გაზიარება

დროა ქმედებაზე გადასვლისა


„ქრისტე მოვიდა რჯულისა და წინასწარმეტყველებათა აღსასრულებლად!“(მათე 5-17).
„უფალია ჩვენი სიმართლით“ გამოქვეყნებული ცოდნის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი დანიშნულებაც ის არის, რომ ადამიანი სათანადოდ დააფიქროს იმაზე, თუ რა ზიანი მოაქვს მისთვის გონებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას. რადგან ამის შედეგად გონება მიიძინებს და ვეღარ ხდება მისგან შემწეობის მიღება. რაც იწვევს შიშით შეპყრობას – ყოველივე უბედურების დასაბამ მდგომარეობას; თანახმად კანონისა: „შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ. რამდენადაც ნაკლებია შინაგანი მოლოდინი, მით უფრო შეუცნობელი სჩანს ტანჯვის მიზეზი“ (სოლომონი 17-10/12). შიშით შეპყრობას ჩვენ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნას ვუწოდებთ და ასე ვახასიათებთ, რომ ადამიანი დაძაბულობას განიცდის გაუთვიცნობიერებულად. თუმცაღა ამ მდგომარეობის სრულყოფილი აღწერა ბევრად უფრო მეტი ინფორმაციის მომცველია და მსურს რომ დაგანახოთ მისი ჭეშმარიტი სახე.
უკვე ცნობილი ცოდნაა ის, რომ ადამიანის არსებობის მმართველიც და წარმართველიც სულია, რომელიც გონების პროგრამის ფუნქციონირებით აკეთებს ამას და ჩვენ კი მას ქვეცნობიერულ ქმედებებს ვუწოდებთ. იგი არ ემორჩილება ადამიანის ნებას და მოქმედებს იმ კანონზომიერებით, რომელიც დაფუძნებულია მასში ჩაწერილი კანონების განსჯაზე. რომელ კანონებსაც ჩვენ ბიბლიის სიბრძნეებად ვიცნობთ. გარდა ქვეცნობიერისა, ადამიანს გააჩნია ცნობიერი სისტემაც, რომელსაც აზროვნებას ვუწოდებთ და რომლის მართვის სადაავეებიც ჩვენს სურვილებს უპყრია ხელთ. აქ კი მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, თუ რა იცის აზროვნებამ და რა კიდევ გონებამ.
გონება მომცველია ამ სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცოდნისა იმ დონით, რისი შეცნობის შემძლეობაც აქვს მინიჭებული ადამიანურ შესაძლებლობებს. ხოლო აზროვნება კი ის ფენომენია, რომელმაც უნდა შესძლოს გონებაში არსებული ცოდნის ათვისება და მას საამისოდ მატერიალური სახით წარმოდგენილი ბაზაც აქვს – ხილვადი სამყაროს სახით. აი ამ მისიის აღსასრულებლად არის მოვლენილი ადამიანი ამ ქვეყნად და თუკი როგორ ასრულებს მას, ამის მტკიცებულება კი მისი ცხოვრებაა. კერძოდ თუ რაშია საქმე, ამასაც აქვე მოგახსენებთ: ნებისმიერმა ადამიანმა იცის ის, რომ თავად რაც სურს, იმის ასრულება განგებაზეა დამოკიდებული და თუ მას რომელიმე ჩანაფიქრი აუსრულდება, ამას ასე აღნიშნავს: „გამიმართლაო“. რას ნიშნავს ეს გამართლება და რა არის საჭირო საიმისოდ, რომ იგი შედგეს? მოგახსენებთ მის თაობაზე და ამისათვის უპირველეს ყოვლისა შეგახსენებთ სამყაროს მთლიანობის არსს იმის გათვალისწინებით, რომ იგი დაფუძნებული არის თანაბარუფლებიანობის პრინციპზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მის შემადგენლობაში მყოფ ნებისმიერ ელემენტს, სპეციფიკურად მისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და არავინ და არაფერი არ არის გამორჩეული ამ თვალსაზრისით. თუმცა გამორჩევითობის შესახებ ასეთ მიდგომას არა აქვს ადგილი ადამიანური აზროვნებისთვის და ესეც იმიტომ, რომ მას შემქმნელმა მიანიჭა არჩევანის თავისუფალი ნება განსაზღვრულ ჩარჩოში. რომლის გადალახვის მცდელობის დროსაც, ადამიანობის შემანარჩუნებელი კავშირი წყდება და მას ჩვენ სიკვდილად ვიცნობთ.
ზემოთ მოგახსენეთ, რომ ადამიანის ცხოვრება არის მტკიცებულება იმისა, თუ როგორი აღმსრულებელია პიროვნება იმ მისიისა, სარომლისოდაც იგი იქნა მოვლენილი ამ ქვეყნად. ხოლო თუ როგორ, ამას ახლავე მოგახსენებთ: როგორც უკვე არაერთგზის აღმინიშნავს, ადამიანს დაბადებითვე ეძლევა სული კოსმოსიდან, რომლის გონებასაც იესო ქრისტეს მიერ გაღებული მადლით ახსნილი აქვს წინაპართა ცოდვებისაგან დადებული ბლოკი. მაგრამ ამასთანავე ადამიანს სხეულის მიერ მემკვიდრეობით მიღებული აქვს ინდივიდუალური გენეტიკური კოდი, რომელსაც ჩვენ ინტელექტუალური დონის მაჩვენებელს ვუწოდებთ და სამყაროს პროგრამისათვის კი ის არის რიცხვი, რომელიც ცოდვა-მადლის ამსახველი რაოდენობის მომცველია. ამგვარად დაბადებით ადამიანს აზროვნების სახით ეძლევა დაუწერელი ფურცლებით აკინძული წიგნი, რომელსაც მხოლოდ სათაური აწერია: „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“ (აღუ) და მისი შევსება კი ხდება საკუთარი ცხოვრების აღმწერი ისტორიით იმისდა შესაბამისად, ინდივიდუალური გენეტიკური კოდის შემძლეობით ადიდებს ღმერთს თუ გმობს. ხოლო რომელ გზასაც აირჩევს, მისი ცხოვრებაც იმ წყალობას ანდა სასჯელებს მიიღებს, რომლებიც თითოეულ გზაზეა განლაგებული. თუკი იქნება ყოველთვის იმ კანონთა დამცველი, რომელიც ღმერთმა სპეციალურად ადამიანთათვის დაადგინა, მაშინ ის ღმერთის მიერ დაგებულ სწორ გზაზე ივლის და გონების შემწეობაც მიეცემა, რომელიც შემდეგია: ჯანმრთელობა, სიმართლის შეცნობის უფლება, ღვთის მფარველობის ქვეშ ყოფნა, მატერიალურად ზომიერი უზრუნველყოფა, გონიერება, პირადული და ოჯახური კეთილდღეობა და რაც მთავარია ისეთ სიმშვიდეში ყოფნა, რომელსაც შიში ვერ მიეკარება. ასეთი ადამიანის მიერ ჩადენილი ყოველი ქმედების აღმძვრელი სიყვარულის ძალაა და ამიტომაც ის უანგარობის საფუძველზე დგას. ასეთი პიროვნება არის კაცთმოყვარე, თავმდაბალი, მისთვის უცხოა შური და ანგარება. მაგრამ როცა ადამიანი მცნებებს არღვევს, მაშინ მას უხდება სწორი გზიდან გადახვევა და იქ კი იმ ბარიერებს აწყდება, რომელთაც ჩვენ სასჯელებად ვიცნობთ და გაკეთებულია საიმისოდ, რომ იგი აიძულოს სწორი გზისაკენ მისაბრუნებლად. თუმცა აქ მინდა განვიხილო ის კატეგორიაც, რომლის შემადგენლობაში შემავალ პიროვნებებს მხოლოდ ადამიანის გარეგნული იერ-სახიერება აქვთ და მათში არ არსებობს სიყვარულის გრძნობა. ეს ადამიანის სახიერი არსებები არიან სატანის ბეჭედდასმული 666-იანები და მათი ამ ქვეყნად მოვლინების გამომწვევი მიზეზი კი ადამიანთა მიერ ჩადენილი ცოდვების სიმრავლეა. რა ხდება ამ დროს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დავიწყებ ამ კანონთა მეშვეობით: „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგან არსებობისათვის შექმნა მან ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და მასთან დამოყვრებულნი დაიშრიტნენ. აღთქმა დაუდვეს მას. რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სიბრძნე სოლომონის 1-13/16). „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც შენ თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24) და „სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით. ამას შეატყობს კაცი, თუკი საფუძვლიანად დაუკვირდება – რიტმს რომ იცვლიან, მაგრამ თავად არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება ყოველივეს“ (სიბრძნე სოლომონის 19-18). ბიბლიის ეს სიბრძნეები ადასტურებენ იმ ცნობას, რომელსაც ახლა გაცნობებთ და გთხოვთ გულისხმიერად მოეკიდოთ მას, რამეთუ მხოლოდ ეს ერთი გზა არის საიმისოდ, რომ კაცობრიობა იმ ჩიხიდან გამოვიდეს, რომელშიაც სამწუხაროდ არის შესული. აქვე დავძენ იმასაც, რომ ვერანაირი პოლიტიკოსი, ვერანაირი მეცნიერი და ვერანაირი ის ცოდნა, რომელიც ადამიანთა შორის არსებობს, ვერ გამოიყვანს კაცობრიობას იმ მდგომარეობიდან, რომელშიაც არის და რაც უფრო ადრე იქნება შესმენილი ის, რასაც გიცხადებთ, მით უკეთესი იქნება სრულიად მსოფლიოსთვის თუ არადა ნება თქვენია! რადგან ამას აუცილებლობა მოითხოვს, ამიტომ უკვე აღარც იმის თქმას მოვერიდები, რომ სხვა გზის არ არსებობის გამო, მაინც „უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ მოწოდებული ცოდნის შეცნობა და მისი დირექტივებით მოქმედება მოგიწევთ!!! აქვე მოგახსენებთ იმასაც, თუ რატომ ვბედავ ამის თქმას:
წიგნ სიბრძნე სიმართლეში წარმოდგენილი არი ნახაზი ამ სამყაროს ნამდვილი სახის შესახებ და ისიც თუ რომელ ფაზაში იმყოფება ახლა მზის სისტემა. უფრო გასაგებად რომ ავხსნა ის თუ რისი თქმა მინდა, გაცნობებთ შემდეგს: ეს სამყარო რომ მოწესრიგებული კანონზომიერებით იმართება, ეს საყოველთაო ცოდნაა იმიტომ, რომ ამის თვალსაჩინო მაგალითებს აშკარად ვხედავთ და მათგან თუგინდ ერთ-ერთად იმას დავასახელებ, რასაც წლიური ბრუნვის პერიოდი ჰქვია. როგორც ხედავთ, ის მოწესრიგებულად სრულდება ყოველ წელს. ანდა თუგინდ დღე-ღამის მონაცვლეობა! ვინმეს ახსოვს იმ წესის დარღვევა, რაც დედამიწის ყოველი კუთხისათვის სათავისოდ დაწესებულია გათენება-დაღამების შესრულებით?! ანდა თუგინდ ადამიანის ზრდა-განვითარების პროცესს გადახედეთ, განა ის გენეტიკის კანონს დაქვემდებარებულად არ მიმდინარეობს?! მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ამ სამყაროს შემადგენლობაში მყოფ ყოველ ელემენს სამყაროს საერთო კანონმდებლობით გათვლილი აქვს თავისი შემადგენლობაც, თავისი ფუნქციონირების პროგრამაც და საარსებო ადგილი და საარსებოდ გათვლილი გარემოც. ეს ეხება დედამიწურ გარემოსაც, რომელსაც ცის ქვეშეთში აქვს მიკუთვნებული თავისი საასპარეზო არეალისათვის სპეციალურად მიზომილი ადგილი. ამიტომ თუკი ის იმ ადგილის შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს, მაშინ მის მთლიანობას საფრთხე დაემუქრება და მწყობრიდან გამოვა. ანუ მოხდება მისი სხვა მდგომარეობაში გადასვლა. დედამიწური გარემოს სხვა მდგომარეობაში გადასვლა კი თავის მხრივ იმასაც გულისხმობს, რომ ის ვარგისი ვეღარ იქნება ადამიანთა საარსებოდ. იმას არ ვამბობ, რომ ამას საფუძველი ადამიანმა ჩაუყარა, რადგან კანონდარღვევით მოქმედებანი ანგელოზებმაც ჩაიდინეს და სატანის ისტორია ხომ ამის ნათელი მაგალითია?! მოგახსენებთ იმასაც, რომ იმ დრომდე მისასვლელად, სანამ დედამიწური გარემოს ასეთი სახით არსებობაა გათვლილი, მანამ საკმაო დროა დარჩენილი. მაგრამ იმასაც ყველა ხედავს, რომ რაღაც ძალა ექაჩება დედამიწას, რომ გათვლილ დროზე ბევრად ადრე შევიდეს გარდასახვის ფაზაში. რაც კაცობრიობის განადგურებას გამოიწვევს და ეწინააღმდეგება იმ შედეგის მიღებას, რომლის მისაღებადაც შექმნა უფალმა ღმერთმა ეს სამყარო. ამიტომაც იქნა ამოქმედებული არმაგედონის კანონი და მისი განხორციელების ყოველდღიურ შედეგებსაც მთელი კაცობრიობა თვალნათლივ ხედავს. რა გამოიყვანს კაცობრიობას ამ მდგომარეობიდან?! მოგახსენებთ მას და საამისოდ იმ ფენომენის შესახებ ვისაუბრებ, რომელსაც ტელეპატია ჰქვია და მასზე ასეთი განმარტებაა ცნობილი: რომ ის არის აზრებისა და გრძნობების გადაცემა-მიღება სიტყვიერად დაკონტაქტების გარეშე. მეცნიერება თვლის, რომ ეს თვისება საყოველთაო არ არის და მისით დაჯილდოებულია ცალკეული პიროვნებები. თუმცა სინამდვილეში ასე სრულებითაც არ არის და ამ მოვლენის არსებობას ყოველ ადამიანში აქვს ადგილი მეტ-ნაკლები გამოვლინებების შესაძლებლობით. ამ ცნობის დამტკიცებისათვის მოვიშველიებ ბიბლიას, რომელიც აცხადებს: „როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე და სიკვდილს – სიცოცხლე; ასევე ღვთისმოსავს – ცოდვილი. ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან“ (სიბრძნე ზირაქის 33). ეს კანონი იუწყება იმას, რომ სამყაროს პროგრამით ადამიანთა დაყოფა ხდება მხოლოდ ორ ჯგუფად: ღვთიური ძალისა და მის საწინააღმდეგოდ მოქმედი ძალის დაქვემდებარებაში მყოფებად. ამათგან პირველი ჯგუფის მაფუნქციორებელი ძალა სიყვარულია, ხოლო მეორესი კი – ეგოიზმი. რის საფუძველზედაც ურთიერთსაპირისპიროა მათი მრწამსი და რაც პირველ ჯგუფში შემავალთათვის მისაღებია, იმის საპირისპიროა მისაღები მეორე ჯგუფის წევრებისათვის. ხოლო რაც შეეხება იმ წესრიგს, რომელიც ღმერთის მიერ არის დაკანონებული და შემდეგია: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან. ხოლო არსებულნი ღვთისაგან არიან დადგენილნი“ (რომაელთა 13-1). ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ჯგუფის ყოველი წევრი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან სიტყვის ძალის მეშვეობით; რომელ ძალასაც ჩვენ რწმენის ძალის სახელით ვიცნობთ. ბიბლია ასევე იუწყება ასეთი კანონის არსებობასაც: „რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“ (მათე 18-18). მე კი გაუწყებთ ამ კანონის იმ ნახევრის არსებობის შესახებ, რომელიც რელიგიებმა ამოიღეს შეგნებულად და ის შემდეგია: „რასაც ცაში გახსნით, ის მიწაზეც გაიხსნება“. ამიტომ მივმართე მის აღსრულებას საიმისოდ, რათა ეს იყო ერთადერთი გზა კაცობრიობის გადარჩენისა და გავხდი ამ კანონის აღმსრულებელი: „ტახტზე მჯდომარეს მარჯვენა ხელში ეკავა წიგნი – შიგნიდან და გარედან დაწერილი და შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი. ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელიც ქადაგებდა ხმამაღლა: ვინ არის ღირსი იმისა, რომ გადაშალოს ეს წიგნი და ბეჭედი ახსნას მას? და ვერავინ შესძლო ვერც ცაში, ვერც მიწაზე და ვერც მიწის ქვეშ, რომ გადაეშალა ეს წიგნი და მასში ჩაეხედა. მე დიდხანს ვტიროდი, რადგან არავინ აღმოჩნდა იმის ღირსი, რომ გაეშალა ეს წიგნი და წაეკითხა, ან შიგ ჩაეხედა მაინც. და აი, ერთმა უხუცესთაგანმა მითხრა: „ნუ სტირი! აჰა, იმძლავრა ლომმა იუდას ტომისგან, დავითის ფესვმა. რომელიც გაშლის ამ წიგნს და შვიდივე ბეჭედს ახსნის მას“ (გამოცხადება 5-1/5). დიდხანს ტირილში იგულისხმება ის საუკუნეები, რომელიც სირუის ანუ უმეცრების ეპოქად არის წოდებული და ამიტომაც ხელმწიფების უფლებაც სატანას ჰქონდა. მაგრამ ცაში ანუ გონებაში უმოქმედოდ მყოფი ჭეშმარიტების გააქტიურებით, უკვე მიწაზეც ანუ ფაქტობრივ ქმედებაზე გადასვლაც ხდება. ამიტომ ჭეშმარიტი ცოდნის მიმართ თითოეულ ადამიანს ის დამოკიდებულება ექნება, როგორი სულის პატრონიც თითონ არის და ამას ხელს ვერ შეუშლის (და არც შეუშლია) ენობრივი ბარიერი, რადგან გონების ენა ყოველ ადამიანში ერთნაირია. ამ ცნობას მოწმობს ის ინფორმაცია, რომელიც მოიცავს საკითხებს სულის შესახებ და რომელთა გავრცელების სიჭარბეც ყოველდღიურად მატულობს მაშინ; როცა ახლო წარსულშიც კი მასზე არათუ ვინმე საუბრობდა, არამედ თვით სულის არსებობის აღიარებასაც კი არ ჰქონია ადგილი.
ახლა კი აქცენტი უნდა გავაკეთო იმის თაობაზე, რომ გონებიდან დაფარული ჭეშმარიტების გამოტანა მოხდა მაინცდამაინც იმ ენით, რომლითაც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ უმცირესი ნაწილი საუბრობს და თანაც მას არაერთგზის განუცდია სხვათაგან დამცირება და შევიწროება; და უარყოფაც კი, თვით მასზე მეტყველთა მხრიდანაც. რას მეტყველებს ეს ფაქტი?! პირველ რიგში იმას, რომ დედამიწაზე უკვე მთავრდება ის პერიოდი, რომელზედაც ბიბლია იტყობინება, რომ „ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება“ (საქმეები 17-30). რადგან ძალაში შედის აღსრულება შემდეგი კანონისა: „ახლა აუწყებს ყველას ყველგან, რომ მოინანიონ“ (საქმეები 17-30). შემდეგ ნიშნავს იმასაც, რომ ენა, რომელზედაც ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია: რომ „თავდაპირველად ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველიო“ (დაბადება 11-1), ყოფილა სიტყვათა ისეთი წყობისა, როგორიც თანამედროვე ქართულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მისით ვერ მოხდებოდა დაფარული ჭეშმარიტების მხილება!!! ხოლო შემდეგ კი ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ენით მეტყველ ენაში გაგრძელდა ის გენი, რომელიც ქრისტეს გენად იწოდება და ადამიდან შეთს გადაეცა მემკვიდრეობით. ამიტომ ამ გენის მფლობელთა მოვალეობაა მსოფლიო ხალხის გათვითნობიერება ღმერთის მიერ დაწესებულ ნამდვილ კანონმდებლობაში. რაც მისიონური ვალდებულებაა და მიმართულია საიმისოდ, რომ ღმერთისმიერი ხელმწიფება დამყარდეს მსოფლიოში. ეს არ არის „ზღაპარი კომუნიზმისა“; არამედ ის რეალობაა, რომელსაც საკმაოდ მალე იხილავს მსოფლიოს გადარჩენილი მოსახლეობა. ვინაიდან ახლო მომავალში აღსრულებაში შედის შემდეგი კანონი: „ასე ამბობს უფალი: იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება 10 კაცი ყოველი ენის ხალხიდან; მოეჭიდება მათ კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8-23).
ახლა კი მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, რამოდენიმე წლის წინ რომ გაცნობეთ არმაგედონის შესახებ და ავხსენი მისი მსვლელობის პროცესი, რომელიც ბიბლიაში ნიშნების სახით არის გაცხადებული. როგორც ხედავთ ყოველი მათგანი ზუსტად ისე სრულდება, როგორც განვმარტე კიდეც და რომლის მიხედვითაც დადასტურდა ის, რომ „არმაგედონული მიწისძვრის“ პირველი კატეგორიის აღმსრულებელი მთელი მსოფლიო ყოფილა და ამიტომაც არის მთელი მისი მოსახლეობა ვირუსის ტყვეობაში. ახლა კი უკვე აღსრულებაში შევა მეორე და მაესამე კატეგორიის სასჯელები იმისდა შესაბამისად, რომელმა ქვეყანამ რომელი ან რამდენი დაიმსახურა. ამიტომ მინდა მოგახსენოთ არმაგედონის ფინალზე, რომელშიაც ახლა ვიმყოფებით და მოკლედ გეტყვით იმის შესახებ, რაც ახლო მომავალში განვითარდება. ამას კი გაუწყებთ იმ ცოდნიდან, რომელზედაც მოგახსენეთ, რომ 2008 წელს ჩემს გონებაში ჩაიწერა ბედისწერის მიერ გამოტანილი ის განაჩენი, რომელიც კაცობრიობამ მომავალში უნდა გაიაროს; თანახმად კანონის აღსრულებისა: „მეუწყა ის საიდუმლო, რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებია ადამიანთა შვილებს. მომეცა ეს მადლი: განმეცხადებინა ყველასათვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს განგებულება ყოვლის შემქმნელ ღმერთში“ (ეფესელთა 3-3/9). ვინც წაიკითხა წიგნი „სიბრძნის გაკვეთილები“, იქ ნახავდა იმ ჩანაწერს, რომელიც ეხებოდა იმ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდს, რომელშიაც ჩაწერის მომენტში ვიყავი და ბიბლიამ კი ის ასე შეაფასა: „კაცი ქრისტეში 14 დღით (სხეულით თუ უსხეულოდ) ატაცებული იქნა მესამე ცამდე. იგი ატაცებული იქნა სამოთხეში და ისმინა ენით უთქმელი სიტყვანი, რომელთა გამოთქმაც არ ძალუძს კაცს“ (II კორინთელთა 12-2/4). ეს ცნობა იუწყებოდა იმას, რომ გენეტიკა ნაყოფს მაშინ გამოიღებდა, როცა სხეულისმიერი აზროვნებით მოხდებოდა ცაში ატაცება. მოგახსენებთ იმასაც, რომ იესო ნაზარეველი იყო პირველი, რომელიც ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბიბლიამ ის მისი ეშმაკის მიერ გამოცდის ცნობით წარმოადგინა. რადგანაც სული, დედამიწურ გარემოს შემორტყმული ჯოჯოხეთის კარიბჭის დაძლევის გარეშე კოსმოსში ვერ გააღწევდა. ვინაიდან შემდეგ ამ ცნობას სხვა გაგრძელება აღარ ჰქონია სამოთხის ამბების აღწერისა. ეს იმას ნიშნავს, რომ იესო იქ აზროვნების თანმხლებით არ ყოფილა და ე.ი. ცის მეოთხე შრემდე ასულა; როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „ავიდა“ რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა?! „ჩასული“ კი იგივეა, რაც „ასული“ ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე“ (ეფესელთა 4- 9,10). შემდეგ ამიტომაც გახდა ქრისტეს სულის მეორედ მოვლინების საჭიროება; თანახმად კანონისა: „პირველი რომ უნაკლო ყოფილიყო, მეორეს საჭიროება აღარ იარსებებდა“ (ებრაელთა 8-7). რაც თავის მხრივ იმასაც მეტყველებს, რომ მაშინ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა არ იყო სასრულ სტადიაზე და ამიტომაც უწოდა ბიბლიამ იესოს „ვადაზე ადრე მოსული“ (მათე 8-29). მაშასადამე როგორც გაუწყეთ, საკაცობრიო გენეტიკის სასრულ სტადიაზე არ ყოფნის გამო, იესომ მეოთხე ცამდე ასვლა მოახერხა მხოლოდ. ხოლო ახლა კი ჩემს შემთხვევაში, მესამე ცამდე ასვლა მოხერხდა იმიტომ, რომ სულს სხეულისმიერი ისეთი აზროვნებაც თან ახლდა, რომელმაც მოახერხა უკან დაებრუნებინა ის და თანაც იქ ნანახიც და მოსმენილიც დაიმახსოვრა, საყოველთაოდ გასაგები ენით გადათარგმნა და „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდების წიგნად წარმოადგინა. აქვე დავძენ იმასაც, რომ აქედან მოდის სახელწოდება „სამოთხე“. ხოლო რაც შეეხება „ჯოჯოხეთს“, ის კი საკაცობრიო გენეტიკური სიცოცხლის ხის სიმბოლოდან გამომდინარეა და ნიშნავს ამ ხის ირგვლივ ბოროტების მარცვლით ჩათესილ ჯოჯო ხეთა გენის სულთა სამფლობელოს.
ახლა კი აქ მოკლედ გეტყვით იმას, რაც წიგნში უფრო ვრცლად აღვწერე. თუმცა ყოველივე დაწვრილებით არც იქ აღმიწერია გარკვეულ მიზეზთა გამო. იქ ყოფნის დროს მესმოდა სასწრაფოს მანქანების გაბმული სირენის ხმა, რომელიც არ ჩერდებოდა და მის გარდა არც ადამიანთა ხმა ან სხვა რამ ხმა არ ისმოდა. როცა ვიკითხე მის შესახებ, იქ მითხრეს: რომ ხმა დედამიწიდან მოდიოდა. როგორც ხედავთ ეს მდგომარეობა უკვე სახეზეა. შემდეგ აღვნიშნე ისიც, რომ არ ისმოდა ეკლესიების ზარების ხმა და ამის შემდეგი ეტაპი კი ის იყო, რომ კაცობრიობის აზროვნების რულონი, რომელიც გაჩერებული იყო იმის გამო, რომ რომელი მიმართულებითაც ის ბრუნავდა, უკვე მის მხარეს მოძრაობა უფსკრულში გადაჩეხავდა კაცობრიობას. ეს შეჩერება კი ჩემს მიერ შესრულებული საიმისიო აღსრულებით მომხდარა!!! ამიტომ რაც შეიძლებოდა ძალა მოვიკრიბე და საბედნიეროდ შედეგიც მიღებული იქნა: რულონმა წაღმა მხარეს დაიწყო მოძრაობა და არასოდეს დამავიწყდება იქ მყოფ თეთრ სამოსში გამოწყობილთა ყიჟინის ხმები, როცა ამბობდნენ: აღსრულდა, აღსრულდაო! რის შემდეგაც რულონმა გააგრძელა თანაბარ სიჩქარიანი ბრუნვითი მოძრაობა და დიდმა ხელმა მეც ჩამომსვა მიწაზე თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი. ეს ყოველივე რაც ასე მოკლედ აგიღწერეთ, მისი ნაწილი უკვე რეალობად იქცა კიდეც და გარდაუვალია ისიც, რომ ბოლომდე აღსრულდება ყოველივე! რადგან მისი შეჩერება ანდა შეცვლა, არავის და არაფერს არ შეუძლია ამ ქვეყნად.
ახლა კი მინდა მიმართვა გავაკეთო მხოლოდ მათ მიმართ, ვისაც ეკუთვნის ეს კანონი: : „ცხებულება ვინც მიიღო ქრისტესგან, მათშია. ამიტომ მათ არავისგან სწავლა არ დასჭირდება, რადგან ქრისტესმიერი ცხებულება ასწავლის ყველაფერს და ის არის ჭეშმარიტი უტყუარი, რასაც ასწავლის“ (I იოანე 2-27)“. მეგობრებო! უკვე დროა თქვენს შორის ერთმანეთისადმი ცნობადი კავშირის დამყარებისა სათანადო ცოდნით სამოქმედოდ! ვინაიდან აღსრულებაში შედის კანონი: „რომ უფალი ისეთ რამეს მოიმოქმედებს იმ დღეებში, რომელსაც არავინ დაიჯერებდა, ვინმეს რომ მოეთხრო მისთვის“ (საქმეები 13-41).