გაზიარება

მეშვიდემდეც მივედით


ძალიან მიმძიმს იმის გამხელა, რაც ახლა უნდა განვაცხადო. მაგრამ რაც სიმართლეა, მის ფაქტებად გამოვლენას წინ ვერაფერი აღუდგება. ხოლო რაც შეეხება ფაქტებად ქცევამდე სიმართლის წინასწარ გამჟღავნებას, მას კი მხოლოდ დადებითი შედეგი მოაქვს. ვინაიდან ვინც მას ირწმუნებს, მოემზადება მის დასახვედრად და შესაბამის ზომებსაც მიიღებს.
სიმართლე კი იმით იწყება, რომ ადამიანის ბედისწერის განგება ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობით სრულდება და მის ფაქტებად გამოვლენაში მონაწილეობას იღებს მთელი სამყარო. ამ ცოდნის ნაწილობრივ მიხვედრას აქვს ადგილი ადამიანური აზროვნებისათვის და აკი ამიტომაც მიეცა ადგილი ასტროლოგიის მეცნიერების ჩამოყალიბებას. თუმცაღაკი იგი მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ დიდი ცოდნისა, რასაც ამ სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა ჰქვია და რომელიც ღმერთმა ადამიანებს გონებაში ჩაუდო იმ დონის სახით, რაც რომ ადამიანური აზროვნებისათვის აღსაქმელად არის შესაძლებელი.
ალბათ დასაფიქრებელია და საკითხავიც ის, თუ რატომ ვერ შესძლო ადამიანმა შეეცნო ცოდნა, რომელიც შემქმნელმა მას გონებაში ჩაუდო და სულის მეშვეობით არგუნა. თუმცა უკვე ცნობილია ამის მიზეზი და ის იმ კანონთა დაცვის აუცილებლობაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ამ ცოდნამდე მიღწევა. ხოლო რეალობამ კი ის ცხადჰყო, რომ ადამიანებმა უარი თქვეს ღმერთის მიერ მათთვის წესდებათ დადგენილ კანონთა არა მხოლოდ შესრულებაზე; არამედ არც კი ცდილობენ იმის შეცნობას, რომ ამ კანონებზეა დამოკიდებული მათი ცხოვრების წარმართვა. ამიტომაც მათ თავად მოიგონეს და შექმნეს კანონები და წესები და მათი დაცვით ახორციელებენ ცხოვრებისეულ მოღვაწეობას. ხოლო ამას კი რა შედეგებიც მოყვება, მასზე კომენტარს არ გავაკეთებ იმიტომ, რომ თავად რელობა ავლენს მათ ფაქტებად. ეს ფაქტები რომ უფროდაუფრო საშიშნი ხდებიან, ამის მიხვედრისა და მასზე დააფიქრების საჭიროება წარმოშვა იმ მოვლენებმა, რაც უკვე ყოველდღიურად ვლინდებიან. მაგრამ იმასაც დავძენ, რომ გამოსავალის პოვნა არ შეუძლიათ ადამიანებს იმიტომ, რომ მათში არსებული ცოდნა ძალიან აცილებულია ჭეშმარიტ ცოდნას ამ სამყაროს თავისებურების შესახებ.
მოგახსენებთ იმასაც, რომ ადამიანური აზროვნება ვერ არის იმ შესაძლებლობების მქონე, რომ მისთვის შესაძლებელი იყოს ამ სამყაროს აგებულებისა და ფუნქციონირების სისტემის სიღრმეებში ჩაწვდომა. ამიტომაც შემქმნელმა იმ სახით გაუმხილა ადამიანს ეს საიდუმლო, რომლის გაგებასაც ის შესძლებდა და ეს კი არის ის, რომ ეს სამყარო ცოცხალი ორგანიზმია და იგი მსგავსების პრინციპზეა დაფუძნებული. რისი კანონზომიერების თანახმადაც მისი ფუნქციონირება მსგავსი არის იმისა, როგორადაც ჩვენი ორგანიზმი ფუნქციონირებს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფუნქციონირების განმგებელი გრძნობებია. ხოლო გრძნობა კი მართული ენერგიაა. დიახ, ყოველივე ასეა! და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს ადამიანისათვის, იგი სიმართლეა!
ადამიანს რომ იმ კანონების დაცვით ეცხოვრა, რაც რომ შემქმნელმა დაუწესა; მაშინ მიხვდებოდა იმას, რომ მისი თვალზომითა და ყურთასმენის საზომით არ არის განსაზღვრული ამ სამყაროს სიდიადე. რადგან მისი შემქმნელისათვის ის იმ ზომისაა და ისევე ხელმისაწვდომია, როგორადაც ჩვენთვის ჩვენივე სხეული; და რომ ჩვენ ისევე ვერ განვსაზღვრავთ ამ სამყაროს სიდიადეს, როგორც ჩვენს შინაგან ორგანოში მყოფი პაწაწინა ჭია ვერ განსაზღვრავს ჩვენი ორგანიზმისას.
რა არის ადამიანი და რაშია მისი ძალა? თუ ვიტყი, რომ მისი ძალა ცოდნაშია; ცხადია ამაში ყველა დამეთანხმება. თუმცა აქაც განსხვავებულ წარმოდგენას აქვს ადგილი იმაზე, რაც სინამდვილეა. ხოლო სინამდვილე კი ის არის, რომ ადამიანური ცოდნა ეყრდნობა მეცნიერებისა და რელიგიის შენობას, რომელსაც საფუძველი არა აქვს. რადგან ცოდნის საფუძველი გონებაში მყოფი ჭეშმარიტი ცოდნაა. ხოლო მასზე კი ბიბლია იუწყება იმას, რომ აქამდე იგი საუკუნეების მანძილზე უმოქმედოდ იყო. ამიტომაც მეცნიერებით ნაშენებს უბედური შემთხვევები და კლიმატური კატასტროფები ანგრევენ. ხოლო რელიგიით ნაშენებს კი ავადმყოფობები და სიკვდილი ანადგურებს. რასაც აქვს ახსნა და იგი ამ კანონის აღსრულების შედეგია: „ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ? იმიტომ რომ მიგდებულია ჩემი სახლი. თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ კი – მოსავალი“ (ანგია წინასწარმეტყველი 1-9,10). ალბათ მისახვედრია, რაც იგულისხმება „ჩემ სახლში“. ცხადია იგი სულია, რომელსაც თავისი კანონმდებლობა აქვს გონების სახით. რომლის დაცვაზეც ადამიანები უარს ამბობენ. ამიტომაც მათი მრწამსი სცდება საკუთარ სულს და რაც უფრო შორდება მას, მით იმატებს ადამიანში ამბიცია-ამპარტავნების დონე. რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მან თავი ბრძენად და ყოვლისშემძლედ წარმოიდგინოს. რის საფუძველზეც სჩადის ძალზედ უგუნურ ქმედებებს და თუ რა შედეგებამდე მიდის ყოველივე ეს, სწორედ ამის მომკის გამოვლენის მომსწრეა კაცობრიობა ამჟამად. ამიტომაც მას კომენტარი აღარ სჭირდება. რადგანაც ფაქტები თავად წარმოადგენენ მტკიცებულებებს უგუნურების შედეგებისა. მაგრამ რაც შეეხება ჭეშმარიტი ცოდნის მფლობელს, იგი შეცნობილია ღმერთის მიერ და მისი სიძლიერეც იმაშია, რომ მის სიტყვებს სამყარული ძალები ემორჩილებიან.
გონებაში ჩადებული ცოდნით არის შექმნილი ბიბლია და მისი წინასწარმეტყველებათა საფუძველი იმ კანონთა განსჯაზე დგას, რომლითაც ეს სამყარო განიგება. ამიტომაც მთელი სიზუსტით სრულდება ყოველივე და არცერთი მათგანი არ დარჩება აღუსრულებელი!!! თუმცა ყოველივე ამის შესახებ მეცნიერება ასახელებს რაიმე მოვლენის მიზეზს და ამბობს, რომ ბიბლია რა შუაშია, ეს ფაქტი ამან და ამან გამოიწვიაო. ასეთ მსჯელობაზე ვიტყოდი იმას, რომ ბიბლიაში წარმოდგენილი ნიშნები არიან შედეგები მხოლოდ. ხოლო რაც შეეხება შედეგს, ცნობილია, რომ ერთიდაიგივე შედეგი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს მიღებული. ხოლო ბიბლია არ არის დაწვრილებითი ცნობების ამსახველი შინაარსიის მომცველი წიგნი. რადგან ის რომ ასეთი სახით იყოს შედგენილი, მაშინ მისი უსაზღვროდ მრავალ ტომს უნდა ეარსება. რაც შესაძლებლობის ზღვრებს სცდება. ამიტომ იგი წარმოდგენილია გეგმის სახით. სადაც მოცემულია მიზეზთა გამოწვევის საფუძველი და საბოლოო შედეგი. ხოლო რაც შეეხება მიზეზებს, ამის კვლევას კი მეცნიერება სცდილობს. მაგრამ სამწუხაროდ არცთუ სწორი გზით და ამიტომაც აქვს ხშირად ადგილი იმ ზღვარის გადაცდომას, რომელსაც არანაირად გადაკვეთავდა იმ შემთხვევაში, საფუძვლად ჭეშმარიტი ცოდნა რომ ჰქონოდა.
რაც შეეხება მეცნიერულ თუ რელიგიურ ტყუილებს, მასზე საუბარი არ ღირს იმიტომ, რომ მათ ღრმად აქვს ფესვები გამდგარი ადამიანთა მრწამსში. ამიტომ სჯობს თავად ფაქტებმა ამხილონ ისინი და დღეს სწორედ ამ დროში შევიდა სამყარო. რისი თქმის უფლებასაც იძლევა იმ ნიშანთა აღსრულება, რომლებიც წარმოდგენილია ბიბლიის იოანეს გამოცხადებაში „ღვთის მძვინვარების შვიდი თასის გადმოღვრის“ ინფორმაციით (გამოცხადება 16-1/18). რას ნიშნავს ღვთის მძვინვარების თასები? ჯერ ამის თაობაზე ვიტყვი ორიოდ სიტყვით. რისთვისაც მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ იმ საკითხზე, რომელიც ადამიანის ამქვეყნიური სიცოცხლის არსებობას ეხება. მასზე მოგახსენებთ იმას, რომ იგი დაფუძნებულია ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა აღსრულებაზე. რომელი კანონებიც შედგენილნი არიან მცნებათა 144 000n რაოდენობის კომბინაციების დარეგულირებით. ხოლო რადგანაც მათი გააქტიურებისათვის საკმარისი არ არის ადამიანური ერთი სიცოცხლის პერიოდი, ამიტომაც დადგენილი არის საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობა. რის შედეგადაც ხდება კანონთა აღსრულების რიცხვის შესრულება გენეტიკური მემკვიდრეობის გადაცემის გზით. შესრულების შედეგად კი მოხდება ახალი ტიპის ადამიანის – გენეტიკური ნაყოფის მიღება. რომელიც გააგრძელებს ამქვეყნიურ სიცოცხლეს იმ სტატუსის მოსაპოვებლად, რომელსაც გონიერი ადამიანი ეწოდება. არ შესრულების შემთხვევაში კი, სიკვდილის დადგომას აქვს ადგილი. მოგახსენებთ, რომ ახლა სწორედ ნაყოფთა მიღების პერიოდში იმყოფება კაცობრიობა და მას საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამი ჰქვია. რადგან უამრავი ადამიანისათთვის სამწუხაროდ ის ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრული იქნება, ხოლო შედარებით მცირე რაოდენობისათვის კი, ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამიტომ მათთვისაც იმ წესით ცხოვრების ბოლო ჟამია, რომლითაც აქამდე ცხოვრობდნენ ადამიანები. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საკაცობრიო ცხოვრებაში ახალი ეპოქა იწყება, რომელიც საერთოდ განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც აქამდე იყო.
ცხადია მისახვედრია ის, რომ ასეთი ძირეული ცვლილების განხორციელება შეუძლებელია ისეთი ძლიერი ძალის ჩარევის გარეშე, რომელიც ასე შეიძლება წარმოვადგინო: ღმერთის ხელისმიერი ქმედების ძალა. ხოლო თუ რას ნიშნავს ეს, ამას ავხსნი იმ მსგავსების მაგალითზე, რაზედაც დამყარებულია ეს სამყარო და მას ფუნქციური მსგავსების პრინციპი ჰქვია. რის საფუძველზეც ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირება მსგავსია სამყაროს ფუნქციონირებისა. ამიტომაც ამინდის ცვალებადობა ისევე განიკარგება, როგორადაც ჩვენს ორგანიზმში ემოციები. მაშასადამე გამოვიყენებ მსგავსების პრინციპს და ასე ვიმსჯელებ: რა იწვევს ადამიანში რისხვის წარმოშობას? ცხადია ის, რომ მის ნებას ეწინააღმდეგებიან. რა ხდება ამ დროს? ადამიანი მრისხანებს და მასში ემოციური ქარიშხალი იწყებს მძვინვარებას. რასაც მოჰყვება საგმობი სიტყვები, ცრემლიც და ბოლოს ხელით ქმედებაზე გადასვლით გვირგვინდება პროცესი. რასაც მოჰყვება შედეგი: მსხვრევა-მტვრევის სახის და საბოლოოდ სრულდება სისხლის ღვრით. ანალოგიური სიტუაცია არის ბუნების შემთხვევაშიც: რისხვა – გვალვაა და ხანძრები; საგმობი სიტყვები – ქარიშხლები და ტორნადოები; ცრემლი – წყალდიდობები და ნიაღვრები; ხელით ქმედებაზე გადასვლა კი – ვულკანები და მიწისძვრები. მათ მიერ გამოწვეული შედეგები კი სრულდება სისხლის ღვრით. რაც აღსრულება არის კანონისა: „თითქმის ყველაფერი, რჯულის მიხედვით, სისხლით წმიდავდება და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). ხოლო ამ მატერიალურ სამყაროს კი ასეთი კანონზომიერება ახასიათებს: თუ რაიმე დაიწყო, ის აუცილებლად მივა ბოლომდე. ცხადია, რომ კანონი საყოველთაოა და ის ცოდვასაც ეხება. ამრიგად, თუ ადამიანში რისხვას იწვევს მისი ნების საწინააღმდეგოდ წასვლა, ასევე ღმერთშიაც იწვევს მძვინვარებას მისი ნების წინააღმდეგ წასვლა. რაც მის მიერ დადგენილ კანონთა დაუცველობაა. აკი „ თავის მსგავსად არ შეგვქმნა მან?!“ (დაბადება 1-26,27).
ახლა კი მოკლედ ვიტყვი იმას, რაც რომ რეალურად სახეზეა და არის ის, რომ კაცობრიობამ უკვე გაიარა ღვთის მძვინვარების ექვსი თასის გადმოღვრის პერიოდი ზუსტად ისე, როგორც ეს ბიბლიით არის გაცხადებული. ახლა კი შევდივართ ეპოქაში, რომელიც მეშვიდე თასის გადმოღვრის წოდებით არის წარმოდგენილი და ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი წარიმართება ღმერთის ხელისმიერი ქმედების ძალის აღსრულებით. თუ რა ძალაზეა მინიშნება, ვიმედოვნებ მასზე მისახვედრი უნდა იყოს ის, რომ ძალიან, ძალიან საშიშ მოვლენათა განვითარებას ექნება ადგილი. ვიმედოვნებ იმასაც, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი აღმოჩნდეს იმ დონის გონიერი, რომ შეძლოს სიცოცხლის შენარჩუნება. რისი მიღწევაც მხოლოდ საკუთარ ნებაზე არის დამოკიდებული და ვერავის დაიცავს ვერც დაგროვილი სიმდიდრე, ვერც იარაღი და ვერანაირი მატერიალური საშუალება. რადგან დაცვა მხოლოდ ერთ რამეს შეუძლია და იგი ჩადენილ ცოდვათა გულწრფელი მონანიებაა, რომელიც სათანადო საქმეებით გვირგვინდება. მე კი ამით დავასრულებ: ძალიან საშიშია ასეთი დღის დადგომა ქვეყნებისათვის. ცხადია ის არც ერთ დღეს დაუდგება ყველა ქვეყანას და არც ერთი ქვეყანა არ დარჩება ისე, რომ თავის მცხოვრებთა მიერ ნამოქმედარზე პასუხი არ მიეგოს. რადგან ამის ორგანიზებას არმაგედონი ახორციელებს. რაც ნიშნავს ერთნაირი კატეგორიის ცოდვათა ჩამდენების ერთად შეკრებასა და მათი შეკრების ადგილზე დამსახურებული სასჯელის მიგებას. სამწუხაროდ ძალიან ძნელი პერიოდის გადალახვა ხვდა წილად თანამედროვე მსოფლიოს, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს ადამიანებმა ღმერთს.