მეტად დაფარული, დაფარულთაგან
უკვე რამოდენიმე წელს ითვლის არსებობა ფაქტისა, რომელიც გულისხმობს დაფარული ჭეშმარიტების გამოცხადებას და არის აღსრულება კანონისა: „როდესაც ექადაგება სახარება სასუფეველზე მთელ მსოფლიოს ყველა ხალხისათვის დასამოწმებლად, აი მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24-14). ცხადია მას ჯერ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, როგორიც ბიბლიით იყო ნაწინასწარმეტყველები: რომ ის იქნებოდა „მშენებლებისაგან დაწუნებული ქვა“. მაგრამ ამ კანონს გაგრძელებაც აქვს და ის კი შემდეგია: „რომ ეს დაწუნებული ქვა ქვაკუთხედად იქცევა და ღმერთისაგან მოხდება ეს, რაგინდ საოცარიც არ უნდა იყოს ადამიანთა თვალში“ (მათე 21-42).
მოგეხსენებათ, რომ ბიბლიური ცნობები გონების ინტუიციური ენით არის დაწერილი და „აღსასრულიც“ არ ნიშნავს დასასრულს, არამედ ნიშნავს ფაქტებად აღსრულებას დაწერილი იმ წინასწარმეტყველებებისას, რომელნიც ბოლო ჟამს ეხება. რასაც ცხადჰყოფს კიდეც ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესები, რომელნიც არმაგედონის ფინალურ სტადიაში გადასვლას ამტკიცებენ და იძულებულს ხდიან ადამიანებს, რომ გონების ძილისაგან გამოფხიზლდნენ.
კაცობრიობამ ცოდვათა ჩადენის ზღვარი რომ უკვე აავსო, არა მგონია ამის მიხვედრას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდეს. ვინაიდან მსოფლიოში არსებული სიტუაცია ცხადჰყოფს იმას, რომ მთელი სისრულით ხდება აღსრულება კანონისა: „აღსასრული დადგება მაშინ, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს, წმინდა ადგილას მდგომს“ (მათე 24-15) და მართლაც ადამიანთა მოღვაწეობის ყველა სფეროში (ეს საერო მხარეა თუ სასულიერო) მოსაწონად არის შეფასებული ისეთი ღირებულებები, რომელნიც ღმერთის საზომით უკეთურებად ითვლება. ამიტომაც დაფასების საზომადაც ფული ქცეულა და ადამიანური შეფასებებიც – უწმინდურს წმინდანად მიიჩნევს, შენიღბულ ბოროტს კი, კეთილად. ხოლო სინდისისა და პატიოსნების საზომი კი საერთოდ უფუნქციო გამხდარა. მაგრამ თანახმად კანონისა: „უფალ ღმერთს რომ არ დაეტოვებინა ნატამალი თავისი გენიდან, მაშინ სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით“ (რომაელთა 9-29); ცხადია ეს ნატამალი ყოველთვის არსებობდა და „ამჟამადაც არსებობს იგი, მადლით ამორჩეული“ (რომაელთა 11-5). ამიტომაც მათთვის ძალიან რთულია ასეთ საზოგადოებრივი მრწამსის მქონე პირობებში ცხოვრება. სწორედ რომ ამ კატეგორიისათვის ცხადდება კიდეც დაფარული ჭეშმარიტების მხილების ამსახველი ინფორმაცია. ვინიდან იგი მხოლოდ მათში გამოიღებს ნაყოფს და არმაგედონს გადაატანინებს მათ. რის შემდეგაც სრულიად შეიცვლება მათი ცხოვრება სასიკეთო მხრივ. ამიტომ ახლა მინდა უფრო დაკონკრეტებულად წარმოვადგინო ის საკითხი, რომლის შესახებაც უკვე მაქვს გაცხადებული და ეხება აღსრულებას კანონისა: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ“ (მათე 12-31). სწორედ ამ საკითხის კარგად განხილვა არის მეტად აუცილებელი. რადგან მისი არ ცოდნაა საფუძველი იმ დიდი უბედურებებისა, რაც რომ ბავშვთა და მოზარდთა თავს ხდება და როგორც ხედავთ მისმა მასშტაბებმა ძალიან დიდ სიმაღლეებს მიაღწია კიდეც.
დიახ, უკვე აღარ ვერიდები გაცხადებას იმისას, რომ მშობლები თუკი დროზე არ ინებებენ შესმენას იმისას, რასაც ახლა განვაცხადებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირად აარიდებენ თავიანთ შვილებს ამ კანონის დამრღვევთათვის განკუთვნილ სასჯელთა მიღებას. რომელი სასჯელებიც საკმაოდ დიდია და როგორც ხედავთ უკვე ადგილი აქვს კიდეც მისი შედეგების ფაქტებად გამოვლინებებს იმგვარად, რომ ეს პროცესები თანდათან ძალას იკრებენ. ხოლო საკაცობრიო მასშტაბური დონის აღსრულებამდე რომ არ მოხდეს მათი მისვლა, სწორედ ამიტომ ვცდილობ, რომ საყოველთაოდ გასაგებად ავხსნა მის შესაჩერებლად საჭირო ცოდნა.
ხსენებული ინფორმაციის წარმოსადგენად საჭიროა შეხსენება იმისა, რასაც მემკვიდრული გენის მოქმედების ფაქტორი წარმოადგენს. რის თაობაზედაც ცნობილია, რომ მისით ხდება მსგავსებათა ნიშნების გადასვლა მემკვიდრეზე. რომელი ნიშნებიც გამოხატულებას ჰპოვებს როგორც ფიზიკურ მონაცემებში, ასევე ხასიათსა და უნარ-ნიჭებში. ხოლო რაც შეეხება ნებისმიერი რამის მიღება-გადაცემის პროცესს, ცხადია, რომ მისი შესრულება შეუძლებელია ენერგიული გზის არსებობის გარეშე. ენერგიის არსებობა კი თავისთავად ძალის არსებობასაც გულისხმობს! ხოლო რაც შეეხება ადამიანებზე გენის გადასვლას, ის კი ორგვარი კატეგორიის ძალის შედეგად ხდება: სულიწმიდისა და არაწმიდა სულის.
ახლა კი შევეხები ადამიანის დაბადებას – ანუ პროცესს, როდესაც ხდება ახალშობილ სხეულში კოსმოსიდან წამოსული სულის შესვლა. რომელსაც ისეთი შეგრძნებები ახლავს, რომ ახალშობილში ძლიერი სახის ტირილს იწვევს. მის თაობაზე გაცნობებთ იმას, რომ ეს პროცესი ღმერთის მიერ დადგენილი წესით ხდება და გამომდინარე კანონიდან: „ღმერთი მიკერძოებული არ არის“ (საქმეები 10-34) და ყოველ ახალშობილს ეძლევა „ერთნაირი სული“ (I კორინთელთა 12-11). ანუ დაბადებით ყველა უცოდველია!!!
რაც შეეხება ცოდვების ჩადენას, მასზე მოგახსენებთ იმას, რომ ღმერთის საზომი ადამიანს ცოდვად უთვლის ისეთ ქმედებას, რომელსაც ის სჩადის უფლის მიერ დაწესებულ კანონთა დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებით. ხოლო რაც შეეხებათ პატარა ბავშვებს, ვინაიდან მათი აზროვნება არ არის ზრდასრული საიმისოდ, რომ განსჯა შეეძლოს; ამიტომ მათი ბედისწერა განიკარგება გენური მემკვიდრეობით მიღებული გენის აქტივობით. რის წარმართვაზეც პასუხისმგებელია აღმზრდელი მშობლები და სააღმზრდელო გარემო. თანახმად კანონებისა: „მშობელთა ნაჭამი მკვახე ხილი შვილებს ჰკვეთს კბილს“ (იერემია 31-29) და „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (I კორინთელთა 15-33).
მართალია მშობლებს არ სიამოვნებთ იმის მოსმენა, თავიანთ შვილების თავს დატეხილ უბედურებასა და მათი უზნეო ხასიათის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წილი მათ რომ განეკუთვნებათ, მაგრამ სინამდვილე ასეთია და ის ღმერთის მიერ დადგენილი წესია!!! ამიტომ თუ ვინმე ყურად არ იღებს მას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენებს ზიანს. რომლის შემაჯამებელი შეფასებაც ასეთია: შვილისათვის განკუთვნილი ღვთის წყალობის შეზღუდვა.
ვინაიდან და რადგანაც უკვე ისეთ მასშტაბებს მიაღწია ბავშვთა და ახალგაზრდათა თავს დატეხილმა უბედურებებმა, რომ საგანგაშო ნიშნულს მიაღწია მათში სიკვდილიანობის რიცხვმა. ეს იმას ადასტურებს, რომ ადამიანები ძალზედ ღრმად შესულან ცოდვის მორევში. ამიტომ თუკი დაუყოვნებლივ არ მოხდება მათგან ყურად ღება ღმერთის მიერ აღთქმული დახმარების შესრულებით წარმოდგენილი ცოდნისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები იმდენად სავალალო იქნება, რომ ძალიან მიჭირს მათი გამხელა.
ამჟამად იმ ცოდნის გამჟღავნებას გთავაზობთ, რომელიც საერთო საფუძველია ყველა იმ მიზეზების წარმოშობისა, რასაც ასეთი საერთო სახელი აქვს: „ბავშვთა და ახალგაზრდათა თავს დატეხილი უბედურებანი“. ამ საფუძვლის შესახებ აქამდეც განმიცხადებია კიდეც. მაგრამ იმდენად ღრმადა აქვს ფესვი გამდგარი მის თაობაზე სიცრუის სიმართლედ მიღების რწმენას, რომ ადამიანებს გაუჭირდათ მისი გაგება. ამიტომ ახლა ვეცდები იმგვარი ფორმა შევარჩიო მის წარმოსადგენად, რომ საყოველთაოდ გასაგები ენით ავხსნა.
ადამიანი საზოგადოების შემადგენელი ინდივიდია და მას არსებობა არ შეუძლია მის გარეშე იმიტომ, რომ ღმერთისათვის ეს კრებითობა წარმოადგენს მთლიანობას. რა იგულისხმება მასში?! ახლავე ავხსნი მას: ადამიანი არის იმგვარი კატეგორიის არსება, რომელიც სულით კოსმოსს არის დაკონტაქტებული და სხეულით კი დედამიწას. სწორედ ამ წონასწორობის დაბალანსებული მდგომარეობაა ის, რასაც სიცოცხლე ჰქვია და ამ ბალანსის დარღვევა თუკი მოხდება, მაშინ ვეღარ იარსებებს ადამიანთა მოდგმა. ვინაიდან მისი შენარჩუნების აუცილებლობა მოითხოვს ადამიანთაგან უცოდველი ცხოვრების წესს. ხოლო ამის მიღწევა კი რეალურად არ ხერხდება ადამიანთა მოდგმის მიერ. ამიტომ ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობა ითვალისწინებს რიგი წესრიგის დაკანონებას, რომლითაც შესაძლებელი ხდება ამ ბალანსირების შენარჩუნება. ეს კანონები კი შემდეგია: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღმერთისაგან“ ( რომაელთა 13-1) და „როგორც სხეული ერთია, მაგრამ მრავალი ასო აქვს და სხეულის ყველა ასო ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც. ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად და ყველას ერთი სული გვისვამს. ფეხმა რომ თქვას: მე ხელი არ ვარ და ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო. განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?! ანდა ყურმა რომ თქვას: მე თვალი არ ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო. განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?! თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა?! თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა?! მაგრამ ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში, თითოეული მათგანი ისე, როგორც ნებავდა და ყველა რომ ერთი ასო იყოს, მაშინ სადღა იქნება სხეული?! აჰა ასოები ბევრია, სხეული კი ერთი. თვალი ვერ ეტყვის ხელს: არ მჭირდებიო. ვერც თავი ფეხს: არ მჭირდებიო. არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი სჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან. ხოლო რომელნიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მით უფრო უხვად გარემოცულია პატივით და ჩვენგან უსახურად ჩათვლილს, უფრო მეტად აქვთ სახიერება. ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლები აქვს. რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში. არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე და თუ ერთი იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება. ხოლო თუ ერთი დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს. ქრისტესმიერნო! თქვენ მთლიანობით ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – კი მისი ასოები“ (I კორინთელთა 12-12/27). როგორც ხედავთ კანონმდებლობა დაფუძნებულია ადამიანთა შორის სხვადასხვაგვარ უნარ-ნიჭთა არსებობის ერთმანეთისათვის საარსებოდ გამოყენებასა და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე. რასაც განაგებს ხელმწიფების უფლებით აღჭურვილობა. რომელი ხელმწიფობაც ბატონობას კი არ ნიშნავს, როგორც ეს ადამიანებს ესმით ასე; არამედ ხალხის მსახურებას იმ ცოდნის გამოყენებით, რომლით აღჭურვილობაც იძლევა ხელმწიფობის უფლების მიღების დაშვებას.
აი, აქ კი აუცილებლად უნდა გავაკეთო შესაბამისი ახსნა-განმარტება. რადგან ადამიანებს არასრულყოფილად ესმით სიტყვა ხელმწიფობის მნიშვნელობა და ერთმანეთში ერევათ ისეთი მოვლენები, როგორიცაა: ღმერთისაგან მოვლინება და ღმერთის მიერ დაშვების არსებობა. ამიტომაც წამოეგნენ რელიგიათა შთაგონებას და ღმერთის მიერ მოვლენილად აღიქვამენ ქვეყნის მმართველ პირებს. რომელნიც მოვლენილნი კი არ არიან, არამედ მათი მართველობა ადამიანთა მიერ ცოდვების ჩადენით დამსახურებული დაშვებაა. ამასთანავე იმ საკითხსაც უნდა შევეხო, ძველი აღთქმით წარმოდგენილი სცენებისდა მიხედვით ღმერთს რომ სასტიკს უწოდებენ. ყველაფერს აქვს თავისი ჭეშმარიტი ახსნა და სწორედ მისი არ ცოდნა არის მიზეზი იმისა, ადამიანები ასე ძალიან რომ დასცილდნენ სიმართლისა და სამართლის მცოდნეობას. ჭეშმარიტება კი შემდეგშია:
მართალია ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისუფალი ნების მქონეობის უფლებამინიჭებულ არსებად. მაგრამ ისიც მისახვედრია, რომ მას საარსებოდ სპეციალურად საჭირო პირობების მქონე გარემოდ დაურეგულირა დედამიწური კლიმატი. ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ადამიანი, ასევე დედამიწაც ამ სამყაროს მთლიანობის ნაწილებია და ცხადია, რომ მათ თავიანთი როლი და ფუნქციაც აქვთ განსაზღვრული ამ მთლიანობის შენარჩუნების საერთო საქმეში. ამიტომ ის კანონები, რომელიც ღმერთმა დაუწესა ადამიანს, არის გარანტი იმისა, რომ მათი შესრულებით ადამიანი იმოღვაწეებს სწორად და არც თავის სიცოცხლეს შეუქმნის პრობლემებს და არც იმ გარემოს, რომლის სტანდარტულობის შენარჩუნებაშიაც ადამიანის როლი შემდეგია: „ხელმწიფობა მიწიერებაზე“ (სიბრძნე ზირაქის 16-17).
აქვე მინდა აღვნიშნო ის, რომ სამყაროს განმგებლობა სულის ძალაზე არის დამყარებული და არა მატერიაზე. ამიტომ ადამიანის თვალთახედვით შეფასებები ვერ გამოდგება იმის განსასჯელად, თუ რა დონის ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანურ ძალას იმ გარემოსათვის, რასაც დედამიწური გარემო ჰქვია. რაც შეეხება იმ ინდივიდუალურ სასჯელებს, რომელიც კანონთა დაუცველობის გამოა დაწესებული, ეს ღმერთის სისასტიკეს კი არა ჰუმანურობას ამტკიცებს. ვინაიდან თუკი დამნაშავენი თავიანთი დანაშაულის ჩადენის გამო დროულად არ დაისჯებიან, მაშინ მათ მიერ აკრძალულ გზაზე სიარულით გამოწვეული შედეგები დააზარალებენ მათაც, სხვებსაც და მისწვდება იმ გარემოსაც კი, რომელიც საარსებოდ სტანდარტულ გარემოდაა დარეგულირებული ადამიანთა მოდგმის სასიცოცხლოდ. ამიტომ ამ კანონთა უარმყოფელი „ეურჩება საკუთარი კეთილდღეობის მიღებას“ (I თესალონიკელთა 4-8).
ცხადია იმაში ალბათ დამეთანხმება მრავალნი, რომ მართლაც სავალდებულოა ღმერთის მიერ დაწესებული კანონების დაცვა და იმასაც იტყვიან, რომ რელიგიებიც ამასვე ამბობენ და მაშინ შენ რაღაზედ ირჯებიო?! აი, სწორედ ამ საკითხზე მინდა მოგახსენოთ ის სინამდვილე, რაც ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას. როგორც უკვე აღვნიშნე, ღმერთი ადამიანებს შორის სხვაობას მხოლოდ ერთი საზომით ზომავს და მიღებულ შედეგს კი კეთილი და ბოროტი ჰქვია. ამიტომაც დაწესებული აქვს: „კეთილთათვის – სიკეთე და ბოროტთათვის – ბოროტება“ (სიბრძნე ზირაქის 39-25). ვინაიდან „ღმერთი სულია“ (იოანე 4-24), „ღმერთი სიყვარულია“ (I იოანე 4-16), „ღმერთი კეთილია“(მარკოზი 10-18) – ამიტომაც ცხადია, რომ იგი ბოროტეულ ადამიანებში ვერ იქნება. მაგრამ რეალურად ხომ ასეთები არსებობენ ჩვენს თვალწინ და თანაც მრავლადაც?! მაშინ როგორღა ცოცხლობენ ისინი, რომელთაც ადამიანები კი აღიქვამენ ცოცხლებად, მაგრამ ღმერთისათვის კი ისინი „მკვდრებად შერაცხულნი არიან“ (მათე 8-22)?! გთხოვთ ყურადღებას და ისე მოსმენას იმისა, რასაც გაცნობებთ:
როდესაც კანონი ამბობს, რომ ღმერთმა „წესრიგისათვის შექმნა ყოველივე“ (ეპისტოლე იერემიასი 1-59) – ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მატერიალური სამყარო, რომელშიდაც ჩვენ ვარსებობთ და ის კი ცის ყინულოვანი შრეებით არის შემოსაზღვრული; კანონზომიერული განგებით ფუნქციონირებს იმგვარი წესით, რომ მასში ერთი ნიუანსიც კი არ სრულდება კანონაღსრულების გარეშე!!! ადამიანთა მოდგმისათვის სიცოცხლე დაფუძნებული არის მათ სხეულში სულის ფუნქციონირების არსებობაზე და ემყარება შემდეგ წესს: კოსმოსურ მიზიდულობას დაქვემდებარებული სული, ენერგიას კოსმოსიდან იღებს და მას ჩვენ ღვთის წყალობას ვუწოდებთ. რომელი ენერგიაც დედამიწურ გარემოში შემოსვლისას განიცდის გამატერიალებითობით გარდაქმნას; თანახმად კანონისა: E=mc2 (ენერგია = სხეულის მასა x სინათლის გავრცელების სიჩქარის2). ხოლო რაც შეეხება მიღებულ შედეგთა გადანაწილებას, ის კი ხდება ბედისწერის კანონმდებლობის საფუძველზე.
ვინაიდან ადამიანთა მოდგმამ სასიცოცხლო მოღვაწეობის გასავლელ გზად ცოდვათა მიმართულებით სვლა ირჩია. ამიტომ მათ მოუხდათ ცოდვათა სასჯელების დამსახურებით ცხოვრება. რომლის არსიც შემდეგია: ვინაიდან და რადგანაც ღმერთმა ადამიანი დასვა დედამიწაზე ხელმწიფების უნარით აღჭურვილ არსებად (სიბრძნე ზირაქის 16-17), ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანია ყოველივე იმის გამომთხოვი, რა ცვლილებების გამხორციელებასაც უნდა ექნას ადგილი დედამიწურ გარემოში! თანახმად კანონისა: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7). ხოლო რადგანაც ადამიანები განუწყვეტლივ სჩადიან ცოდვებს, ამიტომაც მათ გამოითხოვეს ის, რომ მათი სასჯელების აღმსრულებელნიც მოვლენილიყვნენ ამ ქვეყნად და მათ რიცხვში მხოლოდ მხეცები და სტიქიები როდი არიან; არამედ არის ადამიანთა ისეთი კატეგორიაც, რომელთაც დაიმსახურეს სატანის ბეჭდის მიღება. რომელთა სიცოცხლის არსებობაც განპირობებულია იმ კეთილთა ენერგიის ხარჯზე, რომელთაც კანონმდებლობის თანახმად ნება ეძლევათ თავიანთი სასიცოცხლო ენერგიიდან ცოდვის წილის საფასურის გაცემისა. რის შესასრულებლადაც შემდეგი სახეობის პირობები არსებობენ: ხორციელი ნათესაური კავშირი, პიარით მოპოვებული ავტორიტეტის მიღებულთათვის პატივის მიგება და მათგან ცდუნების მცდელობაზე წამოგებით ცოდვის ჩადენა. ამ ე.წ, ავტორიტეტის მოსაპოვებლად ისინი ირგებენ ათასნაირ სახოვან ნიღბებს და ფლობენ მრავალნაირ ეშმაკურ ხრიკებს. სწორედ ასეთი ძალისხმევის მატარებელია როგორც სახელმწიფო კონსტიტუციური კანონმდებლობა, ისე რელიგიებიც; თანახმად კანონისა: „ქვეყნის მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის“ (რომაელთა 13-3). ხოლო ყოველივე ამან კი რა შედეგებამდეც მიიყვანა კაცობრიობის არსებობის საკითხი, ამას უკვე თავად ყველა ხედავს და მას კომენტარი აღარ სჭირდება, არამედ შველა სჭირდება მხოლოდ! შველა კი დაფარული ჭეშმარიტების შემეცნებასა და მისი კანონების დაცვით ცხოვრების წესის დაუყოვნებლივ შეცვლაშია. სადაც განსაკუთრებით უმნიშვნელოვანესია მხილება იმ კანონთა არასწორად თარგმანისა, რისი მეშვეობითაც მომავალი თაობა იწირება.
მოკლედ რომ ვთქვათ საქმე ეხება საკითხს, რომელიც არის ადამიანთათვის კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიის მიწოდება. რომელიც შემდეგ ბედისწერისაგან ღვთის წყალობად ნაწილდება. რაც შეეხება ენერგიის მოზიდვასა და განაწილებას, ის ხდება შემდეგნაირად: ენერგიის მიმღები არის ქრისტე და მისგან კი ეს მადლი გადადის უცოდველ ბავშვებზე იმ ქმედებისაგან გამომდინარე წესრიგის დამყარებით, რომელსაც იესოს სისხლის ერთჯერადი შეწირვის სანაცვლოდ მიღებული საკაცობრიო ნათლისღება ჰქვია. რომელმა ქმედებამაც გააუქმა რჯულის კანონმდებლობით დადგენილი წესით ნათლის მიღების უფლება. რისი მიღწევაც ცხოველთა სისხლის მსხვერპლად შეწირვით იყო შესაძლებელი. მაგრამ რადგანაც ცოდვილ გზაზე სიარულის ხანდაზმულობამ ადამიანთა გენეტიკაში ძირეული ცვლილებები გამოიწვია, ამიტომ საჭირო გახდა რჯულის აღთქმით შეცვლა. რისი კანონმდებლობითაც აღთქმის თავმდები ქრისტეა. რაც ნიშნავს იმას, რომ დაბადებისთანავე ყველა ახალშობილს კოსმოსიდან ეძლევა სულიწმიდის მადლით ნათელცხებული სული და მათი ნათლია კი ქრისტეა!!!
რაც შეეხება რელიგიათა მიერ ამ ცოდნის გადაფარვას და იმ რიტუალების ჩატარებას, რასაც ნათლობებს უწოდებენ მათ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ მათ მიითვისონ ის მადლი, რომლის ქრისტესაგან მიმღეობის უნარშემწეებიც მხოლოდ ბავშვებიღა არიან!!! ვინაიდან სამწუხაროდ, ზრდასრული ადამიანები უკვე მოკლებულნი არიან ამ უნარს და ისინი თუ ცოცხლობენ, მათი სიცოცხლე განპირობებულია შემდეგი კანონის ხარჯზე: „სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი“ (რომაელთა 5-20). ამიტომაც იმ რიტუალებით, რომელთაც ე.წ. ნათლის მისაღებ ქმედებებად აცნობენ ისინი მოსახლეობას, სინამდვილეში ემსახურება სულიწმიდის გმობას!!!
ვინაიდან და რადგანაც ადამიანთა მიერ კანონდაუცველობის დონემ ცოდვათა დადგენილ ზღვრამდე მიაღწია, რასაც იტყობინება კანონის აღსრულება „გატიალების სიბილწის წმინდა ადგილზე დადგება“ (მათე 24-15). ცხადია მისახვედრია ის, რომ ამის შემძლეობა ადამიანის სახით მოსული კაცის – ანტიქრისტეს გარეშე ვერ მოხდებოდა; და ასეც მოხდა კიდეც! ანტიქრისტე სოფელშია და ათეულ ათასობით მშობელიც აცდუნა ისე, რომ მათ საკუთარი ნებით უარყვეს ქრისტეს ნათლიობა და ის ირჩიეს თავის შვილების სახელოვან „ნათლიად“ ისე, რომ წარმოდგენაც კი არა აქვთ რა უმძიმესი ცოდვა ჩაიდინეს. ცხადია ღმერთმა იცოდა ყოველივე ამის შესახებ. ამიტომც მან თავიდანვე დაიჭირა თადარიგი კაცობრიობის გადასარჩენად და დედამიწაზე ქრისტეს სული ადამიანში მეორედ მოავლინა. რომელმაც ის მისია იტვირთა და ასრულებს კიდეც, რისთვისაც მოვიდა. აი ასეთია სინამდვილე!!! ახლა კი ვფიქრობ, რომ მეტის დაწერა საჭირო აღარ არის, რადგან მიმხვედრი – მიხვდება და საჭირო ზომებსაც მიიღებს!!! რადგანაც ღმერთს არ დაუშვია ის, რომ „ჯოჯოხეთის სუფევა იყოს დედამიწაზე“ (სიბრძნე სოლომონის 1-13/16).
დასასრულს კი აუცილებლად უნდა გაცნობოთ იმ ძალზედ დაფარულზე, რომლის დამალვის მცდელობასაც შეალია მთელი თავისი მოღვაწეობა ქრისტიანულმა რელიგიებმა. საქმე ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ დაფარულ სიმართლეს. რაზედაც ღმერთი აცხადებს, რომ „არ დატოვებს არაფერს, რასაც მას არ დაუმორჩილებს“ (ებრაელთა 2-8). რა თქმა უნდა მასში იგულისხმება ის ძალა, რომლითაც ამ ადამიანს აღჭურვის და ეს კი თავის მხრივად ერთ-ერთ გამოვლინებად, ადამიანებისაგან მის აღიარებასაც ეხება. რელიგიური ტყუილების მართლად მრწმუნებელი მსოფლიო საზოგადოება, რომელმაც ანტიქრისტე არათუ ამოიცნო, არამედ უწმინდესადაც კი შერაცხა – ცხადია, რომ ქრისტეს ვერ იცნობდა. მითუმეტეს როცა ასეთი დამოძღვრაა რელიგიათა მიერ: რომ ის ადამიანის სახით არ მოვა. ამასთანავე ეშმაკმაც დაიჭირა თადარიგი საიმისოდ, რომ აღაზევოს ადამიანთა გარკვეული სახეები იმ შეგრძნებით, რომ თავი ქრისტე ეგონოთ და ეს გამოაცხადონ კიდეც. მაგრამ თავად ნამდვილი კი, ცხადია თავად არ მოიქცევა ასე და საზოგადოებამ იგი მის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტი ცოდნით უნდა იცნოს. თუმცა სამწუხაროდ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მისი „სიტყვის დამტევი“(იოანე 8-37) – ანუ ჭეშმარიტების სათანადო დონეზე შემცნობი, მხოლოდ ერთეულებია. რომელთაც საზოგადოება არა თუ უსმენს, არამედ პირიქით ყველანაირად ცდილობენ მათ დამცირებას თავიანთი კეთილსინდისიერების გამო. ამიტომ ღმერთს თავისი პირმშო ასე შემოყავს სოფელში: დაუყოვნებლივ ყველას იმასვე მიაგებს, როგორადაც ისინი მოეპყრობიან მისგან მოვლენილს – ეს პირადული მოტივის იქნება თუ ქვეყნის მთავრობების, რელიგიებისა და მეცნიერებათა ძალისხმევის მხრივ ჩადენილი.