გზა გონიერებას უნდა დაეთმოს
„უფალმა სიბრძნით დააფუძნა დედამიწა და გონებით განავრცო ცა“
(იგავები 3-19)
თავის ტვინის მუშაობის თაობაზე ადამიანები ვარაუდობენ იმას, რომ იგი სრული დატვირთვით ვერ ფუნქციონირებს და ამ უფუნქციო ნაწილს კი „ჩაკეტილს“ უწოდებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ინტუიციურად გრძნობს გონების დატყვევებას. თუმცა აზროვნებით კი ვერ ხვდება იმას, თუ როგორ უნდა მოახერხოს მისი განთავისუფლება. განა შეიძლება კარგად არ დაფიქრება იმაზე, რომ თუკი სამყაროში ღმერთს ზედმეტი არც არაფერი შეუქმნია; მაინცდამაინც ჩვენს პატარა თავში ჩაგვიდებდა ზედმეტსა და არ გამოსაყენებელ რაიმეს?! ცხადია არა!!! და როგორც კანონი ამბობს: „ყველაფერი უფლის ნამოქმედარია, რადგან მშვენიერია ძლიერ და დროულად აღსრულდება მისი ყოველი ნაბრძანები. არ ეგების თქმა:ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგანაც ყოველივე თავის დროზე გაირკვევა“ (სიბრძნე ზირაქის 39-16). მართლაცდა ასეა, ეს სამყარო ისე ფუნქციონირებს, რომ „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1). ამიტომაც სჭირდება საკაცობრიო გენეტიკის ევოლუციურ მსვლელობას სათანადო დრო საიმისოდ, რომ ადამიანებს ტვინის დახშული გონიერების შტოები აუმოქმედდეთ.
ამასთანავე მოგახსენებთ იმასაც, რომ მატერიალური სამყაროს ფუნქციონირების პრინციპი მოქმედებაზეა დამყარებული და ყოველივეს შექმნასაც სპეციალურად სათავისოდ განკუთვნილი შრომა სჭირდება. ამ მხრივ არც ადამიანია გამონაკლისი და მას თუკი რაიმეს მიღწევა სურს, ამიტომაც უნდა გაისარჯოს კიდეც. მითუმეტეს, როცა მისთვის ასეთი კანონი აქვს დაწესებული შემქმნელს: რომ „ადამიანის ყველაზე დიდი ქონება სიბეჯითეაო“ (იგავნი 12-27). მართლაც სიბეჯითეა ის აუცილებელი პირობა, რომელიც ადამიანს დასახული მიზნის აღსრულებამდე მიიყვანს. რაც იმიტომ მოხდება, რომ სიბეჯითე კეთილი ადამიანის თვისებაა და კეთილ მიზნებს კი ყოველთვის უწერია აღსრულება. გარდა ამისა სიბეჯითეს ისიც ახასიათებს, რომ დასახული მიზნის განსახორციელებლად საჭირო შრომისათვის სწორ მიმართულებას აპოვნინებს თავის მფლობელს. მართალია დასახული მიზნის შესასრულებლად სხვადასხვაგვარი გზა არსებობს, მაგრამ მათგან კეთილ ნაყოფს მხოლოდ ის გამოიღებს, რომელიც სწორი მიმართულებით შესრულებული შრომის შედეგად მოხდება. რას ნიშნავს შრომის სწორი მიმართულება? ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ: შრომის რა სახეობაა ღმერთისათვის მოსაწონი საქმიანობა? დიახ, ამ საკითხის განხილვა მეტად მნიშვნელოვანია. რადგან ამ ქვეყნად მრავალი სპეციალობაა ისეთი, რომელიც ადამიანებს მიღებული აქვთ კანონიერ საქმიანობად, მაგრამ ღმერთის საზომი მას ცოდვად სთვლის. ამჟამად არ დავიწყებ იმის გაცხადებას, რომელი საქმიანობაა სწორი და რომელი არასწორი. რადგან ამის გამგები მაინც ვერავინ იქნება იმიტომ, რომ საუკუნეებია უკანონობას კანონიერებად აღებიებდნენ ადამიანებს და მათაც აზროვნება ასეთ რწმენაზე აქვთ აგებული. აქ მხოლოდ იმ ძალზედ მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავ, რომლის აღსრულებაც უკვე შევიდა ქმედებაში და ეხება იმ პერიოდს, რომელზედაც იესო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს, რომ „როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს წმინდა ადგილას მდგომს, სწორედ მაშინ დადგება აღსასრულიო“ (მათე 24-15). ავხსნი ამ კანონს:
ალბათ თავისთავად მისახვედრია ის, თუ რა შეიძლება იყოს გატიალების სიბილწე. დიახ, ეს არის ღმერთის მიერ დადგენილი წესების გაუკუღმართება და მისი სწორად მიღება ადამიანის შემეცნების მიერ. სამწუხაროდ ეს მდგომარეობა სახეზეა და გამოიხატება შემდეგში: ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროში, ეს საეროა თუ სასულიერო, სათავეებში მოქცეულნი არიან 666-იანი ნიშნის მქონე ადამიანები იმიტომ, რომ ადამიანის სახით მოსული ანტიქრისტე განაგებს მათ ცნობიერებას. ამიტომაც მათ მიერ ჩატარებული საქმიანობა, ცხადია მრავალშრიანი და მრავალსახოვანი ნიღბით არის შემოსილი. მაგრამ ემსახურება ერთ საერთო მიზანს: ღმერთის მიერ დაწესებული კანონების გაუკუღმართებას. ვინც ჩემს მიერ გაცხადებულ ცოდნას ეცნობა, მათ იციან, რომ მრავალგზის და მრავალნაირი ფორმის ახსნით წარმოვადგინე ის ცოდნა, რომელიც იუწყება იმ დროის დადგომაზე, რომელიც უკვე სახეზეა და ისიც განვაცხადე, თუ როგორ არის შესაძლებელი თავის დაცვა. ახლა კი მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ ამ საკითხზე იმიტომ, რომ კატასტროფა ძალიან, ძალიან ახლოა!!!
ვინც ბიბლიის მკითხველნი ხართ, თქვენთვის ცნობილია იმ მკაცრი განაჩენის შესახებ, რაც მოჰყვა „ბაბილონის გოდოლის“ მშენებლობის მცდელობას. როცა ადამიანები ცდილობდენენ ცისათვის კიბის მიდგმას და მასზე ასვლას. ცხადია ყველა მიხვდება იმას, რომ აქ საუბარი არ არის არც ადამიანის ფიზიკურობაზე და არც ამ სამყაროს ცის ყინულოვან თაღზე. არამედ საუბარია გონებაზე, რომელიც სულის პროგრამაა და ბიბლიაში კი ის „ცის“ სახელით არის წარმოდგენილი. დიახ, სატანის ინტერესი სწორედ გონების პროგრამაა, რომელიც ქრისტეს მიერ არის ჩაწერილი ედემში (მარსზე) და წარმოადგენს ყოველი ადამიანის სულის პროგრამას, რომლითაც იზრდება სხეული. ამ საკითხზე დაწვრილებითი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებული მაქვს. აქ მხოლოდ იმის ცნობებით შემოვიფარგლები, რომ ამჟამად სწორედ ამ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. მიმდინარეობს ადამიანებზე მასობრივი ექსპერიმენტების ჩატარება და ეს ხორციელდება მრავალ მხრივი ფორმით. რაშიაც ძალზედ დიდი წვლილი მიუძღვის მედია საშუალებებს ცრუ ინფორმაციის მასიურად გავრცელების მხრივ იმ კუთხით, რომ თითქოს ის სიმართლეა. ამიტომაც ღმერთის მიერ დადგენილი კანონზომიერების თანახმად მთელი სიძლიერით ამოქმედდა „არმაგედონის“ აღსრულების პუნქტი.
მოგახსენებთ იმას, რომ რაც ამჟამად ხდება, შეიძლება ცნობილი გამონათქვამით წარმოვადგინო: რომ ჟურნალია იმისა, რაც წინ არის და მისი აღსრულება კი უკვე ყოველდღიურობაზეა გადასული. რასთანაც უძლურია ადამიანური ძალებით რაიმეს მიღწევა; თანახმად კანონისა: „შეუძლებელია გაქცევა შენი ხელიდან. რადგან უღვთონი, რომელთაც არ ინდომეს შენი შეცნობა, შენი მკლავის ძალით ისჯებიან: გაუგონარი წვიმების, სეტყვისა და ნიაღვრებისაგან დევნილნი; და ცეცხლით განადგურდებიან“ (სიბრძნე სოლომონის 16-15,16). რადგანაც „სამყარო კანონმორჩილია და ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს. ამიტომაც სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24. 19-18). თუმცა არის გამოსავალი, რომელიც ერთადერთია და მას კი გონიერების მოხმობა ჰქვია. თუ რა იგულისხმება მასში, მასზე ეს კანონი გაცნობებთ: „ღმერთს არავინ უყვარს გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. რადგან სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტება“ (სიბრძნე სოლომონის 7-8). ხოლო რაც შეეხება ხსენებულ სიბრძნეს, მასში ღვთიური სიბრძნეა ნაგულისხმები და მასთან კი არანაირი შეხება არა აქვს მეცნიერული გზით მოპოვებულ ცოდნას. რომელზედაც ბიბლია იუწყება, რომ „ ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე და როგორც სწერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს სოფლის ბრძენებს და იცის უფალმა სოფლის ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი“ (I კორინთელთა 3-19,20).
რადგანაც საყოველთაო აღსრულების ჟამშია წუთისოფელი შესული და კანონი კი ამბობს: რომ „ჭეშმარიტების გზას აცდენილნი თავიანთი გახრწნილებით დაიღუპებიან. ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ და მიიღებენ უკეთურების საზღაურსო“ (II პეტრე 2-9/13). ამიტომ უკვე დადგა დრო იმისა, რომ უმეცრების დროება დასრულდეს და გზა გონიერებას უნდა დაეთმოს!!!