გაზიარება

ლოცვა


„ილოცეთ და ღმერთი გიშველით“ – ეს სიტყვები ბევრჯერ მომისმენია უამრავი ადამიანისგან თქმული. მაგრამ თუ როგორ არის შესაძლებელი ლოცვის შედეგად ღმერთისაგან წყალობის მიღება და თანაც რატომ ვერ იღებს ამ წყალობას ყველა მლოცველი, აი ამის სრულყოფილად ამხსნელი კი ჯერ არ გამოჩენილა. ვფიქრობ დადგა საიმისო დრო, რომ ამ საკითხის საიდუმლოებასაც აეხადოს ფარდა და საყოველთაოდ გასაგები ცოდნით მოხდეს ახსნა იმ ფენომენისა, რასაც ლოცვის ძალა წარმოადგენს. საამისოდ კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა ღმერთის შესახებ მოკლე მიმოხილვის გაკეთება.
თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობა ასე თუ ისე მიხვდა იმას, რომ ეს მატერიალური სამყარო ქმნილებაა. რომლის შემქმნელსაც ღმერთის სახელით ვიცნობთ. თავისთავად მისახვედრია ისიც, რომ შემქმნელი თავის ქმნილებაში ვერ იქნება იმავე ნატურალური სახით, რომლითაც სინამდვილეში არსებობს. მაგრამ რადგანაც ქმნილების შემოქმედი იგია, ამიტომაც ეს სამყარო მისი ძალით განიგება დაახლოებით მსგავსაც იმისა, ფილმი რომ არის რეჟისორის შემოქმედება; და როგორც მას აქვს განაწილებული როლები ფილმის მონაწილეებს, გადასაღებ ადგილსა თუ საჭირო საგნებზე და თანაც ფილმის მსვლელობისათვისაც გათვლილი აქვს დრო; სწორედ მის მსგავსად არის ამ სამყაროს შემადგენელ ელემენტებზეც გადანაწილებული ღმერთის ძალაც და დროც; და ყოველივეს სათავისო დანიშნულება აქვს მინიჭებული. როგორც ფილმის სცენარი არის შედგენილი სიტყვიერი წინადადებების მეშვეობით, ასევე ამ სამყაროს პროგრამაც არის წარმოდგენილი მათემატიკური წესების საშუალებით და ადამიანის ტვინის აზროვნებით, იგი სიტყვებად ითარგმნება.
ვინც ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეცნობა, მან უკვე იცის იმის შესახებ, რომ ბიბლია ის წიგნია, რომელშიაც ეს პროგრამა წარმოდგენილია კანონთა სახით. ხოლო მისი კანონებად შედგენა და ადამიანურ სულში გონების პროგრამად ჩაწერა კი ქრისტეს დამსახურებაა მაშინ, როცა ის ცისკრის ანგელოზი იყო და სწორედ ამ მისიის შესრულებით გახდა გენეტიკური ნაყოფი, რომელსაც ჩვენ ედემელ (და არა დედამიწელ) ადამად ვიცნობთ. გონების პროგრამა არის მთავარი და განმგებელი ადამიანის არსებობისა!!! რაც შეეხება ღმერთის ძალას კი, იგი ადამიანში სულიწმიდის სახით მყოფობს და მისი არსებობა განპირობებულია სულის კოსმოსთან კავშირის შედეგად. მაგრამ რაც შეეხება ამ ძალის არსებობას და მის მაჩვენებლებს, ეს კი ინდივიდუალურია და ყოველ ადამიანს სათავისოდ განესაზღვრება იმისდა შესაბამისად, თუ რა ინდივიდუალური კოდის მემკვიდრეა პიროვნება და ამასთანავე რომელი მხარის მემკვიდრეობას (ცოდვისა თუ მადლის) ააქტიურებს იგი თავისი ცხოვრებისეული მოღვაწეობით. ამიტომ ადამიანმა ღმერთი თუ სადმე უნდა ეძიოს, შორს ნუ ეძებს მას, რადგან მისი პოვნას მხოლოდ თავისთავში სულიწმიდის ძალის არსებობითა და მისი გაზრდით შესძლებს; თანახმად კანონისა: „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არც იტყვიან: აგერ აქ არისო, ან აგერ იქ არისო. ვინაიდან აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 17-20,21). არც იმას დაგიფარავთ, რომ განსაკუთრებით ამჟამად უამრავი ადამიანია ისეთი, ვისშიაც სულიწმიდის ძალა არ მყოფობს. ვინაიდან მათი სულები იმდენად დამძიმებულნი არიან ცოდვების გამო, რომ კოსმოსთან კავშირი გაწყვეტილი აქვთ. ხოლო ასეთი ადამიანების სიცოცხლე კი იმ მცირერიცხოვანთა კოსმიური სასიცოცხლო ენერგიიდან წილის მიღებით არის განპირობებული, რომელი ენერგიის გაცემაც კანონით დადგენილია მათ სასჯელად ცოდვის ჩადენის წილ.
ახლა კი სწორედ იმ საკითხზე უნდა ვისაუბრო, თუ როგორ ხდება სულის კოსმოსთან კავშირის შენარჩუნება. როგორც უკვე განვაცხადე და მის შესახებ ახსნა-განმარტებანიც წარმოვადგინე, სული კოსმოსური ველის ის წილობრივი სახეობაა, რომლის მოზიდვის უნარიც შესწევს უცოდველ სხეულს; თანახმად სამყაროსეული დაყოფის კანონმდებლობიდან: „დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ყოველივე, დაჰყო ნაწილებად. საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმეები და ხელმწიფება თაობათა მიმართ“ (სიბრძნე ზირაქის 16-17). სულისა და სხეულის შერწყმით კი ხდება არსება ადამიანის შედგომა. რომლის არსებობაც საჭიროებს სულისა და სხეულის თანამშრომლობით ფუნქციონირების აუცილებლობას. ამ თანამშრომლობის საფუძველზე კი ორივე მათგანს სათავისო ვალდებულებანი აკისრიათ და თუ რა, ამის გასაგებად კი ცოტა ფართოდ აზროვნებაა საჭირო და გაანალიზება იმისა, რომ ადამიანის ბედისწერის ფაქტებად აღსრულებაში მთელი სამყარო იღებს მონაწილეობას. როგორ?! ჯერ ერთი თუნდაც იმით, რომ ადამიანის სასიცოცხლოდ აუცილებელი დედამიწური გარემო, მთელი სამყაროს მოწესრიგებული ფუნქციონირების შედეგია. რაც შეეხება უშუალოდ ადამიანის ბედისწერის ფაქტებად აღსრულებას, ესეც სწორედ მათი ფუნქციონირების ნაყოფია. ხოლო თავად ბედისწერის გეგმის შედგენა კი, იმ კანონების დაცვა-არ დაცვის საფუძველზე შედგენილი განაჩენით ხდება, რომელ კანონებსაც პიროვნება თავისი ნებით დაიცავს ან არ დაიცავს.
მაშასადამე ღმერთისაგან წყალობის მისაღებად, საჭიროა სულსა და კოსმოსს შორის მყარი კავშირის დარეგულირება. რისი მიღწევაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი სულის მობრუნება ადამიანის სხეულში იქნება შეუფერხებელი და სრულფასოვანი. შეუფერხებლობაში იგულისხმება სულის ბრუნვითი მოძრაობა, რომელიც ძილის მდგომარეობის დროს ხდება. სრულფასოვნებაში კი, მისი შემობრუნება სამივე შრით. ხოლო საიმისოდ, რომ სულის ბრუნვის დროს წარმოშობილი იმპულსები კოსსმოსს მისწვდეს, საჭიროა ბრუნვის ტრაექტორიისა და სიჩქარის სათანადო დონე. რისი მიღწევაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი აზროვნება პროგრამა გონებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. რაც რომ შესაძლებელი იყოს, ამისათვის კი საჭიროა აზროვნების პატრონი ღმერთის მიერ დადგენილ კანონებში კარგადაც ერკვეოდეს და ამასთანავე იცავდეს მათ. იმასაც დავძენ, რომ ასეთი პიროვნების ორგანიზმი იქნება სრულიად ჯანმრთელი. რადგან ესეც აუცილებელი პირობაა საიმისოდ, რომ ხდებოდეს ტვინის მომარაგება ჟანგბადით მდიდარი სისხლით. ვინაიდან მხოლოდ მისი საშუალებით ხდება სისხლში შემავალი მეტალების ჟანგვა. რაც აუცილებლობაა იმ ენერგიის წარმოსაშობად, რომელიც უზრუნველჰყოფს სულის სამივე შრის შეუფერხებელ ბრუნვას ორგანიზმში.
მაშასადამე საიმისოდ, რომ ადამიანის ცხოვრება ღვთის წყალობის მიღებით წარიმართოს, საჭიროა: ღმერთის მიერ დაწესებულ კანონების ( რომელთაც ჩვენ ბიბლიის სიბრძნეებად ვიცნობთ) ცოდნა, მათში კარგად გარკვევა და მათი უპირობოდ დაცვა. ყოველივე ამის შედეგად კი ადამიანში იარსებებს ნამდვილი სიყვარულის გრძნობა და მისი გრძნობებიც კეთილი გახდება; კეთილმეტყველებით მოუბარი იქნება და დაჯილდოებული სიჯანსაღით. აი, მხოლოდ ასეთ ადამიანს შესწევს უნარი ისეთი ძალის გამომუშავებისა, რომ მისი სული კოსმოსთან კავშირს არ სწყვეტდეს. რასაც ჩვენ ადამიანის ღმერთთან კავშირს ვუწოდებთ.
რაც შეეხება იმ ფაქტორს, რასაც აზროვნებისა და გონების თანამშრომლობა ჰქვია. მოგეხსენებათ, რომ აზრი სიტყვებისაგან შედგება; სიტყვები – ბგერებისაგან; ბგერები კი ხმისაგან წარმოიშობიან. ხოლო ხმა კი ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოშობილი ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღაა, რომელიც გარემოში ბგერებად განიბნევა. აზროვნებისათვის ეს გარემო ორგანიზმია და ამიტომაც მხოლოდ ადამიანებს შორის კავშირის დასამყარებელი ძალით არის აღჭურვილი. მაგრამ გონებისათვის კი ეს გარემო მთელი სამყაროა და აზროვნებაც რა ზომით დაამყარებს მასთან კონტაქტს, მისი პატრონიც სამყაროს იმ შესაბამისი ნაწილის აღმქმელი ხდება. მაშასადამე აზრი – ეს ენერგიაა. რომელსაც მიმართულებაც აქვს და ტრაექტორიაც შემოსაზღვრული. ხოლო მისი გამატერიალება, ანუ ბედისწერის გეგმის ფაქტებად აღსრულება თუ როგორ ხდება, ამის ფორმულას კი ალბერტ აინშტაინმა მიაგნო და ის შემდეგია: E=mc² ანუ ენერგია = სხეულის მასა X სინათლის გავრცელების სიჩქარის კვადრატზე. საიდანაც სხეულის მასა = ენერგია : სინათლის გავრცელების სიჩქარის კვადრატზე.
ახლა კი ის მდგომარეობა მინდა ავღწერო, რომელშიაც იქნება ის ადამიანი, რომლის სულიც კოსმოსთან კავშირშია. მას კი ორგანიზმის მშვიდ, აუღელვებელ და გაწონასწორებულ მდგომარეობაში ყოფნა ჰქვია. დიახ, სიმშვიდის ზღვარი!!! ეს არის მთავარი მაჩვენებელი იმისა, ადამიანის ბედისწერა ღვთის წყალობის მომკას დაიმსახურებს თუ ღვთის რისხვისას. სიმშვიდის ზღვარი ღმერთმა ადამიანს დაუდგინა ნორმად 70/30-ზე – კეთილი სულიერი თვისებების უპირატესობით. „რადგანაც ხორცს სულის საპირისპიროდ სურს და სულს – ხორცის საპირისპიროდ“ (გალატელთა 5-17). ამიტომ თუკი დადგენილი ნორმა ირღვევა სხეულის მოთხოვნილებების ზრდის მხარეს, მაშინ ორგანიზმის სიმშვიდის ზონა ირღვევა და მღელვარებაში გადადის. რაც მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს მასში და ჩასახავს შიშს. ხოლო საბოლოოდ კი ახდენს გრძნობების გადაგვარებას ბოროტების მიმართულებით. ამის გამო თავისთავად მოსალოდნელია სულისა და კოსმოსის კავშირის დარღვევა. რაც აისახება იმ უსიამოვნებებში, რომელიც სიმშვიდის ზღვარის მრისხანებისკენ გადაწევის პარალელურად მაღლა იწევს და თანდათან უბედურებებში გადადის. ხოლო რაც შეეხება აზროვნებას, მისი მიმართულება კი უკვე გონებისას აცდენილია და მის საპირისპირო მხარეს მიემართება. სწორედ ეს მაჩვენებელი არის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი. რომლის დონის მასშტაბსა და კატეგორიის სიმძიმეს განსაზღვრავს ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა სიმრავლე.
ვინაიდან და რადგანაც უკვე ის მომენტი დგას, რომ მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ ხსენებულ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ პირდაპირ და მოკლედ ვიტყვი სათქმელს. ცხადია, რომ ეს მისია ქართულ ენაზე მეტყველ იმ პიროვნებებს ეხებათ, რომელთაც ბიბლიამ მადლით ამორჩეული ნატამალი უწოდა. თუ რომელიმე მათგანი არის ჩემგან გამოქვეყნებული ინფორმაციის მკითხველი, მათ უკვე იციან ამის შესახებ. მაგრამ ვინც არ გასცნობია მათ, მათ საყურადღებოდ მოკლე ცნობებს გადმოვცემ იმის თაობაზე, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს ქრისტეობის ფენომენი.
როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სამყაროს შემქმნელი ღმერთი აქ იმ სახით არ არის, როგორი ნატურითაც სინამდვილეში არსებობს. მაგრამ ეს სამყარო მისი გონის ძალით განიგება. როცა ის ამ სამყაროს შექმნის პროექტზე მუშაობდა, მასთან იყო ის, რომლის ფენომენსაც ჩვენ ქრისტეობად ვიცნობთ და ცხადია, რომ იქ ის არც ანგელოზი იყო, არც უცხოპლანეტელი და არც ადამიანი. ხოლო თუ როგორი იყო, ამას ისევე ვერ აღვიქვამთ, როგორც ღმერთის სახეს. მთავარი რაც არის, არის ის, რომ მის იქაურ აზროვნებას წარმოადგენს ის გონება, რომელიც ანგელოზებს აქ აქვთ მინიჭებული. ამიტომაც ისიც ამ სამყაროში ასევე ვერ იქნება იმ ნატურით, როგორიც იქ არის. მაგრამ ამ სამყაროში მისი აზროვნებაა გონების პროგრამად დაფიქსირებული და იმიტომ, რომ იგი უკვე გამოიცადა იქ, შემოწმდა და მოწონებული იქნა ღმერთის მიერ; როგორც ამას ბიბლიაც აცხადებს: „გაისმა ხმა ციდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3-22). ამიტომაც ქრისტე ამ სამყაროში ჯერ ცისკრის ანგელოზის სახით მოვიდა, შემდეგ თავი ედემელ ადამად გარდაისახა და ამის შემდეგ კი ადამიანად. ცხადია ვგულისხმობ გონების პროგრამას, რომელიც ადამიანის სულის პროგრამაა და რომელიც განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლის არსებობას. ხოლო ყოველივე ეს კი მან შეასრულა იმ გენეტიკური პროგრამის ბაზაზე, რომელიც ღმერთმა დაადგინა ამ სამყაროსათვის და დააფუძნა ხმის ძალაზე. ამიტომაც ქრისტემ ყოველივე ეს შესძლო სიტყვების მეშვეობით.
რაც შეეხება ადამიანთა მოდგმისათვის აზროვნების ევოლუციური განვითარების პროგრამას, მას საკაცობრიო გენეტიკის პროგრამა ჰქვია და დედამიწაზე დასაბამს იღებს ადამ და ევას ისტორიით. როგორც ბიბლიით არის ცნობილი, იმ დროინდელ და წარღვნის შემდგომ ადამიანებს შორის დიდი განსხვავებაა. მართალია ამ სხვაობებზე დაწვრილებითი ცნობები არ არის შემონახული და აღწერილი ბიბლიაში. მაგრამ ის ცნობა, რომლითაც ის იტყობინება, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლიობა 1000 წლამდეც ადიოდა, ხოლო შემდეგ კი ღმერთმა ადამიანს სასიცოცხლო ვადად 120 წელი დაუდგინა (დაბადება 6-3); იმის მიხვედრის საშუალებას იძლევა, რომ სწორედ გონების პროგრამის მეშვეობით მოხდა ყოველივე ეს. რაც ცხადია, რომ მისი შემდგენის გარეშე ვერ მოხდებოდა და არც მომხდარა! აქვე იმასაც დავძენ, რომ გონების მეშვეობით განგება ადამიანის სიცოცხლისა იმას ნიშნავს, რომ სწორედ მისი პარამეტრებით განიკარგება ორგანიზმში ყოველივე და რომ წარღვნამდელი ადამიანი ძალიან განსხვავდებოდა თავისი შესაძლებლობებით (როგორც ფიზიკური, ისე გონებრივით) შემდგომი პერიოდის ადამიანებისაგან.
ახლა კი იმ ცვლილებებზე მოგახსენებთ, რომელიც გონების პროგრამაში კეთდებოდა საიმისოდ, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა არ შეწყვეტილიყო და ბოლო ჟამამდე მიეღწია; რათა ნაყოფი „გონიერი ადამიანი“ ყოფილიყო მიღებული. ყოველივეს მოკლედ წარმოდგენა კი მხოლოდ ამ სახით შემიძლია:
პირველი ჩანაწერი, რომელიც აზროვნებას დაედო სათაურად საიმისოდ, რომ გონებასთან ეთანამშრომლა და რომლის გარეშე სიცოცხლე ვერ შენარჩუნდებოდა, იყო ასეთი: „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“. შემდეგ ცოდვათა სიმრავლის გამო კატასტროფის ასაცილებლად, უკვე ადამიანის სახით მოხდა ქრისტეს მოვლინება. ვინაიდან ადამიანებმა სული ისე დაიმდაბლეს, რომ ედემიდან ანუ მარსიდან ვეღარ ხერხდებოდა გონების პროგრამის გააქტიურება. რაც აღსრულდა ქრისტეს სულის მიმღები იესოს სისხლის მეშვეობით და იგი გახდა ყოველი ახალშობილის საყოველთაო მარადიული ნათლია. რის შედეგადაც გონების ჩანაწერი გახდა ასეთი: „ადიდეთ უფალი უკუნისამდე“. ხოლო ამჟამად კი კვლავ დადგა კაცობრიობა კატასტროფის წინაშე და ღმერთმა ისევ მოავლინა ადამიანში ქრისტეს სული და მანაც გონებაში გააკეთა შემდეგი ჩანაწერი: „დიდება უფალო უკუნისამდე“ (იხ. წიგნი „სიბრძნის გაკვეთილები“ გვ.148). ეს პროცესი განხორციელდა 2008 წლის ნოემბერში. ხოლო მას შემდეგ კი ეს ადამიანი ეწევა იმ სამუშაოს, რაც საჭიროა საიმისოდ, რომ კაცობრიობამ არსებობა არ შეწყვიტოს და საკაცობრიო გენეტიკამაც ნაყოფი გამოიღოს.
რაც შეეხება იმას, თუ რა დანიშნულება აქვს ლოცვას და იმათ, ვინც ღმერთმა მადლით ამორჩეულ ნატამალად შერაცხა (რომაელთა 11-5) და ამჟამად ეს მიმართვა ეხებათ ჯერ იმათ, ვინც ამათგან ქართულ ენაზე მეტყველებს – უკვე დადგა დრო იმისა, რომ თქვენი მისიის აღსრულებას შეუდგეთ და ამას რომ შეასრულებთ, ეს ვიცი!!! ლოცვა ისეთი აზრია, რომელსაც შესწევს ძალა აზროვნების მიმართულება გონებისაკენ წარმართოს. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუკი ლოცვას ის ადამიანი წარმოთქვამს, რომელშიაც სიყვარულის გრძნობა არ ჩამქრალა და მისი ადგილი ეგოიზმს არ დაუკავებია. სწორედ ასეთი პიროვნებები არიან ისინი, რომელთაც ღმერთმა მადლით ამორჩეული ნატამალი უწოდა. რა ევალება მათ? ახლავე გაცნობებთ მის შესახებ და მოკლედ ვიტყვი ყოველივეს. ბიბლია იტყობინება, რომ „ღვთის სასუფეველი მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს“ (მათე 21-43). ამის აღსასრულებლად კი საჭიროა იმ ლოცვით ლოცვა, რაზედაც ბიბლია აცხადებს, რომ ის არის „ღვთის სიტყვა“ (გამოცხადება 19-11,12,13). რისი თარგმანიც შემდეგია: „დიდება ღმერთო უფალო უკუნითი უკუნისამდე. ამინ! მადლიერი ვარ უფალო, მადლი ერი. ამინ!“. ამ ლოცვის გამეორება უნდა მოხდეს ყოველდღე იმდენჯერ, რამდენის შემძლეობაც გექნებათ. მხოლოდ მას ძალუძს ის, რომ აზროვნება ღმერთის მხარეს მიაბრუნოს. რათა აღსრულდეს კანონი: „ჩემს ჭეშმარიტ მორწმუნეებზე მოვაფენ იმ დღღეებში ჩემი სულისაგან და აწინასწარმეტყველდებიან. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და და ნიშნებს დაბლა მიწაზე. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება“ (საქმეები 2/17). დანარჩენს კი თავად მიხვდებით, რადგან ამოქმედდება კანონი: „ცხებულება ვინც მიიღო ქრისტესაგან, მათშია. ამიტომ არავისგან სწავლა არ დასჭირდებათ. რადგან ქრისტესმიერი ცხებულება მიახვედრებთ მათ, როგორც უნდა მოიქცნენ“ (I იოანე 2-27). ეს კი იგივე ქრისტესმიერი მადლია და იმდენად უდიდესი ძალაა, რომლის წარმოდგენაც ახლა არცერთ თქვენგანს არ შეგიძლიათ და მხოლოდ მაშინ დაინახავთ, როცა ნაყოფს გამოიღებს. მისი ნაყოფი კი მხოლოდ კეთილია და ძალიან, ძალიან სჭირდება დღეს კაცობრიობას საიმისოდ, რომ გადარჩეს.