ადამიანთა ყოფაცხოვრების ამსახველი ფაქტები არცთუ ისე იშვიათად მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა ფარისეველი და ვერაგი ადამიანები, საკმაო დროის მანძილზე ნიღაბაფარებული მოღვაწეობენ ხალხის თვალწინ ისე, რომ თავიანთ ფარულ ბოროტ ქმედებებს ფარავენ ავტორიტეტის მოსახვეჭი „კეთილი“ საქმეების ჩადენის ფონზე. ცხადია, რომ მათ საამისო უნარი გააჩნიათ, რომელსაც აძლევთ მათში მყოფი სატანური ძალით აღვსილი სული და ხალხი კი ამ უნარს ეშმაკობას უწოდებს. სწორედ ასეთი პრინციპით ცხოვრობს და მოღვაწეობს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ბოროტეულად შეფასებული კაცი – ანტიქრისტედ წოდებული. რომლის ეშმაკური ხრიკები და ფარისევლური ნიღაბი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი მიმხვედრი ადამიანთაგან ვერავინ იქნება საკუთარი აზრით. თუმცა ღმერთს ისე არ შეუქმნია ეს ქვეყნიერება, რომ ბნელს ემძლავრა ნათელზე და ამიტომაც მან მოავლინა კიდეც ის, რომელმაც ამოიცნო ანტიქრისტე და შეუდგა მისთვის მრავალშრიანი ნიღბების ახსნას. რაც შეეხება ანტიქრისტესთვის მოსარგებ ნიღაბთა მრავალშრიანობას, მათ წარმოსაშობ ღონისძიებებს სატანამ შორეულ წარსულიდანვე ჩაუყარა საფუძველი იმით, რომ ღმერთისადმი რწმენის მისაღები ცოდნა წაღმა-უკუღმა უთარგმნა საზოგადოებას; და ყოველივე ეს გააკეთა რელიგიების მეშვეობით. ხოლო რადგან ადამიანთა ბედისწერის განსაზღვრისას მთავარი და გადამწყვეტი როლი ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების დონის მაჩვენებელს აქვს მიკუთვნებული, ამიტომ კაცობრიობა ოდითგანვე წყევლაში იმყოფება. რაც ნიშნავს იმას, რომ ბედისწერის განკარგვაში ღვთის რისხვის განაჩენიც ფუნქციონირებს. ვინაიდან და რადგანაც ადამიანთა ცნობიერებაში არ აქვს ადგილი იმის ცოდნას, რომ მათი ბედისწერა ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობით განიგება. თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა მოდგმა სათანადოდ ვერც იმ კანონებში ვერ ერკვევიან, რომელი კანონებიც ღმერთმა მათ სპეციალურად დაუდგინა ბედისწერის განმგებლად და რომელი კანონებიც წარმოდგენილი არიან ბიბლის სიბრძნეთა სახით. ასეთი ცხოვრების წესით მსვლელობამ კი მოიტანა ის შედეგი, რაც კანონდარღვევების ბოლოს დგება და რაც არავისთვის უცნობი არ არის თუ რაც იქნება! მდგომარეობა რომ მეტად სავალალოა, ეს განაცხადი მტკიცებულებას აღარ საჭიროებს. ვინაიდან ყოველდღიური მსოფლიო დონის მომცველი უბედურების ამსახველი ფაქტები ადასტურებენ მას. რაზეც იმის თქმა მსურს, რომ ყოველივეს გამკლავება რომ შესძლოს ადამიანური ცოდნით ნამართმა ქმედებებმა, იმ პრობლემასთან მაინც უძლურია, რომელსაც კლიმატიური კატაკლიზმები ჰქვია და მათი სიხშირეც და სიძლიერეც რომ თანდათან მატულობს, ამის დამნახავიც ყველაა. დიახ, უკვე დადგა დრო, როცა კაცობრიობის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც დაუყოვნებლივ საჭიროებს მხოლოდდამხოლოდ სწორი ნაბიჯის გადადგმას!!! ხოლო სწორი ნაბიჯის გადადგმა კი მხოლოდ საჭირო ცოდნის მქონეობით არის შესაძლებელი. კაცობრიობა რომ ამ მდგომარეობამდე მივიდოდა, ამის შესახებ უკვე რამოდენიმე წელია ვაცხადებ ისე, რომ სათანადო ცოდნასაც ვურთავ თან მის სამტკიცებლად. მაგრამ მისი მიღების უნარი ვერა აქვთ ადამიანებს იმის გამო, რომ ქვეყანაში ანტიქრისტეა. მართალია ის სახიერად ადამიანია, მაგრამ მისი ძალა სცდება ადამიანურ შესაძლებლობებს. რის შესახებაც იმას მოგახსენებთ, რომ თუკი ადამიანის სახით მოსული ქრისტეს ძალისა ნამდვილად გწამთ, მაშინ იმის რწმუნებასაც შესძლებთ, თუ რისი უნარიც შესძლევს ანტიქრისტეს, რომელშიაც ეშმაკის სული მყოფობს. აქ აღვნიშნე ქრისტეს ძალის ნამდვილად რწმუნების თაობაზე. რადგან ის ითვალისწინებს ქრისტეობის ფენომენის ცოდნას. მის შესახებ ცოდნას კი სხვაგან ვერსად მოიძიებთ, გარდა იმისა, რასაც მე გიცხადებთ. რადგან ვერც რელიგიები და რელიგიური სექტები და ვერც მეცნიერება ვერ ფლობს ჭეშმარიტ ცოდნას. ამიტომ ახლა კვლავ მოგაწოდებთ სათანადო ცოდნას ქრისტეს მეორედ მოსვლის დეტალებზე. ვინაიდან მისი ცოდნის გარეშე საზოგადოება ვერ შესძლებს ანტიქრისტეს მხილებას. რაც კაცობრიობის არსებობის გასაგრძელებლად სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეა!!! ცხადია, რომ ცოდნის მოსაწოდებელი გზა ბიბლიაზე გადის და ამიტომაც მისი მეშვეობით ავხსნი ყოველივეს. მეორედ მოსულ ქრისტეს ბიბლია გამარჯვებულს უწოდებს და მის შესახებ ამბობს: რომ „ღმერთისაგან მიცემული აქვს წყალობა გადანახული მანანისაგან და თეთრი ქვა. რომელზეც დაწერილია ახალი სახელი და ეს მის გარდა არც არავინ იცის“ (გამოცხადება 2-17). გარდა ამისა, იგი მოხსენიებულია „თეთრი ცხენის იმ მხედრად, რომელსაც ჰქონდა მშვილდი და გვირგვინი და გამოვიდა გამარჯვებული, რათა გაემარჯვა“ (გამოცხადება 6-2). აგრეთვე ესეც: „გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა. რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“ (გამოცხადება 5-5). ხოლო ყველა ამ ცნობას კი საბოლოოდ მივყევართ ამ განცხადებაზე: „აჰა, მოდის დღეები და მე აღვადგენ იმ კეთილ სიტყვას, რომელიც წარმოვთქვი ისრაელის სახლზე და იუდას სახლზე. იმ დღეებში და იმ ჟამს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის იქმს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე. აჰა, რა ეწოდება მას: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 33-14/16). ბიბლიაში ქრისტე მოხსენიებულია „კეთილ სიტყვად“ (იოანე 6-68). ანტიქრისტე კი – „სიკვდილით შემოსილ სიტყვად“ (ზირაქი 23). რომლისაგან გამოსულ ინფორმაციასაც, ღმერთის მიერ მინიჭებული აქვს ავმეტყველების სტატუსი და „ღვთის საგმობი შინაარსისაა“ (გამოცხადება 13-5,6). ამიტომაც მისი სიტყვების დამჯერნი იმკიან ღვთის რისხვას და მისი პირით წარმოთქმული „დალოცვაც“ კი წყევლად ევლინება ადრესატს. ახლა კი რაც შეეხება იმ ცნობებს, რომელთაც ჩემგან იღებთ – აი, რა ინფორმაციას იძლევა მის თაობაზე ბიბლია: „ეს იცოდეთ უპირველეს ყოვლისა, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით; არამედ ადამიანები სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას“ (II პეტრე 1-20,21). ამიტომაც „ის სახარება, რომელიც ჩემგან გეხარებათ, არ არის კაცთმიერი“ (გალატელთა 1-11). ვინაიდან „ყველა კეთილი საბოძვარი და სრულყოფილი ნიჭი (ანუ გონიერება) მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან. რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა. მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ, ჭეშმარიტების სიტყვით. რათა ვიყოთ ვითარცა პირველი ნაყოფი, მის მიერ შექმნილთა შორის“ (იაკობი 1-17,18). აქვე მინდა დავძინო ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ. კერძოდ ის, რომ ამ ქვეყნად ვერ ნახავთ ვერცერთ სასულიერო თუ საერო პირს, რომელიც შესძლებს და სრულად განმარტავს ბიბლიის სიბრძნეებს. როცა ისინი მათ ახსნას სცდილობენ, ასე ამბობენ: „წმინდა მამების განმარტებით ასეაო“. მაგრამ არ ძალუძთ ამომწურავი პასუხის გაცემა დასმულ შეკითხვებზე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ როგორც ბიბლია ამბობს: „ყველა განმარტება ნაწილობრივია, გარდა ქრისტესმიერ განმარტებულისა“ (I კორინთელთა 13-9,10). რომელმაც პირველადს მოსვლის დროს იგავებით განმარტებებით შემოისაზღვრა. მაგრამ მეორედ მოსვლის დროს კი სათანადო დონეზე ხსნის ყოველივეს, თანახმად დაწერილისა: „ახლა იგავებით გესაუბრებით, მაგრამ დადგება დრო და პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახეხ“ (იოანე 16-25). თუმცა „მიხილავთ, მაგრამ მაინც ვერ მიცნობთ“ (იოანე 6-36). ამასთანავე ვერცერთი ე.წ. მოძღვარი სათანადოდ ვერც იმ ნაწილობრივ განმარტებულებში ერკვევა და ამიტომაც მათი პასუხი ვერც აკმაყოფილებს ცოდნის მაძიებელს. ხოლო როცა კითხვებს თავს ვეღარ ართმევენ, ასე პასუხობენ: „ნუ ეძიებით. როგორც ღმერთს ნებავს, ისე იქნებაო“. როდესაც მოძღვრის მოვალეობა სწორედ ეს არის, რომ აუხსნას ადამიანებს, ღმერთს რა – როგორ ნებავს. მაგრამ რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, მე გეტყვით იმას, რომ ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული უნარიდან გამომდინარე, სრული სახით ვშიფრავ ყოველ სიბრძნეს, ბიბლიური კოდის მეთოდის გამოყენებით. რის შედეგადაც ვღებულობ ისეთ პასუხს, რომელზედაც დაწერილია: „მე მოგცემთ პირსა და ცოდნას, რომელსაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერ შეეპასუხებიან ვერავინ“ (ლუკა 21-15). ამიტომაც შემიძლია ნებისმიერ დასმულ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის გაცემა და ეს ცოდნა არც დამიფარავს, ვაქვეყნებ კიდეც; თანახმად დაწერილისა: „ნუ დააბრკოლებ სიტყვას საჭიროების ჟამს“ (სიბრძნე ზირაქის 4-23), ვინაიდან „დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი, ვის რაში არგია ან ერთი და ან მეორე?!“ (სიბრძნე ზირაქის 20). ხოლო რაც შეეხება „საჭიროების ჟამს“, სწორედ რომ ეს დრო დაუდგა კაცობრიობას, ამის მიმხვედრი კი ალბათ უკვე ყველაა! იმედია ამის ახსნა საჭირო არ არის, რომ ღმერთი უსაფუძვლოდ და მით უმეტეს უმიზნოდ არაფერს მოიმოქმედებს. ვინაიდან მან საჭიროდ ჩათვალა დაფარული ჭეშმარიტების მხილების შემძლე პიროვნების მოვლინება, ეს იმას მოწმობს, რომ უკვე დადგა ის დრო, რომელზედაც ბიბლია იუწყება შემდეგს: „უკანასკნელი ჟამია და მოდის ანტიქრისტე და ის უკვე სოფელშია. ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია“ (I იოანე 2-18). „მოვა განდგომილება და ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა. წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, ღვთის ტაძარშიაც კი დაჯდება და თავს ღმერთად გამოაცხადებს“ (II თესალონიკელთა 2-4). „ციდან გადმოგდებული იქნა დიდი გველეშაპი. ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა. ვაი მიწასა და ზღვას. ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით“ (გამოცხადება 12-9/12). „მიეცა მხეცს ხელმწიფება სამოქმედოთ 42 თვეს“ (გამოცხადება 13-5) და ამ დროს „არავის შეეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა მათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი – მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი და მოკლული უნდა ყოფილიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას“ (გამოცხადება 13-15/17). მაშასადამე ეს კანონები იუწყებიან იმას, რომ ანტიქრისტეს ხელმწიფობის პერიოდში, მაღალ თანამდებობებსა და მატერიალურ სიმდიდრეებს დაეპატრონებოდნენ სატანური ძალის ძალოვანნი. ხოლო ღვთიურ ძალას დაქვემდებარებაში მყოფნი კი ჩაგრული ფენას განეკუთვნებოდა. ახლა კი დაფარული ჭეშმარიტების მხილების თაობაზე მოგახსენებთ და გეტყვით შემდეგს: როგორც კანონი იუწყება: „მხილებული ნათლით მჟღავნდება. ვინაიდან ყოველივე რაც გამომჟღავნდება, ნათელია“ (ეფესელთა 5-14). რაც იმას ნიშნავს, რომ სიცრუეზე აგებული გარემოების ჩამოშლას, წინ უძღვის მხილება. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ რომელიმე ტყუილი გაუმჟღავნრბელი დარჩეს – ეს შეუძლებელია!!! ვინაიდან სიცრუით გადაფარვა იმ დრომდეა მხოლოდ შესძლებელი, სანამ მისით გადაფარულ სიმართლეს აღსრულების დრო დაუდგება. რადგანაც ეს სამყარო ჭეშმარიტებითაა შექმნილი და ამიტომაც სიმართლე აუცილებლად სრულდება ფაქტებად!!! დიახ, ეს აქსიომაა: რომ ჭეშმარიტი სიმართლე ყოველთვის სრულდება ფაქტებად! მაგრამ რა ბედი ეწევათ იმ ადამიანებს, ვინც სიცრუის ბოლომდე ერთგულნი დარჩებიან? ამის პასუხი აშკარაა: ყველას თავისი რწმენა გადაარჩენს ან დაღუპავს!!! ე.ი. სიცრუის რწმენით მავალთა ბოლო იმედგაცრუებაა, ხოლო სიმართლის მრწმუნებლების კი, გამარჯვება. ხოლო არჩევანის თავისუფალი ნება კი ადამიანს ღმერთისაგან აქვს მინიჭებული. ასე, რომ საკუთარი ბედის მჭედელი თავად პიროვნებაა იმის მიხედვით, საკუთარ რწმენას სიცრუეზე დააყრდნობს თუ სიმართლეზე. ამიტომ ანტიქრისტეს მხილება ჩემი მოვალეობაა და დაჯერება ან არ დაჯერება თქვენი ნება. ორივე შემთხვევაში სიმართლე მაინც აღსრულდება ფაქტებად!!! მაშასადამე განვაგრძობ მის მხილებას და ჩემს მიერ გაცხადებული ცნობებიდან შეგახსენებთ იმ მომენტს, ფსიქოტრონული იარაღის თაობაზე რომ გაცნობებდით. თუმცა ამჟამად უკვე იმდენი ინფორმაცია არის გამოქვეყნებული ამ საკითხის ირგვლივ, რომ ჩემგან რაიმეს დამატებას აღარ საჭიროებს. მე მხოლოდ იმ შემთხვევას აღვწერ, რომელიც ჩემზე გამოიყენეს. ცხადია მათი სურვილი რაც იყო და არის, მაგრამ „არცერთი ქმნილება არ არის დაფარული უფლის ხედვისაგან“ (ებრაელთა 4-13) და „დროულად სრულდება მისი ყოველი ნაბრძანები ისე, რომ არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე თავის დროზე გაირკვევა“ (სიბრძნე ზირაქის 39-16). რამეთუ „უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს მას. იგია საიდუმლოთა განმცხადებელი და ამცნობს თავის რჩეულთ, რა იქნება მომავალში“ (დანიელი 2-28 და 3-25). ეს კანონები იმიტომ წარმოგიდგინეთ, რომ მე გავხდი მათი აღმსრულებული. ვინაიდან უფალმა ჯერ სათანადო ცოდნით აღმჭურვა და მერე კი მაცნობა იმის თაობაზე, რაც მელოდა. ეს არც დამიფარავს და ოჯახის წევრები გავაფრთხილე: რომ მოვკვდებოდი და არ დავემარხეთ. რადგან ღმერთი ისევ აღადგენდა ჩემს სიცოცხლეს. თუმცა ეს კი არ ვიცოდი, რომ ეს პროცესი აზროვნების გაუთიშავად შესრულდებოდა. მოკლედ, ჯერ მინდა იმ ფსიქოტრონული იარაღის პრინციპზე გავისაუბრო, რაც გამოყენებული იქნა ჩემზე. საამისოდ კი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ იმ ველზე, რომლის გამოყენებასაც აქვს ადგილი ამ იარაღის მოქმედების დროს. მატერიის ნებისმიერი ელემენტარული ნაწილაკი ხასიათდება სამი მუდმივობის აუცილებლობით: 1) მასით; 2) მუხტითა და 3) სპინით. აქედან: 1) მასას შეესაბამება გრავიტაციული ველი. 2) მუხტს – ელექტრომაგნიტური და 3) სპინს კი – ტორსიული ველი. სწორედ ტორსიულ ველზე არის დამოკიდებული ინფორმაციის გასვლა როგორც ადგილობრივ გარემოში (დედამიწაზე), ასევე კოსმოსშიც. მისი სიჩქარე აღემატება სინათლის სიჩქარეს და ამიტომაც მანძილი მასზე ნაკლებად მოქმედებს. ეს ველი გამოიყენება ტელეკინეზისა და ტელეპორტაციის დროს; და აგრეთვე სულის კოსმოსში გასვლის დროსაც. ახლა კი აღვწერ იმ ფსიქოტრონული იარაღის მოქმედებას, რომელიც ჩემზე იქნა გამოყენებული და რომლის ფუნქციონირებისას იყენებენ ზემოთ ხსენებულ ველს. ამ იარაღის მოქმედებაში მოსაყვანად საჭირო არის მსხვერპლად შერჩეულის ორეულის შექმნა სახიერი მსგავსებითა და ხმის ჩანაწერით. შემდეგ კი ამ ორეულზე ხდება დაპროგრამება გონების საწინააღმდეგო პროგრამისა. რის შემდეგაც ჩანაწერი უნდა იქნას დაპროგრამებული კავშირგაბმულობის სისტემის შერჩეული ნომრის ხაზზე და ამ ნომერზე ჩართული მობილური ტელეფონის დახმარებითა და კურიერის როლის შემსრულებელი სატანური ძალის მქონე პიროვნების საშუალებით ხდება კავშირის დამყარება საიმისოდ, რომ ადრესატამდე მიღწეული იქნას სასიკვდილო პროგრამის მომცველი ჰაერ-წვეთოვანი ჩიპი. რომელიც გარეგნულ სახიერად გამჭვირვალეა და მიმსგავსებულია სულს. სწრაფი ბრუნვითი მოძრაობით, რომელიც ძაფდახვეული თითისტარის ბრუნვას წააგავს, ხდება მისი მსხვერპლამდე მიტანა. რასაც მოჰყვება მიმღების მიერ მისი ჩაყლაპვა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მსხვერპლი წინ აღუდგეს ამ „ნობათის“ მიღებას – ეს შეუძლებელია!!! რადგან მოვლინებული ე.წ. კურიერისა და მობილური ტელეფონით მიღებული ფსიქოტრონული აპარატიდან გაშვებული სიგნალებით იგი დაგიპნოზებულია ისე, რომ არ ძალუძს წინააღმდეგობის გაწევა. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული ვიყავი ყოველივე ამის თაობაზე, მათ მაინც მოახდინეს ჩემზე ზემოქმედება სწორედ ასეთ კურიერად შერჩეული პიროვნებისა და მობილური ტელეფონის მეშვეობით. თუმცა გარდა ამ ცოდნის წინასწარ ცოდნისა, სხვაზედაც ვიყავი ინფორმირებული. კერძოდ იმაზე, რომ მოვკვდებოდი, მაგრამ გავცოცხლდებოდი რამოდენიმე დღეში და როგორც უკვე გაცნობეთ, ამის შესახებ ოჯახის წევრებიც გავაფრთხილე. გარდა ამისა ვიცოდი, რომ არ უნდა მიმეღო უცხო სტუმარი. მაგრამ ამის გაკეთება ვერ შევძელი ქართული სტუმართ-მასპინძლობის წესის დაცვის გამო. ამასთანავე ვიცოდი ისიც, რომ ძალიან შინაური იყო სატანისაგან ხელდასმული ის პიროვნება, ვინც ყოველნაირად ცდილობდა ჩემთვის ზიანის მიყენებას და მან ცდა არც დააკლო. მაგრამ ვერც მან და ვერც იმათ, ვინც ეს პროცესი განახორციელეს, ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს იმიტომ, რომ მე წინასწარ ვიყავი აღჭურვილი იმ ცოდნით, რომელიც გამოვიყენე საიმისოდ, რომ ცოცხალი გადავრჩენილიყავი და რომელი ცოდნის მომცველიცაა წიგნი „სიბრძნე სიმართლისა“. ახლა ძალიან მოკლედ ვისაუბრებ იმ მოვლენებზე, რომელიც განვითარდა იმ უცხო სტუმრის მოსვლიდან, სიკვდილის კურიერად რომ გამომიგზავნეს. მისი მოსვლის მომენტიდან რამოდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩემმა თვალებმა კოორდინაციის უნარი დაკარგეს. ვინაიდან მე უკვე მქონდა მიღებული სათანადო ცოდნა, უმალ მივხვდი თუ რასთან მქონდა საქმე და სასწრაფოდ გავედი ყველაზე მოშორებულ ოთახში. სადაც საჭირო ცოდნის გამოყენებით აღვიდგინე მდგომარეობა და აღარ გამოვსულვარ ოთახიდან მანამ, სანამ სტუმარი არ წავიდა. რაზედაც გაოცების გამოხატვა მივიღე ოჯახის წევრებიდან. რადგან მსგავსი რამ არასოდეს ჩამიდენია ოჯახში მოსული სტუმრის მიმართ. ცხადია არაფერი ამიხსნია და ვერც ვიტყოდი იმას, რაც ხდებოდა. ვინაიდან ამის ცოდნა სცდებოდა იმ ცოდნას, რაც ადამიანთათვის არის ცნობილი. თანაც ჩავთვალე, რომ „გადავრჩი“. მაგრამ თურმე ამაოდ. რადგანაც მეორე დღეს ისევ გაუფრთხილებლად კვლავ გვეწვია ის სტუმარი და თან ქალიშვილთან ერთად. ამიტომ იძულებული გავხდი გავმასპინძლებოდი მათ და ცხადია მომიწია მათთან ერთად ოთახში დაყოვნება. საიდანაც სულ რაღაც ნახევარი საათი იქნებოდა ალბათ გასული, რომ ვიგრძენი აუტანელი ტკივილი მარჯვენა ხელის მაჯის გასწვრივ შიგნით მხარეს. როცა ხელზე დავიხედე, დავინახე, რომ მაჯის გასწვრივ პარალელურად მყოფი სახსრები ერთმანეთს შორდებოდნენ ისე, თითქოს ვიღაც სცდილობდა მათ გაგლეჯვას. მათ შორის ისეთი ჩაღრმავება გაჩნდა, რომ გვერდით მჯდომი ჩემი ქალიშვილის განცვიფრებაც კი გამოიწვია. მძაფრმა ტკივილმა გონს მომაგო, გამახსენდა ღმერთისმიერი გაფრთხილებები და კვლავ გავექეცი სტუმარს. მაგრამ ამჯერად უკვე ვეღარ ავიცილე მისი თვალის სხივის სივერაგე. მართალია ის კაცი, რომელიც არც მანამ არასოდეს ყოფილა ჩვენს ოჯახში; მას შემდეგაც აღარ მოსულა. მაგრამ მისმა მოსვლამ დიდი როლი შეასრულა იმ პროცესში, რომელსაც ახლა ძალიან მოკლედ წარმოვადგენ და თან იმასაც დავძენ, რომ რასაც აღვწერ, ძნელად დასაჯერებელი იქნება. მაგრამ ყოველივე სინამდვილეა და თან ისეთი, რომ ოდნავ გადაჭარბებასაც კი არა აქვს ადგილი. რის თაობაზეც დავძენ იმასაც, რომ რაც კაცთათვის შეუძლებელია, მისი გაკეთება ღმერთისათვის იოლია; და თუ ის ინებებს ადამიანს მისცემს იმის ძალას, რომ შეასრულებიებს ისეთ ქმედებას, რასაც ჩვენ სასწაულს ვუწოდებთ. ჩემს შემთხვევაშიც მსგავს მოვლენას ჰქონდა ადგილი. თუმცა ჩემთვის, ყოველივე შეცნობილად მოხდა. ცხადია ყველაფერის დაწვრილებით აღწერას არ ვაპირებ და მხოლოდ გეტყვით იმას, რომ მე აზროვნების გაუთიშავად გამოვცადე ის მოვლენა, რასაც სხეულიდან სულის ამოსვლით მიღებული გარდაცვალება ჰქვია. რაც რომ ყოველ ადამიანში ხდება აზროვნების გათიშვით. ასევე აზროვნების გაუთიშავად მოხდა ახალი სულის მიღებაც, რომელიც ასევე აზროვნების გათიშვით ხდება ყოველ ადამიანში. ე.ი. ის პროცესები, რომელნიც ყველა ადამიანში ხდებოდა და ხდება აზროვნების გათიშვით, ჩემს შემთხვევაში ცნობიერების გაუთიშავად მოხდა. მართალია ის არ ვიცოდი, თუ ჩემი გარდაცვალება აზროვნების გაუთიშავად მოხდებოდა. მაგრამ რომ გარდავიცვლებოდი და შემდეგ გავცოცხლდებოდი, ის ვიცოდი. ამიტომ ერთი კვირით ადრე დავიწყე მზადება იმ ცოდნის გამოყენებით, რომლითაც შევქმენი წიგნი „სიბრძნე სიმართლისა“ და რომელი ინფორმაციაც, გონებაში დაფარულად მყოფი ჭეშმარიტების შეცნობით მოვიპოვე. აღნიშნული პროცესი კლინიკურად გამოვლინდა შემდეგნაირად: 14 დღე-ღამის განმავლობაში არც ვჭამდი, არც ვსვამდი და არც მეძინა. მხოლოდ გაუჩერებლივ ვიმეორებდი იმ სიტყვებს, რომელზედაც ბიბლია აცხადებს, რომ „არავის ეცოდინება, გარდა მიმღებისაო“ (გამოცხადება 2-17). ამასთანვე მოქმედებითაც ვასრულები იმ მითითებებს, რომელთაც ადამიანური თვალთახედვისათვის არახილვადი არსებები მკარნახობდნენ და თანაც სამყაროს სარკის საშუალებით მაჩვენებდნენ უამრავ კადრს, როგორც წარსულისას, ისე მომავლისას. ტანჯვის რა სახიერი პროცედურებიც გამოვიარე, მათ ვერც და არც გადმოვცემ; მხოლოდ გეტყვით იმას, რომ მე-14 დღეს საწოლის ბოლოს ჩამომჯდარი ვლოცულობდი. საწოლის თავთან კი იდგა პატარა კომოდი, რომლის ზემოდანაც იდო პატარა ლამბაქი სველი ბამბით. რომელსაც ხანდახან ვიყენებდი ენის დასასველებლად, რათა ენა ისე მქონდა გამომშრალი, რომ დროდადრო სასას ეკვროდა და მეტყველებას მიზღუდავდა. უცებ მოხდა ის, რასაც ჩვენ სასწაულს ვუწოდებთ. ჩემგან მოშორებით მყოფი ეს ბამბიანი ლამბაქი ზევით ავარდა თითქმის ჭერამდე და ისეთი ძალით დაენარცხა იატაკზე, რომ სულ პატარ-პატარა ნამსხვრევებად იქცა. ამის შემდეგ ჩამქრალი ნათურა აზანზარდა, განათდა და როცა ჩაქრა, მის ირგვლივ თეთრი ფერის ჭერი ჭაობისფერი გახდა. ყოველივე ამ მოვლენის გადატანის შემდეგ ჭამაც შევძელი, დაძინებაც და თუკი მანამ რაიმე მაწუხებდა ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თავი ძალიან რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით: როგორადაც ფაქტებმა აჩვენეს, მე აღმოვჩნდი აღმსრულებელი ბიბლიის ამ ცნობისა: „ვიცნობ ერთ კაცს ქრისტეში, რომელიც 14 წლით – არ ვიცი სხეულში თუ მის გარეთ – ატაცებული იქნა სამოთხეში მესამე ცამდე და ისმენდა ენით გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმაც ნებადართული არა აქვს ადამიანს“ (II კორინთელთა 12-2/4). გაცნობებთ იმას, რომ მე გახლავართ ამ კანონის მეორე აღმსრულებელი, რადგანაც მისი პირველი აღმსრულებელი იესო ნაზარეველი იყო. თუმცა ბიბლიაში ამ პროცესის შესახებ დაწვრილებითი აღწერა არ არის გადმოცემული და მის გასაცხადებლად გადატანითი მნიშვნელობის წესის გამოყენება არის შერჩეული. რომელიც ასეთი სახის ცნობით იქნა წარმოდგენილი: „სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად“ (მათე 4-1). აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს ცნობა დასტურია იმისიც, რომ სულმა სამოთხეში გასაღწევად ჯერ ჯოჯოხეთის დაძლევა უნდა შესძლოს. რომელიც დედამიწურ მიზიდულობის არეალშია და მხოლოდ მისი დაძლევის შემდეგ გააღწევს კოსმოსში. ამ ცნობას ამოწმებს ბიბლიაც: „ავიდა რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ქრისტე პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა?! ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა; რათა აღავსოს ყოველივე“ (ეფესელთა 4-9,10). დიახ, მე გახლდით ამ მდგომარეობაში 14 დღე-ღამის განმავლობაში. მაშინ ვინაიდან ჩემი გრძნობათა ორგანოები გადართული იყო გონების ქვეცნობიერის დაქვემდებარებაში, ამიტომ უამრავი დაფარული რამ ვიხილე და რაც მთავარია შევძელი ანტიქრისტეს ამოცნობა. გარდა ამისა მეცნობა ის მომავალი, რომელიც გასავლელი დარჩა კაცობრიობას. ალბათ უკვე მისახვედრია ის, რომ ჩემი პირდაპირი მისია იმ დაფარული ჭეშმარიტების მხილებაა, რომელიც დაიფარა ადამიანური აზროვნებისათვის სატანას ძალისხმევით და უნაყოფოდ იყო გონებაში. მის ნაცვლად კი ერთმანეთს დაპირისპირებული მეცნიერება და რელიგია, ადამიანებს სიცრუეს სიმართლედ უსაღებდნენ და მათ მიერ გაცხადებულ ასეთ ცოდნაზე იზრდებოდნენ თაობები. რამაც გამოიწვია ის სავალალო შედეგი, რომ კაცობრიობის რწმენა საკმაოდ ასცდა ჭეშმარიტ რწმენას. ეს კი ის არის, რასაც ადამიანთა მოდგმა არსებობის შეწყვეტისაკენ მიჰყავს. ამ სიტუაციის შესახებ ვაცხადებ უკვე რამოდენიმე წელია, მაგრამ მისი ყურადღება არავინ ინდომა და ცხადია რატომაც. თუმცა ახლა, როცა უკვე ჩემს მიერ გაცხადებული ცნობები თანდათან ფაქტებად სრულდებიან, გამოჩნდნენ ერთეულები, რომელნიც ცდილობენ საკუთარი გონება სიცრუის ტყვეობიდან იხსნან. რადგანაც დაფარული ჭეშმმარიტების მხილება ქართული ენით ხდება, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ამ ენაზე მეტყველ ერშია ქრისტეს სულის მიმღები პიროვნებაც და სამწუხაროდ ანტიქრისტეც. ამიტომ ამ ერის პირდაპირი მოვალეობაა ანტიქრისტეს მხილება საიმისოდ, რათა გადარჩნენ. რაზედაც დახმარებას გაგიწევთ და რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიბლიის მეშვეობით. ვინაიდან მის მიერ გადმოცემული ცოდნის გამოყენების გარეშე შეუძლებელია ეშმაკის სულიანი ადამიანის მხილება. რამეთუ „სატანა ხომ ადრე ანგელოზი იყო?!“ (II კორინთელთა 11-14). ხოლო რაც შეეხება ბიბლიით გადმოცემულ ანტიქრისტეს ამოსაცნობ ნიშნებს, ის შემდეგია: „ღვთის ტაძარში დამჯდარი ურჯულო“ (II თესალონიკელთა 2-3/12) – მაღალი იერერქიის სასულიერო პირი, რომლის რეზიდენციაც „სიონისა“ და „სამების“ სახელწოდების მქონე ადგილებია. თანახმად კანონებისა: „სიონო, უფალი ღმერთი შენს წიაღშია“ (სოფონია 3-17) და „სამნი არიან, რომელნიც მოწმობენ ცათა შინა და მიწაზეც“ (I იოანე 6-7,8), ანუ ღმერთი სამობითაა. „თავის ღმერთად გამოცხადება“ (II თესალონიკელთა 2-4) კი ნიშნავს წოდება „უწმინდესოს“ მორგებას; რამეთუ „არავინაა წმინდა, გარდა ღმერთისა ერთისა“ (მათე 19-17). გარდა ამისა, როგორც ბიბლია იტყობინება: „იესო ქრისტე საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და კაცობრიობას მოუპოვა საუკუნო გამოსყიდვა. იგი არის ახალი აღთქმის შუამდგომელი. რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მემკვიდრეებმა მიიღონ აღთქმული“ (ებრაელთა 9-11/15). ეს კანონი იუწყება იმას, რომ ახალი აღთქმის თანახმად ქრისტე გახდა კაცობრიობის მარადიული ნათლია; თანახმად დებულებისა: „ერთია სხეული და ერთია სული. ერთია უფალი. ერთია რწმენა. ერთია ნათლისღება. ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყველას მიერ და ყველა ჩვენგანში. ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ“ (ეფესელთა 4-4/7). მაშასადამე ახალი აღთქმის თანახმად, „რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ; რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს – ე.ი. ეშმაკი; და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ“ (ებრაელთა 2-14,15). რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ახალშობილს დაბადებისთანავე კოსმოსიდან მიეცემა სულიწმიდით ნათელცემული (მადლიანი) სული. რომელშიაც გადაკეტილი იქნება წინაპართა ცოდვიანი მემკვიდრული გენის მიმართულება და მათი ნათლია კი ქრისტე იქნება!!! ანუ ახალი აღთქმის წესდებულებით ადამიანებს გაუქმებული ექნათ მონათვლის უნარის მქონეობა და აეკრძალათ ნათლიობის უფლება!!! ე.ი. უკვე მისახვედრია, რომ იმ დონის ცრუ ქმედების ჩადენას, რასაც საკუთარი თავის ათეულ ათასობით ბავშვთა ნათლიად გასაღება ჰქვია, კაცობრიობის არსებობის მანძილზე მხოლოდდამხოლოდ ერთი კაცი თუ გაბედავდა და ცხადია მხოლოდ ის, ვინც ანტიქრისტეა!!! სწორედ ამიტომაც უწოდა მას გონების ინტუიციურმა ენამ ანტიქრისტე. ვინაიდან ახალი აღთქმის კანონმდებლობით, ქრისტე არის ყველა ბავშვის ნამდვილი ნათლია. ხოლო ანტიქრისტე კი ცრუ და თვითმარქვია ნათლია. რომლის ამ ქვეყნად არსებობასაც განაპირობებს თავის „ნათლულთათვის“ განკუთვნილი ენერგიის მითვისება. რის მიღწევასაც ის ახერხებს სწორედ ამ ცრუ ნათლიობის მეშვეობით. ახლა კი დადგა დრო, როცა იმ საკითხს უნდა მოეფინოს ნათელი, რომელიც შემდეგია: როდესაც რომელიმე ქვეყანას თავს ატყდება ღვთის რისხვის განაჩენი. საზოგადოება ასე განსჯის: თუკი მავანნი სცოდავენ, უბრალო ხალხმა რა დააშავა, ღმერთი მათ რატომ სჯისო?! ამ საკითხზე ჭეშმარიტი პასუხის გასაცემად ცოტა შორიდან შემოვლა მოგვიწევს. კერძოდ კი ის, რომ ადამიანი სამყაროს შეიცნობს მხოლოდ საკუთარ გრძნობათა ორგანოების აღქმაზე დაქვემდებარებით. ხოლო იმას, რასაც ვერ ხედავს, ვერ ეხება, ვერ გრძნობს მის სუნს, ვერ ისმენს მის ხმას და ვერ იგებს მის გემოს – არ სცნობს. თუმცა ამ სამყაროში არსებობენ ისინიც და ისეთი რამეებიც, რომელთა აღქმაც ადამიანურ მგრძნობელობით უნარშემძლეობას აღემატება. მაგრამ მათ შესახებ ინფორმაციას ფლობს გონება იმიტომ, რომ ის სულისმიერია. სწორედ გონებისმიერი ცოდნით არის ჩაწერილი ბიბლია და ამიტომაც სრულდება ყველა მისი ცნობა, ზუსტად მათი აღსრულებისათვის განკუთვნილ დროში. რასაც ადამიანთა შემთხვევაში ბედისწერა ჰქვია და მისი შედგენა ხდება ადამიანებისვე ზრახვებისა და ჩადენილი ქმედებების ფონზე. ადამიანი რომ ვერ არის იმ დონის ქმნილება, რომ მის გრძნობათა ორგანოებს შეეძლოს ამ სამყაროს სრულყოფილად აღქმა; ამიტომაც დაუწესა ღმერთმა მას რწმენა, სიცოცხლის საარსებო წყაროდ. ხოლო რწმენის სიმყარე კი კანონთა დაცვაზე დააფუძნა. ამიტომაც კანონებში განსწავლულობა და მათი დაცვით ცხოვრება ანიჭებს ადამიანს გონიერების უნარს და ხდის მას ბრძენად. ხოლო ღმერთს კი სწორედ ასეთი ადამიანები უყვარს (IV მაკაბელთა 7-23). ღმერთის მიერ დაწესებული კანონი ამბობს: „რომ ყოველი ხორციელი თავიანთი მოდგმის მიხედვით ერთიანდება და ადამიანიც თავისი მსგავსისაკენ მიისწრაფვისო“ (სიბრძნე ზირაქის 3-16). მართლცდა ეს ყველასათვის ცნობილი რამაა, რომ ყველას თავისი ბუნების მსგავსისაკენ მიუწევს გული. ამიტომაც როცა ხალხი ე.წ. მავანად აქცევენ პიროვნებებს და ძალას ანიჭებენ მათ. ცხადია, რომ ისინი ისე მართავენ ქვეყანას, როგორი სულიც მათში მყოფობს. ღმერთი კი მათ ნამოქმედარის შეფასებას ბედისწერის განაჩენით ახდენს. ამიტომ თუ ქვეყანა ღვთის რისხვას იმკის, ამასი დამნაშავე მისი მოსახლეობაა. ვინაიდან თანახმად კანონისა მსგავსი – მსგავსს აირჩევს! ხოლო რაც შეეხება უბედურებებს, რომელიც უკვე კლიმატურ კატასტროფებამდე ადის, მისი მიზეზი კი შემდეგი კანონის აღსრულებაა: „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი. მაგრამ თავად ადგილი, ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია“ (II მაკაბელთა 5-19,20). ამრიგად სიმართლე ასეთია: ქვეყნის ავბედითობა, მის მცხოვრებთა მიზეზით ხდება!!! ვინაიდან და რადგანაც ღმერთმა ადამიანი გონიერ არსებად ყოფნობისათვის შექმნა; თანახმად კანონისა: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). მაშასადამე ცოდვების გზაზე სიარულით ადამიანი გონებას შორდება და ჩვენ მას გონების მიძინებას ვუწოდებთ. რაც იწვევს შიშის ჩანერგვასა და გაბატონებას; თანახმად კანონისა: „შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ“ (სიბრძნე სოლომონის 17-11,12). ხოლო რადგანაც გონებაა ბედისწერის განმგებელი, ამიტომ ცხადია რასთანაც გვექნება საქმე და ეს ასეცაა კიდეც. უკვე მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დამონებული ყავს შიშს და ამიტომაც ბედისწერასაც ღვთის რისხვის განაჩენი გამოაქვს კაცობრიობის თავზე. აქ კი აუცილებლად უნდა შევეხო ქართულად მეტყველი ერის როლს. რადგანაც მათ უდიდესი წვლილის შეტანა შეუძლიათ იმ საქმეში, რასაც ადამიანთა მოდგმის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი ჰქვია. მოკლედ გეტყვით მასზე, რადგან ვრცლად უკვე განხილული მაქვს ეს თემა და გამოქვეყნებული კიდეც. ამხილეთ ანტიქრისტე და ნუღარ მისცემთ მას თქვენი შვილების სასიცოცხლო ენერგიას. თორემ ბედისწერა უკვე მივიდა იმ განაჩენის აღსრულებაში გადაცემაზე, რომლის შედეგების გაცხადებასაც თავს ვარიდებ, ვინაიდან იმდენად საშიშია. მეტს ვერაფერს გეტყვით. სიმართლე გაცნობეთ და მასში გასარკვევად საჭირო ცოდნაც წარმოგიდგინეთ. დანარჩენი კი თქვენი ნებაა!!!