გაზიარება

დასასრული თუ დასაწყისი

სამყაროს ფუნქციონირებისათვის მახასიათებელ თავისებურებათა შესახებ ბიბლიით გადმოცემული ცნობები მართალია სრულყოფილია, მაგრამ წარმოდგენილია გეგმის ფორმატის სახით. ამიტომ საჭიროებს გაშიფვრასა და ახსნა-განმარტებებს. მოგეხსენებათ, რომ ძალზედ მრავალფეროვანია ადამიანთა გონებრივი შესაძლებლობები და მათ შორის ზღვარიც უდიდესი. თუმცა ღმერთისათვის ყველა ადამიანი თანაბრად მისაღებია, მათთვის მინიჭებული განსხვავებული ნიჭების მიუხედავად. მაგრამ მასაც აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ყველამ თავისი მოწოდებისდა შესატყვისი ნიჭები უნდა გააქტიუროს საიმისოდ, რომ ნიჭთა ნამატით გადასცეს გენი შთამომავალს.
მადლიერი ვარ უფლისა, რომ წილად მარგუნა მემკვიდრე ვყოფილიყავი ღირსეულ წინაპართა მიერ გამოზრდილი იმ გენისა, რომლის გააქტიურებითაც შესაძლებელი გახდა გონებაზე დადებული ბეჭდების ახსნა. რითაც ფარდა აეხადა იმ დაფარულ ჭეშმარიტებას, საუკუნეების მანძილზე უმოქმედოდ რომ იყო გონებაში (III ეზრა 6-18/28). რაც აღსრულება არის ბოლო ჟამის დროისათვის დადგენილი ამ კანონისა: „ანგელოზმა დიდი ხმით დაიძახა: ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი? არავის შეეძლო ამ წიგნის გადაშლა და მასში ჩახედვა.მაგრამ გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა. რათა გახსნა წიგნი და მისი 7 ბეჭედი“ (გამოცხადება 5-2/5); და ამასთანავე აღსრულებაა უფლის მიერ დადგენილი ამ კანონისაც: „დადგება ჟამი და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს. მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა. გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში. მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი. ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-5,6).
როგორადაც ყველასათვის თვალსაჩინოა, ამ კანონთა აღსრულების ფაქტობრივი მტკიცებულება სახეზეა და „უფალია ჩვენი სიმართლის“ საშუალებით მხილებული ჭეშმარიტება ექადაგება კიდეც მსოფლიო ხალხებს დასამოწმებლად (მათე 24-14). რისი მისიის შესაცნობადაც მოვიშველიებ კანონს და მას ისე ავხსნი: „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არც იტყვიან: აგერ, აქ არისო. ან აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა თავად თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 17-20,21). ხოლო რაც შეეხება ღვთის სასუფეველის ადგილსამყოფელს ადამიანში, იგი თავის ტვინშია; თანახმად კანონისა: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას კანონები. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). რომელიც ტახტზე მჯდომის სახით იხილა იოანემ; თანახმად ცნობისა: „მყისვე აღმოვჩნდი სულში და აი ტახტი იდგა ცაში და ვიღაც იჯდა ტახტზე. ტახტის ირგვლივ კი 24 ტახტი იყო და მათზე იჯდა 24 უხუცესი“ (გამოცხადება 4-2,4). ტახტზე მჯდომი ღმერთის სიმბოლოა, რომელიც გონების სახითაა ადამიანში და 24 უხუცესი კი გრძნობები. ამიტომ თუკი ვინმეს ღმერთის პოვნა ნამდვილად სურს, ის სხვაგან არსად უნდა ეძებოს, გარდა საკუთარ პიროვნებაში გონების გამოღვიძებისა. რისი მიღწევაც შეუძლებელია „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემული ინფორმაციის შეცნობისა და მისი კარგად გაგების გარეშე. რაც ნიშნავს იმ ქადაგებული სახარების დამოწმებას, რომელზედაც არის საუბარი იესოს ქრისტეს მიერ ნათქვამ კანონში (მათე 24-14).
ახლა კი იმის თაობაზე უნდა ვისაუბრო, რატომ გახდა საჭირო კაცობრიობისათვის აპოკალიფსის მოვლენის აუცილებლობა. სიტყვა აპოკალიფსი არ ნიშნავს განადგურებას, არამედ ნიშნავს გამოცხადებას დაფარულისას. ბიბლიის გამოცხადება იძლევა იმ გეგმის ზუსტ ცნობებს, რომელიც ასახავს კაცობრიობის ბოლო ჟამის დროს განვითარებულ მოვლენებს. ტერმინ „ზუსტს“ ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ადამიანი და მისი ბედისწერა იმგვარ პრინციპზეა შექმნილი, რომ არსებობენ ერთეულები, რომელთა აზროვნებასაც წვდომა აქვს გონებაში მიმდინარე გამოთვლებით შესრულებულ საკაცობრიო ბედისწერის ნახაზთან და შესაძლებლობა მისი აღწერისა; როგორც ამას ბიბლიაც იუწყება: „გამოუცხადე მას სახლის ნახაზი და მისი აგებულება; და მთელი მისი რჯული დაწერე მათ თვალწინ. დაიცავენ მთელ მის ნახაზს და ყველა მის წესს და შეასრულებენ მათ“ (ეზეკიელი 43-11). თუმცა ამ გეგმას შემდეგ გაშიფვრა სჭირდება სათანადო ახსნა-განმარტებების სახით. რომლის შემძლეობის უნარიც უფალმა მხოლოდ ერთ ადამიანს არგუნა და მისი მოსვლაც ამ ქვეყნად ორჯერ დაუშვა კაცობრიობის დასახმარებლად.
ახლა სწორედ იმ საკითხს შევეხები, რომელზედაც ბიბლია იუწყება, რომ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს და მას „ახალ ცასა და ახალ მიწას“ (გამოცხადება 21-1) უწოდებს და თანაც იძლევა იმ განმარტებასაც, რომ ეს მოხდება „ხელახლა შობით, რომელიც მოხდება გარდაცვალების გარეშე“ (III ეზრა 6-27,28). ცხადია ასეთი პროცესები ვერ განვითარდება ისეთი გლობალური მასშტაბის მოვლენების გარეშე, რომლებიც ადამიანებს აიძულებს იმას, რომ გონების გაღვიძებაზე იზრუნონ. ისიც ცხადია, რომ ეს მოვლენები ვერ იქნება უსაფრთხო. რამეთუ ადამიანთა მიერ ჩადენილმა ცოდვების სიმძიმემ, დაცემულ სულთა მქონეთა მოჭარბება გამოიწვია. რომელთა მიზეზითაც დედამიწას შეექმნა საშიშროება იმ ადგილის დაკარგვისა, რომელიც მას მიკუთვნებული აქვს სამყარული კანონზომიერებით გათვლილი მიზიდულობა-განზიდულობის წესის თანახმად. რაც თუ მოხდება, მაშინ დედამიწაზე ვეღარ შენარჩუნდება ის სასათბურე პირობები, რომელიც ადამიანთა მოდგმისათვის საარსებო აუცილებლობაა. ცხადია ეს უკვე ცნობილი გახდა სატანისათვის, რომელმაც ანგელოზობის სულის დაკარვის გამო დედამიწის მიზიდულობაში მოუწია არსებობა და მისი ძალა კი ადამიანთა მიერ ჩადენილი ბოროტებით აქტიურდება (გამოცხადება 12-9,12). ძალა კი ვერ გაჩერდება, რადგან მოძრაობით არსებობს. რის საფუძველზეც ხან იზრდება და ხანაც მცირდება. ვინაიდან და რადგანაც ამ ჟამად ბოროტი ძალის მქონე ადამიანთა სიჭარბეს აქვს ადგილი, ამიტომ ცხადია ბოროტებაც იზრდება და მისი გამოვლინების მასშტაბებიც გლობალურ დონეს აღწევს. ამის მაგალითია ის ქმედება, რომელიც ემსახურება მცდელობას იმისას, რომ საუკუნეებით ნაზარდი და უკვე გამთლიანებამდე მიყვანილი ღვთიური გენის გადაგვარება მოახდინონ „ვაქცინის“ ნიღბით შენიღბული შხამით. რაც ცხადია არ არის დაშვებული ღმერთის მიერ. ხოლო ყოველივე ამის შესახებ კი მოგახსენებთ იმას, რაც უკვე არაერთგზის განმიცხადებია. საქმე ეხება იმას, რომ ბიბლია იტყობინება მხოლოდ შედეგებს. ხოლო განა დიდი მიხვედრა უნდა იმას, საუკუნეების მანძილზე მიმდინარე გენის გამოსაყვანად მოქმედი გენეტიკის კანონმდებლობაში ჩარევის მცდელობა იმ შედეგებს რომ გამოიღებს, რაც გამოცხადების მე-16 თავშია აღწერილი?! ეს ხომ ფაქტობრივად არის კაცობრიობის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომი ღმერთის წინააღმდეგ?! რაც თუ როგორ დამთავრდება, ვფიქრობ ამას კომენტარი არ უნდა სჭირდებოდეს! საერთოდ ისიც ხომ ცნობილი ფაქტი არის, რომ ზღვარს გადასული ბოროტება თავის თავს თვითონვე ინადგურებს?! მაგრამ იმასაც უნდა მიხვედრა, რომ ღმერთი არ დაუშვებს თავისი ქმნილების განადგურებას და ამიტომაც მან დახმარების ხელი გაუწოდა მათ, ვინც მის მიღებას ინებებს. ხოლო ისიც მისახვედრია, რომ ინებებენ მხოლოდ ისინი, ვისშიაც ღვთიური გენი მყოფობს! დახმარება კი თავისთავად ღვთიური ძალის გააქტიურებას ნიშნავს. რისი მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და იგი ჭეშმარიტი ცოდნის მიღებაზე გადის. რამეთუ „როცა ადამიანებს სძინავთ, მაშინ უხსნის ღმერთი მათ ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას“ (იობი 33-15,16). ამიტომ მათ, ვისშიაც მხილებული ჭეშმარიტებით მიღებული ცოდნა იარსებებს, ღმერთი განარიდებს იმ ადგილიდან, სადაც ბოროტეულთა დასჯა უნდა მოხდეს. რადგან მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს მას; როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „უზენაესს არ სურს ადამიანთა განადგურება. მაგრამ თავად მისმა ქმნილებებმა წაბილწეს თავიანთი შემოქმედის სახელი. უმადურად მოექცნენ მას, ვინც სიცოცხლე განამზადა მათთვის“ (III ეზრა 8-59,60). „ხოლო თუ ადამიანთა უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? – არამც და არამც! სხვაგვარად როგორღა უნდა განიკითხოს სოფელი ღმერთმა?!“ (რომაელთა 3-5,6).
აქ კი მინდა კომენტარი გავაკეთო იმ ცნობაზე, რომელიც ბიბლიაში არის მოხსენიებული „ახალ ცად და ახალ მიწად“ (გამოცხადება 21-1). რაზედაც რელიგია ამბობს იმას, რომ საიქიო ცხოვრებაზეა საუბარი. ჯერ ერთი ბიბლია არის წიგნი ადამიანთა ბედისწერის შესაქმნელი კანონმდებლობის შესახებ. ხოლო რაც შეეხება იმ ქვეყანაში გადასვლას, ის ისე ვერ მოხდება, თუკი ჯერ ამ ქვეყნად არ შესრულდება ადამიანის ისე გარდაქმნა, რაც ახალ „ცას“( სულს) და ახალ „მიწას“ (სხეულს) არ შეესატყვისება. რის მისაღებადაც აქ წვრთნასა და გამოცდას გადის ადამიანი და როცა შედეგი მიიღება, მერე მოხდება გადასვლა სიცოცხლიდან სიცოცხლითვე გარდასახვით – ყოველგვარი სიკვდილის გარეშე (III ეზრა 6-27,28). რამეთუ სიკვდილი ცოდვების ზღვარს გადასვლის გამო დადგენილი სასჯელია და ცოდვილის ადგილი კი სამყარო კუბში არ არის!!! რაზედაც კანონიც ამოწმებს: „რომ ღმერთი ცოცხლებისაა და არა მკვდრებისო“ (მათე 22-32). რამეთუ „მკვდრისაგან შემწყდარია ქების შესხმა და მხოლოდ ცოცხალი და მართალი განადიდებს უფალს“ (სიბრძნე ზირაქის 17). ხოლო რაც შეეხება ტერმინ „ცასა და მიწას“, ეს უკვე არაერთგზის განმიცხადებია, რომ ბიბლია გონების ენითაა დაწერილი და სამმაგი მასშტაბის მნიშვნელობით იხსნება: ადამიანის პირადული მასშტაბის მომცველობით; ქვეყნის მასშტაბისა და მთელ სამყაროს მომცველი მასშტაბის მომცველობით. ამიტომ ამ კანონის აღსრულება ადამიანის პიროვნული გარდაქნით იწყება და უშუალოდ ეხება ცას – იგივე სულს და მიწას – იგივე სხეულს. ანუ საუბარი არის სულის გამოცვლაზე, რაც თავისთავად გარდაქმნის სხეულსაც; თანახმად კანონისა: „როდესაც წმინდად გამოვცხადდები თქვენში, აგიყვანთ ხალხებიდან და შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მიგიყვანთ თქვენს მიწაზე. გასხურებთ წმინდა წყალს და განიწმიდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან; და ყველა თქვენი კერპისაგან განგწმენდთ. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში. ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით ივლით და ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთ“ (ეზეკიელ წინასწარმეტყველი 36-23/27).
ვინაიდან გასაცხადებელი უკვე საქვეყნოდ არის გამოქვეყნებული. ამიტომ უკვე ძალაში შევიდა დრო, რომელიც ვისთვის დასასრული იქნება და ვისთვის კი დასაწყისი. არჩევანი კი თავისუფალია!!!