ემიგრაციის ბიბლიური ახსნა
ეს უკვე განმიცხადებია კიდეც და ახლა კვლავ აღვნიშნავ მას და არის ის, რასაც განსხვავება ჰქვია კითხვაზე სწორი პასუხის გაცემასა და ჭეშმარიტი პასუხის გაცემას შორის. რისთვისაც უნდა შევეხო იმ წინასწარმეტყველებებს, რომელთაც ბიბლია გადმოსცემს. მიუხედავად იმისა, რომ მათი დაჯერებისადმი მიდგომა სხვადასხვანაირი აქვთ ადამიანებს, სინამდვილე მათ შესახებ ის არის, რომ ისინი ზედმიწევნით ზუსტად სრულდებიან ფაქტებად ისე, რომ არცერთი მათგანი არ რჩება აღუსრულებელი. მაგრამ მაინც რატომ აქვს ადგილი მის მიმართ ურწმუნოთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმიის არსებობას?! ამ კითხვას აქვს პასუხი და ის შემდეგია: ჭეშმარიტი ცოდნა, რომელიც ღმერთის მიერ დაწესებული კანონების განსჯის შედეგად მიიღება, გამოხატავს ქმედების აღძვრის საფუძველს და მისგან მიღებული შედეგიც ერთადერთია. ხოლო რაც შეეხება განსახილველი ქმედების გამომწვევ მიზეზებს, რომელსაც ის საფუძველი წარმოშობს, კანონთა განსჯის შედეგად რომ გადავიდა აღსრულებაში, ისინი შეიძლება მრავალიც და მრავალგვარიც იყონ. სწორედ მხოლოდ მათი ამოცნობის შემძლეობის უნარი აქვს მეცნიერებას და თუკი გაარკვევს მას, ამოცნობილ მიზეზს ეწოდება სწორი პასუხი განსახილველი საკითხისადმი. მაგრამ ვინაიდან ეს სამყარო ისეა დადგენილი, რომ ერთიდაიგივე შედეგის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, ამიტომაც მეცნიერები ხშირად ეჯახებიან სირთულეებს და ამიტომაც არის, რომ რაიმე კონკრეტული საკითხის მიზეზს რომ დღეს ერთს დაასახელებენ, ხვალ შეიძლება უკვე მისი საპირისპიროს მტკიცება დაიწყონ. რასაც ყოველთვის კამათი ახლავს და ულევი ფაქტებია ასეთი კამათებისა; და როგორც ხედავთ, მათგან გამოსავალის პოვნის გზის მიღებას არ დაადგა საშველი და ვერც დაადგება!!!
ახლა კი იმ წინასწარმეტყველებებზე გიამბობთ, რომელთაც ბიბლია აცხადებს. ისინი წარმოადგენენ შედეგებს იმისას, რასაც ის საფუძვლები წარმოშობენ, რომელთა მომკაც ადამიანთა მიერ კანონთა დარღვევებმა, ანდა დაცვამ გამოიწვია. ხოლო რაც შეეხება მათი გამოწვევის უშუალო მიზეზებს, როგორც გითხარით მას მეცნიერება იკვლევს და ბიბლია მათზე არ იუწყება. რასაც აქვს თავისი მიზეზი და ეს არის ის, რომ სინამდვილეში სამყარო სრულებითაც არ არის ისეთი, როგორიც ადამიანს ჰგონია. ამიტომაც მეცნიერული ცოდნის შესახებ კომენტარისაგან მე თავს შევიკავებ და მხოლოდ ბიბლიით გაცნობებთ მასზე: „სად არის სოფლის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა?!“ (I კორინთელთა 1-20). დიახ, კომენტარს აღარ გავაკეთებ იმიტომ, რომ დღეისდღეობით ჯერ კიდევ ასეა: ჭეშმარიტი სიმართლეს არათუ იჯერებენ ადამიანები, არამედ ღიზიანდებიან მის მოსმენაზე და არც სალანძღავ სიტყვებს იშურებენ. რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. ამიტომაც საქმე მიიყვანეს იქამდე, რომ სამწუხაროდ პირდაპირ შეჯახება უწევთ სიმართლის ფაქტებთან. მაგრამ თუკი ვინმე იფიქრებს იმას, რომ უცოდველი არავინ არის და დღეს თუ სხვის გასაჭირს უყურებს ტელევიზიის ეკრანიდან, შიძლება ხვალ თავადაც აღმოჩნდეს მის როლში – ეს უკვე გონიერების მოხმობისაკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ხოლო თუკი ეს ნაბიჯი იმის სურვილს აღუძრავს, რომ ჭეშმარიტების შეცნობისაკენ გადაადგმევინოს შემდეგი ნაბიჯი, მაშინ უკვე სასიკეთო ცვლილებებისაკენ წავა მისი ბედისწერის განსჯა და მიღებული ცოდნა კი თავადვე ასწავლის იმას, როგორ უნდა მოიქცეს სწორად.
ახლა სწორედ იმ შედეგზე მინდა ვისაუბრო, რასაც ემიგრაცია ჰქვია და რომელსაც მართალია ერთი საფუძველი – ცოდვაზე პასუხის მიგება აქვს, მაგრამ მიზეზი კი სხვადასხვა და სათავისოდ განკუთვნილია ბოროტეულთათვის და სათავისო – კეთილთათვის; თანახმად კანონისა: „დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო ბოროტეულთათვის – ბოროტება“ (სიბრძნე ზირაქის 39-25).
საკითხის განხილვას კი დედამიწაზე ადამიანის გაჩენის დროიდან დავიწყებ და მივყვები ისტორიას, რომელსაც ბიბლია იუწყება: „გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და მის ნესტოებს შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად“ (დაბადება 2-7). როგორც უკვე მოგახსენეთ, ადამიანი არის სულის და სხეულის ნაერთით გამთლიანებული არსება. ამ მთლიანობის შესანარჩუნებლად კი მას შემქმნელის მიერ დაწესებული აქვს კანონმდებლობა და ლიმიტიც მის დარღვევებზე. რომელზე გადაცდომითაც დაიშლება ეს მთლიანობა და ადგილი აქვს სულისა და სხულის გაყრას, რასაც სიკვდილი ჰქვია. აგრეთვე განვაცხადე ისიც, რომ სულის ინტუიციური პროგრამა თავიდან მართალია 1/70 y კატეგორიისა იყო: ადამის, ევას და მათსავით შექმნილ იმ 5 ადამიანის შემთხვევაში, რომელთა შესახებ ცნობებიც რატომღაც გააქრეს ბიბლიიდან. მაგრამ საკაცობრიო გენეტიკის განვითარების ფონზე თვალნათლივ დასანახია ის, რომ თითოეულ მათგანს სხვადასხვა ინდივიდუალური კოდის სხეული ჰქონდა შერწყმული და საკაცობრიო გენეტიკის განვითარებაც სწორედ მათ კავშირთა ფონზე წარმოშობილი ცვლილებების ევოლუციური მსვლელობით წარიმართა. რამაც სულიერი პროგრამა ასეთი ფორმით წარმოადგინა: 1/70 y; 2/70 y; 3/70 y; 4/70 y; 5/70 y; 6/70 y; 7/70 y.
ახლა კი ორიოდ სიტყვით მასზე უნდა მოგახსენოთ, რაზედაც გაცნობეთ, რომ ეს სამყარო სრულებით არ არის ისეთი, როგორიც ადამიანს წარმოუდგენია. ცხადია ამ საკითხზე ვრცლად საუბარს ამ „ცოდნის დამტევი პიროვნებებიც სჭირდება“ (იოანე 8-37). ამიტომ მასზე მხოლოდ იმ ცნობების გაცხადებით შემოვისაზღვრები მხოლოდ, რომელნიც განსახილველ საკითხებს უშუალოდ მიესადაგებიან. ამ შემთხვევაში კი ეს არის ის, რომ ყოველი კოდის სხეულს თავისი შესატყვისი ადგილი აქვს განკუთვნილი დედამიწაზე. რომელშიაც მხოლოდ დედამიწური გეოლოგიური აგებულება არ იგულისხმება, არამედ კავშირიც ციურ სხეულებთან და ცასთან. რომელი კავშირიც სამყაროს პროგრამაში გეომეტრიული ენით არის გამოსახული. რაც შეეხება ადგილს, რომელიც შესაბამოა ინდივიდუალური გენეტიკური კოდისა, მას ჩვენ „სამშობლოს“ სახელით ვიცნობთ და მისი აღნიშვნის მაჩვენებელი სულის პროგრამისათვის ტერიტორია კი არ არის, არამედ ქვეყნის სამეტყველო ენა. დავუბრუნდები ადამს, უფრო სწორედ მის ვაჟს კაენს, ანუ პირველ ემიგრანტს. რომლის ემიგრაციის საფუძველიც ცოდვა იყო. მიზეზი კი ძმის მოკვლა და აღსრულება კანონისა: „არა ფიცის ძალა, არამედ ცოდვილთათვის განკუთვნილი სასჯელია, რომ დევნის მუდამ კანონის შემლახველს“ ( სიბრძნე სოლომონის 14-31). რაც თავის მხრივ აღსრულება არის კანონისა: „დასაბამითვე ბოროტეულთათვის შეიქმნა ბოროტება“ (სიბრძნე ზირაქის 39-25).
ახლა კი „კეთილთათვის სიკეთის შექმნის თაობაზე“ (სიბრძნე ზირაქის 39-25) მოგახსენებთ და ავხსნი იმას, რომ ემიგრაციაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ემიგრანტი ბოროტეულთა კატეგორიას არის მიკუთვნებული. ჩემი განცხადების ჭეშმარიტებას კი ბიბლიით დავამოწმებ. ხოლო ფაქტებად კი სამყარო დაამოწმებს. უცოდველი რომ ადამიანთაგან არავინ არის, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ამიტომაც იმ ერზე, რომელმაც შესძლო ღვთიური გენის გადარჩენა და შენარჩუნება, ბიბლიაში არის ასეთი ცნობაა: „რომ ნუ გეშინია ჩემო ერო, რადგან შენთან ვარ რომ გიხსნა. ბოლოს მოვუღებ ყველას, რომლებშიც დაგფანტე შენ. მაგრამ შენ არ მოგიღებ ბოლოს და სამართლიანად დაგსჯი და უდანაშაულოდ არ შეგრაცხავ“ ( იერემია 30-11). თუ რას ნიშნავს ეს, მოგახსენებთ ახლავე. როგორც გაცნობეთ კიდეც, ყოველ შედეგს ერთი საფუძველი, მაგრამ მრავალნაირი მიზეზი აქვს. ანუ ემიგრაციის საფუძველი ცოდვაა. მაგრამ მიზეზი კი ბოროტთათვის ბოროტი არის და კეთილთათვის კეთილი. რაც ნიშნავს იმას, რომ ემიგრაციაში ზოგი იმისათვის მოხვდება, რომ იქ სიკვდილი იპოვოს. ხოლო ზოგს კი ღმერთი განარიდებს იმ ადგილს, სადაც დიდი უბედურებაა მოსალოდნელი; თანახმად კანონისა: „ჩემი ხელი დაგიფრავს შენ, რომ არ იხილონ შენმა შვილებმა ჰინომის ველი“ (III ეზრა 2-28,29).
დასასრულს კი ამას დავძენ: ამ სტატიამ შესაძლოა ბევრი გაანაწყენოს იმ მხრივ, რომ ემიგრაციაში ყოფნისას ისეთნიც დაღუპულან, რომელნიც საზოგადოებას კეთილ ადამიანად ჰყავდა შერაცხული. ამ საკითხთან მიმართებით კი რას გეტყვით: ჯერ ერთი კეთილსა და ბოროტს, მხოლოდ ღმერთი განასხვავებს; და მეორეც, ცოდვათა საზღაური ყოველ ადამიანს ინდივიდუალურად აქვს მიზომილი გენური კოდიდან გამომდინარე. ღმერთის კანონმდებლობა კი მიუკერძოებელია და მისი შეუსრულებლობა დაუშვებელია ვინმეს მიმართ მიკერძოებით. რისი ნათელი მაგალითიცაა იესო ქრისტეს სიკვდილი. რადგანაც სიკვდილის დადგომა მხოლოდ და მხოლოდ ცოდვათა ზღვარს გადასვლის შედეგი არის, მაშინ რატომ მოკვდა იესო?! პასუხი ასეთია: მან იტვირთა საკაცობრიო ცოდვები. ამიტომ შესაძლებელია ის, რომ კანონთა არ ცოდნის გამო, ვინმე ისეთ მახეში გაებას, რომ სხვისი ცოდვის მტვირთველი გახდეს. რომელი ცოდვის ჩადენაც შეიძლება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს, ხოლო ვისგანაც იტვირთა, მას კი უმნიშვნელოდ ევნოს რა. აი, ამიტომაც არის აუცილებელი ის, რომ ადამიანი კარგად ერკვეოდეს იმ კანონმდებლობაში, რომელიც მას სასიცოცხლო ინსტრუქციად დაუდგინა ღმერთმა. მითუმეტეს დღეს, როცა საკაცობრიო გენეტიკას ბოლო ჟამის პერიოდი აქვს და ეს კი ნიშნავს ფაქტებად აღსრულების პერიოდზე, ანუ ბედისწერითი მომკის საყოველთაო დროზე გადასვლას.