დახმარება
არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია: რომელთაგან ერთნი ფიქრობენ, რომ ყველაფერი უფლის ნებაზე არის დამოკიდებული. მეორენი კი საწადელის მიღწევას მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს მიაწერენ. კითხვაზე: რომელი მათგანია სწორი? პასუხი ასეთია: თუკი მოხდება ორივე შეხედულებათა გაერთიანება, მაშინ მიიღება სწორი პასუხი. მაგრამ ცალ-ცალკე, არცერთი მათგანი არ არის სწორი. რამეთუ პირველ კატეგორიას შეცნობილი არა აქვს თავისი შესაძლებლობები. ხოლო მეორე კატეგორია კი არ სცნობს თავის შემქმნელს და მის ძალას. სამწუხაროდ კაცობრიობამ სწორედ განცალკავებული აზროვნებით მიღებული გადაწყვეტილებების გზით იარა. რამაც საბოლოოდ ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ თავისი არსებობის გაგრძელებას საფრთხე შეექმნა და ჩადგა იმ სიტუაციაში, რომ თუკი დაუყოვნებლივ არ იქნება საჭირო ზომები მიღებული, კრახი გარდაუვალია!!! მაგრამ საჭირო ზომების მიღება არც ადამიანთა მოქმედების გარეშე იქნება შესაძლებელი და არც ღმერთის მიერ გაღებული წყალობისა. რადგან სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ღმერთი ისე ვერაფერს მოიმოქმედებს ადამიანთა მიმართ, თუკი ეს მათ არ მოითხოვეს – „ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით, დარეკეთ და გაგეღებათ. რადგან ყველა, ვინც ითხოვს – ღებულობს! ვინც ეძებს – პოულობს! ვინც რეკავს – გაეღება!“ (მათე 7-7) – კანონის აღსრულების თანახმად. ამიტომ აუცილებელია ადამიანმა სასწრაფოდ ისწავლოს, თუ რა იგულისხმება კანონის ამ სიტყვებში: „ითხოვეთ“, „ეძებეთ“, „დარეკეთ“. ვინაიდან შემქმნელის მიერ აქვს დაწესებული ეს კანონები ქმნილებას და რაც უნდა ეცადოს ვინმე, კანონთა აღსრულებას ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის! იმედია ამ განაცხადის დაჯერება აღარ უნდა გაჭირდეს იმ რეალური ფაქტების ფონზე, რაც რომ უკვე სახეზეა და ისინი კი ზედმიწევნით ზუსტად ასახავენ ბიბლიით წარმოდგენილ კანონთა გათვლით შედგენილი წინასწარმეტყველებების აღსრულებას.
მართალია ყოველივე იმის შესახებ რაც ამჟამად ხდება, უკვე წლების წინ განვაცხადე. მაგრამ ახლა ვალდებული ვარ ფაქტებად ასრულების პარალელურად გავაშუქო მომდევნო აღსრულების ნიშნები იმათთვის, ვინც მოისურვებს ყურისგდებას. რათა მათ მოახერხონ იმის დამსახურება, რომ მსუბუქად შეეხოთ ის გლობალური მოვლენები, რომელთა თავიდან აცილებაც უკვე შეუძლებელია. ღმერთი ბიბლიის მეშვეობით იუწყება იმას, რომ ჭეშმარიტი სიმართლის მიმღები ძალზედ მცირერიცხოვანნი იქნებოდნენ მანამ, სანამ ყოველივე არ აღსრულდებოდა. ხოლო მის შემდეგ გადარჩენილნი კი უკვე ყველა ინებებდა სიმართლისათვის თვალის გასწორებას. ცხადია ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ერთი ადამიანიც რომ იყოს მსურველი ჭეშმარიტების შეცნობისა და მისი გზით სიარულისა; ვალდებული ვარ მისთვის გავისარჯო. რადგანაც კანონი ამბობს: „ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება. ხოლო ურჯულოთა ტომი კი მოოხრდებაო“ (სიბრძნე ზირაქის 16-4). მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია ისე, რომ მას კომენტარი აღარ სჭირდება. მხოლოდ აქცენტს მივმართავ იქეთკენ, თუ რატომ მოხდა მხილება დაფარული ჭეშმარიტებისა იმ ენით, რომელზედაც მცირე რაოდენობის ხალხი მეტყველებს და რომელიც მუდმივად განიცდიდა ჩაგვრასა და ზეწოლას სხვა ენის ხალხთა მიერ.
საქმე კი შემდეგშია: საუკუნეთა მანძილზე მიმდინარე პროცესებმა, მსოფლიო ხალხის ცნობიერება შეაჩვია იმას, რომ კაცობრიობის ბედის განსაზღვრა ძლიერი ეკონომიკისა და შეიარაღების მქონე მრავალრიცხოვანი ერის ქვეყანათა ხვედრია. მაგრამ სინამდვილე ასეთი როდია! რამეთუ კაცობრიობა ღმერთის მიერ არის შექმნილი და მისი განგებაც უფლისაგან არის და სხვა მეტი არავისგან. ხოლო თუ რა იგულისხმება ყოველივე ამაში, ამის კარგად ასახსნელად კი მოგახსენებთ შემდეგს:
რამდენად ცნობილია ეს ვინმესათვის, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ის არ სცვლის იმ სინამდვილეს, რომელიც ასეთია: ბიბლია შექმნილია იმ ერის ხალხთათვის, რომელსაც იგი ღმერთის რჩეულ ერს უწოდებს და ისინი კი ყოველ ეპოქაში მცირერიცხოვნობით გამოირჩევიან. საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა მათი სახელები და ბიბლია მათ იაკობის სახლის ხალხს, ისრაელიანებს, იუდეველებს და სიონელებს უწოდებს. ხოლო ერთი და უცვლელი კი რაც მათ აქვთ და მოსდევთ კაცობრიობის არსებობის მთელი დროის მანძილზე – ეს ის სიტყვებია, რომელიც კოდირებულია და ბიბლია მას „ღვთის სიტყვებს“ უწოდებს; თანახმად დაწერილისა: „იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა ასე. არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი.რა არის იუდეველის უპირატესობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად. მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 2-28,29 და 3-1,2). აი, ამიტომაც მოხდა დაფარული ჭეშმარიტების მხილება იმ ენით, რომელიც არის მომცველი ხსენებული სიტყვებისა. მართალია ეს ენა ქართულია, მაგრამ არც ყველა სიტყვის მნიშვნელობაა სწორად გაგებული აზროვნების მიერ და თანაც არც ყველა ქართველად წოდებული პიროვნება არის ღვთის რჩეული ერის წარმომადგენელი. უფრო მეტიც! ვინაიდან სატანა ადრე ანგელოზი იყო, ამიტომ მან იცოდა იმის შესახებ, რაც ახლა გაცნობეთ. მან, სიცრუის მამამ, მოახერხა თავისიანები (ბიბლიურად ქალდეველებად წოდებულნი) შეერია მათში და იმასაც მიაღწია, რომ ანტიქრისტეც წარმოშვა მათგან.
ვინაიდან და რადგანაც რაც ახლა გაცნობეთ აქამდე დაფარული იყო ამ ერისათვის, ამიტომაც მათ არ იციან თავიანთი მისიონური ვალდებულების შესახებ. ხოლო რადგანაც არ იციან, ცხადია ვერც სათანადოდ ასრულებენ მას. რის გამოც მათი ცხოვრება უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. რათა იძულებულნი გახდნენ იმისა, რომ გონს მოეგონ. მინდა მათ საყურადღებოდ წარმოვადგინო ბიბლიის ცნობები, რომლებიც ასახავენ წინასწარმეტყველურ ინფორმაციას ამ ერის შესახებ. მათი წაკითხვა კი მიახვედრებთ იმას, რომ მათი ფაქტებად ასრულება, უკვე დღევანდელი რეალობაა. აი ისინიც:
უფალი ამბობს: „ჩემმა ერმა არ იცის ჩემი სამართალი. როგორ ამბობენ ბრძენი ერი ვართ და ღმერთის წესდებები არის ჩვენთანო?! როცა გაუყალბა იგი მწიგნობართა ცრუ კალამმა. ამიტომაც მოიძულეს მათ ღვთის სიტყვა და რაღა არის მათი სიბრძნე?! ისინი პატარიდან დიდამდე – ყველა ანგარებიანი არიან. წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე – ყველა ტყუილით მოქმედნი არიან. იოლად კურნავენ ჩემი ერის ასულის ჭრილობას, როცა ამბობენ: მშვიდობა, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა! არ რცხვენიათ მათ სისაძაგლის ჩადენისა. ამიტომ დაეცემიან და განადგურდებიან იმ დროს, როცა მოვიკითხავ მათ. რადგან ხალხს იმედს აძლევდნენ მშვიდობისა, მაგრამ არ არის მშვიდობა და სიკეთე, არამედ საშინელებაა“ (იერემია 8-6/15). აი, მესმის ჩემი ერის ასულის ქვითინის ხმა შორეული ქვეყნიდან. განა არ იყო უფალი სიონში?! არც მისი მეფე იქ?! რატომ გამაბრაზეს თავისი კერპებით? ჩემი ერის ასულის შემუსვრით, მეც შევიმუსრე“ (იერემია 8-19/21). „ჩემი ერიდან ყველანი მრუშები არიან, მოღალატეთა კრებული. სიმართლისათვის კი არ გამაგრდნენ ქვეყანაზე, არამედ ბოროტებიდან ბოროტებაზე გადადიან და არ მცნობენ. მოერიდეთ თითოეული თქვენსავე მოყვასს და ნურც ძმას ნუ ენდობით. რადგან ყოველი ძმა მზაკვრობს, ყოველი მოყვასი ცილისწამებას ავრცელებს და ყოველი მათგანი, თავის მოყვასს დასცინის. მიაჩვიეს თავიანთი ენა სიცრუეს და გადაიღალნენ უსამართლობით. სიცრუის გამო უარს ამბობენ ჩემს ცნობაზე. ამიტომ მე გამოვადნობ და გამოვცდი მათ. სხვა რა ვქნა ჩემი ერის ასულისათვის? მათი ენა ხომ ბასრი ისარია და მზაკვრობას ლაპარაკობენ. პირით მშვიდობას ეუბნებიან თავიანთ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ. ამის გამო არ დავსაჯო ისინი? ასეთ ხალხზე არ იძიებს შურს ჩემი სული? რადგან მათ უარი თქვეს ჩემი დაწესებული კანონების დაცვაზე და არ ისმინეს ჩემი ხმა, ამიტომ მე ვაჭმევ მათ აბზინდა და ვასმევ შხამიან წყალს. გავფანტავ მათ ხალხებში და მახვილს მივადევნებ უკან. რადგან მესმის მე ხმა სიონიდან: დავტოვეთ ჩვენ ქვეყანა, რადგან გამოგვყარეს საცხოვრებლიდან“ (იერემია 9-2/19).
ასე თქვა უფალმა: „თავს ნუ შეიქებს ბრძენი თავისი სიბრძნით და ნუ შეიქებს ძლიერი – თავისი ძალით და მდიდარი – თავისი სიმდიდრით. არამედ მაქებელმა იმით შეიქოს თავი, რომ მიხვდა და მიცნობს მე. რადგან მე უფალი ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე. რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი“ (იერემია 9-23,24).
როგორც ხედავთ ზუსტად ის დროა დამდგარი, რომელზეც იერემია წინასწარმეტყველებდა და მას ადასტურებს ის ნიშანი, რომელიც შემდეგია:
ასე ამბობს უფალი: „თავი შეაფარეთ ჩემო ხალხო, რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან“ (იერემია 6-1). „ხალხი მოდის ჩრდილო ქვეყნიდან. დიდი ერი იღვიძებს ქვეყნის კიდეებიდან. მშვილდი და შუბი უჭირავთ მათ. სასტიკნი არიან და დაუნდობელნი“ (იერემია 6-22). „სიონისაკენ! აღმართეთ ალამი. გაიქეცით, ნუ გაჩერდებით. რადგან უბედურება და დიდი დაღუპვა მოდის ჩრდილოეთიდან. ხალხების მომსპობი დაიძრა. რათა გაატიალოს შენი ქვეყანა“ (იერემია 4-6,7). ამიტომ „ისმინეთ უფლის სიტყვა იუდეველნო! გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი მოქმედებანი. ნუ ხართ დანდობილი ცრუ სიტყვებზე, რომ ამბობენ: „უფლის ტაძარია ეს“. მაგრამ თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს მოქმედებებს. თუ იქმთ სამართალს. ობოლსა და ქვრივს არ დაჩაგრავთ, უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით და რწმენას არ გაიმრუდებთ თქვენდა საუბედუროდ. მაშინ დაგასახლებთ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს მივეცი უკუნითი უკუნისამდე“ (იერემია 7-1/7). „სიონის ასულო! გამსინჯველად განგაწესე ჩემს ერში, სიმაგრედ. რომ შეიცნო და გასინჯო მათი გზა“ (იერემია 6-27).
როგორც ხედავთ სახეზეა ყველა ის ფაქტები, რომელნიც აქ წარმოდგენილ წინასწარმეტყველებათა აღსრულების შედეგები არიან: სიონის ასული – უცხოეთშია. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი მისთვის, რომ აღესრულებინა ის მისია, რისთვისა ის განაწესა უფალმა. ჩრდილოეთის ერი დაძრულია ხალხთა გასანადგურებლად და ქვეყნების გასატიალებლად. ერი დაფანტულია დედამიწის კიდით-კიდემდე და გაბნეულია უცხო ხალხებს შორის. ხალხს ღმერთის გზა დავიწყებული აქვსს და რელიგიაში ეძებენ მას. ეკლესია-მონასტრებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს უწოდებენ ღვთის სახლს და კერპებს მიიჩნევენ ღმერთთან საშუამოვლო საშუალებებად. სიყვარული გაქრა ადამიანებს შორის და იგი ეგოიზმმა და სიძულვილმა ჩაანაცვლა. აღარც ოჯახის წევრები ინდობენ ერთმანეთს და ადრე ვინც მეგობრები იყვნენ, ახლა შუღლი და მტრობაა მათ შორის გაჩაღებული. ადამიანებს შორის ლანძღვა-გინება, ერთმანეთზე ჭორაობა ჩვეულებრიობად იქცა და რომელი ერთი ჩამოვთვალო კიდევ იმის დასტურად, რომ დღეს სახეზეა რეალობა, რაზედაც ბიბლია აცხადებდა: რომ „გატიალების სიბილწე დადგებოდა წმიდა ადგილზე“ (მათე 24-15) და იმასაც იუწყებოდა თუ რა მოჰყვებოდა მას. რასაც კაცობრიობა „მეორედ მოსვლად“ იცნობს. თუმცა ადამიანთაგან არც არავის აქვს საკმარისი ცოდნა იმის შესახებ, სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს პროცესი და ამიტომაც ბედავენ იმას, რასაც სჩადიან.
მართალია, რომ ღმერთი ერთია ყველა ადამიანისათვის და მან საერთო კანონები დააწესა მათთვის. მაგრამ საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობით მიმდინარე საკაცობრიო ცხოვრების განვლილმა გზამ, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები წარმოშვა და ამიტომ თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად აქვს მიზომილი კანონთა დაცვის შემძლეობის უნარი. ამიტომაც არის ბიბლიაში ხაზგასმით ხსენებული იმ კატეგორიის შესახებ, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ უნარი იმისა, რომ შესძლონ შესრულება ღმერთის მიერ დაწესებული იმ კანონმდებლობისა, რისი აღსრულების გარეშეც კაცობრიობა ვერ იარსებებს!!! ამიტომაც ეწოდებათ მის წარმომადგენლებს ღვთის რჩეული ერი და კაცობრიობის ბედის განგებაც მათზეა მინდობილი. ეს არის სიმართლე და სინამდვილე ადამიანთა მოდგმის შესახებ და თუკი აქამდე ისინი შეუცნობლად ასრულებდნენ თავიანთ მისიას, ახლა უკვე დადგა დრო იმისა, რომ შეცნობილად აღასრულონ ყოველივე. რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფენ იმას, კაცობრიობა რომ გადაარჩინონ. ამიტომ კვლავაც გავიმეორებ მას, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს: ეს სამყარო იმგვარადაა მოწყობილი, რომ ღმერთი ისე ვერ გასცემს წყალობას ადამიანებზე, თუკი მათ არ „ითხოვეს“ იგი. მოთხოვნაში კი კანონთა დაცვის ან არ დაცვის შედეგებით განსაზღვრული დამსახურება იგულისხმება!!!
ვინც „უფალია ჩვენი სიმართლის“ საშუალებით გაცხადებულ ინფორმაციას ეცნობა, მათ შესახებ ვიტყვი იმას, რომ ისინი იმიტომ ინტერესდებიან მისით, რომ ღმერთისგან დაწესებულია ასე: „ყოველი ხორციელი თავ-თავისი მოდგმის მიხედვით ერთიანდება და ყოველი ადამიანიც თავისი მსგავსისკენ მიისწრაფვის“ (ზირაქი 13-6). რაც იმას ნიშნავს, რომ სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულები ჭეშმარიტ ინფორმაციას მიაგნებენ და მისით დაინტერესდებიან – „ეძებეთ და იპოვეთ“ (მათე 7-7,8) კანონის აღსრულების ფონზე. ხოლო ამ ინფორმაციის მიღებით კი ისინი „უკაკუნებენ“ გონებას ანუ ღვთის სამყოფელს ადამიანში და ამიტომაც კარიც გაეღებათ. რასაც გონების გახსნა და გამოღვიძება ჰქვია ძილისაგან. გონება კი (რა თქმა უნდა სხვადასხვა დონეზე), მიძინებული აქვს ყველა ადამიანს იმის გამო, რომ სიცრუეს სიმართლედ აღებიებდნენ. როგორც გაცნობეთ კიდეც, მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ სიმართლის შემცნობთა რაოდენობა ამჟამად მცირერიცხოვანია. ვინაიდან წარმატების მიღწევის განმსაზღვრელი, რაოდენობა კი არ არის, არამედ ხარისხია და დროის ფაქტორი! ახლა კი ისიც უნდა გაცნობოთ, რომ სწორედ უკვე დამდგარია დრო იმისა, როცა აუცილებლობა მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებაზე გადასვლას. ხოლო თუ რატომ, ამასაც ახლავე შეგატყობინებთ:
საკმაო ხანია გაფრთხილებას გაფრთხილებაზე ვაქვეყნებდი იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდათა და ბავშვთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და დედებსაც სათანადო ცოდნაც მივაწოდე. მაგრამ არავინ ისმინა. ხოლო რაც მოჰყვა ამას, ამის აღნიშვნა საჭირო არ არის, ისედაც ყველასათვის ნათელია იმ სამწუხარო ფაქტების სახით, რაც რომ ბავშვთა და ახალგაზრდათა თავს ხდება. უამრავი მათგანის სიცოცხლე გაიწირა და თანაც ეს პროცესი არათუ შეჩერდა, არამედ უფროდაუფრო პროგრესირდება. სამწუხაროდ მისი შეჩერება თავისით არც მოხდება, თუ ადამიანთაგან არ იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. რასაც სხვა ვერავინ გააკეთებს, თუ არა თქვენ, ვინც ეზიარებით ჭეშმარიტ ცოდნას და ინფორმირებული ხართ იმაში, რაც სინამდვილეა. მართალია ბავშვთა და ახალგაზრდათა სიცოცხლის შეწყვეტის უშუალო მიზეზები მრავალგვარია, მაგრამ მათი საფუძველი ერთია და არის ის, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით იზრდება მოთხოვნილება ენერგიის მისაღებად ანტიქრისტეს არსებობის შენარჩუნებისათვის. ვინაიდან და რადგანაც მისი სული ძალზედ დაცემულია, ამიტომაც მხოლოდ უმანკო სულების გაწირვის ხარჯზე ხდება შესაძლებელი მისი სიცოცხლის გახანგრძლივება. ხოლო რაც დრო გადის, მისი სული უფროდაუფრო მძიმდება და ამიტომაც მეტი და მეტი უმანკო სულის შეწირვას მოითხოვს. ამის გამოა ის, რომ მისი ძალოვანნი უკვე ომების რეჟიმზე გადავიდნენ. რადგან დადგენილი ასე არის სამყარული კანონმდებლობით: „ყოველი სული უნდა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან. ხოლო არსებულნი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. ვინაიდან მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისთვის, არამედ ბოროტთათვის“ (რომაელთა 13-1,3). რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთის ძალას დაქვემდებარებულნი ქრისტეს მითითებებს ასრულებენ და სატანურ ძალას დაქვემდებარებულნი კი – ანტიქრისტეს ბრძანებებს. რასაც ორივე მხარე გაგების უნარის მეშვეობით იგებენ და არ საჭიროებენ იმას, რომ ვინმემ საინფორმაციო საშუალებით მოუწოდოს. თუმცა სათანადო ინფორმაცია კი მიეწოდებათ გაგების აღსაძრავად. მაგრამ ეს ინფორმაცია ცხადია არ არის პირდაპირი მოწოდება, არამედ ირიბია. რისი მიზანიც ის არის, რომ საფუძველი გაამყაროს. სწორედ ასეთ ინფორმაციას წარმოადგენს სულიწმიდის ძალის გასაძლიერებლად, დაფარული ჭეშმარიტების მხილება. სატანური ძალის გასაძლიერებლად კი, დემოკრატიისა და სასულიერო მოძღვრებების ნიღბით შენიღბული სიცრუე.
მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ გაცნობებთ იმას, რაც უნდა გააკეთოთ საიმისოდ, რომ არა მხოლოდ ბავშვთა და ახალგაზრდათა სიცოცხლე გადაარჩინოთ, არამედ თვით მსოფლიო მოსახლეობის ნაწილიც. რადგან საქმე მეტად სერიოზულად არის და დღეს უკვე დადგა ის მომენტი, რომ აუცილებელია მხოლოდ სწორი ნაბიჯის გადადგმა – არც მისი გადაუდგმელობა შეიძლება და არც არასწორი ნაბიჯის გადადგმა!!! ვინაიდან თუ ასე მოხდება, მაშინ კაცობრიობა ვეღარ გააგრძელებს არსებობას. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შესრულება იმისა, რასაც ახლა გაცნობებთ: ამხილეთ ანტიქრისტე!!! საამისოდ თქვენ ცოდნაც მოგაწოდეთ და უკვე ძალაც შეგწევთ. მხოლოდ საკუთარი ნება გჭირდებათ და აღძარით იგი მანამ, სანამ ჯერ კიდევ დროა დარჩენილი. თუმცა იგი იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ დღეებსღა ითვლის.