გაზიარება

მემკვიდრეობის ფაქტორი ბედისწერაში

ადამიანური ხასიათის მახასიათებელი თვისებაა სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობა შთამომავლობისადმი. მშობლები თავიანთი ცხოვრების აზრს შვილების ბედნიერ მომავალში ხედავენ და ამიტომაც არის შვილი თანამფლობელი და მემკვიდრე მშობელთა მიერ დაგროვილი მატერიალური ფასეულობებისა. თუმცა სინამდვილეში მემკვიდრული ფაქტორის როლი მხოლოდ ქონებრივი არეალით არ შემოიფარგლება. რადგანაც ადგილი აქვს გენეტიკური მემკვიდრეობის მიმღეობის ამსახველი ფაქტების არსებობას: გარეგნულ იერ-სახეობრივი და ხასიათის თვისებებით მსგავსებას, უნართა და ნიჭთა გადაცემას. რომელთა თაობაზეც იმის თქმა შეიძლება, რომ მათ მემკვიდრეობას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს მინიჭებული მემკვიდრესათვის, ვიდრე მატერიალური ქონების მიღებას.
ახლა კი შევეხები მემკვიდრეობის იმ ფორმას, რომელიც შეუცნობელია ადამიანთაგან, თუმცა ის არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ მთავარი როლიც აკისრია მემკვიდრეობის საკითხში. საუბარია ბედისწერის ფაქტორზე. რაზედაც მოგახსენებთ შემდეგს: მართალია ადამიანი თავად არის მთავარი მოქმედი პირი საკუთარი ბედისწერის შექმნაში. მაგრამ ბედისწერაზე გავლენის მოხდენა ძალუძს იმ საახლობლო წრის ნამოქმედარსაც – ეს გარდაცვლილი იქნება თუ ამ ქვეყნად მყოფი – რომელთაც საამისო ნებას რთავს თავად ეს პიროვნება, საკუთარი საქციელიდან გამომდინარე. უფრო კარგად გასაგებად რომ წარმოვადგინო სათქმელი, ამიტომ ცოტა უფრო დაწვრილებით განვიხილავ მას:
როგორც უკვე გაცნობეთ კიდეც, ბედისწერის შექმნა ღმერთის მიერ დაწესებული კანონების განსჯის შედეგად ხდება შემდეგნაირად: თუკი განსასჯელი პიროვნების ცხოვრებისეული მოღვაწეობა ამ კანონთა დაცვით მიმდინარეობს, მაშინ ბედისწერა ღვთის წყალობის მომკის განაჩენს გამოუტანს მას. ხოლო თუ კანონდარღვევების შედეგად ცოდვილ ცხოვრებას ეწევა პიროვნება, მაშინ მისი ბედისწერა ღვთის რისხვის მომკით განიგება. რაც შეეხება იმ კადრებს, რომელნიც გამოსახავენ ღვთის წყალობასა და ღვთის რისხვის განაჩენის აღსრულებას. მათი შეფასებისას ადამიანი მწარედ სცდება, რადგან ადგილი აქვს ასეთ ფაქტორთა არსებობას: „ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის. ზოგჯერ ზარალიც შენაძენია. ზოგჯერ დამცირებას დიდება მოაქვს და კაცი სიმდაბლისაგან თავს მაღლა ასწევს“ (სიბრძნე ზირაქის 20).
მინდა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო ბედისწერაში გენეტიკური მემკვიდრული ფაქტორის როლს, რომელიც ასახავს წინაპართა მიერ ჩადენილი ცოდვა-მადლის გადმოსვლას გენურ მემკვიდრეზე და არის აღსრულება კანონისა: „წყალობას მოაფენ ათასებზე და შვილებს მოჰკითხავ მამების დანაშაულს მათ შემდეგ, ღმერთო ძლიერო“ (იერემია 32-18). რომლის ცოდვითი მემკვიდრული მხარეც იესო ქრისტეს მიერ კი იქნა გადაკეტილი, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანებმა შეუცნობლად უარი თქვეს მასზე და რელიგიათა ანკესს წამოგებულებმა მოახერხეს ის, რომ ცოდვითი მემკვიდრეობის მიმართულება გახსნეს. რის შედეგსაც კომენტარი აღარ სჭირდება, რადგანაც უკვე საყოველთაოდ თვალსჩინოა მისი მომკილით დაგროვილი ფაქტები. ხოლო არსებული სიტუაცია კი ცხადჰყოფს, რომ აუცილებლად საჭიროა მდგომარეობის გამოსწორება! ვინაიდან და რადგანაც ღმერთმა სამყარო კანონმორჩილ გარემოდ განაწესა და კანონთა ჩართვა-გამორთვის ღილაკი კი ადამიანს უბოძა იმ უფლებით, როგორადაც მათ დაიცავდა. ამიტომ დედამიწაზე ამჟამად რაც ხდება, ყოველივე ამის საფუძველი ადამიანშია და თუ იგი არ ეცდება თავისი შეცდომების გამოსწორებას, მაშინ ადამიანთა მოდგმა საკუთარი არსებობის დასრულების განაჩენის გამოტანას მოიმკის. სამყაროს კი შესწევს იმის ძალა, რომ თავიდან მოიცილოს ფუნქციონირებაში ხელის შემშლელნი.
წარმოდგენილი ინფორმაცია მისახვედრს ხდის იმას, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად სასწრაფოდ საჭიროა იმ ცოდნის შეძენა, რისი ხელმძღვანელობითაც ადამიანი მოახერხებს ცოდვით მემკვიდრეობაზე უარის თქმას. რაც ცხადია, რომ იქნება აღსრულება კანონისა: „იმ დღეებში აღარ იტყვიან მეტად: მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო. რადგან ყოველი თავისი ურჯულოებით მოკვდება. ყოველ ადამიანს, რომელიც მკვახე ხილს შეჭამს, თავისივე კბილი მოეკვეთება“ (იერემია 31-29,30). გთავაზობთ ამ ცოდნას:
როდესაც იესოს ჰკითხეს: „მოძღვარო რომელი მცნებაა დიდი რჯულში? მან უპასუხა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი – მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება; და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი“ (მათე 22-36/39). ეს ცნობა იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, რომ ადამიანი თუკი არავის მოკლავს, არ იქურდებს, არ იმრუშებს, პატივს სცემს მშობლებს და არ იცრუებს, მაშინ მასში კაცთმოყვარეობის გრძნობა იარსებებს და მოყვასნიც ეყვარება. ცხადია, რომ თუკი გულში მხოლოდ მოკეთეობა და მოყვასობა იქნება, მაშინ ასეთ ადამიანში მხოლოდ სიყვარულის გრძნობა დაისადგურებს და თავად ღმერთიც ხომ სიყვარულია?! – „ღმერთი სიყვარულია, ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება და ღმერთი მასში“ (I იოანე 4-16) – ამოწმებს ბიბლიაც.
რა თქმა უნდა თეორიული მსჯელობით ყოველივე ადვილია. მაგრამ როცა საქმე მოქმედებაზე მიდგება, აქ კი უკვე საქმე სხვაგვარადაა. ვინაიდან არ არის ადვილი უმეცრების დროებაში ყოველი გადაწყვეტილების სწორად გათვლა. ვინაიდან მისი ხელისშემშლელი ფაქტორია უმეცრების დროების მონაპოვარი – ადამიანის ხასიათი. რომელსაც სხვანაირად ადამიანურ ბუნებასაც უწოდებენ. სწორედ იგი არის ის ფენომენი, რასაც ბედისწერითი მემკვიდრეობა ჰქვია. ეს ცოდნა აქამდე უცნობი იყო ადამიანური ცნობიერებისათვის და სწორედ მისი ვერ ფლობაა მიზეზი იმისა, ადამიანი რომ ვერ უმკლავდება იმ პრობლემებს, ბედისწერის წარმართვის უფლებამოსილი თავისივე ხასიათი რომ უვლენს მას. ამიტომაც თუკი პრობლემებისაგან თავის არიდებით ცხოვრება გვსურს, ამისათვის აუცილებელი არის ხასიათის გამოსწორება! ხოლო ამის მისაღწევად კი აუცილებელია რიგი რამის ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულებიდან. კერძოდ კი ის, რომ მოაზროვნე არსება ადამიანს გონიერი სხეული აქვს. რაც გამოიხატება იმაში, რომ სხეულის უჯრედების გამრავლება მიმდინარეობს სიტყვებთან შერწყმით. რისი პირდაპირი შედეგიცაა უნარ-ნიჭთა ჩამოყალიბება. საყოველთაოდ გასაგებად რომ ავხსნა ყოველივე, შევეცდები რომ საკითხი უფრო დაკონკრეტებულად განვიხილო:
ცნობადი ცოდნაა ის, რომ ადამიანის ყველა ჩანაფიქრი სრულად ვერ ხორციელდება არც ბედისწერის მიერ და ვერც საკუთარი მოქმედებების შედეგად. ადამიანს როცა არ სძინავს, მაშინ ის თითქმის განუწყვეტლივ აზროვნებს ფიქრის მიერ ან ენით გამოთქმული სიტყვებით. ხოლო რაც შეეხება კითხვას: აქვს თუ არა ადგილი ყველა ნაფიქრის ან ნათქვამის მოქმედებით შესრულებას? მასზე ალბათ ყველას ერთი პასუხი ექნება: რომ არა! თუმცა სინამდვილეში ეს სრულებითაც არ არის ასე და იმიტომ, რომ ყოველ ქმედებას მაშინ ეძლევა ადგილი, როცა მისი გამომსახველი წინადადების სააღსრულებო (ანუ „ამინის“) რიცხვი შესრულდება. ნიჭებიც და უნარებიც სწორედ ამ „ამინის“ რიცხვთა სიმრავლეს წარმოადგენს.
რადგანაც ფიქრი ტვინის ფუნქციაა, ხოლო ტვინი კი სხეულის ფუქციონირების განმგებელი; ამიტომ მინდა ენის იმ დაფარულ მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრო, რომლის შესწავლაც გამოტოვებული აქვს ადამიანურ შემეცნებას. რის გადმოსაცემადაც ბიბლიის ცნობებს მოვიშველიებ:
„ენა პატარა ასოა, მაგრამ ბევრს იქადის. აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს. ენაც ცეცხლია. უსამართლობის სამყაროა იგი. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული. იგია მთელი სხეულის წამბილწავი და ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი. რომელიც თვით აღგზნებულია ჯოჯოხეთისაგან. ენის მოთვინიერება კაციშვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას; და მით ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ერთი პირიდან გამოდის ლოცვა-კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს. განა მოედინება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილი და მწარე?! განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას?! ანდა ვაზს – ლეღვი?! ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი“ (იაკობი 3-5,12). „კვალი გულის ცვალებადობისა ოთხ მდგომარეობას გვიჩვენებს: ბოროტებასა და სიკეთეს, სიცოცხლესა და სიკვდილს. ენა კი მიწყივ მეუფებს მათზე“ (სიბრძნე ზირაქის 37). „სიკვდილი და სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი იგემებენ მის ნაყოფს“ (იგავნი 18-21). „შოლტით ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს. მრავალნი დაეცნენ მახვილისაგან, მაგრამ უმრავლესნი ენით. ბედნიერია, ვინც მისგან დაიცვა თავი. ვისაც არ დაატყდა მისი რისხვა. ვინც არ ათრია მისი უღელი და მისი ბორკილები არ შეიკრა. ავი სიკვდილია მისი სიკვდილი და ჯოჯოხეთიც კი უკეთესია მასზე. ამიტომ სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და საკეტი გაუკეთე შენს პირს“ (სიბრძნე ზირაქის 28). „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“ (იაკობი 3-2). „დაიწნეხა ღვთის მძვინვარების საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახელიდან და მისწვდა ცხენების აღვირებასაც კი 1 600 სტადიონამდე“ (გამოცხადება 14-20). „ავ მეტყველებაში ბოროტი მახეა დაგებული“ (იგავნი 12-13). „უკეთურთა პირი ბოროტებას ღვრის“ (იგავნი 16-28). ამიტომაც „არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის“ (ესაია 57-21). „ისინი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ წყნარდება და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს“ (ესაია 57-20). „კარგი ამბავი კი ძვალს აპოხიერებს“ (იგავნი 15-30) და „სასიამოვნო ნათქვამი გოლეული თაფლივითაა, სულისათვის ტკბილია და ხორცისათვის კურნება“ (იგავნი 16-24). „ბრძენთა ენა კურნებაა“ (იგავნი 12-18). „მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა. მით მზაკვრობა კი სულის შემუსვრა“ (იგავები 15-4). „უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება და არც არავის ასცდება მამხილებელი სამსჯავრო. ერიდეთ ფუჭ სიტყვას და მოეშვით ავსიტყვაობას, რადგან ფარულად თქმულიც კი ამაოდ არ ჩაივლის და ცილისმწამებელი ბაგე სულს ჩაკლავს“ (სიბრძნე სოლომონის 1-8,14). „პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა. ნუ განითქმები დამსმენად და ენით ნუ იმზაკვრებ. რადგან ქურდს სირცხვილი, ორპირს კი სასტიკი განაჩენი ერგება წილად“ (სიბრძნე ზირაქის 5). „ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს. ნურასოდეს გაიმეორებ ჭორს და არაფერი დაგეკარგება“ (სიბრძნე ზირაქის 19). „უგუნურთა ბაგენი ბევრს ლაპარაკობენ. გონიერთა სიტყვები კი სასწორზე იწონება“ (სიბრძნე ზირაქის 21). „ცოდვილს თავისივე ბაგე შეიპყრობს და ავსიტყვა და თავხედი მასზე წაფორხილდება. ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას. რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები. ასევე სულ მუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი, ცოდვისაგან ვერ განიწმიდება. მიწყივ მოფიცარი ურჯულოებით აღივსება და მის სახლს შოლტი არ მოსცილდება“ (სიბრძნე ზირაქის 22). „უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგან მასშია მიზეზი ცოდვისა“ (სიბრძნე ზირაქის 23).
როგორც ხედავთ ჩამოთვლილი კანონები აღნიშნავენ ენის ნამოქმედარის როლს ბედისწერაში და მათი შინაარსიდან გამომდინარე მისახვედრია, თუ რარიგ მნიშვნელოვანი ადგილი სჭერია ადამიანის ცხოვრებაში მას. ალბათ ამ კანონთა წაკითხვის შემდეგ ვინმე იფიქრებს: თუკი ჩემს ენაზეა დამოკიდებული ის პრობლემები რაც თავს მახვევია, ავდგები და მოვთოკავ მას, განა ამის გაკეთებას რა უნდაო?! მაგრამ სამწუხაროდ ეს სრულებითაც არ არის ასე და როგორც კანონი ამბობს: ენის მოთოკვას მხოლოდ სურვილით ვერავინ შესძლებს! რატომ?! ახლავე ავხსნი რატომაც. რატომ ვერ მეტყველებს ახალშობილი? იმიტომ, რომ ენის მამოძრავებელი რეცეპტორები, რომელსაც ბიბლია ცხენის აღვირს უწოდებს, დაკავშირებულია მხოლოდ სულის გონებასთან დაბადებითვე და მისი მართვა ხდება გრძნობების მიერი ძალით. ხოლო შემდგომ, სხეულის ზრდა-განვითარებისას კი, ნერვული სისტემის საშუალებით ხდება ენის კავშირების გაბმა სხეულის ყველა ორგანოში და იმისდა შესაბამისად: ცოდვას ჩაიდენს თუ მადლს დასთესს, ამის მიხედვით უვითარდება ხელისა და ფეხის მამოძრავებელი სისტემა. რასაც ადამიანები ხელდასმის სახელით იცნობენ და მის შედეგზე კი ასეთი გამოთქმა არსებობს: „სადაც არის შენი ბედი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“. ანუ ენა მიწყივ უფლობს ხელის ქმედებასა და ფეხის ნაბიჯების განსაზღვრაზე! ენის აღვირებს კი, გულის ზრახვანი ქსოვენ.
ახლა კი უფრო მეტად მინდა განვავრცო საკითხი და სიტყვების როლზე მოგახსენოთ მთავარი რამ. კერძოდ ის, რომ ადამიანის ცხოვრებისეული მოღვაწეობა სიტყვების გაგებით წარიმართება და ამაში კი მთავარი როლი ენას აკისრია. მაგრამ რას ნიშნავს გაგება და როგორ ხდება იგი?! მასზე გეტყვით იმას, რომ გაგებას აქვს საყრდენი, რომელიც ღმერთმა დააკანონა. ის გონებაში აქვს ჩადებული ადამიანს და სულის მიცემითვე ეძლევა მას. მაგრამ ადამიანთა ურჩობამ ღვთისადმი, გამოიწვია ცვლილებების შეტანა გაგების მხრივ. თუ რას ნიშნავს ეს, ავხსნი მას:
სინამდვილე ასეთია: მატერიალური სამყარო, რომელსაც ჩვენი თვალი ცის თაღით შემოსაზღვრულ გარემოდ ხედავს, დროებითია იმიტომ, რომ მის არსებობას დადგენილი აქვს საწყისი და სასრული პერიოდი. ის ადამიანისათვის წარმოდგება აზროვნებისათვის გონიერების შესაძენ გარემოდ. ამიტომ იგი შედგენილია მსგავსად იმისა, როგორადაც კომპიუტერული პროგრამებს ქმნის ადამიანი. რისი შემძლეობაც მას იმიტომ მიეცა, რომ ღმერთმა „თავის მსგავს არსებად შექმნა იგი“ (დაბადება 1-26,27). ანუ ადამიანს მინიჭებული აქვს გაგების უნარი.
მოდით კარგად დავაკონკრეტოთ ის, თუ რას ნიშნავს ეს „გაგების“ უნარი. როგორ იგებს ადამიანი სიტყვების მეშვეობით იმას, რასაც ისინი აღნიშნავენ საქმის ქმედებით ან შედეგებით. ამით იმის თქმა მინდა, რომ სიტყვას მნიშვნელობა მაშინ ეძლევა, როცა ადამიანი მას აღიქვამს საგნად, ანდა ქმედებად. წინაღმდეგ შემთხვევაში მის წარმოთქმას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება ადამიანის მხრიდან. საქმე იმაში გახლავთ, რომ სწორედ ანალოგიური სიტუაციაა ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაშიც. სადაც ღმერთის წარმომადგენელი არის სამყაროს ის პროგრამა, რომლითაც ის ფუნქციონირებს და რომლის ენაც ადამიანს გამზადებული ეძლევა დაბადებიდან სულით და მას გონება ჰქვია. მაშასადამე გონება არის პროგრამა, რომელშიაც არის აღნიშნული სამყაროს შექმნის დროს მოქმედი ძალებისაგან წარმოშობილი ხმების გამომსახველი ბგერებით მინიჭებული სახელები საკუთრივ იმათთვის, რის შექმნასაც ექნა ადგილი. საუბარია ცის, მზის, ვარსკვლავების და მისგან მოყოლებული ყოველივეს აღნიშვნაზე. ამიტომაც ყოველ ადამიანს ერთნაირი სული ეძლევა და მათი გონებაშიც ამ სამყაროში არსებულ ყოველივეს, ერთი სახელი აქვს მინიჭებული.
ე. ი. გაგების საფუძველი გონებაშია, მაგრამ როგორ ხდება თავად გაგება? ის ხდება აღქმის საშუალებით, რაშიაც მონაწილეობენ გრძნობათა ორგანოები. რასაც ახერხებენ იმიტომ, რომ იმ ხმის ძალით იქმნებიან, რომლითაც სამყარო შეიქმნა. მაგრამ მათ შორის სხვაობა მხოლოდ ბგერის გავრცელების სიჩქარეშია. ამიტომაც გონება გაცილებით სწრაფად ფუნქციონირებს, ვიდრე აზროვნება და აზროვნება კი გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე მეტყველება. ხოლო ეს უკანასკნელი კი 144 000-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე მოქმედება. აი ამიტომ სჭირდება დრო ფაქტების წარმოშობას. რადგან არც ერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება, ვინაიდან მატერიალურ სამყაროში რაიმეს გაქრობა შეუძლებელია!!! აქ ყოველთვის აქვს ადგილი მხოლოდ გარდასახვას ერთი სახეობიდან მეორეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სამყარო ვერ იარსებებდა! რადგან მისი არსებობა ხომ იმ ბრუნვის შედეგად ხორციელდება, რაც მის შიგნით განუწყვეტლივ ხდება. გარდასახვებიც სწორედ მისი შედეგია და ყოველი მათგანი კანონზომიერულად ხდება!!!
ვინაიდან ეს სამყარო დროებითია და დროის დინამიკაზეა გათვლილი, ამიტომ ცხადია, რომ დროის მსვლელობა მისი ბრუნვის რაოდენობას ასახავს და ის სხვადასხვა განზომილებისაა სამყაროში არსებული სხვადასხვა გარემოსათვის. ვინაიდან ყოველივეს თავისი ცირკულაციის სისწრაფე აქვს მინიჭებული აგებულებიდან გამომდინარე. რასაც მისი არსებობის ხანა ჰქვია. როგორც ვიცით, ეს ხანა ადამიანისათვის განისაზღვრა წარღვნის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული 120 წლად (დაბადება 6-3). თუმცა მანამ 1000 წელს აღწევდა. თუ რატომ მოხდა ასეთი ცვლილება და არა მარტო ეს, არამედ ისიც, რომ ადამიანთა მხოლოდ ერთეულები აღწევენ ამ ასაკამდე მხოლოდ და აგრეთვე ისიც, რომ ჯანმრთელობას კარგავენ; ყოველივე ამის საფუძველი თუ რა არის, ამის შესახებ ვისაუბრებ ახლა.
მაშასადამე ის წოდებები, რომელიც გონებაშია ჩაწერილი, არის იმ ხმის ბგერებით შედგენილი, რომელიც სამყაროს ფუნქციონირების თანამიმართულია. სამყარო კი კანონზომიერული ქმნილებაა, რომლის შემოქმედიც ღმერთია. ანუ ყოველივე ეს რას ხდის მისახვედრს?! რას და იმას, რომ თუკი ადამიანის შემეცნებაში ყოველივე ზუსტად თავისი იმ სახელწოდებებით იქნება გაგებული, რომელი წოდებებიც მას გონებაში აქვს ჩაწერილი, მაშინ ასეთი აზროვნების პატრონი იქნება კეთილი ბუნების. ვინაიდან მისი ფიქრები თანამიმართული იქნება სამყაროს ფუნქციონირებისა, რომლის შემქმნელიც კეთილია.
ახლა კი ბიბლიით წარმოგიდგენთ იმას, თუ როგორ მოახერხა სატანამ ადამიანთა მოტყუება. რომელთაც თავისუფალი ნება იმიტომ მისცა შემქმნელმა, რომ თავისი აზროვნება გონიერი გაეხადა. ვნახოთ რას ამბობს ამ საკითხთან მიმართებით ბიბლია: „დავინახე საფრთხე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნესო“ (III ეზრა 9-20) და „აურია ღმერთმა ენაო“ (დაბადება 11-6/9).
ახლა კი საკაცობრიო გენეტიკის დასაწყისს შევეხოთ, რომელიც დედამიწელი ადამ და ევათი იწყება. რატომ მოხდა მათი დედამიწაზე ჩამოსმა იქ, სადაც მანამდე სატანა და მისი დემონები იქნენ ჩამოყრილნი?! ამაზეც გვაქვს ცნობა ბიბლიით, რომ ამის მიზეზი მათ მიერ ღმერთის სიტყვის არ შესრულება იყო. ანუ რაზე მეტყველებს ეს?! იმაზე, რომ ადამიანი გონებაში ჩაწერილ ჭეშმარიტ წოდებებს მხოლოდ მაშინ შეიცნობს, როცა ის იმ კანონების დამცველი იქნება, რომლებიც ღმერთმა სპეციალურად ადამიანის აზროვნებას შეუქმნა გონებასთან მისაწვდომად და გონიერების შესაძენად. ვინაიდან და რადგანაც გონებაში ჩაწერილი სახელები ერთი აქვს ყოველივეს და ყველაფერს, მაგრამ ადამიანები კი მრავალ ენაზე მეტყველებენ – ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ გაუდგამს ფესვები სატანას ადამიანის ცნობიერებაში. ანუ სახელთა შეცვლა, უკვე ცნობიერების არასწორ მიმართულებაზე გადაყვანას ნიშნავს. მაგრამ რადგანაც ღმერთს თავის ქმნილებას დასაღუპად არ შეუქმნია, ამიტომაც ადამიანთა მცირედ ნაწილში დარჩა ის სამეტყველო ენა, რომელიც თავდაპირველად არსებობდა მანამ, სანამ მრავალ ენიანობა შეიქმნებოდა. ცხადია, რომ ისინი მცირერიცხოვანნი იქნებოდნენ იმიტომ, რომ სატანის მძაფრ ინტერესის საგანს წარმოადგენდა მათი ენის განადგურება. ამიტომაც ამ ერის ხალხის ცხოვრება მეტად მძიმე ისტორიის ფურცლებად იქნა აკინძული. რაც მოახერხა სატანამ იმით, რომ მართალია წოდებების შეცვლა ვერ შესძლო, მაგრამ სამაგიეროდ მათი მნიშვნელობები შეაცნობინა უკუღმა და ამიტომაც მათი რწმენა ჭეშმარიტების საპირისპირო მიმართულებაზე გადავიდა. რამაც სამწუხარო ნაყოფი გამოიღო იმით, რომ მათში წარმოიშვა ანტიქრისტე – ადამიანი, ეშმაკის სულით. დანარჩენი ისედაც იცით, იმიტომ რომ ყველას თვალწინ ხდება ის, რომ მას ეთაყვანებიან – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რატომ მოხდა ასე?! ამას აქვს თავისი მიზეზი და ის შემდეგია:
მიუხედავად იმისა, რომ ანტიქრისტე მცირერიცხოვანი ერიდან არის, მას გავლენა მაინც მთელი მსოფლიოს ხალხებზე აქვს. რაც არის იმ ფენომენის დამსახურება, რასაც სიცრუე ჰქვია. რომელიც მრავალი სახის ნიღაბს ირგებს და ის, რასაც ადამიანთაგან შეცნობილი სიცრუე ჰქვია, უმცირესია იმ სიცრუეთაგან, რომელიც სინამდვილეში არსებობს. მაგალითად ადამიანი შეიცნობს იმას, რომ ვთქვათ რაღაც ფაქტი არასწორად აღწერა და სწუხს რომ სიცრუე ჩაიდინა. ამიტომ ამის შესახებ ინანიებს და ჰგონია, რომ ცოდვა ჩამოირეცხა. მაგრამ ის ცოდვად არ სთვლის იმას, რომ გონებაში ჩაწერილ სწორ წოდებას, ცრუ სახელს არქმევს და ის ჰგონია სწორი, ცოდვად არ სთვლის იმასაც, რომ ქრისტეს ნათლიობაზე ამბობს უარს და როცა საკუთარ შვილს სულიწმიდის მადლს წაართმევინებს ე.წ. „სახელოვან“ ნათლიას, თან უხარია კიდეც: „ჩემი შვილი გაქრისტიანდაო“. ეს კი ისეთი ცოდვებია, რომელთანაც ახლოსაც კი ვერ მოვა ის ცოდვა, რომელიც მოინანია. ამიტომ ამბობს ღმერთი ადამიანებზე: „გამოსულელდნენ და თავი ბრძენი ჰგონიათო“ (რომაელთა 1-22). რა ხდება ასეთი ქმედებების ფონზე? ავხსნი მას:
ვინაიდან და რადგანაც ყოველი სიტყვის 144 000-ჯერ გამეორების აღსრულება ქმედებას იწვევს. ამიტომაც არასწორი აზროვნებით გამოწვეული ქმედებების ძალა საწინააღმდეგო არის სამყაროს ფუნქციონირების წესრიგისა. მაგრამ ცხადია ისიც, სამყაროს ძალასთან შეჭიდებაში ვინც დამარცხდება! ამიტომაც არის სიცრუე და მასზე დაყრდნობილი ქმედებაც ყოველთვის დამარცხებისათვის განწირული და მისი არსებობის ხანგრძლიობა, დადგენილი რიცხვის შესრულებამდეა განსაზღვრული.
ცხადია იმის დაწვრილებით განხილვას არ დავიწყებ, რა დონეზე ავიდა სიცრუის გავრცელება. რადგან ამას უკვე მისი სიმართლესთან შეჯახების ფაქტები ადასტურებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველამხრივი სიცრუის რიცხოვნების ზღვარი ავსებულა და ამიტომაც სამყაროს მეტი ძალის გამოყენება უხდება მის წინააღმდეგ.
ვფიქრობ ახსნა-განმარტების მეტი დაწვრილმანება აღარ არის საჭირო; გამგები უკვე გაიგებს! იმ ენის გამოცნობა (რომელზედაც მეტყველებს ის მცირერიცხოვანი ერი, რომლის წინაპრებსაც მეტად მძიმე ცხოვრების გამოვლა მოუწიათ საიმისოდ, რომ ენა შეენარჩუნებიათ და წმინდა გენი არ გადაგვარებულიყო) იმით მოხდებოდა, რომ მისით იმხილებოდა ის სიცრუეე, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში იფარებოდა ჭეშმარიტება (III ეზრა 6-28). როგორც ხედავთ ეს ქართული ენით მოხდა! ხოლო თუ ვინ და როგორ შესძლებდა ამას, ამის თაობაზე ინფორმაცია იოანე ზოსიმეს საშუალებით განაცხადა ღმერთმა უკვე დიდი ხანია და შეამზადა ერი საიმისოდ, რომ ამოეცნოთ იგი, ვისი დახმარების გარეშეც ვერ გაუმკლავდებოდნენ იმ წარმოშობილ პრობლემებს, საუკუნეების მანძილზე უსამართლობის კვლებში თესვის მომკას რაც მოჰყვება (სიბრძნე ზირაქის 6-7).
აი, ასეთია ბედისწერითი მემკვიდრეობის ფაქტორი. ცოდნა სახეზეა, ხოლო თუკი ვინ როგორ გამოიყენებს მას, ეს კი მისი თავისუფალი ნებაა!!!