გაზიარება

ვისი რა ბრალია


„უსამართლოა ეს ცხოვრება“, „ღმერთი რომ არსებობდეს, განა ამდენი უსამართლობა იქნებოდა ქვეყნად?!“, „ღმერთო როგორ უშვებ ბავშვების სიკვდილს?“ და მსგავსი შინაარსის უამრავი საყვედური მომისმენია ხალხისაგან არცთუისე იშვიათად. ჩივიან ადამიანები იმ უბედურებათა გამო, რაც ხდება და ვერ გარკვეულან იმაში, თუ რატომ კვდება მართალი მაშინ, როცა ბოროტეულნი ცოცხლობენ? რატომ იღუპებიან ბავშვები და ან რატომ ავადდებიან მძიმე სენით? რატომ არის პატიოსანი ადამიანი, საწყალი და დაჩაგრული და უპატიოსნო გაიძვერა კი დაფასებული საზოგადოებისაგან იმ სიმდიდრის გამო, რაც მათ უსინდისობით აქვთ მოპოვებული? ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია: რომ სიკვდილიც, ავადმყოფობაცა და დაუფასებლობაში ყოფნაც, ღმერთისაგან დაწესებული სასჯელებია ცოდვებზე მისაგებად?! მაშინ რა ხდება?! რატომ აქვს ადგილი ამდენ ასეთ შეუსაბამობას?! ნუთუ მართლაც უსამართლო განსჯას ექვემდებარება ამქვეყნიური განგება?! არამც და არამც! ეს ასე არ არის! რამეთუ უსამართლობით რომ განიგებოდეს ქვეყანა, მაშინ ვერც კაცობრიობა შესძლებდა არსებობას, ვეღარც ასეთად მოწყობილი დედამიწური გარემო იარსებებდა და ვერც ეს მატერიალური სამყარო შესძლებდა ფუნქციონირებას ისე მოწესრიგებულად, როგორადაც ის ამას ასრულებს. ვინაიდან იმ მოწესრიგებულ ჰარმონიას, რასაც მატერიალურ სამყაროში აქვს ადგილი, სამყარული კანონზომიერებანი ჰქვია და განისაზღვრება სიმართლითა და სამართლიანად განგებაზე დაფუძნებული კანონების ზედმიწევნით ზუსტად შესრულებით. რასაც ემორჩილება სრულიად სამყარული შემადგენლობა და კანონიერი დადგენილების გარეშე, ერთი წერტილიც კი ვერ შეირხევა. მაშინ რასთან გვაქვს საქმე?! რატომ სჩანს ყველაფერი სხვაგვარად, ვიდრე სინამდვილეშია?! ცხადია ყოველივე ამას აქვს თავისი ჭეშმარიტი ახსნა და სწორედ მის შესახებ უნდა ვისაუბრო ახლა. რამეთუ დადგა დრო იმისა, რომ ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი ეწოდოს.
საყოველთაოდ ცნობილია ის, რომ შემქმნელისაგან ბოძებული თავისუფალი ნება ადამიანთა მოდგმამ ისე გამოიყენა, რომ ცოდვების ჩადენაზე არ უთქვამს უარი. ზოგი ამას შეგნებით აკეთებდა და ზოგიც შეუგნებლად. თუმცა ბედისწერისათვის იმას მნიშვნელობა არა აქვს ცოდვა შეგნებულად არის ჩადენილი თუ შეუგნებლად, რადგან მასზე მისაგებელი ერთია და მას სასჯელი ჰქვია. მაგრამ ამას მნიშვნელობა აქვს ადამიანთათვის. რადგან ის, ვინც შეუგნებლად სჩადის ცოდვას, დიდი ალბათობით არ ჩაიდენდა მას, რომ იცოდეს სცოდავს. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანმა კარგად იცოდეს, რა არის უფლის მიერ დაწესებული სიმართლედ და რა კიდევ სიცრუედ. სწორედ ეს არ უნდოდა სატანას და ამიტომაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ტყუილ-მართალი ერთმანეთში აერია და სიმართლედ შეეტყუებია ადამიანთათვის. თავისთავად ცხადია, რომ იგი ამის მიღწევას ვერ მოახერხებდა იმ სამი მთავარი ინსტიტუტის ძალისხმევის გარეშე, რომელნიც შემდეგია: რელიგია, მეცნიერება და პოლიტიკა. რელიგიამ შექმნა ადათ-წესები, მეცნიერებამ – მეცნიერული კანონები და პოლიტიკამ კი – კონსტიტუციური სამართალი. ამ წესებით იზრდებოდნენ თაობები და სინამდვილეში თუ რა იყო ნამდვილი სიმართლე და სამართალი, ან რა წეს-ვალდებულებანი ეკისრებოდა ქმნილებას შემქმნელისაგან დაწესებული – ამის მომძევი და მომკითხავი არც არავინ იყო. ასე მოვიდა კაცობრიობა აქამდე – საკაცობრიო გენეტიკურ ბოლო ჟამამდე და ამიტომაც მოუწია მთელი თავისი არსებობის მანძილზე მრავალნაირი უბედურების გადატანა. ამასთანავე ამჟამად უკვე მიადგა იმ ზღვარს, რომლის გადალახვაც შეუძლებელია მისთვის. ხოლო სამწუხაროდ არც ამის ცოდნა აქვს და არც ის იცის, საით წავიდეს, რომ არსებობა შეინარჩუნოს. აი, ასეთი რეალობაა დღეს და ეს მოიტანა ყოველივე იმან, რომ ადამიანები არ ეცადნენ იმის გარკვევას, თუ რატომ ჰქონდა ადგილი ხსენებულ შეუსაბამობას. ახლა კი მეტი გზა აღარ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ სიმართლე მოიძიონ. რადგან სხვანაირად შეუძლებელია! რატომ?! იმიტომ, რომ უკვე განურჩევლად ყველას, რეალურად უხდებათ შეჯახება იმ ფაქტებად აღსრულებულ სიმართლესთან, რომელიც მათთვის სიცრუით იყო გადაფარული და მათ კი ეგონათ, რომ იგი სიმართლე იყო. რამეთუ არსებობს რაღაც, რაც საყოველთაოდ ცნობადი ჭეშმარიტებაა და მას ვერც ვერავინ უარყოფს! ეს კი არის ის, რომ ნებისმიერი სახის ტყუილს აქვს დადგენილი ზღვარი გამჟღავნებისა. რაც იმიტომ ხდება, რომ დრო დგება იმისა, რათა ის სიმართლე წარმოდგეს ფაქტებად, რომელიც ტყუილით იყო გადაფარული. ვინაიდან და რადგანაც ასე შექმნა ღმერთმა ეს სამყარო: რომ სიმართლე ყოველთვის მართლდება ფაქტებრივი დასტურით! ხოლო როგორც მოგახსენეთ, ამჟამად კაცობრიობა იმყოფება სწორედ იმ პერიოდში, როცა ყოველგვარი ტყუილი ზღვარს არის მისული და ამიტომაც ვეღარ აგრძელებს არსებობას!!! რისი თქმაც მსურს, ყველასათვის გასაგებად და თანაც მოკლე ფორმით რომ გადმოვცე, ამიტომ მას წარმოვადგენ ბიბლიური კოდის საშუალებით:
1) „ღმერთმა დასაბამითვე შექმნა ადამიანი და თავისივე ხელის ანაბარად დატოვა. მან დაუდო წინ ცეცხლი და წყალი და საითკენაც ინებებს, იქეთ გაიწვდის ხელს“ (სიბრძნე ზირაქის 15-4).
2) „უფალმა შექმნა ადამიანი. განსაზღვრული დღეები და ჟამი მისცა მას და უბოძა ხელმწიფება მიწიერებაზე. თავიანთი ბუნებისდა მიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად შექმნა ისინი“ (სიბრძნე ზირაქის 16-17).
3) „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე. მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23).
4) „ღმერთმა შექმნა ადამიანი პატიოსნებისათვის. მათ კი წამოიწყეს ბევრი ხრიკები“ (ეკლესიასტე 7-29).
5) „ადამიანს ცუდი რამ თუ ემართება, საკუთარი უკეთური საქმეების გამო და თავისი დიდი ცოდვებისათვის ემართება“ (II ეზრა 8-83).
6) „ნურავინ იტყვის საკუთარ განსაცდელში, ღვთისაგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის სცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით. რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს“ (იაკობი 1-13/15).
7) „თუ დაიცავთ უფლისაგან დაწესებულ კანონებს, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები და არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი“ (III ეზრა 16-77).
8) „ადამიანი თავისი გონებით ღვთის რჯულს ემონება. ხოლო აზროვნებით კი – ცოდვისას“ (რომაელთა 7-25).
9) „არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული და არც ბრძენი უზენაესზე აღმატებული. დაიღუპებიან აწმყოში მრავალნი. ვინაიდან მათგან უგულებელყოფილი არის მათ წინ დადებული ღვთის რჯული. რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ; რისი კეთებაც მართებდათ მათ, რათა ეცოცხლათ და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ. მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი. შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი ჭკუით დაადგინეს ჭეშმარიტება. მოიგონეს თავისთვის ტყუილები. არ არსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები. შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი. არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს. ამის გამო ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე – სავსეთათვის “ (III ეზრა 7-15/40).
10) „ღვთისათვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა, ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. როცა კვდება მართალი, მსჯავრს დებს ცოცხალ უღვთოებს და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე, ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს“ (სიბრძნე სოლომონისა 4-5).
11) „სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი. რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ქრისტეს მიერ“ (რომაელთა 5-20).
12) „იმ დღეებში აღარ იტყვიან მეტად: მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო. რადგან ყოველი თავისი ურჯულოებით მოკვდება! ყოველ ადამიანს, რომელიც მკვახე ხილს შეჭამს, თავისი კბილი მოეკვეთება!“ (იერემია 31-29,30).
აქვე მინდა ორიოდ სიტყვით ბიბლიურ კოდსაც შევეხო. რადგანაც ის არის ერთადერთი მეთოდი ჭეშმარიტი ახსნის მისაღებად. ვინაიდან გონების მიერ ხდება მისი წყობის დალაგება – იმ გონების მიერ, რომელიც ღვთის რჯულს ექვემდებარება. ხოლო თუკი ვინმეს სწადია ამის შემოწმება, საკუთარი მაგალითის ფონზე შეუძლია თავისივე ძალისხმევით მოსინჯოს მტკიცებულების მოძიება. რათა დარწმუნდეს იმაში, რომ აზროვნებით ბიბლიური კოდის თანამიმდევრობის პოვნა შეუძლებელია!!! ახლა კი უბრალო ენით ავხსნი იმ ინფორმაციას, რაც ამ კანონებით არის გადმოცემული:
მაშასადამე ღმერთმა ადამიანი შექმნა არსებად, რომელიც წარმოდგენილია სულისა და სხეულის შერწყმით მიღებული გამთლიანებით. რომელი მთლიანობაც ემყარება სულის მმართველობას. რასაც სული ახორციელებს იმ პროგრამით, რომელსაც გონება ჰქვია და მისი კანონმდებლობით განიგება ყოველივე ადამიანში. რადგანაც სული დაქვემდებარებული არის კოსმოსურ მიზიდულობას, ხოლო სხეული კი – დედამიწურს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არის შუალედური არსება, რომელზედაც მინდობილია წონასწორობის დარეგულირება კოსმოსურ და დედამიწურ მიზიდულობას შორის. რასაც ბიბლია აცხადებს იმ ცნობით, რომლითაც ამბობს: რომ „ადამიანს ნაბოძები აქვს ხელმწიფების უფლება მიწიერებაზეო“. აქ კიდევ ერთ ჩართვას გავაკეთებ ბიბლიის ცნობათა შესახებ და განვაცხადებ იმას, თუ რატომ გამოიყენა ის სათავისოდ ყველამ, ვინც კი მოისურვა. ამის მიზეზი სწორედ მისი სიბრძნეთა ახსნის არასრულფასოვნებაა. რადგანაც ჭეშმარიტი ახსნა მოიცავს ყოველ სფეროში განხილვას: იწყება პირადულით და სრულდება ენერგიული თვალსაზრისით. რამეთუ ამ სამყაროს ფუნქციონირების ხასიათი, ენერგიის მატერიად გარდაქმნასა და პირიქით – მატერიისგან ენერგიის წარმოებას მოიცავს. მაშასადამე ადამიანი განმსაზღვრელი ნაწილი ყოფილა დედამიწურ-კოსმიური ბალანსისა და რაოდენ სამწუხაროა ის, რომ აქამდე ისე მოვიდა კაცობრიობა, ამ უდიდესი მისიის შესახებ შეგნებით არა იცოდა რა და შეუცნობლად უხდებოდა ამ მისიის შესრულება. სწორედ ამაზეა დაფუძნებული და გათვლილი მისი ბედისწერაც და ცხადია მისი შედგენაც და შესრულებაც უპირველეს ყოვლისა იმ ინტერესს ითვალისწინებს, რომ უზრუნველყოფილი იქნას ეს ბალანსი. რადგან ის თუ დაირღვა, მაშინ დედამიწური გარემო ვეღარ ივარგებს ადამიანთა მოდგმის საარსებო ადგილად. ამიტომ ბედისწერა ვერ მოერგება ადამიანურ სურვილებს, არამედ თავად ადამიანმა უნდა გაითავისოს ეს ცოდნაცა და თავისი პასუხისმგებლობაც. წინააღმედეგ შემთხვევაში, ამ ცოდნის არ გამთვალისწინებელი და დაწესებული ჰარმონიის ხელისშემშლელი, მოცილებული იქნება ამ ქვეყნიერებას!!!
სწორედ ხსენებულ ცოდნას ვერ მიგნების გამო ხდებოდა იმის საჭიროება, რომ ღონისძიებები გატარებულიყო საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობაში. რისი დასტურიც არის ძველი აღთქმის რჯულით ჩანაცვლება და რჯულისა კი – ახალი აღთქმით. რასაც ბიბლია იუწყება შემდეგი ცნობებით: „ღმერთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას, 430 წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ აღთქმული გაუქმდეს. ვინაიდან თუ რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით. აბრაამს ღმერთმა აღთქმით მიჰმადლა. აბა რჯული რაღაა? დანაშაულის გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი. რომლისადმიცაა აღთქმა და იგი გადაეცა ანგელოზთა მიერ, შუამავლის ხელით“ (გალატელთა 3-17/19). და „სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი. რათა მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ქრისტეს მიერ“ (რომაელთა 5-20). თუ რას ნიშნავს ეს ცნობები, ავხსნი მას:
ბიბლიის მკითხველმა კარგად იცის ძველი აღთქმით გადმოცემული ის ისტორიები, რომელნიც ასახავენ იმ სისასტიკის აღწერას, რომლითაც ხდებოდა სასჯელების მიგება ცოდვების სანაცვლოდ. რადგანაც ბიბლია დაწერილი არის ადამიანის ხელით, ცხადია გონების ცნობებიც ადამიანური აზროვნებით არის აღქმული და ამიტომაც ასე სწერია: „ღმერთმა უბრძანა იმის მოკვლაო“, „ღმერთმა უბრძანა ქალაქის აოხრებაო“ და მსგავსი რამ. სინამდვილეში კი აი რა ხდება: ადამიანი, ეს არის ე.წ. ერთგვარი „აპარატი“, რომელიც არსებობს და ფუნქციონირებს იმ პროგრამით, რაც მასში არის ჩამონტაჟებული სულის საშუალებით. მართალია მას აქვს ნება დართული მოქმედების არჩევანის თავისუფლებისა, მაგრამ მისი არსებობაც და ის ბედისწერაც, რაც სწორედ მისი ნამოქმედარის ფონზე ექმნება, სულის გონების კანონმდებლობით განიგება. ხოლო ბიბლია კი გონების კანონების განსჯით გაცემულ ბრძანებას ასე აცხადებს: „ღმერთმა უბრძანაო“. რადგანაც ღმერთის მიერ არის დადგენილი ის კანონმდებლობა, რომლითაც გონება განსჯის.
ძველი აღთქმით გადმოცემული ისტორიებით მისახვედრია, რომ ცოდვის გზაზე დამდგარი ადამიანთა მოდგმა, რჯულის კანონთა განსჯით დამსახურებული მკაცრი სასჯელების შედეგად, საბოლოოდ წარღვნის მომკამდეც მივიდოდა. მაგრამ საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობა, რომელიც ადამიანთა მოდგმის საკეთილდღეოდ არის დადგენილი, ამას არ უშვებს. ამიტომაც გამოიტანა დადგენილება „მადლის გაუხვებისა“ და ამ მისიის შესრულება კი იტვირთა იესო ქრისტემ. ძალიან მოკლედ გადმოვცემ იმ ცოდნას, თუ რა ფენომენია ქრისტეობა. რისთვისაც მომიწევს მცირედი მიმოხილვა გავაკეთო იმ ინფორმაციისა, რაც ვრცლად უკვე გამოქვეყნებული მაქვს და ეხება კაცობრიობის წარმოშობის ისტორიას. რის თაობაზეც თამამად ვიტყვი იმას, რომ მის შესახებ ცნობების მოპოვების ერთადერთი სანდო წყარო ბიბლიაა. რადგანაც მართალია იგი შედგენილია ადამიანის ხელისმიერი შესრულებით, მაგრამ მისი შინაარსი ღმერთის მიერ არის ნაკარნახები. ანუ უფრო სხვაგვარად რომ ითქვას: თარგმანია გონებიდან. რისი უნარიც, მთელი კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, ბოძებული აქვს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ერთეულებს – იმ გენეტიკური კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომლის ფუნქციონირებითაც ვითარდება და არსებობს ადამიანთა მოდგმა. აქვე გავაკეთებ იმის აღნიშვნას, რაზედაც ბიბლიაზე საუბრობენ და ეხება იმას, რომ რელიგიამ ბევრი რამ დამალა და შეცვალა მასში. დიახ, ეს ასეა! მაგრამ არა მისთვის, ვინც ღმერთმა ბიბლიური კოდის ფლობის უნარით დააჯილდოვა. რამეთუ ბიბლიას აქვს დაცვის ისეთი მექანიზმი, რომელიც ცნობილია ჩემთვის და ამიტომაც ის დაფარულიცა და შეცვლილიც – მხილებულია. რასაც საქვეყნოდ ვაცხადებ კიდეც.
ეს ცნობისათვის! ახლა კი გადავალ დაწყებული საკითხის გაგრძელებაზე და მოგახსენებთ შემდეგს: ბიბლიაში არის ცნობა სატანის მარცხისა და მისი დედამიწურ გარემოში გაძევების შესახებ: „შეიქმნა ცაში ომი და გადმოგდებული იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი. რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად. იმხიარულეთ ცანო და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ. ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან მათთან ჩავიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით. რამეთუ იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12-7/12). რაც ყოველივე მოხდა იმის გამო, რომ ანგელოზებმაც ისევე გაიარეს ის გენეტიკური პროცესი, რასაც ჩვენ ადამიანები გავდივართ. ამიტომ მათგან ნაყოფებიც იქნა მიღებული და ვინც არ იქნა ჩათვლილი ნაყოფად, სწორედ მათ მოუწიათ დედამიწაზე გაძევება. მათი მეთაური იყო სატანა. ხოლო ნაყოფთა მეთაური კი – ქრისტე. რაც შეეხება გენეტიკურ პროცესებს: როგორც ანგელოზთა, ასევე ადამიანთა შორისაც, მისი წარმმართველი სიტყვის ძალაა და ანგელოზებიცა და ადამიანებიც წარმოადგენენ მის გამააქტიურებელ არსებებს. ანუ ედემელი, იგივე მარსელი ადამი იყო ქრისტეს სულის მქონე არსება. რომლის სულიც ამ სამყაროში ტელეპორტილდა „ცოცხალთა ქვეყნიდან“ მაშინ, როცა იგი ცისკრის ანგელოზი იყო (საქმეები 8-33). შემდეგ კი მისგან მიღებული იქნა გენეტიკური ნაყოფი „ედემელი ადამი“ და ამის შემდეგ უკვე, მისი სული გვევლინება დედამიწელ იესო ნაზარეველში. ხოლო ახლა კი იმ პიროვნებაში, რომელიც მოვლენილია. თუმცა მისი მცნობი ჯერ ვერავინაა და ვერც იქნება მანამ, სანამ ანტიქრისტე და მისი ამალა არ მოსცილდება ამ ქვეყანას; როგორც ამას ბიბლიაც იუწყება: რომ „თუკი არ განადგურდება ბოროტება, რაც დათესილია და არ აღიგვება ადგილი, სადაც იგი არის დათესილი; ისე არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი. რადგან ბოროტების თესლის მარცვალი, ადამიანის გულში არის დასაბამიდან ჩათესილი და რაოდენ უკეთურება წარმოშვა და წარმოშობს კიდეც მანამ, სანამ მკის ჟამი დადგება“ ( III ეზრა 4-30,39).
მაშასადამე მარსიდან მოხდა გაძევება სატანისა და მისი დემონებისა და ისინი დასახლდნენ დედამიწურ გარემოში მანამ, სანამ ადამიანები იქნებოდნენ და მათ დახვდნენ აქ. რაზეც არის კიდეც ინფორმაცია ბიბლიაში და ისინი მოხსენიებული არიან ღვთის შვილებად, რადგან ანგელოზური წარმოშობისა იყვნენ და ბუმბერაზ და სახელოვან არსებებად დახასიათებულნი. დავამოწმებ ამ ცნობას ბიბლიით: „როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწის პირზე და ასულები შეეძინათ მათ, იხილეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ცოლებად მოჰყავდათ ისინი, ვისაც კი ამოირჩევდნენ. ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან. რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან; და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება მიწაზე და დამწუხრდა თავის გულში“ ( დაბადება 6-1/6). ამიტომაც დაუშვა მათ შორის ურთიერთობის აკრძალვა. რომლის ისტორიას არ მოვყვები, მაგრამ ვიტყვი საფუძველს და ცხადია, რომ იგი საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობის მოქმედების შედეგია და მას რჯულის კანონმდებლობა ჰქვია. ხოლო როცა რჯულსა და აღთქმაზე ვსაუბრობ, მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს: ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნია თუ არა მორწმუნედ, ამას მნიშვნელობა არა აქვს ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობისათვის. რადგან იგი ყოველ მათგანში ფუნქციონირებს თანაბრად. რამეთუ ადამიანი საკუთარი რწმენის შეფასებას რელიგიის შთაგონების მიხედვით საზღვრავს. მაგრამ სინამდვილე კი სხვაგვარია და ძალიან ხშირად, ღმერთის მიერ მორწმუნედ ჩათვლილია ისეთი პიროვნება, რომელიც ეკლესიურად არ ცხოვრობს. მაგრამ მისი სინდისი კი ისე ფუნქციონირებს, რომ საქმით იცავს ღმერთისაგან დაწესებულ კანონებს. თუმცა ამასაც შეუცნობლად აკეთებს. ხოლო ის, ვინც ეკლესიურადაც ცხოვრობს და თანაც შესაძლოა თავს სულიერ მოძღვარსაც უწოდებდეს, ღმერთის მიერ შერაცხული არის ურჯულოდ. აი, ასეთია რეალობა. მთავარი ის კი არ არის, ვის რად მიაჩნია თავი; არამედ მთავარი ისაა, გონება როგორ აფასებს მას!!! რამეთუ გონებაში აქვს ჩადებული ყოველ ადამიანს ის საზომები, რომლითაც ღმერთისმიერი შეფასების განაჩენი დგება.
გავაგრძელებ ადამ და ევას ისტორიით, რომელნიც ედემში იყვნენ და მათ არც დედამიწური სული ჰქონდათ და არც მიწიერი სხეული. რაც შეეხება ადამიდან ევას მიღების ისტორიას, ჩვენი შემეცნებით მისი გაგება მხოლოდ ასე შეიძლება: გონებიდან აზროვნების წარმოება. ვინაიდან ეს ფიზიკურად თუ როგორ განხორციელდა, ჩემთვის კი ცნობილია, მაგრამ იგი არ არის საყოველთაოდ გასაცხადებელი თემა. რადგან არ ეხება ყველას, არამედ მხოლოდ მას, ვინც შემსრულებელია და იცის მხოლოდ მან და ღმერთმა. როგორც კი მოხდა ადამ და ევას სულით დაცემა მათ დედამიწაზე ჩამოსასმელად, ადგილი ჰქონდა 7-ჯერ დამდაბლებას. რამეთუ ადამიანური კატეგორიის სული შვიდ წილობრივი დაყოფის კატეგორიისაა. ამიტომაც მარსიდან ჩამოსმული უნდა ყოფილიყო 7 არსება. რომელთაც მართალია ერთიდაიგივე კატეგორიის სული ჰქონდათ, მაგრამ ინდივიდუალური გენეტიკური კოდი სხვადასხვა. ხოლო რაც შეეხება ადამიანურ სხეულს, ცხადია მისი გამოყვანა დედამიწაზე მოხდა დაახლოებით იმის მსგავსად, როგორც დარვინმა აღწერა. მხოლოდ სულის შესახებ არ იცოდა მან და ამიტომ აკლია მის მოძღვრებას განსხეულების თეორია. რამეთუ ყოველგვარი სხეულებრივი უჯრედი სულისგან არის ნაწარმოები. ხოლო რაც შეეხება მათ შორის სხვაობას, ამის მიზეზი შემქმნელ სულთა კატეგორიებია. აი, ამიტომაც არის ასეთი დიდი სხვაობა ადამიანურ ბუნებას შორის და ის ორი სიტყვით ასე ფასდება: სიკეთე და ბოროტება. რომელნიც ურთიერთსაწინააღმდეგო ბუნებისა არიან. რაც გამოწვეულია იმ პროგრამაზე დაქვემდებარებულობით, რომელშიაც ისინი არიან ჩართულნი. ხოლო მათი შეფასება კი შემდეგია: ბოროტების პროგრამა არის სიკეთის პროგრამის გაუკუღმართებული ფორმა, დამყარებული სარკის პრინციპზე. რასაც ბიბლია „უკუღმართ გონებას“ უწოდებს და ამბობს, რომ მისი მფლობელნი იმის მკეთებელნი არიან, რაც ღმერთს ადამიანისათვის არ დაუწესებია (რომაელთა 1-28).
მაშასადამე მისახვედრია ის, რომ მართალია ადამიანური სული ქრისტესმიერ შედგენილი გონების მომცველია და დაბადებით კოსმოსიდან ეძლევა ახალშობილს. მაგრამ პიროვნული ცხოვრების იმ წესით, როგორსაც იგი აირჩევს, შესაძლოა მას სული შეეცვალოს და ჩაუნაცვლდეს ის სული, რომელიც დედამიწაზე მყოფი სატანის ამალისაგან მიიღოს. რომელნიც ყოფილი ანგელოზები და ამჟამად კი დემონებად წოდებულნი არიან. ნუ გაიკვირვებთ! დიახ, ისინი დედამიწურ გარემოში ბინადრობენ. მაგრამ ჩვენი გრძნობათა ორგანოები არ არიან იმ შესაძლებლობით შექმნილები, რომ მათი ხილვა შევძლოთ. რადგან ჩვენსა და მათ შორის განზიდულობის ველია ჩადებული და თუკი ადამიანი თავად არ დაიმსახურებს ამას, ისე ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადმოკვეთავენ ამ დაცვით ველს. ხოლო თუ ადამიანი დაიმსახურებს, მაშინ მასში შეაღწევს მათი სული. ამ თემას აქ დავასრულებ, რადგან ის საკმაოდ დიდი მოცულობისაა და ღრმა შინაარსის მომცველიც. მხოლოდ შევეხები მადლის გაუხვების საკითხს, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით კი ახლა აუცილებელია ის, რომ დაუყოვნებლივ იქნას გადადგმული ნაბიჯები იმის გამოსასწორებლად, რაც ამ უდიდესი წყალობის მიღებაზე უარის თქმაა და რასაც სჩადიან ადამიანები რელიგიათა შთაგონების გამო.
როგორც უკვე მისახვედრია იმ ცნობებიდან, რაც ახლა გაცნობეთ, ადამიანის სულის გონება ქრისტეს მიერ არის შედგენილი. რასაც ამოწმებს ბიბლია იმ ცნობით, რომლითაც ამბობს: რომ „მის მიერ შეიქმნა წუთისოფელი და ადამიანებმა კი ვერ იცნეს იგიო“ (იოანე 1-10). რაც, როგორც გითხარით მან თავად შეასრულა სიტყვის ძალის მეშვეობით და ამიტომ ცხადია, რომ მისი სისხლის მსხვერპლად გაღებით შესაძლებელი იყო საკაცობრო ცოდვების მიტევება. რამეთუ „რჯულის მიხედვით სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). ხოლო საკაცობრიო ცოდვების გაბათილებით კი კვლავ ძირეული ცვლილებები განხორციელდა საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობაში და ჩვენთვის გასაგებად ის იწოდა ახალი აღთქმის კანონმდებლობად. რომელიც დაყრდნობილი იქნა იმ საფუძველს, რომელიც შემდეგია: ახალი აღთქმის თანახმად, დაბადებულ ყოველ ახალშობილს, კოსმოსიდან ეძლევა სულიწმიდის მადლით ნათელცხებული სული ანუ წინაპართა ცოდვებისაგან დაბლოკილი სული – რაც იგივეა: რომ ყოველი ახალშობილი ნათელღებულია და მისი ნათლია კი ქრისტეა!!! რომელიც მარად ცოცხალია და არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის სხეულში იმყოფება, ანგელოზის თუ ედემელი ადამისნაირი ნაყოფისა, რომელთაც ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ. დანარჩენი კი თავად განსაჯეთ, რაც რომ ხდება ამ მხრივ რეალურად. ამიტომაც სასჯელებიც დიდია და ამიტომაც აუცილებელია გაფრთხილება გამოვაქვეყნო! ასე, რომ ცხადია ნება თავისუფალია, მაგრამ მე მხოლოდ ამას ვიტყვი: გონიერება იმაშია, რომ ადამიანმა დაუყოვნებლივ ყველა საქმე გადასდოს და უპირველეს ყოვლისა ის შეცდომა გამოასწოროს, რაზედაც აღთქმის კანონმდებლობა დგას და სწორედ მასზე უარის თქმის გამო ვეღარა აქვთ ადამიანებს ღვთიური დაცვა. კიდევ უფრო კარგად გასაგებად ავხსნი: ის ნათლობები, რომლის ჩატარებითაც ადამიანები ამბობენ გავქრისტიანდითო, სინამდვილეში ემსახურება ქრისტეს ნათლიობასა და მისგან მადლის მიღებაზე უარის თქმას. კვლავ ვაცხადებ: ვინ რად თვლის თავს: მორწმუნედ თუ ურწმუნოდ, ამას მნიშვნელობა არა აქვს ბედიწერის განგებისათვის. რადგან მისი განსჯა აღთქმის კანონმდებლობით განიგება და დაფუძნებულია ქრისტესგან განათლულ საკაცობრიო ნათლისღებაზე. მასზე უარის თქმით კი, ადამიანებს თავიანთი ბედისწერა გადაჰყავთ რჯულის კანონმდებლობაზე. რაოდენ სამწუხაროა ის, რომ ისინი ამას საკუთარ შვილებს უკეთებენ. შედეგი კი თუ რაც არის, ამას თავად ყველა ხედავს უკვე იმიტომ, რომ რაოდენობრიობით შესრულდა აღსრულების საზომი. რომელიც ადრეულ პერიოდში პიროვნულობით სრულდებოდა. რამეთუ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის საფუძველზე ხდება ყოველივე კანონზომიერად და თავისით არაფერი შეიცვლება, თუკი თავად ადამიანი არ გამოასწორებს თვითონვე იმ შეცდომას, რაც იმის გამო დაუშვა, რომ რელიგიის მიერ დაგებულ მახეში გაება. მე კი მხოლოდ ამას დავძენ და მასაც ბიბლიის მეშვეობით: „რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისაგან გადმოცემული ამაო გზიდან. არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით. რომელიც სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული. მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა თქვენი გულისათვის, რომელთაც მისით იწამეთ ღმერთი“ (I პეტრე 1-18.21). „რჯულის თანახმად სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). ხოლო „ნათლისღება მხოლოდ ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 3-21). კეთილი სინდისის მიღება კი მხოლოდ ცოდვების მიტევებით არის შესაძლებელი. მაშასადამე ნათლობას სამი რამ სჭირდება: კეთილი სინდისი. შუამავალი ღმერთსა და კაცს შორის და ღმერთის მიმართ იმ პიროვნების მიერ დადებული შეპირება ცოდვის აღარ ჩადენაზე, რომელიც ინათლება. როგორც ბიბლია იუწყება „გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით. ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდებაო“ (გალატელთა 2-16) და „ცხოველთა სისხლით ცოდვების მოსპობა, რაც ხდებოდა რჯულით, ახალი აღთქმით შეუძლებელია!“ (ებრაელთა 10-4). ამიტომაც იესო ქრისტეს სისხლით მოხდა წინაპართა ცოდვების მიტევება და მათ მიერ გაკვალული ცოდვილი გზის დაბლოკვა. რაც შეეხება „ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალს, მისი უფლება მხოლოდ ქრისტეს აქვს ღვთისაგან ბოძებული და სხვას არავის!!!“ (I ტიმოთე 2-5). და მთავარი! ღმერთისაგან მიცემული თავისუფალი ნება იმას ნიშნავს, რომ ყველას მხოლოდ სათავისოდ შეუძლია ღმერთისადმი შეპირება და არავის აქვს უფლება, რომ ბავშვის მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება მის სულზე. რადგან ეს მოძალადეობაა!!! ხოლო ზრდასრულ ასაკამდე კი ბავშვს არა აქვს იმის უნარი, რომ ღმერთს შეპირება მისცეს და თანაც ეს არც სჭირდება, რადგან მას ახალი აღთქმის კანონმდებლობით დაბადებითვე ეძლევა სულიწმიდით ნათელღებული სული და მისი ნათლიაც ქრისტეა.
ალბათ უკვე გასაგებია, ვინც ყოფილა დამნაშავე იმაში, რა რეალობაც სახეზეა. რამეთუ დანაშაულის მისაგები სასჯელია და თუკი არ ექნება ადგილი გამოსწორებას, საითკენაც წავა და მიდის კიდეც ყველაფერი, უკვე აღარ არის ძნელი ამის მიხვედრა. ამიტომ გამოსავალი ერთადერთია, რომელიც შემდეგია: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენი თავის მოსატყუებლად. რადგანაც ვინც კი ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარ არის, არამედ საქმის მომქმედი და კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში“ (იაკობი 1-22/25). რამეთუ „საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე“ (იაკობი 2-24,26). ხოლო ვინც უგულებელყოფს სინამდვილეს და მაინც ძველებურად გააგრძელებს, მან უნდა იცოდეს: რომ „ვინც რჯულით იმართლებს თავს, უქრისტეოდ რჩება და სწყდება მადლს!!!“ (გალატელთა 5-4).