ბიბლიური წინასწარმეტყველების წარმოდგენამდე, საჭიროდ მიმაჩნია მოკლე მიმოხილვა გავაკეთო იმ საკითხებისა, რომლებიც პირდაპირაც და ირიბადაც მას ეხებიან და რომელთა შესახებაც ვრცლად უკვე მოგახსენეთ. საუბარს დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ „ყოველივეს თავისი დრო და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1). მაგრამ თავისი დროისა და თავისი ჟამის დადგომა, მხოლოდ ჭეშმარიტებას აქცევს ფაქტებად. რითაც მხილების თავისი დრო და ჟამი დაუდგება იმ სიცრუეს, რომლითაც უკვე ფაქტებად აღსრულებული ჭეშმარიტება იყო გადაფარული. ამიტომ არასოდეს მოხდება ის, რომ სიცრუის ფარდა აუხდელი დარჩეს!!!
ვინაიდან უკვე სათანადო ჟამი დადგა იმ ჭეშმარიტების რეალობად ქცევისა, რაც სამყაროს კანონმდებლობის გათვლით, ქართველთა მისაგებელია. ამიტომ ვაცხადებ იმას, რაც ჯერ არ მომხდარა. მაგრამ არცთუ დიდი ხანი დარჩა მის აღსრულებამდე. რადგანაც ამას იუწყებიან ის წინმსწრები ნიშნები, რომლებთა გამოვლინებებსაც უკვე ყოველდღიურად აქვთ ადგილი.
შეგახსენებთ, რომ მატერიალური სამყარო ის ერთმთლიანობაა, რომლის შემადგენელი ნაწილებიდანაც ადამიანის თვალთახედვა ხედავს: ცას, ვარსკვლავებს, მზეს, მთვარეს და დედამიწას. სამყაროს კანონზომიერული განკარგვის თანახმად კი, თითოეულ მათგანს გააჩნია თავისი იერ-სახეობა, შემადგენლობა, სპეციფიკური ფუნქცია და სამყაროსეულ სივრცეში განკუთვნილი საკუთარი ადგილი. როგორც მოგეხსენებათ, სამყაროს კანონები არ ვრცელდება მხოლოდ ჩამოთვლილ მაკროელემენტებზე, არამედ საერთოა ამ სამყაროში არსებული ყოველივესათვის და რა თქმა უნდა მათ რიცხვშია ადამიანიც.
რადგანაც ეს სამყარო ქმნილებაა, ხოლო ადამიანი კი მისი შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი; ამიტომ ცხადია ისიც, რომ მათ საერთო შემქმნელი ჰყავთ. რომელსაც ქართული სამეტყველო ენა, სახელად ღმერთს უწოდებს. სწორედ რომ ღმერთისა და მის მიერ დაწესებული კანონების შესახებ არასრულფასოვანი ცოდნით აღჭურვაა ადამიანის ის დიდი დანაშაული, რის გამოც მას უწევს შემქმნელის მიერ მისთვის საამოდ შექმნილი ცხოვრების ტანჯვით განვლა. შეუძლებელია არსებობდეს საღად მოაზროვნეობა, ღმერთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მოძიების გარეშე. ვინაიდან ადამიანი ქვეცნობიერად გრძნობს იმას, რომ ჭეშმარიტების ფლობა არის მისთვის ის ერთადერთი მძლავრი იარაღი, რომლითაც შესაძლებელია ცნობიერების გათავისუფლება სიცრუის ძალის ზეგავლენისაგან. რასაც ქართული სამეტყველო ენა, განწყობის მიმართულების გასწორებას უწოდებს და სწორედ მისით არის შესაძლებელი: თავის დახსნა შიშის ტყვეობიდანაც და ღმერთის მიერ ნაბოძები თავისუფლების უფლების აღდგენაც.
კაცობრიობის მთელი ისტორია მტკიცებულებაა იმისა, რომ ჭეშმარიტი ცოდნის გარეშე, ადამიანთა წინაშე წამოჭრილი პრობლემები ვერ გვარდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე ავიდა ცივილიზაციის განვითარება. რაზედაც ადამიანი დიდ იმედს ამყარებდა და სჯეროდა, რომ მისი საშუალებით ყოველნაირი წინააღმდეგობის დაძლევას შესძლებდა. ფაქტია, რომ ეს ასე არა თუ მოხდა, არამედ პირიქით – პრობლემათა რაოდენობამ იმატა კიდეც და თანაც გამრავალფეროვნდა. რასაც ისიც დაემატა, რომ ადამიანის სიმშვიდის დარღვევის მაჩვენებელი აფექტურ ზონაში გადავიდა და საფუძვლად დაედო თვითმკვლელობებისა და მკვლელობების ჩადენის სწრაფად პროგრესირებას.
ამ სამყაროში ღმერთმა ადამიანს საარსებო გარემოდ დედამიწა განუწესა ისე, რომ მასზე ხელმწიფების უფლებაც უბოძა (ზირაქი 16-17). ამჟამად სწორედ ამ უფლების საყრდენ უნარზე მინდა ვისაუბრო და გაცნობოთ ის, რომ მისი გააქტიურება დამოკიდებულია სათანადო ცოდნის შეძენაზე. რომლისაკენ მიმავალ გზაზეც, ადამიანის შემეცნებას სატანამ წინ სარკე აუფარა და ამის გამოა, რომ ადამიანი წარსულ გზას – მომავლად ხედავს და ჰგონია, რომ კაცობრიობას წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. მაგრამ სინამდვილეში კი საქმე სულ სხვაგვარადაა და საკაცობრიო მიმდინარეობა უკვე ამ სარკის ზღურბლს მიადგა.
თუკი ადამიანს წარმოვიდგენთ იმ თვისების გარეშე, რასაც შემეცნების უნარი ჰქვია. როგორი იქნება იგი ამ შემთხვევაში?! ცხადია იქნება უსუსური არსება, რომელიც წინ ვერ აღუდგება დედამიწის სხვა მობინადრეთა მოძალადეობას და ვერც კლიმატური გარემოს შემოტევებს გაუძლებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანის სიძლიერე, მის ცოდნაშია!!! ხოლო სიძლიერის განმსაზღვრელი კი, უნართა აღჭურვილობის ეს კატეგორიებია: 1)პირადულ-ინდივიდუალური; 2)პროფესიულ-საზოგადოებრივი; და 3)სამყაროს მთლიანობის აღმქმელი, ანუ ფილოსოფიური ხედვის კატეგორია.
მინდა კომენტარი გავაკეთო მესამე კატეგორიაზე და მის შესახებ გაუწყოთ ის, რომ მასში არ იგულისხმებიან ის ფილოსოფოსები, რომელთაც ეს წოდება მინიჭებული აქვთ უმაღლეს სასწავლებელთა მიერ გაცემული დიპლომებით. აქ საუბარია ფილოსოფიური ნიჭით აღჭურვილ იმ უნარზე, რომელიც გენეტიკური მემკვიდრეობით ეძლევა ადამიანს და ეს უკანასკნელი კი შესძლებს მის გააქტიურებას. დავამოწმებ ამ ცნობას ბიბლიით: „მართებული იქნება გირჩიოთ, მიჰყვეთ ფილოსოფიას. რადგან ეს საგანი აუცილებელია ყველა იმისათვის, ვინც ეძებს ცოდნას. ამავე დროს, ის შეიცავს ქება-დიდებას უმაღლესი სათნოებისას; როგორიც არის გონივრული განსჯა“ (IV მაკაბელთა 1-2). „ფილოსოფია გვასწავლის საღ აზროვნებას. სამართლიანობაში გვწვრთნის. გვასწავლის მოწიწებას, რომ მხოლოდ ცოცხალი ღვთის წინაშე გვქონდეს მისი შესაფერისი მოწონება“ (IV მაკაბელთა 5-23,24). „ვინც ფილოსოფოსთა წესებით ცხოვრობს, როგორც ფილოსოფოსი და ღმერთი სწამს; თავისი ღვთისმოსაობით განა არ დასძლევს იგი ვნებებს? რადგან მხოლოდ ბრძენი და მამაცი ადამიანია ვნებათა უფალი“ (IV მაკაბელთა 7-21,23).
ახლა კი დავუბრუნდები უნართა წარმოდგენილ კატეგორიებს და მათ შესახებ გაუწყებთ შემდეგს: 1)-ლი, ანუ მხოლოდ პირადული მოთხოვნილების მცოდნეობის უნარმომცველი კატეგორიის წარმომადგენლები არიან „ველურ ტომთა“ ბინადარნი; რომელთა განვითარების დონის შეზღუდვის თაობაზეც, ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია: „ისინი დაიწყევლენ და დამდაბლდნენ; და მიქცეულ იქნენ მათი ადგილიდან“ (ზირაქი 33-13). რაც შეეხება მე-2) კატეგორიას, ანუ პროფესიული დახელოვნების უნარ ნიჭებს – მას შეესაბამება ეს განმარტება: „ყოვლისმცოდნე უფალმა დაყო ადამიანები და განასხვავა მათი გზები. მათგან ზოგი აკურთხა და აამაღლა“ (ზირაქი 33-13). ხოლო მე-3), ანუ ფილოსოფიური ხედვის უნარმქონეობას კი ეს: „ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა“ (ზირაქი 33-13). აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში, ფილოსოფიური უნარით დაჯილდოებულთა რაოდენობა მეტად მცირერიცხოვანია. მასზე რომ სათანადო წარმოდგენა გქონდეთ, ამისათვის მოვიშველიებ კონკრეტულ მაგალითს და დავასახელებ პიროვნებას, რომლის შესაძლებლობებიც საყოველთაოდ ცნობილია. ის კი, იესო ნაზარეველია – ღმერთის საზომით „მესიად“ შეფასებული. რისი აზრობრივი თარგმანიც „ქრისტეა“. ხოლო რაც შეეხება გონებისმიერ წოდება – „მესიას“, ინტუიციური ლექსიკონი „ლაზარე“ მას ასე შიფრავს: მე-სია, ანუ ცოცხალი სია, მომცველი სიცოცხლის წიგნში ჩაწერილებისა. როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს: „სიცოცხლის წიგნში ჩაწერილთა სია, სოფლის დასაბამიდან აქვს დაკლულ კრავს“ (გამოცხადება 13-8). კრავი კი ადამიანია, რომლის აზროვნებაც „საუკუნო სიცოცხლის სიტყვების წყობის მომცველია“(იოანე 6-68) და მისი სხეულის ინდივიდუალური გენური კოდიც, ღვთის მცნებათა საქმით დამცველ წინაპართაგან ნაშენები გენისაა; თანახმად კანონისა: „იესო ქრისტე დავითის თესლისაგან იშვა ხორციელად“ (რომაელთა 1-3). იმ დავითის გენისაგან, რომელსაც ღმერთმა აღუთქვა, რომ „არ დაგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშეო“ (III მეფეთა 8-25). გარდა ამისა, ქრისტეობის ფენომენზე ასეთი ბიბლიური ცნობებიც არსებობს: „ქრისტე სოფლის შექმნამდე იყო წინასწარ განწესებული. მაგრამ უკანასკნელ დროს გამოჩნდა“ (I პეტრე 1-20). „მისგან შეიქმნა სოფელი და სოფელმა კი ვერ იცნო იგი“ (იოანე 1-10).
აქ წარმოდგენილი ბიბლიური ცნობები იუწყებიან იმას, რომ არ შეიძლება ქრისტეობის ფენომენის შემოსაზღვრა მხოლოდ ადამიანური პიროვნულობით. რაც ნიშნავს იმას, რომ ქრისტე მხოლოდ იესო ნაზარეველად არ მოვლინებულა ამ სამყაროში. ცნობა იმისა, რომ ის სოფლის შექმნამდე იყო განწესებული და მისგან შეიქმნა სოფელი – დასტურია იმისა, რომ კაცობრიობა სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით იქნა შექმნილი შემდეგნაირად: ამ სამყაროში თავდაპირველად ის მოვლენილი იქნა ცისკრის ანგელოზის სახით. საანგელოზო გენეტიკური მიმდინარეობის შედეგად კი, მისგან მიღებული იქნა ნაყოფი: ედემელი ადამის სახით. რომელიც წარმოდგა კაცობრიობის დასაბამად და მისნაირ არსებებს, ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ. რაც შეეხება საანგელოზო გენეტიკური მიმდინარეობის ნაყოფმიუღებლობის ფორმას, ვიცით რომ მას სატანა ჰქვია. რომელსაც წართმეული ექნა ანგელოზური შემადგენლობა იმის გამო, რომ საკუთარი სული ძლიერ დასცა. ამიტომაც იგი „ჩამოგდებული იქნა დედამიწაზე“ (გამოცხადება 12-9) და მას შემდეგ ადამიანთა მეშვეობით ცდილობს დაკარგულის დაბრუნებას. რისთვისაც იყენებს იმ ცოდნას, რომელიც ანგელოზობის დროს ჰქონდა და ქრისტეს ფენომენის იმიტაციას უქმნის მისი ძალით აღჭურვილ ადამიანებს. ვინაიდან ღმერთის მოტყუება შეუძლებელია!!! ამიტომ ცხადია, რომ სატანის ამ მცდელობასაც კრახით დასრულება ელის!!!
იესო ქრისტეს შესახებ მინდა მოგაწოდოთ ის ცნობები, რომელთა ცოდნაც აუცილებლად საჭიროა. უპირველეს ყოვლისა ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ იესო ნაზარეველი არ იყო რელიგიური პიროვნება!!! არამედ პირიქით, ის ამხელდა მათ ფარისევლობასა და სიცრუეს. იესო იყო ჭეშმარიტი ფილოსოფოსი, რომლის დონის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაში არ განმეორდება – გარდა იმისა, ვინც იქნება მისი სულის მეორე მფლობელი. ამიტომაც სწორედ მისი ცოდნის მეშვეობით უნდა მოხდეს მისი გამოცნობაც. ვინაიდან გარეგნულ იერ-სახეობრივად, ის არ იქნება იესო ნაზარეველის სახიერი ასლი. როგორც ამას ბიბლიაც იუწყება: „თუკი ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ. რადგან ის, ვისაც მისი სული მიეცემა, ახალი ქმნილება იქნება“ (II კორინთელთა 5-16,17).
რაც შეეხება ღმერთს! – ის არის ამ სამყაროს შემქმნელი და ეს სამყაროც მისთვის ისეთივე ქმნილებაა, რაც ჩვენთვის შვილი და ასევე ჩვენს მიერ შექმნილი ყოველივე – ერთმთლიანობაში. როგორც ჩვენ ვერ ვიქნებით სრული ფიზიკური სახით ჩვენივე ქმნილებების შიგთავსი, ასევეა ღმერთიც მისი ქმნილების მიმართ. როგორადაც ჩვენ ვაქსოვთ ჩვენს ძალისხმევას ჩვენს მიერ ქმნილში; ასევე ჩააქსოვა მანაც თავისი ძალა მის მიერ შექმნილ ყოველივეში. განსხვავება ჩვენსა და მას შორის კი არის ის, რომ ის სრულყოფილებაა და ჩვენ კი არასრულყოფილნი ვართ. ამიტომაც მისი ძალა მთლიანად სწვდება თავის შექმნილ ქმნილებას და ისიც და მისი მთელი შემადგენლობაც, უპირობოდ ემორჩილებიან მის ნებას. რაც არ ხდება ჩვენს შემთხვევაში. აქ კი გაგახსენებთ იმ ბიბლიურ ცნობას, რომლითაც ღმერთი ადამიანზე ამბობს, რომ „ჩემს ხატად და ჩემს მსგავსად შევქმენიო“ (დაბადება 1-26). მსგავსებაზე უკვე გესაუბრეთ და ახლა კი ხატობაზე მოგახსენებთ ორიოდ სიტყვით: მასში იგულისხმება ის, რომ ვინძლო ადამიანმა შესძლოს ბოძებული აზროვნების ისე ჯეროვნად გამოყენება; რომ აღიჭურვოს იმ სათანადო ცოდნით, რომელიც მას განუვითარებს უნარს ღმერთის ხმის გაგებისას ისევე, როგორც ეს სამყაროს მაკრო ნაწილების შემთხვევაში ხდება; თანახმად კანონისა: „მზე, მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისთვის არიან დადგენილნი, მორჩილები არიან (ეპისტოლე იერემიასი 1-59). მაშინ თავისი ქმნილებაც ისევე გაუგებს ადამიანს, როგორც ეს ღმერთის შემთხვევაში ხდება. აი, ეს არის ღმერთის ჩანაფიქრი ქმნილება ადამიანის მიმართ და მას გონიერი ადამიანობა ჰქვია. ამიტომაც აღნიშნა მან იესოზე, რომ ის იყო ქრისტე – „შვილი, რომელიც მან მოიწონა“ (მათე 17-5). რადგანაც იესო ხომ გონიერების იმ დონის განსახიერება იყო, რომ მას „ქარიცა და ზღვაც კი ემორჩილებოდა“ (მარკოზი 4-41)!
ადამიანთა შორის არსებული სხვაობანი თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ საკაცობრიო გენეტიკა მრავალსახეობრივად განვითარდა. რის თაობაზეც ბიბლია იტყობინება შემდეგს: რომ ის გენი, რომელიც ამ მიმდინარეობას ისე გაივლიდა, რომ გზამკვლევად ჭეშმარიტ ცოდნას გამოიყენებდა – იწოდებოდა ღმერთის რჩეულ გენად და გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამს ჩამოყალიბდებოდა ერთ ერად. რომლის გამოცნობაც შესაძლებელი იქნებოდა იმ სასაუბრო ენით, რითაც შესაძლებელი გახდებოდა, გონებაში დაფარულად მყოფი ჭეშმარიტების მხილება. ადვილი მისახვედრია ის, რომ სატანა აუცილებლად გამოიჩენდა ამ ერის მიმართ ინტერესს და ყოველნაირად ეცდებოდა იმის მისაკუთრებას, რაც მათთვის იყო განკუთვნილი ღმერთის მიერ. სანამ ყოველივეს გიამბობდეთ, მანამ მინდა გაცნობოთ სახელის ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესახებ. რისთვისაც შეგახსენებთ ცოდნის დანიშნულების ღირშესანიშნაობას და აღვნიშნავ იმას, რომ რა მეთოდიც არ უნდა იქნას გამოყენებული ცოდნის შესაძენად, მისი დაფიქსირების სახეობა მაინც ერთადერთია და მას სიტყვიერად დამახსოვრება ჰქვია. რადგანაც ცოდნის განმგებელი ტვინია და ტვინის ენა კი სიტყვებია. ახლა კი ვნახოთ, როგორ იქმნება სიტყვა და რას წარმოადგენს იგი. რისთვისაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო იმის შესახებ, რომ ადამიანთა უმრავლესობას არ სჯერა სულის არსებობის ნამდვილობა და ამიტომაც ვერ ათვიცნობიერებენ იმას, რომ ადამიანი სულის და სხეულის მჭიდრო ნაერთით წარმოდგენილი მთლიანობაა. სწორედ სულის შეუცნობლობით არის გამოწვეული ყველა ის პრობლემა, რაც კი რამ ადამიანს ეღობება ცხოვრებისეულ გზაზე. იმიტომ, რომ სულია განმგებელი ყოველივესი!!! ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ აქ მოკლედ მიმოვიხილო მის შესახებ ის ცნობები, რომლებიც ვრცლად უკვე მოგაწოდეთ.
ადამიანის სული, კოსმიური ველის იმ კატეგორიის მუხტის მქონე ნაწილია, რომლის მიზიდვის უნარითაც აღჭურვილია მისგან წარმოშობილი სხეული; მიუხედავად იმისა, რომ თავად სხეული დედამიწურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული. სწორედ ეს კავშირი არის დაბალანსებული ისე, რომ ადამიანი დედამიწაზე გაწონასწორებულ მდგომარეობაში იმყოფებოდეს იმგვარად, რომ შეუზღუდავად იმოძრაოს და თავისუფლად შესძლოს საკუთარი აზროვნების ნაყოფის საქმედ ქცევა. ამ ბალანსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს სულისა და სხეულის კანონზომიერული თანამშრომლობა. მაგრამ თუკი ეს თანამშრომლობა დაირღვევა, მაშინ ადამიანიც დასნეულდება და არსებულ ბალანსსაც ხარვეზები გაუჩნდება. ხოლო თანამშრომლობის დარღვევის შორსწასულ შემთხვევებში კი შესაძლებელია მოხდეს ისეც, რომ ადამიანის სამოქმედო აპარატი, ანდა აზროვნებაც – ფუნქციადაკარგული აღმოჩნდეს. ეს რომ ასე არ მოხდეს, ამისათვის აუცილებელია ამ თანამშრომლობის შესახებ სათანადო ცოდნით აღჭურვა. რის თაობაზეც მოკლედ მოგახსენებთ:
სხეულში სულის მუშაობის სტილი გულისხმობს იმას, რომ მას საშუალება ჰქონდეს მასში ბრუნვითი მოძრაობის შესრულებისა. რაც ხორციელდება ტვინის შიდა შრეში, ადამიანის ძილის დროს – იმ ძალის ხარჯზე, რომელ ძალასაც მას, სხეულის მიერ ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამომუშავებული ენერგია ანიჭებს. სულის მოძრაობის დროს, მასსა და ტვინის ღრუბლისებრი შრის უჯრედებს შორის შეხებით წარმოშობილი ძალა გამოსცემს ე.წ. გონების ხმას. რომელიც ნერვული სისტემის ნეირონთა რხევას იწვევს და წარმოშობს აზროვნებით ხმას, რომელიც სხეულში ბგერებად განიბნევა და ტვინის ქერქი კი სიტყვებად კინძავს მას.
უნდა მოგახსენოთ იმის შესახებაც, რომ სულის ბრუნვის მიმართულება ყოველთვის ერთმხრივია და ცხადია თანამიმართულია სამყაროს ბრუნვის მიმართულებისა. რაც შეეხება ხმას, მის შესახებ ვიცით ის, რომ იგი ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღაა. მაშასადამე დროის მსვლელობა, რომელიც თანამიმართულია სამყაროს მამოძრავებელი ენერგიისა – ასევე თანხვედრილია გონების ხმისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დროის სიდიდის მსვლელობა, გონების ხმის გაშიფვრით მიღებულ შინაარსს, რეალურ ფაქტებად აქცევს!!! ხოლო რაც შეეხება იმას, აზროვნება სწორად იგებს თუ არა გონების ხმის მომცველობაში მყოფ შინაარსს, რომელიც ჭეშმარიტებად არის შეფასებული ღმერთის მიერ – ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეიძლება გაკეთდეს ასეთი დასკვნა: მიუხედავად იმისა, სიტყვა ენით წარმოითქმის თუ არა, ის ხმის მომცველი მაინც არის; და ხმა კი ენერგიაა. ე.ი. სიტყვა – ენერგიაა!!! ამიტომაც არის, რომ ის მუდმივ მოძრაობას საჭიროებს და მიუხედავად იმისა, ადამიანი ფხიზლობს თუ მძინარ მდგომარეობაშია, სიტყვა მასში მაინც ბრუნავს! ამიტომაც „კარგ მთქმელს, კარგი გამგები“ სჭირდება. რადგან აქ საქმე მდგომარეობს იმაში, რომ „მთქმელიც“ და „გამგებიც“ თანამიმართული ენერგიის მწარმოებლები უნდა იყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საუბარი „მოკლე“ ჩართვების სტილში წარიმართება. რაც გამოიწვევს მღელვარებას და შესაძლებელია, რომ ისეთი „აფეთქებაც“ გამოიწვიოს, რომ გულიც კი გასკდეს. რაც შეეხება „მთქმელს“, მასში მარტო ადამიანი არ მოიაზრება. არამედ მისი როლი შეიძლება შეასრულოს ტელევიზიამაც და პრესამაც; და თქვენ წარმოიდგინეთ მუსიკამაც კი.
ახლა კი როგორც დაგპირდით, იმაზე მოგახსენებთ, რასაც აზროვნების მიერ გონების ხმის არასწორად გაშიფვრა ჰქვია. მას ბიბლია „ავ მეტყველებას“ უწოდებს და ასეთ ცნობას იძლევა მის შესახებ: „ავ მეტყველებაში ბოროტი მახეა დაგებულიო“ (იგავები 12-13). რადგანაც სულის მოძრაობისას, მისი შეხება ტვინის შიდა შრის ღრუბლისებრ უჯრედებთან, წარმოშობს გონების ხმას; რომელიც ჭეშმარიტი შინაარსის მომცველია. ეს იმას ნიშნავს, რომ გონების ენა არის ის ლექსიკონი, რომლის შემადგენლობაში შემავალი სახელწოდებანიც, ჭეშმარიტი წოდებანია ამ სამყაროში არსებულ ყოველივესი – მატერიალურისაც და პროცესებისაც. თავისთავად ცხადია ისიც, რომ გონების ხმის მომცველმა ენერგიამ, პირველ რიგში ახლომდებარე ადგილი – სხეული უნდა მოიაროს და შემდეგ ჩაერთოს სამყარულ ენერგიათა ბრუნვაში. მაგრამ ცოდვისმიერი მემკვიდრეობის გააქტიურების გამო, თუკი სხეულის ნერვული სისტემა და აზროვნება ვეღარ არიან იმ შესაძლებლობის, რომ უზრუნველყონ სულის ბრუნვა ტვინში. მაშინ ისინი ამ ენერგიას იღებენ იმათგან, ვინც ამის შემძლეა; და იღებენ იმ ოდენობით, რა კატეგორიის ცოდვასაც იმათ ჩაადენინებენ. ამიტომ ასეთი ადამიანების მიზანია ის, რომ რაც შეიძლება მეტად შეიყვანონ შეცდომაში დონორები. რისი მიღწევის ყველაზე საუკეთესო საშუალებასაც წარმოადგენს, ნამდვილი წოდებებისათვის სახელების შეცვლა და მათი მართალ წოდებებად გასაღება. რის მისაღწევადაც სატანამ არა მარტო სიცრუით ჭეშმარიტების გადაფარვა მოახერხა, არამედ იმ უამრავი ენის შექმნაც, რაც სახეზეა. ამიტომ იმ ენას, რომელიც ერთადერთია საიმისოდ, რომ მასშია ჭეშმარიტი წოდებები – ბრძოლა უხდება არა მხოლოდ იმისათვის, რომ ყოველივეს ნამდვილი სახელი დაუბრუნოს; არამედ წინააღმდეგობის გაწევაც უხდება გაბატონებული ენების მოძალადეობისაგან თავდასახსნელად. ეს ენა კი იმ ერის ენაა, რომელზედაც უფალი ამბობს: რომ „ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, გამოაცხადებს ჩემს დიდებასო“ (ესაია 43-21) და ამ ენას ამჟამად, ქართული ჰქვია!
მინდა მოკლედ, მაგრამ მრავლისმომცველი ინფორმაციის შინაარსით წარმოვადგინო ის, რაც ელის ძალიან ახლო მომავალში ამ ერს. რისთვისაც უნდა მოვიშველიო შემდეგი ბიბლიური ცნობები: „აჰა, გამცნობ, რა მოხდება რისხვის დასასრულს. შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს“ (დანიელი 8-19; 9-19). „რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის“ (ფსალმუნები 131-13). „სიონო, უფალი ღმერთი შენს წიაღშია“ (სოფონია 3-17). უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ იმას, რომ „ღმერთის დიდების გამოცხადების“ ჭეშმარიტ მნიშვნელობაში იგულისხმება: გონებაში დაფიქსირებული ჭეშმარიტების, ჯერ აზროვნებით შეცნობა და შემდეგ კი მისი მოქმედებით გააქტიურება. რისი დამადასტურებელიც იქნება ის, რომ თუკი ასეთ ქმედებას ნამდვილად ექნება ადგილი, მაშინ მისი ჩამდენნი შეფასდებიან ღმერთის რჩეულ ერად (გენად) და მათ მიერ შეიქმნება ქვეყანა, რომელსაც სიონი დაერქმევა; ერს – სიონელი და ენას კი – სიონული. ქვეყნის დედაქალაქი გაშენდება მთაწმინდაზე და ეწოდება თბილისიო.
როგორადაც უკვე არაერთხელ მითქვამს კიდეც, ღმერთის რჩეული გენის ჩამოყალიბების დროდ დადგენილ იქნა საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამი. ხოლო რაც შეეხება მათ ამოსაცნობ დამახასიათებელ ნიშნებს, მათ რიცხვში ერთ-ერთ მთავარს წარმოადგენს იმ სამეტყველო ენის ფლობა, რომლის ცოდნის გარეშეც, ჭეშმარიტების შეცნობა შეუძლებელია!!! თანახმად კანონისა: „მე ჩავდე ჩემი სიტყვები შენს პირში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე შენ, რომ მომეწყო ზეცა და დამეფუძნებინა დედამიწა და მეთქვა სიონელთათვის: „ჩემი ერი ხარ“ (ესაია 51-16). ხოლო რაც შეეხება ბოლო ჟამის არსებობის დამადასტურებელ სამყაროს კანონს, ის იუწყება, რომ „გატიალების სიბილწე წმინდა ადგილას დადგებოდა“ (მათე 24-15). რაც ფაქტებად უკვე აღსრულდა და შემდეგია: ადამიანთა ცნობიერებაში, ღმერთის ენის ადგილი – მგლების ენად შეფასებულმა ინგლისურმა დაიკავა; ქრისტეს ადგილი – ანტიქრისტემ; ხოლო სულის ადგილი კი – ფულმა.
კვლავაც გავიმეორებ იმას, რომ ბიბლია შედგენილია გონებისმიერი ინტუიციური ენით და მისი მნიშვნელობების სასაუბრო ენით გაშიფვრისას მთავარია იმის გათვალისწინება, რომ ისინი წარმოდგენილი იქნას საზომური მასშტაბების გათვალისწინებით! ასე, რომ ბიბლიური სიტყვა „ზეცა“ და „დედამიწა“ – მარტო იმ მნიშვნელობის მომცველი არ არის, რასაც ცისფერი ცა და პლანეტა დედამიწა განასახიერებს. არამედ მის მნიშვნელობაში შედის: „ზეცაში“ – სული და გონება; ხოლო „დედამიწაში“ კი – სხეული და აზროვნება.
როგორადაც ეს პრაქტიკულად იქნა დადასტურებული, ჭეშმარიტება გაიშიფრა იმ ენით, რომელ ენასაც დღეს ქართული ენა ჰქვია და იერემიას (23-16) მიერ გაცხადებული ცნობაც, რომ ის „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა სახით უნდა წარმოდგენილიყო – სახეზეა. ე. ი. ქართულ ენაზე მეტყველ ერში უნდა იქნას მოძიებული ქრისტეს გენის შთამომავლობა. მაგრამ რადგანაც ამის შესახებ სატანისათვისაც იყო ცნობილი; ამიტომ არც ის ყოფილა უმოქმედოდ და ამ ენაზე მეტყველ ერში თავისი ძალოსნებიც ამრავლა და საბოლოოდ მიაღწია იმასაც, რომ მათგან ანტიქრისტეც მიიღო. რასაც ვერანაირად ვერ შესძლებდა იმ შემთხვევაში, ქართველები რომ მათთვის განსაზღვრული გონიერების დონეზე მდგარიყვნენ.
სახელწოდების ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესახებ უკვე გაცნობეთ. მაგრამ ახლა მას კიდევ უნდა დავამატო ერთი მნიშვნელოვანი ცნობაც, რომელიც შემდეგია: როცა ადამიანი რაიმეს ან ვინმეს სახელს არქმევს, ამას აკეთებს ინტუიციის მეშვეობით. მაშასადამე გონების ლექსიკონის მცოდნემ, სახელის საშუალებით შეუძლია გაშიფროს ის, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს ამ სახელის მფლობელი და შეიტყოს ისიც, თუ რა ძალის მატარებელი არის თვით მწოდებელიც; თანახმად კანონისა: „კეთილს – კეთილი გენის მემკვიდრეობიდან სიკეთე გამოაქვს. ბოროტს კი – ბოროტი გენის მემკვიდრეობიდან ბოროტება გამოაქვს. არ შეუძლია ბოროტს კეთილი სიტყვის თქმა და კეთილს კი – ავი მეტყველება. რადგან გულის სისავსისაგან მეტყველებს პირი. ამიტომ ყოველს თავისი სიტყვები ამხელს“ (მათე 12-34/37).
ბიბლია, რომელიც შედგენილი არის გონების ენით, აცხადებს: რომ ღვთის რჩეულ გენს უნდა ერქვას სიონელი ერი. მათ მიერ დასახლებულ ადგილს – სიონი. ხოლო სამეტყველო ენას კი – სიონული. მაგრამ რეალობა როგორია?! სიონული ენა – ქართულს „ჩაუყლაპავს“; სიონელები კი – ქართველობას; და სიონის ნაცვლადაც საქართველო აღმოცენებულა. ინტუიციური ენის საშუალებით გავშიფრავ სახელ „საქართველოს“; თანახმად კანონისა: „უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით, მთელი მისი საკრებულო“ (ფსალმუნი 32-6). „ქარები არის შურის საძიებლად შექმნილნი. ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას აცხრობენ“ (ზირაქი 39-26). „ოთხივ ქარისაკენ გაიფანტება საფეთქლებ შეკრეჭილები და მათ ყოველმხრივ მიეწევა დაღუპვა“ (იერემია 49-32).
წარმოდგენილი ცნობების ფონზე იკვეთება შემდეგი: ქართველებს, სასიცოცხლო თბილი სიოს ნაცვლად, შურის საძიებელ ცხელ და ცივ ქართა სათარეშოდ გაუხდიათ – როგორც საკუთარი სხეულები, ასევე თავიანთი კარ-მიდამო და საცხოვრებელი ქვეყნის ტერიტორიაც. მაგრამ თანახმად კანონისა: „თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი. ასევე ერთის სიმართლით, ყველა მსურველი გამართლდება სასიცოცხლოდ. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი. ასევე ერთის მორჩილებით, ბევრი გახდება მართალი“ (გამოცხადება 14-19,20) და რადგანაც უკვე „ იმძლავრა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა და გაშალა წიგნი და შვიდივე ბეჭედი ახსნა მას“ (გამოცხადება 5-5). ამიტომ ღვთის რისხვის განაჩენით დამსახურებულ „სოდომ-გომორობის“ სასჯელს არიდებული იქნა საქართველო იმ მხრივად, რომ მას მიეცა უფლება „ქვისა“ და“რთველის“ ქვეყნის სტატუსის მიმღეობისა. რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქართველ ერში არმაგედონი შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: „გადმოაგდო ანგელოზმა თავისი ნამგალი მიწაზე და მოკრიფა მიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში; და დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახელიდან“ (გამოცხადება 14-19,20).
ავხსნი რა იგულისხმება წარმოდგენილ ბიბლიურ ცნობაში: „ყურძნის დაწნეხვა და სისხლის გამოსვლა საწნახელიდან“ – ნიშნავს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის შეფერხებას, „სახსართა ძლიერ შემუსვრის“გამო. რაც არის მთელი რიგი დაავადებების გამომწვევი და მათი სწრაფად პროგრესირებადობის მიზეზი. რის მიმართაც მედიცინა უძლურია და შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაღწევა კი, მხოლოდ ერთადერთი საშუალებით არის შესაძლებელი. რომელ საშუალებაზეც უკვე არაერთხელ მოგახსენეთ კიდეც.
რაც შეეხება კითხვას: საქართველო – როგორც ქვეყანა, არსებობას გააგრძელებს თუ არა?! მასზე გიპასუხებთ ბიბლიური კანონის მეშვეობით: „რომ ნერგი, რომელიც უფალმა არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება“ (მათე 15-13)! საქართველო რომ უფლის მიერ აღმოცენებული არ არის, ამას ადასტურებს მორიგი კანონიც: „არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი ისე, თუ არ განუცხადა თავისი საიდუმლო თავის მსახურთ, წინასწარმეტყველთ“ (ამოსი 3-7). რადგანაც ბიბლიაში არსად არ არის ხსენებული საქართველო, მაგრამ სიონზე კი უამრავი ცნობაა. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ უფლის მიერ „დარგული ნერგი“ სიონია და არა საქართველო?! თუმცა არც იმის აღუნიშნაობა შეიძლება, რომ ქვეყანა „სიონი“, ამჟამად ქართველად წოდებულთაგან უნდა დაარსდეს!!! მე კი შეგახსენებთ იმას, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას!!! ამიტომაც მან უკვე ყველაფერი მოაწესრიგა საიმისოდ, რომ მის მიერ თქვენთვის ბოძებული თავისუფალი ნება გამოიყენოთ ჭეშმარიტების გზისაკენ მობრუნებისთვის. რაც გულისხმობს არჩევანს ძალისმიერ გზასა და გონებისმიერ გზას შორის.
მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ წარმოგიდგინოთ ბიბლიური კოდით მოძიებული ბოლო ჟამის წინასწარმეტყველება საქართველოზე. რომლის მოკლე თარგმანიც აქ წარმოგიდგინეთ.
1) „და დარჩა სიონის ასული, როგორც კარავი ვენახში. როგორც ქოხი ბოსტანში. როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი. უფალს რომ მცირე ნატამალი არ დაეტოვებინა ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით“ (ესაია 1-8,9).
2) „ისმინეთ უფლის სიტყვა: „რად მინდა მე თქვენი შესაწირავი? როდესაც მოდიხართ ჩემს წინაშე წარსადგომად. ვინ გთხოვთ ჩემი ეზოების გათელვას? არ მომიტანოთ მეტად ამაო ძღვენი. თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის. სადღესასწაულო შეკრებას ვერ ვიტან – ურჯულოება და დღესასწაული?! დღესასწაულები შეიძულა ჩემმა სულმა. ტვირთად მექცა ისინი. დავიღალე მათი ზიდვით. ამიტომ როცა თქვენ გაიწვდენთ ხელებს – მე აგარიდებთ თვალს; და რამდენიც არ უნდა ილოცოთ – არ მოგისმენთ. თქვენი ხელები სავსეა სისხლით. განიბანეთ, განიწმინდეთ, შეწყვიტეთ ბოროტება. ისწავლეთ სიკეთის ქმნა. ეძებეთ სამართალი. გაამაგრეთ ჩაგრული.
თუ მოინდომებთ და შეისმენთ – მიწის დოვლათს შესჭამთ. მაგრამ თუ უარს იტყვით და ურჩობას გასწევთ, მახვილით მოისპობით!“ (ესაია 1-11/20).
3) „ჩემო ერო, შენი მთავარნი განდგომილნი და ქურდთა მეგობარნი არიან. მათ ყველას ქრთამი უყვართ და საზღაურს ედევნებიან. ამიტომაც არის სიტყვა უფლისგან: „შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე. მოვაბრუნებ ჩემს ხელს შენკენ და როგორც ნაცარტუტით, გავწმენდ შენს წიდას. და მოვაცილებ მთელ შენს კალას. დავაბრუნებ შენს მსაჯულებს და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში იყო! ამის შემდეგ გეწოდება შენ სამართლიანობის ქვეყანა და სარწმუნო დედაქალაქი“. სიონი სამართლიანობით იქნება გამოსყიდული. ხოლო მისი მოქცეულნი – სიმართლით. შემუსვრა ბოროტთმოქმედთა და შემცოდავთა, ერთად მოხდება. უფლის მიმტოვებელნი კი მოისპობიან“ (ესაია 1-23/28).
4) „ძლიერნი ძენძად იქცევა და მისი ნაკეთობა – ნაპერწკლად. ორივე ერთად დაიწვება და არავინ იქნება ჩამქრობი“ (ესაია 1-31).
5) „სიონიდან გამოვა რჯული და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. გაასამართლებს ის ერებს და ამხილებს მრავალ ხალხებს. აღარ აღმართავს ერი ერზე მახვილს და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას“ (ესაია 2-3,4).
6) „სახლო იაკობისა, მოდით და ვიაროთ უფლის ნათელში! მაგრამ შენ მიატოვე შენი ხალხი; და გაივსო ქვეყანა ვერცხლით, ოქროთი და კერპებით. თავიანთი ხელის ნაკეთებს სცემენ თაყვანს -იმას, რაც მათმა თითებმა მოიმოქმედეს. დამდაბლდა ადამიანი და დამცირდა კაცი“ (ესაია 2-5/9).
7) „დადგებიან ყმაწვილნი ხალხის მთავრებად. შეავიწროებს ხალხი ერთმანეთს. ყმაწვილი გაუთავხედდება მოხუცს და მდაბალი – პატივცემულს“ (ესაია 3-4,5).
8) „დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა და დამცირდება კაცთა ამპარტავნება. მარტო უფალი განდიდდება იმ დღეს“ (ესაია 2-17).
9) „კერპები მთლიანად გაქრებიან. იმ დღეს გადაყრის ადამიანი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს. რომლებიც გაიკეთა მან „თხუნელებისა“ და „ღამურების“ თაყვანის საცემად“ (ესაია 2-18/20).
10) „ჩემო ხალხო, შენი წინამძღვარნი გაცდუნებენ შენ და ამრუდებენ ბილიკებს შენი გზისა. დგება უფალი შესაბრძოლებლად და დადგება ხალხთა განსასჯელად. წინამძღვარნო თქვენ ააოხრეთ ვენახი და ღარიბების ნაძარცვი თქვენს სახლებშია. რატომ ავიწროებთ ჩემს ხალხს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ?“ (ესაია 3-12/15).
11) „რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი და დადიან ყელმოღერებულნი და თვალთა თამაშით. გაუქაჩლებს თხემს უფალი, სიონის ასულთ და გამოაჩენს მათ სიშიშვლეს. და იქნება სუნამოს ნაცვლად ხრწნა. სარტყლის ნაცვლად – წყლული. ვარცხნილობის ნაცვლად – სიქაჩლე. კოხტა სარტყლის ნაცვლად – ძაძის სარტყელი. სილამაზის ნაცვლად – დაღი. ვაჟკაცები მახვილით დაეცემიან და მამაცები – ბრძოლაში“ (ესაია 3-16,17,24,25).
12) „იმ დღეს უფლის ყლორტი იქნება მშვენებად და დიდებად. წმინდად იქნება წოდებული ყველა, ვინც კი ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. როცა ჩამორეცხავს უფალი სიონის ასულთ სისაძაგლეს და იერუსალიმს სისხლს მოჰბანს. შექმნის სიონის მთის ყველა ადგილზე და მის შესაკრებელზე ღრუბელს და კვამლს დღისით და აელვარებული ცეცხლის ნათებას ღამით. რადგან მთელ დიდებაზე იქნება გავალაკი. კარავი იქნება მათ საჩრდილობლად დღისით პაპანაქებისაგან; და თავშესაფრად და დასაცავად ღვართქაფისა და წვიმისაგან“ (ესაია 4-2/6).