადამიანთა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი რაოდენობა შეუძლია კარგად აცხოვროს, ვიდრე მასზე მცხოვრებთა რიცხოვნებაა. მაგრამ რეალურად რა ხდება?! საქართველოს მოსახლეობა ლუკმა პურის ფულის საშოვნელად არის გაფანტული მთელ მსოფლიოში. ერთი შეხედვით ასე სჩანს, რომ მხოლოდ ამ მიზეზით მოხდა მათი დაფანტვა. მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის! რადგან ამის საფუძველი სხვაა და მას ქართველთა მისიონური მოვალეობა განსაზღვრავს. ხოლო რაც შეეხება საფუძვლიდან გამოწვეულ მიზეზს, ის სახეობაა იმისა, თუ რის ნიადაგზე უნდა მომხდარიყო მათი დაფანტვა. რაც იმ ცოდვებზე პასუხის მიგებით განისაზღვრა, რომელნიც მათ ჩაიდინეს; რათა აღსრულებულიყო კანონი: „ვინც ხორციელად იტანჯა, შესწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). ვინაიდან ეს განაჩენი მათ დამსახურებული ექნათ ამ კანონის აღსრულების გამო: „უგონობის გამო განიდევნება ჩემი ხალხი, რადგან სინათლეს სიბნელედ სთვლიან და სიბნელეს კი, სინათლედ“ (ესაია 5-13,20). ამიტომ ახლა ვაცხადებ იმ საფუძველს, რაც ღმერთის საზომმა დაადგინა ქართველთა დასაფანტად და ისე არ მოხდება მათი დაბრუნება, შეკრება და საუკეთესო ცხოვრებით განვლა ამ წუთისოფლისა, ვიდრე იმ მისიას არ განახორციელებენ, რაც რომ იყო კიდეც საფუძველი მათი მსოფლიოში გაფანტვისა. ძალიან მოკლედ და კონკრეტულად გაცნობებთ მის შესახებ და შეგატყობინებთ, რომ ღმერთის საზომი ისე არ ახარისხებს ადამიანთა გენიალოგიას, როგორც ამას ადამიანები. უპირველესი რამ, რაც ქართველთა მისიონური ვალია, არის ის, რომ მათ უნდა შეიცნონ ჭეშმარიტება; მისგან შეტყობილი სიმართლის ფონზე გაისწორონ აზროვნება და მოინანიონ ჩადენილი ცოდვები. ამასთანავე საკუთარი შემძლეობისდა შესაბამისად ჭეშმარიტება გააცნონ იმათ, ვისაც მისი შეცნობა სწადია, მაგრამ ენის არ სცოდნა უშლით ხელს. ჯერ-ჯერობით ეს არის ღვთიური მისიის პირველი ნაბიჯი. მომდევნო კი გამოცხადდება, მისი აღსრულების შემდეგ.
ამ წერილს კი ამ ცნობით დავასრულებ: კაცობრიობა უკვე „არმაგედონის“ ფინალში შევიდა. ამიტომ ყოველი წუთი მეტად მნიშვნელოვანია სწორად ქმედების ჩასატარებლად. ვინაიდან ეს პერიოდი ხასიათდება ღმერთის ძალის ისეთ დონეზე გამოვლინებით, რასაც აქამდე არ ჰქონია ადგილი კაცობრიობის ცხოვრებაში. ამიტომ დროულ სწორ მოქმედებას უაღრესად მნიშვნელოვანი სასიკეთო შედეგების მომკა შეუძლია. ვიცი ისიც, რომ აქამდე ადამიანთა მრწამსი ყალიბდებოდა ისეთი ცოდნის შეძენით, რომელიც აცდენილია ჭეშმარიტებას და ამიტომაც ძნელია ერთბაშად მიღება იმისა, რომ რასაც აქამდე სწორად თვლიდი, თურმე ტყუილი ყოფილა. ამიტომ გთხოვთ ვისაც ეს გეხებათ, მეტად სერიოზულად მოეკიდეთ ამ საკითხს და მაქსიმალური მობილიზაცია გაუკეთეთ აზროვნებას საიმისოდ, რომ შესძლოთ იმის გარჩევა, რა არის ნამდვილი სიმართლე და რა კიდევ მოჩვენებითად წარმოდგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში დროს დაკარგავთ თქვენდა საზიანოდ; ვინაიდან მაინც მოგიწევთ ამის გაკეთება და ეს კი მოხდება სიმართლის ფაქტებთან მოულოდნელად პირისპირ შეჯახებით. რომელ პროცესზეც გაცნობებთ იმას, რომ იგი ვერანაირად ვერ ჩაივლის უმტკივნეულოდ; არამედ ძალიან ძლიერად მტკივნეული იქნება!!!