გაფრთხილება!!!
თუკი რა არის სიმართლე ღმერთსა და მის მიერ შექმნილ მატერიალურ სამყაროზე, ეს ცოდნა უკვე გაცხადებულია „უფალია ჩვენი სიმართლით“ წარმოდგენილი ინფორმაციით. ახლა კი აქ ადგილი ექნება იმის ახსნას, სინამდვილეში თუ რას წარმოადგენენ პარალელური სამყაროები და რეალურად სად მდებარეობენ ისინი. რაც ფარდას ახდის იმ უჩვეულო მოვლენებს, რომლებიც ჩვენს თვალწინ ხდება და წოდებულია პარანორმარულ მოვლენებად.
მართალია მათი არსებობა ფაქტებად წარმომდგარი რეალობაა, მაგრამ რის საფუძველზე და რა ძალით ხდება მათი შესრულება, ამის ახსნა ადამიანთაგან არც არავის წარმოუდგენია და დავძენდი იმასაც, რომ ვერც წარმოადგენს. ვინაიდან ამ ცოდნის მიღების შემძლეობა ადამიანურ აზროვნებას არ გააჩნია იმ მიზეზის გამო, რომ მისი მრწამსი ეყრდნობა ერთმანეთისაგან გამიჯნულ მეცნიერულ და რელიგიურ ცოდნას. ამიტომაც შეხება ვერა აქვს ჭეშმარიტებასთან, რომელიც მათ მიღმა არის დარჩენილი. ამის მტკიცებულებაა საზოგადოების ის მიდგომა იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც „უფალია ჩვენი სიმართლით“ ცხადდება. ადამიანებს უჭირთ მათი მიღება, რადგან ის თითქმის საპირისპიროა იმისა, რაც აქამდე სწორი ეგონათ. თუმცა უარყოფასაც ვერავინ ბედავს იმიტომ, რომ ეს ცოდნა ჭეშმარიტი სიმართლის ძალაზე დგას – ძალაზე, რომლის ნამდვილობაც ყოველდღიური ფაქტებით მტკიცდება.
ახლა კი მინდა შევეხო საზოგადოების დამოკიდებულებას ბიბლიასთან მიმართებით. უამრავი პიროვნებისაგან მომისმენია ასეთი რამ: „რატომ უნდა ვირწმუნო მისი, ისიც ხომ ადამიანის ხელით არის შექმნილიო?!“. თუმცა იგივე პიროვნებები ერწმუნებიან ასევე ადამიანთა მიერ მოპოვებულ მეცნიერულ ცოდნას და ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მის სიმყარეს განაპირობებს ცდების შედეგებზე დაყრდნობილი ფაქტები. ყოველივე ამის საპასუხოდ ვიტყოდი იმას, რომ ჯერ ერთი ცნობილი ფაქტია ის, რომ ერთნაირი შედეგის მიღება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. გარდა ამისა, ამ სამყაროს მართავს ადამიანის თვალთახედვისათვის უჩინარი და მისი აზროვნების აღქმისათვის შეუძლებელი სახეობის ძალები. ხოლო რაც თვალით ხილულია, მის მიღებასაც კანონზომიერულ განკარგვას დაქვემდებარებულ უხილავ ძალთა მოქმედებანი განაპირობებენ.
წამოჭრილი საკითხის განხილვისას მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ადამიანი არის ქმნილება – შექმნილი მატერიალური სამყაროს შემადგენელი ელემენტებით. ამიტომ ამ ქმნილების აზროვნებას არ შესწევს უნარი ამ სამყაროს შესახებ ცოდნის სიღრმისეულ საკითხებში ჩაწვდომისა. მაგრამ ზოგადი წარმოდგენის მიღების უნარი კი შესწევს ამ სამყაროს მოდელისა და ფუნქციონირების პრინციპზე საიმისოდ, რომ შესძლოს შენარჩუნება საცხოვრებელი გარემოს სტანდარტულობისა. რისთვისაც შემქმნელის მიერ მას მინიჭებული აქვს დედამიწური გარემოს მართვა-განმგებლობის სადავეები. თუმცა ამ მხრივ, სამწუხაროდ ადამიანს სრულყოფილად ვერა აქვს გათვიცნობიერებული თავისი შესაძლებლობები.
სინამდვილეში საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანური ფენომენი აღჭურვილია იმ უნარით, რომ გავლენა მოახდინოს იმ ძალთა დარეგულირებაზე, რომელნიც ქმნიან დედამიწაზე კლიმატს. რისი დაბალანსებაც აუცილებელია საიმისოდ, რათა იმ სტიქიურ მოვლენებში არ გადაიზარდოს, რომელსაც მეტად არასასურველი შედეგების მოტანა შეუძლია ადამიანთათვის. აქვე აუცილებლად უნდა გავაკეთო ეს შენიშვნა: რომ ასეთი უნარი ყველა ადამიანს არა აქვს მინიჭებული; არამედ მხოლოდ მათ, რომელთაც მეხუთე დროში ჩართული სული აქვთ და შეფასებულნი არიან გონიერ ადამიანებად. აი, რას ამბობს მათზე ბიბლია: „მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-2). ამიტომაც აქვს მინიშნება „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებს, რომ ისინი განკუთვნილია გონიერთათვის. ვინაიდან სხვანი ვერ იქნებიან მათი შემცნობები.
ახლა კი იმის შესახებ აღვნიშნავ, თუ რატომ არის ბიბლიური ცოდნა სარწმუნო, განსხვავებით მეცნიერული ცოდნისაგან. მოგეხსენებათ, რომ ბიბლიური ცოდნაც და მეცნიერულიც, ორივე ადამიანის მიერ არის შექმნილი. მაგრამ სხვაობა არის მათი მოპოვების წყაროებს შორის. რადგან მეცნიერული ცოდნა თვალით ხილული ფაქტების ანალიზის ფონზეა მიღებული, ხოლო ბიბლიური კი – ღმერთისაგან კარნახის ფონზე. მაგრამ ორივე ცოდნის მიღების გზას აქვს საერთო საფუძველი, რომელიც არის მათი მოპოვებისათვის საჭირო უნარ-ნიჭთა არსებობის აუცლებლობა! რადგან ვერავინ ვერანაირ ცოდნას ვერ მოიპოვებს, თუკი მას შემქმნელისაგან არ ექნება მიცემული სათანადო ნიჭიერება!!! აი, სწორედ ამაში არის საქმე და ბიბლიის ცოდნაც მოპოვებული არის იმ უნარის მქონე ადამიანთა მიერ, რომელთაც შემქმნელისაგან ჰქონდათ მიცემული ისეთი ნიჭი, რომ შეეძლოთ გაგება გონებაში ჩაწერილი ენით უთქმელი სიტყვებისა და ის კი შემდეგ გაეცხადებინათ. ამიტომაც ზედმიწევნით ზუსტად სრულდებიან ბიბლიით გაცხადებული წინასწარმეტყველებანი, მათი აღსრულებისათვის დადგენილი დროის დადგომისთანავე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიბლია ჩაწერილია ინტუიციური ენით და აუცილებლად საჭიროებს სრულყოფილად ახსნას. რისი შემძლეობის უნარმქონეობაზე ღმერთის მიერ არის დაშვება იმისა, რომ მთელი კაცობრიობის არსებობის მანძილზე მიცემული ექნებოდა მხოლოდ ერთ ადამიანს, ბოლო ჟამის პერიოდის დროს. ამ უნარს კი ინტუიციური ლექსიკონისა და ბიბლიური კოდის ფლობა წარმოადგენს. მოგახსენებთ იმასაც, რომ ამ უნარის მქონეს მიერ არის შესრულებული „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემული ცოდნა. რომლის მიერ გაცხადებული ინფორმაციის ჭეშმარიტებასაც ადასტურებენ ის ფაქტები, რომლებიც უკვე ყოველდღიურად სრულდებიან ზედმიწევნით ზუსტად და რომელთა დადგომის თაობაზეც არაერთი გაფრთხილება ყოფილა გაცხადებული.
ახლა კი ამ სამყაროს თავისებურებების შესახებ მოკლედ მიმოვიხილავ იმ ინფორმაციას, რომელიც ვრცლად უკვე წარმოდგენილი მაქვს წიგნთა მეშვეობით. ეს სამყარო შემოსაზღვრულია ცით, რომელიც არის 9 ყინულოვანი და 1 ორთქლოვანი შრისაგან შემდგარი თაღი. რაც შეეხება ვარსკვლავებს, ისინი განლაგებულნი არიან ცის ამ შრეებში და იმდენი არ არიან, რამდენსაც ჩვენი თვალი ხედავს, არამედ გაცილებით მცირე რაოდენობის. რადგან უმეტესობა მათგანი წარმოადგენს ყინულის სარკისებრ ანარეკლს – ბიბლიურად „ცდომილ“ ვარსკვლავად წოდებულს. არც ცის ყინული არის იმ შემადგენლობისა, როგორიც დედამიწური წყლის ყინულია და გარდა ამისა, ცის ყოველი შრის ყინულის შემადგენლობაც განსხვავებულია ერთმანეთისაგან. მოგახსენებთ იმასაც, რომ ეს ყინულები წარმოშობილნი არიან იმ ორთქლის კონდენცირებით, რომელიც გამოყოფილი იქნა სამყაროს შექმნის მომენტში. მათი ნაშთები კი ის პლანეტებია, რომელნიც ამ აორთქლების შედეგად დარჩა ცის თაღით შემოსაზღვრულ სივრცეში – მიწის ელემენტებად წოდებული შემადგენლობით ისე, რომ მათ განლაგებას აწესრიგებს ის კავშირ-ურთიერთობა, რომელიც არსებობს ქიმიო-ფიზიკური რეაქციის დროს მიღებულ ნივთიერულ ნაშთსა და რეაქციის დროს გამოყოფილი ორთლის კონდენცირებით მიღებულ ყინულს შორის. ისინი ხომ ერთი მთლიანობის ნახევრებია, რომლის გაყოფაშიც ტემპერატურის ცვალებადობამ შეასრულა თავისი როლი. ხოლო რაც შეეხება მზეს, სწორედ მისი წარმოქმნის დროს მიმდინარე პროცესის შედეგად არიან წარმოშობილნი ვარსკვლავები და ამიტომაც მათ შორის პირდაპირი კავშირია. ანუ უფრო სხვანაირად რომ ვთვათ, ეს სამყარო დაფუძნებულია სამ მთავარ კავშირზე: ცისა – ვარსკვლავთან, ცისა – მზესთან და ცისა – პლანეტებთან. ხოლო ამ კავშირის ცირკულაცია კი თავის მხრივ გულისხმობს შიდა კავშირ ურთიერთობებსაც, რომელიც მოიცავს მზის, ვარსკვლავთა და პლანეტათა უშუალო კავშირს. რაც სრულდება იმ კავშირ-ურთიერთობის ფონზე, რომელიც დამყარებულია ცის ყინულოვანი შრისა და მის ნაშთ პლანეტას შორის. ეს კავშირ ურთიერთობანი საკუთარი მიზიდულობის მჭიდრო ნაერთია და სწორედ ეს ნაერთები წარმოადგენენ იმ პარალელურ სამყაროებს, რომელნიც ამ სამყაროში ერთმანეთის მოსაზღვრედ არიან განლაგებულნი. სადაც მათი ადგილთა მონაცვლეობის დროს, მნიშნელოვანი წვლილი უკავია ადამიანის ფენომენს. თუ როგორ, ამას ახლავე ავხსნი.
მოგახსენებთ იმას, რომ ამ პარალელურ სამყაროთა ერთმანეთისაგან გამიჯვნის მთავარი საყრდენი არის ის დრო, რომელიც ყოველ მათგანს საკუთრივი აქვს განსაზღვრული. დროის ფაქტორის როლის თაობაზე ცოდნა უცნობი არ არის არავისთვის. რადგან თვალსაჩინოა ის, რომ ყოველივეს და ყველაფერს თავისი არსებობისათვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად განკუთვნილი სათავისო დრო აქვს გათვლილი. სწორედაც რომ დროის ფაქტორია ის თავი და თავი, რომელიც მიჯნავს ამ სამყაროებს ერთმანეთისაგან და ჩვენი თვალთახედვისათვის უჩინარ, მაგრამ ძალიან ძლიერ ზღვარს ავლებს. უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენი რომ გავხადო ის ცოდნა რაზეც გესაუბრებით, საამისოდ შეგახსენებთ სიზმარში მიმდინარე და ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოქმედებებს შორის დროის ფაქტორს. როგორც ვიცით სიზმარში რაც წამებში ხდება, დედამიწაზე იმ ქმედებათა აღსრულებას დღეები, თვეები და წლებიც კი სჭირდება. ხოლო რაც შეეხება იმ რეალობას, რომელიც სიზმრის ახდენას ეხება, ეს გამომდინარეა ამ სამყაროს თავისებურებიდან და იმას მოწმობს, რომ ადამიანი არის სულის და სხეულის ნაერთით მიღებული არსება. რომლის სულიც მოზიდულია დედამიწაზე სწორედ იმ პარალელური სამყაროდან, რომლის დროის სისწრაფეც გაცილებით ჩქარია, ვიდრე დედამიწური დროისა – რომელ დროზეც არის ორიენტირებული სხეულის შემადგენელი ელემენტები. ამ საკითხზე მეტს აღარ გავაგრძელებ. რადგან ის საკმაოდ მოცულობის გამოვა იმიტომ, რომ მისი განვრცობით ფარდა აეხდება ყველა იმ საიდუმლოს, რაც რომ დღეს სახეზეა პარანორმარულ თუ ნორმალურ მოვლენათა სახით. თუმცა აქვე დავძენ იმასაც, რომ ამის განხილვის დროც დადგება! ახლა კი მოკლედ და ზოგადად მიმოვიხილავ ამ საკითხს.
ამ სამყაროსეულ პროგრამაში ეს დროები დალაგებულია სისწრაფის მიხედვით და მათგან დედამიწურ დროს მინიჭებული აქვს მეშვიდე ადგილი. ჯოჯოხეთის კარიბჭეს მერვე და თვით ჯოჯოხეთს კი მეცხრე. რაც შეეხება ადამიანს, მისი მნიშვნელოვანი როლი სწორედ იმ ფაქტზეა დამყარებული, რომ საკაცობრიო გენეტიკური კანონის მოქმედებით ადამიანის სხეულისათვის შესაძლებელი არის მეექვსე და მეხუთე ადგილის მქონე დროში ჩართული სულის შერწყმა. ხოლო რაც შეეხება ქრისტეს – პირველი მოსვლის დროს იესოს პიროვნებას მეოთხე დროში ჩართული სული ჰქონდა და ახლა, მეორედ მოსვლის დროს კი – მესამე დროში ჩართული სულისა. ხოლო რაც შეეხება ანტიქრისტეს, მას კი მერვე დროში ჩართული სული აქვს, რომელიც მის გარდა ადამიანთაგან არავის ჰქონია და არც არასოდეს ექნება. ამაზე ცნობაცაა ბიბლიაში, აი ისიც: „მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთა რიცხვიდან და დასაღუპად მიდის“ (გამოცხადება 17-11). აი, ამიტომაც არ ძალუძს ადამიანურ თვალთახედვას, რომელიც დედამიწურ დროზე არის გასწორებული იმ სამყაროების დანახვა, რომელიც აქვეა მის გვერდით და მის თვალწინ.
რაც შეეხება იმ პარანორმალურ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი აქვთ ჩვენ რეალურ ცხოვრებაში და რომელთაც ვერ ხსნის ადამიანური აზროვნება. მათი გამომწვევი და არამარტო მათი, არამედ დედამიწაზე ყოველგვარი ცვლილების საფუძველი ადამიანია!!! როგორ?! ამას ახლავე მოგახსენებთ: როგორც მისახვედრია ყველა პლანეტა მიწის შემადგენლობის ელემენტებით არის შემდგარი. ამიტომ ყოველი მათგანის შემადგენლობაში არის საერთოც და განსხვავებანიც. ხოლო მათ შემადგენელ ყოველ ელემენტს კი სათავისო თვისებები და მისგან გამომდინარე ძალა გააჩნია. ადამიანიც ის ქმნილებაა, რომელიც ასევე ამ ელემენტებისაგან არის შედგენილი და უფრო მეტიც, ფაქტი სახეზეა იმისა, რომ მისი ტვინი სხვა დროშია ჩართული და სხეული კი სხვა დროს ექვემდებარება. რასაც ამოწმებს აზრის მოქმედებისა და ადამიანის ხელის ან ფეხის ქმედების სისწრაფე. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს უნარი როგორც მერვე დროის სამყაროსთან კავშირის დამყარებისა, ასევე მეექვსე და მეხუთე დროის სამყაროსთანაც. რის მისაღწევადაც მას შემქმნელის მიერ დაწესებული აქვს საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობა. რომელიც ემყარება იმ კანონების მოქმედებას, რომელიც ბიბლიაში სიბრძნეთა სახით არიან გაფანტულნი და რომელიც ამოკრებილი და შეერთებულია წიგნში: „ბედისწერის კანონმდებლობა“.
მოგახსენებთ იმასაც, რომ დედამიწური გარემოს ის სტანდარტი, რომელიც საჭიროა ადამიანის საარსებო გარემოდ, დარეგულირებული იქნა სამყარული კანონზომიერობის შედეგად იმ დროისათვის, როცა ადამიანის შექმნის დრო დადგა. და მას დაეკისრა კიდეც ის მისია, რომ უზრუნველჰყო ამ სტანდარტულობის შენარჩუნება. რომლის ხელყოფაც მოხდება იმ დროს, თუკი დედამიწასთან მჭიდრო კავშირს დაამყარებს მერვე დროის სამყარო. ამ შემთხვევაში დედამიწური კლიმატი იცვლება და სტიქიათა სიძლიერე კატასტროფულზე ადის. უნდა გაცნობოთ ისიც, რომ რიგ შემთხვევაში შესაძლებელია ისიც, რომ ერთი სამყაროს ბინადარი მეორეში გადავიდეს. დედამიწის შემთხვევაში თუკი ეს მოხდება – აქედან გადავა ვინმე თუ იქედან შემოვა – ამის მიზეზი მხოლოდდამხოლოდ ადამიანია და მეტი არავინ!!!
ახლა კი იმ რეალობას მოგახსენებთ, რაც რომ დღეს სახეზეა და ყველაზე მეტი სიძლიერით კი ეხება იმ ადამიანებს, რომელთა სამეტყველო ენა ქართულია. უკვე რამდენი წელია გაფრთხილებდით იმის თაობაზე, რომ თუკი ჭეშმარიტებას არ მიიღებდით, ბავშთა და ახალგაზრდათა სიკვდილიანობა უკვე ყოველდღიურ ხასიათს მიიღებდა. გადახედეთ ამ ცნობებს, მათ რამდენიმე წელია რომ გიმეორებთ, მაგრამ თქვენ ყურად არ იღეთ. ახლა კი კითხულობთ რა სჭირს საქართველოსო?! გაფრთხილებთ! ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მანამ არ შეჩერდება, სანამ ან თქვენ არ ინებებთ ჭეშმარიტების მიღებას; ანდა თუკი ისევ ასე გაგრძელდება ყოველივე, აუცილებლად სრულ კატასტროფამდე მივა!!! ხოლო შემდეგ მას ვინც გადაურჩება, იმათ კი უკვე აღარ დასჭირდებათ არანაირი მითითება, რადგან დაუყოვნებლივ დაიწყებენ ჭეშმარიტების მოძიებას. ძალიან ვწუხვარ ასეთი სახის განცხადების გაკეთება რომ მიწევს. მაგრამ როცა ასეთი სიმართლე იცი და მას არ განაცხადებ, ეს ხომ უდიდესი დანაშაულის ტოლფასია?!