გაზიარება

დრო ძვირფასია


ცხოვრება რთულია – ამას ამბობენ ადამიანები მაშინ, როცა უკვე ხანდასმულ ასაკს მიაღწევენ. ვინაიდან მთელი თავიანთი ცხოვრება პრობლემების მოგვარებისათვის ბრძოლას შეალიეს. უამრავი მათგანი ვერ გარკვეულა იმაში, თუ რატომ უშვებს კეთილი ღმერთი იმას, რომ სატანჯველი ევლინებოდეს ადამიანს. მართლაცდა ეს ის საკითხია, რომელიც საჭიროებს განხილვას და საამისო საფუძველის ამოცნობას. რადგანაც სამყაროს შემქმნელი კეთილია და ყოველი მისი ქმნილებაც სიკეთეს ემსახურება. ამიტომ რატომ უნდა გახდეს რთული და გაუსაძლისი ამქვეყნიური ცხოვრება ისეთი არსებისთვის, რომელზედაც თავად უფალი აცხადებს იმას, რომ მან „თავის ხატად და მსგავსად შექმნა იგი“ (დაბადება 1-26)?!
უამრავი საუკუნე შეელია ამ საკითხზე პასუხის ძიებას, მაგრამ საკაცობრიო ბოლო ჟამი ისე მოვიდა, რომ ვერა გაირკვა რა გარდა იმისა, რომ ადამიანი ცოდვილი არსებაა და ევას მემკვიდრეობის გამო ისჯება. ერთის მხრივ, მართლაცდა კაცთაგან არავის უთქვამს უარი ცოდვის ჩადენაზე და ამით ცოდვილი გენის გააქტიურებაზე. რაც ღვთის რისხვის მომკას იმსახურებს ბედისწერის განსჯის თანახმად. მაგრამ მეორეს მხრივ, ღმერთმა ხომ ადამიანებს უამრავი დახმარება გაუწია საიმისოდ, რომ მათ შესძლებოდათ უარის თქმა ცოდვილი მემკვიდრეობის მიღებაზე?! რის შესახებ მოგახსენებთ იმას, რომ ამ დახმარებათაგან პირველი იყო წმინდა წერილებით წარმოდგენილი ის კანონები, რომელთაც ახლა ბიბლიის სიბრძნეებად ვიცნობთ. ისინი კი ის ინსტრუქციაა, რომლის სათანადოდ დაცვის შემთხვევაშიც ადამიანები მხოლოდ ღვთის წყალობის მომკით იცხოვრებდნენ და არა ტანჯული ცხოვრებით. ვინაიდან ამას ვერ მიხვდა და ამ კანონთა მნიშვნელობის სიღრმეებს ვერ ჩასწვდა ადამიანური აზროვნება, ამიტომ შემდეგ ღმერთმა იესო ქრისტე გამოაგზავნა დედამიწაზე, რათა მას ჭეშმარიტებაც გაეცხადებინა მაშინდელი მსოფლმხედველობის შესაბამო სახით და წარღვნის მომკის დამსახურებული მდგომარეობაც გამოესწორებინა საკუთარი სისხლის მსხვერპლად გაღებით. რამეთუ კანონის თანახმად „თითქმის ყველაფერი სისხლით წმიდავდება და სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22). რითაც კაცობრიობას მიეცა შანსი იმისა, რომ თუკი აღასრულებდნენ ამ კანონს: „თუკი ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი. ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი. თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს ბევრად სჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის – იესო ქრისტეს მადლით“ (რომაელთა 5-15/19); მაშინ მათი ბედისწერაც ღვთის მომკის წყალობაზე გადავიდოდა. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ადამიანებმა ისევ ძველებურად გააგრძელეს ცხოვრებისეული მოღვაწეობა და საკაცობრიო ბოლო ჟამს მოადგნენ ცოდვებით ისე დახუნძლული, რომ ღმერთს კვლავ რომ არ მოევლინებინა დედამიწაზე ქრისტე ადამიანის სახით და მას სათანადო ზომები არ მიეღო, ახლა დედამიწაზე ადამიანის მოდგმა ვეღარ იარსებებდა. დავძენ იმასაც, რომ ყოველივე აქ გაცხადებული სინამდვილეა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა მისი დამჯერი ვერავინაა; როგორც უფალმა განაცხადა: ძალიან მალე ის უზრუნველჰყოფს იმას, რომ სინამდვილის სათანადოდ აღმქმელი გახდეს ადამიანური აზროვნება.
იესოს ისტორიიდან საყოველთაოდ ცნობილი ცოდნაა ის, რომ მან იტვირთა ადამიანთა ცოდვები და თავისი სისხლის მსხვერპლად გაღებით გაწმინდა საკაცობრიო სინდისი. რაც საფუძვლად დაედო იმას, რომ მის შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს ზეციდან ეძლევა სულიწმიდის მადლით ნათელღებული, ანუ წინაპართა ცოდვებისაგან განწმენდილი სული და მათი ნათლიაც ქრისტეა!!! ეს არის სამყაროს მთლიანობის კანონიდან გამომდინარე შედეგი. მაგრამ სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო ადამიანები ვერ ჩაწვდნენ ამ ცოდნას და მოიგონეს „ნათლობის“ სახელით შენიღბული რიტუალები. რომელთაც სინამდვილეში ნათლობის საწინააღმდეგო შედეგი მოაქვთ. რამაც გამოიწვია ის, რომ დროთა მსვლელობის პარალელურად მოხდა სისავსე ადამიანთა მიერ ჩადენილ ცოდვათა ზღვრისა. მან კი გამოიღო ის შედეგი, რომ მიღებული იქნა უამრავი და თანაც სხვადასხვა სახეობით გადაგვარებული ადამიანი. ამიტომ ახლა ქრისტეს მოვლინება აღარ ემსახურება საყოველთაო ცოდვის ტვირთვას და ამით კაცობრიობის გადარჩენას. არამედ მისი მისია შემდეგია: „იგი მეორედ მოვიდა თავის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-28). ამიტომ მიმაჩნია, რომ საჭიროა სათანადოდ განიმარტოს ის, თუ რა იგულისხმება მის მომლოდინეობაში და ახლავე მოგახსენებთ კიდეც მას:
ქრისტეს ნამდვილად მომლოდინენი ის ადამიანები არიან, რომელთაც შესწევთ უნარი იმისა, რომ შეიცნონ მის მიერ გაცხადებული ცოდნა და მისი დაცვით გააგრძელონ ცხოვრებისეული მოღვაწეობა. საერთოდაც უნდა იცოდეს ყველამ ის, რომ სიტყვა ქრისტიანობის ნამდვილი მნიშვნელობა ქრისტეს მიერ გაცხადებული ცოდნის ფლობასა და მისი წესების დაცვით ცხოვრებას ნიშნავს და არა ქრისტეს პიროვნების გაკულტებას!!! მან პირველი მოსვლის დროს, იმ პერიოდში არსებული ადამიანური შემეცნების დონიდან გამომდინარე, ღვთის სასუფევლის შესახებ ცოდნა ახსნა იგავების საშუალებით. თანაც ისიც განაცხადა, რომ მეორედ მოსვლისას არა იგავებით, არამედ „პირდაპირ გაუწყებდათ ყოველივეს“ (იოანე 16-25). რაც უკვე სახეზეა კიდეც და ჭეშმარიტება „ექადაგება მსოფლიოს ხალხებს დასამოწმებლად ვებ.საიტ me-sia.com-ის მეშვეობით „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით (მათე 24-14); და არის აღსრულება იერემიას (23-5,6)-ის წინასწარმეტყველებისა.
მინდა გაცნობოთ ის, რაც ქართულ ენაზე მეტყველ ერს ეხება. ცხადია მისახვედრია, რომ ვინაიდან ქართულ ენაზე არის შექმნილი ეს ცოდნა, ამიტომ ქართველებს მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე სხვა ენებზე მეტყველთ. რაც გამოიხატება იმაში, რომ მათი მოვალეობა არა მარტო ამ ცოდნის შეცნობა და მისი მითითებებით ცხოვრებაა, არამედ სხვა ენებზე მეტყველ ხალხთათვის მისი მიწოდებაც!!! რისთვისაც საჭირო ზომები ღმერთმა საკმაო ხანია მიიღო და გაფანტა ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქართველთა მასობრივი ემიგრაციის საფუძველი სწორედ ეს არის! ხოლო მატერიალური სიდუხჭირე კი ის უშუალო მიზეზია, რომლის მომკაც ცოდვათა სიუხვის გამო დაიმსახურეს. ამიტომ სინამდვილე ასეთია: ქართველებმა უნდა შეიცნონ ჭეშმარიტება და ვინც საიმისო მოწოდების უნარმქონეა, სხვა ენებით მოსაუბრე ადამიანებს უთარგმნოს იგი. ხოლო ყოველმა ქართულ ენაზე მეტყველმა კი, აუცილებლად უნდა გააგრძელონ ცხოვრება იქ გადმოცემული ცოდნის გამოყენებით. ვინაიდან უკვე შემოვიდა ის დრო, რომ ამ პირობის შეუსრულებლობის გარეშე, მათგან ვეღარავის მიეცემა სიცოცხლის გაგრძელების უფლება!!! რასაც ახლა სიტყვიერად ვაცხადებ, მას ვინც შეისმენს, ამით თვითონ მოიგებს! რადგანაც არ შემსმენთ, ღმერთის ძალა ქმედებათა ფონზე შეაგნებინებს მას! რის თაობაზეც ასეთ განაცხადს აკეთებს უფალი: „აჰა, მე გამოვადნობ და გამოვცდი მათ. სხვა რა ვქნა ჩემი ერის ასულისათვისო“(იერემია 9-7).
ყოველივე ზემოთ თქმულის თაობაზე, ასეთ კომენტარს გავაკეთებ: დროის ფაქტორის როლის თაობაზე თუკი ვიტყოდი იმას, რომ ის არის განმსაზღვრელი ყოველგვარი ცვლილებისა, იმედია საწინააღმდეგოს არავინ ფიქრობს. ამიტომ საჭირო დროს საჭირო ქმედება არის ის აუცილებლობა, რაც წარმატების საწინდარია! საჭირო დრო კი სათავისოდ აქვს დადგენილი ყოველივეს ამ სამყაროში და მათ შორის ადამიანთა საკაცობრიო მიმდინარეობის მსვლელობასაც. რომლისთვისაც ამჟამინდელი დრო, ბოლო ჟამის პერიოდად იწოდება და მას თავისი საჭირო ქმედებების შესრულება სჭირდება საიმისოდ, რომ ის ნაყოფი გამოიღოს, რისთვისაც დადგენილი იქნა. ეს პროგრამა ღმერთის მიერ არის შექმნილი და ამიტომ დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ აუცილებლად მოხდება იმ შედეგის მიღება, სარომლისოდაც დადგენილია იგი. რომელი შედეგიც ცხადია კეთილია და მას სახელად „გონიერი ადამიანის“ მიღება ჰქვია. თუმცა საკითხავი მაინც არის რაღაც და ეს არის ის, თუ რის ფასად მიაღწევს ადამიანი ამას?! ამიტომ მოკლედ ვიტყვი სათქმელს. შედეგის მიღწევისათვის ორი გზა არსებობს: ერთი გზა, ჭკუის მოხმობა და სიტყვიერად წარმოდგენილი უფლის მიერი სიმართლის მიღებაა. ხოლო მეორე კი, სათანადო ქმედებების გადალახვა. რომელსაც ბიბლია ღმერთის გამოცდას უწოდებს. მე კი მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: ნურავინ ეცდება აირჩიოს ღმერთის გამოცდის გზა! რადგან კოვიდ პანდემია მხოლოდ პატარა წკიპურტია იმ სასჯელებთან შედარებით, რაც ამ გზაზე მავალთ გადაეღობებათ წინ ყოველი ნაბიჯის გადადგმისთანავე.