გაზიარება

ეს ძალიან მნიშვნელოვანია


ზოგს სჯერა, ზოგს არა, ზოგიც ხან ერთ აზრზეა და ხანაც მეორეზე; მაგრამ ყოველივე ეს არ სცვლის იმ სინამდვილეს, რომ ამჟამად კაცობრიობა საყოველთაო განკითხვის წინაშეა. ვინც „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემული ინფორმაციის მუდმივი მკითხველია, ის უკვე მიხვდებოდა იმას, როგორ სიტყვასიტყვით სრულდება ფაქტებად ის წინასწარმეტყველებანი, რომელიც მასშია გადმოცემული ისე, რომ მათი წარმოშობის საფუძვლებიც არის დასახელებული. „უფალია ჩვენი სიმართლით“ წარმოდგენილი ცოდნის მიზანი სწორედ ის არის, რომ ადამიანებს დაანახოს ის შეცდომები, რომელთა დაშვებითაც მათ დაიმსახურეს იმ უბედურებათა მოვლინება გარემოში, რაც დედამიწას თავს „აწვიმს“ ადამიანთა განსაკითხად და ისინი მანამ არ შეჩერდებიან, სანამ ადამიანები კეთილს არ ინებებენ საიმისოდ, რომ სრულად გაერკვნენ სიმართლეში და მიიღონ ის. ამიტომ არაფერი უნდა დარჩეს გაუცხადებელი იმ „ჭეშმარიტებიდან, რომელიც გონებაში უმოქმედოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-28). ვაგრძელებ მის მხილებას და ახლა წარმოგიდგენთ იმ ორ მნიშვნელოვან საკითხს, რომელთა დარღვევებიც ზღვარს გადავიდა. მათგან პირველია მცნება: „პატივი ეცი დედას და მამას“. ალბათ ბევრი თქვენგანი იტყვით, ამ მცნების ცოდნა ხომ საყოველთაოა და მასში რა უნდა იყოს დაფარულიო?! რაზედაც შეგახსენებთ იმას, რომ ჭეშმარიტი ცოდნა გულისხმობს სამყაროს კანონმდებლობითი განსჯის საფუძვლებზე დასვლას და სწორედ ასეთი ცნობების შემოთავაზებას აქვს ადგილი ჩემს მიერ გაცხადებულ ცოდნაში.
ინფორმაციის მოწოდებას კი ასეთი ცნობით დავიწყებ: მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მიმხვდარია იმას, რომ ადამიანი ქმნილებაა და მას შემქმნელი ჰყავს უფალი ღმერთი. რომელსაც ბიბლია მამა ღმერთს უწოდებს. „მამა ღმერთი“ – მინდა სწორედ ამ წოდების გაშიფვრა შემოგთავაზოთ ასეთი კუთხით: გამომდინარე იმ რეალობიდან, რომ ადამიანის დაბადებას მშობლები: მამა და დედა სჭირდება, კაცობრიობის შემქნელისათვის გონების ენით „მამის“ წოდება მიგვანიშნებს იმას, რომ კაცობრიობის შექმნაში „დედაც“ იარსებებდა და ეს ასეა კიდეც! ხოლო თუ ვინ არის ამ მისიის შემსრულებელი, ამის შესახებ გვაცნობა კიდეც ბიბლიამ შემდეგი ცნობით: „ქრისტეს მიერ შეიქმნა სოფელი და სოფელმა კი ვერ იცნო იგი“ (იოანე 1-10). იმის შესახებ, რომ ქრისტე ამ სამყაროში ჯერ ცისკრის ანგელოზის სახელით იქნა მოვლინებული; შემდეგ კი ანგელოზთა მიერ ისეთი გენეტიკური მიმდინარეობის გავლის შედეგად, როგორ პროცესსაც კაცობრიობაც გადის დასაბამიდან მოყოლებული – მისგან მიღებული იქნა გენეტიკური პირველნაყოფი ედემელი ადამი. ეს ცოდნა უკვე გადმოცემული მაქვს და ცნობილია თქვენთვის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ქრისტე, რომელიც ედემში იწოდებოდა ადამად და მისნაირებს ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ, არის ადამიანური გონების პროგრამის შემდგენი. უფრო სხვანაირად რომ ვთქვა, გონების პროგრამის სიტყვების სახით ჩამწერი და სწორედ ამ სიტყვების მოხაზულობის მეშვეობით შესრულდა შემდეგ სხეულის აგებულების განსაზღვრა და სახიერების გამოყვანა. ვინაიდან სხვა სემთხვევაში სხეული ვერ შესძლებდა სიტყვების გაგებას და ვერ დაემორჩილებოდა მას. როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „სულისა და სახის საკვირველი მსგავსება იღბეჭდება ჩანასახში“ (IV მაკაბელთა). ყოველივე ეს კი მოხდა ღმერთის მიერ შედგენილი პროგრამის მოქმედების შედეგად და ამ შემთხვევაში კი ამ პროგრამის ქმედების უშუალო შემსრულებლები იყვნენ ე.წ. უცხოპლანეტელები. და კიდევ უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: გონების ენით ისინი იწოდებიან კაცობრიობის „დედად“. რატომ იყო ეს ცოდნა აქამდე უცნობი ადამიანური აზროვნებისათვის?! ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ კაცობრიობამ სათანადო დონეზე არ დაიცვა მცნება: „პატივი ეცი დედას და მამას“; წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცოდნა არ დაიფარებოდა ცნობიერებისათვის!!!
როგორ უნდა მოხდეს ამ შეცდომის გამოსწორება?! ძალიან მარტივად: ყოველმა ზრდასრულმა შვილმა თავისი თავი დააყენოს მშობლის ადგილას და ისე შეაფასოს თავისი საქციელი. აქვე მინდა კვლავ შეგახსენოთ ის, რომ დღევანდელი ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიაც ამჟამად იმყოფება კაცობრიობა, უფრო და უფრო დამძიმდება და მანამ არ შეიცვლება სასიკეთოდ, სანამ ადამიანები გონს არ მოეგებიან!!! გონს მოგება კი ცოდვების საქმით მონანიებით არის მხოლოდ შესაძლებელი. მაგრამ ცოდვის მოსანანიებლად უპირველეს ყოვლისა იმის ცოდნაა საჭირო, ღმერთის მიერ დაწესებული სამართალით რა ითვლება ცოდვად და რა არა. ამიტომ ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს! სინამდვილე იმაშია, რომ ყველამ უნდა შეიცნოს ის ჭეშმარიტება, რომელიც „უფალია ჩვენი სიმართლით“ ცხადდება. რისი შეცნობის შემდეგაც უნდა გადახედოს თავის ცოდვებს და საქმით მოინანიოს. ასეთი ქმედების გარეშე ვერავინ გადაურჩება მიმდინარე არმაგედონის პროცესს!!! რატომ? მაგასაც აქვე გაცნობებთ: ადამიანი სულის და სხეულის ნაერთით მიღებული მთლიანობაა. სული კოსმიური ველის დაქვემდებარებაშია, სხეული კი დედამიწურისა. მათი მჭიდრო ერთობა კი განპირობებულია იმით, რომ სულმა არ უნდა დაკარგოს კავშირი კოსმოსთან. რაც აუცილებელია იმიტომაც, რომ დედამიწური გარემოს ის სტანდარტი იქნას შენარჩუნებული, რომელიც აუცილებელი პირობა არის ადამიანთა საარსებოდ. ადამიანური სულის კოსმოსთან კავშირი კი გულისხმობს ადამიანსა და მისი მოდგმის შემქმნელთან კავშირ-ურთიერთობასაც. რასაც ჩვენ მფარველ ანგელოზთან კავშირს ვუწოდებთ. დღეს სწორედ ეს ურთიერთობა დგას სრულად გაწყვეტის საშიშროების წინაშე და ამის გამოსასწორებლად აქვს სამყაროს მოკრებილი ძალები; თანახმად შემდეგი კანონისა: „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს გემსახურება; ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენი მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ ( სიბრძნე სოლომონის 16-17/24).
ახლა კი მეორე მეტად მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბრო, რომელიც ეხება რელიგიათა მიერ „ქრისტიანობის სიმბოლოდ“ შერაცხულ ჯვარს. რომლის ტარებასაც მოითხოვს ქრისტიანული რელიგია. მოდით ამ სიმბოლოსთან მიმართებით მივმართოთ გონიერ ლოგიკურ განსჯას. დავიწყოთ სათავიდან, რომელიც შემდეგია: ეს სამყარო შედგენილია მათემატიკურ წესებზე გათვლილი პროგრამით და სამყაროს ბედისწერის აღსრულებაც ხდება გეომეტრიული ფიგურების სახიერი ნახაზების შესრულების წესით. მთლიანი სამყაროს მთლიანობის სიმბოლო არის წრე. ხოლო საკოორდინატო სიბრტყის გამომსახველი ჯვარი კი წარმოადგენს მისი დაყოფის სიმბოლოს. ამიტომაც ქრისტეს მოწამეობრივი სიკვდილის ჯვარცმით აღსრულება – ეს კანონით გათვლილი და მიზნობრივი ფორმა იყო. ხოლო თუ მიზნობრიობაში რა იგულისხმება, ამას ახლავე გაცნობებთ:
წიგნ „სიბრძნე სიმართლისაში“ უკვე წარმოგიდგინეთ იმ პროცესის პროგრამა, თუ როგორ ხდება სულიდან სხეულის მიღება – რომელიც სრულდება დაყოფის გზით. მიღებული უჯრედები კი იძენენ სულის საპირისპირო თვისებებს. რათა მიღებული იქნას ამ სამყაროსეული კანონზომიერებით დადგენილი ურთიერთგანზიდულობის პრინციპზე დაფუძნებული მთლიანობა; თანახმად კანონისა: „ხორცს სულის საპირისპიროდ სურს და სულს – ხორცის საპირისპიროდ. ამიტომ ისინი ეურჩებიან ერთიმეორეს, რათა ადამიანი ვერ იქმოდეს იმას, რაც სურს“ (გალატელთა 5-17). რაც შეეხება ცოდვას, რომელიც არის სულის დაყოფის (იგივე დამდაბლების) საშუალება, მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ სხეულისმიერი ქმედებების შედეგად – ეს ტვინისმიერი შესრულებით იქნება (ფიქრი), ენისმიერით (სიტყვა), თუ ხელისმიერი ქმედებით. ხოლო ცოდვების ჩადენით კი ხდება სხეულის დაუძლურება ისე, რომ ვეღარ ინარჩუნებს სულთან პარტნიორობას. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ხორცის მიერ დაუძლურდა რჯული“ (რომაელთა 8-3) – რომელიც არის გონების პროგრამა; თანახმად კანონისა: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული“ (IV მაკაბელთა 2-21,22). ახლა კი ჯვრის სიმბოლოზე ბიბლიის განაცხადს წარმოგიდგენთ, რომელიც რელიგიამ თავისებურად გადააკეთა, მაგრამ მე იმ ფორმით მოგაწოდებთ, რომლითაც წინასწარმეტყველებმა ის ჩაწერეს და რომელი ლექსიკონის მფლობელიც გახლავართ. აი ეს ცნობაც: „ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა დაწყევლილი ჩვენს ნაცვლად; ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყოველი, მიმსჭვალული ჯვარს“ (გალატელთა 3-14).
მაშასადამე ქრისტეს ჯვარზე გაკვრითა და მისი წამებით სიკვდილის გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ ჯვარი ადამიანთა გონებაში არის სიმბოლო – ასოცირებული ქრისტეს ტანჯვა-წამებასთან. როგორც ვიცით გონების პროგრამა ქვეცნობიერის მეშვეობით ფუნქციონირებს, რომელსაც მინიჭებული აქვს ადამიანში ყოველივეს განკარგვის უნარიც და უფლებაც. ამიტომ როცა ადამიანი ჯვარს ატარებს და მისი აზროვნებაც მას აღიქვამს ისე, როგორც ქრისტიანობის სიმბოლოს, ამას მისი ბედისწერა გადაჰყავს ღვთის რისხვის მომკის განაჩენის გამოტანის მხარეს. უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯვრის ტარებითა და მასზე ამბორით, ადამიანი ნებაყოფლობით წყევლაში ყოფნას ირჩევს. აი, ასე აღიქვამს ამ ქმედებას გონების ღმერთისმიერი საზომი, რომლის განსჯითაც იწერება ბედისწერა. ე.ი. დასკვნა ასეთია: ჯვრის ტარებით ადამიანი წყევლას ატარებს! ხოლო წყევლაში ყოფნის შედეგები კი რაც არის, ალბათ ყველამ იცის და თუკი არ იცის, მაშინ სამწუხაროდ გარდაუვალია ის, რომ მას ამის გასაგებად უკვე რეალობასთან მოუწევს შეჯახება!!!