დროის ფაქტორი
ახლა უნდა ვისაუბრო მეტად მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ახსნის იმ სიტუაციას, რაც რომ თანამედროვე პერიოდში ხდება დედამიწაზე და მას ბიბლია საკაცობრიო ბოლო ჟამის პერიოდის მოვლენებს უწოდებს. მინდა შეგახსენოთ ის ჭეშმარიტება, რომ ამ სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი სამყარული კანონზომიერებებით გათვლილი შედეგების აღსრულებაა და უსაფუძვლოდ და უმიზეზოდ არაფერი ხდება. რადგანაც შემქმნელმა ადამიანთა მოდგმა იმ ძალით აღჭურვა, რაზედაც განაცხადა, რომ მათ „ხელმწიფების უფლება აქვთ მიცემული დედამიწაზე“ (სიბრძნე ზირაქის 16-17). ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე განვითარებული მოვლენების გამომწვევ მიზეზთა საფუძველი ადამიანისაგან მომდინარეობს. ნაწილობრივ ამის მიმხვედრი კი არის კაცობრიობის საღად მოაზროვნე ნაწილი. მაგრამ მათი ცოდნა ვერ არის იმდენად სრულყოფილი, რომ ჩასწვდეს მიზეზთა გამოწვევის საფუძვლებამდე. ხოლო ამ ცოდნის გარეშე კი შექმნილი მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში სამყარული ძალები არ და ვერ შეჩერდებიან მანამ, სანამ სტანდარტულად ფუნქციონირებაში ხელისშემშლელ ფაქტორებს არ გაანადგურებენ; და სამწუხაროდ, ამჟამად ასეთი ფაქტორის როლი სრულიად კაცობრიობას აქვს მორგებული.
მსოფლიო საზოგადოების უმრავლესობა, თუ ცოტა ხნის წინ დამცინავად იხსენიებდა არმაგედონის მოვლენის თემას. ამჟამად უკვე ასე აღარ არის და ყოველდღიურად იზრდება ისეთ პიროვნებათა რიცხვი, რომელიც ხვდება იმას, რომ დედამიწაზე მართლაც არმაგედონი მიმდინარეობს. სამწუხაროდ კაცობრიობას არ ეყო ჭკუა საიმისოდ, რომ ასეთი განსაცდელი აერიდებინა თავიდან. თუ რატომ მოხდა ასე, რა თქმა უნდა მას აქვს თავისი მყარი საფუძველი და არის ის, რომ მეცნიერებისა და რელიგიის საფუძველზე შეძენილი ცოდნა არასრულფასოვანია და აცდენილი ჭეშმარიტებას. ამიტომ შედეგებსაც არ დაუყოვნებია და მისი ხელმძღვანელობით ცხოვრების გზაზე მავალ ადამიანთა მოდგმას, უამრავი და მრავალსახეობრივი უბედურებების გადატანა უწევს. რომელნიც არცერთი არ შეეხებოდა მაშინ, იმ ცოდნის მითითებებით რომ ევლო, რომლისთვისაც დღესაც კი ზურგი აქვთ შექცეული მათ და მისკენ გახედვაც არ სურთ.
აი, ასეთი გზით სიარულით მოაღწია კაცობრიობამ იმ დრომდე, რომელიც მათთვის დადგენილი გენეტიკური განვითარების სრულყოფილ დონედ არის მიჩნეული შემქმნელის მიერ. ამ დონის მქონე ადამიანთათვის კი სასიცოცხლო მნიშვნელობის წესი მკვეთრად იცვლება და უკვე ისეთი ცხოვრების წესი ვეღარ გამოადგებათ, როგორითაც ადრე შეეძლოთ არსებობა. ამის მცოდნე კი მათთაგან ვერავინ არის იმ მიზეზით, რომ შეუსწავლელი აქვთ საკუთარი ფენომენი და ამიტომაც ვერ აცნობიერებენ სწორად არსებულ რეალობას.
აღარ შევუდგები იმის ახსნას, რომ „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებით მოწოდებული ცოდნა არის ის მხილებული ჭეშმარიტება, რომლის არ ცოდნის გამოც არის დღეს კაცობრიობა იმ დღეში, რასაც კომენტარიც აღარ სჭირდება. მხოლოდ ვეცდები იმას, რომ რაც შეიძლება მარტივი ფორმითა და უბრალო ენით წარმოვადგინო ახსნა იმ სიტუაციისა, რაც არის საფუძველი იმ მიზეზთა გამოწვევისა, რომელნიც ამჟამად მიმდინარე არმაგედონულ პროცესებს ახორციელებენ. თუ შეისმენს ამას ფართო საზოგადოება და ამ ცოდნას მიიღებენ, სასიკეთო ცვლილებებსაც უმალ მოიმკიან. ხოლო თუკი ასე არ მოხდება, მაშინ მისი მიმღები მცირედნი იხილავენ იმ სხვაობას, რაც მათსა და სხვებს შორის იქნება. რამეთუ ღმერთმა ქართულ ენაზე მეტყველ ერს მიანდო სამყაროს პროგრამის კოდური სიტყვები და ამას ბიბლიით აცხადებს კიდეც: „რომ მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვებიო“ (რომაელთა 3-2). რაც თავის მხრივ მოითხოვს ამ კანონის აღსრულებასაც: „რომ ვისაც მეტი აქვს მინდობილი, მას მეტადაც მოეკითხება“ (ლუკა 12-48).
ახლა კი დაპირებულ ახსნას დავუბრუნდები და მოგახსენებთ: რომ ეს სამყაროც, დედამიწაც და ადამიანებიც ღმერთის ქმნილებაა. ღმერთი კი ის გონია, რომელიც არც უმიზეზოდ და არც უმიზნოდ არაფერს შექმნიდა და არც შეუქმნია. რადგან მან ადამიანთა მოდგმას თავისი შვილები უწოდა, ცხადია მისახვედრი უნდა იყოს ის, რომ ის მათ არც დასაღუპად და არც სატანჯველად არ გაიმეტებდა. მაგრამ რეალობა რას გვაჩვენებს?! სამწუხაროდ, ადამიანთა ტანჯვა-წამების უამრავ ფაქტებს. აი, სწორედ ამის ახსნა უნდა მოეძია ადამიანს თავისი ნამოქმედარში შეცდომების აღმოჩენით და არა ის მოემოქმედა, რომ ღმერთის არსებობა ეჭვქვეშ დაეყენებინა.
რაც უკვე მოხდა, მას ვეღარაფერი შეცვლის. მაგრამ რაც ახლა ხდება, მასში კი სათანადო ცოდნით ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია და თანაც მეტად აუცილებელიც!!! მაგრამ ამას რომ მიხვდეს საზოგადოება, ამიტომ საჭიროა იმ რეალობის აღქმა შესძლონ, რის გამოც ხდება ყოველივე ის, რა მოვლენებიც სახეზეა. რისთვისაც მომიწევს იმის შეხსენება, რომ ეს სამყარო მთლიანია და დედამიწა კი მისი ნაწილია. მთლიანობის პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ როცა რომელიმე ნაწილს უჭირს, დანარჩენი ნაწილები მას ეხმარებიან იმ მიზეზის აღმოფხვრაში, რომელმაც საგანგაშო მდგომარეობა შექმნა. აი, სწორედ ამ მდგომარეობაში არის დღეს დედამიწა და განგაშის გამომწვევ მიზეზს კი არასწორი მიმართულებით წარმართული ადამიანური ფენომენის მიერ მომკილი შედეგები ჰქვია. ხოლო თუ რა წარმოადგენს ის, ვეცდები მისი ახსნა საყოველთაო გასაგებად წარმოვადგინო.
ტერმინი „პარალელური სამყარო“ არავისათვის უცნობი არ არის, მაგრამ უცნობია ის ფაქტორი, რომელიც ამ სამყაროებს ჰყოფს ერთმანეთისაგან და იგი, დროის ფაქტორია. თუ რა იგულისხმება მასში, ეს საკითხი რომ გასაგებად ავხსნა, ამისათვის მოვიშველიებ სიზმარს. რაზედაც შეგახსენებთ იმას, რომ როცა მასში ვიმყოფებით, მოქმედება იმ შეგრძნებით მიმდინარეობს, როგორც დედამიწაზე ხდება. მაგრამ როცა ვიღვიძებთ, ვხედავთ, რომ თურმე ეს ყველაფერი რამდენიმე წამი გაგრძელებულა. ანუ სიზმრის დრო ბევრად სწრაფია იმ დროზე, რომელიც დედამიწური დროა. რაც იმიტომ არის ასე, რომ სიზმრის დრო არის იმ პარალელური სამყაროს დრო, რომელშიაც ჩართულია ჩვენის სული და სწორედ მისი პროგრამა გონების მიერ ხდება შინაარსის გადმოცემა. რადგან სიზმარი ბედისწერის კადრებია და იგი ყოველი ძილის პერიოდში იქმნება იმის ფონზე, როგორ აღასრულა ან არ აღასრულა პიროვნებამ ის კანონები, რომელიც მას გონებაში აქვს ჩადებული. მართალია სიზმარი ყოველი ძილის დროს დგება, მაგრამ აზროვნებას კი ყოველთვის არ ძალუძს მისი კადრების ხილვა. ამასთანავე ის ყოველთვის ვერ ნახულობს ბედისწერის შინაარსის ამსახველ კადრებსაც. რადგან ზოგჯერ სიზმრის ხილვა ხდება იმ მომენტში, როდესაც გონებას მიეწოდება ის ინფორმაცია, რომელიც პიროვნების ფიქრებისა და საქმიანობის ამსახველია და სწორედ მათი კანონებთან შედარებით უნდა მოხდეს ბედისწერის გეგმის შედგენა. ამიტომ ასეთი სიზმარი არ აღსრულდება ფაქტებად. მაგრამ თუკი უკვე შედგენილი გეგმის კადრები იქნა აღქმული აზროვნების მიერ, ის კი აღსრულდება. თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, რომელიც არის აზროვნების აღქმის სისწრაფის ჩამორჩენა და ენის ფაქტორი. ვინაიდან გონების სისწრაფე და ენა სხვაა და აზროვნებისა კი სხვა. ეს მოკლედ სიზმრის თაობაზე და მას იმიტომ შევეხე აქ, რომ დროის იმ ფაქტორზე მესაუბრა, რითაც ხდება პარალელურ სამყაროთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა.
მოკლედ სიტუაცია ასეთია: ჩვენი გონება ჩართულია სულთა სამყაროს დროში, ხოლო აზროვნება კი დედამიწურ დროში. იმისათვის, რომ ადამიანმა იცოცხლოს და მისი სხეული გაწონასწორებული იყოს დედამიწურ მიზიდულობაში თავისუფლად გადაადგილების უნარით. საამისოდ მას სჭირდება სულის დაქვემდებარება კოსმოსურ ძალთა მიზიდულობაში და სხეულისა კი – დედამიწურისაში. თუმცა არის კიდევ მესამე დროის პარალელური სამყაროც და თუ რაზეა მასთან მიმართებაში საუბარი, მასაც ახლავე ავხსნი. რისთვისაც უნდა შეგახსენოთ ბიბლიის ცნობა იმათ შესახებ, რომელნიც სატანას გადმოყოლილი ანგელოზები იყვნენ და ისინი მანამ ცხოვრობდნენ დედამიწაზე, სანამ ღმერთმა არ დაუშვა მესამე დროის ფაქტორზე დამოკიდებული პარალელური სამყაროს არსებობა. აი, მოწმობა ბიბლიიდან: „იხილეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ცოლებად მოჰყავდათ ისინი, ვისაც კი ამოირჩევდნენ. ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგ, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან. და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე და დამწუხრდა თავის გულში. ამიტომაც მოავლინა წყლით წარღვნა“ (დაბადება 6-2/7). რის შემდეგაც რიგი ცვლილებები განხორციელდა და ერთ-ერთი მათგანი იყო იმ კავშირის აკრძალვა, რომელზეც წარმოდგენილი კანონი იუწყებოდა. უფრო გასაგებად რომ ავხსნა თუ რაზეა საუბარი, გეტყვით შემდეგს: გონება სადაც არის ჩართული, მას სამოთხის კარიბჭის გარემო ჰქვია და აზროვნება სადაც არის ჩართული – მას კი დედამიწური გარემო. ხოლო სატანის ანგელოზები ანუ დემონები სადაც არიან – მას ჯოჯოხეთის კარიბჭის გარემო და მისი დროც ბევრად შენელებულია დედამიწურ დროსთან შედარებით.
ახლა კი ავხსნი რას ნიშნავს სულით დაცემა. ეს არის გონების პროგრამის იმ დონეზე დაბლოკვა, რაც მას უმცირებს ძალას ისე, რომ სული ვეღარ ეკონტაქტება სამოთხის კარიბჭეს. თუკი გონების დაბლოკვა მცირედია, მაშინ სული დედამიწურ მიზიდულობაშია და იმ დონორისაგან იღებს სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც სამოთხის კარიბჭესთან კონტაქტშია და მის დაქვემდებარებაშია. მაგრამ თუკი გონება საკმაოდ დაიბლოკება და ასეთ ადამიანთა რიცხვიც სამწუხაროდ ამჟამად ბევრია, მაშინ მათი დაცემული სულების სიმძიმე დედამიწას განიზიდავს იმ შუალედური ადგილის ჩარჩოებიდან, რომელიც მას აქვს დადგენილი სამოთხისა და ჯოჯოხეთის კარიბჭეებს შორის და მიიზიდება ჯოჯოხეთის პარალელური სამყაროსაკენ. რაც რომ დაშვებული არ არის სამყარული კანონზომიერებებით; თანახმად კანონისა: „დედამიწაზე ჯოჯოხეთის სუფევა არ არის“ (სიბრძნე სოლომონის 1-14,15). გაცნობებთ იმასაც, რომ ჩვენგან წასული გარდაცვლილი ადამიანები, ნაწილი სამოთხის კარიბჭეში არიან და ნაწილი კი – ჯოჯოხეთისაში. ჩვენ მათთან კონტაქტი მართალია ფიზიკური სხეულით არ შეგვიძლია, მაგრამ გონებრივად კი არც გაგვიწყვეტია. ეს ცალკე თემაა და ახლა მას არ განვიხილავ. მხოლოდ გეტყვით იმას, რომ ისინი ისევე არსებობენ იქ, როგორც ჩვენ აქ და თავიანთ მისიას ასრულებენ იმისდა შესაბამისად, რა შეფასების ქულაც აქ ცხოვრებით დაიმსახურეს.
რა სიტუაციაა ახლა დედამიწაზე? სამწუხაროდ ძალიან სავალალო. რაც მდგომარეობს იმაში, რომ დედამიწა ძალიან გადაიხარა ჯოჯოხეთის კარიბჭის მიმართულებით. რასაც თან ახლავს ის მოვლენები, რაც სახეზეა და თუ რატომ?! ამასაც ავხსნი ძალიან მარტივი მაგალითის ფონზე. ყველასათვის ცნობილია ის, რომ თუკი წყლიან სათლს ვამოძრავებთ წრიულად სწრაფად, მაშინ მისგან წყალი არ გადმოიღვრება. ხოლო თუკი სისწრაფეს შევანელებთ, მაშინ კი გადმოიღვრება. ამგვარ პრინციპზეა დაფუძნებული პარალელურ სამყაროთა გამიჯვნის ფაქტორი. ყველას სათავისო დრო აქვს მიზომილი და ამიტომაც მათ ბინადართათვის ფიზიკური ფორმით შეუძლებელია მათი გადალახვა გარდაცვალებითი ფორმის გარეშე. ხოლო სულიერი მიზიდულობის არსებობა კი შესაძლებელია. სამყარული წესდებით კი დაუშვებელია თითოეული სამყაროსთვის დადგენილი დროის ჩარჩოებიდან გამოსვლა და როცა ამის საშიშროება შეიქმნება, სამყარო უმალ მობილიზებას აკეთებს და ასწორებს მდგომარეობას. რისი ძალაც მას შესწევს იმის გამო, რომ მასში იმდენად სწრაფი დროის ფაქტორზე დაფუძნებული პარალელური სამყაროები არსებობენ. რომ მათი ძალის სიძლიერის წარმოსახვაც კი არ ძალუძს ადამიანურ აზროვნებას. ამიტომ სამყარული ძალებისათვის ყოველივე იმის მოწესრიგება, რასაც ადამიანები ურევენ დედამიწაზე, წუთების საქმეა მხოლოდ.
ახლა კი მინდა ორიოდ სიტყვით იმაზე გიამბოთ, საიდან მაქვს ეს ცოდნა. აღარ დავფარავ და გეტყვით იმას, რომ ჩემი სულია ის, რომელიც ამჟამად მჭიდრო კონტაქტშია სამოთხის კარიბჭესთან. დედამიწური 14 დღე-ღამის განმავლობაში გონებით ვიყავი იქ ისე, რომ აზროვნება არ გამთიშვია და რაც მოვისმინე, ყველა ჩავიწერე გონებაში და მათ ვაქვეყნებ კიდეც უკვე რამოდენიმე წელია. თუმცა მხოლოდ იქ ნანახ-მოსმენილით არ შემოსაზღვრულა ჩემთვის ცოდნის შეძენის გზები. რადგან მონიჭებული ბიბლიური კოდის უნარი, გონების გახსნასთან პარალელურად, ბიბლიის კანონებსაც მაშიფრინებს და თანაც ტექნიკური მიღწევების გამოყენებით თვალითაც მახილვინებს საიმისოდ, რომ მიღებული ცოდნა მეტად მყარი იყოს. ამიტომაც რაც განვაცხადე და იცით, რომ მათ გამოქვეყნების თარიღიც აწერია, უკვე ყველა გადასულია აღსრულებაში და ყოველდღიურად ფაქტებად იქცევიან კიდევ; და არცერთი მათგანი არ დარჩება აღუსრულებელი!!!
გაცნობეთ ისიც, რომ რამოდენიმე წელი ვეწეოდი იმ სამუშაოს, რომელიც ეხებოდა განდგომილებას. ამჟამად ის დასრულდა, მაგრამ მათ ვინც დონორებად აღირიცხა გონების საზომით, სათავისო მუშაობა უნდა შეასრულონ აღსასრულებლად კანონისა: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები“ (მათე 24-22). ხოლო სწორედ რომ მიმდინარე დღეებზე არის მინიშნება, ვიმედოვნებ ამის გამოცდის სურვილისაგან თავის შეკავებას ექნება ადგილი. რადგან ამის საფასური ძალიან მძიმე შედეგის მომკის ტოლფასი იქნება. ამიტომ გადავალ პირდაპირ იმის ცნობებაზე, რა მისიური როლიც უნდა შეასრულონ მათ, ვინაც მოწოდებულია დონორებად და ეს არც მეტი, არც ნაკლები ის კატეგორია არის, ვინც „უფალია ჩვენი სიმართლით“ წარმოდგენილი იმ ცოდნის შემცნობი და მიმღებია, რაზედაც ბიბლია იუწყება, რომ იგი არის მხილება „საუკუნეების მანძილზე უმოქმედოდ მყოფი დაფარული ჭეშმარიტებისა“ (III ეზრა 6-28). ხოლო რაც შეეხება მოქმედებაში გადასვლას, თუ რატომ არის საჭირო ამის სასწრაფოდ ჩატარება, ჯერ ამას გაცნობებთ:
როგორც თქვენთვის ცნობილია, ანტიქრისტეს წასვლის დრო დაუდგა, რადგან მიცემული დრო ამოეწურა. ამ მოვლენაზე კი ბიბლია იტყობინება იმას, რომ „მისი წასვლა წარღვნასავით იქნებაო“ (დანიელი 9-26). რასაც აქვს თავისი მიზეზი. ხოლო მისი შეცნობა რომ ადვილი იყოს, ასე ავხსნი მას: რასაც ქრისტე წარმოადგენს ღმერთისათვის, იგივეს წარმოადგენს ანტიქრისტე – სატანისათვის. თუმცა აქ რაც მთავარია და გასათვალისწინებელი, არის ის, რომ შედარებაც კი უაზრობაა ღმერთისა და სატანის ძალებს შორის. რამეთუ სატანისა და ანტიქრისტეს არსებობა მხოლოდ ღმერთის დაშვებით მოხდა და ამიტომაც რაც მათ დაუდგინა, ისინი იმ ჩარჩოებს ვერ გასცდებიან!!!
მოკლედ, განდგომილება უკვე მოხდა და ანტიქრისტესაც აეკრძალა დონორთაგან ენერგიის მიღება. ამიტომ ახლა იგი თავის დაქვემდებარებაში მყოფებს მიუბრუნდა და მათ აიძულებს, რომ ენეგია მიაწოდონ. მაგრამ რადგან მათი მამოძრავებელი ძალა ბოროტებაა, ამიტომ რაც მას ახასიათებს ის ხდება კიდეც და ყოველივე ამის ფონზე კი ადგილი აქვს მცდელობას დედამიწის მიზიდვისა ჯოჯოხეთის კარიბჭისაკენ. რაც იგივე დროის ფაქტორის ცვლილების მცდელობაა და იგი კი დაუშვებელია სამყარული კანონზომიერებების თანახმად. ამიტომ ადგილი აქვს სასწრაფოდ საჭირო ზომების მიღებას. რაც პირდაპირი გაგებით, კაცობრიობის განადგურებას გულისხმობს და სამყაროც საამისო ზომებს იღებს კიდეც.
ახლა კი გთხოვთ ყურადღებას! სამყარული კანონმდებლობის თანახმად, დაშვებული არ არის დედამიწური გარემოს მწყობრიდან იმ დონეზე გამოსვლა, რომ მასზე სიცოცხლე შეწყდეს. ამიტომ მოხდება იმ ძალის განადგურება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისეთი სტანდარტული გარემოს შენარჩუნებას, რაც დადგენილია დედამიწური გარემოს სახით. ხოლო რაც შეეხება ძალას, რომლის განადგურებაც უნდა მოხდეს, იგი ადამიანთა სულებშია. ეს გარდაუვალია და სწორედ მას ახორციელებს მიმდინარე არმაგედონის მოვლენა. ამიტომ დროში რომ არ გაიწელოს მიმდინარე პროცესები, საამისოდ ნაბიჯები უნდა გადადგათ თქვენ, ვინც ამას კითხულობთ. სასწრაფოდ ნახეთ წიგნი „ბედისწერის კანონმდებლობა“, სადაც ამოკრებილია ის კანონები, რომელიც ღმერთმა დაუწესა ადამიანთა მოდგმას საარსებო ინსტრუქციად. მათი მიხედვით განსაჯეთ საკუთარი განვლილი ცხოვრება, იპოვეთ შეცდომები და საქმით მოინანიეთ იგი. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ღმერთის რწმენის საკითხების მიმართ. გახსოვდეთ კანონი: „ცხენი გამზადებული არის ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისაგან არის!“ (სოლომონი 21-23). რომელი კანონიც იმას გულისხმობს, რომ ადამიანთა ბედისწერა რწმენის ფაქტორით განისაზღვრება და ამიტომ შველა ვერ იქნება ვერც პოლიტიკოსთაგან, ვერც მეცნიერთაგან და ვერც რელიგიებისგან. არამედ მხოლოდ უფლისმიერი სიმართლით ნაბიჯების გადადგმით!!! გაითავისეთ, რომ დღეს კაცობრიობის გადარჩენის მისია თქვენზეა იმიტომ, რომ დაწერილია ასე: „სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს სოფლის ბრძენნი და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი ამა ქვეყნისანი. თავმდაბალნი ამოარჩია ღმერთმა და დამცირებულნი და არ არსებული, რათა გააქმოს არსებული“ (I კორინთელთა 1-27,28). ამასთანავე, ნურც მცირედობაზე იდარდებს ვინმე. ვინაიდან შედეგები ხარისხზეა დამოკიდებული და არა რაოდენობაზე! როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „რომ ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ურჯულოთა ტომი კი მოოხრდებაო“ (სიბრძნე ზირაქის 16-4). თქვენ კი ისინი ხართ, ვისზედაც დაწერილია: „რომ იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი, კვლავ ჩაუშვებს დაბლა ფესვს და და ნაყოფს გამოიღებს მაღლაო“ (ესაია 37-31). ამიტომ ვალდებულნი ხართ, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ კაცობრიობის გადარჩენის მისიაში. რამეთუ დღეს ადამიანთა მოდგმას, ბეწვის ხიდზე გავლა უწევთ გადასარჩენად და მას კი ვერანაირად ვერ შესძლებენ საჭირო დახმარების გაწევის გარეშე! მოინანიეთ ცოდვები, რათა გამართლდეთ ღმერთის თვალში და ილოცეთ სიმშვიდისა და მშვიდობის მოსაპოვებლად. ვინაიდან დადგენილი კანონი ასეთია: „ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება!“ (საქმეები 2-21). „რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას“ (იაკობი 5-16). რამეთუ სხვა რამ გზა კაცობრიობის გადარჩენისათვის, პრაქტიკულად არ არსებობს!!!