დაფარული ცნობები ჯანმრთელობის აღდგენის თაობაზე
იმედია არავინ იქნება წინააღმდეგი იმისა, ადამიანისათვის სასიცოცხლო პირობებს შორის თუკი ჯანმრთელობას მივანიჭებ უპირატესობას. რადგან როგორც კი იგი უმტყუნებს მას, მისთვის მაშინვე სხვა ყოველივე უკანა მხარეს გადაინაცვლებს და პირველ რიგში მხოლოდ მის აღდგენას სცდილობს. იმისათვის რომ შენარჩუნებული იქნას ან მოხდეს აღდგენა ჯანსაღი მდგომარეობისა, აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ რატომ კარგავს ადამიანი მას და ანდა რატომ ავადდება ბავშვი?! რაც გულისხმობს გამორკვევას დაავადებათა გამომწვევი მიზეზების საფუძველისა; ანუ პოვნას იმ ფესვისა, საიდანაც ისინი აღმოცენდებიან. ხოლო რაც შეეხება მედიცინის მიერ დავადების გამომწვევ უშუალო მიზეზთა მოძიებასა და მისი ლიკვიდაციით მიღწეულ სრულ გაჯანსაღებას – ეს კი თავის მოტყუებაა. ვინაიდან მხოლოდ ხდება დაავადების „მიძინება“, ანუ ფარულ ქრონიკულ ფორმაში გადაყვანა და არავინ იცის ის, თუ როდის და ან რამდენი ტიპის თანმხლებ დაავადებებთან ერთად იფეთქებს იგი. გთხოვთ ყურადღებით მოსმენას იმისას, რასაც ახლა გაცნობებთ: დაავადების მკურნალობა მისი გამომწვევი უშუალო მიზეზების მოსპობით იძლევა ასეთ შედეგს: ხდება მისი არა გაქრობა, არამედ „მიძინება“. რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში არის მიძინებული ვულკანი, რომელიც არავინ იცის როდის გაიღვიძებს ან ამ ორგანიზმში და ანდა მის შთამომავალში. მაგრამ აუცილებლად რომ გაიღვიძებს, ეს კი გარდაუვალია! რის დამადასტურებელ მაგალითადაც ისიც საკმარისია, რაც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს და არის ბოლო ჟამის პერიოდის დამახასიათებელი სიმპტომი: მასიური ნერვოზი უკვე თვით ბავშვებშიაც კი, სხვა ასაკზე რომ აღარაფერი ითქვას. ამიტომ როცა ავადმყოფს ჩივილები გაუქრება და ანალიზების პასუხებითაც მდგომარეობის გაუმჯობესებას აქვს ადგილი, სჯობს მან თვალი გაუსწოროს იმ სინამდვილეს, რომ თავი არ ჩათვალოს სრულად გაჯანსაღებულად და გააგრძელოს მკურნალობა მის მდგომარეობამდე მისაღწევად. რაც უკვე ბიბლიის გარეშე ვერ მოხდება. ამიტომ მოვუსმინოთ მას და მისი მითითებებით ვიმოქმედოთ. აი რას ამბობს იგი ყოველივე ამის შესახებ: „ვინც სცოდავს ღმერთის წინაშე, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში!“ (სიბრძნე ზირაქის 39 – 1/11). როგორადაც ეს კანონი იტყობინება, ნებისმიერი დაავადების აღმოცენების საფუძველი სათანადო კატეგორიის ცოდვა ყოფილა. ხოლო თუ როგორ, ამასაც აქვე ავხსნი: კანონთა დარღვევის ფონზე იზღუდება ადამიანის შინაგანი თავისუფლება. რაც გამოვლინდება სიმშვიდის ზღვრის დარღვევითა და მისი მღელვარე მხარეს გადანაცვლებით. ამ მდგომარეობას შიშის მდგომარეობაში ყოფნა ჰქვია და მასზე ასეთი განმარტებაა ბიბლიაში: „შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ“ (სიბრძნე სოლომონის 17-11). რაც ენერგიული თვალსაზრისით იმას ნიშნავს, რომ გონებას, რომელსაც ემსახურება ქვეცნობიერი და ადამიანში არის ყოველივეს განმკარგავი, ეზღუდება სრულფასოვანი ფუნქციონირება. რის საფუძველზეც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლა სრულყოფილად ვეღარ ხდება და ამის გამო სისხლში წარმოიქმნება ჟანგბადის დეფიციტი. რაც მთელი სიმწვავით აისახება ტვინის კვების შემთხვევაში, რადგან ლითონებთან რეაქციაში მხოლოდ ის შედის. ტვინის ხელყოფა კი უკვე ორგანიზმის დაავადების საწინდარია, რადგან ტვინია განმკარგავი სხეულის სხვა ნაწილთა ფიზიოლოგიურობის შენარჩუნებისა.
საერთოდაც თუკი ადამიანის სრულად გაჯანსაღების საიდუმლოში ჩაწვდომა გვსურს, საამისო აუცილებლობას წარმოადგენს ის, რომ კარგად იქნას შესწავლილი რა ფენომენია არსება „ადამიანი“. რის გარკვევასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვახდენთ, თუკი ვერ შევიტყობთ ცოდნას ადამიანის შექმნის შესახებ. რაზედაც უნდა მოგახსენოთ შემდეგი: ადამიანის სხეულის წარმოშობის საფუძველი სულია. რის გამოც არის შესაძლებელი მათი ისე შერწყმა, რომ ეს ორი ერთარსად იქცეს და ამიტომაც უზრუნველყოფს სული სხეულის სიცოცხლის არსებობას. რის გამოც თავის მხრივ სხეულსაც შეუძლია მასზე გავლენის მოხდენა. ხოლო ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის კანონები, რომელიც ღმერთმა დაუდგინა ადამიანს სასიცოცხლო კანონებად, იმ ხმის სიტყვიერად გამოსახვაა, რომლის მომცველ ენერგიასაც ჩვენ სასიცოცხლო კოსმიურ ენერგიად ვიცნობთ და რომლის მომცველიც არის სული; იგივე კოსმიური ძალით დამუხტული ველი, რომელიც კოსმოსური ველის დაქვემდებარებაშია. ეს კავშირი კი იმდენად ძლიერია, რომ როგორც კი სული დედამიწურ ველს დაქვემდებარებულ სხეულს განშორდება, მას მაშინვე კოსმოსი იზიდავს. თუმცა არსებობს დაცემული სულებიც, რომელზედაც სხეულის მიერ მოხდენილმა ზემოქმედებამ იმ დონეზე შეუსუსტა კოსმოსთან კავშირი, რომ ის ძალა დააკარგვინა, რაც კოსმოსში გაღწევისათვის არის საჭირო. ყოველივე ეს – სულისა და სხეულის ასეთი მჭიდრო კავშირი, რომ სული განაგებს სხეულის სიცოცხლის უნარიანობას და აგრეთვე ისიც, სხეულს სულზე ისეთი ძლიერი ზემოქმედების უნარის მოხდენა შეუძლია, რომ კოსმოსში გასვლაც კი დაუბრკოლოს – ცხადყოფს იმას, რომ სხეული სულისგანაა წარმოებული. რასაც ამოწმებს ბიბლიაც: „უფალო, ვერაფერი დააბრკოლებს შენს ყოვლისშემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებებისაგან სამყარო შექმნა“ (სიბრძნე სოლომონის 11-17). „შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს რაც მასზეა. მიხვდები, რომ არსებულისაგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს; და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც“ (II მაკაბელთა 7-28).
ახლა კი ორიოდ სიტყვით იმ საკითხს შევეხები, თუ როგორ ხდება ენერგიის სიტყვიერად წარმოდგენა ანუ „თარგმნა“. ამიტომ ჯერ გავიხსენებ იმას, რას წარმოადგენს ხმა. ხმა არის ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოშობილი ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღა, რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით. ე.ი. ხმა ენერგიის მომცველია. ახლა კი გავიხსენებ ყინულზე ნაპრალის დროს გამოცემულ ტკაცანისებრ ხმას, ანდა დუღილის დროს წყლიდან გამოცემული ბუყბუყისებრ ხმას და აორთქლების დროს კი შიშინისებრ ხმას. მართალია ამ განსხვავებულ ხმებს ერთიდაიგივე ნივთიერება წყალი გამოსცემს, მაგრამ ამ სხვაობის მიზეზი – ტემპერატურის სხვადასხვაობაა. ვიცით, რომ მყარის გადაყვანა შეიძლება თხევად მდგომარეობაში ტემპერატურის ზემოქმედებით და ასევე თხევადისაგან აირის მიღებაც. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს მტვერიც რჩება. რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ყოველივე ამისგან?! რა და ის, რომ ეს სამყარო მიღებული არის თხევადი ნივთიერების აორთქლებით; თანახმად კანონისა: „თავდაპირველად ცანი და მიწა დაარსდა ღვთის სიტყვით წყლისაგან და წყლით“ (II პეტრე 3-5). მაშასადამე ცა ორთქლის კონდიცირებით მიღებული ყინულია და რადგანაც ეს პროცესი მიმდინარეობდა ეტაპობრივად, ამიტომ მისი ყინულის შრეებიც განსხვავებული შემადგენლობის არიან. პლანეტები ის ნარჩენებია, რომლებიც აორთქლებისა და შემდეგ კი კონდენცირების დროს წარმოშობილ ენერგიული ქარიშხლით შექმნილი მზის მიღმა რაც დარჩა; და სწორედ ამიტომაც დამყარდა მათ შორის კანონზომიერული დამოკიდებულება, რასაც მზის სისტემა ჰქვია. ამ თეორიის კარგად განვრცობა შესაბამის სპეციალისტებს მივანდოთ. მე კი სულზე ვისაუბრებ, რომელიც არის ამ სამყაროში ყოველივეს მამოძრავებელი. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, თუ რას წარმოადგენს სამყაროს სული და ეს არის ცის ყინულების მიზიდულობის ძალის მომცველი ველი. რომლისათვისაც მზის სისტემა არის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ენერგიის მომცველი ველის მქონე და სწორედ მათ შორის ურთიერთგანზიდულობის ბალანსი უზრუნველყოფს ამ სამყაროს მდგრადობის შენარჩუნებას. თავის მხრივ ანალოგიური დამოკიდებულებაა მზესა და პლანეტებს შორის და თვით ადამიანშიც – გამომდინარე სამყარული მსგავსების პრინციპიდან. მაგრამ მინდა გამოვყო ადამიანური ფენომენი იმიტომ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კანონზომიერებებთან შედარებით მას აქვს განსხვავებული უფლება, რაც არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს. რასაც ვერ გააკეთებს ვერც ერთი პლანეტა და ვერც ერთი მისი თანამგზავრი და ვერც მზე, თანახმად კანონისა: „მზე, მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისათვის არიან დადგენილნი, მორჩილები არიან“ (ეპისტოლე იერემიასი 1-59).
მოდით ვისაუბროთ ადამიანის ფენომენზე და ეს თავისთავად მოჰფენს ნათელს იმ უამრავ რამეს, რაც მას საკუთარ თავზე ვერ შეუცვნია. ადამიანი სულის და სხეულის შერწყმით გამთლიანებული არსებაა. როგორც ვნახეთ სული ველი ყოფილა და რადგან ადამიანის სხეული, რომელიც დედამიწურ მიზიდულობას ექვემდებარება, სძლევს ამ მიზიდულობას იმ დონეზე, რომ მასზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლია; ცხადია ამას ახერხებს მასში მყოფი სულის ძალით, რადგან იგი კოსმოსური ძალით დამუხტულია და მის დაქვემდებარებაში იმყოფება. სამყაროს შექმნის ცოდნიდან და ადამიანთა შორის არსებული სხვაობებიდან გამომდინარე მისახვედრია ის, რომ მიუხედავად ერთნაირი კატეგორიის სულის მქონეობისა, ადამიანურ ფენომენში არის რაღაც ისეთი, რასაც ძალუძს პიროვნებათა შორის ინდივიდუალური სხვაობის გამოწვევა. რის გასარკვევადაც საჭიროა მოხდეს განხილვა ადამიანური ფენომენისა და მის ნიადაგზე გაკეთდეს სათანადო დასკვნა. საჭიროდ მიმაჩნია აქვე აღნიშვნა იმისა, რა დამოკიდებულებაა ადამიანის სულს, გარეგნულ იერ-სახესა და ხასიათს შორის. რაზედაც პასუხს იძლევა ეს კანონი: „სულისა და სახის საკვირველი მსგავსება იღბეჭდება ადამიანის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე“ (IV მაკაბელთა 5-4).
როგორც ცნობილია ცნება „ადამიანში“ იგულისხმება მოაზროვნე არსება. ხოლო აზრი კი სიტყვიერი შემადგენლობისაა. ადამიანები სიტყვების საშუალებით იგებენ ყოველივეს და ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ორგანიზმის ზრდა-განვითარება გონების ხმის ძალის ხარჯზე მიმდინარეობს. რაც შეეხება ხმას, როგორც მისი განმარტებიდანაც ცნობილია, ის ელექტრო ენერგიაა, რომელიც გარემოში ბგერებად განიფანტება. ახლა კი სიტყვა განვიხილოთ ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე: სიტყვა ბგერებისაგან შედგება, ბგერები ელექრო ენერგიის მომცველნი ყოფილან და მაშასადამე ხმის შემადგენელი ნაწილი. ყოველივე ეს კი იმას ადასტურებს, რომ სიტყვები აღჭურვილნი ყოფილან ელექრული ენერგიით და ამიტომაც იგებს მას ორგანიზმი, რომლის ფუნქციონირებაც ამავე ენერგიის ძალითვე მიმდინარეობს. ეს საკითხი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად საჭიროებს შესაბამის სპეციალისტთა მიერ შესწავლას და ვიმედოვნებ, რომ ასეც მოხდება. მე იმ კუთხით წარმოვაჩენ მას, რომ საყოველთაოდ გასაგებად იყოს წარმოდგენილი. საქმე ეხება ბგერათა წყობას ანუ ამბავს, რომელიც ადამიანთა განწყობაზე ახდენს ორგვარ გავლენას: სიმშვიდის ან მრისხანების მდგომარეობისა და ისინიც შესაბამისად სასიამოვნო და არასასიამოვნო ამბად იწოდებიან. ხოლო ღმერთის მიერ ადამიანისათვის დაწესებული საზომი კი მათ კეთილ და ავ მეტყველებად მოიხსენიებს. რას ნიშნავს ყოველივე ეს? მოკლედ და კონკრეტულად ავხსნი მას, რამეთუ საყოველთაოდ გასაგებად წარმოვადგინო.
როგორც უკვე ცნობილია, ადამიანის სული არის გონების პროგრამის მომცველი, რომელიც ედემში ჩაწერა ქრისტეს სულის მქონე არსებამ – ბიბლიაში ედემელ ადამად მოხსენიებულმა. ეს პროგრამა არის იმ კანონთა მომცველი, რომელნიც ბიბლიაში სიბრძნეთა სახით არიან წარმოდგენილნი. ახლა შეგახსენებთ იმ ცნობას, რომელზეც აქ ვისაუბრეთ და ეხებოდა წყლის სხვადასხვა ტემპერატურის დროს წარმოშობილ ხმებს. როგორადაც ვიცით ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 70% წყალს უკავია. ხოლო რაც შეეხება გონების ჩანაწერის ხმოვანებას, ის შესაბამებული არის წყლის თბილ მდგომარეობაში მყოფ ტემპერატურულ დონეს და ამ ხმის ენერგიაზე მყოფი ორგანიზმიც არის სიმშვიდის მდგომარეობაში. რადგან ის ისეა შექმნილი, რომ მასში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას ესაჭიროება სწორედ ასეთი შიდა კლიმატური გარემო. ხოლო ასეთ სიტყვათა წყობას სიმართლე ჰქვია და ადამიანისათვის კი კეთილმეტყველება. ასეთ ვითარებაში წარმოშობილ და მოქმედ გრძნობას კი სიყვარული. რომელსაც ახლავს უანგარობის საფუძველზე დამყარებული კეთილი თვისებები. ყოველივე ამ მდგომარეობას კი ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, როცა იცხოვრებს იმ კანონთა დაცვით, რომელნიც ბიბლიაში სიბრძნეთა სახით არიან წარმოდგენილნი. მაგრამ თუკი მათ დაცვაზე უარს იტყვის, მაშინ იმისდა შესაბამისად, რა კატეგორიის ცოდვასაც ჩაიდენს, მის შესაბამისად შეეზღუდება ტვინის იმ უჯრედთა მომარაგება ჟანგბადით მდიდარი სისხლით, რომელი ნაწილიც გონებაში დაფიქსირებულია ამ კატეგორიის კანონთა დაცვის დროს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ენერგიის მიერ სულის შემოსაბრუნებელ ძალად. ეს კი გამოიწვევს ორგანიზმის იმ ნაწილში, სადაც სულის ძალა მისწვდება – ტემპერატურის მომატებას, ხოლო სადაც ვერ მისწვდა – იქ კი შემცირებას. რაც თავისთავად წარმოშობს ენერგიულ ქარიშხალს, ანუ აღელვებულ მდგომარეობას. რომლის დროსაც ხელი ეშლება ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ დონეზე წარმართვას. რაც ხელს უწყობს პათოლოგიის ჩასახვას. ხოლო რაც უფრო და უფრო მეტი სახეობისა და რაოდენობის ცოდვების ჩადენა დაფიქსირდება, მით უფრო მეტად რთულდება სიტუაცია სიჯანსაღის დარღვევის მხრივ. აქ კი მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი გავაკეთო:
სიჯანსაღის დარღვევის დამახასიათებელი ნიშნებია: ადამიანის სიმშვიდის ზღვარის გადასვლა მღელვარე მდგომარეობაში. რასაც თან ახლავს თვისებების შეცვლა უანგარობიდან ანგარებისაკენ სვლის გამო. რაც თავისთავად სიყვარულის გრძნობასაც ცვლის და ეგოიზმით ანაცვლებს მას. რაც შეეხება ადამიანს, ვისშიაც ხდება ეს ცვლილებები, რამდენად შეიცნობს იგი მას? მასზე გიპასუხებთ, რომ საერთოდაც ვერ გაათვიცნობიერებს ის ამას. იმიტომ რომ ასეთი ძვრები მასში იწვევს აზროვნების გაუკუღმართებას. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სიმართლე და სამართალი მიკერძოებული ხდება და მის თვალში ღირებულებაც მას მიეცემა, რასაც ის ჩათვლის სწორად თავის აზრზე დაყრდნობით. ასევე ღმერთისადმი რწმენასაც თავისებურად უდგება და მის მცნებებსაც როგორც უნდა ისე იგებს. ასე რომ ასეთ ადამიანებს შეიძლება დაავადების არანაირი ჩივილები არა ჰქონდეთ გამოხატული და ფიზიკურადაც ძლიერი აღნაგობითაც გამოირჩეოდნენ; მაგრამ ღმერთის საზომის შეფასებით ისინი არ არიან ჯანსაღნი, რადგან მათი აზროვნება გაუკუღმართებულია და მათ ბედისწერასაც სატანური ძალა მართავს – როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ვინც არ ეცადა ცოდნით ჰყოლოდა ღმერთი, ამიტომ ისინი გადაცემულნი იქნენ უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად. აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით. სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით. ამპარტავანნი, ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, მკვეხარანი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ. მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ“ (რომაელთა 1-28/32). რა ხდება ამ შემთხვევაში ენერგიული თვალსაზრისით? ამ დროს ადამიანში ვეღარ ხდება სულის სრულფასოვანი ბრუნვა სხეულში. სული კი კოსმოსურ მიზიდულობას დაქვემდებარებული ველია და ამიტომ მას სათანადო მოძრაობა სჭირდება საიმისოდ, რომ კოსმოსთან კავშირი არ გაწყვიტოს. რასაც ასეთ შემთხვევებში ვერ ახერხებს და ამიტომ ის თანდათან დედამიწურ მიზიდულობის დაქვემდებარებაში ექცევა. ხოლო დედამიწური მიზიდულობის ძალა კი ვერ არის იმ სიძლიერისა, რომ სულის ფუნქციონირება უზრუნველყოს და თანაც საწინააღმდეგოდ არის მიმართული იმ ძალისა, რომელსაც სული მოჰყავს მოძრაობაში. ამიტომ სული იბლოკება და ბრუნვით მოძრაობას ვეღარ ახერხებს, არამედ მხოლოდ ირხევა. ამიტომაც უწოდებენ ასეთ მდგომარეობას გონების ძილს. ასეთი ადამიანის სიცოცხლე კი განპირობებულია იმ ადამიანებისაგან მიტაცებული ენერგიით, რომელთაც შესწევთ უნარი სულის კოსმოსთან კავშირის შენარჩუნებისა. მაგრამ რადგან უცოდველი ადამიანთაგან არავინ არის, ამიტომ რა ცოდვასაც ჩაიდენენ, იმ ცოდვის წილის შესაბამის სასიცოცხლო ენერგიას ისინი იღებენ, რომელნიც ამ კატეგორიის ცოდვის გამო იქნენ გადაცემულნი უკუღმართ გონებას.
თავისთავად ცხადია, რომ ასეთ გზაზე მავალი კაცობრიობა როდესღაც მივიდოდა იმ დონეზე, რომ მრავალრიცხოვან ცოდვების გამო მომრავლებულ ცოდვის წილით მოარსებეთა დაკმაყოფილებას ვეღარ მოახერხებდა სასიცოცხლო ენერგიით და ამიტომ დონორების გაზრდა გახდებოდა საჭირო. რა თქმა უნდა ეს ცოდნა ჰქონდა სატანას, რომელიც ადრე ანგელოზი იყო და ამიტომაც საამისო ზომების მიღებას ძალიან დიდი ხნის წინ ჩაუყარა საფუძველი რელიგიის მეშვეობით. ვინაიდან და რადგანაც ბავშვები უცოდველი არსებანი არიან და ქრისტეს სისხლის შეწირვის შედეგად ჩატარებული საკაცობრიო ნათლისღების ფონზე ყოველ ახალშობილს ეძლევა წინაპართა ცოდვებისაგან გაწმენდილი სული, ამიტომაც სწორედ ისინი გახდნენ ამ მომრავლებულ გაუკუღმართებულ გონებიანთა სამიზნე. მათ მიმართეს ყველაზე მაღალი კატეგორიის ცოდვის ჩადენის მცდელობას და ეს კარგადაც გამოუვიდათ იმ დემაგოგიის ფონზე, რასაც საუკუნეებია ეწეოდნენ, რომ თითქოსდა მათ შესწევთ უნარი ადამიანთათვის ნათლისღების მისაღებად. ამიტომაც ბოლო ჟამს მოვლენილ ანტიქრისტეს „ანათვლინებენ“ ათიათასობით ბავშვს და მათგან წართმეულ ენერგიას კი ინაწილებენ ანტიქრისტეს განდიდების ხარჯზე. აი რატომ ხდება მისი პიარი და მისი გულისათვის ყველაფერზე რატომ მიდიან მისი მომხრეები. რადგანაც ის არის მათთვის სასიცოცხლო წყაროს მომპოვებელი. ყოველივე ამის ნიადაგზე კი კაცობრიობა მძიმედ დაავადებულია და განსაკუთრებით მძიმე პერიოდი კი უდგათ ბავშვებსა და ახალგაზრდებს. რაც თვალნათლივაც გამოკვეთილად სჩანს კიდეც. ცხადია იკითხავთ, გამოსავალი არის თუ არა?! რა თქმა უნდა არის! რადგან ღმერთს ადამიანთა მოდგმა დასაღუპად არ შეუქმნია! ამიტომ როგორც კი მიაღწევს იმ დასაშვებ ზღვარს დაღუპულ ბავშთა და ახალგაზრდათა რიცხვი, რომელზედაც ბიბლიის გამოცხადებაშია საუბარი – „როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა ანგელოზმა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს მიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სისხლისათვის“? მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსელი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამორჩილნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს“ (გამოცხადება 6-9/11) – ღმერთი უკვე მოავლენს თავის რისხვას. რაც ძალიან, ძალიან მძიმე პერიოდად ექცევათ ადამიანებს და მას გაუძლებს მხოლოდ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ შერჩენილი სწორად აზროვნების ნატამალი. ახლა უკვე იცით ის, რა არის ჯანმრთელობის აღდგენის საფუძველი და ისიც, რა გადაარჩენს თქვენს შვილებს. ალბათ იმასაც მიხვდით, რომ ეს ნაწერი ყველას არ ეხება. არამედ მხოლოდ იმათ, ვინც არის დონორი და დღეს კი ისინი ვერ იქნებიან დალხენილ მდგომარეობაში. ამიტომ ნება მათია რას მოიმოქმედებენ. ხოლო რაც შეეხება ჩემს მისიას, არმაგედონამდე იგი მხოლოდ დაფარული სიმართლის მხილებით მდგომარეობის გამოსასწორებელი ცოდნის მოპოვებითა და მისი გაცხადებით იფარგლება. ამიტომ იმის ცნობებასაც არ მოვერიდები, რომ ძალიან, ძალიან მალე შესრულდება რიცხვი!!!