გაზიარება

თქვენი დროც მოვიდა


მოგეხსენებათ, რომ ბიბლია არის იმ კანონების მომცველი წიგნი, რომელიც ღმერთმა ადამიანთა მოდგმას დაუწესა სასიცოცხლოდ აუცილებელ კანონმდებლობად. რაც ცხადია იმას ნიშნავს, რომ ადამიანთა ბედისწერის შედგენა ამ კანონთა დაცვა-არ დაცვის მიხედვით დგება. წარმოდგენილ ინფორმაციას ადასტურებს ბიბლია: „ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, ანდა ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება“ (მათე 5-18).
ვინაიდან ადამიანის ბედისწერის განხორციელება სრულდება სამყარულ ძალთა ქმედებების მიერ, ამიტომაც დაწესებული კანონები გამომდინარეა სამყაროს კანონზომიერებათა კანონმდებლობიდან. რაც თავისთავად ცხადია, რომ არეგულირებს ამ კანონის მოქმედებასაც: „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1).
რამეთუ ადამიანი არის შექმნილი გონიერ არსებად. ხოლო გონიერება კი იმას გულისხმობს, რომ მას გონებაში აქვს ჩაწერილი ეს კანონმდებლობა და აზროვნებით კი უნდა მისწვდეს მას საიმისოდ, რომ საქმით უზრუნველყოს მათი დაცვა. თუკი ადამიანი ასე იქცევა, მაშინ მას გონიერის სტატუსის წოდება ენიჭება ღმერთის მიერ დაწესებული საზომების შეფასებით და ამიტომაც შესწევს უნარი იმისა, რომ აწმყოში არსებულ ნიშანთა ფონზე, მომავალი განჭვრეტოს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ყოველთვის იყვნენ და ამჟამად კი ძალზედ მომრავლებულნი არიან ისეთი პიროვნებები, რომელნიც იბრალებენ წინასწარმეტყველობას, ატყუებენ ხალხს და ამის საშუალებით ფულს სძალავენ მათ. რაც შეეხება მათ მიერ ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს, ცხადია მათგან რაღაც ნაწილი მართლაც შესრულდება. თუმცა უფრო მეტი წილი კი არა. რაც შეეხება იმ უნარს, რითაც ისინი აღწევენ ადამიანთა დაჯერებას იმის თაობაზე, რომ ისინი ე.წ. ნათელმხილველნი არიან; ამის ძალას ისინი სატანური ძალისაგან იღებენ იმ გზით, რომ შესწევთ უნარი დაგიპნოზებისა. რისი მეშვეობითაც ახდენენ შეღწევას მათ მრწმუნებელთა ცნობიერებაში. ხოლო რაც შეეხება ნამდვილ წინასწარმეტყველს, რომელსაც ეს ნიჭი ღვთიური ძალით აქვს ბოძებული, მისი წინასწარმეტყველება განპირობებული არის კანონთა გათვლის საფუძველზე; და თუ რომელი კანონები არიან მიღწეული გააქტიურების ფაზას, ამის მიხვედრას კი იმ ნიშანთა ამოცნობით ახერხებს, რომელნიც ბიბლიაში გადმოცემულია აღსრულების მოვლენის წინმსწრებ ნიშნებად. ამიტომაც ასეთი წინასწარმეტყველება სრულად აღსრულებადია და მისი განმცხადებელიც ინფორმაციას ფულზე კი არ ჰყიდის, არამედ ცოდნას აცხადებს იმ გამოსავალის საპოვნელად, რამეთუ თუკი რამ უბედურება არის მოსალოდნელი, მისგან თავის დახსნა გახდეს შესაძლებელი. ამასთანავე გაცნობებთ იმასაც, რომ ამ ინფორმაციას თავადვე ის გიცხადებთ, ვისაც ხელთეწიფება სახეზე მყოფ ნიშანთა ფონზე მომავლის განჭვრეტა. რისი შემოწმებაც ყოველ მსურველს შეუძლია. რადგან გამოქვეყნებულ მასალას, ყველას თარიღი აწერია და თანაც წინასწარმეტყველებებს ის ცოდნაც თან ახლავს, რომლის მითითებებით მოქმედებაც არის ერთადერთი საშუალება იმისა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნას ნაპოვნი.
ახლა კი იმ მოახლოებული მოვლენის აღსრულების შესახებ უნდა მოგახსენოთ, რომელზეც ბიბლია აკეთებს ასეთ მიმართვას: „შვიდგზის ვაი თქვენ“ და მას წარმოადგენს შემდეგ კანონთა სახით:
„ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო! თვალთმაქცნო, ადამიანთა წინაშე ცათა სასუფეველს რომ კეტავთ. რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ.
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო! ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო! თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე და როცა კი მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით მას; საკუთარ თავზე ორჯერ მეტად.
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო! თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში: განკითხვა, წყალობა და რწმენა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ. ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო!
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო! რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით. ბრმა ფარისეველნო! ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სამოსი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო! თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ. რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნიდან კი სავსეა მკვდრებთა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართლები სჩანხართ ადამიანთა წინაშე. შიგნით კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო! თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს. ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარე წინასწარმეტყველთა სისხლშიო. ამრიგად საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო. იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?!
ამიტომაც უფალი მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობარებს და თქვენ კი მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ. ზოგს კი გაშოლტავთ და განდევნით ქალაქიდან ქალაქში. გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დანთხეული“ (მათე 23-13/35).
როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ეს მიმართვა ეხება რელიგიასა და მეცნიერებას. რომელნიც მთავარი საყრდენი არიან იმისა, რა უბედურებებსაც იმკის კაცობრიობა და რისმა მასშტაბებმაც უკვე იმ დონეს მიაღწია, რომ ადამიანთა მოდგმის არსებობას საფრთხე შეუქმნა. ეს კი ღმერთს არ დაუშვია!!! ამიტომაც მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მან დედამიწაზე კვლავ მოავლინა თავისი შვილი. რამეთუ ადამიანები აღჭურვოს იმ საჭირო ცოდნით, რომლის ხელმძღვანელობის გარეშეც ვერავინ გადაურჩება იმ მოვლენას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს კაცობრიობის თავს და მას ბიბლიურად „არმაგედონი“ ჰქვია.
სრულიად მსოფლიოს საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ „არმაგედონის“ მოვლენა საყოველთაო საკაცობრიო განკითხვას გულისხმობს. როცა ცოდვათა კატეგორიების მიხედვით ხდება შეკრება მის ჩამდენ პირთათვის განსაზღვრულ ადგილზე და ხდება განაჩენის აღსრულება (გამოცხადება 16-16,17). კაცობრიობის მიერ მომკილი უბედურებების მასშტაბები კი რომ უფრო და უფრო იზრდება, ამის დამნახავიც უკვე ყველაა. რაც თავისთავად იძულებულს ხდის ადამიანებს გააცნობიერონ ის, რომ გამოსავალის პოვნას ისინი ვერ შესძლებენ ღმერთის დახმარების გარეშე. ამიტომ ღმერთის ძიება დაიწყეს იმათაც კი, ვისაც ადრე მისი არსებობისაც კი არ სჯეროდა. თუმც აი სწორედ აქ წააწყდა მოსახლეობა იმ წინაღობას, რასაც გადამწყვეტი როლის მისია აქვს დაკისრებული მათ ბედისწერაში. რადგან ეხება იმ ნამდვილი გზის პოვნას, რომლითაც მათ უნდა აღადგინონ ის კავშირი ღმერთთან, რისი დარღვევაც ადამიანთა უგუნურების გამო მოხდა. რაც შეეხება ხსენებულ წინაღობას, ცხადია მას რელიგიები და რელიგიური სახეობის დაჯგუფებები წარმოადგენენ. რადგანაც მათ მიერ ხდება მოსახლეობისათვის ბიბლიით გადმოცემულ კანონთა არასწორად ახსნა-განმარტებანი. რის ნიადაგზეც ადამიანთა რწმენა განიცდის ცვლილებას არასწორი მიმართულებისაკენ. რაც იძლევა იმ მძიმე შედეგთ, როგორიცაა განწყობის არასწორად ორიენტირება და ადამიანურ გრძნობათა გაუკუღმართება. ხოლო ასეთ ადამიანთა ნაფიქრიცა და ნამოქმედარიც კი იმ სახეობრივია, რომელიც იმსახურებს ღვთის რისხვის მომკას. რისი ფაქტობრივი მტკიცებულებაც უკვე მსოფლიო მასშტაბის დონეზე არის მისული და ყველასათვის მისაწვდომად თვალსაჩინოცაა.
ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება საჭიროდ აღარ მიმაჩნია, რადგან დედამიწაზე არსებული მდგომარეობა თავად მეტყველებს მასზე და იძლევა იმის მიხვედრის საშუალებასაც, რომ სასწრაფოდ გამოსავალი უნდა იქნას ნაპოვნი!!! ამასთანავე უკვე ისიც მისახვედრია, რომ ადამიანური აზროვნებით მოფიქრებულით ამის მიღწევა ვერ მოხერხდება!!! ამიტომაც ადამიანის მოდგმის შემქმნელმა მათ გამოუგზავნა დახმარება. მაგრამ კაცობრიობა ვერ აღმოჩნდა მისი მიმღეობის შემძლე. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ დახმარების მიღების გარეშე, კაცობრიობა ვერ გადარჩება!!! ამიტომ უფრო დავაკონკრეტებ სათქმელს:
საქმე ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლის საკითხს. რაზედაც მსოფლიო მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა რელიგიებმა. რაც შეეხება არაქრისტიანულ რელიგიებს, მათი მიმღები მოსახლეობა ისედაც არც სცნობს ქრისტეს. ხოლო ქრისტიანულმა რელიგიებმა კი უარესი რამ ჩაიდინეს. მათ არასწორად განუმარტეს ხალხს ქრისტეს ფენომენი და მისგან კულტი შექმნეს. ამიტომაც დააჯერებიეს ის, რომ მისი მეორედ მოსვლა უხილავი სახით მოხდებოდა და მოსახლეობას ცრუ ინფორმაციით მოძღვრავენ მადლის მიღების თაობაზე.
უპირველეს ყოვლისა ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ არანაირი ქმედება თავისით არ ხდება. რადგან ქმედების გამოწვევა უმიზეზოდ არ ხდება. ხოლო მიზეზის წარმოშობას კი ჯერ საფუძვლის ჩაყრა სჭირდება. როგორ უნდა წარმოიშვას მადლის მოზიდვის მიზეზები იმ ადამიანებში, რომელშიაც ჭეშმარიტი სიყვარული ეგოიზმს აქვს ჩანაცვლებული?! ნურავინ ეცდება თავის მოტყუებას იმით, რომ მათში სიყვარული მძლავრობს!!! თუ ასეა, მაშინ ჩაიხედეთ თქვენს გულში და პასუხი გაეცით ამ კითხვებს: თქვენი ყველა მოქმედების საფუძველი უანგარობაა? არავის ჭორავთ, ანდა თუნდაც არასოდეს დაგიჯერებიათ ჭორი და გიამბნიათ ვინმესთვის? არავისი გშურთ? რაცა გაქვთ, შეგიძლიათ ნახევარი მას მისცეთ, ვისაც ის არა აქვს? არავისზე აუგი არ გითქვამთ? არავინ განგისჯიათ? არავინ დაგიჩაგრავთ? უსამართლობისათვის თვალი არ აგირიდებიათ? სიმართლე არ დაგიმალავთ? ცრუს ყოველთვის ამხელთ? არასდროს გითქვამთ ტყუილი? თქვენს თვალში მოწიწებას ვინ იმსახურებს კარგად ჩაცმულ-დახურული მდიდარი თუ საწყალი ღარიბი? ასეთი მსგავსი ქმედებებისა და იმისიც, რასაც არასწორი ცოდნით ინფორმირებულობის გამო სჩადიან ადამიანები, ძალიან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. ამიტომაც ის, რომ სულიწმიდა შემოვიდეს ასეთ ადამიანებში, ეს არ მოხდება!!! რადგან საამისოდ მათ სათანადო საკმაოდ ბევრი ნაბიჯი უნდა გადადგან. რომელსაც ის ცოდნა სჭირდება, რომლის მათთვის მოსაწოდებლადაც მოავლინა ღმერთმა ქრისტე მეორედ. ხოლო თუ ეს მოვლინება ადამიანის სახით არ მოხდებოდა, მაშინ როგორ შეიცნობდა საზოგადოება იმ ცოდნას პირდაპირი სახით, რაც იესომ იგავებით გადმოსცა?! ამაზე ხომ თავადაც განაცხადა, რომ მოვიდოდა დრო, როცა ის პირდაპირ აუწყებდა მოსახლეობას ღმერთის შესახებ; თანახმად კანონისა: „დადგება დრო, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ“ (იოანე 16-25).
რაც შეეხება იმას, რომ ქრისტე მეორედ ადამიანის სახით უნდა მოვიდეს, ამის თაობაზე არაერთი განაცხადია ბიბლიაში. მაგრამ სანამ მათ გაცნობებდეთ, მანამ მინდა აღვნიშნო იმ ფაქტის შესახებ, რასაც „ახალი აღთქმით“ რჯულის კანონმდებლობის შეცვლა ჰქვია. რომელიც მოხდა არა რჯულის გასაუქმებლად, არამედ მის განსამტკიცებლად. როგორც ამას თავად ბიბლიაც ამოწმებს: „ რომ ახალი აღთქმით რჯული კი არ უქმდება, არამედ განმტკიცდება იგი“ (რომაელთა 3-31). რაც გამოიხატა რიგ ცვლილებებში, რომელთაც აქ არ აღვნიშნავ. ვინაიდან მასზე ცოდნა უკვე წარმოდგენილი მაქვს. აქ კი მოგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ „ახალი აღთქმა“ აღარ შეცვლილა!!! რაც იმას ნიშნავს, რომ მისით წარმოდგენილი კანონების მოქმედება მხოლოდ იმ დროს კი არ ეხება, როცა ისინი დაიწერა, არამედ ეხება კაცობრიობის შემდგომ პერიოდსაც და მასში დღევანდელობაც შედის!!! ვნახოთ რას იუწყება თავად იესო მეორედ მოსვლის თაობაზე: „თუკი არ წავედი, ნუგეშისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. როცა ის მოვა, ამხილებს სოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს და მომავალს გაუწყებთ თქვენ“ (იოანე 16-7/13). „ქრისტემ ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა. ხოლო მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისგან განსაწმენდლად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28) და ისიც, რომ „კვლავ მოსული ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე“ (რომაელთა 6-9). რაც პირდაპირი მტკიცებულებაა მისი ხორციელად მოსვლისა. რადგანაც სული უკვდავია. ამასთანავე არის ასეთი კანონიც: „ვინც აღიარებს ხორციელად მოსულ ქრისტეს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი, რომელიც არ აღიარებს ხორციელი სახით მოსულ ქრისტეს, ღვთისაგან არ არის! არამედ მასში ანტიქრისტეს სულია“ (I იოანე 4-2,3). როგორც გითხარით, ახალი აღთქმის კანონმდებლობა მოქმედებს დღესაც და ვინმეს შეუძლია კი იმის მტკიცებულება წარმოადგინოს, რომ ამ კანონმა უნდა იმოქმედოს მხოლოდ ქრისტეს პირველ მოსვლაზე და მეორეზე კი არა?! ცხადია, ასეთ მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს იმიტომ, რომ ეს ღმერთს არ დაუდგენია!!! მან ქრისტე მეორედაც ისევე მოავლინა ადამიანის სახით, როგორც ეს იესოს შემთხვევაში გააკეთა. მაგრამ თუ მოსახლეობა მას ვერ სცნობს და არ იღებს, ეს უკვე მათი პრობლემაა და ხედავთ კიდეც იმ შედეგს, რასაც იღებენ მის სანაცვლოდ. ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც მეორედ მოსვლის საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა და დააჯერა, რომ ხორციელი სახით არ მოხდებოდა ქრისტეს მოსვლა; როგორც ხედავთ, ბიბლია მათზე იუწყება იმას, რომ მათში ანტიქრისტეს სულია. რომელზეც ბიბლია იუწყებოდა, რომ უნდა მოსულიყო ბოლო ჟამს და რომელიც დღეს რელიგიაში ჰყავთ გაბატონებული და თაყვანსაც სცემენ კიდეც. თუმცა ისიც უნდა იცოდეს ყველამ, რომ რაც სინამდვილეა, მის წინააღმდეგ უძლურია ყოველი და რადგანაც კანონი ამბობს, რომ „ქრისტე მოდის რჯულისა და წინასწარმეტყველებათა აღსასრულებლად“ (მათე 5-17); ამიტომაც მოხდა კიდეც ის, რომ მეორედ მოსულმა ქრისტემ უკვე შეასრულა ის მისიური როლი, რასაც ბიბლია უწოდებს „ბაგეთა სულით ანტიქრისტეს განადგურებას“ (II თესალონიკელთა 2-7,8). რომელ მოვლენაზეც უკვე გაცნობეთ, რომ მას „განდგომილება“ ჰქვია (II თესალონიკელთა 2-3) და რის საფუძველზეც რელიგიის ძალისხმევით გახსნილი ის ცოდვილი მემკვიდრეობის კარი, რომელიც იესო ნაზარეველმა თავისი სისხლით წმიდაში შესვლით გადაკეტა; ამჟამად მეორედ მოსულმა, წმიდაში სიტყვის ძალით შესვლით გადაკეტა. ამ ორ მოვლენას შორის კი არის სხვაობა და ის ასეთია: პირველის შედეგი სრულიად საკაცობრიო დონეზე ვრცელდებოდა. ხოლო მეორესი კი – მხოლოდ მის ნამდვილად მომლოდინეთა ხსნის შემძლეობის უფლების მომცველი არის. რადგანაც დაფუძნებულია მხილებული ჭეშმარიტების შეცნობის საძირკველზე.
„ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი ცრუ. ხოლო თუ ადამიანთა უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის?! განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? არამც და არამც! სხვაგვარად როგორ განიკითხოს ღმერთმა სოფელი?!“ (რომაელთა 3-4/6).