ვინ არის დამნაშავე
ახლა კი დადგა დრო ფარდა აეხადოს იმ დაფარულს, რომელიც ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლის საკითხს. რადგანაც ეს პროცესი უკვე აღსრულებაშია და მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ. რაც შეეხება მეორედ მოსვლის მოვლენას, მასზე მსოფლიო საზოგადოება ინფორმირებულია იმ ცნობით, რომ წარღვნის მსგავს მოვლენებს უნდა ჰქონდეს ადგილი. როგორც ხედავთ ყოველივე ეს უკვე დაიწყო და თანდათან იკრებს ძალებს.
ეს თემა უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეხება კაცობრიობის ყოფნა-არ ყოფნის საკითხს. ამიტომ ცხადია, რომ მასზე ჭეშმარიტი ინფორმაციის ცოდნაა საჭირო. რისი მოპოვებისაც მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და გულისხმობს საკითხის განხილვას იმ კანონთა საშუალებით, რომელთა განსჯითაც იმართება სამყარო.
ვინაიდან და რადგანაც ეს სამყარო ღმერთის ქმნილებაა და მის მიერ დადგენილ კანონმდებლობით ფუნქციონირებს. ცხადია იმას აღნიშვნაც კი არ სჭირდება, რომ ეს კანონმდებლობა სიმართლითა და სამართლიანობით განიგება; თანახმად კანონისა: „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენი მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24). ამიტომ „სიკვდილი და სისხლის ღვრა, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მსუხარება და მათრახი – ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქის 40) და „შეუძლებელია გაქცევა უფალის ხელიდან. რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს მისი შეცნობა, მისი მკლავის ძალით ისჯებიან: გაუგონარი წვიმებით, სეტყვებითა და ნიაღვრებით იდევნებიან და ცეცხლით ნადგურდებიან“ (სიბრძნე სოლომონის 16-16). ამასთანავე „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს და უკეთურნი კი უბედურებით გაივსებიან“ (იგავები 12-21). წარმოდგენილი კანონები მისახვედრს ხდის იმას, რომ ღმერთი ადამიანის მიერ ჩადენილ ქმედებებზე (ეს სიტყვიერი ფორმით იქნება თუ ხელისმიერი შესრულებით), პასუხს ფაქტებით იძლევა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი ვინმეს არ მოსწონს ის, რაც ემართება; მიზეზი საკუთარ ქმედებებში უნდა მოიძიოს მხოლოდ და იპოვოს თუ რა კანონები დაარღვია. შემდეგ კი მონანიებითი ქმედებებით უნდა ეცადოს მათ გამოსწორებას.
რაც შეეხება ისეთ შორსწასულ სასჯელებს, რომელთა აღსრულებასაც ამჟამად აქვს ადგილი და ის გლობალური ხასიათისაა; მათი არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ამის მიზეზი კაცობრიობის მიერ არასწორი გზით სვლაა! რაშიაც ადამიანები პოლიტიკოსებს ადანაშაულებენ. მართალია ეს შეფასება სწორი კი არის, მაგრამ იგი სინამდვილის ნაწილია მხოლოდ. რადგან ადამიანთა მიერ ცხოვრების გზის განმსაზღვრელი, მათი რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელია. რომლის განმგებლობაზეც პასუხისმგებლობა რელიგიებმა იტვირთეს. ამიტომაც ეს კოეფიციენტი განსაზღვრავს იმას, თუ რა ძალა იმძლავრებს ხალხში და იმის მიხედვით ხდება აღზევება ადამიანებისა, ვისშიაც გამეფებული ძალაა მოზღვავებული. ამიტომ თუკი ხალხს არ მოსწონს მის მიერ არჩეული მთავრობა, მიზეზი საკუთარ წევრთა რწმენაში უნდა ეძიოს და მხოლოდ მისი ჭეშმარიტებისაკენ გადაყვანით იქნება შესაძლებელი ყოველივეს გამოსწორება. აი ეს ცოდნა რომ არა აქვთ ადამიანებს, ამიტომაც მუდმივად არიან კარგი მთავრობის მოლოდინში და ირჩევენ და ირჩევენ უარესს.
თუმცა ახლა უკვე ის დრო დადგა, რომ აღანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს იმას, თუ როგორი მთავრობანი არიან ქვეყანათა სათავეში. რადგანაც უკვე სიტუაციას განაგებს „ქნარის ხმებივით გარდაქმნილი სტიქიები“ (სიბრძნე სოლომონის 19-18). რომელნიც მანამდე არ დაცხრებიან, სანამ ბოლომდე არ აღასრულებენ იმ განაჩენს, რაც კაცობრიობას რელიგიებმა მოამკევინეს. სიმართლის დაფარვა რომ საქმეს არა თუ არგებს, არამედ ავნებს – იმედია ამაზე ყველა დამეთანხმება. ამიტომ პირდაპირ მოგახსენებთ იმას, რომ დაწყებული პროცესების შეჩერება შეუძლებელია და ამის მცდელობა მითუმეტეს ადამიანთა მიერ, მხოლოდ ფუჭად დროის ხარჯვაა. მაგრამ ადამიანს რაც შეუძლია, მხოლოდ ის არის, რომ მოიპოვოს ღმერთისაგან ისეთი წყალობის უფლება, რომლითაც ღმერთისმიერი ძალა გამოარიდებს მას და მის ოჯახს იმ ადგილიდან, სადაც კატასტროფის განაჩენის აღსრულება უნდა მოხდეს.
რადგანაც გაუწყეთ ის, რომ იმ უდიდეს ტრაგედიაში, რაც ახლა დედამიწაზე ხდება ადამიანთა თავს, ამის საფუძველი რელიგიებია მეთქი, დავადასტურებ კიდევაც მას და ცხადია ამას გავაკეთებ მოქმედ კანონთა მეშვეობით. რომელიც გვაუწყებს შემდეგს: „ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ურჯულოთა ტომი კი მოოხრდება“ (სიბრძნე ზირაქის 16-4). ვინაიდან და რადგანაც სტიქიებია უკვე ამოქმედებულია კაცობრიობის წინააღმდეგ, ეს ცხადყოფს იმას, რომ ურჯულოებას ღრმად გაუდგამს ფესვები ადამიანებში მაშინ, როცა რელიგიებს ისეთი აყვავების პერიოდი უდგათ მსოფლიო დონეზე, რაც არასოდეს ჰქონიათ თავიანთი არსებობის მანძილზე.
რაც შეეხება იმ როლსა და დანიშნულებას, რასაც წესით რელიგიები უნდა ასრულებდნენ მაშინ, თუკი ისინი მართლაც ღმერთის ძალით იმართებიან – არის ის, რომ მათ სწორად უნდა აღზარდონ მოსახლეობა. რაც გულისხმობს იმ კანონთა სრულყოფილად განმარტებებით დამოძღვრას, რომელიც ბიბლიაში გაფანტულია სიბრძნეთა სახით და ღმერთმა მათ განკარგვაზე დააფუძნა ადამიანის ბედისწერის შექმნა. ამიტომ ნამდვილ სულიერ მოძღვართა დანიშნულება ამ კანონებში კარგად განსწავლულობა და მისი ახსნა-განმარტებებით ადამიანთა აღზრდაა და სხვა მეტი არაფერი. რომ როცა მასთან პიროვნება მივა და შესჩივლებს თავის გასაჭირს. მან უნდა მოუსმინოს და მიხვდეს იმას, თუ რომელი კანონები დაურღვევია და აუხსნას, რომ რომელ კანონთა დარღვევაზე მიიღო ის სასჯელი. კარგად გააგებიოს ღმერთის კანონმდებლობა როგორ ფუნქციონირებს ადამიანში და მიახვედროს ის, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეცნობილი ცოდვა ჯერ საქმით გამოასწოროს და შემდეგ კი აღარასოდეს ჩაიდინოს მსგავსი რამ.
ახლა კი მათ გასაგებად ვკითხულობ, ვინც თავს მრევლს უწოდებს. ხდება ასეთი რამ რელიგიურ დაწესებულებებში?! ცხადია, არ ხდება და ვერც მოხდება! რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით რომ ავიღოთ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ერთეულები ერკვევიან ამ კანონებში და თანაც სრულყოფილად ვერც ვერავინ!!! ყოველივე ეს კი სწორედ რელიგიათა ბრალია. რადგან მათ ეს მთავარი რამ, რაც უნდა გაეკეთებინათ, გადაფარეს იმ ქმედებებით, რასაც რელიგიურ რიტუალებსა და დღესასწაულებს უწოდებენ და ასე ზეიმ-ზეიმობით მიაყენეს კაცობრიობა უფსკრულის პირას. ამიტომაც აღასრულეს კანონი: „როგორიცაა ქალაქის მეუფე, ისეთივე არიან მცხოვრებნი მისიო“ (სიბრძნე ზირაქის 10-2). ხოლო ამჟამინდელ მსოფლიო მოსახლეობაზე კი რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ ადამიანებში სიყვარულის გრძნობა გაქრობის ზღვარზეა. რაც მტკიცებულებაა იმისა, რომ კაცობრიობის აღზრდა ისეთ პიროვნებებს უკისრიათ, რომელნიც სატანისაგან არიან და თავს კი ღვთისაგან მოვლენილად ასაღებენ. ამიტომაც დღეს უკვე იმ დონეზეა ადამიანთა მენტალიტეტი დაშორებული იმ მოთხოვნებს, რა თვისებების მქონეც უნდა იყოს ადამიანი, რომ ღმერთის მიერ მიცემული აქვს გაუკუღმართებული გონების მქონეობის სტატუსი. რისი უფლებაც არ დაუშვია უფალს და ამიტომაც გახდა საჭირო ის, რომ მას მეორედ მოევლინებია თავისი შვილი ადამიანის სახით საიმისოდ, რომ გამოასწოროს მდგომარეობა.
ახლა კი სწორედ ქრისტეს მეორედ მოსვლას შევეხები პირდაპირ. რაზედაც რელიგიებმა მსოფლიო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და იმაში დაარწმუნეს, რომ ქრისტე ადამიანის სახით კი არ მოვიდოდა, არამედ ადამიანთა გულებში აღდგებოდა. ამ საკითხის მიმართ ვსვამ ასეთ კითხვას: თუკი მეორედ მოსვლა არ ნიშნავს ქრისტეს ადამიანის სახით მოსვლას, მაშინ რას ნიშნავს ის ყოველწლიური ზეიმები აღდგომას რომ უწოდებს ქრისტიანული რელიგია და ასე განმარტავს, რომ ქრისტე აღდგომა ხდება ადამიანთა გულებშიო. ხოლო თუ მხოლოდ ადამიანთა გულებში აღდგომას ნიშნავს მეორედ მოსვლა, მაშინ ის მეორე კი არა მეორეათასე უნდა იყოს და მეორედ მოსვლას რატომ უწოდებენ?! ხოლო თუ მეორეა მართლა. მაშინ გამოდის, რომ არანაირ აღდგომას არ ჰქონია ადგილი ადამიანთა გულებში და გაწყვეტილი ყოფილა კავშირი ქრისტესა და ადამიანებს შორის. აბა მაშინ ქრისტიანული რელიგია რა საყრდენზე დგას?! ანდა თუკი პირველი მოსვლის დროს ღმერთმა ადამიანის სახით მოავლინა ქრისტე, მეორედ ამას რატომ ვერ გააკეთებს?! ვინ დაუშლის მას ამას, რელიგიები თუ სატანა?! მაშინ, როცა ბიბლია აცხადებს, რომ „ქრისტემ ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა. ხოლო მეორედ გამოჩნდება არა ცოდვებისაგან განსაწმენდათ, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელადო“ (ებრაელთა 9-28). განა ეს ცნობა არ ცხადჰყოფს იმას, რომ ადამიანის სახით მოსვლაზეა საუბარი?! ამის მიხვედრას რა დიდი ძალისხმება სჭირდება?! რა პასუხი აქვს ამაზე რელიგიას?! ცხადია ვერანაირი პასუხი ვერ ექნება! რადგან მათ ყოველივე ეს იმიტომ მოიგონეს, რომ ადამიანებს ვერ შესძლებოდათ მეორედ მოსული ქრისტეს ცნობა. რადგან ყველაზე მეტად მათ არ აწყობთ მისი მოსვლა იმიტომ, რომ მხოლოდ მას შეუძლია მათი მხილება. ამიტომაც ყოველი ღონე იხმარეს და ყველაფერზე წავიდნენ საიმისოდ, რომ ხელი შეეშალათ. მაგრამ ღმერთის დადგენილებას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება. ამიტომ ქრისტეც მოვიდა და გაუძლო იმ წინააღმდეგობას, რაც მას ადამიანებმა გაუწიეს და რაც მასგავსი იყო იმისა, იესოს რომ არგუნეს. მაგრამ ღმერთს ახლა აღარა აქვს დაშვებული მისი გარდაცვალება და ამიტომაც ის ცოცხალია და ბოლომდე მიიყვანს იმ საქმეს კიდეც, რისთვისაც არის მოვლინებული!!!
ახლა კი ყოველივე იმას განვაანალიზებ, თუ რატომ ვერ იცნო ის მსოფლიომ. რაზედაც იესომ იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ „მას კიდევ იხილავდნენ, მაგრამ ვერ იცნობდნენ“ (იოანე 6-36). ერთ-ერთ მიზეზზე უკვე გესაუბრეთ: რომ რელიგიებმა სიცრუე გაავრცელეს მისი მოსვლის ფორმის თაობაზე. შემდეგი მიზეზი კი ის არის, რომ რელიგიებში წარმოშობილ ანტიქრისტეს აქვს უნარი იმისა, რომ ჰიპნოზურ მდგომარეობაში ამყოფოს მსოფლიო საზოგადოების უდიდესი ნაწილი. რომელთაგან მეტად მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის მასმედიას, რომელიც ანტიქრისტეს შთაგონებით სიცრუით კვებავს მსოფლიო მოსახლეობას და მათი დაჯერებით უძინებს გონებას. მოკლედ რომ ვთქვა, კაცობრიობა სიცრუის მორევში იძირება და ამიტომ ცხადია, რომ სიმართლის არც მომსმენია ვინმე და რომც მოისმინოს, მაინც ვერ გამგები. ამიტომაც მეტი გზა აღარ არის დარჩენილი, გარდა იმისა, რომ სამყარო სრულმასშტაბიანი დონის აღსრულების სტადიაში გადავიდეს. რაც მიზნად ისახავს ანტიქრისტესა და მის ძალას დაქვემდებარებულთა გაყვანას ამ ქვეყნიდან.
მინდა გაცნობოთ ისიც, რომ ბიბლიაში რელიგიათა მიერ არის ამოღებული ის ცნობები, რომლებიც იუწყებიან იმას, რომ ის კატასტროფული მოვლენები, რომელიც იოანეს გამოცხადებით არის გაცხადებული და არმაგედონის მოვლენა ჰქვია, გამოწვეულია ანტიქრისტეს წასვლის გამო. რადგან ადგილი უნდა გაუთავისუფლდეს ადამიანად მოვლენილ ქრისტეს საიმისოდ, რომ მოსახლეობა აღზარდოს მსოფლიოში სამართლიანობის დასამყარებლად. რელიგიებმა ბიბლიაში ეს პროცესი ისე წარმოადგინეს, რომ ეს უბედურებანი ქრისტეს მოსვლას უკავშირდებოდა. თუმცა გაეპარათ ერთი ცნობა, რომელიც იტყობინება, რომ „ანტიქრისტეს აღსასრული წარღვნასავით იქნებაო“ (დანიელი 9-26). ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოველივე ის, რაც ღმერთის მიერი ძალით არის მოვლენილი თუ შექმნილი, არასოდეს არ არის ვინმესათვის ზიანის მომტანი. მაგრამ თუ რაიმე უსიამოვნებას აქვს ადგილი, ეს ყოველივე ამ კანონის აღსრულებით ხდება: „თუ არ განადგურდება დათესილი ბოროტება და არ აღიგვება ადგილი, სადაც ისაა დათესილი; ისე არ მოგვევლინება ადგილი,სადაც სიკეთეა დათესილი“ (III ეზრა 4-38). ამ საკითხზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ რადგან რელიგიამ ჩაიგდო ხელში ბიბლიაზე უფლება, ამიტომ შეეცადა მის მორგებას და ბევრი რამ არ არის სწორად თარგმნილი. თუმცა არსებობს წესი, რომლითაც სწორის გაგება შეიძლება და ეს არც უნდა გაუკვირდეს ვინმეს. რადგან იმ ცოდნას, რაც ღმერთის შეგონებით არის შექმნილი, ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც მის აღსრულებას დაუდგება წინ!!!