მიზანი ადამიანის შექმნისა
ახლა მინდა განვიხილო თუ როგორ ხდება სამყაროს მიერ შეფასება იმ მცნებებისა, რაზედაც არის დამყარებული ადამიანთა ბედისწერა და კლიმატი. ამ სამუშაოს ჩასატარებლად კი პირველ ყოვლისა საჭიროა წარმოდგენილი იქნას ის პროცესი, თუ როგორ ხდება ადამიანში სიტყვიერ-თვისობრივ-მატერიალურ გარდაქმნათა განუყოფელი ერთობლიობა. რომლის ფონზედაც დედამიწის კლიმატისა და სამყაროს რეაგირების განსაზღვრაც არის შესაძლებელი. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „რომ არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი და თავად ადგილი კი ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია“ (II მაკაბელთა 5-19,20).
მაშასადამე დავიწყოთ სიტყვიერ-თვისობრივი გარდაქმნის განხილვით; ანუ ამ მცნებების: არ იცრუო, არ იქურდო, არ იმრუშო, არ მოკლა და პატივი ეცი მშობლებს – შესრულება არ შესრულებით როგორ ვღებულობთ გრძნობებს: სიყვარულის, ერთგულების, პატიოსნების, სინდისის, სიკეთისას და ასევე მათ საწინააღმდეგოსაც. ყოველივე ამის ასახსნელად კი უნდა მოვიშველიო წიგნ „სიბრძნე სიმართლით“ წარმოდგენილი ცოდნა სამყაროს თავისებურების შესახებ და გაცნობოთ, რომ „მატერიალური სამყარო უსახო ნივთიერებებისაგან იქნა შექმნილი“ (სიბრძნე სოლომონის 11-17). რაც შესრულდა ამ ნივთიერების 10 თანაბარ, მაგრამ სხვადასხვა წილობრივი შემადგენლობით დაყოფის ნიადაგზე. ამ ნაწილთა შესახებ კი გეტყოდით იმას, რომ ადამიანური თვალთახედვისათვის მხოლოდ 1 ნაწილია ხილული და 9 ნაწილი კი უხილავი. ხილული ნაწილი კი თავის მხრივად 12 წილობრივ მხარედ არის დაყოფილი; თანახმად კანონისა: „12 ნაწილად არის დაყოფილი წუთისოფელი და მისი მეათედი და ნახევარი უკვე გასულია და დარჩენილია მეათედის მეორე ნახევარი“ (III ეზრა 14-10/12). როგორც ხედავთ ეს ცნობა ამოწმებს სულიერ 10 წილისა და მატერიალურ 12 წილის არსებობასაც და მათ შორის განუყოფელ კავშირ-ურთიერთობასაც. ყურადღება უნდა გავამახვილო 12 წილობრივი მხარის დაყოფაზე. რომლის ბოლო დანაწევრებაც 144 ნაწილად არის წარმოდგენილი და რაც საფუძვლად ექნა დადებული საკაცობრიო გენეტიკის პროგრამის შექმნას. რისი მიხედვითაც გენური ნაყოფის მიღება შესაძლებელი ხდება 1000 გენეტიკური თაობის გავლის შედეგად.
მოკლედ დავიწყებ ჯერ სიტყვებიდან ქმედებებისა და გრძნობების მიღების ახსნით. სარომლისო საჭიროებაც მოითხოვს მცნებების დარღვევის განხილვას:
არ იცრუო! – თუკი ადამიანი იცრუებს 144 000-ჯერ. მას უკვე უნვითარდება თაღლითური ქმედების უნარი და ჩაებეჭდება გენურ კოდში.
არ იქურდო! – 144 000 თაღლითური ქმედება აღმოაცენებს ქურდობის უნარს და ჩაბეჭდავს გენურ კოდში.
არ იმრუშო! – 144 000 ქურდობა აღმოაცენებს მრუშობის უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში.
პატივი ეცი მშობლებს! – 144 000 მრუშობა აღმოაცენებს ანგარების უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში.
არ მოკლა! – 144 000 ანგარებიანი ქმედება აღმოაცენებს მკვლელობის უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში.
შეიყვარე მოყვასი, როგორც თავი შენი! – 144 000 მკვლელობა აღმოაცენებს სიძულვილის უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში.
შეიყვარე უფალი – ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით! – 144 000 სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ქმედება აღმოაცენებს ბოროტების უნარს და ბეჭდავს გენურ კოდში.
რაც შეეხება იმას, ხსენებული ქმედებები თუ როგორ წარმოშობენ უნარებს და ბეჭდავენ გენურ კოდში, რაც ე.წ ხასიათს წარმოადგენს – ამის ასახსნელად მოვიშველიებ ბიბლიას: „სხვანაირად არ შეიცნობა ცოდვა, თუ არა რჯულის მეოხებით. ვინაიდან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: არ ისურვო! ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია. რჯული სულიერია, ადამიანი კი ხორციელი – ცოდვას მიყიდული“ (რომაელთა 7-7/14). დავუკვირდეთ რას გვაცნობებს ბიბლიის ეს სიბრძნე?! რას და იმას, რომ გამომდინარე რჯულის კანონიდან: „არ იცრუო!“- როცა ცრუობ, მისი შედეგი მხოლოდ შინაარსობრივად არა მართალი ამბავის გავრცელებას არ ნიშნავს; არამედ ნიშნავს დანაშაულებრივ ქმედებას, რომლითაც ადამიანის ბედისწერის შესაქმნელი კანონმდებლობა ირღვევა. ე.ი. რჯულის კანონის თანახმად სიტყვას ბედისწერაში ქმედების ტოლფასი მნიშვნელობა აქვს. კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ ეს ეხება ბედისწერის შექმნის პროცესს. მაგრამ რაც შეეხება ადამიანთა შეგნებას, როგორც ცნობილია რჯულის კანონების მიმართ არავის არ აქვთ ის მიდგომა, რომ ისინი ბედისწერის კანონებად ჩათვალოს. ამიტომაც სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობის შემცნობებიც ვერ არიან და შედეგიც სახეზეა: წარმოთქმულ უამრავსახეობრივი სიცრუით გამოწვეული ის პრობლემები, რაც კაცობრიობას თავს ახვევია.
ახლა კი მინდა იმ საკითხზე გესაუბროთ, რასაც ბედისწერითი მომკა, ანუ ბიბლიურად „უფლის სამართლიანი მსჯავრის მოწევა“ ჰქვია (II მაკაბელთა 9-18). ეს შედეგი მაშინ დგება, როცა რომელიმე კანონის 144 000-ჯერ შესრულებას, ანდა დარღვევას აქვს ადგილი. როგორც ბიბლია იტყობინება ერთსახეობრივი კანონის 144 000-ჯერ შესრულების დრო 7 გენურ თაობას მოიცავს; თანახმად კანონისა: „შვილო ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას შვიდგზის“ (ზირაქი 6-7). ხოლო კაცობრიობის მიერ ყველა სახეობის კანონთა შერულებას კი 1000 გენური თაობა სჭირდება და ეს ბოლო ჟამის პერიოდში მოხდება. რასაც დავამოწმებ კანონითვე: „უფლის აღთქმა დაადგენილია 1000 თაობაზე“ (ფსალმუნები 104-8). რადგანაც ამჟამად ვიმყოფებით ამ პერიოდში, ამიტომ ადგილი აქვს კაცობრიობის მიერ საუკუნეების მანძილზე ნაგროვები ცოდვა-მადლის მომკას ფაქტებად აღსრულებითი შედეგებით; თანახმად ბიბლიის ამ კანონისა: „სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: „გაგზავნე შენი ნამგალი და მომკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი. რადგან მოიწია სამკალი მიწაზე“ (გამოცხადება 14-15).
რაც შეეხება იმას, თუ როგორ რეაგირებენ სამყაროს კანონზომიერებები ჩვენს მიერ ჩადენილ ქმედებებზე. ეს რომ უბრალო ენით ავხსნა, ამიტომ მოვიშველიებ ბიბლიურ ცნობას ცისარტყელის თაობაზე: „უფალმა ცისარტყელა აღთქმის ნიშნად ჩასდო ღრუბლებში მასსა და მიწას შორის, რათა წყლით წარღვნა აღარ მოეხდინა“ (დაბადება 9-13/17). ეს ცნობა იუწყება რიგ ცვლილებებს ადამიანურ ფენომენში, რომლის ამოქმედებაც გახდა საჭირო სამყაროს მაფუნქციონირებელ პროგრამაში. ესენია: ადამიანთაგან წარმოებული ენერგიის გასაკონტროლებლად დამონტაჟებული ფერთა სისტემა. რისი მტკიცებულებაცაა ადამიანის აურა და თვალის სპექტრი. გარდა ამისა ძირეული ცვლილებები განიცადა ადამიანმა და წარმოდგა შედარებით უფრო მცირე სიცოცხლისუნარიანობის მქონე არსებად, ვიდრე წარღვნამდელი ადამიანი იყო და 1000 წლამდე არსებული სასიცოცხლო ხანი დავიდა 120 წელზე. ასევე ფიზიკური ზომების თვალსაზრისითაც მოხდა დაკნინება და მაღალი თაობა შეიცვალა დაბალით. განვითარების სტატუსშიც მოხდა ცვლილებანი და მისთვის ადრე თუ მთლიან სამყაროსეული მასშტაბით ფუნქციონირება იყო უპირველესი, შემდეგ პირიქით მოხდა და ყოველივეს ათვლა დედამიწური საზომით დაიწყო. რაც ასე უნდა გაგრძელებულიყო სამყაროს ბოლო ჟამში დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებამდე. აქვე მინდა დავძინო ისიც, რომ ძირეული ცვლილებები გულისხმობს სულის დონეზე განხორციელებულ პროცესებს. სამყაროს მიერ ჩვენს მიმართ დამოკიდებულების შესახებ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია დასტურდება ამ კანონით: „ჩვენს თავზე თმებიც კი დათვლილია“ (მათე 10-30).
ახლა კი თვისებათა იმ მრავალფეროვნების შესახებ მოგახსენებთ, რომლებიც არსებობენ ადამიანებში და ისინი კი ღმერთს არ შეუქმნია. ესენია: ფარისევლობა, შური, მზაკვრობა, ჭკუასუსტობა, ორგულობა, სიხარბე, ანგარება და სხვა მისნაირნი. როგორ იძენენ ამ თვისებებს პიროვნებები?! მათ შესახებ ვიტყვი იმას, რომ თითოეული მათგანის შეძენა ხდება სამყაროსეული კანონზომიერებების მიერ შეფასებული იმ ქულის მიხედვით, რასაც დაიმსახურებს პიროვნება მცნებათა დარღვევის ნიადაგზე შესრულებული სიტყვიერი ან ხელით ქმედების სანაცვლოდ. მაგალითად: ქურდობის უნარი შეიძლება შეძენილი იქნას როგორც ხელით შესრულებული 144 000 თაღლითური ქმედებით, ისე თაღლითობისა და სიცრუის ერთობლიობით შესრულებული რიცხვით და ანდა 144 000-ჯერ 144 000 ერთგვაროვანი კატეგორიის სიცრუის თქმით. პირველ შემთხვევაში მიიღება ავაზაკი ქურდი; მეორე შემთხვევაში არა აშკარად მოქმედი, არამედ შენიღბული ქურდი; ხოლო მესამე შემთხვევაში კი პოტენციური ანუ ფარისეველი ქურდი, რასაც სინამდვილეში სულის ქურდობა ანუ გონების მიმძინებლობა ჰქვია.
ახლა კი გადავიდეთ მცნებების დაცვით მიღებულ თვისებებზე:
144 000 სიმართლის თქმა აღმოაცენებს უანგარო ქმედების ჩამდენობის უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში.
144 000 უანგარობით ჩადენილი ქმედება აღმოაცენებს ერთგულების უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში.
144 000 ერთგულებით ჩადენილი ქმედება აღმოაცენებს პატიოსნების უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში.
144 000 პატიოსანი ქმედება აღმოაცენებს სინდისის უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში.
144 000 სინდისიერი ქმედება აღმოაცენებს თავდადების უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში.
144 000 თავდადებული ქმედება აღმოაცენებს კეთილობის უნარს და თვისებად ნერგავს გენურ კოდში.
144 000 უანგარო სიკეთის მოტივით ჩადენილი ქმედება კი აღმოაცენებს სრულყოფილი სიყვარულის უნარს და გრძნობად ნერგავს გენურ კოდში.
სრულყოფილი სიყვარულის გრძნობით აღჭურვილები კი გონებისაგან ჯილდოვდებიან ჭეშმარიტი რწმენის უნარმქონეობით. მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ კარგად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი რწმენა და ფანატიკური რწმენა. როგორც უკვე გაცნობეთ, ჭეშმარიტი რწმენა მიეცემათ მხოლოდ მათ, ვინც ზემოთ ჩამოთვლილ კანონებს დაიცავენ სიტყვითაც და საქმითაც. ხოლო ფანატიკური რწმენა კი ამ კანონთა მხოლოდ სიტყვით მაღიარებლებს, მაგრამ საქმით არ შემსრულებლებს. რომელთაც ბიბლია ფარისევლებს უწოდებს და სწორედ მათ შესახებ იუწყება ეს კანონი: „თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება. ამიტომ დიდი ამბავი არ არის, თუ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურებად გარდაისახებიან. მაგრამ მათი ბოლო მათ საქმეთამებრ იქნება“ (II კორინთელთა 11-14,15). თუ რა კატეგორიაზეა საუბარი, ვიმედოვნებ ამას უკვე განმარტება აღარ სჭირდება, ვინაიდან სწორედ მათში წარმოიშვა ანტიქრისტე (II თესალონიკელთა 2-3,4).
რაც შეეხებათ ჭეშმარიტი რწმენის მქონეთ, ფაქტია მათ არასოდეს არ ექნებათ ღმერთის არმოსაწონი სურვილები. ამიტომაც მათ უხდებათ შეწინააღმდეგება ადამიანთა მიერ დაწესებულ ადათ-წესებთან. ხოლო თუკი ისინი გამოიჩენენ სიმტკიცეს, წინ აღუდგებიან სიცრუეს და სიმართლის დაცვით მოახერხებენ ცხოვრებას, მაშინ ბედისწერისაგან ზუსტად იმას მიიღებენ რაც რომ მოისურვეს. ვინაიდან ბედისწერა ღმერთის მიერ დადგენილი კანონებით განსჯის და ემყარება კანონს: „ვინც რასაც ითხოვს, ის მიეცეს“ (მათე 7-7,8). ხოლო ეს სამყარო კი იმგვარად არის შექმნილი, რომ „იგი მართალთა შემწეა. ვინაიდან ქმნილება რომელიც მის შემოქმედს ემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება ჭეშმარიტი რწმენის მქონეთა კეთილის სამყოფად“ (სოლომონი 16-17,24).
აი ასეა მოწყობილი ეს სამყარო და სიბრძნე არც მეცნიერულ-ტექნიკური მონაპოვარით შეიძინება, არც ფულით და არც თანამდებობით; არამედ მხოლოდ ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა საქმით დაცვით – როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს: „უფალმა შექმნა ყოველივე და სიბრძნე კი მხოლოდ ღვთისმოსავთ მისცა“ (სიბრძნე ზირაქის 43-21) და „ღმერთს არავინ უყვარს გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს“ (სიბრძნე სოლომონის 7-8). ხოლო რაც შეეხება სიბრძნეს, „ის ყოველთვის საქმეებით მართლდება!“ (მათე 11-19), „რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა და ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა. ამიტომაც წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას“ (სიბრძნე სოლომონის 7-8).
ახლა კი განვიხილავ იმას, რომელი მცნების დაცვა რა პირდაპირ კავშირშია ადამიანურ მგრძნობელობასთან მიმართებაში:
არ იცრუო! მცნების დაცვის პროცენტი კურირებს მხედველობას.
არ იქურდო! – ყნოსვას.
არ იმრუშო! – შეხებით მგრძნობელობას.
არ მოკლა! – ხმის ტემბრს.
პატივი ეცი მშობლებს! – გემოვნებას.
გიყვარდეს მოყვასი შენი! – სიყვარულის გრძნობას.
გიყვარდეს ღმერთი შენი! – ინტუიციის დონეს.
რაც შეეხება ამ საკითხის უფრო კონკრეტიზაციას, ის შესაძლებელი არის საკაცობრიო გენეტიკურ სქემების გამოყენებით. აქ კი საუბარი გავაგრძელოთ იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ჩვენი თვისებების მიღებაზე წარმოებულ ენერგიათა გავლენა ჯერ დედამიწაზე და შემდეგ კი მთლიან სამყაროზეც. რის გასარკვევადაც შეგახსენებთ იმას, რომ მატერიალური სამყარო თავის არსებობას ინარჩუნებს მასში შემავალ ელემენტთა მუშაობის შედეგად წარმოებული ენერგიების ხარჯზე. ენერგიის რაობას განმარტება არ სჭირდება და არც იმას, ნებისმიერი სახის ენერგიის წარმოება რომ საჭიროებს კონტროლს. რადგან იგი მიზნობრივი პროცესია და ამიტომაც მიზამიმართულად უნდა მოხდეს მისი მიღება. რომ განისაზღვროს ადამიანის, როგორც ენერგიის მწარმოებელი ფაბრიკის როლი ამ სამყაროსეულ ენერგიათა ჯაჭვში, ამისათვის საჭიროა ჯერ წარმოვადგინო ბიბლიიდან ის ცნობა, თუ რა მისიის შემსრულებლად შეიქმნა ადამიანთა მოდგმა. რომლის შესახებ უწყებაც ასეთია: „ანგელოზებს როდი დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი მსოფლიო. სადღაც ვისმე დაუმოწმებია და უთქვამს: „რა არის კაცი, რომ გახსოვს? ანდა კაცის ძე, რომ მოინახულებ? ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგვირგვინე და დააყენე იგი შენს ხელთა ნაქნარზე მაღლა. ყოველივე დაუმორჩილე მის ფერხთა ქვეშ“ (ებრაელთა 2-5,9). მაშასადამე მომავალი სამყაროს მართველის სტატუსის მისაღებად ხდება ამ მატერიალურ სამყაროში ადამიანთა გამოწვრთნა.
ამ სამყაროში ანგელოზები არიან პრივილიგირებულნი მმართველობის მხრივ და ისინი უწევენ მეთვალყურეობას ჩვენს ქმედებებს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები წარმოვადგენთ ამ სამყაროსეული ექსპერიმენტის მთავარ საკვლევ ობიექტს და ამიტომ ჩვენთვის ბოძებულ თავისუფალ ნებას უაღრესად დიდი უფლება აქვს მინიჭებული. რომელი უფლებაც სამყაროში მოქმედ ენერგიათა კატეგორიის არჩევანს გულისხმობს. ხოლო თუ როგორ, ამას ახლავე ავხსნი: „მზე მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და დადგენილნი არია სარგებლობისათვის, მორჩილები არიან (ეპისტოლე იერემიასი 1-59) – ასეთ ცნობას იუწყება ბიბლია. რაც ნიშნავს შემდეგს: რომ ვარსკვლავების, მზისა და მთვარის ფუნქციონირება მთლიანად გამიზნულია სამყაროს საარსებოდ საჭირო ენერგიის საწარმოებლად. ეს უფრო გასაგებად რომ ავხსნა, ამიტომ შეგახსენებთ ამ ჭეშმარიტებას: რომ ამ სამყაროში უმიზნოდ და უმიზეზოთ არაფერი შექმნილა! მაგალითად თუნდაც ვარსკვლავები მხოლოდ იმიტომ არ არიან შექმნილნი, რომ ღამე გაალამაზონ თავიანთ ციციმით. არამედ ისინი გაცილებით უფრო დიდი ფუნქციის შემსრულებლები არიან და წარმოადგენენ წყაროს იმ ენერგიათა ტალღებისათვის, რომელნიც შემდეგ მატერიალიზდებიან. ჯერ განვიხილოთ დედამიწაზე თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ჩვენი ბედისწერის აღსრულების დროს. რისთვისაც უნდა გაცნობოთ ის, რომ ვარსკვლავპროგრამის მატერიალურად განმახორციელებელი არის მზე და სწორედ მის სხივს ჩამოაქვს დედამიწაზე სასიცოცხლო ენერგია. სამყაროს წარმოშობის პროცესიდან გამომდინარე – ცის ვარსკვლავნი, მზე და პლანეტები წარმოადგენენ ერთი მთლიანის სამ განუყოფელ ნაწილს. მართალია მზე ერთგვარია, მაგრამ ვარსკვლავები არიან სხვადასხვაგვაროვანნი; თანახმად კანონისა: „ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით“ (I კორინთელთა 15-39). რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ვარსკვლავს ინდივიდუალურად სათანადო სიძლიერის მზის სხივის მიწვდომა სჭირდება საიმისოდ, რომ სამთა კავშირი დამყარდეს. ხოლო რაც შეეხება მზის სხივის სიძლიერეს, მას კი განსაზღვრავს პლანეტებიდან გამომუშავებული ენერგია; ანუ ჩვენს შემთხვევაში დედამიწიდან წარმოებული – რომელშიდაც ადამიანის წვლილი უდიდესია და მისი ხვედრითი წონაც 71,8%-ს აღწევს. მაშასადამე როგორც კი დამყარდება ხსენებული სამთა კავშირი, მოხდება ენერგიათა კვეთის ფონზე წარმოშობილი აფეთქება, რაც საბოლოოდ მატერიალიზაციით სრულდება. თუ როგორ ხდება ეს პროცესი, მისი დეტალური აღწერა ალბერტ აინშტაინმა შესძლო და მსურველებს შეუძლიათ მისი გაცნობა. ზუსტად ანალოგიური პროცესები ხდება ჩვენსავე ორგანიზმში, სადაც სიტყვა მატერიალიზდება და მას ჩვენ გაგებას ვუწოდებთ. უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა: სიტყვა მიზნობრივად მიმართული ენერგია არის, რომელიც გრძნობებით იმართება და მატერიალიზდება უჯრედებად. სამყაროსა და ადამიანში არსებული ამ სამმაგი კავშირის თაობაზე, დასტურს იძლევა ბიბლია: „სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ ცათა შინა: მამა, სიტყვა და სულიწმიდა; და ეს სამი ერთია. სამნი არიან, რომლებიც მოწმობენ დედამიწაზე: სული, წყალი და სისხლი; და ეს სამი ერთია“ (I იოანე 5-7,8).
ახლა კი ორიოდ სიტყვით მინდა ამინდის თემასაც შევეხო, რაც ახსნის იმ მიზეზთა წარმოშობის საფუძველს, რომლის გამოც დედამიწურ გარემოს უკვე დაუდგა ის გარემოება, რასაც ჩვენ გლობალურ დათბობას ვუწოდებთ და რომლის შედეგებიც უფრო და უფრო მწვავე კლიმატური კატაკლიზმების სახით ატყდება თავს რიგ ქვეყნებს. გამომდინარე აქ გადმოცემული ცნობებიდან ბედისწერის შექმნის თაობაზე და კანონიდან: „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია ღმერთმა ადგილი. მაგრამ ადგილიც ხალხს თავს დატეხილი უბედურების თანაზიარი ხდება“ (II მაკაბელთა 5-19,20), მისახვედრია: რომ ქარი, ყინვა, წვიმა, სიცხე – ეს კლიმატის ის თვისებებია, რომლებსაც ერთ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა ჯგუფების მიერ, მცნებათა დაცვა-არ დაცვის ჯამით წარმოქმნილ გრძნობათა შესატყვისი ენერგია წარმოშობს. ამ ინფორმაციის სისწორეს ამოწმებს ბიბლიის ეს ცნობები: „ღვთის სიტყვით შეიქმნა ძველთაგანვე ცა და მიწა“ (II პეტრე 3-5) და „რა არის იუდეველის უპირატესობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად, რადგან მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2). „იესომ შერისხა ქარები და ზღვა და ჩადგა ქარიშხალი. ადამიანებს გაუკვირდათ და თქვეს: „ვინ არის ეს, ქარებიცა და ზღვაც რომ ემორჩილება?“ (მათე 8-26,27). „ელია კი ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ მოსულიყო წვიმა. მისი ლოცვით მართლაც არ მოსულა წვიმა ქვეყნად 3 წელსა და 6 თვეს. შემდეგ კვლავ ილოცა და ცამ მოსცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი“ (იაკობი 5-17,18). „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება რომელიც შენ თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სოლომონი 16-17,24). „უფალო, შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან. ვინაიდან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით დაისაჯნენ: გაუგონარი წვიმების, სეტყვისა და ნიაღვრებისაგან დევნილები ანდა ცეცხლით განადგურდნენ“ (სოლომონი 16-16).
ასე რომ, ეს სამყარო ადამიანური თვალდახედვის გადმოსახედიდან არის უსაზღვროდ დიდი, თორემ ენერგიული თვალსაზრისით – საკმაოდ პატარაა. ამიტომ რისი შესრულებაც ადამიანს შეუძლებლად მიაჩნია, ღმერთისათვის მისი ასრულება ძალზედ ადვილია და ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ამიტომაც იმკის ბედისწერისაგან მკაცრ სასჯელს.