სამყაროს კანონზომიერული განკარგვით, მის შემადგენლობაში მყოფმა მაკროელემენტთა სტრუქტურებმა არსებობის მთელ მანძილზე უნდა გაიარონ ცვლილებათა შემდეგი სტადიები:
1) ცა, რომელიც არ განიცდის ცვლილებას, მაგრამ არის ორგვარი შემადგენლობის.
2) ვარსკვლავები, რომლებიც გაივლიან ცვლილებათა 2 სტადიას.
3) მზე გაივლის ცვლილებათა 3 სტადიას.
4) მთვარე და სხვა პლანეტათა თანამგზავრები გაივლიან 4 სტადიას.
5) დედამიწა და დანარჩენი პლანეტები – 5 სტადიას.
6) ანგელოზები – 6 სტადიას.
7) ადამიანები – 7 სტადიას.
8) ცხოველები და ფრინველები – 8 სტადიას.
9) მცენარეები – 9 სტადიას.
ეს სტადიები ნიშნავს იმას, რომ სამყაროს კანონზმიერებებში სპეციალურად მათთვის ფუნქციონირებს ის მახასიათებელი კანონები, რომლებიც თითოეული სტადიისათვის არის შესაბამისი და ისინი დროისა და სივრცის კვეთისას განიშლებიან განზომილებებში. რის შედეგადაც ვიღებთ მოვლენების დროში ცვალებადობას. თუმცა რაც შეეხება საკუთრივ დროს, თუკი მას განვიხილავთ როგორც ცალკე დამოუკიდებელ სიდიდეს; მაშინ მისი მიხედვით განსჯისას, ყოველი დღე ერთნაირი უნდა იყოს. ვინაიდან ყოველი დღე-ღამე ერთიდაიგივე 24 საათიანი დროის შუალედის მომცველია. მაგრამ რეალობა ხომ სხვაგვარია და ყოველდღიურად ადგილი აქვს ფაქტობრივ ცვლილებებს როგორც კოსმოსში, ასევე დედამიწაზეც?! ამიტომ პრაქტიკა ამტკიცებს თეორიას: დროში წარმოშობილ სხვაობათა მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ამ სამყაროში არსებული ნებისმიერი რამ – თვით მიკროსკოპული სხეულებიც კი, ფუნქციონირებენ მხოლოდდამხოლოდ სამყაროსეული კანონზომიერებების მიერ განსაზღვრული კანონმდებლობით!!!
ადამიანის დედამიწაზე გაჩენიდან – აქამდე პერიოდის ბიბლიური შეფასება ასეთია: „უმეცრების დრო“. ამჟამინდელი პერიოდი კი წოდებულია „სიბრძნის დროში“ გარდამავალ პერიოდად. რომელი დროც განხორციელდება პროგრამით: „1000 წელი, როგორც 1 დღე“- ნაცვლად ადრინდელი „1 დღე, როგორც 1000 წელისა“ (II პეტრე 3-8).
ადამიანური აზროვნება, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელვანესი საკვლევი ობიექტია ამ მატერიალური სამყაროსი, ქმნის იმ ენერგიას, რომელიც წარმოადგენს კანონზომიერებათა ასამოქმედებელ საწყის წყაროს. ამიტომაც მისი ღირშესანიშნაობის შესახებ უნდა აღვნიშნო.
აზროვნებაა ის მთავარი პროცესი, რომლის საშუალებითაც ჩვენი სხეულის უჯრედოვანი კოდური დატვირთვა ასო-ბგერებიდან სიტყვებამდე ავიდა და ამჟამად კი უკვე 1000 სიტყვასაც მიაღწია. რაშიდაც იგულისხმება ის, რომ ადამიანები ვართ გონიერი სხეულის მფლობელი არსებანი და ჩვენი სხეულიც ყოველ მომდევნო გენეტიკურ თაობაში უფროდაუფრო მძაფრად რეაგირებს სიტყვებზე. რისი დასტურიცაა ის მომეტებული ნიჭიერება, რომლითაც ყოველი მომდევნო თაობა სჯობნის წინას. ბიბლიური ცნობის თანახმად, ადამიანისათვის გათვლილ გენეტიკურ სრულყოფილებამდე მისაღწევად საჭირო ყოფილა გენეტიკური მე-1000 თაობის მიღება: „უფალს ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, რომ დაადგინა 1000 თაობამდე“ (ფსალმუნები 104-8). რაც შეეხება იმას, თუ ამჟამად რომელ თაობაზეა კაცობრიობა, ამის ამოსაცნობი ბიბლიური ნიშანია შემდეგი: ის დაფარული ჭეშმარიტება, რომელიც უკვე მხილებულია „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა მეშვეობით, „საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილი იყო ბოლო ჟამამდე“(დანიელი 12-12). თავისთავად ცხადია, რომ დაფარული ჭეშმარიტების მხილება გულისხმობს მასზე დადებული ბეჭდების ახსნას (გამოცხადება 5-5). რასაც ასევე თავისთავად მოჰყვება აღსრულება ბიბლიური წინასწარმეტყველებისა: „აჰა დადგება ჟამი და მოვა ნიშნები. გამოჩნდება სიტყვის ძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება რაც მიწით არის დაფარული; და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწართქმულ ბოროტებას, თავად იხილავს უფლის სასწაულებს“ (III ეზრა 7).
როგორადაც ეს ცნობა იტყობინება, უფლის სასწაულების ხილვამდე ჯერ აუცილებელი ყოფილა წინასწართქმულ ბოროტებისაგან თავის დაღწევა. ამიტომ მინდა ბიბლიური ცნობითვე გავაკეთო განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ იყო ბოროტების აღმოფხვრა განსაზღვრული ბოლო ჟამისათვის და არა მანამ?! რის ასახსნელადაც მოვიშველიებ იესოს შემდეგ იგავს: „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და უთხრეს მთესველს: ბატონო! განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი? მან კი უპასუხა: მტერმა კაცმა გააკეთა ეს. მაშინ მონებმა უთხრეს: გინდა წავალთ და გავმარგლავთ. მაგრამ პატრონმა თქვა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. დააცადეთ ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დავწვათ ისინი, ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ“ (მათე 13-24,30). ამ სიბრძნეში მთესველი – აზროვნებაა და მისი მფლობელი კეთილი ბუნების მქონე ადამიანი. კარგი თესლი – ჭეშმარიტი სიტყვა ანუ კეთილმეტყველებაა. მტერს სიცრუე წარმოადგენს და ღვარძლი კი – ავმეტყველებას. ხოლო მომკელი კი – გონებაა, რომლის გადაწყვეტილებასაც აუცილებლად თან მოჰყვება აღსრულებაც.
ახლა კი ბიბლიური „გამოცხადების“ მიხედვით განვაცხადებ იმ პროცესებს, რაც უკვე დაიწყო, თანდათან ძალას იკრებს და დღე-დღეზე აქტიურ ფაზაში გადავა კიდეც შედეგის მისაღებად. მაშასადამე გონებაზე დადებულ ბეჭედთა ახსნით, სიტყვა საქმედ იქცა:
1) თეთრი ცხენი და თეთრი მხედარი – ქრისტეს სულის მქონე ადამიანი.
2) წითელი ცხენი და წითელი მხედარი – მხეცის შემდეგი ნიშნის: მკვლელობათა დამგეგმავი და შემკვეთი კატეგორიის მქონე ადამიანები.
3) შავი ცხენი და შავი მხედარი – მხეცის შემდეგი ნიშნის: მატერიალური ქონების მიმტაცებელი, თაღლითი და მკვლელი კატეგორიის ადამიანები.
4) ყვიციანი ცხენი და ზედ მხედარი – ანტიქრისტე, ფარისევლობის ნიღბოსანი კაცი, ადამიანების სულთა დამცემელი.
რაც შეეხება მათ პიროვნულობას, ისინი უკვე ამოცნობილნი არიან!!!
ახლა კი გაცნობებთ იმას, თუ რა მოვლენები განვითარდება ყოველდღიურად და თანაც დავძენ იმასაც, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ყველა წინასწარმეტყველება შესრულებული არის ბიბლიური კოდის გამოყენებით და დაყრდნობილია ღმერთის მიერ დაწესებულ სამყაროს კანონთამიერ გათვლებზე. ბიბლიური ცნობებისდა თანახმად, ეს დრო ხასიათდება შემდეგი წინასწარმეტყველების აღსრულებით: „დათესილი ადგილები, უეცრად დაუთესავი აღმოჩნდება და სავსე საცავები კი, უეცრად ცარიელები გახდებიან. იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემნიათ სიკვდილი. შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და ხასიათი მათი გარდაიქმნება. წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე. რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-18,28). „ამ დღეებში აღარ იტყვიან მეტად: მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო! რადგან ყოველი თავისი ურჯულოებით მოკვდება. თითოეულ ადამიანს, რომელიც მკვახე ხილს შეჭამს, თავისი კბილი მოეკვეთება“ (იერემია 31- 29,30) და „ყოველ ადამიანს თავისი ხელის საზღაური მასვე დაუბრუნდება“ (იგავნი 12-14), რადგან „ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება და ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს“ (რომაელთა 2-11). ასე რომ, ვინც „რომელი საწყაოთი მიუზღავს, იმავეთი მიეზღვება და მიემატება“ (მარკოზი 4-22).
რაც შეეხება ცოდვებსა და მადლზე პასუხის მიგებას: თითოეულ ჩვენთაგანს, როგორც საკაცობრიო მიმდინარეობის გენეტიკურად უკანასკნელ თაობას, მოგვეზღვება ჯამი იმ დამსახურებისათვის, რომელიც გენეტიკურად გვერგო წინაპართაგან და ჩვენ კი განვამტკიცეთ იგი ჩვენი თავისუფალი ნებით. რაც შეეხება მადლისმიერი მემკვიდრეობის მიღებას, საამისოდ საჭიროა ის, რომ თითოეულმა ადამიანმა შეიცნოს საკუთარი ცოდვები და გულწრფელად მოინანიოს ისინი. რისთვისაც აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ღმერთის სამართლის თანახმად, რა განეკუთვნება ცოდვას და რა არა. აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ საამისოდ მსურველთა დასახმარებლად მალევე დაიწყება გამოქვეყნება საჭირო ინფორმაციისა. ახლა კი მოგაწოდებთ აღწერას იმისას, თუ რა სასჯელებია მომკილი იმათთვის, ვინც საკუთარი ცოდვების მეშვეობით დაიმსახურა წინაპართა ცოდვილი მემკვიდრეობის მიღება. რასაც გავაკეთებ ბიბლიური ცნობების მოკლე განმარტებების წარმოდგენით:
„ღვთის მძვინვარების შვიდი თასის გადმოღვრა“ ვლინდება შემდეგი ფორმით:
„პირველმა ანგელოზმა გადმოღვარა მიწაზე თავისი თასი და გაუჩნდათ საზარელი და სასტიკი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.
გადმოღვარა მეორე ანგელოზმა თავისი თასი ზღვაზე და იქცა სისხლად.
გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე და იქცა სისხლად.
გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და უფლება მიეცა მას, რომ ცეცხლით დაეწვა ადამიანები. იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს და არ მოინანიეს თავიანთი ცოდვები, რათა დიდება მიეგოთ ღვთისათვის.
გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იკვნეტდნენ.
გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლეთიდან რომ მოდიან.
გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა!“ (გამოცხადება 16).
წარმოდგენილ ბიბლიური ცნობების გასაშიფრავად შეგახსენებთ ამ სამყაროს პრინციპს, რომელიც ჩვენთვისდა გასაგები ახსნით, დამყარებულია მთლიანად სიტყვის საქმედ ქცევაზე. რისი შედეგიც არის მატერიალურ სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი: დაწყებული გიგანტ ციურ მაკრო სხეულების ქმედითუნარიანობიდან, დამთავრებული თვით მიკროსკოპულ სხეულთა ფუნქციონირების ჩათვლით. რომელთა შორისაც თავისთავად ადამიანებიც ვიგულისხმებით. ხოლო ერთ-ერთ საუკეთესო მამტკიცებელ არგუმენტს იმის დასტურისას, რასაც სიტყვის საქმედ ქცევაში აზროვნების მონაწილეობა ჰქვია, წარმოადგენს ის ნიჭები, რომლითაც ვართ აღჭურვილნი და რომელნიც აზროვნების უშუალო მონაპოვარია. ვინაიდან რაც უფრო კარგად იგებს სხეული სიტყვებს, მით უფრო იხვეწება ნიჭი. უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: რაც უფრო მეტად იზრდება სხეულის უჯრედის კოდური დატვირთვა გონებაში დაფიქსირებულ სიტყვათა სინონიმებით, მით უფრო იზრდება და იხვეწება ნიჭიერება.
ყოველივე ამ ცოდნიდან გამომდინარე მინდა, რომ ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტის აღწერაზე, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი ამა თუ იმ შინაარსის სიტყვებზე. მაგალითად როდესაც ძალიან სასიხარულო ამბავს ვიგებთ, ვგრძნობთ სისხლის ტალღების სასიამოვნო მონაცვლეობას. რომელსაც ქართული ენა ასე აღწერს: სიხარულისაგან გულის აჩქროლება. რასაც შესაძლებელია თან დაერთოს ნერვული სისტემის ისეთი რეაქცია, რომელსაც ქართული ენა – „ჟრუანტელის დავლას“ უწოდებს. ასევე შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ ის შემთხვევაც, როცა გემრიელი კერძის ხსენებისას ნერწვის დენა ხშირდება. ანდა საშიში ამბის მოსმენისას შიშის შეგრძნება აღმოცენდება. ხოლო ყოველივე აქედან გამომდინარე კი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ ფენომენის შესახებ, რომელსაც ბიბლია „ავმეტყველებას“ უწოდებს და მისი მოქმედების შესახებ იტყობინება იმას, რომ იგი ადამიანისათვის დამღუპველი შედეგის მომტანია. რადგან მასში იწვევს განწყობის გაუკუღმართებას. განწყობა კი იმ რწმენის საყრდენია, რის მიხედვითაც განიკარგება ბედისწერა. ამ ფაქტის შესახებ ბიბლიური გაფრთხილება ასეთია: „ავმეტყველებაში ბოროტი მახეა დაგებული“ (იგავნი 12-13) და ბიბლია მას სხვანაირად „ღვთის საგმობ სიტყვებადაც“ მოიხსენიებს; „კეთილმეტყველებას“ კი – „ღვთის მადიდებელ სიტყვებად“.
მოგახსენებთ, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ამჟამად იმყოფება სასრულ სტადიაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ხდება მიღება დაჯგუფებათა სასრული კომბინაციებისა. რის შედეგადაც ადგილი მიეცემა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ძალთა დაქვემდებარებაში მყოფ: „ღვთის მადიდებელ“ და „ღვთის საგმობ“ სიტყვათა შემადგენლობით დაკომპლექტებულ სხეულოვანი უჯრედების ერთმანეთისაგან გამიჯვნას. ანუ მოხდება ბიბლიური ცნობის: „განდგომილების“ აღსრულება.
„განდგომილება“ ადამიანთათვის იმდენად რთული გადასატანი პროცესია, რომლის მსგავსსაც ჯერ არ ჰქონია ადგილი კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე; და რაც მომკა არის ცოდვების გზაზე სიარულისა. რაც შეეხება იმათ, რომელთაც დაესმებათ 666-იანი ბეჭედი, მათზე „განდგომილებით“ მიღებული შედეგები ასეთია:
1) ჭრილობები, რომლებიც შეუხორცებადი იქნება და ეს განვითარდება იმუნიტეტის უეცრივ მკვეთრად დაცემის ფონზე.
2) ზღვის სისხლად ქცევა – ღვიძლის დაშლის პროცესის ელვისებურად მიმდინარეობა.
3) მდინარე და წყალთა წყაროების სისხლად ქცევა – სეფსისის მომაკვდინებელი დონე.
4) ცეცხლით ადამიანთა დაწვა – მაღალ ტემპერატურით მიმდინარე დაავადებები და ფარისეველ-მწიგნობართა შემთხვევაში კი, სატანური ცეცხლით აალების პროცესი.
5) მხეცის სამეფოს დაბნელება – მომაკვდინებელი დონის ინფარქტები და ინსულტები.
6) ევფრატის წყლის დაშრობა – ფსიქოზის ჩამოყალიბების აფექტური პროცესი. რაც აუცილებლად თვითდაზიანების ან სხვისი დაზიანების ფატალური შედეგით სრულდება.
7) არმაგედონი და აღსრულება – ჩამოთვლილ სიმპტომთა აღსრულება მოხდება მაშინვე, როგორც კი პიროვნებაში შესრულდება სიცრუის ზღვრული რიცხვი – ისე, რომ მის შესახებ წინა წამსაც კი ვერ იქნება ინფორმირებული იგი.
ხოლო რაც შეეხებათ იმათ, „რომელთაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატებას და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდებიან და იმეფებენ ქრისტესთან ერთად 1000 წელს“ (გამოცხადება 20-4). „გაცოცხლებაში“ იგულისხმება ის, რომ დაფარული ჭეშმარიტების მხილებით კოსმოსიდან მიღებული სასიცოცხლო ენერგია (მადლი) მათ გაუნაწილდეთ საიმისოდ, რომ „ხელახლა იშვან“. მართალია მათ ეს ენერგია მიეწოდებათ, მაგრამ მთავარია, რომ აზროვნებით უნდა შესძლონ მისი მიღება, რათა ორგანიზმმა მოახერხოს ათვისება. რისთვისაც აუცილებელია სათანადო ცოდნით აღჭურვა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოასვენებთ „განდგომილების“ პროცესის შედეგად ჩაკეტილ სახსართა ნიადაგზე წარმოშობილი გაუსაძლისი ტკივილები.
გამოცხადების XVI თავში გადმოცემული ცნობები „არმაგედონული“ მოვლენების შესახებ მარტო ადამიანთა ჯანმრთელობისმხრივი ცვლილებებით არ შემოისაზღვრება, არამედ ვრცელდება დედამიწურ ბუნებასა და კოსმოსზედაც. ასე რომ, კანონის: „დათესილი ადგილები დაუთესავი გამოჩნდება და სავსე საცავები უცბად ცარიელი აღმოჩნდებიან“ (III ეზრა 6-18) აღსრულება, უზარმაზარი პრობლემის გადალახვის წინაშე დააყენებს კაცობრიობას და შედეგად გამოიღებს იმას, რომ მის გადალახვას მხოლოდ გონიერნი შესძლებენ!!!